კირჩხიბი (22ივნისი-22ივლისი)
სიმბოლო: კიბორჩხალა
მმართველი პლანეტა: პლანეტა მთვარე
სტიქია: წყალი
ჰავა: ნებისმიერი
ტემპერამენტი: ფლეგმატიკი
ფერები: თეთრი და ვერცხლისფერი
ქვა: მარგალიტი
ბედნიერი რიცხვი: 2
ზოდიაქოს მეოთხე სახლი: განაგებს ოჯახს, მშობლებს, ტრადიციებს. მშობლიურ ფესვებს. განსაზღვრავს პიროვნების შინაგან სამყაროს, მის სულიერ მდგომარეობას. ურთიერთობას მშობლებთან. აღსანიშნავია, რომ მეოთხე სახლი ძირითადად განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას იმ მშობელთან, რომელთანაც მას ბავშვობიდან გაცილებით მეტი სიახლოვე და ურთიერთგაგება აქვს. რომელიც უფრო მეტად ზრუნავს შვილზე.
ხასიათის შტრიხები დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციით, მგრძნობიარეა თუმცა მორცხვი, არ უყვარს საკთარი გრძნობების სახალხოდ აფიშირება. არის კარგი მეოჯახე, ნათესაური კავშირებისა და ტრადიციების დიდი პატივისმცემელი. ასევე კარგი ფინანსისტი, თუმცა ხანდახან შესაძლოა სიძუნწემ სძლიოს და ძალზე ხელმომჭირნეც გახდეს.
დამატებითი ინფორმაცია: კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ძირითადად ორგვარი ტიპისანი არიან: პირველს განეკუთვნებიან ლამაზი, მრგვალთვალება, პირმომღიმარე და ბავშვური გამომეტყველების ადამიანები.