-
Posts
6848 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
28
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by ANuB1S
-
ჰმ მხოლოდ შუშაბანდი არაა ოპერაციული სისტემის ჯიშის წარმომადგენელი. უმეტესად Unix/Unix-Like სისტემებში უფრო ხშირად ხდება განახლებები ვიდრე "მცირედსოფტში".
-
მაგარი კაცია პ.ს. ბრავო რეალს. მომილოცავს. ატლეტიკოს წამების გამო არ წაუგია. ფსიქოლოგიურად ვერ გაძლეს, გამოცდილება არ ეყო არც ფეხბურთელებსა და არც ბატონ დიეგოს. მეორე ტაიმის უმეტესი ნაწილი გაძლებაზე იყვნენ და ზუსტად მანდ წააგეს, აშკარად ეტყობოდათ რომ ფისქოლოგიურად ვერ გაუქაჩავდნენ. მოუგო პაპა კარლომ - დიეგოს. ცალკეული ფეხბურთელების დასახელებისგან კიდევ თავს შევიკავებ, გუნდი არის ერთი დიდი მთლიანობა, ჰოლისტური იდეოლოგია იგებს თასებს და არა დანაწევრებული გათითოკაცებული აზროვნება.
-
ვაჰ, დახატავდა მაკის IntelliJ-ში. გაასწორებდა ამაზე კოდის წერა. UP
-
გიორგის გაუმარჯოს. არ ვიყენებ არანაირ სოც. ქსელს. ბროუზერი: Mozilla Firefox / Chromium (Open Source) OS: OpenSuse 13.1 / Mac OS ერთადერთი Properietary Software რაც ლინუქსზე მიყენია არის IntelliJ IDEA, ვცადე სხვა ბევრი პროგრამირების გარემოებიც, მაგრამ ამ პროდუქტს ეტყობა რომ ნაფიქრი და ნამუშევარია გემოვნებიანი ხალხის მიერ. Flash Player: არ ვიყენებ. თუ დააკვირდებით Facebook-ისათვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს HTML5-ის მხარდაჭერის ჩადება ვიდეოებისათვის, თუმცა არ აკეთებენ. საზოგადოებას აიძულებენ Flash-ის დაყენებას. Android: არ ვიყენებ არანაირ Internet Service-ს. მაქვს "ჭკვიანი" ტელეფონი, რომელიც ჩემ გემოზეა მოწყობილი. ზოგადად გვგონია რომ ამარტივებს ცხოვრებას, ზოგი რაღაც მოხერხებულია და ა.შ. - მაგრამ რის ფასად? არანაირი სურვილი არ მაქვს სხვისი შექმნილ სამყაროში ცხვარი ვიყო და თავისუფალი არწივი მეგონოს თავი. Oculus Rift-ით არ ვიცხოვრებ. CyanoGenMod მიყენია და თავიდან ბოლომდე გადაწმენდილი მაქვს სისტემა. ინტერნეტთან აღარ აქვს კავშირი "სმარტფონტს" და საიდან უნდა წაიღონ ინფო მაგრამ ამასთან ერთად დავფიქრდი რეალურად რა მჭირდებოდა და დავტოვე: Any.DO, Camera, Clock, File Manager, Messaging, Offline Dictionary, People, Phone, Settings, Torch. ამით ამოიწურა ჩემ სმარტფონში არსებული პროგრამების რაოდენობა(სისტემურებს აღარ ჩამოვთვლი). ცოტა მეტი ენთუზიაზმი რომ მექნება მერე ალბათ Firefox OS-ს დავაყენებ. კი მეტყვით მაშინ ფანრიანი ნოკია იყიდეო, მაგრამ ამ შემთხვევაშია კომფორტულია დასარეკად, კონტაქტების მენეჯმენტისათვის, მესიჯების საწერად, მოკლე და ადვილად დავიწყებადი საქმეების ჩასაწერად. ანდროიდი ისეა დაწერილი რომ მესიჯის მოსვლისას მთელ სისტემაში ეშვება "შეტყობინება" რომ ახალი მესიჯი მოვიდა, ანუ ნებისმიერ აპლიკაციას შეუძლია წაიღოს შენი მესიჯების ინფო. დაუფიქრდით რეალურად მნიშვნელოვანი და ღირებულია ის რასაც "ვერ წირავთ", რომ სხვადასხვა გიგანტი კომპანიების ბოდიშს მოვიხდი და "მეწველი საქონელი" იყოთ? ეს სმარტფონების დონეზე... და სხვა მხრივ რომ შევხედოთ სიტუაციას facebook-ზე, G+ზე და მსგავს წარმონაქმნებზე საუბრის სურვილი ნამდვილად აღარ გამაჩნია იმდენად ყარს. საზოგადოების მენტალურ დაჩლუნგებას დიდი წარმატებით ემსახურება.
-
http://howtocode.ge ცოტათი აზრზე მოგიყვანს. თუმცა წიგნებს ვამჯობინებ.
-
მოიცა, რა სტუდენტურ ამბებზეა საუბარი, ვერ ვპოვე ინფო co.ge-ზე.
-
ერთი Google Play-დან მადონას სერვიზი წამოაყოლე თუ კაცი ხარ ნუ ჩემი გადმოსახედიდან, მომავალში სერიოზულ პრობლემებს შექმნის მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანის პირად ინფოზე წვდომა და სხვები როგორ ფიქრობენ ვერ გეტყვით. არა ინფორმაციის მნიშვნელობაზე, არამედ იდეოლოგიაზეა საუბარი. მე დიდი ხანია გუგლი სანაგვის გზას გავუყენე. ვიყენებ ანდროიდს ყველანაირი გაპსის გარეშე. კონტაქტების სინქრონიზაციის სერვისი CyanoGenMod-მა დაამატა. კომპში OpenSuse + Chromium (Flash Player-ის გარეშე) MAC-შიც ქრომიუმ-ს ვიყენებ. ახლა ვერ ვხედავთ ბევრ მიზეზ თუ რატომ უნდა იყოს ჩვენი ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი... პ.ს. მადლობა ფრედერიკ
-
დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი, გაერთობოდა კაცი Cuda Parallel Programming-ში ისე ეს, კიარა, მაგრამ რეალურად ვფიქრობ NVIDIA-ს ვიდეო დაფაზე. 295-ის მერე არ მქონია
-
XP რა შუაშია ვერ მივხვდი
-
სალამი გადავხედე მონიტორებს და უცებ რაც შევარჩიე არის ეს: http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=5830 AH-IPS-ზეა და როგორც წერენ Super-IPS-ის ახალი თაობააო. 178/178 ხედვის კუთხით.
-
Open Source ლათინური სიტყვაა და ნიშნავს... ჰმ, მაიკროსოფტის ლექიკონში არ მოიძებნა.
-
ჰმ, მაიკროსოფტში მგონი პრინციპების ბოძი შეირყა.
-
დაძებვნა რას აკეთებს?
- 106 replies
-
- ნამუშევრები
- პროექტები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ეჭვი მაქვს მასეთი უკვე იქნება, დაძებნე. პ.ს. ჩემი რამდენიმე თვის წინანდელი შემოქმედება http://codefor.me.pn
- 106 replies
-
- ნამუშევრები
- პროექტები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სხვისიო ისე ამბობ თითქოს ცხენი იყოს და დასანალად ვერ იმეტებდე ეს საქმეც მოაგვარე, გქონდეს სანამ ბოლომდე მიიყვან. რო მორჩება თუ გადარჩა მერე დამიბრუნე. არ გადარჩება და დიდად არ ინერვიულო
-
გაუმარჯოსთ ოვერქლოქერნო იმედი მაქვს ამ პოსტს არავინ გამოეხმაურება, უბრალოდ ფორუმელთა და ორგანიზატორთა პატივისცემის ნიშნად საჭიროდ მივიჩნიე ეს ყველაფერი აღმენიშნა. აქამდე არ დავწერე, ნეგატიური განწყობის შექმნას მოვერიდე, დღეს კიდევ მეეჭვება დიდად ყურადსაღებად მიიჩნიოთ (ანუ იმედი მაქვს ეს პოსტი არ იქნება მიჩნეული ჩემი მხრიდან ყურადღების მიპყრობის მცდელობად). მონაწილეობას არ ვიღებ ნახევარფინალში, ანუ "ვერც" პროექტის დასკვნით ეტაპზე, თუმცა ხვალ გესტუმრებით, დიდი ხანია ტუბის შიშხინის ხმა აღარ მსმენია. ვისაც მიზეზი აინტერესებს, პოსტის ქვედა ნაწილში მოგახსენებთ. არც ისე სასიამოვნო, თუმცა საჭირო ტრი-ალოგმა პარადოქსულად წაიყვანა სიტუაცია, ალბათ ორაზროვნად იქნა გაგებული და გადავწყვიტე მონაწილეობისგან თავი შემეკავებინა, ანუ ჩემი პროტესტის გრძნობა გამოწვეულ იქნა არა(!) მატერიალისტური, არამედ ჰუმანისტური ხედვით. მეორე მიზეზი კიდევ სამსახურის ახალ პროექტს უკავშირდება, ანუ დიდი სურვილი მქონდა შაბათს ნახევარფინალს - დავსწრებოდი, თუმცა სამსახურში ვარ 7 საათამდე. საბედნიეროდ ხვალ არ ვმუშაობ ანუ გავხდები იმ პროექტის ფინალური - შოუს - მონაწილეცა და დამსწრეც, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ ინოვაციების კონკურსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანატმა გამარჯვებულად სცნო, თუმცა განხორციელებისათვის თავი დიდად არ შეუწუხებიათ. დიდი მადლობა ორანიზატორებს. ყველას წარმატებას გისურვებთ. ხვალ შევხვდებით
-
კიდე კაი არ მეცალა იმათ საყურებლად
-
ალექს ^^ გაუმარჯოს გაუმარჯოს ოვერქლოქინგის ვეტერანს როგორ ხარ?
-
1. იდეურად უფრო მეტი დატვირთვა აქვს.
-
Inspect Element-ით ანუ Web Development განყოფილებით ამოიღე სურათის ლინკი და მერე გადმოწერ. ყველა ბროუზერს აქვს ჩაშენებული.
-
ეგაა, მორჩა მორჩა კინო. ლიგაზეც ვერ გავდივართ შემდეგ წელს, მაგასაც თავისი + აქვს. არ იქნებიან უაზრო ვალდებულებით დატვირთულნი, 2007-ის მერე ყოველ წელს მოგების იმედით ვხვდებოდი ლიგას მაგრამ აგერ მე-7 სეზონია რეალს დავემსგავსეთ. ოღონდ იმათგან განსხვავებით 100-ეულობით მილიონებს ვერ ვხარჯავთ ინერციითა და სახელით ლიგას ვერ იგებენ კიარადა ტოტენჰემსა და ატლეტიკოებს ვერ სცდებიან. ჯერ კიდევ ძველი მილანის ჩრდილქვეშ არის ეს გუნდი და საჭიროა იმ ვალდებულების მოხსნა ფანებთან მიმართებაში. ბალოტელი არაა სამილანე კაცი, მენტალურად არ უხდება. ფარაონი აბსოლუტურად საწინააღმდეგო ხასიათის ტიპია. ეს იმენა მუქთახორაა, პაცინი უფრო აგრესიულად და მონდომებით თამაშობს. ახლა ექნებათ სეზონ ნახევარი სერია ა-ში გუნდის დასაყენებლად და ვნახავთ მილანის მომავალს. მე რა ჩემი ფეხები ვიცი ფეხბურთის, ეკრანის იქით ნორმალური ფეხბურთი არ მინახავს და ფეხბურთზე არც წიგნი წამიკითხავს რომ რამე მესწავლა, მაგრამ ფეხბურთში გაუნათლებელი გულშემატკივრის ანალიზიც ასეთია ხო ისე ზეედორფს ასე მარტივად ნუ ჩამოვწერთ.
-
ნათან დაგვანებე რა თავი, კაცურად. 3 წელია მილანზე ამბობ გავაო და იმდენჯერ ესპანელებმა გაგვტენეს
-
ჰმ, 2 სოკეტიანი დედადაფა მაინც მქონდეს
