Jump to content

REDWOOD

წევრი
  • Posts

    137
  • Joined

  • Last visited

Everything posted by REDWOOD

  1. არც მაგ ბრეკეტით არ აქვს იდეალური კონტაქტი 1200-დან აქვს თუ არ ვცდები ინტელს ეგ პრობლემა ბოლო ბიოსი გიყენია?ინტელის სეთინგებზეც მასე ძალიან ხურდება?
  2. Core Isolation>memory integrity-ზე რას იტყვით? 24h2-ზე რატო არ ითიშება VBS? 23h2-ზე რო ვთიშავდი საგრძნობლად მიმატებდა 1% low-ებს და საშუალო FPS-საც...ვიცი უფრო მეტი თავდაცვისთვისაა გასაგებია მაგრამ რავი ჩემი პირველი კომპიუტერიდან მოყოლებული ვირუსი 1-2ჯერ თუ მექნება ნაპოვნი ისიც ერთი 15-16 წლის წინ საეჭვო საიტებზე არ დავძვრები და საეჭვო ფაილებს არ ვიწერ
  3. 24.8.1-ზე დავბრუნდი და გამოსწორდა. რაღაცა არ მოწონს ჩემთან ბოლო დრაივერს ეტყობა
  4. ვაახ ჩემი სიტყვები რა ცუდად მომიბრუნდა სანამ ოფიციალური რელიზი იქნებოდა მანამდე რაც მეყენა ინსაიდერით იმ ბილდზე ბევრად უკეთესი პერფორმანსი მქონდა. ეს ბოლო რელიზი ატრაკებს აშკარად პეფორმანსის მხრივ თუ ჩემთან ჭირს რამე ჯანდბაა? ვინდოუსთან ერთად ახალი AMD დრაივერებიც დავაყენე და მაგის გადაყენებას ვცდი ეხლა იქნება ამ ახალზე ატრაკებს რამეს
  5. სუფთად დავაყენე განახლებას არც დავლოდებივარ. ერთიანად მომაყარეს ბიოს აფდეითიც და ვიდეო კარტის დრაივერებიც გამართულად უბერავს ჯერჯერობით ყველაფერი.
  6. მივცხე ეს 24H2 ეხლა 1 ცალი მონიტორი მაქვს შეერთებული და აღარ აქვს ის პრობლემები რაც ზემოთ მეწერა მეორე მონიტორის არ ქონას თუ არ ჩავთვლით რავი ხოდზეა არაფერი უჭირს ერთი შეხედვით.
  7. მარაზმატიკი ქაჯები არიან asus-შიც და intel-შიც ) ამნაირი ქაჯი პრობლემა არ მქონია არასოდეს არცერთი მწარმოებლის სისტემაზე აქამდე. Secure Boot-ს როცა ვრთავ პროცესორი ფეხებზე იკიდებს ყველანაირი ვატების ლიმიტს და 253-ზე 10-15 ვატით მაღლა ადის ნებისმიერ ბენჩმარკში. მოგახსენებთ რომ ინტელის რეკომენდირებული 253 ვატია თუმცა ჩემი ჯიგარი 265 ვატს ისე უკაკუნებს როგორც არაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ Secure Boot ჩართული მაქვს ბიოსიდან ეხლავ იღაცა იტყვის Secure boot რა ჩემს შაშაკოლად გინდაო მაგრამ არც მასე არაა საქმე ) ზოგიერთი კომპეტეტივ თამაშს აქვს ძლიერი ანტიჩეთი რომელიც ითხოვს Secure Boot-ის ჩართულ მდგომარეობაში ყოფნას...ასეთ თამაშებს მე ვთამაშობ სამწუხაროდ ) ყველაფერი ვცადე აი ნოლიდან ბიოსის გარესტება და მარტო Secure Boot-ის ჩართვისას ცდება 253 ვატს პროცესორი. არც ინტელს არუნდა აღიაროს ეს ბაგი არც ასუსს )) ორივე ფორუმზე გახსნილი მაქვს თემები სრული აღწერით და ორივე მათგანს ქინძზე კიდია. ბოლოს 3 ბიოსია მასეთ დღეშია მანამდე არც შემიმჩნევია ნუ ლოგიკურიცაა მანამდე ისედაც ყველანაირ ვატებს ცდებოდა ეს პროცოსრები და არ ვაკვირდებოდი რათქმანდა. ფრთხილად იყავით ვისაც ასუსის პლატაზე გაქვთ 14 თაობის პროცესორები ნუ მაინც არ მჯერა რომ თამაშებში 253 ვატს ცადება მაგრამ ნებისმიერი ბენჩმარკის დროს 253 ვატს ყველა ვარიანტში ცდება სამწუხაროდ. სურათები Secure boot ON and OFF
  8. შენც ხომ არ გიშავებდა ეკრანს? OverlayTestmode იგივე MPO ყოფილა და გათიშული მქონდა 24H2-ზეც პირველი მაგას ვუთიშავ ხოლმე ანუ შავი ეკრანი MPO გათიშულზეც მქონდა. 23H2 ხოდზეა ყველანაირად
  9. ეხლა შევამოწმე და 23H2-ზე "OverlayTestMode"=dword:00000005 ესე აყენია ისედაც. 24H2-ზე არ შემიმოწმებია და იქ შეცვლილია? ნუ ნებისმიერ შემთხვევაში დაველოდები სრულ ვერსიას და მერე კიდევ ერთხელ ვცდი იმიტომ რომ პერფომანსი საგრძნობლად იყო მომატებული აშკარად...ვიცოდი რომ AMD-ზე მოემატა პერფომანსი მაგრამ ინტელზეც თუ იქნებოდა მაგხელა მატება არ მეგონა
  10. დავუბრუნდი ისევ 23H2-ზე 2 მონიტორი მაქვს და 24H2-ზე თამაშის ჩაკეცვისას ძირითად მონიტორზე 3-4 წამით აშავებდა ეკრანს აი თითქოს ახლიდან აკავშირებს მონიტორს და მეორე მონიტორიც წამიერად შავდებოდა ის კი არა შუა თამაშის დროსაც გამიშავა ძირითადი ეკრანი 5 წამით როცა მეორე ეკრანი ჩვეულებრივად იყო არაფერი უქნია. მსგავსი არაფერი პრობლემა არ მქონია და არ მაქვს 23H2-ზე . სხვათაშორის თამაშებში უკეთესი პერფომანსი ქონდა 24H2-ს და სიამოვნებით დავტოვებდი ეს პრობლემები რომ არ მქონოდა...სხვა არაფერი ისეთი არ შემიმჩნევია ყოველდღიურ ხმარებაში
  11. რამდენად უპრობლემოა ეგ სერია არ ვიცი მაგრამ ეს ამბები 13/14 თაობებზე გადატყდა მთლიანად. ნუ თუ რაიმე პრობლემა ქონდა 12 სერიას ფაქტია რომ ამხელა ხმაური არ გამოუწვევია და არც ოფიციალურად არავის არ დაუდასტურებია. კარგია ცოდნაც კომპიუტერული ტექნიკისაც და რავი მანქანისაც მაგრამ ცენტრიდან რომ ახალი მანქანა გამოგყავს ძრავში ხომ არ უწყებ ქექვას რო მოარჯულო? მანქანის და კომპიუტერული ტექნიკის შედარება შეიძლება არიყოს იდეალური ვარიანტი მაგრამ ძირითადი ხომ გვესმის ერთადერთი რაშიც შევცდი ის იყო რომ ახალი თაობის პროცესორი გამოსვლისთანავე ვიყიდე ზოგადად არ ვიცი ხოლმე ესეთი რაღაცეები ) ველოდები ხოლმე რამდენად გამომდგარია ამასობაში სეილებიც მოახლოვდება ხოლმე და ვყიდულობ მერე რაც მაწყობს იმას...აი როცა ეს ამბავი გასკდა მაშინ რომ მდომებოდა ყიდვა აღარ გავეკარებოდი ნამდვილად... პროცესორი/დედაპლატაში 900 დოლარს იხდი და ბიოსში უნდა იქექო რომ პროცესორი არ დაგებრიდოს კარგ დედაპლატას და პროცესორს რომ ყიდულობ შეიძლება შენი ინტერესის გამო დაძვრებოდე ბიოსში მაგრამ აი პროცესორის გადასარჩენად არ უნდა გიწევდეს .
  12. როგორ წარმოგიდგენია ჩვეულებრივი მოხმარებელი რომელიც მაგ ამბავს ისე მოაგვარებს რომ პერფომანსი არ დაკარგოს? უფრო დიდია იმის ალბათობა რომ გააფუჭოს რაღაც ზედმეტი თავის ტკივილი არავის არ უნდა რავიცი? რაც თავი მახსოვს სულ K სერიის პროცესორები მქონდა მაგრამ არც ტემპერატურებს შევუწუხებივარ არც დეგრადაციის პრობლემა არ მქონია ბიოსში მხოლოდ XMP პროფილისთვის შევდიოდი და სხვა თავის ტკივილი არც მე არ მჭირდებოდა არაფერში... პირადად ჩემს 14700K-ზე 35000+ ქულა დავდე Cinebench R23-ში როცა ვიყიდე მაგრამ პროცესორი 95 გრადუსზე რო ავიდა მივხვდი რაღაც ვერ იყო ჯანზე გავხედე ვოლტაჟს და 1.52 ქონდა დაჭერილი სადღაც მომენტალურად..ნუ არ მუშაობდა მაგ ვოლტაჟზე უბრალოდ სადღაც გავარდა გადავქექე ინტერნეტი და ჩემთვის ოპტიმალური ვარიანტი რაც ვნახე multicore enhancement გავუთიშე ბიოსიდან რამაც პროცესორი 253 ვატზე დაალიმიტა. ცოტა სხვაობა იყო ტემპერატურაში მაგრამ 35K თვალით აღრ მინახავს ამ პროცესორზე მაქსიმუმია 33500 ეს ხომ უკვე ტყუილია ინტელის მხრიდან? ხო გადაგვახდევინა ფული იმაში რასაც რეალურად ვერ ვიღებთ? ამაზეა ლაპარაკი თორე ვის რა სქილები აქვს და როგორი ოვერქლოქი ან ანდერვოლტი შეუძლია ეგ ცალკე საკითხია. სტოკი კი არა ასუსის პლატებს დიფოლტად ისეთი მონაცემები ქონდა გაწერილი საერთოდ როგორ ძლებდა ეგ პროცესორები ზოგი წერს რომ პირველივე თვიდან დეგრადირდა პროცესორიო...ყველაზე მტკივნეული ჩვენისთანა ქვეყნებისთვის არის რომ საგარანტიოთიც ვერაფერს ვერ ვახერხებთ თორე ამერიკაში რა უჭირთ 2ჯერ და 3ჯერ აქვთ უკვე გამოცვლილი ეგ პროცესორები. კომპანიები დააქციეს ტიპებმა სადაც ათობით კომპიუტერები იყო მაგ პროცესორებზე აწყობილი და შეიძლება ვიღაცეებმა მილიონებიც იზარალეს.
  13. ჭკვიანურია იყიდე 14900K და დაიყვანე 12900-ის პერფომანსზე...ზატო გრილად იქნება და გაგიძლებს დიდხანს ყველა პროცესორი დეგრადირდება დროთა განმავლობაში და 1.35ს რომ ცდებოდა ეგ იყო ზუსტად პრობლემა რომელიც ჩვეულებრივ მომხმარებელს არუნდა შეხებოდა არავინ არაა ვალდებული ბიოსში ვოლტაჟებს სდიოს.
  14. ყოჩაღ. არ ყოფილა აბა ინტელის ბრალი არაფერი და უცოდინარი ხალხის ბრალია
  15. დაიწყეს ბიოსის ბეტა ვერსიების გამოგორება Microcode Update 129. რათქმაუნდა ვერ მოვისვენე და დავაყენე ყველაფერი რიგზეა და სტაბილური. ვოლტაჟებიც სტაბილურია და პერფომანსიც ის ქონდა რაც წინა ბიოსის განახლებებზე თუმცა ამეტაპზე 3-4 გრადუსით გრილია CPU. ეს რათქმაუნდა უკვე დეგრადირებულ პროცესორებს არაფერს არ შველის თუმცა იმედი მაქვს რომ დეგრადაციას მაინც შეაჩერებს იმ პროცესორებზე რომლებსაც ჯერ არანაირი ქრაშები არ ქონიათ.
  16. აგვისტოს შუა რიცხვებამდე კიდევ ერთი განახლება იქნებაო და იძახიან რომ ეგ არის რეალური ფიქსი მაგრამ ვინღა დაიჯერებს ამათსას. 13 სერიაზე აღიარეს ეგ პრობლემა და მალევე მოვაგვარეთო თუმცა ეხლა ისეთ მდგომარეობაში არიანმაგათი არაფერი არ დაიჯერება ძალითა ამოგლიჯეს ის ინფორმაციაც რაც აქამდე გვაქვს. სერიოზული საჩივრები შევა და საკმაოდ დიდ ზარალზეც წავლენ თუმცა ეგ ურჩევნიათ ვიდრე უკან გაიწვიონ ეს პროცესორები და აღიარონ თავიანთი ჩასვრილი... ერთი რამ ფაქტია ჯერ ჩემ პროცესორს არანაირი პრობლემა არ შექმნია ყიდვიდან მესამე ბიოსი განვაახლე უკვე მაგრამ ამ ფიქსებით ის პერფომანსი აღარ ექნება რის გამოც ამხელა ფული გადავიხადე.
  17. multi rail კვების ბლოკია და არასწორი კომბინაცია მქონია მოიხოდა აღარ აქვს ქრაშები და რესტარტები. power limit მოვხსენი დრაივერებიდან და ვსტრესავდი კარგი 2 საათი სადაც 400+ ვატი ეჭირა და 550-საც მიუკაკუნა მომენტებში ზემოთ 6 პინიანი რაც მიდევს სულ ჩავხსენი ზოგი წერს რომ არაფერ შუაში არ არისო Pcie სლოტთანო.
  18. ჩართვისას აღარ ქრაშავს რაც ეს 6 პინიანი შევაერთე მაინც მგონია რომ გაწურული მუშაობს ნებისმიერ კვებაზე 150 ვატია 8 პინზე?
  19. აი სანამ კაცი გამოჩნდება მენიუში მანამდე არესტარტებს კომპიუტერს. რაზგონით ზემოთ სქრინები რაც დავდე 2900-მდე ურტყავს gpu clock-ს გადავურთე ბიოსი ეხლა დაწია ცოტა სიხშირეებმაც და gpu clock-მაც ასეთ ვიდეო კარტებზე რა ხდება? მაგალითად rx 6900 როცა მქონდა იმას 3ცალი 8 პინიანი ჭირდებოდა ჯამში 450 ვატის მიწოდებას მარტო 8 პინიანებით ვახერხებდი რო რამე + pcie სლოტიდან რასაც იღებს მაგრამ ის კარტა 285 ვატზე მაღლა არასდროს არ ადიოდა...ეხლა ამ კარტას 2 ცალი 8 პინიანი რო აქვს რა უნდა ვუშველო? როგორ მივაწოდო 300 ვატზე მეტი როცა 400+ აქვს სპაიკი? ანდერვოლტია ვითომ მარტო გამოსავალი?
  20. ვახ ვაბშე უცნაურობას წავაწყდი როგორც კი pubg-ის ვრთავ ლოადინგ სქრინზე PC-ის მირესტარტებს. არადა ბენჩებს და სტრეს ტესტებს გადის ჩვეულებრივად
  21. დავუბრუნდი ისევ წითლებს იმორჩილებთ ვინმე ვატებს? 410 ვატიც აქვს დაფიქსირებული და 2 ცალი 8 პინიანით რანაირად იღებს მაგხელა დენს? ჯერ არ დაქრაშულა არსად. gpu clock 2900-ზე მეტიც მიჩვენა თან ტემპერატურები აშკარად იდეალური აქვს
  22. რომელიღაცა cs2 დრაივერ განახლებამ პრემიუმ ფრისინქი ჩამირთო დრაივერებში და ეჭვი მქონდა რომ ეგ იწვევდა...გავთიშე და მაინც რო ქნა მერე შემეპარა ეჭვი ბოლოს აღმოვაჩინე რომ მონიტორზე რომელზეც გათიშული მქონდა ფრისინქი ჩართული ყოფილა და გავუთიშე..ჯერჯერობით აღარ გაცდენია 2000Mhz-ზეა მაქსიმუმ და დავაკვირდები კიდევ. წარმოდგენა არ მაქვს ფრისინქთან რა შუაში იყო მაგრამ კარგი რო არაფერი წამიკითხავს ამას მივადექი ბოლოს.
  23. ადრე იყო GPU და Default clock-ები განსხვავდებოდა GPU-zში. GPU clock იყო 1400 თუ რაღაც და default-ში ეწერა 2105...მერე ესეც თავისით გასწორდა და აღარ უქნია სხვა არაფერს რავი ან რანაირადაა შესაძლებელი თითქმის 3000-მდე მიარტყას memory ქლოქებმა და არ დაიქრაშოს? ტემპერატურები იდეალური თან. აი პირველი cs2-ის დრაივერი რო გამოუშვეს თუ დააყენე? მაგის ჩათვლით ბოლო 2 დრაივერი კიდევ ჩვეულებრივად სუფთად DDU-თი დავაყენე მაგრამ იგივე ქნა..მაგაზე ძველ დრაივერებზე დაბრუნება არ მინდა ჯერ ისედაც ბანძი fps მაქვს ცს2-ში და იმ ძველ დრაივერებზე საერთოდ ფრიზები აქვს. ეხლა საილენთ ბიოსზე გადავრთე და ვაკვირდები მაგრამ არამგონია ბიოსი იყოს რაიმე შუაში...იმასაც ვეჭვობ რომ ქაუნთერის დროს აკეთებს მაგას
  24. გვერდზე 7000-ებშიც ვიკითხე მარა უშედეგოდ. gpuz რომ ურევს ხანდახან ვიცით მაგრამ msi-შიც მიჩვენებს მომენტებში მაგ ვარდნებს..არაფერი არ შემიცვლია სუფთად დაყენებულ ბოლო 2 დრაივერზე გაუბერა მაგის წინა დრაივერები არ მიცდია და რეალურად არც მაქვს სურვილი იმიტომ რომ ამ ბოლო დრაივერებში ისეთი ფიქსებია გამოსული რაც რეალურად მჭირდება.. 2948 ქონდა პიკი მემორი ქლოქებს რაც 2000-ზე ზემოთ არც უნდა იყოს რა ჯანდაბა უნდა რას შეიძლება გამოეწვია? ვირუსები გამორიცხულია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.