სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია ატი 6900 სერიის ფასების შესახებ.
რაც არ უნდა წარმოუდგენლად გეჩვენოთ ATi HD 6970 ეღირება 275 EURO, HD 6950 კი 225 EURO.
მაღაზიები ზემოთ ნახსენები ვიდეო დაფების გაყიდვას სულ რამდენიმე საათში დაიწყებენ.
ჩემი პირადი აზრი მინდა მოგახსენოთ ამ ამბავთან დაკავშირებით.
NVIDIA-ს ახალ სერიაზე დაბალი ფასები რომ იქნებოდა ვფიქრობდი, თუმცა მთლად ასეთ გასაოცარ ფასებს თუ დაადება AMD ახალ ვიდეოებს არ მეგონა. საახალწლოდ ნამდვილად კარგი საჩუქარი გაგვიკეთა AMD-მ.
Radeon HD 6970 ეღირება 275 EURO, მისი კონკურენტი GTX 580 კი 480 EURO, უმეტეს შემთხვევებში 500 EURO-ს ცდება GTX 580-ის ფასი.
Radeon HD 6950 ეღირება 225 EURO, მისი კონკურენტი GTX 570 კი 340 EURO.