-
Posts
5444 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
8
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by kloud
-
მე რომ მკითხო 4 ვიდეოკარტაც ზედმეტია ერთ კომპში, მაგას ჯობია სხვა ტიპის PCI პორტები ჩააყენონ რომ სხვადასხვა აპარატურა ჩაამატოს კაცმა, ვიდეკარტას რაც შეეხება 2 რო ჩასვა და ტოპ კლასის კისრამდე ეყოფა ნებისმიერ მომხმარებელს და თუ მაინცდამაინც ფულის დახარჯვა გინდა არის ათასი ფონდი ობოლი ბავშვების იქნება თუ, ინვალიდების ან სხვების... რავი ეგ ჩემი სუბიექტური აზრია, მე პირადად არ მომწონს ეგეთი ტენდენცია, რომ მარტო ვიდეოკარტებზე ფიქრობენ, დედაპლატების მწარმოებლები, საუნდ კარტის ჩადგმა მოუნდა ან კდიე რამე სხვა ნაწილის რომელიც PCI-ზე ერთდება.
-
ვერ მიმიხვდი, სპეციალურად დავწერე ეგრე, ფრჩხილებშიც მივუწერე რატომაც
-
აუ მაგრა ვერ ვიტან როცა დ და თ ხმარობენ არასწორად, ან როცა ძაან (აქ თქვენც მიხვდებოდით, რომ ძ-ს ნაცვლად გამოითქმის ჯ ) დასტო გოგოები რო ამბობენ კარქი-ს
-
რახან ქართულ ენაზე გვაქ საუბარი, დარწმუნებული ვარ ხელით იქნება სიტყვების ბაზა შესაყვანი და ეგ ძალიან (ძაან-ს ვწერდი და ვიღაცის პოსტი გამახსენდა და შევასწორე ) დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, ანუ ჯერ სწორი ვარიანტები უნდა შეიყვანო ისეთი სიტყვების, რომლების წერისასაც უფრო უშვებენ შეცდომებს, მერე არასწორი ვარიანტები, რომლებიც შეიძლება თითოეულ სიტყვას ერთი კი არა 10 და მეტიც ქონდეს. თან გასათვალისწინებელი იქნება ისიც რომ ბევრი სწრაფი ბეჭდვისას უშვებს მექანიკურ შეცდომებს, პირადად მე მომდის ხოლმე და მერე ვაედიტებ. ასე რომ მგონი ცოტა არარეალურია, თუმცა კარგი იქნებოდა.
-
:bow:
-
გირჩევთ ლურჯი წიგნია როა, გრამატიკის, დიდი წიგნია უნარების ტესტებივით, ავტორის სახელი მარტო მახსოვს დარეჯანი ქვია, იქიდან მახსოვს რომ ჩემ ქართულის მასწავლებელს ქვია დარეჯანი, ვინც მამეცადინებდა საგამოცდოდ და მისი დიდი მადლიერი ვარ, ნახევარ წელიწადში იმდენი მასწავლა რომ საუკეთესო შედეგი ავიღე მის მოსწავლეებში, ეჰ ახლა მომცა მაშინდელი სიბეჯითე.
-
აუ ხო ეგრე ამბობს ის ბიჭი "თქვენი შოუ"-ში როა, ორნი რომ არიან და აბსურდულ ხუმრობებს რომ ამბობენ, მარა მაინც რო ეცინება ხალხს. თან ასიანი ხუმრობის გამო არ ამბობს, ეტყობა მიჩვეულია ეგრე.
-
აბიტურიენტობისას დათოსავით ვიყავი ყველას ვუსწორებდი, ნაწილობრივ კარგია იმიტომ რომ სხვასაც ასწავლი და შენც უკეთ გამახსოვრდება, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს შეურაცხყოფად მიაჩნია როცა გისწორებენ არადა რა წესია ქართველი გქვია და ქართული არ იცი და დადიხარ ინგლისურზე და სხვა უცხო ენებზე. ისწავლე ჯერ შენი ენა და მერე მიხედე იმ უცხოურებს. მე მაღიზიანებს როცა მესმის : კარებები ვითო მრას ნიშნავს ეგ ორი ებ ვითომ მრავლობითია აღმატებით ხარისხში თუ რა , სამწუხაროდ იმასაც (ჩვეწნს ბელადს) მოსვლია ეგ შეცდომა არაერთხელ, რა მაგალითს გვაზლევს ჰა ასევე ხშირად გვხვდება მინახიხარ როცა სწორია >> მინახავხარ
-
ოკ გაიხარეთ მეგობრებო
-
მაქ პრინტერი HP Laserjet 1010, რომელსაც არ აქ Windows 7-ის მხარდაჭერა და არის რამე გზა რომ მოხერხდეს მისი Windows 7-ზე გაშვება?
-
კაი აზრია 3D-ს ჩასმა, და ტესტებიც რო დაგიდია კარგი ქენი :thumbsup:
-
მარტო ლოუ, მიდლ და ჰაიზე არაა საქმე. უნდა დაუკვირდეთ მომხმარებლის მოთხოვნილებებს. ვისაც გეიმინგი მარტო აინტერესებს და არ უნდა OC, 1333MHZ-იანი DDR3 ოპერატიულებიც ეყოფა და OC-ერისთვის ეგ ოპერები ლოუ ენდია, თუნდაც 8 გბ იყოს, როცა იგივე გეიმინგში საჭიროზე მეტია. ასე რომ შეგიძლიათ დაამატოთ ცალკე კონფიქურაციები OC-სთვის მგონი არ იქნეაბ ურიგო.
-
მერე საქართველო ქართველებისთვის უცხოეთი როდიდანაა? High-End არა მარა Middle-End მაინც არის, მით უმეტეს როცა E5x00 სერიის პროცესორებზე აწყობილი სისტემები საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას აქ, ასე რომ ესენიც უნდა გავითვალისწინოთ, ეგენი კი i3 540-თან რომ შეადარო სირცხვილია თან ფასითაც i3 540-ის ფასად 2 E5x00-ს იყიდის კაცი
-
გეთანხმები ნოკია ერთ-ერთი საუკეთესოა,ეგ მოდელიც ძაან მაგრია, თუმცა მე N8 უფრო მომწონს რატომღაც ვიდზე.
-
ლომს i3 +4gb + HD5770 საწყისი ნაღდად არაა. საწყისია E5700+ 2გბ+ GT220 ან ცოტა ძლიერი ამ კონფიგით იწყება ჩემი აზრით კომპის ყიდვის აზრი. Fcenter.ru-ს გადახედე მათ აქვთ ესეთი თემები კარგად დალაგებული და დასაბუთებული და ისინი უფორ მეტ კატეგორიებად ყოფენ როგორც მახსოვს და ყველა ფასის სისტემურ ბლოკებს განიხილავენ, პრეიფერიის განხილვა საჭირო არაა რადგან ეგ პერფორმანსზე ზეგავლენას არ ახდებს ერთი შეიძლება ურჩიო რომ საწყის დონის კომპზე დიდი მონიტორი ციდოა თამაშებში
-
- 1
-
-
ეჰ ბექუნ ერთ დღეში ვართ ოღონდ ჩემ ძმა მთლად მაგდენს არ აგებს, დღეში რამდენიმე ლარს წააგებს და ზოგჯერ იგებს კიდეც. რაც მთავარია დღისით არ მაწუხებს, ღამის პირველ საათზე რო იწყება ფრიროლები იმას თამაშობს ძირითადად და მანამ მე ვუზივარ კომპს მშვიდად. მარა გული მიგრძნობს მეც მექნება დასაბლოკი ცოტა ხანში, მაგარი კიდია სწავლა უვკე.
-
ხო მეყო წინა წელს რაც OC.ge-ზე არ შემოვსულვარ აწი მსოფლიოც რომ იწვოდეს მაინც შემოვალ და გადავხედავ ვინ ფლუდავს და ვინ ხსნის რეკორდებს მალე მოვრჩები საიტის ამბებს და მერე დავუჯდეთ სკაიპს დაგავარკვიოთ ჩვენი გეგმები თვის ბოლოსკენ, იცი რასაც ვგულისხმობ .
-
6 ან 8 გბ თუ გაქ მაშინ შეგიძლია pagefile გამორთო მყარ დისკზე დატვირთვა შეამცირო(ეგ ჩემი ნათქვამი არაა, ამ ფორუმზე დაწერა ადრე ვიღაცამ) და ამ შემთხვევაშია კარგი 64ბიტ, 4გბ-ზე მართლა არ ღირს
-
აი ეს არის Verbatim Store 'n' go 16GB-ს სიჩქარე. ჩემ კომპზე უპრობლემოდ ადის ამ სიჩქარეზე და ზოგზე ვერაფერით ვერ ცდეაბ თუნდაც 15მბ/ს და რისი ბრალი შეილება იყოს? ალბათ usb 1.0 აყენია ხო იმ კომპზე? მეტ ისხვა რამემ შეილება რომ დააგდოს ფლეშკის სიჩქარე?
-
მე თუ მეკითხები კი რაზგონდება, მაგრამ არამგონია მაგარი იყოს ამ საკითხში. მე ვცადე ერთხელ ყვეალფერი ავტოზე მქოდნა და მარტო ფსბ ავწიე და 3.8-მდე ავიყვანე ეგ პროცი და მერე რესტარტდებოდა არ ვიცი რისი ბრალი იყო
-
რომ გქონდეს 6-8 გბ კიდე ჰო, მაგრამ 4GB-ზე აზრი არ აქ, მეც იგივე ვარიანტი მაქ 64ბიტ W7 da 4gb ოპერატიული და უნდა გადავაყენო, ისე მეც მანახებს 3767 MB-ს, მაგრამ არ ვიცი რისი ბრალია.
-
სამაგიეროდ ყოფილი ჰანთერები ამჟამად VIP-ებიც ხო გეხმარებიან ნიუსების წერაში
-
მე რო მგონია ის თუ გინდა შედი ზემოთ მენიუში Members შემდეგ აირჩიე მარჯვნივ დამატებითი ფილტრები და ქვემოთ ყველა წევრი-ს ნაცვლად აირჩიე თუ რა "წოდების" წევრის პოვნა გინდა და ამოგიგდებს მათ სიას
-
დარჩებით Overclockers.ge-ზე და ვინ დაგაცლის დასვენებას ეს ორივე ერთად + თუ მოვახერხე 1-2 კვირით ზუგდიდს გავეშურები რომ მოვინახულო ბებო და ბაბუ
