Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10296
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. ავტორი მიშა დიდი ხანია ამ განყოფილებაში ერთი გემრიელი სტატია არ დამიდია. როგორც ამ განყოფილების ფანი და გულშემატკივარი, წარმოგიდგენთ DDR3 მეხსიერების მორიგ წარმადობის ტესტს... ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს უინტერესო იქნება . ----------------------------------------------------------------------------------------------------------- რათქმაუნდა ყველამ კარგად იცით, რომ Core 2 "ოჯახის" პროცესორები DDR3 მეხსიერების მაღალ გამტარობას ვერ ეწეოდა და "ბოთლის ყელად" იქცეოდა. ამის უკეთ გასაგებად მარტივ მაგალითს მოვიყვან: პროცესორი Core 2 Duo E8500, რომლის FSB 333-ის ტოლია, წამში 1333000000 (განსაკუთრებით საზრიანებისთვის სიტყვიერად ვწერ: ერთი მილიარდ სამას ოცდა ცამეტი მილიონ) ინფორმაციის გადაგზავნის ოპერაციას ასრულებს. იმის გამო, რომ FSB 64-ბიტიანია, საბოლოო ინფორმაციის გამტარობის შედეგი იქნება 10.6GB/s (1333x8). აი სწორედ აქაა პრობლემა - 333MHz-იან FSB-ს შეუძლია 10.6GB/s, ანუ იმდენი ინფორმაციის გატარება, რამდენის გატარებაც DDR2-800 მეხსიერებას შეუძლია ორარხიან რეჟიმში. ამ ყველაფრის მიხედვით გამოდის, რომ ორარხიან DDR2-1066-ს აზრი არ აქვს მოცემულ სისტემაზე, რადგან მისი გამტარობა - 17GB/s, აღემატება პროცესორის შესაძლებლობებს. DDR3 მეხსიერების გამოჩენის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მაღალი სიხშირეები და ინფორმაციის გამტარობა. მაგალითად DDR3-1333-ს 21.3GB/s თეორიული გამტარობა აქვს, 1600MHz-იანს - 25.6GB/s, რომელიც ორჯერ აღემატება 333MHz-იანი FSB-ს გამტარობას. ეს ჩემი გამოგონილი ზღაპრები არაა, სტატიაში ეწერა და ყველა პრეტენზიით მიაკითხეთ სტატიის ავტორს... ალბათ გაგიკვირდებათ, თუ როგორ უმკლავდება თანამედროვე პროცესორის FSB მეხსიერების გაზრდილ ინფორმაციის გამტარობას. საქმე იმაშია, რომ FSB-მ ეს თავისი უფლება-მოვალეობა IMC-ს, ანუ მეხსიერების ინტეგრირებულ კონტროლერს (Integrated Memory Controller) გადააბარა , ხოლო რამდენად კარგად ართმევს თავს IMC მასზე დაკისრებულ "საშვილიშვილო მისიას", ამის გარკვევა, როგორც უკვე მიხვდით, დღევანდელი სტატიის მთავარი მიზანი გახლავთ. გადავხედოთ სატესტო სისტემას CPU - Intel Core i7 965 Extreme Edition დღეისთვის ერთ-ერთი უძლიერესი სერიული საბრძოლო ერთეული RAM - x3 2GB DDR3-1333 G.Skill (ტაიმინგები: 7-7-7-20) არც ისე სწრაფი მოდულები... Motherboard - Asus P6T Deluxe (Intel X58) ან ეს მაზერია ცუდი, ან მე ვარ ლამერი PSU - OCZ GameXStream, 700 watt HDD - Seagate 500GB 7200-RPM (SATA300) Video Card - ASUS GeForce GTX 280 (1GB) Microsoft Windows Vista Ultimate SP1 (64-bit) Nvidia Forceware 180.70 Beta ტესტი 4 ფაზად ჩატარდება: 1. საერთო წარმადობა; 2. სიხშირეთა ტესტირება ერთნაირი ტაიმინგით; 3. ლატენტურობის ტესტი; 4. არხის წარმადობა. ----------------------------------------------------------------------------------------------------------- 1. საერთო წარმადობა მეხსიერება როგორც ხედავთ, DDR3-ს მართლაც შეუძლია Core i7 სისტემაზე საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა 1600MHz სიხშირეზე. შემდეგ კი თქვენ ხედავთ DDR3-ის გამტარობას შემცირებულ სიხშირეებზე, თუმცა 800MHz-ზე დაყვანა მარაზმულ იდეას უფრო ჰგავს... ევერესტის მონაცემები ცოტა უფრო დამაინტრიგებელია: გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ SuperPI-სთვის "სულ ერთია" რა სიხშირეზე იმუშავებს მეხსიერება წარმადობა პროგრამებში როგორც ხედავთ, აქ 1600 და 1333MHz-იანი მეხსიერების წარმადობაში დიდი სხვაობა არ არის. 1066-იანი და 800-იანი DDR3 მეხსიერება ჩემს მიერ არ განიხილება, რადგან ამ სიხშირეზე არცერთი თქვენგანი არ იმუშავებს. გეიმინგი გეიმინგისთვის სიხშირეებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია... 2. სიხშირეთა ტესტირება ერთნაირი ტაიმინგით მეხსიერება წარმადობა პროგრამებში გეიმინგი 3. ლატენტურობის ტესტი აქ რატომღაც მხოლოდ 1066MHz-იანი მოდულები დაიტესტა. აი შედეგებიც: წარმადობა პროგრამებში გეიმინგი 4. არხის წარმადობა მეხსიერება წარმადობა პროგრამებში გეიმინგი ----------------------------------------------------------------------------------------------------------- მგონი ტესტებმა ნათლად აჩვენა, რომ Core i7 სისტემას მართლაც შეუძლია დაიტიოს და გამოიყენოს DDR3 მეხსიერების მთელი შესაძლებლობები, თუმცა SiSoft Sandra-მ და Everest-მა საკმაოდ განსხვავებული შედეგები აჩვენა და რომელს ვენდო ვერ გადავწყვიტე . რაც შეეხება გეიმინგს, აქ მეხსიერების დიდ "ხარჯვას" არ ვხვდებით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თამაშებში აქცენტი მაინც GPU-ზე კეთდება. ჩემდა გასაკვირად ერთ-, ორ- და სამარხიან მეხსიერების მუშაობაში არ დაფიქსირებულა რადიკალური სხვაობა. მე ვიცოდი, რომ სხვაობა დაახლოებით 15-25% უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად რაც მივიღეთ მგონი თავადაც კარგად ხედავთ. იმედია ამ სტატიამ ოდნავ მაინც მოჰფინა ნათელი იმას, თუ რამდენ მეხსიერებას იყენებს კომპიუტერი, თუნდაც "ოჰოი უძლიერესი" Core i7 სისტემა გეიმინგში და პროგრამებთან "ურთიერთობისას", ასევე დაინახეთ ისიც, თუ რამდენად უფრო ეფექტურია სამარხიანი მეხსიერება ორ- და ერთარხიანთან შედარებით. ყველას დიიდი მადლობა ყურადღებისთვის. სოსო, გადახედე სტატიას და თუ რამე არასწორადაა ჩამისწორე რა :user:
  2. ავტორი მიშა ცოტა ხნის წინ მოვქექექე და გაგაცანით ინფორმაცია DDR3 მეხსიერების მოდულების ტესტირებაზე, რომელიც შეგიძლიათ აქ ნახოთ: http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=13673 ახლა კი გაგაცნობთ მეორე ტესტს, ისევ DDR3-ებით, ოღონდ ამჯერად უკვე სხვა მოდულების. ამ ტესტების სიმრავლე აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ DDR3 სულ უფრო პოპულარული ხდება და ამიტომ თქვენც ნუ დაიზარებთ და გადახედეთ სტატიას. მაშ ასე, დღევანდელი შეჯიბრის მონაწილეები არიან: 1.Corsair Dominator PC12800C8 3x2GB კიტი 1600MHz ტაქტური სიხშირით, 8-8-8-24 ტაიმინგით და 1.65ვოლტი ძაბვით. როგორც სურათიდან ჩანს რადიატორი შეიძლება მოხსნათ კიდეც (და სავარცხლად გამოიყენოთ ) 2.Mushkin Redline PC12800C6 3x2GB კიტი 1600MHz სიხშირით და 6-7-6-18 ტაიმინგით ( ), ძაბვა 1.65v. ყუთი მომეწონა ძალიან ესეც მოხსნილი რადიატორით 3.OCZ Blade PC16000C7 3x2GB კიტი 2000MHz ტაქტური სიხშირით, 7-8-7-20 ტაიმინგით და 1.65v ძაბვით. რაც ყველაზე მთავარია, როგორც ტესტის პირველწყარო იტყობინება, სამივე ფირმის მოდულები Elpidia-ს ჩიპებზეა აწყობილი. ახლა რაც შეეხება სატესტო სისტემას: CPU - Intel Core i7 Extreme 965 MB - Gigabyte EX58-Extreme SVGA - Gigabyte Radeon 4870X2 PSU - OCZ ProXstream 1000 Watt PSU SiSoftware's S.A.N.D.R.A. 2009 Lavalys Everest 4.60 Futuremark 3D Mark '06 - total score and cpu score Futuremark PCMark Vantage - total score Futuremark 3DMark Vantage - all scores Superpi 1.5, Xtremesystems edition Crytek/Electronic Art's Crysis, through Madboris' Benchmark Tool Maxon's Cinebench 10 კიტების გამოცდა ჩატარდა შემდეგ ტაიმინგებზე: ახლა კი ვნახოთ შედეგები: Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz ლატენტურობა 1333MHz ლატენტურობა 1600/2000MHz PCmark Vantage Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Cinebench Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz 3Dmark 06 Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz 3DMark Vantage Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Superpi 16k-ზე (როგორც მივხვდი) Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Wprime Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Crysis Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Overclocking: Maximum OC cas 7 vcore : 1.200V CPU multi : 19-20 Memory divider : 2:10 Uncore multi : 20 QPI setting : x44 vQPI : 1.515V vDimm : 1.66V Memory timings : 7-7-7-21-1T Maximum OC cas 8 vcore : 1.200V CPU multi : 21 Memory divider : 2:12 Uncore multi : 24 QPI setting : x44 vQPI : 1.515V vDimm : 1.66V Memory timings : 8-8-8-24-1T Maximum OC cas 9 vcore : 1.200V CPU multi : 19-20 Memory divider : 2:12 Uncore multi : 24 QPI setting : x44 vQPI : 1.515V vDimm : 1.66V Memory timings : 9-9-9-27-1T ესეც გრაფიკული ხერხით გამოსახული ცხრილებიდან ყველაფერი თვალნათელია, ახლა კი კონკრეტულად ორ სიტყვა თითოეულ კიტზე: Corsair Dominator PC12800C8 პლიუსები: კარგი დიზაინი, მაღალი ხარისხის რადიატორი OC კარგი პოტენციალი 2GHz-ს ზევით ხელმისაწვდომობა ფასი/ხარისხი-ს კარგი თანაფარდობა მინუსები: მოეშვით rev. 2.1-ს, როცა გაქვთ rev. 2.2-ის შოვნის საშუალება Mushkin Redline PC12800C6 პლიუსები: კარგი შესახედაობა OC-ს შესანიშნავი პოტენციალი მადისაღმძვრელი შეფუთვა (ფრაზა საჭმლის რეკლამიდანაა მგონი ) გადასარევი ფასი მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით მინუსები: დაბალი ხელმისაწვდომობა OCZ Blade PC16000C7 პლიუსები: საუკეთესო კიტი i7-ისთვის კარგი რადიატორი კარგი OC პოტენციალი მინუსები: დაბალი ხელმისაწვდომობა როგორც არ უნდა შეხედოთ, ის კომპიუტერის საკმაოდ ძვირი დეტალია. თუკი ვინმეს გეყოთ მოთმინება და თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ სტატია, უღრმესად გმადლობთ!
  3. ავტორი მიშა არავისთვისაა საიდუმლო, რომ მომხმარებლებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს i7 სისტემები. ცხადია ამ სისტემის "კონფიგის" აწყობა არც თუ ისე იაფია. ეს DDR3 მეხსიერების მოდულებსაც შეეხება. ისინი უნდა იყოს იაფი, ხარისხიანი, მაღალი წარმადობით და თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე კარგი "სარაზგონო"(მეზიზღება ეს სიტყვა) პოტენციალის მქონე. ჰოდა აი გადავაწყდი ინტერნეტში 6GB-იანი 6 DDR3 "კიტის" ტესტების შედეგებს და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეცნო. დავიწყოთ მოდულების გაცნობით. 1.A-Data DDR3-1333+ CAS 7. როგორც ხვდებით 1333MHz-ზე მომუშავე მოდულებია. ტაიმინგია 7-7-7-20, ძაბვა 1.65 ვოლტი. ინტერნეტში ფასი - 113$. 2.Corsair XMS3 DDR3-1600 CAS 8. სიხშირე 1600MHz, ტაიმინგი 8-8-8-24 1.65ვ-ზე. ფასი - 130$. 3.Crucial DDR3-1333 CAS 9. სიხშირე 1333MHz, 1.50ვ ძაბვა და 9-9-9-24. ფასი - 98$. 4.OCZ Intel Extreme Series DDR3-1333 CAS 7. 1333MHz, 8-8-8-20, 7-7-7-20 (თუმცა ტესტირებაზე მგონი 8-9-9-21 და 7-8-8-21 გამოიყენეს), 1.6v, 100$. 5.Patriot Viper DDR3-1333 CAS 7. 1333MHz, 7-7-7-20, 1.6v. ფასი - 115$. 6.Super Talent Chrome DDR3-1600 CAS 9. 1600MHz, 9-9-9-28, 1.65v. ფასი 111$ გახლავთ. სისტემა: Hardware CPU Intel Core i7-920 (2.66 GHz, 8.0 MB Cache) CPU Cooler Swiftech Apogee GTZ Liquid Cooling Motherboard Foxconn Flaming Blade, BIOS P05 (04/13/2009) Intel X58/ICH10R Chipset, LGA-1366 Graphics Zotac GeForce GTX260² 896MB 576/999MHz GPU/Shader, GDDR3-2484 Hard Drive WD VelociRaptor WD30000HLFS 300 GB, 10,000 RPM, 16 MB Cache Sound Integrated HD Audio Network Integrated Gigabit Networking Power Cooler Master RS850-EMBA 850W, ATX12V v2.2, EPS12V Optical Lite-On LH-20A1L, 20X DVD±R Software OS Microsoft Windows Vista Ultimate x64 SP1 Graphics NVidia Forceware 182.08 Chipset Intel INF 9.1.0.1007 ბენჩმარკში გამოიყენეს Memtest 86+ და SiSoft Sandra 2009. სატესტო ტაიმინგები: ტესტირების შედეგები სიხშირის ოვერქლოქინგში: უმდაბლესი ტაიმინგის სტაბილურობის ტესტი 1600MHz-ზე იგივე, 1333-ზე და 1066-ზე მე ამ ცხრილებში ვერაფერი გავიგე, ჩახედული ხალხი იმედია გაიგებს დაიღალეთ თქვენც, დავიღალე მეც....ამიტომ ვდებ ბოლო ცხრილს, სადაც წერია რომელია საუკეთესო "კიტი" ოვერქლოქინგისთვის (მგონი ფასის დათვალისწინებითაც). ვიმედოვნებ, რომ ჩემი სხვა თემებისგან განსხვავებით ეს ცოტა უფრო აქტუალური და სასარგებლო იქნება თქვენთვის და დაგეხმარებათ მეხსიერების თქვენთვის სასურველი მოდულების შეძენაში... :rolleyes:
      • 1
      • Upvote
  4. ავტორი OgaiB ადრე სადღაც დვწერე ინტელის განყოფილებაში და არავის არ უცდია. პროექტის ავტორებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს და AMD-ს ჩიპსეტებზეც შესაძლებელი გახდა SLI-ს ჩართვა. ესეც პროექტის ლინკი: http://xdevs.com/e107_plugins/content/content.php?content.30 ესეც განხილვები ცნობილ ფორუმებზე: http://www.xtremesystems.org/forums/showthread.php?t=231383 აქ ბოლოსკენ ნახეთ: http://forums.techpowerup.com/showthread.php?t=60844 ესეც ჩემი შედეგები, 1 ვიდეოთი: SLI-ში, ბრიჯის გარეშე: SLI-ში, ბრიჯით: ესეც ინსტრუქცია Windows &-თვის: Hi I just did a clean OS install, this was what I had to do: Motherboard DFI LP DK 790FXB-M2RSH (0820a) Graphics 2 x ASUS 9800GT OS Windows 7 Ultimate x64 1 - Install Win7 x64. 2 - Install System and 190.62 Win7 x64 (WHQL) drivers. 3 - Disable UAC. 4 - Restart. 5 - Run SLI string installer as Admin select ASUS certificate. 6 - Run LHALMod as Admin 7 - Copy moded nvlddmkm.sys (rev2) Win7 x64 to C:\windows\system32\drivers\ 8 - Sign the nvlddmkm.sys with: Run the Driver Signature Enforcement Overrider Select "Sign a System File" type in C:\windows\system32\drivers\nvlddmkm.sys Reboot, and enable SLI. ესეც საჭირო ფაილები: http://www.filefactory.com/file/a0hf247/n/SLI_rar იდეაში 32 ბიტზეც იგივეა. ნებისმიერ ჩიპსეტზე SLI ჩართვა შეგიძლიათ ნახოთ ამ საიტზე http://www.slipatch.com/
  5. მიეცეს კეისარს კეისრისა არა?! ისე 30 ხმაზე მეტს ველოდი
  6. გენც არა ვალე დამიძახე :D
  7. ინტრიგნული შეკითხვაა :D
  8. მოიცა ეგ თემები გადმოტანილი არ არის? ყველა ეგეთი თემა აქ უნდა იყოს
  9. არ გინდა ძველების გადაწერა ხუმრობ მაგდენი ნიუსის დაკოპირებას? რამე ახალი დაწერე ჯობია გადმოვაკოპიროთ მნიშვნელოვანი თEმები და მიმოხილვები მარტო :)
  10. ხელმოწერის ზომაზე არ არის მაგ user bar-ების გამო საიტი იყო დაბლოკილი არ გახსოვთ კაცო?!
  11. მოდი შეეშვი მაგ საკითხს და რამე კარგი ნიუსი დაწერე უკეთესად გამოგდის :D
  12. ანალოგიურად მეც პორტალის მისამართს რაც შეეხება შეგვიძლია აქვე ფორუმზე გავაკეთოთ რამე ლინკი ან პირდაპირ აქ ჩავსვათ
  13. მოკლედ ასეთი საკითხი წამოიჭრა გვინდა თუ არა პორტალი ზოგის აზრით პორტალი გვატორმუზებდა ხალხი შემოდიოდა და რეალურად რაც მთავარია ჩვენთან ანუ ფორუმი იმას ვეღარ ამჩნევდა ხოდა რას ფიქრობთ გავაუქმოთ პორტალი და ვიყოთ მარტო ფორუმი? ნიუსები დაიდება ისევ შესაბამის განყოფილებებში დაწერეთ ჰაზრი თქვენი არგუმენტებით უაზრო პოსტებით ვერ დაგვეხმარებით :)
  14. 4.5 ან ზევით უნდა აწიო ქულები რომ მოაგროვო მაგ პროცესორით და მინიმუმ 1.6 ვოლტი დაგჭირდება მაგისთვის შეიძლება გაგრილება არც გეყოს ბიოსის დაფლეშვამ შეიძლება უშველოს რამე ან ვოლტმოდი გინდა გადავიდა იქ სადაც საჭიროა
  15. ესენი ვნახე http://www.gmayor.com/Remove_Password.htm http://www.petri.co.il/word-password-recovery.htm მე მონდა მაგის სოფტი მაგრამ საბოლოოდ წავშალე პროგრამული პრობლემაა გადავიდა სოფტში
  16. ევერესტის ძაბვებს ნუ ენდობი სისულელლეებია ეგ ბიოსში უნდა ნახო hardware monitor მანდ იქნება რეალური ძაბვები რაც შეეხება შენს პრობლემას შეიძლება კვებაც იყოს შეიძლება მაზერის ბრალიც არის კვების ბლოკის ქულერი ტრიალებს?
  17. აბა რომელს ხმარობთ, ვისაუბროთ პლიუსებზე და მინუსებზე
  18. აქ ვპოსტავთ ვის რომელი ბრენდი მოგვწონს, რატომ მოგვწონს, რა აქვს პლიუსი და რა მინუსი
  19. ინტელის ახალი არქიტექტურა Nehalem და მცირედი Overclocking-ზე განვიხლიოთ ინტელის ახალი არქიტექტურა Core i7 (Bloomfield, 45 nm). ეს პროცესორები შედგება 4 ბირთვისაგან თუმცა ასევე 4 ბირთვიანი Kentsfield/Yorkfield-ისგან განსხვავებით რომლებიც შედგება თითო 2 ბირთვიანი ორი კრისტალისგან Bloomfield-ის 4-ივე ბირთვი ერთ კრისტალშია მოთავსებული და მუშაობა შეუძლია 8 ნაკადად (ფაქტიურად 8 ბირთვი). ყოველი ბირთვისთვის გამოყოფილია 256 kb L2 cache მეხსიერება და ასევე გაჩნდა 8 mb მოცულობის L3 cache მეხისერება. მეხსიერების კონტროლერი გადაადგილდა პროცესორის ბირთვში და ასევე მეხსიერებას აქვს სამ არხიან რეჟიმში მუშაობის საშუალება. გაჩნდა ახალი სისტემური ინტერფეისი Quick Path Interconnect QPI (სერვერულ Nehalem EP პროცესორებში იქნება მეორე QPI პორტი ორი და მეტი პროცესორის ერთმანეთთან დასაკავშირებლად ერთ დედა დაფაზე). თვითონ პროცესორის არქიტექტურა ასე გამოიყურება <div align='center'> </div> გამოიყენება ერთი საერთო მამრავლი BCLK (base clock ზოგიერთ ბიოსში host clock ან reference clock) და ოთხი სხვა მამრავლი xk1 - მეხსიერების მამრავლი xk2 – Uncore ე.წ. Uncore clock ან UCLK (პროცესორში ჩაშენებული ჩრდილოეთ ხიდი რომელიც შედგება მეხსიერების კონტროლერის, L3 ქეშის და Quick Path Interconnect-ისგან) მამრავლი. xk3 – CPU მამრავლი xk4 – QPI მამრავლი თითოულის გამრავლებით BCLK-ზე (სწორედ მისი ზრდა ხდება Overclocking-ის დროს) მიიღება შესაბამისი სიხშირეები, პროცესორის ოპერატიულის და ა. შ. ყოველი ბირთვის (Core) არქიტექტურა ასე გამოიყურება პროცესორი გამოდის ახალ სოკეტზე LGA 1366 და აქვს მხოლოდ DDR3 მეხსიერების მხარდაჭერა. ძირითადი უპირატესობები და ტექნოლოგიური სიახლეები ასეთია: Intel Hyper-Threading Technology (HT) ეს ტექნოლოგია ინტელის მიერ ადრე იყო შემუშავებული და გამოიყენებოდა Pentium 4 (Northwood ბირთვზე) პროცესორებში. Nehalem-ში ინტელი დაუბრუნდა ძველ ტექნოლოგიას მისი მუშაობა დაახლოებით ასე გამოიხატება მარჯვენა სურათი HT-ს გარეშე და მარცხენა HT-თი Integrated Memory Controller და Quick Path Interconnect ეს ტექნოლოგიები უკვე გამოიყენებოდა AMD K8/K8L/K10 და ეხლა გამოიყენება Bloomfield ბირთვშიც. QPI-ს FSB-სგან განსხვავებით შეუძლია მონაცმემების ორი მიმართულებით გატარება ამ ტექნოლოგიების საშუალებით მინიმუმ ორჯერ იზრდება გამტარობა FSB-სთან შედარებით და მცირდება დაყოვნებები როგორც პროცესორის ასევე მეხსიერების მოდულის და გამტარობა Extreme Edition პროცესორებში აღწევს 25,6 გბ/წ. ასევე DDR3 ახალ პროცესორზე ბევრად მაღალი წარმადობით გამოირჩევა ვიდრე ძველ პროცესორებზე. მეხსიერების კონტროლერის პროცესორში გადატანის გამო შემცირდა პროცესორის დამოკიდებულება ქეშ მეხსიერების მუდმივ ზრდაზე და შესაძლებელი გახდა მისი მნიშვნელოვნად შემცირება (L2 256 კილობაიტამდე). Intel Turbo Boost ამ ტექნოლოგიის საშუალებით წარმადობა იზრდება დინამიურად, რესურსებისადმი მომთხოვნი პროგრამების გაშვების დროს - წარმადობა იზრდება დატვირთვის შესაბამისად (პრაქტიკულად ხდება პროცესორის მამრავლის ზრდა ქარხნული სიხშირისგან განსხვავებით). Intel Smart Cache უზრუნველყოფს ქეშ მეხსიერების მაღალ წარმადობას და ოპტიმიზირებულია თანამედროვე მრავალნაკადიანი თამაშებისთვის. Intel HD Boost საშუალებას იძლევა გაიზარდოს წარმადობა მულტიმედიური და რესურსებისადმი მომთხოვნი პროგრამების გაშვებისას. 128 თანრიგიანი ბრძანებები SSE გაეშვება სათითაოდ ერთ ტაქტურ ციკლში, რის საშუალებითაც მიიღწევა ეფექტურობის ახალი დონე პროგრამებში რომლებიც გათვლილია SSE4 ბრძანებების კრებულზე. პროცესორი მუშაობს მხოლოდ ახალ მაზერებზე რომლებიც აღჭურვილია ახალი სოკეტით LGA1366 და ჯერჯერობით ერთადერთ ჩიპსეტზე X58 ორი ხიდით ჩრდილოეთ X58 IOH და სამხრეთ ICH10/ICH10 ხიდები. ჩიპსეტს აქვს როგორც SLI ასევე Crossfire მხარდაჭერა. ჯერჯერობით გამოდის პროცესორის სამი მოდელი და BCLK-ს ქარხნული სიხშირე სამივესთვის 133 Mhz-ია განსხვავდება მხოლოდ სიხშირეები მამრავლის მიხედვით მოცემული სიხშირეები ქარხნულია. CPU და QPI მამრავლები შედარებით მკაცრად არის განსაზღვრული (გამონაკლისია Core i7-965xe ე.წ. Unlocked მამრავლით) სხვა მამრავლების ცვლილებაში მეტი თავისუფლებაა. დასაშვები დიაპაზონები ასე გამოიყურება „ბოლდით“ მოცემული მამრავლები ქარხნულია. ასევე საინტერეოა ვიცოდეთ რომ დასაშვები ძაბვა სამივე პროცესორზე მერყეობს 0,85-1,3625 ვოლტის ფარგლებში ინტელის რეკომენდაციით და ასევე TDP სამივე პროცესორისთვის 130 W-ია ცოტა რამ Overclocking-ზე თვითონ პროცესი ახალია და განსხვავდება ძელი სისტემისგან თუმცა არც ისე ძნელია. ძველ პროცესორებზე ოვექლოქინგისთვის საჭირო იყო FSB-ს გაზრდა. Core i7-ს შემთხვევაში ხდება BCLK-ს ზრდა (გამონაკლისი აქაც Extreme Edition-ია თავისუფალი მამრავლით, ისევე როგორც ძველ პროცესორებში), როგორც ავღნიშნეთ სწორედ ამ და დანარჩენი მამრავლებით: პროცესორის, მეხსიერების, QPI და Uncore ხდება სიხშირეების წარმოება. რაც შეეხება ძაბვას LGA775 სისტემაზე ოვერქლოქინგის დროს სტაბილურობის მისაღწევად საჭირო ხდება პროცესორის, მეხსიერების, ჩიპსეტის და ა. შ. ძაბვის ზრდა ახალ სისტემაზე ოვერქლოქინგის დროსაც გარკვეული ძაბვების მომატება სტაბილურობის მიღწევის საშუალებას იძლევა. თუმცა არქიტექტურის განსხვავების გამო LGA1366 სისტემაზე ჩიპსეტმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა რის გამოც მისი ძაბვის მატება საჭირო არ ხდება სიხშირის მნიშვნელოვანი მატების დროსაც კი! შესაბამისად ჩრდილოეთ ხიდის გადახურების საშიშროება და ამდენად მისი დამატებითი გაგრილების საჭიროება ახალ სისტემაზე ქრება. სამაგიეროდ პროცესორში გადაადგილებულ მეხსიერების კონტროლერს და L3 დონის ქეშ მეხსიერებას აქვთ თავიანთი დამოუკიდებელი კვების წყარო რის გამოც ამ ელემენტებზე ძაბვის მომატებას შეუძლია გარკვეული ხეირის მოტანა. ასე რომ შეიძლება ითქვას გარკვეული შედეგის მიღება შეიძლება ოთხ ელემენტზე ძაბვის ზრდისას: პროცესორის ძაბვა (CPU Voltage) რომელიც გამოიყენება უშუალოდ პროცესორის ბირთვების მიერ და ნომინალური მნიშვნელობა 1.2 ვოლტია (კონკრეტულ ეგზემპლარებში შეიძლება განსხვავებულიც იყოს). მაქსიმალურ დასაშვებ ძაბვად ითვლება 1.55 ვოლტი თუმცა ამ შემთხვევაში მინიმუმ წყლის გაგრილებაა საჭირო. როგორც westsider-მა გამიზიარა თავისი გამოცდილება ნეჰალემს 1.7 ვოლტზე მეტი არ უყვარს და ამ ძაბვაზე ზევით ყველაზე მეტი 3-4 %-ით იზრდება წარმადობა და სარაზგონოდ მწვანე ძაბვა 1.6-1.65-ია რომელზეც QPI/DRAM Voltage მოითოვს 1.55+ ვოლტს. Uncore ძაბვა (QPI/DRAM Voltage) პროცესორში ჩაშენებული QPI და L3 კონტროლერების ძაბვა რომლის ნომინალური ძაბვაა 1.2 ვოლტი, რეკომენდაციების მიხედვით პროცესორისთვის ზიანის მიუყენებლად შეიძლება მისი გაზრდა 1.35 ვოლტამდე. აქვე აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ ეს ძაბვა DRAM Voltage-ისგან 0.5 ზე მეტით არ უდნა განსხვავდებოდეს და მათ შორის სხვაობა 0.34-ზე ნაკლებიც არ უნდა იყოს, ამ ფარგლებს გარეთ მცირე დროით რაზგონის დროსაც კი დიდი შანსია მემორი კონტროლერი დაიწვას. მეხსიერების კვების ძაბვა (DRAM Voltage) რომელიც გავლენას ახდენს როგორც DDR3 SDRAM-ზე ასევე პროცესორში ჩაშენებულ მეხსიერების კონტროლერზეც რის გამოც ამ ძაბვის მომატება დაუშვებელია 1.65 ვოლტის ზევით, მოწოდებულია 1.66 ვოლტი წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სიხშირის ვარდნა და პროცესორის დაზიანებაც კი. აქვე ისევ westsider-ის გამოცდილებიდან ვიტყვი როგორც ზემოთ ავღნიშნე CPU Voltage 1.6-1.65-ზე QPI/DRAM Voltage მოითოვს 1.55+ ვოლტს ხოლო რადგან ამ უკანასკნელის სხვაობა DRAM Voltage-თან მინიმუმ 0.34 უნდა იყოს პრაქტიკულად იძულებული ხდები DRAM Voltage „დაუშვებელ“ სულ მცირე 2 ვოლტამდე აწიო (პრაქტიკული გამოცდილება სულ სხვაა რამდენიც არ უდნა იკითხო ). CPU PLL ძაბვა ეს ძაბვა გამოიყენებოდა LGA775 სისტემაზეც და აქაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ნომინალური ძაბვაა 1.8, ინტელის რეკომენდაციით მაქსიმალური დასაშვები ძაბვაა 1.88 ვოლტი პროცესორისთვის ზიანის გარეშე. თუმცა პრაქტიკულად ჯობია 1.96 ვოლტი, სტაბილურობისთვის. მოკლედ ჩამოვწერ რეკომენდებულ ძაბვებს ჰაერის გაგრილებაზე: CPU Voltage – 1.35-1.4 QPI/DRAM Voltage – 1.35 DRAM Voltage – 1,66 CPU PLL – 1,96 ამის ზევით უკვე ჰაერის გაგრილება საკმარისი აღარ იქნება ასე რომ თუ მეტი გინდათ უკეთეს გაგრილებაზე იფიქრეთ . ცნობილია რომ პროცესორის ძაბვის ზრდა ოთხმაგად ზრდის სითბოს გამოყოფას ამიტომ აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი რომელმაც Core i7-ის შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოს 100 გრადუსს ცელსიუსით, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესორი თავისით დააგდებს სიხშირეს პროცესორის მამრავლის 12x-მდე შემცირებით. მაგრამ რეალურად თუ გვინდა რომ პროცესორმა 5 წელზე მეტ ხანს გაძლოს ჯობია ტემპერატურა 70 გრადუსის ფარგლებში იყოს . საყურადღებოა რომ პროცესორი აკონტროლებს მხოლოდ ბირთვების ტემპერატურას, ხოლო მეხსიერების კონტროლერის, L3 ქეშ და Uncore ტემპერატურები არ კონტროლდება რის გამოც საჭიროა სიფრთხილე ამ ელემენებზე ძაბვის მომატებისას. ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს Turbo Boost (Turbo Mode) რეჟიმს მისი საშუალებით თუ პროცესორის ენერგომოხმარება არ აჭარბებს 130 W-ს ხდება პროცესორის მამრავლის მომატება x2-ით თუ დატვირთულია მხოლოდ ერთი ბირთვი და x1-ით თუ ერთზე მეტი ბირთვი დაიტვირთა. დედადაფები ახალ სოკეტზე საშუალებას იძლევა ეს რეჟიმი გამოირთოს, ასევე გასათვალისწინებელია რომ Turbo Boost რეჟიმი დაკავშირებულია EIST ფუნქციასთან რის გამოც ამ უკანასკნელის გამორთვა ავტომატურად იწვევს ტურბო რეჟიმის დეაქტივაციას. თუმცა ბევრი დედა დაფა იძლევა პროცესორის ენერგომოხმარების კონტროლის გამორთვის საშუალებას ტურბო რეჟიმის დეაქტვიაციის გარეშე. ამგვარად ოვერქლოქინგის დროს BCLK-ს მომატებასთან ერთად ტურბო რეჟიმით შეიძლება უფრო მეტი სიხშირეების მიღწევა პრქატიკულად მამრავლი გვექნება 920-ზე x21 და 940-ზე x23. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ რომ ოვერქლოქინგთან ერთად დატვირთვაზე ტურბო რეჟიმის ჩართვისას შეიძლება მოხდეს პროცესორის სიხშირის ისე მომატება რომ ოვერქლოქინგი გახდება არასტაბილური მიუხედავად იმისა რომ დატვირთვის გარეშე სისტემა სრულად სტაბილური იყო. აღსანიშნავია რომ ამ რეჟიმით საშუალო ოვერქლოქინგი იძლევა ბენჩმარკებში უკეთეს შედეგს ვიდრე უფრო მაღალ სიხშირეზე გამორთული Turbo Boost რეჯიმით, მაგალითად ტურბო რეჟიმში 3.66 Ghz სიხშირეზე ბენჩმარკში მიიღება იგივე შედეგი რაც 2.8 Ghz სიხშირეზე ტურბო რეჯიმის გარეშე, ამასთან პროცესორი დაბალ სიხშირეზე ნაკლებ ძაბვას საჭიროებს და ნაკლებად ცხელდება. Extreme Edition 965 არ იყენებს ტურბო რეჟიმს, უბრალოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელია პროცესორის მამრავლის მომატება ერთდოულად ყველა ბირთვზე და არა მხოლოდ 1 ან 2 ბირთვზე. რადგან BCLK დაკავშირებულია სხვა მამრავლებთან პროცესორის ოვერქლოქინგის დროს აუცილებელია Uncore, DDR3 SDRAM და QPI მამრავლების მინიმალური მნიშვნელობების დაფიქსირება რათა არ შეიზღუდოს პროცესორის შესაძლებლობები. პრაქტიკულად პროცესორი შედგება ორი ნაწილისგან Core და Uncore და მათი მამრავლის ცვლილება თეორიულად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდება და შესაბამისად ოვერქლოქინგიც, თუმცა პრაქტიკულად 920 და 940 პროცესორებში Uncore მამრავლის კონტროლი საკმაოდ შეზღუდულია ამიტომ BCLK-ს ზრდა ავტომატურად ზრდის Uncore სიხშირეს. გასათვალისწინებელია რომ ოპერატიულის მამრავლი მინიმუმ ორჯერ ნაკლები უნდა იყოს Uncore მამრავლზე, თანაფარდობა 1:2. მაგალითად თუ ოპერატიული სიხშირე 2000 Mhz-ია Uncore სიხშირე 4000 გახდება, პრაქტიკულად 4600-ზე ზევით ასვლა იშვიათად ხერხდება ამდენად ოპერატიულის რაზგონი 2300 Mhz-ზე მთავრდება. დასაწყისისთვის უმჯობესია EIST და Turbo Boost რეჟიმების გამორთვა, თუმცა ტურბო რეჟიმში რა მოგების ნახვა შეიძლება ზევით უკვე ვთქვით. ასევე ბიოსიდან ჯობია გამოვრთოთ Hyper-Threading რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ოვერქლოქინგს თუმცა როგორც ვიცი ზოგიერთი პროცესორი ერთნაირად რაზგონდება Hyper-Threading Enable და მის გარეშეც. ძაბვა უნდა მიეთითოს ხელით და არა AUTO რადგან ოვერქლოქინგის დროს დედადაფა ავტომატურად გაზრდის ძაბვას. ყოველივე ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ნელნელა BCLK-ს გაზრდა თავიდან 160 MHz და შემდეგ 5 ერთეულიანი ნაბიჯებით სანამ სისტემა არ გახდება არასტაბილური. სტაბილურობაზე შემოწმებისთვის ალბათ უკეთესია prime95-ის გამოყენება In place large FFTs რეჟიმში. ამის შემდეგ უკვე ვზრდით ძაბვას ჯერ პროცესორზე და შემდეგ უკვე სხვა ელემენტებზე იმის მიხედვით თუ რა სიხშირეა ჩვენი მიზანი. ნომინალურ ძაბვაზე 1.2 ვოლტი i7 920 საშუალოდ 3.5 Ghz-ზე დგება (BCLK-175). ჰაერის გაგრილებაზე ძაბვის შემდგომი მატება რეკომენდებულია 1.35 – 1.4 ვოლტამდე. დალშე წყალი, ყინული აზოტი და მეტალურგია მოკლედ ვისაც რა შეუძლია . სტატიის ოვერქლოქინგ ნაწილი ძირითადად Westsider-ის რჩევებით მაქვს დაწერილი რაზედაც ვუხდი დიდ მადლობას
  20. მე მგონი ეს თემა იმსახურებს აპინული იყოს სანამ რეკორდი არ მოიხსნება :)
  21. CPU-Z CPU Overclocking Database Georgian Ranking Overclockers.ge ქმნის საქართველოში პრველ CPU-ების აჩქარების მონაცემთა ბაზას. აქ ჩვენ შევინახავთ ყველა შედეგებს რომელიც ქართველი Overclocker-ების მიერ არის მიღწეული. აქ ნათლად გამოჩნდება თუ ვინ არის საქართველოში ჩემპიონი პროცესორების დარაზგონებაში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რანკინგში მონაწილეობის მსურველებმა! შეავსეთ Hall Of Fame Editor-ი Hall Of Fame Editor-ის შევსების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ სურათზე: Photo CPU-Z-ის ვალიდაციის ლინკი( CPU-Z) სასურველია Screenshot-ი იდოს საიმედო სერვერზე (მაგ. www.radikal.ru) დააწექით submit-ს და გენერირებული სკრიპტი ჩართეთ თქვენს Post-ში, ფორუმზე მიიღება შედეგები მხოლოდ HOF Ed.-ის სრულყოფილი კოდით წესების რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში შედეგები არ დაფიქსირდება!!! მონაცემები მიიღება შემდეგ კატეგორიებში: Highest Frequency Reached Highest FSB Reached Highest Frequency Reached with an AMD CPU Highest FSB Reached with an Intel CPU Highest RAM Frequency Lowest Frequency Reached საქართველოს რანკინგი Georgian Ranking Highest Frequency Reached : Power_VANO დააფიქსირა 8322.44 MHz Celeron D 356-ზე [დეტალები] OgaiB& HANNIBAL დააფიქსირა 7350.53 MHz Celeron D 356-ზე [დეტალები] levanitit დააფიქსირა 6920.78 MHz AMD FX-8150-ზე [დეტალები] OC.GE Subzero Team დააფიქსირა 6523 MHz E8600-ზე [დეტალები] Subzero Team დააფიქსირა 6180 MHz E8600-ზე [დეტალები] OC.GE TEAM დააფიქსირა 6070.03 MHz E8600-ზე [დეტალები] Allmark&OgaiB დააფიქსირა 6020.62 MHz AMD Phenom II X4 955-ზე [დეტალები] OC.GE Subzero Team დააფიქსირა 6002.13 MHz Intel Pentium 4 631-ზე [დეტალები] OC.GE TEAM დააფიქსირა 5753.93 MHz Celeron D347-ზე [დეტალები] OgaiB დააფიქსირა 5650 MHz Celeron D 356-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 5616 MHz Core i7 2600K-ზე [დეტალები] Zarala დააფიქსირა 5531.69 MHz E8500-ზე [დეტალები] სოსო დააფიქსირა 5517.96 MHz i7 2600K-ზე [დეტალები] Power_VANO დააფიქსირა 5516.29 MHz Celeron D347-ზე [დეტალები] aleko28 დააფიქსირა 5506.1 MHz W3540-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 5439 MHz Core i 7 960-ზე [დეტალები] OverDozeD დააფიქსირა 5415 MHz Celeron D347-ზე [დეტალები] OgaiB დააფიქსირა 5365.26 MHz Celeron D347 -ზე [დეტალები] OverDozeD დააფიქსირა 5278.98 MHz MHz E8600-ზე [დეტალები] allmark დააფიქსირა 5277 MHz i7 950-ზე [დეტალები] chinchara დააფიქსირა 5265.17 MHz pentium 4 631-ზე [დეტალები] ZUBA დააფიქსირა 5250.15 MHz E8600-ზე [დეტალები] Fatal Fighter დააფიქსირა 5246 MHz Celeron 356-ზე [დეტალები] Delfistyaosani, Save & OffRoad დააფიქსირა 5224.93 MHz E8500-ზე [დეტალები] zarala დააფიქსირა 5211.96 MHz 920-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 5210 MHz Core i7 2600K-ზე [დეტალები] daviti-q დააფიქსირა 5192.67 MHz Intel Pentium 4 631-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 5154 MHz E8500-ზე [დეტალები] Zarala დააფიქსირა 5131.29 MHz E8500-ზე [დეტალები] OverDozeD დააფიქსირა 5129.53 MHz Celeron D347-ზე [დეტალები] სოსო დააფიქსირა 5116 MHz E8500-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 5100.07 MHz pentium 4 651-ზე [დეტალები] Pupusha დააფიქსირა 5099 MHz Pentium D 925-ზე [დეტალები] Fatal F. დააფიქსირა 5095 MHz Pentium 4 631-ზე [დეტალები] MaRgE დააფიქსირა 5061.68 MHz E8400-ზე [დეტალები] zarala დააფიქსირა 5061.53 MHz 920-ზე [დეტალები] ANuB1S დააფიქსირა 5055.13 MHz E8400-ზე [დეტალები] Itech&ZARALA დააფიქსირა 5040.52 E8500-ზე [დეტალები] zvii დააფიქსირა 5021.8 MHz Pentium 4 631-ზე [დეტალები] quso13 დააფიქსირა 5017.01 MHz pentium 4 631-ზე [დეტალები] IM TABLE დააფიქსირა 5015.5 MHz 2600K-ზე [დეტალები] ANuB1S დააფიქსირა 5013.41 MHz E8400-ზე [დეტალები] ZUBA დააფიქსირა 5003.49 MHz E8600-ზე [დეტალები] swindler დააფიქსირა 4911 MHz E8400-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 4880.03MHz Intel Core 2 Duo CPU E8600-ზე [დეტალები] -PLAYBOY- დააფიქსირა 4860.9 MHz E8400-ზე [დეტალები] სოსო დააფიქსირა 4830.04 MHz i7 930-ზე [დეტალები] გიაჩხეო დააფიქსირა 4824.62 MHz core i7 920-ზე [დეტალები] Fatal Fighter დააფიქსირა 4802.5 MHz Pentium Dual-Core E5700-ზე [დეტალები] Odosha დააფიქსირა 4725 MHz Pentium D 925-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 4722 MHz Core i7 860-ზე [დეტალები] chinchara დააფიქსირა 4715.73 MHz e8200-ზე [დეტალები] LedZeppelin დააფიქსირა 4713.3 MHz i7 920-ზე [დეტალები] OverOver დააფიქსირა 4707.78 MHz Core i5 760-ზე [დეტალები] MaRgE დააფიქსირა 4643.82 MHz E7400-ზე [დეტალები] quso13 დააფიქსირა 4640.22 MHz pentium 4 641-ზე [დეტალები] Power_VANO დააფიქსირა 4618.92 MHz Intel Core 2 Duo E7400-ზე [დეტალები] Rudolf_Abel დააფიქსირა 4590.38 MHz Intel C2D E8400-ზე [დეტალები] Surfing დააფიქსირა 4511 MHz i7 920 D0-ზე [დეტალები] surfing დააფიქსირა 4503.3 MHz E8400-ზე [დეტალები] NODO-GT & HANNIBAL დააფიქსირეს 4503.28 MHz Intel C2D E8400-ზე [დეტალები] Odosha დააფიქსირა 4500.12 MHz Intel Pentium D 925-ზე [დეტალები] i NeT დააფიქსირა 4500.09 MHz Intel Pentium 4 631-ზე [დეტალები] davita დააფიქსირა 4491.4 MHz Q9650 3.0-ზე [დეტალები] matusala დააფიქსირა 4428 MHz i7 3770-ზე [დეტალები] izzuken დააფიქსირა 4414 MHz i5 760-ზე [დეტალები] Itech დააფიქსირა 4405.8 MHz core i7 920-ზე [დეტალები] davita დააფიქსირა 4401.13 MHz Intel Core Duo E-ზე [დეტალები] password დააფიქსირა 4384.26 MHz Intel Pentium D 935-ზე [დეტალები] LedZeppelin დააფიქსირა 4380.2 MHz Pentium 4 531-ზე [დეტალები] NODO-GT დააფიქსირა 4341.19 MHz Intel Celeron 331-ზე [დეტალები] zvii დააფიქსირა 4320.11 MHz Intel C2D E8400-ზე [დეტალები] pupusha დააფიქსირა 4320.1 MHz C2D E8400-ზე [დეტალები] Sagittarius დააფიქსირა 4312.03 MHz Intel Pentium 4 631-ზე [დეტალები] Fatal Fighter დააფიქსირა 4223.81 MHz C2D E6600-ზე [დეტალები] ailamo დააფიქსირა 4186 MHz E5300-ზე [დეტალები] Lomsa დააფიქსირა 4180.4 MHz E7500-ზე [დეტალები] CORTEX დააფიქსირა 4121.12 MHz Phenom II X6 1035T-ზე [დეტალები] greenday დააფიქსირა 4080.32 MHz Intel Pentium 4 541-ზე [დეტალები] OnLine დააფიქსირა 4049.5 MHz Intel Celeron ® 2.66 GHz [დეტალები] JuMPeR დააფიქსირა 4045.27 MHz Intel Pentium 4-ზე [დეტალები] Hack დააფიქსირა 4040 MHz Intel Core 2 Duo E6750-ზე [დეტალები] chumbura დააფიქსირა 4039.5 MHz E8500 C0-ზე [დეტალები] G1ORG1 დააფიქსირა 4008 MHz Q8400-ზე [დეტალები] matusala დააფიქსირა 4007.7 MHz pentium 4 631-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 4004 MHz AMD phenom II X3 710-ზე [დეტალები] LedZeppelin დააფიქსირა 3989.79 MHz MHz Q9450-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 3960.29MHz Intel Core 2 Quad CPU Q6600-ზე [დეტალები] HANNIBAL დააფიქსირა 3924.12 MHz Intel Core2 Duo CPU E6600-ზე [დეტალები] ShadoW დააფიქსირა 3906.02 MHz (434*9) [დეტალები] OnLine დააფიქსირა 3986.5 MHz Intel Celeron ® 2.66 GHz [დეტალები] alexandro დააფიქსირა 3822 MHz C2D E6750-ზე [დეტალები] TROJAN დააფიქსირა 3800.27 MHz Core 2 E8200-ზე [დეტალები] ALL დააფიქსირა 3744.56 MHz Core 2 Quad Q6600-ზე [დეტალები] Kakha77777 დააფიქსირა 3727 MHz E7400-ზე [დეტალები] Sikvdila დააფიქსირა 3679.76 MHz Intel Core2 Duo CPU E6750-ზე [დეტალები] lasha lejava დააფიქსირა 3672.06 MHz Intel Core2 Duo CPU E6750-ზე [დეტალები] KraVeLa დააფიქსირა 3654,5 MHz Intel Celeron 336-ზე [დეტალები] s_w_i_n_d_l_e_r დააფიქსირა 3640 MHz E6300-ზე [დეტალები] ToQcHista დააფიქსირა 3599.59 MHz AMD Athlon II X4 640-ზე [დეტალები] SANIKIDZE13 დააფიქსირა 3550.58 MHz Dual-Core E5400-ზე [დეტალები] ailamo დააფიქსირა 3535 MHz core 2 duo E6300-ზე [დეტალები] xuco დააფიქსირა 3520.11 MHz Intel Pentium 4 541-ზე [დეტალები] lomsa დააფიქსირა 3519.8 MHz E7500-ზე [დეტალები] zV1 დააფიქსირა 3512 MHz E5500-ზე [დეტალები] NODO-GT დააფიქსირა 3502.99 MHz Intel Core 2 Duo CPU E4300-ზე [დეტალები] GrEeN DaY დააფიქსირა 3500 MHz E2180-ზე [დეტალები] KRIK დააფიქსირა 3459.1 MHz E6550-ზე [დეტალები] VenoN დააფიქსირა 3456 MHz intel Pentium 4 630 [[დეტალები] OgaiB დააფიქსირა 3375.02 MHz AMD X2 CPU 5200+ -ზე [დეტალები] #Skinhead დააფიქსირა 3313 MHz Celeron s478 2.4GHz-ზე [დეტალები] Power_VANO დააფიქსირა 3290.1 MHz Intel Core 2 Duo E6550-ზე [დეტალები] giorgipr დააფიქსირა 3148.47 Mhz Core 2 E6550-ზე [დეტალები] nika_47 დააფიქსირა 3000 MHz q6600-ზე [დეტალები] ALeX M.D. დააფიქსირა 2936.16 MHz E2200-ზე [დეტალები] allmark დააფიქსირა 2786.89 MHz T9400 2.54MHz-ზე [დეტალები] GrEeNDaY დააფიქსირა 2750 MHz Intel Pentium E2180 2.0 Mhz-ზე [დეტალები] Highest FSB Reached : CHARGER დააფიქსირა 653 MHz E8200-ზე [დეტალები] OC.GE Subzero Team დააფიქსირა 652 MHz E8600-ზე [დეტალები] NODO-GT დააფიქსირა 637.18 MHz E8500-ზე [დეტალები] HANNIBAL დააფიქსირა 620.06 MHz E8600-ზე [დეტალები] NODO-GT დააფიქსირა 618.07 MHz E8500-ზე [დეტალები] სოსო დააფიქსირა 616.49 MHz E8500-ზე [დეტალები] allmark დააფიქსირა 615.74 MHz E8500-ზე [დეტალები] HANNIBAL დააფიქსირა 611.04 MHz E8600-ზე [დეტალები] surfing დააფიქსირა 608.65 MHz E8400-ზე [დეტალები] NODO-GT დააფიქსირა 605.58 MHz E8500-ზე [დეტალები] allmark დააფიქსირა 601.41 MHz E8400-ზე [დეტალები] ANuB1S დააფიქსირა 601.37 MHz E8400-ზე [დეტალები] ZUBA დააფიქსირა 600.58 MHz E8600-ზე [დეტალები] allmark დააფიქსირა 595.69 MHz E8400-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 593.42 MHz E8500-ზე [დეტალები] chumbura დააფიქსირა 590.67 MHz E8500 C0-ზე [დეტალები] OverDozeD დააფიქსირა 586 MHz E8600-ზე [დეტალები] Zarala დააფიქსირა 582.28 MHz E8500-ზე [დეტალები] swindler დააფიქსირა 575 MHz E8400-ზე [დეტალები] სოსო დააფიქსირა 574.34 MHz E8500-ზე [დეტალები] -PLAYBOY- დააფიქსირა 565.57 MHz E8400-ზე [დეტალები] MaRgE დააფიქსირა 562.41 MHz E8400-ზე [დეტალები] Delfistyaosani, Save & OffRoad დააფიქსირა 550 MHz E8500-ზე [დეტალები] Zarala დააფიქსირა 540 MHz E8500-ზე [დეტალები] OverDozeD დააფიქსირა 540 Mhz Intel Core 2 Duo E6400-ზე [დეტალები] MaRgE დააფიქსირა 531.99 MHz E8400-ზე [დეტალები] Itech&ZARALA დააფიქსირა 530.58 MHz E8500-ზე [დეტალები] JorJino დააფიქსირა 530 MHz E6750-ზე [დეტალები] computational დააფიქსირა 521.04 MHz E8400-ზე [დეტალები] s_w_i_n_d_l_e_r დააფიქსირა 520 MHz E6300-ზე [დეტალები] Itech დააფიქსირა 518 MHz E8400-ზე [დეტალები] computational დააფიქსირა 510.99 MHz E8400-ზე [დეტალები] Rudolf_Abel დააფიქსირა 510.04 Mhz Intel C2D E8400-ზე [დეტალები] ailamo დააფიქსირა 505.12 MHz core 2 duo E6300-ზე [დეტალები] Hack დააფიქსირა 505.02 Mhz Intel Core 2 Duo E6750-ზე [დეტალები] G1ORG1 დააფიქსირა 501 MHz Q8400-ზე [დეტალები] NODO-GT & HANNIBAL დააფიქსირეს 500.36MHz Intel C2D E8400-ზე [დეტალები] ZUBA დააფიქსირა 500.35 MHz E8600-ზე [დეტალები] Dav1d_GX&sup2; დააფიქსირა 500 Mhz Intel Core 2 Duo E6300-ზე [დეტალები] davita დააფიქსირა 499 MHz Q9650 3.0-ზე [დეტალები] LedZeppelin დააფიქსირა 498.72 MHz Q9450-ზე [დეტალები] pupusha დააფიქსირა 480 MHz C2D E8400-ზე [დეტალები] TROJAN დააფიქსირა 475.02 MHz Core 2 E8200-ზე [[დეტალები] Power_VANO დააფიქსირა 470.0 MHz Intel Core 2 Duo E6550-ზე [დეტალები] Sikvdila დააფიქსირა 459.97 MHz Intel Core 2 Duo CPU E6750-ზე [დეტალები] lasha lejava დააფიქსირა 450.04 MHz Intel Core2 Duo CPU E6750-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 450.00 MHz Intel Core 2 Quad CPU Q6600-ზე [დეტალები] MaRgE დააფიქსირა 442.27 MHz E7400-ზე [დეტალები] Kakha77777 დააფიქსირა 441 MHz E7500-ზე [დეტალები] HANNIBAL დააფიქსირა 436.01 MHz Intel Core 2 Duo CPU E6600-ზე [დეტალები] ALL დააფიქსირა 416.06 MHz Core 2 Quad Q6600-ზე [დეტალები] NODO-GT დააფიქსირა 389.22 MHz Intel Core 2 Duo CPU E4300-ზე [დეტალები] ALeX M.D. დააფიქსირა 367 MHz E2200-ზე [დეტალები] ShadoW დააფიქსირა 383.01 MHz Intel Core2 Quad CPU Q6600 [დეტალები] GrEeN DaY დააფიქსირა 380 MHz E2180-ზე [დეტალები] nika_47 დააფიქსირა 375 MHz q6600-ზე [დეტალები] Kakha55555 დააფიქსირა 355 MHz E7400-ზე [დეტალები] quso13 დააფიქსირა 334.47 MHz pentium 4 631-ზე [დეტალები] Odosha დააფიქსირა 300.01 MHz Intel Pentium D 925-ზე [დეტალები] westsiderდააფიქსირა 300 MHz pentium 4 651-ზე [დეტალები] quso13 დააფიქსირა 290.01 MHz pentium 4 641-ზე [დეტალები] Sagittarius დააფიქსირა 287.47 MHz Intel Pentium 4 631-ზე [დეტალები] password დააფიქსირა 274.02 MHz Intel Pentium D 935-ზე [დეტალები] JuMPeR დააფიქსირა 269.68 MHz Intel Pentium 4-ზე [დეტალები] matusala დააფიქსირა 267.18 MHz pentium 4 631-ზე [დეტალები] SANIKIDZE13 დააფიქსირა 263 MHz Dual-Core E5400-ზე [დეტალები] zV1 დააფიქსირა 250.86 MHz E5500-ზე [დეტალები] ToQcHista დააფიქსირა 239.97 MHz AMD Athlon II X4 640-ზე [დეტალები] Highest Frequency Reached with an AMD CPU : Allmark&OgaiB დააფიქსირა 6020.62 MHz AMD Phenom II X4 955-ზე [დეტალები] allmark დააფიქსირა 4249.98 MHz AMD 940 BLACK EDITION-ზე [დეტალები] OgaiB დააფიქსირა 4200 MHz Phenom II X2 555-ზე [დეტალები] CORTEX დააფიქსირა 4121.12 MHz Phenom II X6 1035T-ზე [დეტალები] westsider დააფიქსირა 4004 MHz AMD phenom II X3 710-ზე [დეტალები] En1ac დააფიქსირა 3744 Mhz X3 720BE-ზე [დეტალები] OgaiB დააფიქსირა 3400.09 MHz AMD X2 5200+-ზე [დეტალები] Insane დააფიქსირა 3375.21 MHz AMD Athlon 64 X2 5000+ Black Edition-ზე VCore 1.5 [დეტალები] CHoRNa დააფიქსირა 3240.8 MHz (216.05 * 15) AMD 6000+ ზე [დეტალები] Insane დააფიქსირა 3200 MHz AMD Athlon 64 X2 5000+ Black Edition-ზე VCore 1.34 [დეტალები] Highest BCLK reached westsider დააფიქსირა 249.37 MHz 920-ზე [დეტალები] zarala დააფიქსირა 248 MHz 920-ზე [დეტალები] zarala დააფიქსირა 241 MHz 920-ზე [დეტალები] aleko28 დააფიქსირა 239.39 MHz W3540-ზე[დეტალები] გიაჩხეო დააფიქსირა 229.74 MHz core i7 920-ზე [დეტალები] allmark დააფიქსირა 229.43 MHz i7 950-ზე [დეტალები] OgaiB დააფიქსირა 229.43 MHz W3540-ზე [დეტალები] OverOver დააფიქსირა 225.07 MHz Core i5 CPU 760-ზე [დეტალები] LedZeppelin დააფიქსირა 224.44 MHz i7 920-ზე [დეტალები] Hanny & Deme დააფიქსირა 220.5 MHz Core i5 750-ზე [დეტალები] სოსო დააფიქსირა 216.87 MHz i7 860-ზე [დეტალები] Itech დააფიქსირა 210.48 MHz core i7 920-ზე [დეტალები]
  22. ამ ტოპიკში დაპოსტავთ თუ რაიმე პრობლემა გაქვთ კომპიუტერთან დაკავშირებით
  23. მთავარი დოსიდან დაფლეშვისას არის ის რომ გვჭირდება ფლეშკა რომელიც DOS-ს ჩატვირთავს ანუ bootable ფლეშკის გაკეთება საჭირო და თანამედროვე საშუალებებით ეს უკვე ძალიან გამარტივდა გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ გირჩევთ ბიოსის დაფლეშვას !!! ზოგჯერ საჭირო ხდება მაზერის და ვიდეოს ბიოსის დაფლეშვა რისი გაკეთებაც შეიძლება ჩვეულებრივი ფლოპი დისკიდან თუმცა უკვე ხშირად არის შემთხვევა როცა ფლოპი საერთოდ არ გავქვს კომპიუტერზე და კიდევ მეორე პრობლემა ადრე ბიოსის ფაილები შედარებით მცირე ზომის იყო 256 KB მაგალითად თუმცა რაც დრო გადის ბიოსის ფაილების ზომამ საგრძნობლად მოიმატა და ზოგჯერ 1MB -საც აღწევს და ერთ ფლოპიზე DOS-ის ფალების და BIOS-ის ფაილის ჩატევა ვეღარ ხერხდება ! ბევრ თანამედროვე დედა დაფას აქვს საკუთარი დასაფლეში პროგრამა რომელიც ბიოსშია ინტეგრირებული და ასე წვალება საჭირო არ არის, შეგვიძლია ფლოპიზე ან ფლეშკაზე ჩავწეროთ მხოლოდ ბიოსის ფაილი, გადავტვირთოთ და ბიოსში გამოვიძახოთ დასაფლეში პროგრამა და შემდეგ ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ რა ხდება როცა დედა დაფას არ აქვს ასეთი პროგრამა?.. ან როცა გვინდა ვიდეო კარტის ბიოსის დაფლეშვა დოსიდან ? არის ალტერნატივა ორი ფლოპი დისკეტის გამოყენება ერთს დავაფორმატებთ როგორც DOS file system ავარჩევთ FAT შემდეგ მოვნიშნავთ თოლიას ("პწიჩკა") create MS-DOS startup disk და დავაჭერთ Start და ჩამტვირთავი დისკეტა მზად არის შემდეგ უკვე მეორე ფლოპიზე ჩავწერთ ბისოსი დასაფლეშ პროგრამას და ასევე დასაფლეში ბიოსის ფაილს რომლის სახელიც ასე გამოიყურება saxeli.rom AMI ბიოსის შემთხვევაში და saxeli.bin AWARD ბიოსის შემთხვევაში ვიდეო დაფების შემთხვევაში Nvidia-ს დაფლეშვისას გვინდა saxeli.rom ხოლო ATI-ს შემთხვევაში saxeli.bin თუ სახელი სხვა გაფართოებით არის უნდა გადავარქვათ სახელი შესაბამისად შემდეგ ჩავტვირთავთ სისტემას MS-DOS startup disk-ით ამოვიღებთ ფლოპის და ჩავდებთ გამზადებულ ფლოპის ბიოსის ფაილით და დასაფლეში პროგრამით და დაფლეშავთ ბიოსს ასე და ამგვარად: step 10 ბიოსის დაფლეშვა ფლოპიდან: (ნუ გეშინიათ ფლეშკაზეც ვიტყვი ) AMI ბიოსის შემთხვევაში AFUDOS ასეთი რამე უნდა ჩავწეროთ Command line-ში c:>afudos saxeli.rom /p /b /n /c /x (გაითვალსიწინეთ გამოტოვებული ადგილებიც) პროგრამას არქივში ქვია afudos4.23.exe სიმოლოების რიცხვი 8-ზე მეტია DOS-ს მეტი არ შეუძლია ხოდა იქ სახელი იქნება afudos~1.exe ამიტომ შესაყვანი ბრძანება ასე გამოიყურება c:>afudos~1 saxeli.rom /p /b /n /c /x ან გადაარქვით არქივში სახელი afudos4.23.exe-ს და დაარქვით უბრალოდ afudos.exe მაშინ ბრძანება ასეთი უნდა იყოს c:>afudos saxeli.rom /p /b /n /c /x AWARD ბიოსის შემთხვევაში AWARD c:>awdflash xxxxx.bin /py /sn /cd /cp /cc /cks /r პროგრამას არქივში ქვია Awd890.exe ამიტომ შესაყვანი ბრძანება ასე გამოიყურება c:>Awd890 xxxxx.bin /py /sn /cd /cp /cc /cks /r რომ გავარჩიოთ AMI ბიოსი გამოიყურება ასე ხოლო AWARD ბიოსი ასე მე მგონი არ აგერევათ ხოლო UEFI ბიოსი ასე გამოიყურება და მანდ დაფლეშვილს პრობლემა არ გექნებათ არც ვინდოუსიდან და არც ბიოსიდან თავისი უტილიტები აქვთ ყველა ახალ მაზერს დოსიდან, ვინდოუსიდან და მეზობლიდან რომ დაფლეშოთ მაგისთვისაც და საერთო არ გჭირდებათ ფლოპი და ფლეშკა Nvidia-ს ვიდეო დაფის დაფლეშვის შემთხვევაში გვჭირდება nvflash DOS-ის ვერსია ფლეშკაზე ან ფლოპიზე უნდა ჩავწეროთ არქივში არსებული ორივე ფაილი nvflash.exe და cwsdpmi.exe და ასევე დასაფლეში ბიოსი სანამ ახალი ბიოსით დაფლეშავთ შეინახეთ ძველი ბიოსი ბრძანებით nvflash -b zveli.rom (ან რა სახელიც გინდათ) ზუსტად ასე და ძველ ბიოსს შეინახავს. გაითვალისწინეთ რომ DOS-ში ნებისმიერ ფაილს უნდა ერქვას სახელი მაქსიმუმ 8 სიმბოლოთი გაფართოების წინ (გაფართოება არის exe, jpg, mp3, rom, bin, avi და ა.შ.) ანუ ფაილს შეგიძლიათ დაარქვათ 12345678.rom მაგალითად მაგრამ 123456789.rom-ს ვერ დაარქმევთ ჯერ შენიხავათ ძველ ბიოსს !!! nvfalsh -b zveli.rom მოკლედ შევინახავთ ძველ ბიოსს და მერე თუ დაცვა აქვს ბიოსს შეგვიძლია ბრძანებით nvflash --protectoff გამოვრთოთ დაცვა და ასევე კარგი იდეაა ძველი ბიოსის წაშლა ბრძანებით nvfalsh --eraseeeprom შემდეგ დაფლეშავთ ახალი ბიოსით ასეთი ბრძანებით nvflash -4 -5 -6 axali.rom ან რაც ერქმევა ახალ ბიოსს მთავარია 8 სიმბოლოზე დიდი სახელი არ ქონდეს !!! ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩაგეკითხებათ და დაეთანხმებით კლავიატურაზე Y-ის დაჭერით. ბიოსი დაიფლეშება და გადაიტვირთება თუ ჩაირთო ეკრანი გამოდის ყველაფერი რიგზეა ATI-ს ვიდეო დაფების დაფლეშვის შემთხვევაში გვინდა პროგრამა ATIflash ჩავწერთ atiflash.exe ფაილს და ბიოსის ფაილს ფლეშკაზე ან ფლოპიზე და ჯერ ვინახავთ ძველ ბიოსს !!! atiflash -s 0 saxeli.bin ან რაც გვინდა იმ სახელს დავარქმევთ აქ 0 ნიშნავს რომ საუბარია პირველ PCI-e სლოტში ჩადებულ ვიდეო კარტაზე თუ მეორე PCI-e სლოტში ჩადებული ვიდეოს დაფლეშვა გვინდა 0 უნდა შევცვალოთ 1-ით atiflash -s 1 saxeli.bin თუმცა როცა ერთი ვიდეო კარტა დევს ამის მითითება საჭირო არ არის იგივე ნაირად შეგიძლიათ ბრძანების დამატება (0, 1) Nvidia-ს ვიდეო ბარათების დაფლეშვისას შევინახავთ ძველ ბიოსს და ახალი ბიოსით დავლფეშავთ ბრძანებით atiflash -p 0 saxeli.bin თუ სხვა კარტის ბიოსით ვფლეშავთ შეიძლება არ დაგვაფლეშინოს დაცვამ ამიტომ ვუმატებთ ბრძანებას force ასე atiflash -f -p 0 saxeli.bin გადატვირთეთ და ილოცეთ სინამდვილეში ვიდეოს დაფლეშვისას თუ რამე არასწორად გააკეთეთ ყოველთვის შეიძლება ვიდეოს ბიოსის აღდგენა დედა დაფის ბიოსზე უფრო ადვილად სახლის პირობებშიც, ამისთვის მაქსიმუმ 2 PCI-e სლოტიანი დედა დაფა დაგჭირდებათ. ეხლა როგორ შევქმნათ bootable ფლეშკა ძალიან მარტივად ამისთვის დაგვჭირდება პროგრამა HP USB BOOT 2.1.8.exe და DOS ფაილები ლინკი ჩამოვწერთ ამ ფაილებს და დავაინსტალებთ HP USB BOOT 2.1.8.exe პროგრამას ინსტალაციის მერე გაუშვებთ ამ პროგრამას ამ ფანჯარაში ამოვირჩევთ ფლეშკას თუ რამოდენიმე გვაქვს შეერთებული თუ არადა არაფრის არჩევა არ გვინდა უბრალოდ მოვნიშნავთ create a DOS startup disk თოლიას ვუთითებთ მისამართს დისკზე სადაც DOS ფაილები გვიწერია და ვაწვებით Start-ს ეგ არის ფლეშკა გახდა bootable !!! ამის შემდეგ უბრალოდ ფლშკაზე ჩაწერეთ საჭირო ფაილები დასაფლეში პროგრამა (იმის მიხედვით თუ რას ფლეშავთ) და ასევე ბიოსის ფაილი გადატვირტეთ და დაბუთეთ ფლეშკიდან და თუ რა მოწყობილობა როგორ იფლეშება მიწერია ზევით Step 10 ვიდეო დაფების ბიოსების დიდი არქივი შეგიძლიათ ნახოთ აქ http://www.techpowerup.com/vgabios/ დედა დაფის ბიოსების ჩამოტვირთვას მხოლოდ კონკრეტული მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან გირჩევთ აქ არის ორი ვიდეო გაკვეთილი იმაზე თუ როგორ დავფლეშოთ nvidia-ს ვიდეო ატის შემთხვევაში მცირედ სხვაობა იქნება და Atiflash და Radeon BE პროგრაებია საჭირო ბიოსის დასაფლეშად და რედაქტირებისთვის პირველი და მეორე ნაწილი საჭირო პროგრამები შეგიძლიათ ნახოთ აქ აქვე დავდებ ლინკს სადაც წერია USB boot პროგრამის და DOS ფაილები http://www.mediafire.com/download/69leqpprmonjqcq/Flash_Bios_From_USB.zip წარმატებულ დაფლეშვას გისურვებთ პატივისცემით ექიმი სოსო
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.