Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოფენა Lenovo Tech World-ზე მოულოდნელად აჩვენა Panther Lake სერიის პროცესორების ნიმუში. ეს ჩიპები იქნება კომპანიის პირველი სამომხმარებლო პროდუქტი, რომელიც დამზადდება მოწინავე 18A ტექნოპროცესის გამოყენებით. ჩიპი ძალიან განსხვავდება აქტუალური Lunar Lake-ისგან, რომელსაც ინტეგრირებული ოპერატიული მეხსიერება აქვს. ფოტოს წყარო: youtube.com/@Lenovo Panther Lake პროცესორებს ექნება ჩიპლეტური განლაგება, რომელიც დაფუძნებულია Foveros ტექნოლოგიაზე - ჩიპი ხუთი კრისტალისგან შედგება. მომავალ პროცესორებში წარმოდგენილი იქნება ახალი Panther Cove P-ბირთვები და, ალბათ, აქტუალური Skymont E-ბირთვები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი პროდუქტი, რომელსაც ექნება Xe3 გრაფიკა, თუმცა დაბალი სიმძლავრის (LPG) ვარიანტში. და ეს მოულოდნელი იყო, რადგან Intel-ს ჯერ კიდევ არ გამოუშვია Xe2-ზე დამყარებული დისკრეტული ვიდეო ბარათები. „და კიდევ ერთი რამ, სანამ სცენას დავტოვებ. იცით, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ Meteor Lake-ზე, Lunar Lake-სა და Core Ultra PC-ზე ბატარეის შესანიშნავი ავტონომიურობისთვის. CPU-ზე, GPU-ზე, NPU-ზე, მაგრამ ჯერ არ დაგვისრულებია, არა? ასე რომ, მინდა წარმოგიდგინოთ Panther Lake-ის პირველი ნიმუში. ეს არის ჩვენი შემდეგი 18A პროდუქტი, რომელიც შეავსებს იმ დიდ სამუშაოს, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ“, - განაცხადა Intel-ის გენერალურმა დირექტორმა Pat Gelsinger-მა. კომპანიას არ დაუკონკრეტებია რა წარმადობა აქვს Panther Lake ჩიპის ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებს, მაგრამ გელსინჯერმა პირობა დადო, რომ NPU-ის (ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი) ერთეული ორჯერ უფრო სწრაფი იქნება Lunar Lake-ში (NPU4) არსებულთანდა, შესაბამისად, რვაჯერ უფრო სწრაფი Meteor Lake-თან (NPU3) შედარებით. დაუდასტურებელი ინფორმაციით Intel-მა გააუქმა Arrow Lake Refresh ჩიპების გამოშვების გეგმები და მომავალ LGA 1851 სოკეტს მხოლოდ ერთი თაობის პროცესორების მხარდაჭერა ექნება. https://tinyurl.com/3ykc98x4
  2. Amazon-მა წარმოადგინა ელექტრონული წიგნების წამკითხველ Kindle-ის ოთხი ახალი მოწყობილობა. მათ შორისაა Kindle Colorsoft Signature Edition, პირველი ფერადი Kindle, რომელიც აერთიანებს e-reader-ისა და Kindle Scribe-ის ფუნქციებს, სერიის ყველაზე სწრაფი - Kindle Paperwhite, აგრეთვე განახლებული საბაზისო დონის Kindle. ანონსი ესპანურ ენაზე გაკეთდა და Amazon-მა მალევე წაშალა, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიახლე ნაადრევად შემთხვევით გამოქვეყნდა. ფოტოს წყარო: Amazon Kindle Colorsoft Signature Edition "შემუშავებულია იმისათვის, რომ გადმოგცეთ მდიდარი, ქაღალდზე ნაბეჭდის მსგავსი ფერები" ფერადი გარეკანებისა და მონიშნული ტექსტისთვის. სურათების გაფართოება შესაძლებელია "პიქსელაციაზე ღელვის გარეშე" როგორც სტანდარტული, ასევე ცოცხალი ფერის სტილის გამოყენებით. მოწყობილობის კორპუსი წყალგაუმტარია, მხარდაჭერილია გვერდის სწრაფი გადაფურცვლა და უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია. ელექტრონულ წამკითხველს შეუძლია 8 კვირამდე იმუშაოს დამუხტვის გარეშე და მისი საცალო ფასი 279.99 აშშ დოლარი იქნება. გაყიდვები დაიწყება 30 ოქტომბერს. ახალი Kindle Scribe გამოიყენება არა მხოლოდ კითხვის, არამედ ჩანაწერების გასაკეთებლად. 300 პიქსელი გაფართოების მქონე ეკრანი მოგაგონებთ ქაღალდს, როდესაც ურთიერთქმედებთ სტილუს Amazon Premium-ის გამოყენებით, რომელსაც საშლელი და რბილი დაბოლოება აქვს. Active Canvas ფუნქცია საშუალებას გაძლევთ დაამატოთ შენიშვნები უშუალოდ წიგნის გვერდებზე. შენიშვნების გაკეთება ასევე შესაძლებელია გვერდით ზოლში, რომელიც შეიძლება ადვილად დაიმალოს საჭიროების შემთხვევაში. განხორციელდა AI ფუნქციების მხარდაჭერა ტექსტების შეჯამებისთვის. Kindle Scribe-ის ფასი იქნება 399.99 აშშ დოლარი და გაყიდვაში გამოვა 4 დეკემბერს. Kindle Paperwhite არის "ყველაზე სწრაფი Kindle" Amazon-ის განცხადებით. კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული მკითხველის განახლებულ ვერსიას, როგორც ამბობენ, აქვს უფრო დიდი, 7-დუიმიანი ეკრანი, შედეგად იგი წინა თაობის მოდელთან შედარებით უფრო თხელია. მოწყობილობას შეუძლია ავტონომიურად იმუშაოს სამ თვემდე. წარმოდგენილია წყალგაუმტარი კორპუსი და 16 გბ მეხსიერება. Kindle Paperwhite გაიყიდება 159.99 აშშ დოლარად. გარდა ამისა, მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს Kindle Paperwhite Signature Edition 199.99 აშშ დოლარად და მიიღოს მოწყობილობა 32 გბ მეხსიერებით, უსადენო დამუხტვის მხარდაჭერით და განათების ავტომატური კონტროლით. განახლებული საბაზისო დონის Kindle ღირს 109.99 აშშ დოლარი და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში. მოწყობილობა წარმოდგენილია არეკვლის საწინააღმდეგო ეკრანით, რომლის გაფართოებაა 300 პიქსელი დუიმზე. მხარდაჭერილია გვერდის სწრაფი გადაფურცვლა, მონაცემების შესანახად განკუთვნილია 16 გბ სანახი სივრცე. სავარაუდოა, რომ ახალი Kindles-ის შესახებ მეტი დეტალი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც Amazon ოფიციალურად დააანონსებს მოწყობილობებს. https://tinyurl.com/ypsr64r3
  3. Bernstein-ში აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის ღირებულებამ შეიძლება მიაღწიოს 80-90 ათას აშშ დოლარს, თუ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. „მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანდიდატი აცხადებს მხარდაჭერას ციფრული აქტივების მიმართ, კრიპტოვალუტების ბაზარზე ფსონები უფრო ძლიერია საპრეზიდენტო რბოლაში ტრამპის წარმატების ფონზე“, - ამგვარად აფასებენ ექსპერტები Bitcoin-ის ღირებულების ზრდას. MicroStrategy-ს აქციები ასევე მნიშვნელოვანი ინდიკატორია შესაძლო ზრდის ტემპის შესახებ. წლის დასაწყისიდან კომპანიის ფასიანი ქაღალდები 191%-ით გაძვირდა, Bitcoin კი - 55%-ით. კომპანიის აქციების ფასმა პიკს მიმდინარე წლის მარტში მიაღწია და, პირველი კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, მათი ღირებულება კვლავ იზრდება, აღნიშნავენ ანალიტიკოსები. „MicroStrategy-მ ისარგებლა ფასის მინიმუმებით, გამოუშვა აქციები და კონვერტირებადი ვალები პირველი კრიპტოვალუტის რეზერვების შესავსებად და ამისთვის დაჯილდოვდა კიდეც“, - განაცხადეს Bernstein-ში. მათ შენიშნეს, რომ აშშ-ის სამთავრობო ობლიგაციების მრუდი იზრდება. ეს არის გაზრდილი არასტაბილურობის და Bitcoin-სა და სხვა ციფრულ აქტივებზე მზარდი მოთხოვნის მაჩვენებელი. ადერ Presto Research-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გამოცხადებულმა ზომებმა ჩინეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად გამოიწვია Bitcoin-ის ფასის 64000 აშშ დოლარზე მეტად გაზრდა, რის შედეგადაც ინვესტორების განწყობა კრიპტო ბაზარზე გარკვეულწილად გაუმჯობესდა. https://tinyurl.com/5b9vdjkd
  4. Apple-მა მოულოდნელად გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც დააანონსა განახლებული iPad mini. ეს არის Apple-ის ყველაზე პატარა პლანშეტის პირველი განახლება 2021 წლის შემდეგ - მოწყობილობაში შენარჩუნებულია დიზაინს, მაგრამ აქვს ახალი, უფრო მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა, მათ შორის გრაფიკა რეითრეისინგით და ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი Apple Intelligence-ისთვის. ფოტოს წყარო: apple.com განახლებული iPad mini გამოირჩევა გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით: პლანშეტი მუშაობს ახალ A17 Pro ჩიპზე, რომელსაც აქვს 30%-ით უფრო სწრაფი ცენტრალური პროცესორი (2 მაღალი წარმადობის და 4 ეფექტური ბირთვი), 25%-ით უფრო მაღალი წარმადობის 5-ბირთვიანი გრაფიკული ქვესისტემა და ორჯერ უფრო მაღალი სიჩქარე წინა ნეიროძრავთან შედარებით. მოწყობილობაზე მხარდაჭერილია ახალი Apple Pencil Pro სტილუსი, რომელიც გაახარებს მხატვრებს, რომლებიც iPad mini-ს იყენებენ; ინტეგრირებული მეხსიერების მინიმალური მოცულობა გაიზარდა 64-დან 128 გბ-მდე - ასევე ხელმისაწვდომია 256 და 512 გბ ვარიანტები. მოწყობილობაში წარმოდგენილია უფრო სწრაფი უსადენო ჩიპი Wi-Fi 6E-ის მხარდაჭერით და დაჩქარდა დაკავშირება USB Type-C პორტით. ფერების დიაპაზონი გაფართოვდა - გამოჩნდა იასამნისფერი და ლურჯი ვერსიები, მაგრამ ფერები არ არის ისეთი კაშკაშა, როგორც iPhone 16-ის შემთხვევაში. ფუნქციების უმეტესობა შენარჩუნდა, თუმცა გაუმჯობესებულ ტექნიკური მახასიათებლებს მნიშვნელობა აქვს: ახლა მწარმოებელი ეყრდნობა ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების Apple Intelligence პაკეტს - მათი მხარდაჭერა წარმოდგენილი უნდა იყოს ხაზის თითქმის ყველა მოწყობილობაზე. უფრო სწრაფი AI ამაჩქარებლის გარდა, გამოჩნდა რეითრეისინგის აჩქარება, რაც ხელსაყრელ გავლენას მოახდენს მაღალი დონის თამაშებში გრაფიკის ხარისხზე. Apple-ის iPad mini ყოველთვის გარკვეულ უცნაურობას წარმოადგენდა კომპანიის ხაზში iPhone SE-სთან ერთად: მოწყობილობას ჰყავს თაყვანისმცემლები, რომლებსაც უყვართ იგი მისი კომპაქტური ზომის გამო, მაგრამ კომპანია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ასეთი გულშემატკივარი არც თუ ისე ბევრია და უმეტესობას დიდი ეკრანი ურჩევნია პატარას. წელს Apple-მა განაახლა iPad-ის დანარჩენი ხაზი და შეამცირა საბაზისო მოდელის ფასი 349 აშს დოლარამდე, ხოლო ახალი iPad mini-ს საწყისი ფასი 499 აშშ დოლარია Wi-Fi-ს მქონე მოდელისთვის და 649 აშშ დოლარი - Wi-Fi-ს და მობილური კავშირის მქონე ვერსიის შემთხვევაში. კომპანია, ცხადია, არ აპირებს ამ მოდელზე უარის თქმას, მაგრამ მის მხარდაჭერას სხვა პლანშეტებთან შედარებით ოდნავ განსხვავებული ტემპით გეგმავს. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, განახლებული iPad mini გაყიდვაში 23 ოქტომბერს გამოვა. https://tinyurl.com/3pzphvty
  5. პლატფორმა Warner Bros-ზე გამართული დიდი პრეზენტაციის ფარგლებში კომპანია Tesla-მ წარადგინა რობოტიზებული ტაქსი Cybercab, სამგზავრო ფურგონი Robovan და ჰუმანოიდ რობოტ Optimus-ის უახლესი ვერსია. თავდაპირველად ახალი პროდუქტების პრეზენტაციამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, ქება მალევე გადაიზარდა დაცინვაში, რადგან Tesla-ს და, კერძოდ, მის ხელმძღვანელ ილონ მასკის პლაგიატში ეჭვის მიტანა დაიწყეს. ფოტოს წყარო: Tesla მომხმარებლებმა აღნიშნეს წარმოდგენილი სიახლეების დიზაინის მსგავსება მოწყობილობების ესთეტიკასთან ფილმში "მე, რობოტი", რომლის რეჟისორია ალექს პროიასი და მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებს, წერს The Hollywood Reporter. „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ იმ ფაქტმაც, რომ Tesla-მ ღონისძიებას „ჩვენ რობოტი“ უწოდა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალ აიზეკ აზიმოვის 1950 წლის მოთხრობების კრებულის სათაურის მსგავსია, რომელზეც დაფუძნებულია ფილმი. Optimus, უნივერსალური ჰუმანოიდი რობოტი, რომელმაც სახელი Transformers-ების პერსონაჟისგან მიიღო, ჰგავს NS5 რობოტებს ფილმიდან I, Robot. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ წარმოდგენილმა სამგზავრო მოკროავტობუსმა Robovan-მა, რომელიც ფილმში რობოტების სატრანსპორტო საშუალების პატარა ასლს ჰგავს, ასევე უპილოტო ტაქსმა Robotaxi-მ, რომელიც იმავე ფილმის ფუტურისტული Audi RSQ-ის მსგავსია, უმოწყალო დაცინვა გამოიწვია სოციალურ ქსელებში და თვით პროიასის რეაქციაც კი სოციალურ ქსელ X-ზე. ფოტოს წყარო: X / @TheTeslaLife "ჰეი ილონ, შეგიძლია დამიბრუნო ჩემი დიზაინი, გთხოვ?" - დაწერა რეჟისორმა სოციალურ ქსელში და შეტყობინებას დაურთო სურათი ფილმიდან და Tesla-ს ახალი მოდელების კადრები. რეჟისორმა Matt Granger-მა, რომელიც პროიასის ასისტენტად მუშაობდა “მე, რობოტის” გადასაღებ მოედანზე, დაწერა: "მეც მინდა ვუთხრა ილონს და მის კრეატიულობის სრულ ნაკლებობას - ...!" https://tinyurl.com/32tyeemh
  6. წყაროების ცნობით Tether-ის წარმომადგენლებსა და სასაქონლო ინდუსტრიის ტრეიდერებსა და მწარმოებლებს შორის შეხვედრებზე განიხილეს USDT Stablecoin-ში საკრედიტო ხაზების ორგანიზების საკითხები. რაც Tether-ის შეთავაზებას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის არის ის, რომ დაკრედიტების პირობები არ იქნება შეზღუდული ტრადიციული კრედიტორების მარეგულირებელი მოთხოვნებით. გარდა ამისა, USDT-ის დაკრედიტება უზრუნველყოფს ფინანსური სესხების ბაზარზე სრულ წვდომას მცირე სასაქონლო ბაზრის მონაწილეებისა და სანქცირებული კომპანიებისთვის. Bloomberg-ითან კომენტარში Tether-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანია იკვლევს სასაქონლო სექტორში დაკრედიტების შესაძლებლობებს, მაგრამ უარი თქვა დაინტერესებული კომპანიების სიის და საკრედიტო პორტფელის პოტენციური მოცულობის გამხელაზე. „ჩვენ არ გავამხელთ სად ან რა თანხის ინვესტიციას ვაპირებთ სასაქონლო ვაჭრობის ინდუსტრიაში. ჩვენ ჯერ კიდევ განვსაზღვრავთ სტრატეგიას. კომპანია დაინტერესებულია სასაქონლო ვაჭრობისთვის დაკრედიტების შესაძლებლობების შესწავლით და ამაში დიდ პერსპექტივას ხედავს“, - განაცხადეს Tether-ში. მანამდე Cyber Capital-ის დამფუძნებელმა Justin Bons-მა თქვა, რომ Tether-ის 75%-იანი დომინირება Stabelcoin-ების ბაზარზე ზრდის შეშფოთებას კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეებს შორის ინდუსტრიაზე მისი შესაძლო უარყოფითი გავლენის შესახებ. ბონსმა Tether-ს უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე მთელი კრიპტო ინდუსტრიისთვის“. https://tinyurl.com/3nsvtw6n
  7. Google ამზადებს ახალ მეთოდს Android-ზე მომხმარებლებისა და დეველოპერებისთვის Linux-ის აპლიკაციებსა და დისტრიბუციებთან მუშაობისთვის. უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ოპერაციული სისტემების, როგორებიცაა Ubuntu, Debian და Linux-ის ბირთვზე მოქმედი სხვათა აპლიკაციების გაშვება პირდაპირ Android-სმარტფონებზე ინტეგრირებული ვირტუალიზაციის სისტემისა და განახლებულ აპლიკაცია Terminal-ის მეშვეობით. ფოტოს წყარო: Denny Müller/Unsplash Android Authority-ს წარმომადგენელმა, Mishaal Rahman-მა აღმოაჩინა ცვლილებები Android Open Source Project-ის კოდში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ Google გეგმავს Linux-ის მხარდაჭერის ინტეგრირებას Android-ის ინფრასტრუქტურაში. კომპანიის დეველოპერებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ახალ ტერმინალზე, რომელიც გამოიყენებს Android-ის ვირტუალიზაციის ფრეიმვორკს Linux-ის ვირტუალური მანქანის გასაშვებად და ბრძანებების შესასრულებლად. აპლიკაცია ამჟამად შემუშავების ადრეულ ეტაპზეა და საჭიროებს Linux-ის ვირტუალური მანქანის ხელით კონფიგურაციას - Debian-ის და საკონტროლო ფაილის ჩამოტვირთვის ჩათვლით. თუმცა, AOSP-ის ვალდებულებების თანახმად, Google აპირებს მნიშვნელოვნად გაამარტივოს ეს პროცესი LinuxInstaller პროგრამის პირდაპირ ტერმინალის აპლიკაციაში ჩასმით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს დისტრიბუციების ჩამოტვირთვას, დაყენებას და გაშვებას. გარდა ამისა, მომავალი განახლებებით იგეგმება სარეზერვო ასლების ფუნქციის დამატება და ფუნქციონირების აღდგენა ვირტუალური მანქანების სნეპშოტებისთვის, ინტეგრირებული ვირტუალიზაციის მხარდაჭერა (ვირტუალური მანქანების სხვა ვირტუალურ მანქანებში მუშაობის დასაშვებად) და თავსებადობის უზრუნველყოფა როგორც ARM, ასევე x86 არქიტექტურებთან. Google ასევე გეგმავს თავად ტერმინალის აპლიკაციის ფუნქციონირების გაფართოებას, რომელსაც ამჟამად აქვს მხოლოდ ძირითადი შესაძლებლობები, როგორიცაა ვირტუალური მანქანის IP მისამართის კოპირება და მისი გამორთვა. მომავალი ვერსიები მოიცავს პარამეტრებს დისკის ზომის შეცვლისთვის, პორტის გადამისამართების კონფიგურაციისა და, შესაძლოა, დანაყოფების აღდგენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების უმეტესობისთვის Linux-ის აპლიკაციების Android-ზე გაშვება ნაკლებადაა საჭირო, დეველოპერებისთვის ეს შეიძლება იყოს ნამდვილი მიღწევა. Linux-ის ხელსაწყოების, ბრძანების საშუალებების და აპლიკაციების, როგორიცაა Android Studio პირდაპირ Android-მოწყობილობებზე გამოყენების შესაძლებლობას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პლატფორმის მიმზიდველობა. აღნიშნულია, რომ Chrome OS სულ უფრო მეტად ინტეგრირდება Android-თან, სმარტფონებზე, ხოლო პლანშეტებსა და ლეპტოპებზე სრულფასოვანი Linux გარემოს არსებობამ შეიძლება გააძლიეროს Android-ის, როგორც დესკტოპ პლატფორმის პოზიცია. ჯერ არ არის ცნობილი Terminal-ის აპლიკაციის და Linux-ის ვირტუალიზაციის მხარდაჭერის გამოშვების ზუსტი თარიღი, მაგრამ Mishaal Rahman ვარაუდობს, რომ ეს ფუნქციები შესაძლოა გამოჩნდეს Android 16-ში. https://tinyurl.com/9w5zt2kt
  8. Adobe-მ თავისი ყოველწლიური კონფერენცია Adobe Max დაიწყო Creative Cloud პაკეტის აპლიკაციებისთვის ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი ფუნქციების ანონსით. საუბარია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინსტრუმენტზე, როგორიცაა Photoshop-ისთვის ფონის ელემენტების მოცილების ფუნქცია და უფრო ძლიერი გენერაციული ნეიროქსელი Firefly. Illustrator, InDesign და Premiere Pro ასევე მიიღებენ ახალ ფუნქციებს ტრადიციულად შრომატევადი ამოცანების დასაჩქარებლად. ფოტოს წყარო: Adobe Photoshop-ის Remove Tool-ში გამოჩნდა ახალი ფუნქცია Distraction Removal. Remove Tool უკვე მუშაობს Google-ის Magic Eraser ფუნქციის მსგავსად Android-სმარტფონებზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად მოაშორონ არასასურველი ობიექტები სურათებიდან ფუნჯის გადატარებით. Distraction Removal-ის ახალი ფუნქცია, რომელიც Adobe-მ პირველად გასულ წელს გამოაცხადა, Remove Tool-ს კიდევ უფრო მეტად ამსგავსებს Magic Eraser-ს. ამ ხელსაწყოს შეუძლია ავტომატურად ამოიცნოს ფოტოზე არასაჭირო ობიექტები, როგორიცაა ადამიანები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ კადრში და მოაშოროს ისინი ერთი დაწკაპუნებით. Adobe-ის თანახმად Distraction Removal უკვე ხელმისაწვდომია Photoshop-ის დესკტოპ და ვებ ვერსიებში, ხოლო „მოგვიანებით გამოჩნდება სხვა შესაძლებლოობები”. გრაფიკული რედაქტორის მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ გამოიყენონ თუ არა გენერაციული ნეიროქსელი Firefly - Remove Tool-ში. გარდა ამისა, გამოჩნდება ვარიანტი, როლის აქტივაციისას აპლიკაცია თავად განსაზღვრავს გენერაციული ალგორითმის გამოყენების აუცილებლობას "გამოსახულების და სცენის მიხედვით" საუკეთესო შედეგის მისაღწევად. Photoshop-ის ინსტრუმენტები - Generative Expand, Generative Fill, Generate Similar და Generate Background ახლა საყოველთაოდ ხელმისაწვდომია და განახლებულია Firefly 3 ალგორითმის ინტეგრირებისთვის, რომელიც ბეტა-რეჟიმში აპრილში გაეშვა. Adobe-ის თანახმად ეს განახლება ხელს უწყობს გენერირებული ელემენტების მრავალფეროვნებისა და ფოტორეალისტური ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლის რთული მოთხოვნების გაგებას. Photoshop-ის ვებ-აპლიკაციას ახლა უკვე აქვს AI-ფუნქცია, რომელიც აადვილებს რედაქტირებას ფოტოზე ყველა ობიექტის ავტომატური გამოყოფით. Illustrator-ში გამოჩნდა AI-ფუნქცია, სახელწოდებით Object on Path, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად მიამაგრონ, განათავსონ და გადაადგილონ ობიექტები ნებისმიერი ფორმის კონტურზე. ეს დიზაინერებს მეტ მოქნილობას მისცემს სურათების კონკრეტული უბნების გასწორებისას. საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა Mockup ინსტრუმენტი 3D მოდელების შესაქმნელად, ასევე განახლდა ფუნქცია Image Trace, რომელიც გარდაქმნის რასტრულ სურათებს (JPEG, PNG, PSD და ა.შ.) მასშტაბირებად ვექტორულ სურათებად. Adobe-ის თანახმად ეს ფუნქცია ახლა ქმნის „უფრო მკვეთრ ვექტორულ სურათებს სუფთა ხაზებით, რომლებიც უფრო მეტად ემთხვევა გამოსახულების პირველწყაროს”. ინსტრუმენტი Generative Expand, რომელიც პირველად Photoshop-ში დაინერგა, ახლა ხელმისაწვდომია InDesign-შიც. ეს საშუალებას გაძლევთ მარტივად შეცვალოთ ორიგინალი სურათების ზომა სამომხმარებლო მაკეტზე მორგებისთვის. Premiere Pro-ს აქვს ახალი ფუნქცია, რომელიც დაფუძნებულია Firefly Video Model-ის ნეიროქსელზე ვიდეო გენერირებისთვის. ამ ეტაპზე ალგორითმი ბეტა-ტესტირების პროცესშია, მაგრამ მომავალ წელს ის სავარაუდოდ Adobe Creative Cloud აპლიკაციებში ახალ AI-ფუნქციებს დაედება საფუძვლად. https://tinyurl.com/47pra2uk
  9. Bitcoin-ის რეზერვების ყველაზე მაღალი მოცულობა CEX-ზე დაფიქსირდა 2022 წლის 8 ივნისს - 3.361.854 BTC. ამჟამად დაახლოებით 1.1 მილიონი BTC და 8.4 მილიონი ETH ინახება სპოტ ბირჟებზე და დაახლოებით 1.39 მილიონი BTC და 10.3 მილიონი ETH - დერივატივების ბირჟებზე. Bitcoin-ისა და Ethereum-ის მარაგების მხრივ ლიდერები არიან: Binance (563.000 BTC და 3.6 მილიონი ETH), Kraken (112.300 BTC და 1.3 მილიონი ETH), ასევე Coinbase (NASDAQ:COIN) (4.5 მილიონი ETH) და Coinbase Advanced (830.530 BTC). CryptoQuant თვლის, რომ Bitcoin-ისა და Ethereum-ის რეზერვების შემცირება ადასტურებს კრიპტო საზოგადოების მზარდ მოთხოვნას დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე. კრიპტო-ინვესტორებს ურჩევნიათ ფლაგმანური კრიპტო აქტივები შეინარჩუნონ თავიანთ ბალანსზე ზრდის მოლოდინში, ვიდრე ღირებულების მოკლევადიანი ზრდის შედეგად მიიღონ მოგება. მანამდე CryptoQuant-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მცირე სპეკულანტებს შორის პანიკის ფონზე Bitcoin-ის მსხვილმა მფლობელებმმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და იყიდეს 24000-ზე მეტი BTC. https://tinyurl.com/22f82wdk
  10. Intel-მა დაამატა Intel Application Optimization (APO) ტექნოლოგიის მხარდაჭერა უახლეს Core Ultra 200S პროცესორებში, რაც დანერგილია დრაივერის დონეზე და ავტომატურად განსაზღვრავს პროგრამულ უზრუნველყოფას და მის საჭიროებებს, და ანაწილებს CPU-ის რესურსებს რეალურ დროში აპლიკაციის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის. თამაშებში იგი უზრუნველყოფს წარმადობის 31%-მდე გაუმჯობესებას. მხარდაჭერა ვრცელდება Intel-ის მინიმუმ ექვსი P-ბირთვის მქონე პროცესორების ოთხ თაობაზე, მე-12 თაობიდან დაწყებული. ფოტოს წყარო: Intel ახლახანს გამოშვებულ Core Ultra 200S პროცესორებს შორის APO-სთან თავსებადი ჩიპების სიაში შედის Intel Core Ultra 9 285K, Intel Core Ultra 7 265K და Intel Core Ultra 7 265KF. მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი Intel Core Ultra 5 245K და 245KF პროცესორები არ იყო სიაში ჩამოთვლილი, მათ მფლობელებს მაინც შეუძლიათ გამოიყენონ APO გაფართოებულ რეჟიმში და ისარგებლონ თამაშებში კადრების მაღალი სიჩქარით. Arrow Lake პროცესორების გამოშვებით Intel-მა გააფართოვა თამაშების სია, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ APO-თი. თავდაპირველად მხარდაჭერილი იყო მხოლოდ ორი თამაში - Metro Exodus და Tom Clancy's Rainbow Six Siege. 2024 წლის მარტში სიას დაემატა 12 ახალი თამაში - Dirt 5, Dreams Three Kingdoms 2, F1 22, Final Fantasy XIV, Guardians of the Galaxy, Red Dead Redemption 2, Serious Sam 4, Strange Brigade, Watch Dogs: Legion, World of Tanks, World of Warcraft და World War Z, რის შედეგად APO-ს მიერ მხარდაჭერილი თამაშების საერთო რაოდენობა 14-დან 26-მდე გაიზარდა. უახლესი თამაშები, რომლებმაც APO-ს მხარდაჭერა მიიღეს, არის Company of Heroes 3, Counter-Strike 2, Cyberpunk 2077, Dota 2, Fortnite, Naraka: Bladepoint, Riftbreaker, Shadow of the Tomb Raider, Tiny Tina's Wonderlands, Total War: PHARAOH, Total War: THREE KINGDOMS და Total War: WARHAMMER 3. ზოგიერთი თამაში აღარ არის ახალი, მაგრამ ისინი კვლავ პოპულარულია და წარმადობის ტესტირებისთვის გამოიყენება. მაგალითად, Counter-Strike 2, Cyberpunk 2077 და Shadow of the Tomb Raider მთავარი თამაშებია გეიმინგ ბენჩმარკებისთვის, რადგან ისინი საშუალებას იძლევა პროცესორების შესაძლებლობები რეალურ პირობებში შეფასდეს. https://tinyurl.com/bdun5vms
  11. Apple გეგმავს Vision ჰედსეტი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს 2000 აშშ დოლარიანი ვერსიის გამოშვებით. მოდელში გამოყენებული იქნება იაფი მასალები და ნაკლებად მძლავრი პროცესორი, მაგრამ შეინარჩუნებს ძირითად ფუნქციებს. მარკ გურმანი თავის სიახლეების გზავნილ Power On-ის მეშვეობით იტყობინება, რომ Apple გეგმავს მომავალ წელს Apple Vision ჰედსეტის უფრო ხელმისაწვდომი ვერსიის გამოშვებას. მისი თქმით ახალი მოწყობილობა Vision Pro-სთან შედარებით თითქმის ორჯერ იაფი ეღირება. შეგახსენებთ, რომ Apple-ის ჰედსეტი Vision Pro მიმდინარე წლის დასაწყისში 3500 აშშ დოლარად იყო წარმოდგენილი, მაგრამ როგორც ჩანს კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს მის შემდგომ ვერსიაზე. წლის დასაწყისში ზოგიერთმა წყარომ მიუთითა, რომ Apple-მა შეაჩერა Vision Pro-ს განვითარება, რათა ფოკუსირება მოეხდინა უფრო იაფ ვარიანტზე, რადგან აშკარა გახდა, რომ Vision Pro-ს მაღალი ფასის გამო პროდუქტი ბევრისთვის მიუწვდომელი იყო. გურმანი აღნიშნავს, რომ ახალ ჰედსეტში სავარაუდოდ გამოყენებული იქნება ნაკლებად მძლავრი პროცესორი და იაფი მასალები. Vision Pro წარმოდგენილია M2 ჩიპით, ხოლო უფრო ხელმისაწვდომ მოდელში, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება A-სერიის ჩიპი, მაგალითად A18 Pro, რომელიც წარმადობით M1-ის მსგავსია. მასალების მხრივ ბიუჯეტურ ვერსიას სავარაუდოდ მეტი პლასტმასა ექნება Vision Pro მოდელისგან განსხვავებით, რომელიც დამზადებულია ალუმინისა და მინისგან. ასევე, მოხსენების თანახმად, ჰედსეტს სავარაუდოდ არ ექნება ფუნქცია EyeSight, რომელიც Vision Pro-ში დაინერგა. ეს ფუნქცია იყენებს ლენტიკულარულ დისპლეებს ჰედსეტის გარე ეკრანზე მფლობელის თვალებზე გამოსახულების გადასაცემად, რაც საშუალებას აძლევს სხვებს „დანახონ“ მფლობელის თვალები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია საინტერესოა, ის ასევე საკმაოდ ძვირია დამატებითი გარე დისპლეის გამოყენების საჭიროების გამო და სავარაუდოდ გამორიცხული იქნება ბიუჯეტური ვარიანტიდან. Apple იმედოვნებს, რომ უფრო ხელმისაწვდომი ჰედსეტი Apple Vision ორჯერ უკეთ გაიყიდება Apple Vision Pro-სთან შედარებით. ასევე ცნობილია, რომ უფრო სწრაფ პროცესორზე აგებული Apple Vision Pro 2 მოდელის გამოშვება 2026 წელს იგეგმება. https://tinyurl.com/2z38w4jb
  12. Ripple-მა გამოაცხადა, რომ უშვებს კრიპტოვალუტების შენახვის სერვისებს, რომლებიც შექმნილია საბანკო ინსტიტუტებისა და Fintech-კომპანიების დასახმარებლად მათი ციფრული აქტივების უსაფრთხოდ შენახვაში. კომპანიის თქმით, სერვისების გაშვება არის უფრო დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც გაფართოვდება ვირტუალური მონეტების შესანახად ახლადშექმნილ Ripple Custody განყოფილებაში. კომპანიამ აღნიშნა, რომ ახალი სერვისების მახასიათებლებს შორის არის წინასწარ კონფიგურირებული ოპერაციული და პოლიტიკის პარამეტრები, ინტეგრაცია Ripple XRP Ledger-ის ბლოკჩეინ პლატფორმასთან, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგი და ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც გახდა უფრო მარტივად გამოსაყენებელი. Ripple-ის ტოპ მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ახალი სერვისები დაეხმარება კომპანიას გასცდეს არსებულ ბიზნეს მოდელს და მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები მისი განვითარებისთვის. კომპანიამ დაამატა, რომ Ripple Custody-ის მომხმარებლებს უკვე მიეკუთვნება ისეთი დიდი ცნობილი ბანკები, როგორიცაა HSBC, BBVA-ს შვეიცარიული განყოფილება (BME:BBVA), Societe Generale (EPA:SOGN) და DBS. გარდა ამისა, Ripple გეგმავს თავის მომხმარებლებს მიანიჭოს რეალურ სამყაროში არსებული აქტივების - ფიატური ვალუტების, ასევე საქონლის, როგორებიცაა ოქრო და ნავთობი, ან უძრავი ქონების ტოკენიზაციის შესაძლებლობა XRP Ledger ტექნოლოგიის გამოყენებით. ამავდროულად, კომპანიის ტოკენს ამ სიახლეზე ფასის მხრივ რეაგირება არ მოუხდენია. https://tinyurl.com/2b56kxch
  13. Intel-მა წარადგინა დესკტოპ პროცესორების ახალი თაობა - Core Ultra 200S ან Arrow Lake-S. ახალ პროდუქტებში მწარმოებელი ყურადღებას ამახვილებს ენერგოეფექტურობაზე. პროცესორებში მოცემულია სრულიად ახალი მაღალი წარმადობის და ენერგოეფექტური ბირთვები, ახალი ინტეგრირებული გრაფიკა და, პირველად დესკტოპ პროცესორებში - ინტეგრირებული AI ძრავი (NPU). Intel ასევე გადავიდა დესკტოპ პროცესორების დასახელების ახალ სქემაზე. ფოტოს წყარო: Intel ამჟამად Intel-მა ახალი სერიის მხოლოდ ხუთი მოდელი წარადგინა. ყველა მათგანს აქვს განბლოკილი მულტიპლიკატორი მექანიკური აჩქარებისთვის (რაზეც მიუთითებს დასახელებაში "K" სუფიქსი) და აქვს 125 ვატი ენერგომოხმარება. ეს ჩიპები განკუთვნილია გეიმერებისა და ოვერქლოქერებისთვის. Core Ultra 200S ჩიპები უზრუნველყოფენ აჩქარების ახალ შესაძლებლობებს უფრო დახვეწილი სიხშირის კონტროლის წყალობით. Arrow Lake-S სერიის ფლაგმანური მოდელია Core Ultra 9 285K. ჩიპი წარმოდგენილია 24 ბირთვით (რვა მაღალი წარმადობის Lion Cove და 16 ენერგოეფექტური Skymont) და შესაძლებელია ავტომატურად აჩქარება 5.7 გჰც-მდე. პროცესორი მოიცავს ოთხ გრაფიკულ ბირთვს, რომლებიც დაფუძნებულია Xe-LPG არქიტექტურაზე. Core Ultra 7 265K მოდელს აქვს 20 ბირთვი (რვა მაღალი წარმადობის და 12 ენერგოეფექტური) და მაქსიმალური სიხშირე 5.5 გჰც-მდე. შემდეგ მოდის 14-ბირთვიანი Core Ultra 5 245K მოდელი (ექვსი მაღალი წარმადობის და რვა ენერგოეფექტური ბირთვი), რომელიც მუშაობს 5.2 გჰც-მდე სიხშირეზე. Core Ultra 7 265KF და Core Ultra 5 245KF ვარიანტები მათგან განსხვავდება მხოლოდ ინტეგრირებული გრაფიკის არარსებობით. Intel-ს არ წარუდგენია Core Ultra 9 285KF ვერსია ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე. ყველა Arrow Lake-S პროცესორს აქვს ინტეგრირებული NPU 13 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობით INT8 ფორმატზე, რაც 3.7-ჯერ ნაკლებია მობილური Lunar Lake პროცესორების NPU-წარმადობასთან შედარებით. Arrow Lake-S-ის ახალი მაღალი წარმადობის Lion Cove ბირთვებს აქვთ ოპერაციის შესრულების 18 I/O-პორტი და 36 მბ-მდე L3 ქეში. ახალ ჩიპებში მაღალი წარმადობის ბირთვების L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა გაიზარდა 2-დან 3 მბ-მდე თითო ბირთვზე. "დიდ" ბირთვებში წარმოდგენილია IPC-ის 9%-იანი ზრდა (შესრულებული ინტსრუქციების რაოდენობა ტაქტზე) მე-14 თაობის Core პროცესორების მაღალი წარმადობის Raptor Cove ბირთვებთან შედარებით. Skymont-ის ახალ ეფექტურ ბირთვებს აქვთ 4 MB L2 ქეში ოთხი ბირთვისგან შემდგარ კლასტერზე - წინამორბედებთან შედარებით გაორმაგებული სიჩქარით. მიღწეულია IPC-ის 32%-იანი ზრდა მთელი რიცხვების ოპერაციებისთვის და 72%-მდე ზრდა - ცვლადპუნქტიან ოპერაციებში Gracemont-თან შედარებით. Intel Arrow Lake-S არის პირველი დესკტოპ პროცესორები, როლებსაც აქვთ Xe-LPG არქიტექტურაზე დაფუძნებული Intel Xe გრაფიკული ბირთვები. ინტეგრირებულ გრაფიკას აქვს DirectX 12 Ultimate API პაკეტის მხარდაჭერა, მაგრამ Core Ultra 200S-ში მოცემული ახალი გრაფიკისგან სასწაულის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მისი წარმადობა თამაშებში იქნება საშუალო დონის. ინტეგრირებულ გრაფიკას აქვს Xe მედიაძრავი, ამიტომ გააჩნია კოდირების იგივე შესაძლებლობა, როგორც Alchemist-ს (AV1/AVC/HEVC კოდირება და ა.შ.). ასევე, ახალი პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკაზე მხარდაჭერილია DP4a ინსტრუქციები, რაც უზრუნველყოფს მას Intel XeSS სკალირების ტექნოლოგიის მხარდაჭერით. როგორც ზემოთ აღინიშნა, Arrow Lake-S დესკტოპ პროცესორებში Intel ყურადღებას ამახვილებს ენერგოეფექტურობაზე. მაგალითად, ფლაგმანური Core Ultra 9 285K მოიხმარს 58%-მდე ნაკლებ ენერგიას მაღალი წარმადობის ამოცანებში Raptor Lake Refresh პროცესორებთან შედარებით, რაც დასტურდება კომპანიის ოთხი შიდა ტესტით. თამაშებში ახალი პროცესორი მოიხმარს 73 ვატით ნაკლებს Core i9-14900K-თან შედარებით (საბაზისო პროფილის პარამეტრების გამოყენებით). რაც უფრო დაბალია ენერგიის მოხმარება, მით უფრო დაბალია სამუშაო ტემპერატურა. Intel-ის თქმით, Core Ultra 200S ჩიპები მუშაობენ 13 გრადუს ცელსიუსით უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე მათი წინამორბედები 360-მილიმეტრიანი გაგრილების სისტემების გამოყენებისას. რაც შეეხება თამაშებში ახალი ჩიპების წარმადობას, ფლაგმანური Core Ultra 9 285K უფრო ნელია, ვიდრე Core i9-14900K და AMD Ryzen 9950X - ეს არის საფასური ენერგომოხმარების შემცირების გამო. ამასთან, მხოლოდ დამოუკიდებელი ტესტები აჩვენებს თამაშებში ახალი პროცესორების მუშაობის რეალურ სურათს. ასევე ზემოთ აღინიშნა, რომ Arrow Lake-S გახდა Intel-ის პირველი დესკტოპ პროცესორი დიდი ხნის განმავლობაში, რომლისთვისაც მწარმოებელმა შეცვალა დასახელების სქემა. კომპანია თავდაპირველად გეგმავდა Meteor Lake-S დესკტოპის პროცესორების გამოშვებას Core Ultra 100 სერიის ფარგლებში, მაგრამ საბოლოოდ უარყო ეს გეგმა. ჩიპსეტის დასახელების სქემა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა სერიული ნომერი. Arrow Lake-S იმუშავებს Intel 800 სერიის ჩიპსეტებზე დაფუძნებულ დედა დაფებთან. Intel-მა ასევე წარადგინა ახალი Z890 ჩიპსეტი. ეს არის ფლაგმანური გადაწყვეტილება უფროსი ვერსიის დედა დაფებისთვის, რომელთა ღირებულება 200 აშშ დოლარი და მეტია. Arrow Lake-S პროცესორებს დასჭირდება ახალი LGA 1851 პროცესორის სოკეტი. ამჟამად უცნობია, ექნება თუ არა ამ სოკეტის მქონე დაფებს პროცესორების ერთზე მეტი თაობის მხარდაჭერა. ახალი LGA 1851 პლატფორმის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია 20 PCIe 5.0 არხის მხარდაჭერა მის წინამორბედებში არსებული 16-ის ნაცვლად. ეს ნიშნავს, რომ ახალი თაობის ვიდეო ბარათები PCIe 5.0 მხარდაჭერით არ შემოიფარგლება რვა არხით კომპიუტერებში PCIe 5.0 NVMe დისკების ერთდროულად გამოყენებისას. საერთო ჯამში ახალ პლატფორმაზე მხარდაჭერილია 48 PCIe არხი (20 PCIe 5.0 არხი და 24 PCIe 4.0 არხი ჩიპსეტის საშუალებით, კიდევ ოთხი PCIe 4.0 არხი CPU-ს მეშვეობით), 10-მდე USB 3.2 პორტი, 14 USB 2.0 პორტი და რვამდე SATA III პორტი. ახალ პროდუქტებში ასევე მხარდაჭერილია ორი Thunderbolt 4 პორტი, Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. ორარხიან მეხსიერების კონტროლერზე მხარდაჭერილია 48 გბ-მდე DDR5-6400 მოდულები, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა შეიძლება წარმოდგენილი იყოს 192 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით. UDIMM, CUDIMM, SODIMM და CSODIMM მოდულები მხარდაჭერილია და ასევე აღინიშნება ECC მხარდაჭერა. ახალი სერიის პროცესორებს ექნება წინამორბედების ანალოგიური ან უფრო იაფი ფასები. ფლაგმანური მოდელი Core Ultra 9 285K 589 აშშ დოლარი ღირს, ხოლო Core Ultra 7 265K მოდელი - 394 აშშ დოლარი. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ Core Ultra 7 265KF ვარიანტი ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე 379 აშშ დოლარად. რაც შეეხება 14-ბირთვიან Core Ultra 5 245K მოდელს, მისი ფასი 309 აშშ დოლარია, ხოლო ჩიპის ვერსია ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე 294 აშშ დოლარი ღირს. იმის გამო, რომ ახალი პროცესორები ასევე საჭიროებენ ახალი დედა დაფის შეძენას, მომხმარებლებს მოუწევთ მინიმუმ 200 აშშ დოლარის დახარჯვა მისთვის. გარდა ამისა, საჭირო იქნება DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოდულების ყიდვა, ვინაიდან Z890 ჩიპსეტზე არ არის მხარდაჭერილლი DDR4 RAM წინა Z790-ისგან განსხვავებით. Intel Core Ultra 200S დესკტოპ პროცესორები გაყიდვაში 24 ოქტომბრიდან გამოვა. https://tinyurl.com/ycx5ukw6
  14. AMD-მ წარადგინა მობილური პროცესორები Ryzen AI Pro 300 ლეპტოპებისთვის, რომლებიც გამოიყენება კორპორატიულ სექტორში. ჩვეულებრივი Ryzen AI 300-ის მსგავსად ჩიპების Pro ვერსიები დამზადებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით, აქვთ Zen 5 და Zen 5c ბირთვები, ასევე ინტეგრირებული RDNA 3.5 გრაფიკა. ფოტოს წყარო: AMD Zen 4-ზე დამყარებულ Ryzen Pro 8040 სერიის წინამორბედებთან შედარებით, რომლებსაც რვა ბირთვი ჰქონდათ, ახალ Ryzen AI Pro 300-ში წარმოდგენილია 12 Zen 5 ბირთვის კონფიგურაცია (ოთხი Zen 5 ბირთვი და რვა Zen 5c ბირთვი), ასევე მაქსიმალური სიხშირე 5. 0-დან 5.1 გჰც-მდე. Ryzen AI Pro 300 ასევე წარმოდგენილია AI ძრავით (NPU), რომელიც დაფუძნებულია მეორე თაობის XDNA არქიტექტურაზე და უზრუნველყოფს 55 TOPS-მდე (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობას INT8 გამოთვლებში. წინამორბედი NPU უზრუნველყოფდა 16 TOPS წარმადობას. AMD-ის თქმით, NPU-ის წარმადობის ზრდა სარგებელს მოუტანს კორპორატიულ აპლიკაციებს, რომლებიც იყენებენ დიდი ენის მოდელის (LLM) ტექნოლოგიებს. Pro ვერსიები განსხვავდება ჩვეულებრივი AMD პროცესორებისგან უსაფრთხოების სისტემების გაფართოებული ნაკრებით (Pro Security, Pro Manageability და Pro Business Ready), რაც მიზნად ისახავს კორპორატიული ინფორმაციის დაცვას. Pro Security ტექნოლოგია გთავაზობთ ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა Cloud Bare Metal Recovery (cMBR), Supply Chain Security (AMD Device Identity) და Watchdog Timers, რაც ხელს უწყობს სისტემის აღდგენას CPU-ის გათიშვის შემთხვევაში. AMD აცხადებს, რომ Ryzen AI 7 Pro 360 უზრუნველყოფს 9%-ით სწრაფ წარმადობას Intel Core Ultra 7 165U vPro-სთან შედარებით საოფისე აპლიკაციებში. თავის მხრივ, Ryzen AI 9 HX Pro 375 14%-მდე უფრო სწრაფია, ვიდრე Core Ultra 7 165H vPro მოდელი. სინთეტიკურ Cinebench R24 ტესტში AMD-ის ახალი პროდუქტები აფიქსირებენ შესაბამისად 30%- და 40%-ით უფრო მაღალ წარმადობას კონკურენტებთან შედარებით. Ryzen AI 9 HX Pro 375 და Ryzen AI 9 HX Pro 370 მოდელების მახასიათებლები არა-Pro ვერსიების იდენტურია. ორივე პროცესორი გვთავაზობს 12 ბირთვს 24 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. უფროსი მოდელის NPU-ს აქვს 55 TOPS წარმადობა, ხოლო Ryzen AI 9 HX Pro 370-ს - AI ძრავის წარმადობა 50 TOPS. ინტეგრირებული გრაფიკის სახით წარმოდგენილია Radeon 890M თექვსმეტი ბლოკით. Ryzen AI 7 Pro 360-ს აქვს 8 ბირთვი 16 ნაკადის მხარდაჭერით. შედარებისთვის, Ryzen AI 9 365-ს აქვს 10 ბირთვი 20 ნაკადის მხარდაჭერით. Pro ვერსიის NPU წარმადობა იგივეა - 50 TOPS. აქვს ინტეგრირებული Radeon 890M თორმეტი ბლოკით. ყველა Ryzen AI Pro 300 პროცესორს აქვს დინამიური TDP 15-დან 54 ვატამდე. ნოემბერში მოსალოდნელია Ryzen AI Pro 300-ზე დაფუძნებული ლეპტოპის პირველი მოდელების გამოჩენაა. სავარაუდოდ, ყველა მათგანი დააკმაყოფილებს Copilot Plus PC პლატფორმის მოთხოვნებს. თუმცა, ამ პროცესორებზე დაფუძნებული ლეპტოპების დიდი ნაწილი ბაზარზე გამოჩნდება არა უადრეს 2025 წელს. https://tinyurl.com/4j264ayn
  15. Samsung (KS:005930) Pay-მ გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება კრიპტო გადახდების პროვაიდერ Alchemy Pay-სთან, რომლის წყალობითაც სერვისის მომხმარებლებს ხელი მიუწვდებათ გადახდის სხვადასხვა მეთოდზე. Alchemy Pay-ს ვირტუალური ბარათის მობილური გადახდის სერვისში ინტეგრაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გადაიხადონ კრიპტოვალუტით, როგორც ოფლაინ მაღაზიებში, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ფუნქციას, ასევე ონლაინ პლატფორმებზე. ასეთებია მაგალითად, ChatGPT Plus, Apple (NASDAQ:AAPL) Store, Midjourney, Amazon (NASDAQ:AMZN), Netflix (NASDAQ:NFLX), Facebook (NASDAQ:META), eBay (NASDAQ:EBAY) და სხვა. Alchemy Pay-ს წარმომადგენლის თქმით ახალი პარტნიორობა სერვისში ახალი მომხმარებლების მოზიდვას გამოიწვევს. „ჩვენ უკვე გვყავს პლატფორმაზე მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი და კიდევ 500 000 ვირტუალური ბარათის მფლობელი. ვინაიდან ბევრი ბიზნესპარტნიორი გვყავს, კიდევ უფრო მეტი პოტენციური მომხმარებელი გვეყოლება, რომლებიც ჩვენს პროდუქტს ინტეგრაციის გზით გაეცნობიან“, - განაცხადა Alchemy Pay-მ. სექტემბერში Alchemy Pay-მ მსგავსი პარტნიორობა წამოიწყო Google (NASDAQ:GOOGL) Pay-სთან. ეს ასევე არ არის პირველი ინტეგრაცია კრიპტოვალუტის გადახდის პროვაიდერთან Samsung Pay-სთვის. მაგალითად, 2020 წელს სერვისი უკვე თანამშრომლობდა Swipe gateway-სთან, რათა პლატფორმის მომხმარებლებს საშუალება მისცემოდათ გადაეხადათ ციფრული აქტივებით Swipe Visa (NYSE:V) ბარათის მეშვეობით. https://tinyurl.com/2c93crp7
  16. MediaTek-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის ფლაგმანური ერთჩიპიანი პლატფორმა Dimensity 9400. ახალი ჩიპი ამ დროისთვის რეალურად ყველაზე ძლიერი პროცესორია Android სმარტფონებისთვის. იგი გამოირჩევა ტექნიკური მახასიათებლების ევოლუციური გაუმჯობესებით, ასევე რამდენიმე პერსპექტიული ინოვაციით. და, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. ფოტოს წყარო: mediatek.com MediaTek Dimensity 9400 დამზადებულია გაუმჯობესებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით, რაც, როგორც კომპანია გვპირდება, უზრუნველყოფს მისი ენერგოეფექტურობის 40%-ით გაზრდას წინამორბედ Dimensity 9300-თან შედარებით. ჩიპის ტაქტის სიხშირეა 3.65 გჰც, აქვს სამი Cortex-X4 და ოთხი Cortex-A720. როგორც ხედავთ, საერთოდ არ არის წარმოდგენილი ე.წ. "პატარა" Arm ბირთვები - მოცემულია მხოლოდ "დიდი" წარმადობის ბირთვები. ამ კონფიგურაციის წყალობით შესაძლებელი გახდა წარმადობის 35%-ით გაზრდა ერთბირთვიან რეჟიმში და 28%-ით - მრავალბირთვიან რეჟიმში. პლატფორმა მოიცავს 12-ბირთვიან Arm Immortalis-G925 GPU-ს გაზრდილი ქეშით (გაორმაგებული L2 ქეში და 50%-ით მეტი L3 ქეში), ასევე 40%-ით გაზრდილი რეითრეისინგის წარმადობა. MediaTek-ის საფირმო ნეიროდამუშავების ერთეული (NPU), ანუ ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი, მხარს უჭერს მსუბუქი მოდელების ლოკალურ სწავლებას და უზრუნველყოფს მოთხოვნების დამუშავების „80%-მდე გაუმჯობესებულ წარმადობას დიდი ენის მოდელების შემთხვევაში“. მხარდაჭერილია ვიდეოს გენერაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. არსებობს ფრეიმვორქი დეველოპერებისთვის, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნისთვის; წამოდგენილია უახლესი AI მოდელების და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ახალ ჩიპზე მხარდაჭერილია ულტრა სწრაფი LPDDR5X-10667 ოპერატიული მეხსიერება, ასევე UFS 4.0 ფლეშ დრაივები. Imagiq 1090 სიგნალის პროცესორი პასუხისმგებელია კამერებთან მუშაობაზე, მხარდაჭერილია კამერები 320 MP-მდე გაფართოებით, 8K ვიდეოს გადაღება 60 FPS სიჩქარით გრძელვადიან (3 საათამდე) რეჟიმში და 4K ვიდეო გადაღება 60 FPS სიჩქარით. ასევე ხელმისაწვდომია 100-მაგი ზუმი ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოსახულების გაუმჯობესებით. ინტეგრირებული 5G მოდემი უზრუნველყოფს 7 გბ/წმ-მდე სიჩქარეს, ხოლო Wi-Fi 7 მოდული - 7.3 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. MediaTek Dimensity 9400 პროცესორზე აგებული მოწყობილობები ბაზარზე მეოთხე კვარტალში გამოვა. კომპანიის განცხადებით ყველაზე ხშირად მისი ჩიპების დებიუტი შედგება ჩინური ბრენდების მოდელებში, როგორებიცაა Vivo და Oppo. https://tinyurl.com/mvvx7b6a
  17. 2026 წლისთვის Apple-მა შესაძლოა გამოუშვას ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Samsung-ის ანალოგიურ პროდუქტს და ასევე ხაზს გაუსვამს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის განსაკუთრებულ ურთიერთობას ჯანდაცვის პროდუქტებთან. ეს პროგნოზი მოცემულია ანალიტიკურ კომპანია CCS Insight-ის წლიურ ანგარიშში და თუ Apple გამოუშვებს ჭკვიან ბეჭედს, ეს იქნება კომპანიის პირველი ახალი პროდუქტი Vision Pro შერეული რეალობის ჰედსეტის გამოშვების შემდეგ. „ჯანმრთელობა Apple-ის ფუნდამენტურ საყრდენად იქცა. სინამდვილეში, მე ვიტყოდი, რომ იმ მომენტში, როდესაც [აღმასრულებელი დირექტორი] ტიმ კუკი გადაწყვეტს დათმოს ძალაუფლება და გავიდეს პენსიაზე, მინდა ვიფიქრო, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა Apple-ში იქნება პირადი ჯანმრთელობის დაცვა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ღრმა და პირადია კუკის წვლილი ჯანდაცვაში, მე ვფიქრობ, რომ ბეჭედი არის ძალიან კარგი [პროდუქტის] გაფართოება Apple-ისთვის,” - განუცხადა CNBC-ს CCS Insight-ის მთავარმა ანალიტიკოსმა ბენ ვუდმა. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობის საკითხებს - ეს მოიცავს Apple Watch სმარტ საათს სენსორების დიდი ნაკრებით და უახლეს ყურსასმენ AirPods Pro 2-ს, რომლებსაც შეუძლიათ სმენის აპარატის მსგავსად ფუნქციონირება. სმარტ ბეჭედი, ისევე როგორც სმარტ საათი, აღჭურვილია სხვადასხვა სენსორით, რომლებიც ხელს უწყობენ მომხმარებლის ჯანმრთელობის მაჩვენებლების გამოკვლევას, როგორიცაა გულისცემა. ამ სფეროში ერთ-ერთი პირველი იყო ფინური კომპანია Oura, მაგრამ წელს Samsung-მა გამოუშვა Galaxy Ring - კორეელი მწარმოებელი იმედოვნებს, რომ გარღვევას მიაღწევს ჯანდაცვის სექტორში მოწყობილობის ფართო აუდიტორიისთვის მიმართვით. 399 აშშ დოლარიანი სმარტ ბეჭედი აფართოებს Samsung-ის მოწყობილობების ეკოსისტემას და Apple-იც იმავე სტრატეგიას ატარებს. სმარტ ბეჭდებსა და სხვა გაჯეტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ადამიანების თითების განსხვავებული ზომები - შეკვეთამდე Samsung პოტენციურ მყიდველებს უგზავნის ნიმუშების ნაკრებს; Apple-ს აქვს საცალო მაღაზიების ფართო ქსელი, რომელიც ასევე შეუწყობს ხელს ამ მოწყობილობების გაყიდვას. და ბოლოს, ბეჭედი მოდის აქსესუარია, აღნიშნავს ანალიტიკოსი. „Apple არის ბრენდი, რომელსაც აქვს გარკვეული რეპუტაცია იმ პროდუქტის თვალსაზრისით, რომლითაც ხალხი ამაყობს. ვფიქრობ, Apple-ის ლამაზად დამზადებული ბეჭედი შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ ნივთიდან, რომელიც ერთგვარად სტატუსის სიმბოლოს წარმოადგენს“, - აღნიშნა ბენ ვუდმა. https://tinyurl.com/326cjmxw
  18. JPMorgan-ის ექსპერტებმა გამოავლინეს რამდენიმე „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ ფაქტორი, რომელებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს კრიპტოვალუტების ბაზარზე მომდევნო თვეებში, წერს The Block. ანგარიში განიხილავს ტექნიკურ, გეოპოლიტიკურ და სტრუქტურულ ასპექტებს, ასევე სეზონურ ტენდენციებს - კერძოდ, Uptober-ის ეფექტს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, Bitcoin-ზე დაფუძნებულ საბირჟო სავაჭრო ფონდებს (ETF) და Ethereum-ის მომავალ მთავარ განახლებას, სახელწოდებით Pectra. ოქტომბერი „ხარული“ უნდა იყოს მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ შემთხვევების 70%-ში ოქტომბერი მომგებიანი თვე იყო კრიპტო-ინვესტორებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ წარსულის შედეგები არ არის მომავლის გარანტია, ჩვენ გვჯერა, რომ ტერმინ „Uptober“-ის პოპულარიზაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს [ინვესტორების] ქცევასა და Bitcoin-ის პოზიციაზე წარმატებული თვის განმავლობაში“, - წერენ ანალიტიკოსები. Bitcoin-ის „ოქტომბრის“ დინამიკა 2013 წლიდან. წყარო: The Block, JPMorgan. ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთების შემცირების ციკლი ჯერ არ ახდენს გავლენას ბაზარზე ანალიტიკოსების აზრით კრიპტოვალუტის ბაზარს ჯერ არ უგრძვნია შეერთებულ შტატებში ძირითადი კურსის შემცირების სრული დადებითი ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ მონეტარული განმუხტვა, როგორც წესი, მხარს უჭერს სარისკო ფინანსურ ინსტრუმენტებს, კორელაცია ციფრულ აქტივებსა და მაჩვენებელს შორის რჩება ზომიერ 0.46-იან მაჩვენებელზე. ”ჩვენ ჯერ კიდევ არ გვიხილავს კრიპტოვალუტის ფასების ზრდა,” - ხაზგასმით აღნიშნეს ექსპერტებმა. JPMorgan-ში ასევე აღნიშნეს, რომ ისტორიული მონაცემების ნაკლებობა ართულებს Bitcoin-ის მომავალი ღირებულების პროგნოზირებას. „კრიპტო აქტივებმა აქტიური განვითარება მხოლოდ 2010-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. ამ პერიოდის უმეტესი პერიოდის განმავლობაში მაჩვენებლები ახლოს იყო ნულთან“, - განაცხადეს მკვლევარებმა. Bitcoin-ის ოფციონებმა შესაძლოა გაზარდონ ბაზრის ლიკვიდობა კიდევ ერთი პოტენციური კატალიზატორი შეიძლება იყოს Bitcoin-ის ETF-ებზე ოფციონებით ვაჭრობის ბოლოდროინდელი დამტკიცება. ანალიტიკოსები ელიან, რომ შედეგად გაიზრდება ლიკვიდურობა და ბაზარზე მოხოდება ახალი მონაწილეების მოზიდვა. „ოფციონების გამოჩენა ინვესტორებს აძლევს უფრო მოქნილ ინსტრუმენტებს ETF-ებთან მუშაობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ძირითადი აქტივის ლიკვიდურობის გაზრდას“, - აღნიშნეს მათ. ანალიტიკოსებმა დაამატეს, რომ ამ განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს პოზიტიური ჯაჭვური რეაქცია ბაზრის სტრუქტურის გაუმჯობესებით და ციფრული აქტივები ინსტიტუციური ინვესტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. Pectra გრძელვადიან გავლენას მოახდენს Ethereum-ზე Ethereum-ის მოახლოებული განახლება, სახელწოდებით Pectra, ანალიტიკოსების აზრიღ მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის აერთიანებს განახლებებს - Prague-ს და Electra-ს და მოიცავს ქსელის გაუმჯობესების 30-ზე მეტ წინადადებას (EIP), რაც მიზნად ისახავს ქსელის ეფექტურობის გაზრდას, ვალიდატორის მუშაობის ოპტიმიზაციას და ანგარიშის აბსტრაქციის შესაძლებლობების გაფართოებას. „მიუხედავად იმისა, რომ Pectra-ს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს Ethereum-ის ფუნქციონირება, ჩვენ ამ განახლებას განვიხილავთ, როგორც სტრუქტურულ გაუმჯობესებას და არა ფასის მყისიერ ზრდას“, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. ზოგადად, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი „ლოდინის რეჟიმშია“; მდგრადი ზრდის უფრო მკაფიო მაკროეკონომიკური ან სტრუქტურული ტრიგერები უკვე ნათელი ხდება. https://tinyurl.com/mr274tp6
  19. Adobe-მ წარადგინა უფასო ვებ-აპლიკაცია Content Authenticity, რომელიც საშუალებას აძლევს კონტენტის შემქმნელებს გამოიყენონ ატრიბუტის ტეგები თავიანთ სურათებზე, ვიდეოებსა და აუდიოზე და თავიდან აიცილონ ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის მათი გამოყენება. აპლიკაცია წარმოადგენს ცენტრალიზებულ ჰაბს Adobe Content Credentials პლატფორმისთვის, რომელიც აერთიანებს დაცულ მეტამონაცემებს ციფრული კონტენტის შემქმნელის, მფლობელის შესახებ არკვევს, გამოყენებული იქნა თუ არა AI ინსტრუმენტები ნამუშევრის შესაქმნელად. ფოტოს წყარო: Adobe Content Authenticity ინტეგრირდება Adobe Firefly AI მოდელებთან, ასევე Photoshop-თან, Lightroom-სა და Creative Cloud-ის სხვა აპლიკაციებთან, რომლებზეც უკვე მხარდაჭერილია კონტენტის მონაცემების დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ სურათზე, ვიდეოზე ან აუდიო ფაილზე და არა მხოლოდ Adobe ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნილ გამოსახულებაზე. Adobe ამტკიცებს, რომ მონაცემების წაშლა ძალიან რთულია, მაშინაც კი, თუ თქვენ გადაიღებთ დაცული შინაარსის ეკრანის სურათს. ყველა ინფორმაციის აღდგენა შესაძლებელია ციფრული ანაბეჭდების, “უხილავი წყლის ნიშნების” (Watermark) და კრიპტოგრაფიული მეტამონაცემების კომბინაციით. ნებისმიერ შემთხვევაში, ვისაც სურს ამ დაცვისთვის გვერდის ავლა, მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა მოუწევს. Adobe-მ გააადვილა Content Credentials-ის შემოწმება ვებ-გვერდებზე, რომლებიც არ აწვდიან ამ ინფორმაციას თავიანთ მომხმარებლებს. ვებ-აპლიკაცია Content Authenticity მოიცავს ხელსაწყოს, რომელიც აღადგენს და აჩვენებს ამ მეტამონაცემებს და რედაქტირების ისტორიას, ხოლო გაფართოება Content Authenticity Google Chrome, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია ბეტა რეჟიმში, შეძლებს კონტენტის გადამოწმებას პირდაპირ ვებ-გვერდზე. Content Authenticity ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაიცვან თავიანთი ნამუშევარი გენერაციული AI მოდელების სწავლებაში გამოყენებისგან. Adobe-ის საკუთარი მოდელების სწავლება ხდება მხოლოდ ლიცენზირებულ ან საჯაროდ ხელმისაწვდომ კონტენტზე, მაგრამ ეს დაცვა გამიზნულია იმისთვის, რომ ფართოდ იყოს გამოყენებული სხვა კომპანიების მიერ შექმნილ მოდელებზე - თუკი ეს ორგანიზაციები მხარს უჭერენ მას. Adobe "აქტიურად მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს ინდუსტრიის მასშტაბით ამ პერსონალიზაციის მიღებას." Adobe აცხადებს, რომ მოიზიდა 3700 ორგანიზაცია, რათა მხარი დაუჭირონ კონტენტის ავთენტურობის ინიციატივას. ინიციატივის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ტექნოლოგიური და ხელოვნური ინტელექტის სფეროს კომპანია მხარს უჭერს მას. აპლიკაცია Content Authenticity ბეტა რეჟიმში 2025 წლის პირველ კვარტალში გაეშვება. მის გამოსაყენებლად საკმარისია Adobe-ის უფასო ანგარიში. აპლიკაციის გამოშვება იქნება მთავარი განახლება Content Credentials სისტემისთვის და მოაგვარებს კონტენტის შემქმნელებისთვის წამოჭრილ ბევრ კრიტიკას. https://tinyurl.com/hj9xwtmn
  20. Meta-მ დაიწყო ახალი AI ინსტრუმენტების ტესტირება Facebook და Instagram პლატფორმებზე ვიდეო რეკლამის შესაქმნელად. ეს ხელსაწყოები საშუალებას მოახდინოთ სტატიკური სურათების ანიმირება და გააფართოვოთ ვიდეოს ფონი დამატებითი პიქსელების გენერირებით. ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს რეკლამის განმთავსებლებისთვის, რადგანაც აადვილებს დინამიური და ვიზუალურად მიმზიდველი სარეკლამო კონტენტის შექმნას. ახალი AI ინსტრუმენტების მასობრივი გაშვება დაგეგმილია 2025 წლის დასაწყისში. ფოტოს წყარო: Alexas_Fotos / Pixabay ერთ-ერთი მთავარი ინოვაციაა AI ინსტრუმენტი, რომელიც სტატიკურ ფოტოს ანიმაციურ სურათად აქცევს. სადემონსტრაციო ნიმუშში სტატიკური ფოტო გადაკეთდა ქილის ირგვლივ მოძრავი კენკრის ანიმაციურ გამოსახულებად. ფოტოს წყარო: Meta კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა არსებული ვიდეოების ზომის გაზრდის შესაძლებლობა. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეავსოს გამოტოვებული პიქსელები თითოეულ კადრზე, აფართოებს სურათს, თითქოს ორიგინალური ვიდეო თავდაპირველად უფრო დიდი ყოფილიყო. ეს პროცესი მოგვაგონებს სურათებთან მუშაობას გრაფიკულ რედაქტორებში, სადაც შეგიძლიათ გააფართოვოთ სურათის ფონი დამატებითი დეტალების ავტომატურად გენერირებით. Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი აფართოვებს Casetify-ს რეკლამი ფონს. წყარო: Meta Meta ამ სიახლეების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს. ინსტრუმენტები საშუალებას მისცემს რეკლამის განმთავსებლებს მარტივად და სწრაფად შექმნან დინამიური რეკლამები მინიმალური ძალისხმევით. ისინი ასევე შეავსებენ არსებულ AI ინსტრუმენტებს, რომლებიც ქმნიან ტექსტს და სურათებს რეკლამის შესაქმნელად. ამ ხელსაწყოების გამოყენებით შექმნილი რეკლამები გამოჩნდება ახალი სრულეკრანიანი ვიდეოს ჩანართში, რომელიც Facebook-ზე გამოჩნდება. უნდა აღინიშნოს, რომ Meta არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სარეკლამო კონტენტის შესაქმნელად. მაგალითად, Amazon-მა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა AI-ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შექმნას ვიდეო კლიპები პროდუქტის სურათებიდან, ხოლო TikTok ექსპერიმენტებს ატარებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ავატარების სარეკლამო კამპანიებში. https://tinyurl.com/yck2kxay
  21. MatrixPort-ის ანგარიშის თანახმად,კრიპტოვალუტების გლობალური მიღება უახლოვდება მნიშვნელოვან ეტაპს - ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 7.51% იყენებს ციფრულ აქტივებს. 2025 წლისთვის ამ მაჩვენებელმა შესაძლოა 8%-ს გადააჭარბოს. MatrixPort-ის ანალიტიკოსებმა დაადგინეს ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან ციფრული აქტივებისადმი მზარდი ინტერესი, როგორც კრიპტოვალუტების მიღების დაჩქარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მსხვილ კაპიტალზე განსაკუთრებით დადებითი გავლენა იქონია ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიებმა, მათ შორის BlackRock-მა, რომლებმაც თავიანთი ETF-ები გამოუშვეს წამყვან კრიპტოვალუტებზე. Bitcoin კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს კრიპტოვალუტის მიღებაში, რადგან ის ხშირად განიხილება, როგორც ღირებულების დაგროვების საშუალება. ამ მოსაზრებას ეთანხმება 10x Research-ის დამფუძნებელი მარკუს ტილენი. აშშ-ის ვალის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს Bitcoin-ზე მაღალი მოთხოვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკა შენელდება რეცესიის ან სავაჭრო ომების გამო. ეს ტენდენცია ახდენს Bitcoin-ის, როგორც დაცვის საშუალების პოზიციონირებას ეკონომიკური გაურკვევლობის დროს, განაცხადა ტილენმა. მიუხედავად MatrixPort-ის ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზებისა, კრიპტოვალუტების დანერგვა გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდება. ანალიტიკოსები ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ ბაზრის არასტაბილურობას, მარეგულირებელ მოთხოვნებს და საცალო ინვესტორების შეშფოთებას მათი აქტივების უსაფრთხოების შესახებ. https://tinyurl.com/49fna8sj
  22. ოქტომბრის ბოლოსთვის SK Hynix და Samsung Electronics გამოაცხადებენ თავიანთ შედეგებს მესამე კვარტლის შესახებ და მოსალოდნელია, რომ SK Hynix-მა შესაძლოა გადააჭარბოს Samsung Electronics-ს ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოებიდან მიღებული საოპერაციო მოგების მხრივ, წერს KoreaTimes. ფოტოს წყარო: SK Hynix ანალიტიკოსების კონსენსუს-პროგნოზის თანახმად SK Hynix-ის საოპერაციო მოგება მესამე კვარტალში გაიზრდება 6.76 ტრილიონ ვონამდე (დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო შემოსავალი იქნება დაახლოებით 17.99 ტრილიონი ვონი (დაახლოებით 13.3 მლრდ აშშ დოლარი). თუ პროგნოზები გამართლდება, კომპანიამ შესაძლოა მიაღწიოს კვარტალური საოპერაციო მოგების რეკორდულ დონეს მიუხედავად მეხსიერების ჩიპების გლობალური ბაზრის უარყოფითი პერსპექტივისა. ანალიტიკოსების ვარაუდით Samsung Electronics-ის საოპერაციო მოგება მესამე კვარტალში იქნება 10.77 ტრილიონი ვონი (7.96 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო მის განყოფილება Device Solutions-ის (DS) საოპერაციო მოგება - 5.2 - 6.3 ტრილიონ ვონამდე (3.85 – 4.66 მლრდ აშშ დოლარი) შემცირდება. Samsung Electronics არ ამხელს თითოეული ბიზნეს ერთეულის დეტალებს თავის პროგნოზში. ექსპერტების შეფასებით DS სამხრეთ კორეის ტექნიკური გიგანტის მთლიანი საოპერაციო მოგების 50%-ზე მეტს უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ SK hynix-მა შესაძლოა გადაუსწროს Samsung Electronics-ს ჩიპების მოგების მხრივ 400 მილიარდი ვონით 1.5 ტრილიონ ვონამდე, რაც დარტყმა იქნება Samsung-ის, როგორც მეხსიერების ჩიპების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის რეპუტაციისთვის. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ SK hynix წლიური საოპერაციო მოგების მხრივაც გადააჭარბებს Samsung-ს. SK hynix-ის მოგების ზრდა ასოცირდება HBM-ჩიპების წარმოების ზრდასთან, რომელსაც იგი აწვდის NVIDIA-ს - იგი მისთვის უმსხვილეს მომწოდებელია. SK Securities-ის ანალიტიკოსმა Han Dong-hee-მ აღნიშნა, რომ რვაფენიანი HBM3e-ის მზარდი წარმოება გამოიწვევს SK Hynix-ის მეხსიერების ჩიპების საშუალო გასაყიდი ფასის მნიშვნელოვან ზრდას. მისი პროგნოზით HBM-ის გაყიდვების წილი კომპანიის DRAM-ის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს 30%-ით გადააჭარბებს. HBM დაახლოებით 3-დან 5-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი DRAM პროდუქტები, რაც SK hynix-ისთვის უფრო მაღალ მოგებას განაპირობებს. ცოტა ხნის წინ SK hynix-მა დაიწყო 12-შრიანი HBM3e ჩიპების მასობრივი წარმოება. მეორე კვარტლის ანგარიშში ივლისში SK hynix-მა განაცხადა, რომ „წელს ელის თავისი HBM-ბიზნესის 300 პროცენტით ან უფრო მაღალ ზრდას“. Samsung Electronics-ც აწარმოებს HBM3e ჩიპებს, მაგრამ NVIDIA ჯერ კიდევ ტესტავს მის პროდუქტებს. TrendForce-ის თანახმად SK hynix ლიდერობდა HBM-ის გლობალურ ბაზარზე 53%-იანი წილით 2023 წელს, მას მოყვებოდა Samsung 38%-იანი მაჩვენებლით. https://tinyurl.com/2kavkzpk
  23. Apple გეგმავს მიმდინარე თვის ბოლოს განაცხადოს, რომ ახალი Mac Mini კომპიუტერის გაყიდვები, რომელიც, როგორც ამბობენ, ზომით Apple TV box-ის მსგავსია, დაიწყება 1 ნოემბერს. ამის შესახებ Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი აცხადებს. მან ასევე დაამატა, რომ Apple გამოუშვებს განახლებულ პლანშეტ iPad Mini-ს, რომლის აქტუალური ვერსია ჯერ კიდევ 2021 წელს გამოვიდა. ფოტოს წყარო: apple.com ახალი Mac Mini-ის გამოშვების მოახლოება საკმაოდ საინტერესო სიახლეა. ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ Apple-მა მნიშვნელოვნად შეცვალა კომპონენტების შიდა განლაგება და შეძლო მოწყობილობის ზომის შემცირება. მოსალოდნელია, რომ ახალი პროდუქტი წარმოდგენილი იქნება Apple M4 პროცესორით, ხოლო M4 Pro ჩიპის მქონე ფლაგმანურ ვერსიას ექნება გარე ინტერფეისების კარგი ნაკრები, თუმცა USB Type-A-ს გარეშე. გურმანის თქმით, Apple მოგვიანებით დააანონსებს საბაზისო 14-დუიმიან MacBook Pro-ს M4 ჩიპით, ასევე უფრო მძლავრ 14- და 16-დუიმიან MacBook Pro-ებს M4 Pro და M4 Max ჩიპებით, შესაბამისად. გარდა ამისა, მოსალოდნელია განახლებული all-in-one iMac-ის გამოსვლა. რაც შეეხება ახალ iPad Mini-ს, პლანშეტი სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება აპარატული განახლებით, თუმცა გარეგნული სახე იგივე დარჩება ან ოდნავ შეიცვლება. გრძელვადიან პერსპექტივაში გურმანი მოელის, რომ Apple დაანონსებს MacBook Air-ს M4 ჩიპით, iPhone SE-ს და iPad Air-ს განახლებული Magic Keyboard-ით და AirTag-ით. მოსალოდნელია, რომ ყველა ეს ახალი პროდუქტი ფართო საზოგადოების წინაშე 2025 წლის პირველ ნახევარში იქნება წარმოდგენილი. ასევე შესაძლებელია, რომ Apple-მა მომავალი წლის შუა და მეორე ნახევარში გამოუშვას Mac Studio-სა და Mac Pro-ს განახლებული ვერსიები. https://tinyurl.com/53wtfkzv
  24. 2024 წლის მესამე კვარტალში Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 2.5%-ით მსოფლიოს ხელისუფლებების მიერ დიდი გაყიდვებისა და გაკოტრებული კრიპტო ბირჟების მომხმარებლებისთვის გადახდების მიუხედავად. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს მიუთითებს ბაზარზე გაზრდილ სტაბილურობაზე, რომელიც ინსტიტუციონალების მიერ განხორციელებული გაყიდვების გამო არასტაბილურობის მატებას აწყდება. ყველა სირთულის გათვალისწინებით Bitcoin 2024 წელს საუკეთესო აქტივად დარჩა. გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ცვალებადობის ინდექს VIX-მა მიაღწია მხოლოდ სამჯერ დაფიქსირებულ დონეს მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. აქციებმა და ძვირფასმა ლითონებმაც კარგი შედეგები დააფიქსირეს, რითაც გააგრძელეს 2023 წლის ტენდენციები. Bitcoin ETF-ების მიმართ ინტერესი ასევე გაგრძელდა ამ პერიოდში და BTC-ის ბირჟაზე ვაჭრობის უმსხვილესი ფონდის მმართველი BlackRock განაგრძობდა კრიპტოვალუტის დამატებას თავის პროდუქტებში. ეს ქმედებები ადასტურებს ინვესტორების რწმენას პირველი კრიპტოვალუტის მიმართ. მესამე კვარტალში კორელაცია Bitcoin-სა და აშშ-ის აქციებს შორის გაიზარდა 0.46-მდე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კრიპტოვალუტა სულ უფრო მეტად შეესაბამება ტრადიციულ აქტივებს. თუმცა, გრძელვადიანი კორელაცია რჩება დაბალ 0.12-იან მაჩვენებელზე, რაც მიანიშნებს, რომ Bitcoin კვლავ წარმოადგენს პორტფელის დივერსიფიკაციის საიმედო საშუალებას. https://tinyurl.com/msz3n3cb
  25. სამი თვის შემდეგ, CES 2025-ის გახსნაზე, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი დააანონსებს ახალ აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ანონსი, სავარაუდოდ, უფრო მეტად დაკავშირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ახალ ტექნოლოგიებთან, გეიმერებმაც უნდა ადევნონ თვალი ამ მოვლენას, რადგან Nvidia-მ შესაძლოა ახალი თაობის Blackwell სერიის გეიმინგ გრაფიკული ბარათები წარადგინოს. ფოტოს წყარო: Nvidia Nvidia მონაწილეობას CES 2025-ზე, რომელიც გაგრძელდება 7-დან 10 იანვრამდე. კომპანიას ამ ღონისძიებისთვის საკუთარი პავილიონიც კი აქვს დაგეგმილი. კომპანიის ხელმძღვანელი სიტყვით გამოსვლას 6 იანვარს, გამოფენის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე ერთი დღით ადრე აპირებს. უნდა აღინიშნოს, რომ თავად Nvidia-ს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია მონაწილეობა CES-ზე - ეს ინფორმაცია გამოფენის ორგანიზატორმა Consumer Technology Association-მა (CTA) გაავრცელა. სამომხმარებლო ტექნოლოგიების ასოციაცია (CTA), CES-ის მფლობელი და ორგანიზატორი, მსოფლიოში უდიდესი ტექნოლოგიების სავაჭრო შოუ, აცხადებს, რომ Nvidia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი იქნება მთავარი მომხსენებელი CES 2025-ზე. შოუ გაიმართება ლას-ვეგასში 7-დან 10 იანვრამდე. ჰუანგი ისაუბრებს ორშაბათს, 6 იანვარს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. არაოფიციალური ცნობებით Nvidia სავარაუდოდ დააანონსებს GeForce RTX 50 სერიის გეიმინგ გრაფიკის ახალ თაობას მომავალ CES-ზე, ამასთან უფროსი RTX 5090 და RTX 5080 მოდელები და შესაძლოა გამოუშვას იმავე თვეში. ამასთან, Nvidia, როგორც წესი, აწყობს ცალკეულ ღონისძიებებს GeForce ამაჩქარებლების ანონსისთვის და CES, როგორც წესი, არ წარმოადგენს ასეთი განცხადებების ადგილს. ისტორიულად, CES-ზე კომპანია აანონებს მობილურ ვიდეო ბარათებს. https://tinyurl.com/43dv5kyk
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.