Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ტექნიკური და ფუნდამენტური ფაქტორები Bitcoin-ის სამომავლო ზრდაზე მეტყველებს და არსებობს ალბათობა, რომ მიმდინარე წელს იგი გავა ახალ რეკორდზე 20 ათას აშშ დოლარს ზევით. ამის შესახებ ნათქვამია Bloomberg Intelligence-ის საბირჟო საქონლის ბაზრების უფროსი ანალიტიკოსის, მაიკ მაკგლოუნის ანგარიშში. იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც შესაძლოა პირველი კრიპტოვალუტის ზრდის კატალიზატორი გახდეს, იგი ასახელებს Bitcoin-ის, როგორც აქტივის ზრდას, ფიუჩერსების ღია პოზიციების მზარდ მოცულობასა და ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ინეტერესის მუდმივ ზრდას. მაკგლოუნი ამბობს - იმისთვის, რომ Bitcoin-ის ფასი არ გაიზარდოს, ”რაღაც რადიკალურად ცუდი უნდა მოხდეს“ და არ გამორიცხავს, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 28 ათას აშშ დოლარიან მაჩვენებელს მიაღწიოს. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიამ და ცენტრალური ბანკების მხრიდან განხორციელებულმა “რაოდენობრივმა შემსუბუქებებმა” შეამცირა კრიპტოვალუტის არასტაბილურობა. „Bitcoin-ის ფასის რყევა დაახლოებით ორჯერ მეტია Nasdaq-თან შედარებით. როდესაც კრიპტოვალუტის ფასი და ინდექსი პირველად გადაიკვეთა 2017 წელს, ეს მაჩვენებელი შვიდჯერ მეტი იყო“ - წერს ანალიტიკოსი. ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესებთან მიმართებაში კი ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სხვა მონაწილეები რომ არ მივიღოთ მხედველობაში, თუნდაც ჯერ მარტო კომპანია Grayscale ახდენს ბაზარზე არსებული მონეტების 25%-ის გამოსყიდვას. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო. Bitcoin-ის კოტირების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი მაკგლოუნის აზრით გახლავთ Tether-ის (USDT) სწრაფი ზრდა. გასული წლის მაისში Stablecoin-ის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 4 მლრდ აშშ დოლარი იყო, რომელიც 10 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მიანიშნებს კრიპტოვალუტების უფრო ფართოდ გამოყენებაზე. მაკგლოუნის აზრით Tether-ის სამომავლო ზრდას ბევრი ვერაფერი შეაფერხებს. ანალიტიკოსი ელის, რომ Stablecoin-ი აუცილებლად გაუსწრებს Ethereum-ს კაპიტალიზაციის მხრივ. შეგახსენებთ, რომ მაისის ჰალვინგიდან ათი დღის შემდეგ მაკგლოუნმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის ზრდა ფსიქოლოგიური 10 ათას აშშ დოლარი ნიშნულის ზემოთ, რაც რეალურად მოხდა კიდეც მიმდინარე კვირაში, თუმცა კოტირებები მალევე დაეცა. https://bit.ly/2MBHTit
  2. რესურს Seeking Alpha-ს ვებ-გვერდზე გამოჩნდა Danny Shapiro-ს გამოსვლის სტენოგრამა, ეს პიროვნება NVIDIA-ს მობილურ სეგმენტზეა პასუხისმგებელი. კონფერენცია Needham-ზე მან საზოგადოებას გაუზიარა კომპანიის უკანასკნელი მიღწევები ავტოპილოტირებისა და შესაბამისი კომპონენტების შემუშავების სფეროში. ყურადღებას იმსახურებს NVIDIA-ს ხელმძღვანელის განცხადება. მისი სიტყვების თანახმად კომპანიის პროდუქცია მოიცავს ამოცანების ისეთ სპექტრს სერვერულ სეგმენტში, რომ მათ კომპანიის კონკურენტებიც კი იყენებენ. კონკრეტულად რომელ კომპანიას გულისხმობდა ხელმძღვანელი, უცნობია, თუმცა ცოტა ხნის წინ AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ მიულოცა NVIDIA-ს Ampere არქიტექტურის მქონე გრაფიკული პროცესორების ბაზაზე არსებული EPYC Rome თაობის პროცესორების გამოყენება DGX A100 გამომთვლელ სისტემებში. შესაბამისად, AMD-ის თანამშრომლობა NVIDIA-სთან ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. უპილოტო ავტომობილები, ავტონომიური რობოტები, მაღალი წარმადობის სამედიცინო აღჭურვილობა, NVIDIA DGX სისტემები საფუძველს დაუდებს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი გადაწყვეტილებების ეპოქას და შესაძლებელი გახდება ახალი თაობის ისეთი აპლიკაციების შექმნა, რომლებიც ამ დრომდე ფანტასტიკად ითვლებოდა. NVIDIA-ს ავტონომიურ მანქანებს სჭირდება ხელოვნური ინტელექტის მაქსიმალური გამომთვლელი სიმძლავრე საბოლოო შედეგების მიღწევისთვის. https://bit.ly/2Xxh31u
  3. ნახევრადგამტარი პროდუქციის ტაივანურმა კომპანია TSMC-მა მიიღო ახალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მშენებლობის ნებართვა, რომელიც გვევლინება, როგორც ტაივანური Bell Labs-ის ვერსია. პროექტი ყველაზე მასშტაბურია ყველა იმ მშენებლობას შორის, რომელიც რეალიზდა სინჩჟუს სამეცნიერო პარკში ბოლო 20 წლის განმავლობაში. იგი მიმართულია მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის პროდუქციის დამზადების პროცესის განვითარებისკენ. მთავარი ყურადღება დაეთმობა 3- და 2-ნანომეტრიან ტექნოპროცესებს მაღალხარისხიანი ნახევრადგამტარი პროდუქციის წარმოებისთვის. ახალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შექმნის 8 ათას სამუშაო ადგილს, საწარმოო ფართობი დაიკავებს ხელმისაწვდომი 32 ჰექტრიდან 18.7 ჰექტარს. ამჟამად TSMC-ს შეუძლია თავი მოიწონოს 6 ათასი ადამიანისგან შემდგარი საკადრო რეზერვით. დაგეგმილია, რომ ახალი პროექტი მომდევნო წელს უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს TSMC-ის აქციების ფასი გაიზარდა თვიურ მაქსიმუმამდე და მიაღწია 306 ტაივანურ დოლარს (10,23 აშშ დოლარი). მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს TSMC-ის შემოსავალი 14-19%-ით გაიზრდება, რაც გამყარებული იქნება მოწინავე ტექნოლოგიებითა და ისეთი მსხვილი კომპანიების მხრიდან, როგორებიცაა Apple, AMD, NVIDIA, Qualcomm და MediaTek - არსებული მოთხოვნის შედეგად. https://bit.ly/2Y6clH5
  4. Bloomberg-ის ფინანსური ანალიტიკოსი მაიკ მაკგლოუნი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ი და ოქრო მიმდინარე წელს ზრდის „ტოპ-კანდიდატებია“. „აქტივების მცირე ჩამონათვალს შორის, რომლებმაც ამ მშფოთვარე წელს ზრდის ტენდენცია მაინც დააფიქსირეს, ოქრო და Bitcoin-ი ნიადაგს იმზადებენ სამომავლო აღმავლობისთვის“ - ხაზი გაუსვა ექსპერტმა. მისი დაკვირვებით, ოქრო კონსოლიდირდება წინააღმდეგობის 1700 აშშ დოლარიანი საკვანძო დონის ზემოთ: „ამ დონის გადალახვისას ყოველ ჯერზე ოქრო ახდენს შემდგომი აღმასვლისთვის სულ უფრო მყარი საფუძვლის ფორმირებას“. მისი თქმით Bitcoin-ი ამჟამად ანალოგიურ კონსოლიდაციას განიცდის 9000-10 000 აშშ დოლარიან დიაპაზონში. „ჩვენ Bitcoin-ს განვიხილავთ, როგორც დასვენებაში მყოფ ხარს“ - განმარტა მაკგლოუნმა. – „თუკი საფონდო ბაზარი დაეცემა, ოქრო და Bitcoin-ი აღმავალ ტრენდს გაუყვებიან“. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მონეტარულ პოლიტიკაში ცენტრალური ბანკების მიერ მიღებული უპრეცედენტო ზომები ხელს შეუწყობს Bitcoin-ის, როგორც პირველი ვალუტის - ოქროს ციფრულ ვერსიად ქცევას. მაკგლოუნის აზრით პირველი კრიპტოვალუტის ფასი გადააჭარბებს ფსიქოლოგიურ 10 ათას აშშ დოლარიან დონეს. https://bit.ly/2zZGrE6
  5. მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს ახალი მაღალი წარმადობის ვიდეო დაფები კოდური დასახელებით - Big Navi. მათ შესახებ არაერთი ცნობა გავრცელდა, ერთ-ერთი მათგანის თანახმად ფლაგმანური ვიდეო დაფა Radeon 6900ХТ (წინასწარი სახელწოდება) შეძლებს სათანადო კონკურენცია გაუწიოს NVIDIA GeForce RTX 3080 Ti-ს. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია, რადგანაც ზუსტი მონაცემები არ გაჟღერებულა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ AMD-ის წარმომადგენლების მიერ გამოცხადებული ოფიციალური ინფორმაციით. ონლაინ-ტრანსლაციის მსვლელობისას AMD-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პერსონალური კომპიუტერების მფლობელები ახალ RDNA 2 არქიტექტურაზე წვდომას მიიღებენ იმაზე ადრე, ვიდრე იგი მომდევნო თაობის კონსოლებისთვის გამოვა. ამასთან დაკავშირებით დაზუსტდა, რომ გეიმინგ კონსოლებს შესაბამისი არქიტექტურით წლის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ. ასევე ცნობილია, რომ Big Navi - ეს არის ფლაგმანური პროდუქტი, რომელიც ენთუზიასტებისთვისაა განკუთვნილი. მასში თავმოყრილია უახლესი მიღწევები, რის შედეგად პროდუქტი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ენთუზიასტებისთვის. უფრო მეტიც, ოდნავ მოგვიანებით მასობრივი მომხმარებელიც კი შეძლებს წვდომა მიიღოს ახალ არქიტექტურაზე, რადგანაც RDNA 2 დროთა განმავლობაში სრულიად შეავიწროვებს ამჟამად არსებულ მოდელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ მეტად პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც იმედს იძლევა, რომ AMD შეძლებს NVIDIA-სთვის კონკურენციის გაწევას არა მხოლოდ დაბალი ფასის სეგმენტში, არამედ მაღალი წარმადობის მოდელებშიც, სადაც ბოლო პერიოდია „წითლები“ ფაქტობრივად არ არიან წარმოდგენილნი. რაც შეეხება ენთუზიასტებზე გათვლილ საუკეთესო პროდუქტს, არაოფიციალური ინფორმაციით იგი მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს. https://bit.ly/373leVN
  6. ცნობილი გახდა, რომ პრემიუმ-კლასის ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია Alfa Romeo, რომელიც შედის Fiat-Chrysler Automobiles (FCA) კორპორაციის შემადგენლობაში, გეგმავს 2022 წელს წარადგინოს სრულიად ელექტრო კომპაქტური ქროსოვერი. Alfa Romeo Tonale მოსალოდნელია, რომ კომპაქტური ელექტრო ქროსოვერი ზომით BMW X1-ის ტოლი და Volvo XC40-ზე ოდნავ პატარა იქნება. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება Alfa Romeo-ს გაყიდვების გამოცოცხლებაში სწრაფად განვითარებად ბაზარზე, სადაც სულ უფრო მეტად მკაცრდება დამოკიდებულება ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მიმართ. მანამდე, სანამ ჯერ კიდევ სახელწოდების არმქონე „2022 Alfa EV“ ელექტრო ქოროსოვერი გამოვა, ბრენდი წარადგენს საშუალო ზომის ქროსოვერ Tonale-ს ჰიბრიდული ტრანსმისიით. Tonale-ს კონცეპტუალური ვერსიის დებიუტი შედგა 2019 წელს ჟენევის ავტოსალონზე. გამოცხადდა, რომ იგი შეძლებს მხოლოდ 30 მილის (48 კმ) გავლას ბატარეით კვების პროცესში. Tonale აწყობილია FCA პლატფორმაზე, რომელიც საფუძვლად უდევს Jeep Compass-სა და Renegade მოდელებს. თუკი Alfa Romeo შეძლებს გეგმების რეალიზებას, 2022 წლისთვის მას ეყოლება ორი ელექტრო-მიერთებადი ქროსოვერი. ამჟამად Fiat Chrysler ასობით მილიონ ევროს უხდის Tesla-ს შესაძლებლობისთვის - მოხდეს ევროპაში ერთიანი ავტოპარკის ფორმირება, რათა შეესაბამებოდეს ატმოსფეროში სითბური გაზების გამოფრქვევის შესახებ დაწესებულ მკაცრს მოთხოვნებს. https://bit.ly/3gSGhPu
  7. 1 ივნისს კანადაში ძალაში შევიდა რეგულირების ახალი წესები, რომელთა თანახმად როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთული კრიპტოსავალუტო კომპანიები მიეკუთვნება დაწესებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისებს ფულადი გადარიცხვების სფეროში. ახალი წესების თანახმად კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფულად გადარიცხვებს, მათ შორის ტრანზაქციებს ვირტუალური ვალუტების გამოყენებით, უნდა დარეგისტრირდნენ ფინანსური ოპერაციების ანალიზისა და ანგარიშგების ცენტრში (FINTRAC) და დაიცვან მისი მოთხოვნები. ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე კანადის წამყვანი კრიპტო ბირჟა Bullbitcoin-ის ხელმძღვანელმა და ადგილობრივი Bitcoin Embassy-ის თანამშრომელმა ფრანსის პულიომ დაწერა, რომ ეს იყო ბოლო დღე მისთვის, როგორც ვირტუალური ვალუტის არარეგულირებადი დილერისთვის. „მე 2014 წლიდან მჭიდრო კავშირში ვიყავი ამ პროცესთან, ვმუშაობ ფინანსთა სამინისტროსა და FINTRAC-თან. ჩვენი პოზიცია უცვლელი იყო: Bitcoin არის ფული და მისი რეგულირება უნდა მოხდეს ისევე, როგორც სხვა ფულის, არც მეტი და არც ნაკლები, ”- აღნიშნა პულიომ. მან დაამატა, რომ Bitcoin-ის შვიდწლიანი ლობირების შედეგი კანადელი კანონმდებლებისთვის შეიძლება უზარმაზარ წარმატებად ჩაითვალოს. „არ არის იდეალური, თუმცა ყველაფერი შესაძლოა გაცილებით უარესად ყოფილიყო“ განაცხადა მან. ახალი მოთხოვნების შესაბამისად 10 ათას კანადურ დოლარზე ზემოთ კრიპტოსავალუტო ტრანზაქციის განხორციელებას სჭირდება ანგარიშგება და მომხმარებლის იდენტიფიკაცია. პულიოს თქმით, ეს ის მომენტია, რომელიც საშუალებას არ აძლევს - ცვლილებებს უწოდოს „საბოლოო გამარჯვება“. ახალი წესები უპირველს ყოვლისა გავრცელდება კრიპტოსავალუტო კომპანიებში, რომლებიც მუშაობენ ფიატურ ფულთან, ასეთებია მაგალითად Bitcoin-ტერმინალების ოპერატორები. პულიოს განცხადებით ინდუსტრიის წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი უკვე იცავს მომხმარებლის იდენტიფიკაციის მკაცრ წესებს, რადგანაც ამას მათგან საგადახდო პარტნიორები მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ კანადის ფასიანი ქაღალდების ადმინისტრატორებმა (CSA) წარადგინეს ახალი სახელმძღვანელო, რომლის თანახმად ადგილობრივი კრიპტოსავალუტო ბირჟების უმეტესობა ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ. https://bit.ly/302Pe2E
  8. ბოლო წელს Intel-ი მკაცრ კონკურენციას წააწყდა AMD-ის მხრიდან. მოულოდნელად კომპანიამ გააცნობიერა, რომ მათი პროცესორები „წითლებისას“ ჩამორჩება. 200 აშშ დოლარიანი Ryzen 5 3600 დესკტოპ პროცესორი წარმადობით უკეთესი აღმოჩნდა 400 დოლარიან Intel Core მოდელებთან შედარებით, თუმცა სულ ოდნავ ჩამორჩება გეიმინგში. კიდევ უფრო უარესადაა სიტუაცია ენთუზიასტებისთვის განკუთვნილ პროცესორებში, სადაც 64-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3990X Intel-ის სერვერულ ჩიპებსაც კი აღემატება. ეს ყველაფერი უძლიერეს ზეწოლას ახდენს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მენეჯმენტზე. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა პრეს-კონფერენცია, სადაც გაჟღერდა გეგმა, რომლის თანახმად 2023 წლისთვის Intel შეძლებს 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლას და შექმნის მოდელებს, რომლებიც თითქმის ორჯერ აღმატებული იქნება თანამედროვე მოდელებზე. უცნობია, გამოუვა თუ არა კომპანიას ჩანაფიქრი. აღვნიშნავთ, რომ ბოლო დროს გახშირდა კომპანიის მხრიდან მოწოდებები, რომ არ გამახვილდეს ყურადღება სინთეტიკურ ტესტებზე. მეათე თაობის Intel Core პროცესორებს სინთეტიკაში უჭირს. წინ მე-11 თაობაა, რომელიც ასევე დაფუძნებული იქნება 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და შეძლებს უზრუნველყოს წარმადობის სასურველი ზრდა. ამასთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რობერტ სვონმა განაცხადა, რომ დროა ეტალონური ტესტებიდან აქცენტი რეალურ წარმადობაზე გადავიდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებისა და მათი ფასეულობების გავლენა საზოგადოებაზე. Intel-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კმარა სინთეტიკური ტესტების მაჩვენებლებზე ღელვა. ამოცანად რჩება, კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში რობერტ სვონს.  ნუთუ Intel-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგიები საზოგადოებისთვის უფრო ფასეულია იმაზე, რასაც AMD ქმნის? ნებისმიერ შემთხვევაში სინთეტიკურ ტესტებზე უარის თქმისკენ მოწოდება ხმამაღალი განაცხადია. სავსებით სარწმუნოა, რომ მალე კომპანია ბენჩმარკებზე ტესტირებას აუკრძალავს ყველას, ვინც პროცესორებს რელიზამდე იღებს. ეს გამოიწვევს იმას, რომ შედარება მოხდება მხოლოდ რიგითი მომხმარებლების მიერ და უგულვებელყოფილი იქნება Intel-ის მიერ. მოსალოდნელი შედეგები გაურკვეველია. https://bit.ly/3cnztWE
  9. AMD-ის ხელმძღვანელობამ ისაუბრა RDNA 2 არქიტექტურის ბაზაზე არსებული საშუალო საფასო კატეგორიის ვიდეო დაფების ასორტიმენტის გაფართოებაზე. ცნობილია მნიშვნელოვანი დაზუსტებები: მიმდინარე წელს ექსპანსია დაიწყება ფლაგმანური პროდუქტი Big Navi-თ, ეტაპობრივად კი RDNA 2 გამოჩნდება ჰიბრიდულ პროცესორებშიც. მსგავსი სიახლეები Bank of America Securities-ის ღონისძიებაზე გააჟღერა AMD-ის ფინანსურმა დირექტორმა Devinder Kumar-მა. მან სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს არა მხოლოდ ცენტრალური პროცესორები Zen 3 არქიტექტურით, ასევე RDNA 2 არქიტექტურის მქონე გრაფიკული პროცესორები. მან დააკონკრეტა, რომ ფლაგმანური პროდუქტი Big Navi პირველ რიგში გამოვა RDNA 2 არქიტექტურის მქონე წარმომადგენლებს შორის. Devinder Kumar-ის თქმით ფლაგმანური პროდუქტი უნდა გახდეს მომხმარებლებისთვის მიმზიდველი, რაც განაპირობებს RDNA 2 არქიტექტურის მქონე სხვა გრაფიკული მოდელების წარმატებით რეალიზაციას. თავდაპირველ ასორტიმენტში წარმოდგენილი იქნება საშუალო და მაღალი ფასის მოდელები. RDNA 2 არქიტექტურა მოხვდება არა მხოლოდ Sony-სა და Microsoft-ის ახალი თაობის გეიმინგ კონსოლებში, არამედ AMD-ის ჰიბრიდულ პროცესორებშიც. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ წინა თაობის Vega არქიტექტურა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოყენებული ჰიბრიდულ პროცესორებში და მხოლოდ 2022 წლიდან დაუთმობს ადგილს RDNA 2-ს. არ უნდა დაგვავიწყდეს Samsung-ის გეგმაც, რომელიც აპირებს RDNA გრაფიკის გამოყენებას თავის მობილურ პროცესორებში. კომპანია მას გამოიყენებს AMD-სგან ლიცენზიის მიღების შემდეგ. https://bit.ly/2yXRJYU
  10. ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის შვეიცარიულმა სამსახურმა (FINMA) დაადასტურა კერძო კლიენტებზე ორიენტირებული Baumann Bank-ისა და Incore Bank-ის განაცხადები, რათა უზრუნველყოფილ იქნას სერვისების ფართო სპექტრი კრიპტოვალუტების გამოყენებით. ციფრული აქტივებით ვაჭრობისა და შენახვის ლიცენზიის მიღების შედეგად ბანკი Maerki Baumann თავდაპირველად თავის მომხმარებლებს წარუდგენს ვაჭრობის შესაძლებლობას Bitcoin-ით, Ethereum-ით, Bitcoin Cash-ით (BCH), Litecoin-ითა (LTC) და Ripple-ით (XRP). სამომავლოდ იგეგმება სავაჭრო პლატფორმაზე ERC20-ტოკენების დამატება. Maerki Baumann ციფრული აქტივების სფეროში 2019 წლის აპრილიდან მუშაობს, უზრუნველყოფს ანგარიშებს კრიპტოსავალუტო კომპანიებისთვის და ახორციელებს ICO და Security Token Offering (STO) ადმინისტრირებას. გასული წლის მიწურულს ფინანსური დაწესებულების მართვის ქვეშ იმყოფებოდა 8-მილიარდნახევარი CHF (8.84 მლრდ აშშ დოლარი). „ეჭვი არ გვეპარება, რომ ციფრული აქტივები მომავალში მყარად დაიკავებენ ადგილს სერტიფიცირებული ფინანსური მრჩევლებისა და აქტივების მართვის კომპანიების მიერ შემოთავაზებული აქტივების ჩამონათვალში“ - განაცხადეს ბანკის წარმომადგენლებმა FINMA-ს ლიცენზიის მიღების შემდეგ. მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზიის მიმღები მეორე ბანკი Incore სპეციალიზებულია აუთსორსინგ-სერვისებზე ფინანსურ დაწესებულებებში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს ანგარიშგებას, შენახვას, გადახდებს, საბუღალტრო მომსახურებას, მოთხოვნებზე დაკვირვებასა და საგადახდო დახმარებას. Incore-ის პარტნიორია კრიპტოსავალუტო აქტივების მმართველი კომპანია Crypto Finance. ახლადშექმნილი ციფრული მომსახურების განყოფილების მომხმარებლებისთვის სრულად არის განცალკევებული ანგარიშები. ციფრული აქტივებით ვაჭრობის, შენახვისა და გადარიცხვის პარალელურად Incore-ისთვის მინიჭებული ლიცენზია მოიცავს აქტივების ტოკენიზაციას. შედეგად ბანკი გახდება შვეიცარიაში პირველი ფინანსური დაწესებულება, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ახალი ტიპის აქტივებთან წვდომას. აპრილში შვეიცარიულმა ჰოლდინგმა Crypto Finance AG დაფინანსების B სერიაში მოიზიდა 14-მილიონნახევარი აშშ დოლარი FINMA ბროკერ-დილერის ლიცენზიის მისაღებად. ლიცენზია განკუთვნილია კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ორგანიზებისთვის მსხვილი მოთამაშეებისთვის, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის. https://bit.ly/3eHDnen
  11. მეათე თაობის Intel Core პროცესორები ცოტა ხანია რაც გაყიდვაში გამოვიდა. შესაბამისი დედა დაფები მეტად ძვირი ღირს საიმისოდ, რომ შესაძლებელი გახდეს ეკონომიური სისტემის აწყობა. არანაკლებ დამაბნეველი სიტუაციაა AMD-შიც. კომპანია ხან უარს აცხადებს В450 ჩიპსეტის მქონე დედა დაფების მხარდაჭერაზე, ხან კი თავისსავე განცხადებას უარყოფს. ამ ყველაფერში გარკვევა საკმაოდ რთულია. ამჯერად წარმოგიდგენთ ნებისმიერ ბიუჯეტზე გათვლილი საუკეთესო დედა დაფების ჩამონათვალს Рcgamesn-ის ექსპერტების აზრით. Intel Asus TUF Z390-Pro Gaming.  ეს არ არის ბაზარზე ყველაზე მოწინავე დედა დაფა მე-9 თაობის პროცესორებისთვის. ამავე დროს, მას შეუძლია ფუნქციების ნაკრებით გააოცოს ყველაზე მომთხოვნი ოვერქლოქერებიც კი. ამ დაფის ბიუჯეტურად დასახელება არასწორია: იგი არაუმეტეს 270 აშშ დოლარი ღირს, თუმცა ხარისხისა და ფასის შეფარდების კუთხით ანალოგების დიდ ნაწილს აღემატება. MSI B360M Mortar.  საიმედო და ხარისხიანი დაფა პროცესორებისთვის, რომლებიც არ ფლობენ აჩქარების პოტენციალს. იგი არ იკავებს დიდ ადგილს, უზრუნველყოფს მთლიანი სისტემის თავდაჯერებულ მუშაობას. ფასი - 100 დოლარი. AMD Asus TUF Gaming X570-Plus.  ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმადობის დაფა მათთვის, ვინც მძლავრ Ryzen 9 პროცესორებს ყიდულობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მას შეიძენს, სამომავლოდ დგამს ნაბიჯს, რადგანაც დაფას შეუძლია შეითავსოს აბსოლუტურად ყველა ჩიპი Zen 3 არქიტექტურით Ryzen 9 4900+ მოდელამდე. შემაფერხებელი მხოლოდ ფასია, თუმცა მათთვის, ვინც იცის რა მოუხერხოს ასეთ სიმძლავრეს - ღირებულება არ წარმოადგენს დაბრკოლებას. MSI X470 Gaming Pro Carbon.  ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ ამ დაფაზე. იგი პრაქტიკულად მოუწვდომელია ბაზარზე, ამიტომ შესაძლებელია განვიხილოთ ანალოგიური MSI X470 Gaming Plus Max, რომელსაც აქვს უამრავი სასარგებლო პარამეტრი, ასევე დაბალი ფასი. 160 აშშ დოლარად მიიღებთ მომდევნო Ryzen 4000 სერიის პროცესორებამდე განახლების შესაძლებლობას. Gigabyte AB350-Gaming 3.  ბიუჯეტური ვარიანტის შეძენის სურვილის შემთხვევაში ამ დაფაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს. იგი თავის ყველა მოვალეობას უმკლავდება, თუმცა ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციას, რომ მოხმარებლებმა შეისწავლონ Asus-ის ან MSI-ს ასორტიმენტი В450 ჩიპსეტზე, რადგანაც მათ ექნებათ მომდევნო თაობის პროცესორების მხარდაჭერა. ხელმისაწვდომია ბიუჯეტური დაფები Asus Prime ხაზში, ასევე MSI B450M Pro-M2 Max, რომლის ფასი 80 აშშ დოლარიდან იწყება. https://bit.ly/2Xr5skz
  12. განახლებულ Omen 15 ლეპტოპებთან ერთად კომპანია HP-მ წარადგინა ხელმისაწვდომი გეიმინგ ლეპტოპი Pavilion Gaming 16. ახალი მოწყობილობა ხასიათდება საკმაოდ დიდი ეკრანითა და კომპაქტური გაბარიტებით. ლეპტოპს აქვს 16,1-დუიმიანი IPS-ეკრანი Full HD გაფართოებით. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/მ2, აქვს 72 %-იანი NTSC ფერთა გამა. დისპლეის გარს აკრავს თხელი ჩარჩოები, რის ხარჯზე ლეპტოპის გაბარიტები ოდნავ აღემატება ტიპური 15,6-დუიმიანი ლეპტოპის გაბარიტებს. Pavilion Gaming 16-ს საფუძვლად უდევს Intel Comet Lake-H პროცესორები. მოდიფიკაციის მიხედვით შეიძლება მოცემული იყოს ოთხბირთვიანი Core i5-10300H ან ექვსბირთვიანი Core i7-10750H. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია დისკრეტული ვიდეო დაფები NVIDIA GeForce GTX 1660 Ti ან RTX 2060. ორივე შემთხვევაში მოცემულია Max-Q მოდიფიკაცია. ამჟამად წარმოდგენილი მოდელების ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 ან 12 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია SSD და მყარი დისკები, ასევე მათი ერთობლიობა. გარდა ამისა, Pavilion Gaming 16 შეიძლება აღიჭურვოს სწრაფი Intel Optane დისკით. გეიმინგ ლეპტოპი Pavilion Gaming 16 მიმდინარე თვეში გამოვა და 800 აშშ დოლარად გაიყიდება. https://bit.ly/2U2e7aN
  13. კრიპტოვალუტების მომპოვებელი აღჭურვილობების წამყვანმა მწარმოებელმა კომპანია Bitmain-მა გაყიდვაში გამოუშვა ახალი მოწყობილობა Antminer T19. იგი განკუთვნილია Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის SHA256 ალგორითმზე. ძირითადი მახასიათებლები: ჰეშრეითი — 84 TH/s ± 3%; ენერგომოხმარება — 3150 ვტ ±5%; ფასი — 1749 აშშ დოლარი. F2pool-ის მიხედვით, 0,05 კვტ/სთ ღირებულების ელექტროენერგიისა და Bitcoin-ის ამჟამინდელი 9552 აშშ დოლარიანი კურსის პირობებში Antminer T19-ის მიერ მოტანილი მოგება შეადგენს 3.14 აშშ დოლარს დღე-ღამეში. ამგვარად, მოწყობილობის ღირებულების გამოსყიდვის დროა 18.5 თვე. ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი მეექვსე ადგილზეა სხვა მაინერებს შორის. Bitmain-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Antminer T19-ში გამოყენებულია კვების ახალი სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. მის წყალობით კრიპტოვალუტების მოპოვების პროცესი უფრო ეფექტური და მომგებიანია. გარდა ამისა, მოწყობილობა უფრო სწრაფად ირთვება T17 სერიის მაინერებთან შედარებით. მოწყობილობის მიწოდება დაიწყება 21-30 ივნისის პერიოდში. გაყიდვა შეზღუდულია - ერთ ადამიანზე გაიცემა ორი ეგზემპლარი. Bitmain-ში აღნიშნავენ, რომ ეს გახლავთ აუცილებელი პირობა მოწყობილობის ხელმისაწვდომობის ამაღლებისთვის. მაისის დასაწყისში ბევრმა მაინინგ-კომპანიამ Bitmain-ს ბრალი დასდო წუნდებული Antminer S17+ მოწყობილობების მიწოდებაში. ჩინელმა მომხმარებლებმაც გააკრიტიკეს Antminer 17-ის საიმედოობა. მათი ინფორმაციით მოწყობილობის გაუმართაობამ 30%-ს მიაღწია. https://bit.ly/36OHGSp
  14. ვებ-გვერდ Pcgamesn-ის ექსპერტები ხშირად ახდენენ ოპტიმალური კომპონენტების შეჯამებას. ამჯერად მათ გამოარკვიეს, რომელი SSD შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურად არა მხოლოდ საფასო კატეგორიის მხრივ, არამედ საერთო ჯამში, ასევე ფასისა და წარმადობის შეფარდების კუთხით. ოპტიმალური ვარიანტი: Samsung 970 EVO Plus – 512 გბ - https://amzn.to/2Aqv6gi ეს მოდელი არ მიეკუთვნება ბიუჯეტურ კატეგორიას, თუმცა არც ძვირადღირებულია სხვა მოდელებივით. შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი საუკეთესო შემოთავაზება ცნობადი ბრენდის, მაღალი წარმადობისა და მისაღები ფასის გათვალისწინებით. სიჩქარეა 3 500/3 300 მბ/წმ, რაც 99 აშშ დოლარის ფასად საკმაოდ მომგებიანი წინადადებაა. საუკეთესო ბიუჯეტური SSD: Samsung 860 EVO – 512 გბ - https://amzn.to/2ZXmUi1 ერთ-ერთი მეტად პოპულარული SSD ბაზარზე. მიეკუთვნება SATA კონტროლერის მქონე მოდელებს, რაც გულისხმობს მის დაყენებას მოძველებულ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში, უზრუნველყოფს აჩქარებას ტრადიციული მყარი დისკის SSD-ში შეცვლის შედეგად. ძალიან იაფი: Crucial MX500 – 500 გბ - https://amzn.to/3drIWgM დისკს აქვს შესანიშნავი სიჩქარე და სამწლიანი გარანტია, რის შედეგად ეს მოდელი გამოდის შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც თანხის დაზოგვა უნდა. ფასი ნამდვილად რეკორდულად დაბალია - სულ რაღაც 50 აშშ დოლარი. თანამედროვე ტექნოლოგიები დაბალ ფასად: WD Blue SN500 NVMe – 500 გბ - https://amzn.to/3gEWBDv 65 აშშ დოლარად მიიღებთ 1750/1450 მბ/წმ სიჩქარეს, რაც ორჯერ ნაკლებია Samsung 970 EVO Plus-თან შედარებით, თუმცა ფასიც ზუსტად ორჯერ ნაკლებია. ასეთი სიჩქარე არასაკმარისი იქნება თამაშების ელვისებური სისწრაფით ჩატვირთვისთვის: 10 წამის ნაცვლად დიდი მოცულობის ფაილის ჩატვირთვისას დაკარგავთ 20 წამს, თუმცა ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. თუ დაინტერესებული ხართ უფრო მძლავრი და სწრაფი დისკებით, ასეთ შემთხვევაში კარგი არჩევანია მოდელი Samsung 970 PRO 1 ტბ - M.2 NVMe - https://amzn.to/2AqvNpU მას არც ისე ხელმისაწვდომი ფასი აქვს, თუმცა სხვა მახასიათებლების მხრივ კონკურენტი არ გააჩნია. https://bit.ly/3gHa6SX
      • 1
      • Like
  15. კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი Creator 15, რომელიც გათვლილია პროფესიონალ მომხმარებლებზე. ლეპტოპს საფუძვლად უდევს Intel Comet Lake აპარატული პლატფორმა. მოწყობილობაში გამოყენებულია პროცესორი Core i7-10875H. ეს ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავება. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.3 გჰც-ს, მაქსიმალური - 5.1 გჰც-ს. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი. უფროსი ვერსია დაკომპლექტებულია 4K პანელით (3840 × 2160 პიქსელი) და 100%-იანი Adobe RGB ფერთა გამით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მოდიფიკაციები Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ეკრანით, მათ შორის ასევე მხარდაჭერილია სენსორული მართვა. DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 64 გიგაბაიტს. შესაძლებელია М.2 ფორმ-ფაქტორის ორი დისკის დაყენება. აღჭურვილობაში შედის დაქტილოსკოპიური სკანერი, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, კლავიატურა თეთრი ფერის განათებით, აუდიო სისტემა 2-ვატიანი დინამიკებით, პორტები USB 3.2 Gen2 Type-C, USB 3.2 Gen 2 Type-A, HDMI და RJ45. პორტატული კომპიუტერის ზომებია 358,3 × 248 × 18,3–19,8 მმ, წონა - 2.1 კილოგრამი. კვებაზე პასუხისმგებელია 99,9 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. https://bit.ly/3dqYul2
  16. არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს სასწრაფო საბირჟო ვაჭრობის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე კრისტოფერ ჯანკარლო, გამოუშვა ციფრული დოლარის პროექტის whitepaper. ჯანკარლოსთან ერთად ამ ინიციატივაში გადამწყვეტ როლს თამაშობს CFTC-ის ინოვაციების ყოფილი დირექტორი დენიელ გორფინი. მთავარი ტექნოლოგიური პარტნიორია კომპანია Accenture, რომელიც დეკემბერში გახდა შვედეთის ცენტრალური ბანკის პარტნიორი ციფრული კრონის საპილოტე პროექტში. „The Digital Dollar Project“-ის მიზანია CBDC-ის შექმნის დაჩქარება, whitepaper-ის გამოშვება კი გადამწყვეტი ნაბიჯია ამ მიმართულებით“ - განაცხადა გორფინმა. ჯანკარლომ შეასრულა პირობა, რომ არაუგვიანეს მაისისა წარადგენდა დოკუმენტს, რომელშიც მოცემული იქნებოდა „ციფრული დოლარის ძირითადი ელემენტები და შემოთავაზებული უპირატესობები“. 50-გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოყენების პოტენციური შესაძლებლობები. ციფრული დოლარის პროექტის whitepaper შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2Xgs8ns ციფრული დოლარის გამოყენების ერთ-ერთ მიმართულებად ავტორები მიიჩნევენ აშშ-სა და მექსიკას შორის ფულადი გადარიცხვების ორგანიზაციას. whitepaper-ში მოყვანილია Pew Reasearch-ის მონაცემები, რომელთა თანახმად ამგვარი ტრანზაქციების ჯამურმა მოცულობამ 2019 წელს 30 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. წარმატების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს გამოცდილების მასშტაბირება ტრანსსასაზღვრო გადახდებში, რომელთა ჯამური მოცულობა McKinsey & Company-ს მონაცემებით 2018 წელს 136 ტრილიონი აშშ დოლარი იყო. „დაინტერესებული მხარეების, სახელმწიფო ორგანოებისა და ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფის წყალობით ვაპირებთ გავაუმჯობესოთ გამოყენების ეს შემთხვევები და გამოვაცხადოთ პოტენციური საპილოტე პროექტები გადაწყვეტილებების ფასეულობისა და საფუძვლიანობის შემოწმებისთვის“ - მითითებულია დოკუმენტში. გორფინმა აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტების ამოქმედება შესაძლოა შეეხოს ცალკეული გამოყენების შემთხვევებსა და მათ ცალკეულ ასპექტებსაც კი. Digital Dollar Project-ში არ ისწრაფვიან მოხდეს რევოლუცია ამჟამად არსებულ ფინანსურ სისტემაში: Whitepaper-ში ხაზგასმულია სწრაფვა არსებული რეგულაციური ჩარჩოების ფარგლებში მუშაობისკენ. მიიჩნევა, რომ ციფრული დოლარი ფედერალური რეზერვებიდან კომერციულ ბანკებში შევა, შემდეგ კი მოსახლეობაში: „ციფრული დოლარი გავრცელდება კომერციული ბანკების ორდონიან სისტემასა და რეგულირებად შუამავლებში“. ამავე დროს გორფინის აზრით Digital Dollar Project გამოიწვევს ნაწილობრივ დეცენტრალიზაციას: „პირველ რიგში კერძო სექტორზე, რეგულირებად ბანკებსა და პროვაიდერების სერვისებზე დაყრდნობა ოპტიმალური მიდგომაა. საზოგადოებრივი გადაწყვეტილებები ყოველთვის იძლეოდა წარმოქმნილი პრობლემებისა და შეზღუდვების მოგვარების შესაძლებლობას. ასე გაჩნდა ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში პოლიტიკოსების აზრებისგან დამოუკიდებელია“. Whitepaper-ში აღნიშნულია, რომ CBDC მოვა KYC/AML პროცედურების მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ამავე დროს ინიციატივის ავტორების აზრით ციფრული დოლარისთვის გადამწყვეტი გამოწვევა იქნება კონფიდენციალურობის პრობლემა, რომლის გადაჭრისთვის საჭირო გახდება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. „საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკური არჩევანი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს“ - დაასკვნა გორფინმა. COVID-19-ის პანდემიამ დიდი დისკუსია გამოიწვია ფინანსური სისტემის იმგვარად რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რომელიც უკეთ მოახდენდა რეაგირებას საზოგადოების მოთხოვნებზე. ეკონომიკის მხარდასაჭერი პროგრამის შემუშავებისას დემოკრატებმა გამოთქვეს შემოთავაზება - შექმნილიყო დოლარის ციფრული ვერსია და საფულე გადახდების სტიმულირებისთვის. ბოლო გამოცემაში ეს დებულებები ამოღებულია. https://bit.ly/2MeOyzh
  17. მეათე თაობის Intel Core პროცესორებმა მოიტანა გაზრდილი სიხშირეები, მრავალნაკადიანობა მთელ ხაზში და ფლაგმანური ათბირთვიანი მოდელი Core i9 10900К. ამასთან, უზრუნველყოფილი ვერ იქნა წარმადობის ზრდა გეიმინგში. წინ არის მეთერთმეტე თაობის Intel Core პროცესორები - Tiger Lake. უკვე ცნობილია, რომ მათ ექნება კვლავ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და გაუმჯობესებული არქიტექტურა Willow Cove, რომელიც 10-ნანომეტრიან პროდუქციაში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა მოხდა მისი ოპტიმიზაცია 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. გარკვეული პერიოდი ჩანდა ისე, რომ გველოდა პროცესორების „მოსაწყენი“ თაობა მხოლოდ 5 %-იანი წარმადობის მატებით, თუმცა უახლესი ცნობები საპირისპიროზე მეტყველებს. მაშ ასე, ახალი Willow Cove არქიტექტურის წყალობით Tiger Lake დესკტოპ პროცესორებს 25%-იანი IPC წარმადობის ზრდა ექნება. ეს დაუჯერებელია, რადგანაც ამჟამად არსებული 10-ნანომეტრიანი თაობა ამ მაჩვენებლის მატების გარეშეა წარმოდგენილი. არანაკლებ საინტერესოა ცნობები Intel Core-ის მეთორმეტე თაობაზე. ცნობილია, რომ ახალი Golden Cove ბირთვი Alder Lake პროცესორებში უზრუნველყოფს არანაკლებ 50%-იან IPC წარმადობის მატებას ამჟამად არსებულ არქიტექტურასთან შედარებით. გარდა ამისა, გამოქვეყნდა Intel-ის პროცესორების რამდენიმე თაობის სამომავლო გეგმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ - რა მიმართულებით წავა კომპანია. თუ დავაკვირდებით, 2023 წლისთვის ნავარაუდევია IPC წარმადობის დაუჯერებელი, 80%-იანი ზრდა 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ათვისების ფარგლებში. https://bit.ly/2Xk9c7p
  18. პანდემია უარყოფითად აისახება Tesla-ს ელექტრომობილების გამოშვებაზე მიმდინარე წელს, თუმცა საწარმოო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომპანია შეძლებს წარმატება მოიპოვოს ამერკული ბაზრის მიღმაც. ათწლეულის ბოლოს იგი შეძლებს დაიკავოს ელექტრო ძრავის მქონე მანქანების ბაზრის 15%-მდე წილი. 2019 წელს Tesla-მ განახორციელა 400 ათასზე მეტი ელექტრომობილის მიწოდება, მიმდინარე წელს კი გათვლილი იყო 500 ათასი ეგზემპლარის გაყიდვის ზღვრის გადალახვა, სანამ პანდემია დაიწყებოდა. მან შეზღუდა Tesla-მობილების წარმოება და დააგდო მათზე მოთხოვნა. მაგალითად, ახალი და ჯერ კიდევ დეფიციტში არსებული ქროსოვერ Tesla Model Y-ის მიწოდების ვადები ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანდ შემცირდა, რაც წარმოების მოცულობის პროგრესის არარსებობის დროს მიგვითითებს მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნის შემცირებაზე. Daiwa Securities-ის სპეციალისტები ელიან, რომ 2020 წელს Tesla შეძლებს არაუმეტეს 450 ათასი ელექტრომობილის მიწოდებას. სხვა ანალიტიკოსები 424 ათას ეგზემპლარზე მეტის გაყიდვას არ მოელიან. Daiwa Securities-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოში გაყიდული ყველა ახალი ავტომობილის 20% წარმოდგენილი იქნება ელექტრო ძრავით, Tesla კი შეძლებს ყოველ წელს არანაკლებ 3 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას. ეს მას საშუალებას მისცემს დაიკავოს მსოფლიო ელექტროტრანსპორტის ბაზრის 15%. Tesla აშშ-ში ახლა აკონტროლებს ელექტრომობილების ბაზრის სამ მეოთხედს, ჩინეთში - დაახლოებით მეოთხედს, თუმცა კონკურენტები აუცილებლად შეავიწროვებენ Tesla-ს - ყველა დიდმა ავტოკონცერნმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვთ წარმოების გადატანა ელექტრო ძრავებზე. ილონ მასკის კომპანიას ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება - ელექტრო ბატარეების დამზადების ტექნოლოგია და კონტროლი მათ წარმოებაზე. https://bit.ly/3gDQsXT
  19. მილიარდელმა და კრიპტობანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა Bitcoin-ის შესყიდვის სირთულე დაასახელა ერთ-ერთ იმ მთავარ ფაქტორად, რომელიც ინარჩუნებს კრიპტოვალუტის ფასს. ამგვარი განცხადებით გამოვიდა იგი CNBC-ის ეთერში. მისი აზრით, Bitcoin-ის შეძენის ხელმისაწვდომობის ამაღლება გამოიწვევს მისი საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვან ზრდას. ნოვოგრაცმა აგრეთვე კომენტარი გააკეთა კრიპტოვალუტებისადმი აშშ-ის წამყვანი ბანკის, Goldman Sachs-ის ცოტა ხნის წინანდელ მიმხრობაზე. მისი აზრით კომპანია სრულ სურათს ვერ ხედავს. უფრო მეტიც, Bitcoin-ს აღარ სჭირდება ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების მიერ აღიარება. მაისის დასაწყისში მილიარდერმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის აღმასვლა ახლა იწყება. მან ინვესტორებს მოუწოდა ხელიდან არ გაუშვან შანსი ფასის მორიგი მატების წინ. აპრილის შუა პერიოდში მან ეკონომიკის უპრეცედენტო მხარდაჭერას Bitcoin-ის ძლიერი კატალიზატორი უწოდა. https://bit.ly/2Mb246E
  20. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე აგებული AMD Ryzen 4000 პროცესორები გამოვიდოდა 2020 წლის ბოლოს-2021 წლის დასაწყისში და დაფუძნებული იქნებოდა TSMC-ის გაუმჯობესებულ 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ Huawei ვეღარ მიიღებს ტაივანური კომპანიის ახალ ჩიპებს, შესაბამისად გამოთავისუფლდება საწარმოო ძალის უზარმაზარი წილი. უკანასკნელი ცნობებით, სწორედ მას დაიკავებს AMD. სიახლეები დაუჯერებელია: ადრე მიიჩნეოდა, რომ Ryzen 4000 სერიის დესკტოპ პროცესორები წარმოდგენილი იქნებოდნენ 15-20%-იანი IPC წარმადობის ზრდით, ასევე არქიტექტურული ოპტიმიზაციით 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ფარგლებში. თუმცა ის ფაქტი, რომ 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ნაცვლად არჩეული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, ნიშნავს წარმადობის დამატებით ზრდას. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით AMD შეძლებდა დამატებით +200-300 მეგაჰერცის უზრუნველყოფას, რაც ახალ Ryzen 4000 სერიას ხელს შეუწყობდა მეათე თაობის Intel Core პროცესორებთან კონკურენციის გაწევაში. 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლა კი იძლევა უფრო მაღალი სიხშირებისა და არნახული ენერგოეფექტურობის პერსპექტივას. ცნობილია, რომ ახალი ჩიპების ანონსი სექტემბერში შედგება, მათი მასობრივი გაყიდვა კი 2021 წლიდან დაიწყება. როგორც ჩანს, ეს იქნება ყველაზე ძლიერი ხაზი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რომელსაც აქვს პოტენციალი - „წითლებს“ ლიდერობა მოუპოვოს პროცესორების სეგმენტში. https://bit.ly/2M7Yw5f
  21. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ, როგორც მოსალოდნელი იყო, წარადგინა პირველი მონიტორი Redmi ხაზში - Redmi Display 1A. მატრიცა დამზადებულია IPS ტექნოლოგიით და ზომით 23.8 დუიმს შეადგენს. ახალი მონიტორი წარმოდგენილი იქნება უჩარჩოო დიზაინით, კორპუსის სისქე ყველაზე თხელ ნაწილში მხოლოდ 7.3 მილიმეტრია. სიგნალის წყაროსთან მიერთებისთვის გამოიყენება ციფრული HDMI ინტერფეისი და ანალოგური D-Sub პორტი. მონიტორის გაფართოებაა 1920 × 1080 პიქსელი, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1000:1. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად შეადგენს 178 გრადუსს. მატრიცის რეაქციის დრო 6 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. ზედა ნაწილში და გვერდებზე ჩარჩოების არარსებობის გამო პანელი შესანიშნავად გამოდგება მრავალი დისპლეის მქონე კონფიგურაციაში. ტექნოლოგია Low Blue Light ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხანგრძლივ სამუშაო პროცესში. ენერგომოხმარება 24 ვატს არ აღემატება. მოწყობილობა წარმოდგენილია სამწლიანი გარანტიით. მონიტორ Redmi Display 1A-ს შეძენა შესაძლებელი იქნება დაახლოებით 70-80 აშშ დოლარად. https://bit.ly/2Agmety
  22. შეერთებული შტატების ათწლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობის ვარდნა Bitcoin-ს საიმედო დამცავ აქტივად აქცევს - ამის შესახებ განაცხადა ანალიტიკური კომპანია Messari-ს პროდუქტ-მენეჯერმა. ანალიტიკოსმა მიუთითა S&P 500-სა და BTC-ს შორის მზარდ დადებით კორელაციაზე. მოსალოდნელი შემოსავლიანობა ამ ინდექსით 4%-ს შეადგენს, დივიდენდები - 1 %-ს, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა კი ნულის სიახლოვესაა. აშშ-ის ათწლიანი ობლიგაციების ფასი და Bitcoin-ის კურსი. წყარო: TradingView ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა ინვესტორებს მოუწოდა გახსნან გრძელვადიანი პოზიციები Bitcoin-ში, რათა დაიცვან თავიანთი დანაზოგი. „მე ყურადღებით ვაკვირდები სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობას. ასეთი ბაზრები, როგორც წესი, მძლავრი გამაფრთხილებელი ინდიკატორია. ასევე იყო იანვრის ბოლოს. თუკი ათწლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა დაიკლებს, დადგება დაცვის დრო. ჩემი პოზიციაა: გრძელვადიან პერსპექტივაში Bitcoin-ი, ოქრო, Amazon და Alibaba“ - განაცხადა ანალიტიკოსმა. აპრილის დასაწყისში VanEck Global-ის ექსპერტებმა აღნიშნეს Bitcoin-ის ოქროსთან კორელაციის ზრდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე. მოგვიანებით Quantum Economics-ის დამფუძნებელმა მატი გრინსპენმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Bitcoin-ის კორელაციამ S&P 500-თან ცხრა წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. ამავე დროს Glassnode-ის ანალიტიკოსებმა გასცეს გაფრთხილება, რომ Bitcoin-ი შესაძლოა დათვურ ციკლში გადავიდეს, თუკი მისი ფუნდამენტური მაჩვენებლები უახლოეს დროში არ გაუმჯობესდება. https://bit.ly/2M7LQv8
  23. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ASRock-ის ახალი ტექნოლოგია BFB-ის შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზარდოს მეცხრე და მეათე თაობის Intel Core პროცესორების ტაქტის სიხშირეები +1000 მჰც-მდე. მთავარი ის არის, რომ „K” პრეფიქსის არმქონე პროცესორებსაც აქვთ წვდომა აჩქარებაზე, რაც აქამდე არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია. რეალურად ამაში ზებუნებრივი არაფერია, BFB სინამდვილეში არ ზრდის სიხშირეს დასაშვებ ზღვარს ზემოთ, არამედ ამის ნაცვლად საშუალებას იძლევა ტაქტის სიხშირე მაქსიმალურ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს რაც შეიძლება დიდხანს. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ASUS-მა გადაწყვიტა მსგავსი ფუნქციის დანერგვა მეათე თაობის Intel Core პროცესორებისთვის განკუთვნილ ახალ დედა დაფებში. განსაკუთრებით სასიხარულო სიახლე ის არის, რომ ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერას მიიღებენ B460 და H470 ჩიპსეტების მქონე დედა დაფები. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტური Core i5-10400-ს შეძენისას შესაძლებელი იქნება დააყენოთ ბიუჯეტურ დედა დაფაზე და მიიღოთ სტაბილური მაღალი ტაქტის სიხშირე. ახალი ფუნქცია იმუშავებს TDP-ის დონის 65-დან 125 ვატამდე გაზრდისა და პროცესორების სიმძლავრის მნიშვნელოვანი ზრდის ხარჯზე. უფრო მეტი წარმატების მიღწევა იქნება შესაძლებელი ROG Strix B460-F Gaming დედა დაფის მეშვეობით, რომლის TDP-ის მაქსიმალური დონეა 210 ვატი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არ იქნება „სუფთა“ აჩქარება, თუმცა გეიმერებს მისცემს fps ხარისხის ამაღლების გარანტიას. მისი მიღწევა რის ხარჯზე ხდება - არავის აღელვებს, მთავარია სისტემამ იმუშაოს სტაბილურად, დედა დაფამ კი გაძლოს რაც შეიძლება დიდხანს. https://bit.ly/2TIFypV
  24. კომპანია Samsung-მა ტექნოლოგიურ კომპანია SoFi-სთან პარტნიორობით, რომელიც დაკავებულია საფინანსო აღრიცხვის პროგრამების შემუშავებითაა დაკავებული, წარადგინა პლასტიკური სადებეტო ბარათი Samsung Money ქეშბექის ფუნქციითა და უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერით. Samsung-ის ბარათზე არ არის მოცემული ნომერი, გამოშვების თარიღი, CVV-კოდი და მფლობელის ხელმოწერა. საბანკო ბარათის სრული მართვა ხორციელდება მობილური აპლიკაცია Samsung Pay-ს მეშვეობით. ამგვარად, თუკი მფლობელი ბარათს დაკარგავს ან მოპარავენ, ვერავინ შეძლებს მის გამოყენებას. უსაფრთხოების სისტემისა და ფინანსური ოპერაციებისადმი ანალოგიური მიდგომა გააჩნია საკრედიტო ბარათ Apple Card-ს. Samsung Money-ს შეკვეთა შესაძლებელი იქნება მხოლოდ Samsung-ის სმარტფონისა და აპლიკაციის გამოყენებით. მობილური აპლიკაციის მეშვეობით ბარათის მფლობელი შეძლებს მიიღოს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ. საბანკო ბარათის ანგარიში ავტომატურად უკავშირდება Samsung Pay-ს. შენაძენის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება სმარტფონის გამოყენებით. ქეშბექის სისტემა - შესრულებული შესყიდვის ფასის მცირე პროცენტის დაბრუნება - ამერიკულ ბაზარზე ნაკლებად გავრცელებული შესაძლებლობაა. ბარათის გამოშვების მომენტისთვის კომპანია მომხმარებლებს პირდება 55 ათასზე მეტი პარტნიორი მაღაზიისა და სერვისის მხარდაჭერას. 1000 და მეტი ქულის დაგროვების შემთხვევაში ბარათის მფლობელს შეუძლია მათი დახარჯვა სხვადასხვა სახის პროდუქციის შესაძენად. სამწუხაროდ კომპანია არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა Samsung Money ბარათის სხვა ქვეყნებში გამოშვებასაც. ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ შეერთებულ შტატებს ეხება, სადაც ბარათი მიმდინარე ზაფხულიდან გახდება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/2XQkE9Z
  25. სამხრეთკორეულმა კორპორაცია Samsung-მა წარადგინა მზა ავტონომიური გადაწყვეტილება მობილურ მოწყობილობებში კრიპტოსავალუტო აქტივებით განხორციელებული ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. პრეს-რელიზის თანახმად იგი მოიცავს SE-ჩიპს (S3FV9RR) და გაუმჯობესებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ხსენებული გადაწყვეტილების მიზანია უზრუნველყოს „ისეთი ამოცანების დაცვა, როგორებიცაა იზოლირებული საცავი, მობილური გადახდები და სხვა“. “მობილურობისა და უკონტაქტო კომუნიკაციების ეპოქაში ველით, რომ ჩვენი სმარტფონები და პლანშეტები წარმოდგენილი იქნება უსაფრთხოების უმაღლესი დონით, რათა დაცული იყოს პერსონალური მონაცემები და უზრუნველყოფილ იქნას fintech-ოპერაციები, როგორებიცაა მობილური ბანკინგი, საბირჟო ვაჭრობა და ტრანზაქციები კრიპტოვალუტებით“ - განაცხადა კორპორაციის მარკეტინგის ქვეგანყოფილების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. ახალ ჩიპს აპარატულად აქვს RoT-მხარდაჭერა, უსაფრთხო ჩატვირთვა და მოწყობილობის აუთენტიფიკაცია. სერტიფიცირებულია მობილური მოწყობილობებისთვის უმაღლესი მოთხოვნების შესაბამისად. ხსენებული გადაწყვეტილება პირველ რიგში განკუთვნილია ყველაზე მოთხოვნადი მოწყობილობების ამ ფუნქციებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელთა შორისაა ფლაგმანური სმარტფონები, ელექტრონული პასპორტები და აპარატული კრიპტოსავალუტო საფულეები. მოსალოდნელია, რომ S3FV9RR ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. გარკვეული პერიოდის წინ Samsung-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი 5G სმარტფონი ბლოკჩეინის ბაზაზე არსებული ID აუთენტიფიკაციის ინტეგრირებული სერვისით. https://forklog.com/samsung-predstavila-novyj-chip-dlya-zashhity-bitkoin-tranzaktsij-na-mobilnyh-ustrojstvah/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.