Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10296
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. თუ პრობლემა არა გაქვს არც უნდა გამოცვალო რამე მაგრამ მეორე მომენტია უხარისხო კვების ბლოკს მე პირადად სისტემაშI არ გავიჩერებ მირჩევნია 400 ვატიანი კვების ბლოკი მქონდეს active PFC და 80+ სერტიფიკატით რომ დარწმუნებული ვიქნები რეალურია და ხარისხიანი ვიდრე 600 ვატი ეწეროს და სინამდვილეში 400 ვატსაც არ მაძლევდეს აგერ მაგალითი http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story&reid=204 580 ვატი აწერია კვების ბლოკს მარა +12 ვოლტზე 25 ამპერი აქვს და რა გამოვიდა +12 ვოლტზე სულ 300 ვატი შეუძლია საბოლოო ჯამში კვების ბლოკი ტესტირებით 580 ვატს ვერ იძლევა http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story2&reid=204 მესამე ტესტის მერე ყველა ჩააგდო ესეც დასკვნა http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story5&reid=204 580 აწერია მაგრამ can't do 580W მოკლედ კვების ბლოკში ხარისხი პრიორიტეტია და არა ვატები
  2. ძალიან სერიოზული ბრენდია FSP :)
  3. რა უნდა გადმოწერო ვერ გავიგე? შენ ვერაფერს გადმოწერ მაზერს აქვს თავისი clock generator-ი და setfsb თუ ცნობს ამ გენერატორს დაარაზგონებ თუ ვერ ცნობს ვერ დარაზგონებ არაფრის გადმოწერა გიშველის
  4. იძებნება ძველი ლოგო? :)
  5. ხო მაგრამ ეგ ჩვაარდნები ვინჩესტერის ბრალია? ისე ტემპერატურა 48 ცოტა ბევრია ტესტირებით ერორები არ არის შეიძლება სხვა რამის ბრალია
  6. აუ აუ სანამ საბოლოო სახე მიეცემა OVERCLOCKERS.GE ამის მაგივრად ასე ხომ არ ჯობია Overclockers.ge? ისე ძველი ლოგო და ძველი საათი მაგრა მიყვარდა :miyvarxar:
  7. ლოლ ულტრა 120-ით აგრილებს და AIR-ო ჩათვალე წყლით აგრილებს http://hwbot.org/signature.img?iid=473185&thumb=false&iehack=.jpg
  8. ვოლტ მოდი http://hwbot.org/article/newsflash/906_geforce_gtx_580_voltage_modifications_ 1GHz ჰაერზე http://hwbot.org/community/submission/1076096_ მდას მდომებია 31800 GPU ქულა !!!
  9. მინდა? არ მინდა მკიდია
  10. არის გადამყვანები MBC.ge მაგათ აქვთ უამრავი ან ვინმეს სთხოვე ვიდეო კარტებს მოყვება ხოლმე
  11. დიზაინის მამა ასუსი უფრო იყო ყოველთვის ესეც გიგაბაიტის მაზერი ოფი რომ არ გამომივიდეს
  12. ეს წითელი წარწერით ყველაზე მეტად მომეწონა იავიცი ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვარიანტი ერთადერთი რეალურია აქამდე დადებულებს შორის ნუ ძველი ვარიანტი გალურჯებული არ იგულისხმება
  13. ერთი პატარა საიდუმლო უნდა გაგანდოთ იყო დრო როცა მანეთი მანეთობდა და XP XP-ობდა თუ როგორც არის ხოდა ვინდოუსის გადაყენებისას მიყვარდა მისი ფუნქცია დისკის ფორმატირების საშუალებას რომ გაძლევდა მენიუში იყოს სწრაფი ფორმატირება (quick format) და სრული ფორმატირება ამაზეა საუბარი... რა თქმა უნდა quick format არასდროს მაკმაყოფილებდა და სრულ ფორმატირებაზე ვუშვებდი to be sure ერთი ორი დღის წინ ჩვენს ერთ-ერთ წევრთან საუბრისას აღმოვაჩინე რომ სევენზე და ვისტაზე ფორმატირებას აკეთებდა სწრაფი ფორმატირებით რომელიც რამოდენიმე წამში მთავრდებოდა და დამერწმუნეთ ამ დროს დისკის დაფორმატება არ ხდება უბრალოდ იშლება ფაილების სახელები მახსოვდა შესაძლებელი იყო command prompt ფანჯრის გამოძახება და სრული ფორმატირება სულ ახლახანს მომიწია სევენის დაყენება სისტემაზე და აღვიდგინე მეთოდი რომლითაც ხდება სრული ფორმატირება ხოდა აი როგორ ხდება ეს: ვიწყებთ ინსტალაციას ჩვეულებრივ და მივდივართ ამ ფანჯარამდე (სევენზე და ვისტაზე აბსოლუტურად იდენტურია ყველაფერი) აქ თუ install now-ს ავირჩევთ არაფერი გამოვა უნდა ავირჩიოთ repair your computer ! და მივდივართ სრულიად სხვა მიმართულებით ფაქტიურად იგივე მიმართულებით როცა XP-ზე ვიყენებდით recovery console ფუნქციას (ან არ ვიყენებდით ) მოკლედ ავირჩევთ repair your computer-ს და ვხედავთ ასეთ ფანჯარას ველოდებით სანამ სისტემა დაასრულებს თავის ბოროტ ჩანაფიქრს: უჩვენოდ მოაგვაროს პრობლემები ! რა თქმა უნდა სისტემა ჩვენზე ბევრად უჭკუოა და ბოლოს დაგვნებდება და ისევ ჩვენ გვიტოვებს არჩევანის გაკეთების საშუალებას მეორე თოლიას (პწიჩკა) თუ მოვნიშნავთ და next ღილაკს დავაჭერთ დაიწყება ყველასთვის კარგად ნაცნობი system restore პროცესი ამოირჩევ თარიღს სადამდეც გვინდა აღვადგინოთ სისტემა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ვიცით ხოლო თუ დავტოვებ მონიშნულს პირველ თოლიას (use recovery tools that can help... და ა.შ.) და დავაჭერთ next ღილაკს ვიღებთ ასეთ ფანჯარას: აქ ათასი სისულელებია ისევ system restore ასევე system repair და ასე შემდეგ... ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ command prompt დავაჭერთ მას და: აი ისიც, ჭეშმარიტების მომენტი ! აქ უბრალოდ ავკრიფავთ format C: მოგვთხოვს დადასტურებას, ვკრიფავთ უბრალოდ Y და ვაწვებით enter-ს შეიძლება კიდევ ჩაგეკითხოთ მთავარია უარი არ უთხრათ ბოლოს დაასრულებს თავის ნახევარ საათიან (ან მეტი ) სრულ ფორმატირებას მოგთხოვთ დისკის სახელის მითითებას ან enter for none (თუ ვერ მოიფიქრეთ რა დაარქვათ დისკს) დააჭერთ enter-ს და ეგ არის ჩვენ სრულად დავაფორმატეთ C: დისკი ამის შემდეგ უბრალოდ უნდა დავხუროთ ორივე ფანჯარა X კნოპკით და გავაგრძელოთ ინსტალაცია და დავასრულოთ ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე ამჯერად ვირჩევთ install now-ს და არა repair სულ ეს იყო წარმატებულ ფორმატირებას გისურვებთ
  14. ამ თემაში განვიხილოთ ხოლმე მითები და ლეგენდები კომპიუტერულ ტექნიკაზე თუ რამე სისულელე მითები დადის კომპს სამყაროზე აქ დავწეროთ ხოლმე ახსნა თუ რატომ არის არასწორი ესა თუ ის ინფორმაცია მითი 1 - პენტიუმ 5 როგორც ასეთი პენტიუმ 5 არასდროს გამოსულა და არც გამოვა მაგ სახელით პროცესორი, სავარაუდოდ მითის შექმნის მიზეზი არის ასუსის P5 სერიის მაზერები სადაც პრეფიქსი P5 არანაირ კავშირში არ არის არც პენტიუმთან და არც მის მე5 სერიასთან, უბრალოდ მაგ სერიის დედა დაფებს აქვთ პენტიუმ 4-ის შემდეგ გამოსული პროცესორების მხარდაჭერა. ასევე უკვე არსებობს i5 სერიის პროცესორები რომლებიც არანაირად არ არის პენტიუმის სერია. მითი 2 - ჩემი 3.4 GHz-იანი პროცესორი შენს 2.6 GHz-იანს ჯობია არა სწორია პროცესორების მარტო სიხშირით შედარება, ან თუნდაც მარტო ქეშ მეხსიერების ზომით შედარება. პირველ რიგში პროცესორის სიძლიერეზე მისი არქიტექტურა ახდენს გავლენას, მაგალითად i7 920 2.66 სიხშირეზე მუშაობს და მეორე დონის ქეში 1 MB აქვს ხოლო მესამე დონის ქეში 8 MB მაგრამ ყველა კომპონენტში ჯობნის მაგალითად Q9650-ს რომელიც 3.0 GHz სიხშირეზე მუშაობს და მეორე დონის ქეში 12 MB აქვს. მითი 3 - core 2 duo ყოველთვის ჯობია dual core-ს დასაბამიდანვე მცდარია მთელი მითი. საერთოდ dual core ტერმინი ნიშნავს ორბირთვიანს და მეტს არაფერს. ანუ core 2 duo მიეკუთვნება dual core პროცესორებს (dual core-ისგან განსხვავებით არსებობს კიდევ quad core ანუ ოთხბირთვიანი პროცესორები). dual core პროცესორებს პოპულარული ენით უწოდებენ ინტელის ორბირთვიანი პენტიუმების სერიას (pentium dual core არის რეალურად სერიის სახელი და არც P5-ები არიან ესენი!). და თუნდაც მაგ პენტიუმებს რომ შევადაროთ ისევ კონკრეტულ მოდელს და არქიტექტურას გააჩნია ზოგიერთი dual core აშკარად ჯობია ბევრ core 2 duo სერიის პროცესორს. მითი 4 - 1 GB-იანი ვიდეო კარტა ჯობია 512 MB-იანს რა თქმა უნდა მეტი მეხსიერება ჯობია, მაგრამ ვიდეო დაფის სიმძლავრე მხოლოდ ვიდეო მეხსიერების მოცულებით არ განისაზღვრება. პირველ რიგში დიდი მნიშვნელობა აქვს მის GPU-ს, შეიდერების და მეხსირების clock სიხშირეებს და რა თქმა უნდა არქიტექტურას. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს როცა 512 MB მეხსიერბით ვიდეო დაფა ჯობია 1GB მეხსიერებით ვიდეო დაფას, მთავარია GPU! მითი 5 - 512 ბიტიანი ვიდეო დაფა ჯობია 256 ბიტიან ვიდეო კარტას ისევ ვიდეოს მეხსიერების მონაცემებზე აგებული მითი. ვიდეოს მეხსიერების სალტის სიფართე (ბიტები) მის სამუშაო სიხშირესთან ერთად არის საინტერესო. მაგალითად HD5870 256 ბიტიანი მაგრამ აშკარად ჯობია GTX280-ს რომელიც 512 ბიტიანია. საერთოდ ვიდეო დაფის წარმადობაში მისი მეხსიერების მონაცემები მეორეხარისხოვანია GPU მონაცემებთან შედარებით. მითი 6 - DDR3 ვიდეო კარტა DDR2 მაზერზე არ წავა ჯერ ერთი დედა დაფა და არა "მაზერი" () მეორეც დედა დაფის ოპერატიულს არანაირი კავშირი არა აქვს ვიდეოს ოპერატიულთან მთავარია ვიდეოს სლოტი მოერგოს დედა დაფას PCI-e ან AGP და მეხსიერებას მნიშვნელობა არა აქვს, ასევე DDR3 ვიდეო დაფები არ არსებობს, არსებობს GDDR3 (Graphic DDR) რომელიც პრინციპში იგივე ტექნოლოგიაა მაგრამ მაინც განსხვავებულია და უკვე GDDR5-იც არსებობს მაშინ როცა DDR მაქსიმუმ 3 არსებობს. მითი 7 - 500 ვატიანი კვების ბლოკი ჯობია 400 ვატიანს საერთოდ კვების ბლოკების სიმძლავრის ვატებით შეფასება არასწორია. პირველ რიგში უდიდესი მნიშვნელობა აქვს +12 ვოლტზე ჯამური ამპერების რიცხვს და არა ვატებს. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს როცა ხარისხიანი 400 ვატიანი კვების ბლოკი გაცილებით ძლიერ სისტემას რთავს ვიდრე უხარისხო 500 ვატიანი ან თუნდაც 600 ვატიანი ფსევდო კვების ბლოკი. +12 ვოლტზე ჯამური ამპერები დაითვალეთ თუ სწორი არჩევანის გაკეთება გინდათ. მითი 8 - AMD არ ვარგა Intel ჯობია რა თქმა უნდა ინტელის ახალი არქიტექტურის პროცესორები i7 და i5 სერიიდან დღეისათვის ლიდერობენ წარმადობით, თუმცა ფასიც საკმაოდ ძვირია და შეიძლება AMD-ს პროდუქციაში ფასი/წარმადობის მიხედვით კარგი ვარიანტების შერჩევა. მით უმეტეს ინტეგრირებულ ვიდეოზე როცა არის საუბარი AMD უდავო ლიდერია Intel-თან შედარებით და შეიძლება ორჯერ უკეთესიც კი იყოს AMD-ს ინტეგრირებული ვიდეო დაფა. მითი 9 - AMD უფრო ცხელია ვიდრე Intel-ის პროცესორები აბსოლუტურად მცდარი მითი, თითქმის ყოველთვის პირიქით იყო, ინტელი ყოველთვის უფრო ცხელი იყო ვიდრე AMD-ს პროცესორები. მითი 10 - პროცესორი = ქეისი პროცესორი და ქეისი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებაა და ქეისში დევს პროცესორიც და კომპიუტერის დანარჩენი კომპონენტებიც, ვინჩესტერი, დედა დაფა, ვიდეო დაფა და ა.შ. სინამდვილეში პროცესორი ასანთის კოლოფის ხელა მოწყობილობაა. ხოლო ყველაფერს ერთად რასაც პროცესორს ეძახიან სინამდვილეში სისტემური ბლოკი ქვია. მითი 11 - დარაზგონება (აჩქარება) არ შეიძლება, შეიძლება პროცესორი გადაწვა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება ამ მითში არის სიმართლის ნატამალი, აჩქარებით (დარაზგონებით) მართლა შეიძლება რამე გადაწვა მაგრამ პროცესორი მაგ სიაში ბოლოა, რეალურად ძალიან ძნელია პროცესორის გადაწვა, საკამოდ კერკეტი კაკალია, ძაბავს თუ არ უმატებ ბიოსიდან რაიმეს გადაწვის შანსი 0-ის ტოლია, ასევე აჩქარება სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს მაგრამ პროცესორს თუ უნდა გაეძლო 10 წელი, აჩქარებული პროცესორი (ისიც ძაბვის მომატებით) გაძლებს 5-6 წელი მაგრამ ნებისმიერი პროცესორი 5 წელიწადში უკვე ისე ძველდება რომ საწყისის მეოთხედ ფასად იყიდი, ხოლო 10 წელიწადში საერთოდ ვერ გაყიდი! შედარებით სუსტია ვიდეო კარტა, ოპერატიული ან დედა დაფა მაგრამ მეცნიერება მსხვერპლს მოითხვს მითი 12 - რეალური და არარეალური კვების ბლოკი ამ მითს ორგანულად ვერ ვიტან, საერთოდ ესეთი ტერმინები არაფერს გვეუბნება კვების ბლოკის შესაძლებლობების შესახებ. რეალური ნიშნავს რომ იძლევა იმ რაოდენობის ვატებს რაც ზედ აწერია, ხოლო არარეალური იმაზე ნაკლებს ვიდრე აწერია, მაგრამ ეს ტერმინი არაფერს გვეუბნება ძაბვის რეგულაციაზე, +12 ვოლტზე ამპერების რაოდენობაზე, სიმძლავრის კორექციაზე (Active თუ Passive PFC) და ა.შ. სინამდვილეში სწორედ ამ მონაცემებს აქვთ უფრო მეტი მნიშვნელობა ვიდრე ვატებს. საბოლოო ჯამში რეალურია თუ არა კვების ბლოკი განისაზღვრება +12 ვოლტზე ჯამური ამპერაჟით და არა სლოგანით "real". ველოდები იდეებს რა დავამატოთ და რა მითი მოვკლათ კიდევ :)
  15. აქ ვეცდები ლაკონურად ავხსნა როგორ გავაკეთოთ screenshot-ი ბენჩმარკების ტესტების ვალიდაციისთვი საერთოდ სურათის გადაღება ხდება მარტივად კლავიატურაზე print screen კლავიშზე (შეიძლება შემოკლებით Prt scr ეწეროს) დაჭერით ეკრანის სურათი ინახება ბუფერში ამის შემდეგ უნდა გავხსნათ ვინდოუსში mspaint პროგრამა შემდეგ ან მაუსის მარჯვენა კნოპკით paste ფუნქციით ან კლავიშების კომბინაციით Ctrl + v სურათი გამოჩნდება პროგრამაში რომლის შენახვაც შეგვიძლია ნებისმიერ ფორმატში (ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პროგრამები ეკრანის სურათის გადასაღები). უმჯობესია jpg ფორმატში შევინახოთ save as ფუნქციით შედარებით პატარა გამოვა მოცულობაში სურათი. ამის შემდეგ შენახული სურათი შეგვიძლია ავტვირთოთ რომელიმე სერვერზე მაგალითად radikal.ru-ზე იმისთვის რომ სურათი არ დააპატარავოს ზომაში უნდა მოვხსნათ ორი თოლია (პწიჩკა) ეხლა როგორ უნდა იყოს გაფორმებული ბენჩმარკებში სურათები, ანუ რა პროგრამების ფანჯარა უნდა ჩანდეს. 3D mark Vantage მაგალითი 1. Nvidia-ს კარტების შემთხვევაში Nvidia კონტროლ პანელიდან გამორთული უნდა იყოს PhysX. ATI-ს PhysX არა აქვს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში... ჩართული იყო თუ არა ტესტის დროს ადვილად გავიგებთ ასე რომ შეგიძლიათ არც გამოიტანოთ სკრინზე სხვა 3D მარკებში აზრი არა აქვს ჩართული გექნებათ თუ არა, ნება თქვენია. 2. უნდა ჩანდეს წითლად შემოხაზული ფანჯრები, ანუ აუცილებელია ჩანდეს რეზოლუცია რომელზეც გავატარეთ ტესტი და საშუალო FPS ტესტებში. ყველა ბენჩი ტარდება Default რეზოლუციაზე, ამ ტესტში რეზოლუციას განსაზღვრავს სიმბოლო P (performance). ასევე უნდა ჩანდეს CPU-z და GPU-z სკრინები, თუ რამოდენიმე კარტით ჩატარდა ტესტი ჩამოშლილი უნდა იყოს ფანჯარა სადაც ჩანს კარტების რაოდენობა. 3. სასურველია მაგრამ აუცილებელი არ არის მწვანედ შემოხაზული სკრინები ანუ CPU-z memory და mainboard ტაბები. 4. გაატარეთ მხოლოდ GPU და CPU ტესტები. Future ტესტები შეგიძლიათ გამორთოთ, დროის კარგვაა... როგორ მოვიგოთ დრო 3DMark Vantage-ის გატარებისას გამორთეთ ყველა feature test (სურათზე მაგალითისთვის ორი ცალი მაინც ჩართულია მაგრამ ყველა გამორთეთ) 3D Mark 06 მაგალითი 1. უნდა ჩანდეს წითლად შემოხაზული პუნქტები. რეზოლუცია რომელზეც გაატარეთ ტესტი და უნდა იყოს 1280 X 1024 (Default რეზოლუცია) თუ მონიტორს ასეთი გაფართოება არა აქვს სხვა მონიტორი იშოვეთ ასევე უნდა ჩანდეს CPU-z და GPU-z სკრინები. 2. აუცილებლად უნდა ჩანდეს Details ფანჯარა საშუალო FPS-ით ყველა ტესტში. 3. თუ რამოდენიმე კარტით ჩატარდა ტესტი ჩამოშლილი უნდა იყოს ფანჯარა სადაც ჩანს კარტების რაოდენობა. 4. სასურველია მაგრამ აუცილებელი არ არის მწვანედ შემოხაზული სკრინები ანუ CPU-z memory და mainboard ტაბები. 5. სხვა ბენჩებისგან განსხვავებით გასატარებელი ტესტები ავტომატურად მონიშნულია, არაფრის მოკლება არ გჭირდებათ. 3D Mark 05 მაგალითი აბოლუტურად იგივე ხდება რაც 06-ში უბრალოდ აქ სავალდებულო რეზოლუცია 1024 X 768 რომელიც Default რეზოლუციაა და ავტომატურად დგება. შეგიძლიათ გამორთოთ ყველა ტესტი და გაბენჩოთ მხოლოდ Game ტესტები დანარჩენი დროის კარგვაა. EVEREST - Bechmark მაგალითი აუცილებელია წითლად შემოხაზული ფანჯრები. მწვანედ შემოხაზული ფანჯრები სავალდებულო არ არის მაგრამ სასურველია. Hall Of Fame შევსებისას დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ ციფრებს დაუსმევთ წერტილებს ათასეულის ნიშნულთან მაგალითად ასე 25.004; 23.259; 28.174 და ა. შ. SuperPI & Wprime მაგალითი ამ ტესტებშიც უნდა ჩანდეს წითლად შემოხაზული ფანჯრები, ანუ თვითონ ტესტის ფანჯარა, SuperPi-ში უნდა ჩანდეს რომ ტესტი 1MB-ზე გატარდა და არა ნაკლებზე. და როგორც Superpi ასევე Wprime ტესტში უნდა ჩანდეს CPU-z მთავარი და Memory ტაბით. Mainboard ტაბი აცულიებელი არ არის. wprime-ში advanced settings threads - მიუთითეთ ნაკადების რაოდენობა თორემ ქულას დაგაკლებთ Fritz Chess მაგალითი აუცილებელად უნდა ჩანდეს CPU-z მთავარი და Memory ტაბით. Unigine Heaven მაგალითები DX11 (ქულა აღნიშნულია X სიმბოლოთი) DX9 (ქულა აღნიშნულია B სიმბოლოთი) წითლად შემოხაზული ფანჯრები სავალდებულოა. ასევე რამოდენიმე ვიდეო კარტის შემთხვევაში ჩამოშლილი უნდა იყოს GPU-z სკრინზე ფანჯარა. მწვანედ შემოხაზული ფანჯრები სასურველია მაგრამ სავალდებულო არ არის. მწვანედ შემოხაზულ ფანჯრებზე მინდა გითხრათ რომ სავალდებულო არ არის მაგრამ ძალიან საინტერესოა და კარგი იქნება თუ მათაც მოაყოლებთ, მაგრამ თუ არ მოაყოლებთ ამის გამო არავინ დაგსჯით. შედეგი დაფიქსირდება. თუ თქვენი სკრინები ასე იქნება გაფორმებული შედეგები დაემატება რანკინგს. სხვა შემთხვევაში რანკინგში არასრულყოფილი სურათით შედეგს ვერ დავამატებთ. წარმატებულ ბენჩებს გისურვებთ :)
      • 5
      • Upvote
  16. არანაირად არ მომწონს სად იპოვე ეგ ფონტები? მე ახალი არ მინდა ძVელი მირჩევნია ძველი რომ ცოტა ფერებში ჩაჯდეს და ნორმალური იქნება ჩემის აზრით სადა და ლამაზი
  17. რა დღეში ხარ ზურა თუ სექსია სექსი იყოს :cry:
  18. ისევ ძველი ჯობია მემგონი
  19. შენ ეხლაც ეგ გქვია უბრალოდ თვალები გიჭრელდება დაღლილობისგან და ვერ არჩევ :D
  20. ფერებში არ ჯდება თორემ ყველაზე კარგი ვარიანტია :dabolili:
  21. აქამდე რაც დაიდო ყველა ძალიან ჭრელი მგონია უფრო სადა არ გამოვა რამე?
  22. Timings VS MHz პატარა გამოძიება Overclockers.ge-სგან სანამ ვანო ყინავს ყველაფერს, პრაქტიკული აჩქარებით არის დაკავებული და გუნდისთვის ვედროებით მოაქვს ქულები , მანამდე მე თეორიულ ნაწილს ვაწვები და პატარა გამოძიებას შემოგთავაზებთ. ყველას აინტერესებს მაინც რომელი ჯობია, დაბალი ტაიმინგები თუ მაღალი სიხშირეები. რა თქმა უნდა ვიცით რომ გააჩნია თანაფარდობას, ყველაფერი შედარებითია. რაც უფრო დაბალია ტაიმინგები უკეთესია, ასევე უკეთესია მაღალი სიხშირე, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს კომპრომისზე წასვლა; მაღალი სიხშირისთვის უნდა შევწიროთ ტაიმინგები და პირიქით, დაბალი ტაიმინგებისთვის უნდა გავწიროთ მაღალი სიხშირე. ხოდა დღეს ჩემი ოპერებით OCZ 1333 CL8 ვნახე დაახლოებით როგორი თანაფარდობაა სიხშირეს და ტაიმინგებს შორის. სატესტო სისტემა: Memory - OCZ 1333, CL8 CPU - i7 860 MB - P7P55D Deluxe HDD - Hitachi 320GB, 7200 rpm GPU - 8600 GS PSU - TX850 CPU Cooling - Ultra 120 OS - Windows XP SP3 ვტესტავდი პირველ რიგში Everest ბენჩმარკში, მთავარი ყურადღება გავაახვილე memory read, write და copy-ზე, ასევე გავტესტე superpi 1MB და wprime 32mb მაგრამ შედეგები საკმაოდ არაერთგაროვანი იყო თავიდან გავტესტე BCLK 133-ზე, პროცესორის მამრავლი 22 დავაფიქსირე და გამოვრთე ენერგოდამზოგველი ფუნქციები რომ სიხშირეს არ ეთამაშა. ძაბვა ყველგან ხელით დავაფიქსირე რომ დედა დაფას თავის ჭკუაზე არ ეცვალა CPU voltage - 1.15v IMC voltage - 1.26v DRAM voltage - 1.65v ეხლა ვნახოთ შედეგები 1066MHz CL 7-7-7-21 1333 Mhz CL 8-8-8-24 1600 Mhz CL 9-9-9-27 ეხლა კიდევ დავაჯამოთ ეს შედეგები მეტი უკეთესია რა შეიძლება ითქვას ამ ცხრილზე?! ფაქტია რომ სიხშირის მატება და იმავდროულად ტაიმინგების მატება წარამდობას ზრდის, როგორც ჩანს სიხშირე პრიორიტეტულია ტაიმინგებზე ასეთი თანაფარდობით. ანუ ამ შემთხვევაში ტაიმინგების შეწირვა ჯობია სიხშირის შეწირვას. ეხლა ვნახოთ wprime და superpi (მარტო მილიწამები მაქვს გამოტანილი რათა სხვაობა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო სინამდვილეში wpriem-ს პლუს 8 წამი და superpi-ს პლუს 14 წამი სჭირდებათ) ნაკლები უკეთესია აი აქ კი სრული ქაოსი დამხვდა და შემდგომშიც ასე გაგრძელდება ამ ბენჩებში. superpi თუ კლებულობს (ანუ უკეთესი შედეგია) wprime მატულობს (ანუ უარესია). შემდეგში გადავედი უკვე სხვა სიხშირეზე (რადიო სიხშირეებზე არ ვამბობ ) მოკლედ მაინტერესებდა 2000 სიხშირეც შედარებისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე 2000MHz ოპერებზე არ დგება ამიტომ მომიწია BCLK-ს გაზრდა 167-მდე და სხვა ტესტებშიც ამ BCLK-ზე ტესტების გატარება. 1333 და 2000 ამ სიხშირეზე მაქვს გატარებული, ძაბვა არ შემიცვლია, მხოლოდ მამრავლი დავაყენე 17 ხელით რათა პროცესორის სიხშირეც არ შეცვლილიყო. დივაიდერის პრობლემის გამო 1600MHz-ზე BCLK-160 Multiplier-18 ხოლო 1800MHz სიხშირეზე ისევ მომიწია BCLK შეცვლა რადგან DRAM:BCLK დივაიდერი არ მქონდა შესაბამისი, მოკლედ ამ სიხშირეზე BCLK-150 ასევე მამრავლი 19 რათა პროცესორის სიხშირე ყველგან თანაბარი ყოფილიყო. ევერესტი მტკივნეულად განიცდის ძირითადი სალტის სიხშირის ცვლილებებს, ამის გამო 1800-იანი სიხშირის მონაცემი შედარებით რიგიდან "ამოვარდნილი" იყო მაგრამ მაინც საინტერესო. მოკლედ გადავედი შედეგებზე BCLK 167 1333MHz CL 8-8-8-24 1600MHz CL 9-9-9-27 აქაც BCLK ვიმსხვერპლე და 160 1800MHz CL 10-10-10-30 და როგორც გითხარით BCLK 150 2000MHz CL 11-11-11-30 BCLK-167 ისევ ეს ტაიმინგები და სიხშირეები ჩემი ოპერების ზღვარია ფაქტიურად მაქსიმალური რაც შეეძლოთ ის გამოვწურე და შედეგებიც ასე დავალაგე. ბოლო კონფიგურაცია 11-11-11-30 შემთხვევით არ არის 33 მაგალითად ვერ მივეცი მაქსიმუმი 31 იყო და დავტოვე ბოლო ტაიმინგი ხელუხლებლად. ეხლა ისევ დავაჯამოთ შედეგები მეტი უკეთესია ალბათ ყველაზე საინტერესო გრაფიკი ეს არის. როგორც ხედავთ სიხშირის ზრდა ისევ პრიორიტეტულია. ჯობია ტაიმინგებით ვიზარალოთ ვიდრე სიხშირით. საინტერსოა რომ CL8 1333-ს ჯობია CL10 მაგრამ 1800 სიხშირეზე და დაბალ BCLK-ზეც კი. თითქოს CL9 1600 უკეთესია ვიდრე CL 10 1800 მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ CL9-ზე BCLK 160 იყო, ხოლო 1800-ზე 150 მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა რომ BCLK 160-ზე და CL 10 ტაიმინგებზე 1800MHz-ს უპირატესობა ექნებოდა, ვიდრე 1600MHz. მით უემეტს, რომ memory copy უკეთესია 1800-ზე, ხოლო memory write საერთოდ ყველა ტესტში კლებულობს, მხოლოდ 2000 სიხშირეზე ეწევა 1333-ს. არც ვიცი ეს რას დავაბრალო კიტის სისუსტეს თუ კიდევ რამე სხვა უზუსტობას... მოკლედ სხვა კიტზე აუცილებლად ვნახავ რა სხვაობა მექნება. ეხლა ვნახოთ ისევ Superpi და Wprime ტესტები ნაკლები უკეთესია აქ საერთოდ უცნაურად დალაგდა შედეგები. საუკეთესო შედეგი ქონდათ 1600 CL9 კონფიგურაციას. ხოლო ყველაზე უარესი 2000 CL11-ს. პრინციპში 1333 CL 8-ს 2000-ზე უარესი შედეგი ქონდა Superpi-ში. ვიცი იდეალური ტესტები არ არის მაგრამ არც ოპერებია იდეალური. რაც მთავარია ზოგადი წარმოდგენა შემექნა, რომ მაღალი სიხშირე უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე დაბალი სიხშირე და დაბალი ტაიმინგები. Wprime და Superpi ტესტების შედეგზე გავლენა ალბათ იამანაც იქონია რომ ჩემი ოპერებისთვის 2000 სიხშირე სრულიად არაბუნებრივია და ფაქტია 1600 CL9-ზე უკეთესი შედეგები მქონდა ვიდრე 1333 CL8-ზე. მოკლედ მაღლა სიხშირე და ძირს ტაიმინგები ! იდეაში ტაიმინგებიც მაღლა, ძირს იდეოლოგიურად და არა პირდაპირი მნიშვნელობით. :D
  23. ავტორი მიშა ამ რევიუს თარგმნისგან სხვა NH-ებმა თავი შეიკავეს (მაგრამ სამაგიეროდ სხვა საინტერესო თემები შემოგთავაზეს), ამიტომ ისევ მე გითარგმნით. სტატია ეხება LGA1156-ზე DDR3 ოპერატიული მეხსიერების წარმადობას. 1156 სოკეტში შედის Core i7-800 სერიის პროცესორები, Core i5-700 სერიის პროცესორები, მალე შემოაბიჯებს Core i3 პროცესორებიც, ხოლო მოხუცი 775 სოკეტი სამუდამო განსასვენებელს ჰპოვებს ნაგავსაყრელზე, ან მუზეუმში. ამიტომ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ახალი სისტემისთვის შესაფერისი ნაწილების მოძიება. დღესდღეობით ბაზარზე არის 1066, 1333, 1600 და უფრო ძლიერი ოპერატიული მეხსიერების მოდულები, მათ ფასებს შორის სხვაობაც საკმაოდ საგრძნობია. მოდით დავადგინოთ, ტყუილად ხომარ ვყრით ფულს მაღალსიხშირიან მოდულებში? ------------------------------------------------------------------------------------- ძია ტომმა tomshardware.com-იდან საჭიროდ ჩათვალა ტესტში 800MHz-იანი DDR3 მოდულების ჩართვაც, მაგრამ მუზეუმიდან გამოიტანა ისინი თუ შავ ბაზარზე იყიდა არ ვიცი 800-იანების გარდა საასპარეზოდ გამოვიდნენ 1066MHz-იანი ოპერები, რომლებიც 8-8-8-24 და 6-6-6-18 ტაიმინგებზე თავისუფლად მუშაობენ: შემდეგი მოასპარაზე გახლავთ DDR3-1333 10-10-10-26 და 7-7-7-24 ტაიმინგებით: დაბოლოს, DDR3-1600 ტაიმინგებით 11-11-11-30: და 8-8-8-24 ტაიმიგებით: სატესტო სისტემა: CPU - Intel Core i7-870 @ 2.93GHz Motherboard - Asus Maximus III Formula Graphics - Zotac Geforce GTX 260² Hard Drive - Western Digital VelociRaptor, 300GB (WD3000HLFS) 10,000 RPM, SATA/300, 16MB Cache Power Supply - PC Power & Cooling, Silencer 750EPS12V 750W Operating System - Windows Vista Enterprise Version 6.0 x64 Service Pack 2 Nvidia GeForce Drivers - 185.85 აბა ახლა დავთვალოთ წიწილები, პადონ, ქულები: როგორც ხედავთ მეხსიერების გამტარობის გარდა პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. აქაც, Adobe Premiere-ისა და Winrar-ის გარდა რეალური ცვლილება არსად იგრძნობა. უცვლელი... ეს ერთადერთი თამაშია, სადაც რეალური ცვლილება იგრძნობა... და რაც მთავარია და ასე გიყვართ, 3DMark Vantage: აქ, როგორც ხედავთ, GPU-ზე არანაირი გავლენა არა აქვს მეხსიერებას (ან რატომ უნდა ჰქონდეს), CPU-ზე აქვს გავლენა, მაგრამ არც ისე დიდი და ჯამურ ქულაზე გავლენა - ნული. უფროსწორად ნული მთელი და რაღაც მეათედები. ნახევარი ქულაც კი არა... ერთი სიტყვით, ჩემო ძვირფასო ამჩქარებლებო, თუკი თქვენი ჯიბე საშუალებას გაძლევთ, იყიდეთ გინდ 1600MHz-იანი და გინდ 2000MHz-იანი მეხსიერების მოდულები, მაგრამ მე მაგალითად სრულიად დამშვიდებული სინდისით და იმ აზრით, რომ ჩემს კომპს წარმადობა არ მოაკლდება, ვიყიდდი 1066 მეგაჰერციან მოდულებს, ხოლო დარჩენილ 30, 15 ან თუნდაც 10 დოლარს ყულაბაში ჩავუშვებდი... გმადლობთ ყურადღებისთვის.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.