Jump to content

Gamer-4ever

წევრი
  • Posts

    3437
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    114

Everything posted by Gamer-4ever

  1. RX 580- ის თემაა და ბარემ აქვე დავწერ მოკლედ ამ თემიდან თემა საკაიფოდ მუშაობს იმის შემდეგ და ერთი იყო დარჩენილი დროსელების თემა რომელიც თამაშის დროს რახარუხი გაუდიოდა და მეგონა რო დროსელები იყო , ხოდა დღეს ისევ დავშალე ვინტილიატორები კარგათ გავწმინდე და დავზეთე სადაც ტრიალებს იმ ღერძში ჩავასხი , მერე რადაიტორი ვნახე ერთ ადგილას თითქოს მოძრაობდა ერთი მხარე , გავასწორე ეგეც ავაწყე და საკაიფოდ უბერავს ამ შუა თამაში რო ვარ კიდე დაიწყო რახა-რუხი ვსიო მეთქი ნაღდად დროსელებია და ეტყობა კარტას ერხევა თქო , მერე რატომღაც მივადე ხელი ყუთს სადაც კარტაა მიმაგრებული და თურმე მანდ ყოფილა მოშვებული ერთი ბუდე რომელიც იწვევდა რაწკა -რუწკს შევასწორე შურუფიც დაუჭირე და ჰოი სასწაული არანაირი ხმა , როგორც ახალი ისე მუშაობს , ვინტილიატორებს ხმა საერთოდ არააქ , თან მუდმივ ბრუნის რეჟიმზე მყავს დრაივერიდან სულ ტრიალებს , დაბალ ბრუნზეა მაგრამ ეგრე ჯობია გაგრილდეს მეტხანს იმუშავებს ჩემი აზრით ხო კიდე ორი ბიოსიდან ერთი არ მუშაობდა მაშინ რო არ ირთვებოდა მაგის ბრალი იყო , ანუ ერთ ბიოსზე მუშაობდა და მეორეზე გამოსახულება არ ქონდა იუთუბზე ვნახე ეგეც როგორ ხდება , ესეიგი თუ ერთი ბიოსი აჩმახებს უნდა გადართო მეორეზე შემდეგ ჩართულზე გადართო გადამრთველიდან და შემდეგ განაახლო ბიოსი და ეგაა, ეგრე ვქენი და ორივე ბიოსი საკაიფოდ უბერავს , მაშინ რო გაუბერა ვცადე ბიოსის განახლება და ვერ ჩაწერა წესივრად , ეხლა მუშაობს როგორც ახალი რამდენ პრობლემას გადავაწყდი , ჯერ აგრესიულ ბიოსზე ეყენა და მე მეგონა ვინტილიატორები აჩმახებენო, მერე მაუსი და კლავიატურა აჩმახებდა დრაივერზე, ეგეც გავასწორე , მერე რო გავწმინდე და აურია , მერე ბიოსის განახლება და მერე ვითომ დროსელების ხმა მოკლედ აღარც ესეთი კარტა მინდა და არაფერი აღარ მინდა , რაც მე ვიდარდე ჯანდაბას ყველაფერი მთავარია რო მუშაობს და გაწმენდილია თან ფანებიც დაზეთილი
  2. ორივე კოხტა კლავიატურებია , მე უფრო როკეტის მომეწონა , მაგათ მაუსებიც ლამაზები აქთ ისე რო ვარჩევდი მაშინ ძაან მომეწონა logitech g512 carbon არც ძვირი იყო სადღაც 30$ დან იწყება ფასები მაგრამ მერე ვნახე ორი უსბ შტეკერი ქონდა და მაგიტო გადავიფიქრე, რა უბედურებაა 2 უსბ , ახლოდანც რო ვნახე ელიტში ქონდათ გამოტანილი საკაიფო ვიდზე იყო
  3. პირველი გაიმარჯვებს ეგეთი წინათგრძნობა მაქვს
  4. მშვიდობაში ,კაი კოხტა კლავიატურა ჩანს, ყავისფერი სვიჩები არ მინახავს ახლოდან როგორ წკაპუნობს ეხლა რომელიც მაქ ზუსტად ეგეთია ოღონდ შავი, მაგარი კომპაქტურია და თამაშებზეც კარგათ ვიყენებ შენ კლავიატურას ეტყობა მეტალის ზედაპირი აქ და კარგია სისწორეს დაიჭერს , ჩემსას არააქ სულ პლასმასია და რო გახედო ცოტა წაირკალებს ,აი ესეთია შემი ვიდეო , მიუხედავად მაგისა მაინც საკაიფოა თან სადღაც 60 ლარი დამიჯდა რო ვიყიდე ფასდაკლებით იყო, აქ კიდე ვერ გაეკარები ისეთი ფასები ადევს მექანიკურებს , ეხლა ჩამომივა კიდევ ერთი მექანიკური ეგ ცოტა დიდია თავის ხელის ჩამოსადებით ლურჯ სვიჩებზე ეგეც მეტალის კორპუსთ , მეც რო ჩამომივა დავწერ რევიუს ,ესეთია რაც ვიდეოშია ვიდეო
  5. რატომღაც გული მიგრძნობს მაგ მეორე ნაწილსაც გააუბედურებენ, ოღონდ თავიდანვე არა რამდენიმე თვეში, დაიწყებენ გაუთავებელ ცვლილებებს , მიგაჩვევენ ერთ რუქას ახლა შეცვლიან და ესე ესეთი ფართომაშტაბიანი და პოპულარული ონლაინ თამაში არ მახსოვს, ერთი ქაუნთერი და ბფ3 იყო ჩემი აზრით მაგრამ ეს ძაან მოედო ყველგან , იმის თქმა მინდა რო გააფარჩაკეს რა
  6. პირველი ჩავწერე მეორე კომპზე, ძაან საკაიფო სიმულატორია, რეალურია ძაან და მაგარ ეფექტებს გადმოქცემს 10 დან 9ს ვუწერ ისე მომეწონა ხო კიდე შეგიძლია კაბინის კამერა უკან დაწიო და შენ გემოზე დააყენო
  7. ახალი მაუსი აღმოვაჩინე , ძაან დამევასა , არც ძვირია და კაი ჩანს , მემგონი შევმატებ კოლექციას
  8. გადმოწერილი მაქ და შენახული , ეგრე მაქ ბევრი თამაში , მინდა რო გულიანად ვითამაშო რო დავიწყებ ბოლომდე გავიდე, ისე მაშინ ეგ რო გამოვიდა კარტაც არ მქონდა წესიერი , ეს ეხლა რაც მაქ მედიუმზე მათამაშებს
  9. რეპაკებიც დაიდო RePack от Chovka 28.02 GB
  10. ყველას ააქვს ინდივიდუალური გემოვნება , ეხლა მე მაგალითად ვიტყვი რო ჰეილო ინფინიტი ყველა თამაშს ჯობია , აი ჩმთვის შედევრია იმიტო რო მიყვარს ჰეილოს სერიები მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რო მართლა მაგარი თამაშია , შეილება ამ ფორუმზე არავის მოწონდეს ეგ თამაში ეგრეა სხვა თამაშებიც ელდერ რინგსი იმათთვის არის შედევრი ვისაც სოულსის სერიები მოწონს , აი მე მაგლითად ძაან მაგრა ვკაიფობ სოულსზე, მესამე სერია ვითამაშე თავიდან და უმეტესი თამაში გვიარე დამატებები დამრჩა მარტო , ძაან მაგარი გამისწორდა , და ეხლა სხვას ნერვებს უშლის ეგ სირთულე და არც თამაშობს , რაც შეეხება შედევრს კი ჩემთვის შედევრია იმიტო რო ძაან მომეწონა ელდერ რინგსი ასევე ვიჩერი 3 ეგეც შედევრია იმიტო რო ბოლომდე მაგარი ინტერესით ვითამაშე და კიდევ ის 2 დამატება ეგეც ძაან მაგრა გამისწორდა რაც შეეხება GOW ს ეგეც თავისებურად შედევრია როგორც მოქმედებითი ჟანრის და თან ექსკლუზივია, rd2 არ მითამაშია და ვერ ვიტყვი როგორია , გეიმფლეის რაც უყურე საინტერესო ჩანს ძაან კიდევ ჩემთვის სკაირიმია შედევრი იმიტო რო 4 ჯერ მაქ დანახური და კიდევ ჩაწერილი მაქ კომპში ყველას ჩვენი გამორჩეული თამაშები გვაქ და ის მოგვწონს
  11. ვერ გეტყვი არ მქონია ასუსი , ისე ეგ კარტა რო ჩააყენე შეილება მაგან მოუღო ბოლო , მეტ დენს რო ითხოვს და ვერ აწვდის მაგ მომენტში ერხევა ხოლმე კვებას აბა სხვა კვებაზე ამუშავე ცოტახანი და შეხედე როგორ მოიქცევა კვების ბლოკი საერთოდ ძალიან საყურადღებო ნაწილია , აუცილებელია კარგი ბრენდი იყოს და 550 ვ და ზევით , 450 ძაან ცოტაა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.