მოდი აქ შევადაროთ გადამზიდი კომპანიების მუშაობის ხარისხი , რა აქვთ კარგი / ცუდი.
მე მარტო usa2georgia - სთან მქონია შეხება და ეხლავე დაგიწერთ ჩემ აზრს.
დადებითი :
- ყოველდღიური რეისები ამერიკიდან (მაგრამ მაინც დიდი ხანი უნდება ხოლმე ჩამოსვლას )
- ამანათების მართვის პანელი ( გადაფუთვა )
- თრექინგ სისტემა
- უფასო კურიერი თბილისის მაშტაბით
- საკურიერო სერვისი მთელს საქართველოში
- ყავს ძალიან კარგი support : მაქსიმუმ 3 საათში მიპასუხონ ხოლმე მეილზე ( ნუ თუ რათქმაუნდა ღამის 12 საათზე არ მიწერ)
- sms- შეტყობინებები ამანათებზე
- თქვენთვის სასურველ ფილიალში მიიტანენ ნივთს.
უარყოფითი :
- 1-2 ჯერ დაწერეს ჩამოსულია თქვენი ამანათ და გაიტანეთო, რომ მივედი ჯერ არ დაგვიხარისხებია.
- ერთხელ ვაბშე სხვას გაატანეს ჩემი ფეხსაცმელი :
და რატომღაც მგონია რო მაინც ნელა მუშაობენ (მგონი სხვა კომპანიებს უფრო მალე ჩამოაქვთ ??), და რეისები კიდე ყოველთვის აგვიანებს და 8$ ია კილო.
სხვა კომპანიის რევიუც დაწერეთ რომელთანაც შეხება გქონიათ