-
Posts
7320 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
SpaceX-ის გენერალური დირექტორი უარს არ ამბობს უახლოეს ვადებში განხორციელდეს პროექტი Starlink-ი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს თანამგზავრების გაშვება სატელიტური ინტერნეტის სისტემების ასამოქმედებლად. REUTERS/Mike Blake სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მასკი სიეტლში იმ მიზნით იმყოფებოდა, რომ შეხვედროდა ინჟინრებს, პროექტის ხელმძღვანელებს, რომელთაც გადამწყვეტი როლი აქვთ აეროკოსმოსური კომპანიის ზრდაში. მასკმა პროგრამის უმაღლეს ხელმძღვანელთაგან შვიდი წევრი გაათავისუფლა თანამდებობიდან, რაც გამოწვეული იყო მისი უთანხმოებით გუნდთან სამუშაო ტემპებთან დაკავშირებით, კერძოდ, ის ტემპები, როგორც მიმდინარეობდა Starlink-ის თანამგზავრების აწყობა და ტესტირება. მასკმა სასწრაფოდ ჩაანაცვლა გათავისუფლებული თანამშრომლები ახლებით: მენეჯერები SpaceX-ის კალიფორნიაში არსებული შტაბ-ბინიდან გადმოიყვანა. წყაროების ინფორმაციით, გუნდის ახალ წევრებს წარედგინათ დავალება - მოხდეს პირველი სერიის კოსმოსური აპარატების გაშვება მომავალი წლის შუა პერიოდში. მენეჯმენტისათვის დადგენილი ვადები მოწმობს, რამდენად სწრაფად სურს მასკს SpaceX Starlink პროგრამის რეალიზება. მოგახსნებთ, რომ ხსენებული პროგრამა კონკურენციას უწევს OneWeb-სა და Telesat Canada-ს და, როგორც ჩანს, მასკს სურს პირველი გავიდეს ბაზარზე ახალი თანამგზავრული ინტერნეტ-სერვისის საშუალებით. https://3dnews.ru/977597
-
- 1
-
-
ASUS-მა დააანონსა გეიმინგ დესკტოპი Strix GL10CS - Full-size სიმძლავრის მოწყობილობა კომპაქტურ კეისში. მოწყობილობას აქვს ფუტურისტული დიზაინი და Aura Sync RGB განათება, რომელიც კონტროლდება Armory Crate-ის მეშვეობით. დესკტოპს აქვს 6 ბირთვიანი Intel® Core ™ i7-8700 პროცესორი 12 ნაკადით, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად რამოდენიმე ამოცანა შესრულდეს შეუფერხებლად - დაწყებული თამაშებიდან - დამთავრებული კონტენტის შექმნამდე. მოწყობილობას აქვს 32 გბ DDR4 მეხსიერება. NVIDIA GeForce GTX 10- სერიის ვიდეო ბარათების წყალობით, GL10CS იძლევა საუკეთესო წარმადობის გარანტიას თანამედროვე თამაშების თვალსაზრისით. გეიმინგ დესკტოპის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია ვირტუალური რეალობის გარნიტურებთანაც, რაც გეიმერებს ახალ გამოცდილებებსა და შეგრძნებებს ჰპირდება. GL10CS-ის პროცესორები და გრაფიკული ბირთვები მაღალი სიჩქარის გარანტიას იძლევა. მონაცემთა შესანახად აგრეთვე განკუთვნილია 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. ამას გარდა, დრაივს შეიძლება დაემატოს Intel Optane ™ Memory-ც, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ჩამოტვირთვის დროს და გაზრდის რეაქციის სიჩქარეს. The gigabit Ethernet კავშირი უზრუნველყოფს შეფერხების მინიმალურ დონეს. GL10CS-ს ასევე აქვს Intel’s 802.11ac Wave 2 Wi-Fi card-ისა და 2x2 MU-MIMO-ის მხარდაჭერა. უნიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფა Armory Crate პასუხისმგებელია დესკტოპის ყველა დეტალთან წვდომაზე. მარტივად არის შესაძლებელი RGB განათების მართვა, ფერებისა და ეფექტების არჩევა, სინქრონიზაცია სხვა პერიფერიულ Aura-compatible მოწყობილობებთან, როგორებიცაა კლავიატურა, მაუსი, vr ჰედსეტები. ASUS ROG-ის გუნდისთვის ცნობილია, რომ თამაშები სოციალურია და ხშირად საჭირო ხდება კომპიუტერების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. GL10CS შემუშავებულია იმ მიზნით, რომ გაუძლოს ტესტირებას დაცემასა და ვიბრაციაზე. ჩატარებული ტესტები იმიტირებდა მოწყობილობის ტრანსპორტირებისას შექმნილ შესაძლო სირთულეებს. მოგეხსენებათ, რომ თუდაც ტურნირების გამო გეიმერებს უწევთ მოწყობილობის გადატანა დანიშნულების ადგილზე. გარდა ტრანსპორტირებისას რყევებისა, გათვალისწინებული იყო ექსტრემალური ტემპერატურა და სინესტე, აგრეთვე ძაბვისა და სიხშირის მერყეობა, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს არასანდო კვების წყაროს შემთხვევაში. გეიმინგ დესკტოპი ASUS ROG Strix GL10CS ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის პირველი კვარტლიდან. https://www.guru3d.com/news-story/asus-republic-of-gamers-announces-strix-gl10cs.html
-
ცნობილი გახდა, რომ Apple ამზადებს პროგრამას „Repair Vintage Apple Products Pilot“ - მოწყობილობებისთვის, რომლებიც უკვე მოძველებულ მოდელებად ითვლება. კომპანია უფლებას იტოვებს, უარი თქვას დივაისის შეკეთებაზე, თუკი საჭირო სათადარიგო ნაწილები არ ექნება, თუმცა საპილოტე პროგრამა საერთო ჯამში ორიენტირებულია იმაზე, რომ შეკეთდეს ისეთი დივაისები, როგორებიცაა მაგალითად, 2011 წელს გამოსული iPhone 4S ან 2012 წლის MacBook Pro. რამოდენიმე დღის წინ Apple-მა სიამაყით განაცხადა, რომ ახალი MacBook Air და Mac mini დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული ალუმინისგან. ასევე, კომპანიამ მიაღწია მნიშვნელოვან მიზანს - მთლიანად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის წყაროები (გარკვეული პირობებით). შეკეთების წყალობით, ხუთიდან შვიდ წლამდე გაზრდილი მოქმედების დრო უფრო გააძლიერებს Apple-ის გარემოსდაცვის ზემოქმედებას - მოწყობილობები გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში პირდაპირ ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდება. ძველი პროდუქტების რემონტი - ეს ცალსახად კარგი აზრია, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ დეფექტიან მოწყობილობათა უმეტესობა მაინც გადასაგდებადაა განწირული და არ ექვემდებარება შეკეთებას. ამ დროისთვის, პროგრამა მოიცავს შემდეგი დივაისების უზრუნველყოფას: iPhone 5 (GSM / CDMA) MacBook Air (11 დუიმი, 2012 წ. ) MacBook Air (12 დუიმი, 2012 წ.) iMac (21,5 დუიმი, 2011 წ.) - მხოლოდ აშშ-სა და თურქეთში. iMac (27 დუიმი, 2011 წლის შუა პერიოდი) - მხოლოდ აშშ-სა და თურქეთში. 30 ნოემბერს ამ ჩამონათვალს დაემატება შემდეგი დივაისები: iPhone 4S MacBook Pro (15 დუიმი, 2012 წ.) 30 დეკემბრიდან პროგრამაში დაემატება: MacBook Pro (Retina, 13 დუიმი, 2012 წლის ბოლო) MacBook Pro (Retina, 13 დუიმი, 2013 წლის დასაწყისი) MacBook Pro (Retina, 2012 წლის შუა პერიოდი) Mac Pro (2012 წლის შუა პერიოდი) iPhone 5 (GSM) როგორც ვხედავთ, ჩამონათვალი საკმაოდ მნიშვნელოვანია და მოიცავს Apple-ის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ სმარტფონებსა და ლეპტოპებს. ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიის მხრიდან სწორად გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. https://www.theverge.com/2018/11/1/18052354/apple-repair-vintage-products-pilot-iphone-4s-5-macbook-2012
-
ციფრული ავტორიტარიზმი აღმავლობას განიცდის - თუკი დავუჯერებთ ორგანიზაციებს, რომლებიც იკვლევენ ამ მოვლენას. აშშ-ის ორგანიზაცია Freedom House ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები ეძებენ საშუალებებს, მოიპოვონ კონტროლი მომხმარებლების მონაცემებზე. ხელისუფალნი იღებენ კანონებს, რომლებიც თითქოსდა მიმართულია ფეიკი სიახლეების წინააღმდეგ, სინამდვილეში კი ცდილობენ განსხვავებული აზრების ჩახშობას. უკვე რვა წელია Freedom House ხედავს მთელ მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების დონის ვარდნას. ძველად, გლობალური ქსელი თავისუფლების გამოხატულებად ითვლებოდა, ახლა კი ტექნოლოგიები მიმართულია შეზღუდვისა და კონტროლისკენ - თვლიან მკვლევარები. ციფრულ სამყაროში სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ძალაუფლების მქონე პირები და პოპულისტები იყენებენ ფეიკ სიახლეებსა და წყაროებს. აშშ-ში მთავარ პრობლემად ითვლება ქსელური ნეიტრალიტეტის გაუქმება. ბევრ სხვა ქვეყანაში კი სიტუაცია გაცილებით უარესია. განხილული 65 ქვეყნიდან 17-ში ონლაინ-მედიის შემზღუდავი კანონები მოქმედებს. სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს მაგალითს ჩინეთისგან, რომელიც ცენზურით ცნობილია. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ინდოეთსა და შრი-ლანკაში, პერიოდულად აუქმებენ ან ზღუდავენ წვდომას ინტერნეტზე რელიგიური ან ეთნიკური კონფლიქტების საპასუხოდ. 18 ქვეყანაში აღმოჩენილია ძიებისა და თვალთვალის რიცხობრივი ზრდა - თვალთვალი მიმდინარეობს თითქოსდა მონაცემთა დასაცავად არსებული კანონების მხარდასაჭერად. კომპანიებისგან შეიძლება ლოკალურად იქნას მოთხოვნილი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, მათზე წვდომა კი სახელმწიფო ორგანოებს ექნებათ. 32 ქვეყნის ხელისუფლება იყენებს ფასიან კომენტატორებს, ბოტებს, ტროლებს - საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციებისთვის. WhatsApp-ი და სხვა დახურული მესენჯერები უფრო და უფრო პოპულარული სამიზნე ხდება მანიპულაციებისთვის. https://bit.ly/2QeArKm
-
კომპანია Apple-მა წარადგინა საფირმო პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია - iOS 12.1, სმარტფონებისთვის: iPhone Xs, iPhone Xs Max და iPhone Xr. სოფთვეარი ასევე განკუთვნილია ძველი მოდელებისთვისაც: iPhone 8-ის, iPhone 8 Plus-ისა და iPhone X-ისთვის. აფდეითი გაკეთდა ახალ მოდელებში არსებული ე.წ “beautygate”-ის პრობლემის მოსაგვარებლად, რომლის გამოც ფრონტალური კამერით გადაღებული ფოტოები გამოდიოდა არაბუნებრივი, თითქოს მათზე beauty-ფილტრი იყო დადებული. როგორც გაირკვა, გავრცელებიდან რამოდენიმე საათშივე iOS 12.1 აფდეითმა მოაგვარა სმარტფონებში არსებული პრობლემები. თუმცა, განახლების შემდეგ, iPhone-ების მფლობელები ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. კერძოდ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ არის შესაძლებელი შევიდეთ კონტაქტებში ისე, რომ გვერდი ავუაროთ განბლოკვისთვის საჭირო პაროლს FaceTime-ფუნქციის საშუალებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რაც iOS-ის უსაფრთხოებას უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, პაროლის შეყვანის გარეშე „გალერეასთან“ წვდომაც შესაძლებელია. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ახალი ბაგის გამოსწორებას კომპანია Apple უახლოეს მომავალში მოახერხებს. https://bit.ly/2qoXWoX
-
კომპანია Lenovo-მ ოფიციალურად წარადგინა სმარტფონი Z5 Pro, რომელიც სლაიდერის ტიპისაა: ზედა ნაწილში აქვს მოძრავი მოდული, რომელზეც განთავსებულია ორი ფრონტალური კამერა. კამერის შემადგენლობაში შედის 16 და 8 მეგაპიქსელიანი სენსორები. სმარტფონს აქვს სახის ამოცნობის სისტემა. იმის წყალობით, რომ სმარტფონი სლაიდერის ტიპისაა, შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად წვრილჩარჩოებიანი დიზაინის წარმოდგენა. როგორც ცნობილია, დისპლეი იკავებს კორპუსის ფრონტალური პანელის ზედაპირის 95,06 %-ს. სმარტფონის დისპლეი არის Full HD+ Super AMOLED ტიპის, დიაგონალის სიგრძეა 6,39 დუიმი, გაფართოება - 2340 × 1080 პიქსელი. გვერდების შეფარდებაა 19,5:9-სთან. ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass-ით. დისპლეიზე განთავსებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. სმარტფონს უკანა მხარეს აქვს კიდევ ორი კამერა, რომელიც მოიცავს 16 მეგაპიქსელიან Sony IMX519 (f/1,8) და 24 მეგაპიქსელიან Sony IMX576 (f/1,8) სენსორებს. სმარტფონი მუშაობს Snapdragon 710 პროცესორზე, იგი შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,2 გიგაჰერცამდე, გრაფიკულ ბირთვს Adreno 616-ს, ხელოვნური ინტელექტის ბლოკს - Artificial Intelligence (AI) Engine და Snapdragon X15 LTE მოდემს. სმარტფონი წარმოდგენილია 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, ფლეშ-მოდულის მოცულობაა 64/128 გიგაბაიტი (კონფიგურაციის მიხედვით). აქვს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 ადაპტერები. ასევე, GPS/GLONASS-მიმღები, USB Type-C პორტი, NFC მოდული და ბატარეა 3350 მილიამპერი/სთ მოცულობით. სმარტფონის გაბარიტებია 155,12 × 73,04 × 9,3 მმ, წონა - 210 გრამი. Lenovo Z5 Pro მოდელი ფუნქციონირებს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 (Oreo)-ზე. ღირებულებას რაც შეეხება, 64 გიგაბაიტიანი მოდიფიკაციის ფასია 290, 128 გიგაბაიტიანისა კი - 330 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/977609
-
ევროკავშირის საზღვრებთან მალე დაიწყება ხელოვნური ინტელექტის მქონე სიცრუის დეტექტორების ტესტირება. პროგრამა, სახელწოდებით iBorderCtrl, ექვსი თვის განმავლობაში ამუშავდება უნგრეთის, ლატვიისა და საბერძნეთის საზღვრებზე (იგულისხმება გამყოფი საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ შედიან ევროკავშირის შემადგენლობაში). პროექტი iBorderCtrl-ი ფინანსება ევროკავშირის მხრიდან. იგი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა დააჩქაროს და გაამარტივოს საზღვრის გადალახვის პროცედურა მოგზაურებისთვის. სისტემის მიხედვით, მომხმარებლები ავსებენ ონლაინ-განაცხადს და ახდენენ გარკვეული დოკუმენტების ატვირთვას, (მაგალითად საპასპორტო მონაცემების). შემდეგ ეტაპზე კი ვირტუალური მესაზღვრის კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა. მოგზაურები პასუხობენ კითხვებს ვებ-კამერის წინ, სისტემა გააანალიზებს და შეაფასებს მათ მიკროჟესტებს. თუკი iBorderCtrl განსაზღვრავს, რომ მოგზაურის პასუხები სიმართლეს შეესაბამება, პირები იღებენ QR-კოდს, რითიც შეძლებენ საზღვრის გადალახვას. თუკი იქნება ეჭვის საფუძველი, პიროვნების ბიომეტრიული ინფორმაცია - თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება გადაეცემა უკვე აგენტს (ადამიანს) და იგი გააკეთებს საბოლოო შეფასებას. პროგრამა, რა საკვირველია, ექსპერიმენტალურად ითვლება და არ გამორიცხავს, მაინც მოხდეს საეჭვო პიროვნების მიერ საზღვის გადალახვა. წინა ტესტირებას ეფექტურობის მხოლოდ 76 %-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. ამჯერად კი iBorderCtrl-ის გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ სისტემის ეფექტურობა 85 %-ს მიაღწევს. 85%-იანი მიზნის მიღწევის მიუხედავად, სისტემა არ არის დაზღვეული შეცდომებისგან და ეს არც არის გასაკვირი: კვლევები აჩვენებს, რომ სახის ამოცნობის ალგორითმებს სახის ამოცნობასა და ერთმანეთში არევის პრობლემები აქვს. https://www.theverge.com/2018/10/31/18049906/eu-artificial-intelligence-ai-lie-detector-border-points-immigration
-
ბრუკლინში გამართულ ივენთზე კომპანია Apple-მა წარადგინა ახალი პროცესორი A12X Bionic, რომელიც გამოყენებულია ახალ iPad Pro-ში. წარმომადგენლის თქმით, იგი ბევრად ძლიერი ვერსიაა ამჟამად მოქმედ A12 ჩიპთან შედარებით. A12 პროცესორის მსგავსად, ახალი ჩიპი წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და 10 მილიარდზე მეტი ტრანზისტორი აქვს. ჩიპს გააჩნია 8-core CPU და 7-core GPU. თითოეული ბირთვის წარმადობა 35%-ითაა გაზრდილი წინა თაობის iPad Pro-სთან შედარებით, საერთო ჯამში კი წარმადობამ 90%-ით მოიმატა. მწარმოებელთა განცხადების მიხედვით, გრაფიკა 1000-ჯერ უფრო სწრაფია და იგი Xbox One S-ის გრაფიკას შეადარეს. Apple-ისგან გაკეთდა თამამი განცხადება, რომ ახალი iPad Pro უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე სხვა მობილური კომპიუტერების 92 %, რომლებიც მუშაობენ Intel Core i7 პროცესორზე. A12X პირველად ათავსებს iPad-ში ნეირონულ ძრავს, ასე რომ მოწყობილობა მზადაა Core ML ამოცანებისთვის. ახალი კონტროლერი უზრუნველყოფს 1 ტერაბაიტ მოცულობის მონაცემთა შენახვას. A12X-ს აქვს USB Type-C პორტის მხარდაჭერა, ასე რომ ახალი iPad Pro არ საჭიროებს Lightning კონექტორს. ჩიპს აგრეთვე აქვს შერეული რეალობის აპლიკაციების მხარდაჭერა. /www.tomshardware.com
-
თანდათან მატულობს განაცხადები, რომ NVIDIA GeForce RTX 2080 Ti გრაფიკულ ბარათებს ქარხნული წუნი აქვთ: უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი, რომელთაც ადრეული შენაძენი გააკეთეს, აცხადებს, რომ ბარათები წყობიდან გამოდის. ზოგიერთი მათგანი მიუთითებს გამოსახულების გაშვების პრობლემასა და არასტაბილურობაზე დაყენების მომენტიდანვე. ზოგიერთ მომხმარებელთან კი ანალოგიური დეგრადაცია მოხმარებიდან რამოდენიმე დღეში შეიმჩნევა, მიუხედავად იმის, განხორციელდა თუ არა მანიპულაციები დატვირთვის რეჟიმში. მცირე ხნის წინ გამოშვებული RTX Turing ვიდეო ბარათები - ყველაზე მძლავრი გრაფიკული ამაჩქარებლებია, რაც კი ოდესმე შექმნილა. თუმცა, წარმადობა წინამორბედებთან შედარებით არც ისე დიდია, ასევე, მომხმარებლები აქცენტს აკეთებენ ბარათების მაღალ ფასზეც. როგორც აღმოჩნდა, გაყიდვების დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში, ბარათებს ხარისხის პრობლემაც დაემატა. NVIDIA-ს ფორუმზე ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოჩნდა ინფორმაციები „მომაკვდავ“ ან უკვე მწყობრიდან გამოსულ ვიდეო ბარათებზე. მომხმარებლების მხრიდან არის უკმაყოფილება RTX 2080 ბარათებზეც, თუმცა შედარებით ნაკლებად - განსაკუთრებით მეტი ცნობაა 2080 Ti ბარათების პრობლემებთან დაკავშირებით. არის ისეთი შემთხვევებიც, რომ მომხმარებლებმა დააბრუნეს წუნდებული პროდუქტი და ახალი მიიღეს NVIDIA-სგან, თუმცა მათი დაბრუნებაც მოუწიათ, ისევ და ისევ შექმნილი პრობლემების გამო. როგორც ჩანს, პრობლემები უპირველეს ყოვლისა აქვს RTX 2080 Ti Founders Edition პირველად გამოცემულ ბარათებს, თუმცა Gigabyte და ASUS-ის ამაჩქარებლების მფლობელებიც იტყობინებიან პრობლემების შესახებ. საუბარი ნაადრევია იმაზე, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებით მასიურ მოვლენასთან, თუმცა მომხმარებლებში გაურკვევლობას იწვევს ბარათები, რომლის შესაძენადაც მათ 1000 დოლარის გადახდა უწევთ. https://3dnews.ru/977534
-
- 4
-
-
-
დაძაბული საშემოდგომო სეზონის ბოლოს, Apple-მა განაცხადა, რომ თვის ბოლოს გამართულ ივენთზე გამოცხადებული სიახლეები ამ წლისთვის ბოლო აფდეითია კომპანიის მხრიდან. კომპანიამ ივენთზე წარადგინა ახალი iPad Pro, MacBook Air და Mac mini. ყველა ახალი მოწყობილობის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. MACBOOK AIR როგორც იქნა, განახლება შეეხო MacBook Air-ს, MacBook Pro-ს განახლებიდან წლების შემდეგ. ახალ მოწყობილობას აქვს 13,3 დუიმიანი Retina დისპლეი, მესამე თაობის butterfly კლავიატურა, სენსორული იდენტიფიკატორი და 50%-ით უფრო ვიწრო ჩარჩოები. Trackpad-ი 20%-ით უფრო დიდია წინასთან შედარებით, აქვს სტერეოდინამიკები, რომლებიც 25%-ით უფრო მძლავრია, აქვს ასევე Siri-ს მხარდაჭერა. ყურსასმენების კონექტორთან ერთად განთავსებულია ორი USB-C პორტი. ახალი MacBook Air-ი მუშაობს ორბირთვიან Intel Core 8th Gen პროცესორზე, აქვს 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 1,5 ტერაბაიტი მოცულობის მქონე SSD. წინამორბედ MacBook-თან შედარებით, ახალი დივაისი შედარებით ნაკლებს იწონის: 2,96 ფუნტს ნაცვლად 2,75-ისა. ახალი MacBook Air-ი სხვადასხვა ფერის ვარიაციებით იქნება წარმოდგენილი. მისი ერთ-ერთი კონფიგურაციის მოდელის ღირებულება 1 199 აშშ დოლარია (8GB RAM / 128GB SSD მოდიფიკაცია). წინასწარი შეკვეთების გაცემა უკვე დაწყებულია. MAC MINI ახალი დივაისი დიზაინის მხრივ განსაკუთრებულად არ განსხვავდება წინამორბედისგან, თუმცა შიდა მოწყობამ არსებითი ცვლილებები განიცადა. ხელმისაწვდომია შემდეგი კონფიგურაციები: Intel Core i3 - ტაქტის სიხშირით 3,6 გჰც; Core i5 - ტაქტის სიხშირით 4,1 გჰც და Core i7 - ტაქტის სიხშირით 4,6 გჰც Turbo Boost რეჟიმში. სამივე მერვე თაობას მიეკუთვნება. საერთო წარმადობა ჯამში 5ჯერ გაიზარდა, გრაფიკული ქვესისტემისა კი 60%-ით. დივაისში ინტეგრირებულია Apple T2 ჩიპი, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემების უსაფრთხოებაზე. Mac mini-ს ტოპ მოდიფიკაციას აქვს 64 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 2 ტერაბაიტიანი SSD. რაც შეეხება პორტებს, მოწყობილობას აქვს: Ethernet (10 გბიტი); USB Type-C პორტი Thunderbolt 3-ის მხარდაჭერით; HDMI; ორი USB-A პორტი; 3.5 მილიმეტრიანი კონექტორი სადენიანი გარნიტურისთვის. Mac mini-ს საბაზისო მოდიფიკაციის ღირებულება 799 აშშ დოლარია, მაქსიმალური მოდიფიკაციისა კი - 4199 $. მოწყობილობებზე წინასწარი შეკვეთების გაფორმება უკვე შესაძლებელია, გაყიდვები კი 7 ნოემბრიდან დაიწყება. IPAD PRO ახალ ipad Pro-ს აქვს Face ID-ის მხარდაჭერა. კორპუსი მთლიანობაში ბევრად თხელი და მსუბუქია წინა მოდელთან შედარებით. ახალ დივაისს აქვს ახალი სანავიგაციო სისტემა - იმგვარი, როგორიც iPhone X-ში გვხვდება. ახალი iPad Pro მუშაობს საფირმო პროცესორზე - A12X Bionic, (რვა ბირთვი და 7-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი) რომლის წყალობითაც, მოწყობილობა 35%-თ უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობს. დივაისი წარმოდგენილია ორი კონფიგურაციით, მათი დისპლეის ზომებია 11 და 12,9 დუიმი, გაფართოება შეადგენს 2388 х 1688 და 2732 х 2048 პიქსელს, შესაბამისად. მოწყობილობას აქვს 5,9 მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, USB Type-C პორტი, eSIM მხარდაჭერა, Bluetooth 5.0 და 12 მეგაპიქსელიანი კამერა. iPad Pro 11”-ის ფასი 799 აშშ დოლარიდან იწყება. 12,9 დუიმიანი დისპლეის მქონე მოდელის ფასი კი 999 აშშ დოლარს შეადგენს. დივაისის ტოპ ვერსია კი (1 ტბ მეხსიერებით) 1749 დოლარად გაიყიდება. წინასწარი შეკვეთები დაწყებულია. Apple Pencil 2 პლანშეტთან ერთად მწარმოებელმა წარადგინა ელექტრონული ფანქარიც, რომლის ღირებულება 130 დოლარია. სამწუხაროდ, იგი ფუნქციონირებს მხოლოდ მესამე თაობის დივაისებთან. Smart Keyboard კლავიატურა მაგნიტით უკავშირდება პლანშეტს. მისი ღირებულებაა 179 დოლარი ( 11 დუიმიანი) და 188 დოლარი (12,9 დუიმიანი). www.theverge.com
-
ამ დროისათვის Qualcomm-ის სწრაფი დატენვის ბოლო ვერსია არის Quick Charge 4+, რომელიც უზრუნველყოფს სიმძლავრეს 18 ვატამდე. ეს ტექნოლოგია განკუთვნილია ისეთი მობილური პლატფორმებისთვის, როგორებიცაა Snapdragon 660, Snapdragon 670, Snapdragon 710 და Snapdragon 845. უახლესი ინფორმაციის თანახმად, რომელიც გამოცხადებულ იქნა ჰონკონგში Qualcomm-ის სამიტზე, კომპანია უკვე მუშაობს შემდეგი თაობის ტექნოლოგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ დატენვას 32 ვატამდე სიმძლავრეზე. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტი მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ დატენვის უფრო მაღალ სიმძლავრეებს. მაგალითად, SuperCharge - Huawei-სგან უზრუნველყოფს 40 ვატს, Super VOOC ტექნოლოგია - OPPO-სგან - 50 ვატს, mCharge – Meizu-სგან კი უზრუნველყოფს თითქმის 55 ვატიან დატენვას. Qualcomm-ის წარმომადგენლობის თქმით, მისი მომავალი თაობის სწრაფი დატენვის რეჟიმი დაფუძნებული იქნება სამკამერიან სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს 32 ვატიან სიმძლავრეს, უსადენო დატენვის შემთხვევაში კი - 15 ვატიანს. როგორც სათაურიდან უკვე მიხვდით, ახალი ტექნოლოგიის სახელწოდება იქნება Quick Charge 5.0. ამჟამად არსებული Quick Charge 4+ ტექნოლოგიის მიხედვით, კვების ხაზი გაყოფილია ორად - ერთის ნაცვლად. როგორც მწარმოებელი აცხადებს, ეს მეთოდი არა მარტო აჩქარებს დატენვის სისწრაფეს, არამედ ხელს უშლის მოწყობილობის გადახურებას: QC 4+ ტექნოლოგია აკონტროლებს მოწყობილობის ტემპერატურას დატენვის დროს და არ აძლევს გადახურების საშუალებას. ამის წყალობით, დატენვის სისწრაფე მატულობს 15 %-ით. Quick Charge 5.0 იქნება QC 4+ ტექნოლოგიის ევოლუციური განვითარება. მის შემთხვევაში უკვე გამოყენებული იქნება კვების სამი ხაზი ნაცვლად ორისა. მოსალოდნელია, რომ Quick Charge 5.0 გამოჩნდება Snapdragon 855-ზე, რომლის წარდგენაც მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ჩიპსეტის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი წარმოებულ იქნება 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და კონკურენციას გაუწევს სხვა 7 ნანომეტრიან ჩიპებს, მაგალითად, Apple A12-სა და Kirin 980-ს. https://bit.ly/2CUEtnB
-
- 1
-
-
Asus-ი წარმოგვიდგენს XG49VQ მონიტორს, ეკრანის დიაგონალით - 49 დუიმი (124,47 სმ), რომელიც, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია მძლავრი გეიმინგ სისტემებისთვის. მონიტორს აქვს მრუდე მატრიცა, გვერდების შეფარდებით 32:9-სთან. გამოსახულების განახლების მაქსიმალური მაჩვენებელი 144 ჰერცია. ეკრანის გაფართოება შეადგენს 3840 x 1080 პიქსელს და აქვს FreeSync 2 და Vesa DisplayHDR 400 სერტიფიკაციების მხარდაჭერა. 144 ჰერც სიხშირეზე, მონიტორის სიმკვეთრის მაღალი დონე მრავალი მოთამაშის სიმპათიას იწვევს. ტექნოლოგია Shadow Boost-ი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ადვილად დაინახონ ბნელ სივრცეებში არსებული კონკურენტი შუთერები. ASUS -ROG Strix XG49VQ - ეს არის Double Full HD გაფართოების მქონე მონიტორი. HDR-ისა (high dynamic range) და 125%-იანი sRGB ფერთა გამის ფლობის წყალობით, მონიტორი უზრუნველყოფს ფერთა რეალისტურ კონტრასტს VESA DisplayHDR400 სერტიფიკაციის შესაბამისად. ტექნოლოგია Adaptive-Sync (Radeon FreeSync 2 HDR) უზრუნველყოფს კადრის განახლების სიჩქარის დიდ დიაპაზონს, მინიმალურ შეფერხებებსა და შესანიშნავ გამოსახულებებს თამაშის ან ვიდეოს ყურების დროს. მონიტორს აგრეთვე აქვს DisplayWidget პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს არეგულირონ პარამეტრები საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მისაღებად - იმის მიხედვით, თუ რას საქმიანობენ: თამაშობენ, უყურებენ ფილმებს თუ ქმნიან რაიმე კონტენტს. მონიტორის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია /www.guru3d.com
-
გასულ კვირას OnePlus-მა განაცხადა, რომ მუშაობს 5G სმარტფონზე და მის გამოშვებას გეგმავს მომავალი წლის პირველ ნახევარში. ეს სმარტოფნი გახდა განხილვის საგანი პრეზენტაციაზე, სადაც წარადგინეს OnePlus 6T. Qualcomm-ის პრეზიდენტმა, Cristiano Amon-მა აღნიშნა, რომ მეტად მოხარულია, რადგან OnePlus-ი ახლო მომავალში წარადგენს 5G სმარტფონს. OnePlus-ის გენერალურმა დირექტორმა Pete Lau-მ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე მიმდინარებს მუშაობა და შეთანხმებები ევროპელ გადამზიდავებთან, რომ ახალი სმარტფონი გამოჩნდეს ევროპულ ბაზარზე შემდეგ წელს. „დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი სმარტფონი იქნება პირველი 5G სმარტფონი ევროპაში“- განაცხადა Pete Lau-მ. როდესაც ინტერვიუერმა Pete Lau-ს ჰკითხა, თუ რატომ აპირებს მწარმოებელ ასეთ მკვეთრ „ნახტომს“ 5G-სკენ, Lau-მ განაცხადა, რომ კომპანიამ ამის მოთხოვნა მომხმარებლებისგან დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ 5G ქსელი მსოფლიოში ჯერ არსად გაშვებულა. 5G სმარტფონი იარსებებს 4G LTE სმარტფონების პარალელურად, რადგან ახალი სმარტფონი ორმაგ მუშაობას საჭიროებს მწარმოებლების მხრიდან და იგი პირველ ეტაპზე არ იქნება განკუთვნილი მთელი მსოფლიოს ბაზრისთვის. www.theverge.com
-
ხელოვნური ინტელექტის სფეროში რიგი პრობლემები საჭიროებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა აღმოიფხვრას შიდა ნაკლოვანებები. მწარმოებლები ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სოცალური პრობლემების გადასაჭრელად და არა მარტო საწარმოო პროცესების ავტომატიზირებისთვის. კომპანია Google ახდენს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას ხელოვნური ინტელექტისთვის. კომპანია ჩაატარებს გლობალურ კონკურსს, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევებსა და სფეროს განვითარებას, რაც საერთო ჯამში დადებითად იმოქმედებს სრულიად საზოგადოებაზე. კონკურსი, სახელწოდებით - AI Impact Challenge, დაანონსდა კომპანიის ოფისში 29 ოქტომბერს გამართულ ივენთზე. Google ამ კონკურსს თვლის კარგ საშუალებად იმისთვის, რომ მასში ჩაერთონ არაკომერციული ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სხვა შესაბამისი პროფილის მქონე დაწესებულებები, რომლებიც არ შედიან სილიკონის ველის სამოქმედო სივრცეში. კომპანია აცხადებს, რომ გამოყოფს 25 მილიონი დოლარის ოდენობით გრანტს, რათა „საუკეთესო იდეები მოქმედებაში მოიყვანოს“. მოწონებული იდეები გამოცხადდება მომავალ წელს, Google-ის ენტერპრენერთა კონფერენციაზე. Google-ისთვის ამ ინიციატივის არსს წარმაოდგენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც არსებობს ეკოლოგიურ მეცნიერებებში, ჯანდაცვის სფეროში, ველური ბუნების დაცვაში. კომპანია აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული წყალდიდობების პროგნოზირებისა და საჭირო ზომების მიღებისთვის, აგრეთვე დაცვის საჭიროების მქონე ცხოველების ადგილმდებარეობის გამოსარკვევად, ასევე, შესაძლებელი იქნება წინასწარი ცნობების მიღება იმ ადგილებზე, რომელთაც ემუქრებათ დატბორვა ან ხანძარი. Google-ისთვის კიდევ ერთი დიდი სამუშაო არეალი იქნება ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე მუშაობა. ცნობილია, რომ სოფთვეარს აქვს „ბნელი ლაქები“. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო იანვრის შემთხვევა, როდესაც Google-მა აღიარა, რომ ვერ ახერხებდა ფოტო-დათაგვის ალგორითმის გამოსწორებას, როცა საქმე ეხებოდა ფერადკანიანი პიროვნებების იდენტიფიკაციას. პროგრამა ზოგ ფერადკანიან ხალხს გორილებად აღიქვამდა. იმის ნაცვლად, რომ ამ ხარვეზის მოგვარების საშუალება ეპოვა, Google-მა უბრალოდ წაშალა კონკრეტული პრიმატების Google Photos-ზე ძებნის ფუნქცია. კომპანია იმედოვნებს, რომ დაანონსებული კონკურსის ფარგლებში მოხდება ამგვარი პრობლემების მოგვარება. Google აცხადებს, რომ არ გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს იარაღის წარმოებაში, მისი კვლევები განხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მიხედვით და დაექვემდებარება ადამიანთა უფლებების საყოველთაო პრინციპებს. კომპანიის განცხადების მიხედვით, მისი კვლევები უპირველეს ყოვლისა მიმართულია სოციალური სარგებლისკენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამოდენიმე მსხვილი კომპანია, და მათ შორის Google, აღმოჩნდა ტექნოლოგიებისა და წარმოების ეთიკის დარღვევის საფრთხის წინაშე, ვინაიდან შესაძლოა, მათი გარკვეული პროდუქტები შეიარაღებაში გამოეყენებინათ. ერთ-ერთი ამგვარი ტექნოლოგიაა სახისა და გამოსახულების ამომცნობი პროგრამა, რომელშიც უშუალოდ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი. შიდა განხილვების შემდეგ მწარმოებლები დათანხმდნენ უარი ეთქვათ Project Maven-ზე (დრონებში გამოყენებული სახის ამომცნობი საძიებო სისტემა), თუმცა მასზე მუშაობა გაგრძელდება კონტრაქტის ვადის გასვლამდე. Google აგრეთვე კიდევ აგრძელებს საკამათო სერვის Google Duplex-ზე მუშაობასაც, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი ახდენს ადამიანის იმიტაციას და ახორციელებს ზარებს მომხმარებლის სახელით. ამგვარი ფუნქციის გაშვება იგეგმება მომავალი თვიდან Pixel-ის მოწყობილობებში. www.theverge.com
-
თამაშები მობილურ მოწყობილობებზე ყოველ წელს უფრო და უფრო პოპულარული ხდება. არსებობს კომპანიები, რომლებიც ასობით მილიონს გამოიმუშავებენ მობილური თამაშებით. მაგრამ არის პრობლემა: მართვის მეთოდი. სენსორული ეკრანი მოსახერხებელია მხოლოდ გარკვეული ტიპის თამაშებისთვის. Microsoft-ი გეგმავს ეს პრობლემა გადაჭრას მოდულარული გეიმპადის მეშვეობით: რესურსმა Windows Central-მა გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც შეგვიძლია ვნახოთ რამოდენიმე პროტოტიპი: საქმე ის გახლავთ, რომ რამოდენიმე კვირის წინ კომპანია Microsoft-მა დააანონსა პროექტი xCloud-ი - Xbox One-ის თამაშების ახალი პლატფორმა მობილური მოწყობილობებისთვის. თუმცა, მობილური გეიმინგისთვის აუცილებელია მართვის კომპაქტური ფიზიკური მოწყობილობა. შესაძლოა, ბევრმა მომხმარებელმა თქვას, რომ „ხომ არსებობს ჩვეულებრივი Xbox გეიმპადი და ეს საკმარისი იქნება“, მაგრამ Microsoft-ი ამგვარად არ ფიქრობს და მუშაობს მართვის ახალ მოწყობილობებზე. https://bit.ly/2DcdKnx
-
- 1
-
-
შვეიცარიული კომპანია ABB ცდილობს გაიმყაროს ლიდერის პოზიცია ჭკვიანი რობოტების წარმოების ბაზარზე ჩინეთში. წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ გეგმავენ შანხაიში ააშენონ 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქარხანა, სადაც რობოტები დაამზადებენ რობოტებს. REUTERS/Remo Casilli ახალი ქარხანა აშენდება ABB-ის რობოტექნიკის კამპუსის სიახლოვეს და 2020 წლისთვის იგეგემება ამუშავება. ქარხანაში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ჩინეთის ბაზრისთვის, აგრეთვე დაგეგმილია ექსპორტი აზიის სხვა ქვეყნებშიც. კომპანია ABB-ისთვის ჩინეთი სიდიდით მეორე ბაზარს წარმოადგენს აშშ-ის ბაზრის შემდეგ. South China Morning Post „შანხაი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრი ტექნოლოგიური ლიდერობის კუთხით - როგორც ABB-ისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ABB-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Ulrich Spiesshofer-მა ახალ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული მოხსენების დროს. ამ პროექტის განხორციელებით, ABB დიდ იმედებს ამყარებს ჩინეთში გაყიდვების მასშტაბურობაზე და იგნორირებას უწევს იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს მზარდმა დაძაბულობამ ჩინეთსა და აშშ-ის შორის შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ელექტრონიკის, ავტონაწილებისა და ა.შ. მოთხოვნაზე. ამგვარი პროდუქციის წარმოებისთვის კი ავტომატიზირებული წარმოებაა საჭირო. კომპანიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ახალი ქარხანა განთავსდება 7000 მ2 ფართობზე და მისი მუშაობისას გამოყენებული იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებსა და რობოტებს - უსაფრთხოდ იმუშავონ ერთმანეთთან სიახლოვეში. ქარხანაში დაგეგმილია გამოიყენონ YuMi სერიის რობოტები, რომლებიც კონკრეტულად ადამიანების გვერდით მუშაობისთვის არიან გათვლილი. ამ რობოტებს გამოიყენებენ წვრილი დეტალების აწყობისთვის, რაც აუცილებელია ABB რობოტების შექნისას. ABB-ის რობოტები აგრეთვე გამოიყენება მანქანათმშენებლობასა და ელექტრომოწყობილობების აწყობაში. ახალ ქარხანაში შექმნიან რობოტებს მრავალი სხვა სახის გამოყენებისთვის - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. https://bit.ly/2Daccu0
-
კომპანია X2 Products-მა დააანონსა კომპიუტერის კორპუსი სახელწოდებით - Protonic. იგი განკუთვნილია გეიმინგ სისტემის ფორმირებისთვის და აქვს ეფექტური განათებები. კორპუსში შესაძლებელია განთავსდეს ATX და Micro-ATX ტიპის დედა დაფები. გაბარიტები შეადგენს 405 × 260 × 450 მმ-ს. შიდა სივრცეში არის ცხრა გაფართოების მოდულის განთავსების შესაძლებლობა. კორპუსს აქვს გამოწრთობილი მინის სამი პანელი: ისინი დაყენებულია წინა და გვერდით მხარეებზე. ზედა ნაწილში განთავსებულია კონექტორები ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის, ორი USB 2.0 და ერთი USB 3.0 პორტი. Protonic-ის ბაზაზე შესაძლებელია განთავსდეს ორი 3.5 დუიმიანი დრაივი და ფორმ-ფაქტორის ტიპის 2,5 დუიმიანი მონაცემთა შენახვის სამი მოწყობილობა. დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის სიგრძემ შესაძლოა შეადგინოს 350 მმ. კომპიუტერში შესაძლებელი იქნება როგორც ჰაერით გაგრილების, აგრეთვე თხევადი გაგრილების სისტემის გამოყენება. მეორე შემთხვევაში დაშვებულია 240 მმ სიგრძის რადიატორის მონტაჟი. ქულერის სიმაღლე განსაზღვრულია 158 მმ-მდე. X2 Protonic-ის შეძენა შესაძლებელია 130 აშშ დოლარად. https://bit.ly/2SvAtPK
-
თანამედროვე უჩარჩოო სმარტფონების, უფრო სწორად, მეტად ვიწრო ჩარჩოების მქონე სმარტფონების მთავარ პრობლემას წარმოადგენს ფრონტალური კამერის განთავსება. პანელის სივიწროვის გამო კამერისთვის ადგილი ფაქტობრივად არ რჩება, ამიტომ მწარმოებლები იძულებულნი არიან, გარკვეულ ზომებს მიმართონ. ერთ-ერთი პოპულარული გადაწყვეტილებაა ტრაპეციის ფორმის ჭრილი ეკრანზე, თუმცა ეს მიდგომა ბევრი მომხმარებლისთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა და ამგვარ ჭრილს სხვადასხვა სახუმარო სახელებიც კი მოუფიქრეს. იმ დროს, როდესაც მომხმარებლები აგრძელებენ დავას ჭრილის უპირატესობებსა თუ ნაკლოვანებებზე, მწარმოებლები კვლავ ცდილობენ შეიმუშავონ ახალი ტიპის დიზაინი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, აქამდე არსებული ტრადიციული ჭრილი უნდა ჩაანაცვლოს პირდაპირ დისპლეიზე განთავსებულმა მცირე ზომის ჭრილმა. ვრცელდება ხმები, რომ ამგვარი ჭრილის მქონე სმარტფონის გამოშვებას აპირებს კორპორაცია Samsung-ი. თუმცა, ეს კორპორაცია ერთადერთი არ იქნება ამ კუთხით. არის მოლოდინი, რომ დისპლეიზე არსებული ჭრილის მქონე სმარტფონს შემდეგ წელს ASUS-იც წარადგენს. ყოველ შემთხვევაში, ამ მოლოდინს ქმნის ინტერნეტში გავრცელებული ZenFone 6-ის პროტოტიპის ფოტოები. ZenFone 6 პროტოტიპის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება დისპლეიში, რომელზეც წრიული ფორმის ჭრილია განთავსებული, სადაც მოთავსდება სელფი-კამერა. ამგვარი გათვლების წყალობით, სმარტფონის ზედა ჩარჩო მაქსიმალურად თხელი გამოვიდა - როგორც ფოტოდან ჩანს, მისი სიგანე არ აჭარბებს გვერდითი კიდეების ზომას. ფრონტალური პანელის ქვედა ნაწილი კი ისევ საკმად მოზრდილი გამოდის თანამედროვე საზომების მიხედით. ყურადღებას იქცევს აგრეთვე 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, რომელიც ბევრ ფლაგმანურ სმარტფონზეც გვხვდება. რაღა თქმა უნდა, პროტოტიპის არსებობა ჯერ კიდევ არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ მსგავსი გაჯეტი სერიულ წარმოებაში ჩაეშვება. თუმცა, თავად ფაქტი, რომ მწარმოებლები არ არიან ფოკუსირებულნი ერთ რომელიმე გადაწყვეტილებაზე და მუდმივად ეძებენ ალტერნატივას, თავისთავად სასიხარულოა. რა თქმა უნდა, მომხმარებლებსა და კრიტიკოსებს შორის კვლავ გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ამგვარ გადაწყვეტილებასაც გააკრიტიკებს და მოუფიქრებს მასაც რაიმე მეტსახელს. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ მცირე ზომის ჭრილში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი, ფლეშ-განათებას მოკლებული ორდინარული კამერის განთავსება. ამგვარი იდეა შეუთავსებადი იქნება სახის ამომცნობ 3D სკანერთან, რადგან მისთვის აუცილებელია დამატებითი მოდულის არსებობა. https://3dnews.ru/977421
-
Google აგრძელებს ტექნოლოგია ARCore-ის განვითარებას, რომლის ანალოგსაც წარმოადგენს ARKit 2.0 Apple-ისგან. მცირე ხნის წინ მისი მხარდაჭერა მიიღეს სმარტფონებმა, მათ შორის - LG V40 და Nokia 7.1 მოდელებმა. გარდა Google Pixel 3 და Pixel 3 XL საფირმო სმარტფონებისა, ARCore-ის მხარდაჭერა მიიღო ფლაგმანურმა სმარტფონმა Huawei Mate 20-მა და მისმა Pro ვერსიამ. მათ გარდა, ტექნოლოგიის მხარდაჭერა მოგვიანებით მიიღეს შემდეგმა მოწყობილობებმა: LG G7 LG V40 Nokia 7.1 Vivo X23 Huawei Y9 Android-სმარტფონების მიმართ კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვს ARCore-ის - ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. ცნობილი გახლავთ მხოლოდ ის, რომ მხარდაჭერა ვრცელდება მხოლოდ იმ სმარტფონებზე, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Android 7.0-ზე ან მის ზედა ვერსიებზე. მოგახსნებთ, რომ შერეული რეალობის ტექნოლოგია პირველად კომპანია Apple-მა წარადგინა შარშანდელ ღონისძიებაზე, სადაც მოხდა iPhone X-ის, iPhone 8 და 8 Plus-ის პრეზენტაცია. დღესდღეობით, ტექნოლოგია ARKit 2.0 მხარდაჭერილია ყველა iPhone-ში, რომელთაც აქვთ Apple A9 ან უფრო ახალი პროცესორი და მუშაობენ iOS 12-ზე. იხილეთ მხარდაჭერილი დივაისების სრული ჩამონათვალი: iPhone Xs iPhone Xs Max iPhone Xr iPhone X iPhone 8 iPhone 8 plus iPhone 7 iPhone 7 plus iPhone 6s iPhone 6s plus iPhone SE iPad Pro (ყველა მოდელი) iPad (მე-6 თაობის) iPad (მე-5 თაობის) შერეული რეალობის ტექნოლოგია მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შექმნან აპლიკაციები, ერთმანეთს „შეურიონ“ რეალური ცხოვრების კადრები და ანიმირებული 2D ან 3D ობიექტები რეალურ დროში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ მოსახერხებელი და საჭირო ფუნქციაა პრაქტიკაში. https://bit.ly/2yJskyK
-
კომპანია Google-მა წარადგინა ინფორმაცია, რომელიც ეხება Android-ის ვერსიების წილს ოქტომბრის თვის მონაცემებით. სამწუხაროდ, უკანასკნელი ვერსია - Android 9 ისევ ვერ მოხვდა სტატისტიკაში. ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას ამ დროისთვის იკავებს Android Oreo 21,5%-იანი მაჩვენებლით. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 2,3 %-ით არის მომატებული. Android Marshmallow ამ დრომდე მეორე ადგილზე იყო, ახლა კი მესამეზე გადაინაცვლა 21,3%-ით. 2016 წლიდან მოყოლებული ლიდერია ოპერაციული სისტემა Android Nougat, ოქტომბრის მაჩვენებლით მისი წილი 28,1 %-ს შეადგენს აქტიურ მოწყობილობებში, თუმცა მოგახსენებთ, რომ სექტემბერში მისი წილი 29,3 % იყო. კიდევ უფრო ძველი Android Lollipop-ი გამოიყენება მოწყობილობების 17,9 %-ში. დივაისების 7,6 % მუშაობს Android KitKat-ზე, Jelly Bean-ის მაჩვენებელია 3 %, Cream Sandwich-ის - 0,3 %, Gingerbread-ისა კი 0,2 %. Android Oreo-მ უფრო მაღალი შედეგი აჩვენა Android Nougat-თან შედარებით გამოჩენიდან ერთ წელში. სავარაუდოა, რომ იგი კიდევ გაიუმჯობესებს პოზიციებს. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/21696/statistika_rasprostranenija_android_za_oktjabr_2018
-
კომპანია Facebook-ში ამზადებენ ერთდროულად რამოდენიმე სიახლეს, რომლებიც დაკავშირებულია მუსიკასთან. ახალი სერვისი TikTok-ის სერვის-კონკურენტი იქნება. მისთვის კომპანიაში ამზადებენ ცალკე აპლიკაციას, სახელწოდებით - Lasso. მოსალოდნელია, რომ სერვისი უმეტესად მოზარდი აუდიტორიის ყურადღებას მიიქცევს. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ იცეკვონ მუსიკებზე და იმღერონ ფონოგრამაზე. შესაძლებელი იქნება ჩაწერილი აუდიო-ვიდეობის გაგზავნა მეგობრებისთვის. ცნობილია, რომ ახალ სერვისზე მუშაობს Facebook-ის ის ქვეგანყოფილება, რომელიც ამავე დროს ახდენს სერვის Watch-ის შემუშავებას. უშუალოდ პროექტ Lasso-ს ხელმძღვანელობს დიზაინერი Brady Voss. ადრეულ პერიოდში იგი მუშაობდა Facebook-ის TV-აპლიკაციასა და სერვისზე - Hello, რომელიც 2018 წლის ივლისში დახურეს. ამას გარდა, Facebook-ის „ისტორიაში“ დაემატება მუსიკალური ტრეკები სტიკერების სახით. დამატებისთვის საჭირო იქნება საჭირო სტიკერზე დაჭერა და სიმღერის არჩევა. ყველა მომხმარებელს ექნება წვდომა ფუნქციაზე - Lip Sync Live. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იმღერონ და გადაიღონ საკუთარი კლიპები. როგორც მწარმოებლები გვამცნობენ, ზოგიერთ სიმღერას ტექსტებიც დაემატება. უახლოეს კვირებში Facebook-ზე შესაძლებელი იქნება სიმღერების დამატება მომხმარებლის პროფილის ახალ განყოფილებაში. სიმღერა „მიმაგრებული“ იქნება პროფილის ზედა ნაწილში და გვერდის მნახველები შეძლებენ მას მოუსმინონ, უყურონ თანმხლებ ვიდეოს, დაამატონ სიმღერა თავიანთ გვერდზე და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი სიახლეები ძირითადად გათვლილია ახალგაზრდა თაობის მომხმარებლებზე. კომპანიამ ამ დრომდე უკვე სცადა ახალგაზრდების ყურადღების მიპყრობა სხვადასხვა აპლიკაციების მეშვეობით, როგორებიცაა Poke, Slingshot, Bolt, Flash და Snapchat-ის სხვა ვარიაციები. თუმცა არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ხანგრძლივად „სიცოცხლისუნარიანი“. საინტერესოა, როგორ განვითარდება ახალი სერვისების ამბავი. https://bit.ly/2Dbz10B
-
Microsoft-მა მცირე ხნის წინ გაამხილა ინფორმაცია კვარტალური შემოსავლის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, თამაშებიდან შემოსული შემოსავალი 44%-ით გაიზარდა, Xbox-ის პროგრამული უზრუნველყოფიდან და მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი კი - 36 %-ით. Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა Satya Nadella-მ მიიღო სამომავლო გადაწყვეტილებები თამაშებთან დაკავშირებით. ბოლო წლის განმავლობაში Microsoft-ის გეიმინგ სერვისის უმნიშვნელოვანესი ასპექტი Xbox Game Pass გახდა. მისი ბიბლიოთეკა ამ დროისათვის 100-ზე მეტ თამაშს მოიცავს. Microsoft Studios-ის ყველა სიახლეც მოხვდა ამ სერვისში გაშვების დღიდან. Game Pass-ის მოქმედ აბონენტებს უკვე შეუძლიათ ითამაშონ თავიანთ პერსონალურ კომპიუტერებზეც სერვის „Play Anywhere“-ის წყალობით, რომელიც Game Pass-ის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. პერსონალურ კომპიუტერზე თამაშისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომპიუტერის მუშაობა ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე, აგრეთვე წვდომა Microsoft Store-სთან - თამაშების მისაღებად. თუმცა, სამართლიანობის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ ეს სერვისი მომხმარებელს უხსნის მხოლოდ შეზღუდულ წვდომას Game Pass-ის საერთო ბიბლიოთეკაზე, რომელიც ძირითადად Microsoft-ის თამაშებისგან შედგება. ამ დროისათვის Game Pass-ის ღირებულება Xbox One-ის აბონენტებისთვის შეადგენს 9,99 დოლარს თვეში. https://bit.ly/2Rr58wr
-
კომპანია Microsoft-მა Windows 10-ის ბოლო აფდეითში დაამატა ფუნქცია, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობდა Apple-ში. საუბარია ამგვარ ფუნქციაზე: შეგიძლიათ მუშაობა დაიწყოთ ერთ მოწყობილობაში და დაასრულოთ მეორეში. თუმცა იგი მოქმედია მხოლოდ კომპანიის კუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში. მარტივად რომ ვთქვათ, შეგიძლიათ გახსნათ რაიმე საიტი Windows 10 Microsoft Edge ბრაუზერში, და საიტის თვალიერება განაგრძოთ Android-ზე ან iOS-ზე. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბრაუზერს Windows-ის მომხმარებელთა მხოლოდ 4% იყენებს. დღესდღეობით, ყველაზე პოპულარული ბრაუზერი Google Chrome-ია, როგორც სმარტფონებში, ასევე პერსონალურ კომპიუტერებში. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მწარმოებლები ამზადებენ სმარტფონებსა და PC-ებს შორის მონაცემთა გაცვლის ფუნქციას. ფუნქციის სახელწოდება იქნება Self Share და, როგორც მოსალოდნელია, იგი გამოჩნდება ყველა მხარდაჭერილ პლატფორმასა და ოპერაციულ სისტემაზე. ამით შესაძლებელი იქნება არა მარტო მონაცემთა სინქრონიზაცია (რაც უკვე არსებობს), არამედ გზავნილების გადაცემა მოწყობილობიდან მოწყობილობაზე. მწარმოებლების თქმით, Self Share უფრო სწრაფი იქნება სინქრონიზაციის კუთხით. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, როდის იქნება ფუნქცია მზად და როდის გახდება ხელმისაწვდომი. მოსალოდნელია, რომ კომპანია მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება მის რეალიზებას, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი ფუნქციის ტესტირებას დიდი დრო დაეთმობა, მომავალში ხარვეზების გამორიცხვის გამო. https://bit.ly/2PrcmCZ
-
კომპანია ASUS-მა ოფიციალურად წარადგინა დედა დაფა Maximus XI Apex. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ASUS-ის დედა დაფებიდან, დაფუძნებულია Intel Z390 მიკროსქემაზე და პირველ რიგში ორიენტირებულია ოვერქლოქერ ენთუზიასტებზე. Maximus XI Apex დაფას აქვს კვების გაძლიერებული, 16 ფაზიანი ქვესისტემა და ორი 8-8-პინიანი EPS კონექტორი პროცესორის გამოსაკვებად. დედა დაფას აქვს კვების ქვესისტემაზე დაყენებული მასიური რადიატორები, რომელთაც აერთიანებთ სითბური მილები. ASUS-ი აღნიშნავს, რომ Maximus XI Apex საუკეთესოა ექსტრემალური ოვერქლოქინგისთვის თხევადი აზოტის ან ჰელიუმის გამოყენებით. კერძოდ, მწარმოებელმა დაფაზე დანერგა კონდენსატის აღმომჩენი ტექნოლოგია - კონდენსატის, რომელიც აუცილებლად ჩნდება ამგვარი ოვერქლოქინგისას. იმ შემთხვევაში, თუკი შეიქმნება სითხით დაფის დაზიანების ალბათობა, დანერგილი ტექნოლოგიის საშუალებით მომხმარებელი გაფრთხილებას მიიღებს. დაფაზე განთავსებულია ჩართვა-გამორთვის ღილაკები, POST-კოდების ინდიკატორი, ძაბვის მზომი და სხვა საჭირო ელემენტები. ახალი დაფა გამოირჩევა არა მარტო პროცესორების, არამედ მეხსიერების მოდულების ოვერქლოქინგითაც. წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად არსებული მხოლოდ ორი სლოტისა, Maximus XI Apex-ს შეუძლია მიიღოს 64 გბ DDR4 მეხსიერება ორმაგი მოცულობით (Double-capacity DIMM). დაფას აქვს მოდულების მხარდაჭერა 4800 მჰც სიხშირემდე. მეხსიერების მოდულების გვერდით განთავსებულია საფირმო სლოტი ROG DIMM.2, რომელშიც ჩაყენდება სპეციალური დაფა ორი M.2 სლოტით, ასევე რადიატორები. გარდა ამისა, თავად დედა დაფაზე არის კიდევ ერთი M.2 სლოტი რადიატორით. Maximus XI Apex-ს აქვს ექვსი SATA III პორტი. სლოტების ნაკრებში ასევე შედის სამი PCI Express 3.0 x16 და ერთი PCI Express 3.0 x1. დაფას აქვს ხმის ქვესისტემა SupremeFX S1220 - 8 არხიანი კოდეკის ბაზაზე. ქსელურ კავშირს უზრუნველყოფს Intel-ის გიგაბიტ-კონტროლერი, Intel-ისავე უსადენო კონტროლერი - Wi-Fi 802.11ac-ისა და Bluetooth 5-ისთვის. აქვს კიდევ სამი პორტი: USB 3.1 (ორი Type-A და ერთი Type-C). Maximus XI Apex-ის რადიატორებს აქვთ RGB განათება. დედა დაფის ღირებულებისა და გაყიდვაში გაშვების თარიღის შესახებ ჯერჯერობით მწარმოებლებს არაფერი განუცხადებიათ. https://3dnews.ru/977327
-
- 2
-
-
-
ფინანსური ანგარიშის მოხსენებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე ილონ მასკმა სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ Tesla-ს უდიდესი გეგმები აქვს სამომავლოდ და ახსენა Model Y, რომლის შესახებაც ამ დრომდე მხოლოდ გაურკვეველი ხმები ვრცელდებოდა. მასკმა განაცხადა: „მცირე ხნის წინ მე თანხმობა განვაცხადე ამ ავტომობილის პროტოტიპის წარმოებაზე“. Model Y ელექტრომობილის დებიუტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მასკი დაპირებას იძლევა, რომ მას 2020 წელს იხილავს საზოგადოება. მისივე თქმით, 2020 წელი რევოლუციური იქნება წარმოების თვალსაზრისით. რაღა თქმა უნდა, Tesla კვლავ განაგრძობს მუშაობას სატვირთო მობილზე, სახელწოდებით - Semi, და კაბრიოლეტზე - Roadster. აღმასრულებელმა დირექტორმა აგრეთვე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის Tesla-ს პიკაპის ტიპის ავტომობილის გამოსვლას. და ბოლოს, ილონ მასკი საზოგადოებას დაპირდა, რომ 35 000 დოლარის ღირებულების მქონე Model 3-ის გამოსვლამდე სულ რაღაც ექვსი თვეღა არის დარჩენილი. როგორც ვხედავთ, კომპანიას მართლაც გრანდიოზული გეგმები აქვს. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ამ გეგმების განხორციელებას ხელს არ შეუშლის იმგვარი პრობლემები, რაც Model 3-ის წარმოებისას შეიქმნა, აგრეთვე სკანდალი, რომელიც დაკავშირებული იყო აქციების ფასით მანიპულაციებთან. https://3dnews.ru/977304
-
- 1
-
