კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნა HD 7970-ით
ამჯერად სამი ცალი HD7970-ით ქარხნული გაგრილებით და პროცესორით 2600K მოიხსნა 3Dmark03-ის რეკორდი
http://hwbot.org/submission/2274199_gabry_ares_3dmark03_3x_radeon_hd_7970_240487_marks
საბოლოო ქულა 240487
რეკორდისთვის ვიდეო დაფები აჩქარებულ იქნა 1240/6800 MHz-მდე GPU და მეხსიერება შესაბამისად, გაგრილება როგორც ავღნიშნეთ ქარხნული იყო
ხოლო პროცესორი აჩქარებულ იქნა 5955 MHz სიხშირემდე SS გაგრილებით და როგორც სურათიდან ჩანს ძაბვა პროცესორზე 1.64 ვოლტი იყო
Ivy bridge ოფიციალურად გამოსვლის შემდეგ, რაც შემდეგ კვირას იგეგმება, უნდა ველოდეთ ახალ რეკორდებს