უკრაინის ნაკრების მათავარი მწვრთნელის ოლეგ ბლოხინის წუხანდელ პრესკონფერენციაზე მცირე ინციდენტიც დაფიქსირდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვა უკრაინელმა სპეციალისტმა შეურაცხყოფად მიიღო და შესაბამისი პასუხიც გასცა და ერთი ერთზე საქმის გარჩევაც შესთავაზა.
- რაზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა ნაკრები მკვდარია? მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე გუნდი ფიზიკურად უკვე მკვდარი იყო, გუსევი საერთოდ მოკვდა.
- რაზე უნდა გიპასუხოთ? თუ გუნდის დამცირება გსურთ გინდათ, მაშინ დაწერეთ ხვალინდელ გაზეთებში დამამცირებელი სტატიები. მე ამ პროვოკაციულ შეკითხვას არ ვუპასუხებ. ეს არარეალური კითხვაა. არ მოგეწონათ დღევანდელი უკრაინის ნაკრები? ბოდიში! თუ გნებავთ, გავიდეთ და ერთი ერთზე ვისაუბროთ. თუ კაცური ღირსება გაგაჩნიათ, გავიდეთ, უნდა დაგელაპარაკოთ. კაცურად დავილაპარაკოთ. გუნდს არ შეეხოთ. მე თქვენს ჟურნალისტურ მოღვაწეობას პატივს ვცემ. დაწერეთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ, მაგრამ ნაკრების შეურაცხყოფის ნებას არ მოგცემთ. არ მოგცემთ გუსევის, შევჩენკოს და სხვათა შეურაცხყოფის უფლებას. რაიმე არ გაკმაყოფილებთ? – გამოდით ტრანსფარანტებით, მოაწყვეთ დემონსტრაციები, მე ამის უფლებას გაძლევთ.
მაგარი კაცი :wub: