-
Posts
7330 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
AMD Ryzen 5000 სერიის პირველი პროცესორების გაყიდვის დაწყება 5 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. პროცესორები უკვე გამოჩნდა სხვადასხვა უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიაში, ამჯერად კი ახალი მოდელები შეგვიძლია ვნახოთ Amazon-ის იტალიურ ვებ-გვერდზე. კატალოგში სულ წარმოდგენილია 4 მოდელი, მათი ფასი იმაზე მაღალია, ვიდრე მითითებული იყო ფინეთისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პლატფორმებზე. ყველა ფასი მოცემულია დღგ-ს გათვალისწინებით. იტალიაში დღგ-ს სტანდარტული განაკვეთი 22%-ს შეადგენს. ქვემოთ მოცემულია Amazon-ის ფასები და AMD-ის სარეკომენდაციო ფასი. წყარო: Amazon.it Ryzen 9 5950X 1031,84 € (AMD: 799 $) Ryzen 9 5900X 694,70 € (AMD: 549 $) Ryzen 7 5800X 569,62 € (AMD: 449 $) Ryzen 5 5600X 379,30 € (AMD: 299 $) პროცესორების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება სარეკომენდაციო ფასს. ასევე, ახალი მოდელები გაცილებით ძვირია წინა თაობის ანალოგებთან შედარებით. ღირს თუ არა დიდი თანხის გადახდა Zen3 არქიტექტურის ბაზაზე შექმნილ პროცესორებში - მალე შევიტყობთ. სპეციალისტების ინფორმაციით, საინფორმაციო მედია პირველ სატესტო ნიმუშებს მომდევნო კვირაში მიიღებს. https://bit.ly/3dxPDPk
-
კომპანია Renault-მ ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარადგინა ელექტრო ჰეჩბეკი და ახალი დაბალბიუჯეტური საქალაქო ელექტრომობილი Dacia. ღონისძიება „Renault eWays“-ის ფარგლებში, რომელიც ამჟამინდელ და სამომავლო „ელექტრომობილობას“ ეძღვნებოდა, ფრანგულმა კომპანიამ წარადგინა ელექტრო ჰეჩბეკი Renault Mégane eVision და საქალაქო მოხმარების ელექტრომობილი Dacia Spring Electric. Renault Mégane eVision საფუძვლად დაედება სერიულ ელექტრომობილს, რომლის წარმოება მომდევნო წელს დაიწყება. მას აქვს 160 კვტ (217 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავი, რომელიც მუშაობს 60 კვტ/სთ მოცულობის ბატარეაზე. ახალ ელექტრომობილში მხარდაჭერილია 130 კვტ მუდმივი ძაბვის მქონე სწრაფი დამუხტვა, ასევე აქვს ინტეგრირებული დამტენი მოწყობილობა მაქსიმალური სიმძლავრით - 22 კვტ. მოდელი Dacia Spring Electric აღჭურვილია მეტად დაბალი, 33 კვტ (44 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავით, რომელიც ელექტროენერგიას იღებს 26.8 კვტ/სთ მოცულობის ბატარეიდან. როგორც Renault ამტკიცებს, მცირე ზომისა და წონის წყალობით ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს 225 კილომეტრი ერთ დამუხტვაზე WLTP სტანდარტის მიხედვით. Renault-მ ასევე განაცხადა, რომ ეს იქნება „ყველაზე იაფი საქალაქო ელექტრომობილი ევროპის ბაზარზე“. მისი ფასი 10 ათას ევროს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ Dacia Spring Electric ევროპის ტერიტორიაზე გაიყიდება 2021 წლის გაზაფხულიდან. https://bit.ly/37guZCq
-
პროექტ EOS-თან დაკავშირებულმა კომპანია Block.one-მა წარადგინა კორპორატიული სერვისების ნაკრები, რომლებიც ორგანიზაციებს უნდა დაეხმაროს ბლოჩეინის ბაზაზე გადაწყვეტილებების შემუშავებასა და ინტეგრირებაში. ბიზნესისთვის განკუთვნილ ოთხ ახალ შემოთავაზებაში გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა EOSIO კომპანია Block.one-ისგან და მოიცავს: ავტომატიზებულ პლატფორმას „ბლოკჩეინი, როგორც სერვისი“, რომელსაც Block.one მართავს; ტექნიკური დახმარება კომპანიებისთვის, რათა განსაზღვრონ მისი საჭიროების დონე; EOS-ინჟინრების პირდაპირი წვდომა ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების შემუშავებისა და განხორციელებისთვის, მათ შორის სმარტ-კონტრაქტების რეალიზაცია; კომპლექსური კურსები EOSIO-ს საფუძვლების შესახებ, სმარტ-კონტრაქტების პროგრამირება, პროგრამების შემუშავება და ინტეგრაციის უსაფრთხოების მეთოდები. Block.one ელის, რომ EOSIO for Business პაკეტი კომპანიებს საშუალებას მისცემს დანერგონ და მხარი დაუჭირონ ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებს პერსონალის არასაკმარისი ტექნიკური ცოდნის შემთხვევაში. შეგახსენებთ, ივლისში EOS-დეველოპერებმა დააანონსეს განახლებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც აღწერილია პროექტის გრძელვადიანი და შორსმიმავალი მიზნები. https://bit.ly/31cFzGs
-
უკვე ცნობილია, რომ NVIDIA გეგმავს კიდევ რამდენიმე დაუანონსებელი მოდელის გამოშვებას Ampere არქიტექტურის მქონე ახალ სერიაში. პირველ რიგში ეს იქნება GeForce RTX 3080 Ti, რომელსაც ექნება 20 გბ ვიდეომეხსიერება. გარდა ამისა, მოსალოდნელია ვერსია GeForce RTX 3070 Super, რომელსაც ექნება 16 გბ მეხსიერება. სტანდარტულ მოდელს „Super“ სუფიქსის გარეშე 8 გბ მეხსიერება აქვს. უფრო მეტიც, ცნობილია მსგავსი დაფების გამოსვლის მიახლოებითი ვადები. ამჟამად არსებული ცნობებით, ისინი გამოვა დეკემბერში და ძლიერ კონკურენციას გაუწევს AMD-ის Big Navi-ს. გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ ცნობებს და გვიზიარებს ახალი დაფების ფასებსაც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წინაშეა უფრო მძლავრი ვიდეო დაფები, მაღალი ფასები გარდაუვალია. როგორც ცნობილია, პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული GeForce RTX 3080 Ti დაფის ფასი 999 აშშ დოლარს შეადგენს, რეფერენსული მოდელის ფასი კი 849 აშშ დოლარიდან იწყება. ცნობილია, რომ მეხსიერების მოცულობის გაზრდის წყალობით ახალი დაფა შეძლებს უზრუნველყოს გაუმჯობესებული გეიმინგ-წარმადობა და ამ მაჩვენებლით RTX 3090-ს მიუახლოვდეს. GeForce RTX 3070 Super დაფის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. როგორც ჩანს, NVIDIA-მ ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი, რადგანაც გაყიდვაში ჯერ სტანდარტული მოდელი RTX 3070 არ გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ არ იცის როგორი მოთხოვნა იქნება და შეძლებს თუ ვერა მოთხოვნის უზრუნველყოფას. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია Radeon RX 6900 XT-ს წარმატებაზე. თუკი AMD-ის ფლაგმანი შეძლებს ღირსეული კონკურენციის გაწევას, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია ველოდოთ კარგ ფასდაკლებებს, თუმცა ეს საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსალოდნელია ორივე დაფის შეზღუდული ტირაჟი. https://bit.ly/37c9kuQ
-
კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა დააფიქსირა Huawei-ს წილის მნიშვნელოვანი კლება სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე: მიზეზი გახლავთ ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის მიმართ შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული მკაცრი სანქციები. მიმდინარე წლის აპრილში, როგორც ცნობილია, Huawei სმარტფონების წამყვან მომწოდებელთა შორის პირველ ადგილას იყო გლობალური წილის 21%-ით. მეორე ადგილი ეკავა კომპანია Samsung-ს 20%-იანი წილით. გარდა ამისა, მოყვანილია Apple-ისა და Xiaomi-ს აპრილის მონაცემები - 12% და 8% შესაბამისად. აგვისტოში Huawei-ს წილი 16%-მდე შემცირდა, რის შედეგად კომპანია მეორე ადგილზე გადავიდა სმარტფონების მომწოდებლების მსოფლიო რეიტინგში. პირველი ადგილი დაიბრუნა სამხრეთკორეულმა გიგანტმა და დააფიქსირა 22%-იანი წილი. Apple-ის წილი წინა დონის მსგავსი აღმოჩნდა - დაახლოებით 12%. ამავე დროს, Xiaomi-მ შეძლო პოზიციის გამყარება 11%-ამდე. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დროში Huawei-ს წილი შემცირებას გააგრძელებს, რაც კონკურენტებისთვის ხელსაყრელია. ასევე აღინიშნება, რომ მიწოდების მასშტაბი შესაძლოა გაზარდოს Apple-მა, რასაც ხელს შეუწყობს მისი პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით - ახალი თაობის iPhone 12. https://bit.ly/2H3SXG7
-
Bitcoin-ის კაპიტალიზაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი „ზღვაში წვეთია“ იმ ბაზართან შედარებით, რომელზეც მას გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შეუძლიათ პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციას 500 მლრდ აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ უბიძგონ. ამის შესახებ ნათქვამია ფინანსურ კორპორაცია Fidelity Investments-ის ახალ კვლევაში. კვლევების მიმართულების დირექტორმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციონალების ნაკადს შეუძლია გააძლიეროს კრიპტოვალუტისა და ტრადიციული ბაზრების ურთიერთკავშირი, თუმცა მათ არაკორელირებადი ბუნება გააჩნიათ. ამასთან, ფუნდამენტალურად ციფრული აქტივები ნაკლებად მოწყვლადია ეკონომიკური სირთულეებისადმი. მსოფლიოში, სადაც საპროცენტო განაკვეთები ნულთან ახლოსაა, Bitcoin-ი „პოტენციურად სასარგებლო“ აქტივია და აუცილებლად უნდა არსებობდეს ყოველი ინვესტორის საფულეში. „დღესდღეობით საფულეში Bitcoin-ის შეტანაზე უარის თქმის რისკები უფრო მაღალია, ვიდრე ამ შესაძლებლობის დაკარგვის რისკი” - აღნიშნავენ Fidelity-ში. კვლევების მიმართულების დირექტორის შეფასებით, კრიპტოვალუტების ბაზარზე ობლიგაციების ბაზრის მხოლოდ 1%-ის შემოდინებას შეუძლია Bitcoin-ის კაპიტალიზაციას 500 მლრდ აშშ დოლარისკენ უბიძგოს. ანალიტიკოსი აგრეთვე განიხილავს სცენარს, რომლის თანახმად პირველი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.3 ტრილიონ აშშ დოლარამდე შესაძლოა ავიდეს. Fidelity აცხადებს, რომ დღესდღეობით კრიპტო ბაზარს მართავენ უპირატესად საცალო ინვესტორები, რომელთათვის ციფრული აქტივების არასტაბილურობა ნაკლებად კრიტიკულია. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია შეადგენდა 211 მლრდ აშშ დოლარს. შეგახსენებთ, ივლისში Fidelity Investments-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ი დაასახელეს დაგროვების საშუალებად და ფინანსურ სისტემაში არსებული პრობლემებისგან დაზღვევად. გამოკითხვამ, რომელიც კომპანიამ ივნისში ჩაატარა, აჩვენა, რომ ყოველი მესამე ინსტიტუციონალური ინვესტორი ფლობს Bitcoin-ს. https://bit.ly/2GZqWz8
-
დასრულდა მიმდინარე წელს NVIDIA-ს მეორე კონფერენცია NVIDIA GPU Technology Conference. კომპანიამ წარადგინა მთელი რიგი საინტერესო პროდუქტები, რომელთა შორის იყო გრაფიკის დამუშავებისა და გამოთვლების აჩქარებისთვის განკუთვნილი პროფესიონალური ვიდეო დაფები RTX A6000 და A40 გრაფიკულ არქიტექტურა Ampere-ს ბაზაზე. მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ არ ჩანდა ბრენდი Quadro, თუმცა ამ დრომდე მიზეზი ცნობილი არ იყო. ამჟამად, როგორც პორტალი AnandTech აცხადებს, NVIDIA-მ დაადასტურა, რომ ბრენდი Quadro ბაზრიდან გავა და, როგორ ნავარაუდევი იყო, ეს გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებულია გრაფიკის დამუშავებისა და გამოთვლების სფეროების გაერთიანებით. ბრენდი Quadro გამარტივდება და ეტაპობრივად გავა ბაზრიდან. სამომავლოდ, ყველა პროფესიონალურ გადაწყვეტილებას მიენიჭება ბრენდის გარეშე სახელები. ვიზუალიზაციისთვის განკუთვნილი პროფესიონალური დაფებისა და გამომთვლელი ვიდეო მოწყობილობების საწარმოო ხაზების გადაკვეთამ გამოიწვია ამ მოდელების შერწყმის გარდაუვალობა, რადგანაც ისინი სულ უფრო მეტად ემსგავსებოდნენ ერთმანეთს ფუნქციონალითა და ფასით. NVIDIA ისწრაფვის შექმნას ერთიანი ბრენდი, რომელიც მოიცავს ორივე ბაზარს და ასახავს კომპანიის გრაფიკული გადაწყვეტილებების მოქნილობას. ამავე დროს, შედეგად შესაძლებელი გახდება დუბლირებული მოდელების რაოდენობის შემცირება. https://bit.ly/3nLSmcG
-
SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მალე დაიწყება საქალაქო ქროსოვერ Model Y-ის ახალი ვერსიის წარმოება: საუბარია შვიდადგილიან მოდიფიკაციაზე. მასკის თქმით, დასახელებული მოდელის სერიული წარმოება მომდევნო თვიდან დაიწყება. პირველი მიწოდება დაგეგმილია დეკემბრის დასაწყისისთვის. Tesla-ს ვებ-გვერდზე მოცემულია, რომ შვიდადგილიანი კონფიგურაცია ოფციის სახით 3 ათას აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი (სტანდარტულ ავტომობილში გათვალისწინებულია ხუთი ადგილი). ამგვარი სალონის შეკვეთა შესაძლებელი იქნება Long Range და Performance კომპლექტაციებში. პირველ შემთხვევაში სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე აღწევს 506 კილომეტრს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება - 4.8 წამს. მეორე შემთხვევაში ეს მონაცემებია 466 კმ და 3.5 წამი. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Tesla-მ აწარმოა 145 ათასი ელექტრომობილი და მომხმარებლებს წარუდგინა თითქმის 140 ათასი მანქანა. ამასთან, გამოვიდა 128 044 ელექტრომობილი Model 3/Y და გაიყიდა ამ მოდელებიდან 124 100 ავტომობილი. Model Y-ის ფასი ამჟამად 49 990 აშშ დოლარიდან იწყება. ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავით და სრული სვლის სისტემით. https://bit.ly/3j0qrCn
-
ანალიტიკური კომპანია CryptoQuant-ის გენერალურმა დირექტორმა Ki Young Ju-მ განაცხადა, რომ ბირჟებზე Bitcoin-ების შემოდინება არ ფიქსირდება, ამიტომ BTC ზრდას გააგრძელებს. Young Ju-მ დაწერა, რომ „კრიპტო-ვეშაპები“ არ ჩქარობენ კრიპტოვალუტების მარაგის გაყიდვას, ამიტომ არ ხდება Bitcoin-ის შემოდინება ბირჟების საფულეებში. ბირჟებზე BTC გადარიცხვების მოცულობის შესაფასებლად, CryptoQuant-მა შექმნა საკუთარი ინდიკატორი All Exchanges Flow Flow, და ამჟამად იგი „უსაფრთხო“ ზონაში რჩება - კრიპტო-ვეშაპები არ ცვლიან Bitcoin-ებს ბირჟის კრიპტოვალუტებზე. როგორც ჩანს, Bitcoin-ის ზრდა 11 500 დოლარს ზემოთ არ გამოიწვევს BTC-ს გაყიდვას. „BTC-ის გაყიდვის რისკი არ არსებობს. All Exchanges Inflow Mean ინდიკატორი გვიჩვენებს ბირჟებზე კრიპტო-ვეშაპების ატიურობას. სახიფათო ზონა 2-ის ზემოთაა, თუმცა ამჟამად ინდიკატორის მაჩვენებელი დაბალია, ჩვენ უსაფრთხო ზონაში ვიმყოფებით“ - წერს CryptoQuant-ის გენერალური დირექტორი. გაზაფხულზე სიტუაცია სხვაგვარი იყო: 9 მარტს ინდიკატორი 2-მდე გაიზარდა, 14 მარტისთვის კი მიაღწია ნიშნულ 5-ს. სწორედ ამ პერიოდში Bitcoin-ის კურსი 4 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. ადრე Ki Young Ju ამბობდა, რომ მაინერების მიერ გაყიდული Bitcoin-ების მოცულობის ზრდა ვერ შეაჩერებს ბაზრის მომდევნო ხარულ ტრენდს. https://bit.ly/3k2i2PR
-
Apple-მა წარადგინა ფლაგმანური სმარტფონები, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოდელები iPhone 12 და mini ვერსია გაცილებით უკეთ გაიყიდება. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ iPhone 12 Pro-სა და iPhone 12 Pro Max მოდელებზე. Pro ვერსიის კორპუსის ზომაა 146.7 x 71.5 x 7.4 მმ, წონა - 187 გრამი. გათვალისწინებულია წყლისა და მტვრისგან დაცვა IP68 სტანდარტით. დიზაინის კუთხით მოწყობილობა თითქმის წინა თაობის მოდელების მსგავსია. ეკრანის დიაგონალი iPhone 11 Pro-სთან (5.8 დუიმი) შედარებით დიდია და 6.1 დუიმს შეადგენს. საფუძვლად უდევს მატრიცა Super Retina XDR. გაფართოება შეადგენს 2530 x 1170 პიქსელს. პიქსელების სიმჭიდროვეა 460 ppi. კომპანია აცხადებს, რომ მოწყობილობას აქვს გაფართოებული დინამიური დიაპაზონის მხარდაჭერა, True Tone და კონტრასტულობა - 2 000 000:1. HDR ფორმატში კონტენტის ყურებისას მაქსიმალური სიკაშკაშე 1200 ნიტს შეადგენს. iPhone 12 Pro წარმოდგენილია 5-ნანომეტრიანი მობილური პროცესორით - Apple A14 Bionic. ბატარეის მოცულობას Apple არ აკონკრეტებს, ეს მახასიათებელი სმარტფონის გაყიდვის შემდეგ გახდება ცნობილი. სამაგიეროდ ცნობილია ავტონომიური მუშაობის დრო: 17 საათი ვიდეოს ყურების რეჟიმში, 11 საათი სტრიმინგ-რეჟიმში, 65 საათი - მუსიკის მოსმენისას. დამუხტვის სიმძლავრე 15 ვატს შეადგენს. ასევე ხელმისაწვდომია 7.5-ვატიანი უსადენო დამუხტვა, საჭირო ინტერფეისები და მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მოდემი. ძირითად კამერაში მოცემულია სამი მოდული: მთავარი, ულტრაფართო და ტელეობიექტივი. თითოეული მათგანის გაფართოება 12 მეგაპიქსელია. ძირითად ბლოკში გამოყენებულია f/1,6 დიაფრაგმა, ოპტიკური ზუმის დიაპაზონია 2x. სიახლეა LiDAR სკანერი ღამით პორტრეტული გადაღებებისთვის. ვიდეოს გადაღება შესაძლებელია მაქსიმალურ 2160p გაფართოებაზე სიხშირით 60 FPS. ფრონტალური კამერა აგებულია 12-მეგაპიქსელიან სენსორზე და განთავსებულია წინა პანელზე Face ID სისტემის კომპონენტებთან ერთად. iPhone 12 Pro Max-ში მოცემულია Super Retina XDR დისპლეი დიაგონალით 6.7 დუიმი. შეგახსენებთ, გასული თაობის Pro Max ვერსიაში 6.5-დუიმიანი პანელია გამოყენებული. ეკრანის გაფართოებაა 1284 x 2778, პიქსელების სიმჭიდროვე - 458 ppi. ბატარეის მოცულობა ამ შემთხვევაშიც არ ხმაურდება, თუცმა ცნობილია, რომ ავტონომიური მუშაობის დრო რამდენიმე საათით მეტია Pro ვერსიასთან შედარებით. ორივე სმარტფონი გაიყიდება ოპერაციული სისტემით iOS 14. მოდიფიკაციის მიხედვით მოწყობილობის მეხსიერების მოცულობა იქნება 128-512 გბ. iPhone 12 Pro Max მოდელის ფასია 999 აშშ დოლარი, iPhone 12 Pro კი გაიყიდება 1099 აშშ დოლარად. https://bit.ly/34TDPmF
-
კომპანია AOC-მა და სტუდია Porsche Design-მა განაცხადეს ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ახალი სერიის მონიტორების წარმოებას. ხსენებული მონიტორები განკუთვნილი იქნება გეიმინგ დესკტოპ მოწყობილობებისთვის. აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის მიზანია ტექნოლოგიებისა და ძალისხმევის გაერთიანება პრემიუმ-კლასის მიმზიდველი მოწყობილობების დასამზადებლად. თანამშრომლობის შედეგად გამოვა გეიმერული მონიტორები Porsche Design AOC Agon. ამგვარი პანელების მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა პარტნიორები აცხადებენ, რომ კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცზე ნაკლები არ იქნება. ცნობილია, რომ AOC-ისა და Porsche Design-ის პირველი ერთობლივი პროდუქტების წარდგენა მოხდება შემოდგომის ბოლომდე - მიმდინარე ან მომდევნო თვის ბოლოს. ახალი მონიტორების შესახებ უფრო დეტალურად კომპანიები უახლოეს დროში ისაუბრებენ. IDC-ის პროგნოზით, 2020 წელს გეიმინგ-კომპიუტერებისა და მონიტორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 49.6 მლნ ერთეული იქნება. თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, 2019 წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელი 16.2% იქნება. საერთო მოცულობაში გეიმერული მონიტორების წილი დაახლოებით 12.4 მლნ ერთეულია. https://bit.ly/2H0tFs4
-
ლიკვიდაცია ნებისმიერი ტრეიდერისთვის უსიამოვნო სიტყვაა, თუმცა აუცილებელი ფუნქციაა კრიპტობირჟის ფუნქციონირებისთვის. ლიკვიდაცია - ეს არის ტრეიდერის პოზიციის იძულებითი დახურვა საწყისი მარჟის სრულად ან თითქმის სრულად დაკარგვით. ამგვარად ბირჟა აზღვევს თავის ფულს, რომელიც მარგინალური ვაჭრობისთვის იყო გასესხებული. როდესაც აქტივის ფასი აღწევს სალიკვიდაციო ფასს, ტრეიდერის პოზიცია იხურება. საწყისი მარჟა და მხადაჭერილი მარჟა ვაჭრობა საკრედიტო ბერკეტით, არსობრივად, ეს არის ვაჭრობა ნასესხები ფულით დიდი მოგების მიღებისთვის. მაგალითად, ათმაგი საკრედიტო ბერკეტით 1000-დოლარიანი პოზიციის გასახსნელად საწყისი ზღვარი, ანუ ტრეიდერისგან მიღებული ფული უნდა იყოს 100 დოლარი. საწყისი მარჟა - ეს არის თანხა, რომლის მარჟის საფულეში შეტანა აუცილებელია, რათა გაიხსნას არჩეული პოზიცია სასურველი საკრედიტო ბერკეტით. მხარდაჭერილი მარჟა - ეს არის მინიმალური საჭირო თანხა მარჟის ანგარიშზე პოზიციის გახსნისა და ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად. ცხადია, ბირჟა არ არის დაინტერესებულილ რესურსების დაკარგვით, ამიტომ მოქმედებს ლიკვიდაციის მექანიზმი. იგი ნასესხებ მონეტებს ყიდის მიმდინარე საბაზრო ფასად, რათა უკან დააბრუნოს ფული. ნაწილობრივი ლიკვიდაცია ნაწილობრივი ლიკვიდაცია - ეს არის პოზიციის ნაწილობრივი დახურვის მცდელობა კონტრაქტის საერთო ღირებულების შესამცირებლად. სისტემა ეტაპობრივად ახდენს კონტრაქტის მიმდინარე ღირებულებასა და მაქსიმალურ ღირებულებას შორის განსხვავების ლიკვიდაციას შემცირებული რისკის ლიმიტით. ამგვარი მიდგომა ტრეიდერებს საშუალებას აძლევს არ დაკარგონ პოზიციები ბაზრის არასტაბილურობის პერიოდში. სრული ლიკვიდაცია სრული ლიკვიდაცია ხდება ავტომატურად, როდესაც აქტივი მიაღწევს გარკვეულ საფასო დონეს. როდესაც ეს მოხდება, ტრეიდერი კარგავს მთელ თავის მარჟას და ყველა აქტიური შეკვეთა უქმდება და წაიშლება. საწყისი მარჟა შესაძლოა შესუსტდეს ორი მიზეზით: საკრედიტო ბერკეტის გამოყენებით და საკონტრაქტო მექანიზმით. საკრედიტო ბერკეტი გულისხმობს პლატფორმის ფულის სესხებას იმაზე უფრო დიდ პოზიციაზე გასვლის მიზნით, ვიდრე ამის საშუალებას ტრეიდერის საკუთარი ფული იძლევა. მაგალითად, ტრეიდერს აქვს 1 BTC ხელმისაწვდომ ბალანსზე, მაგრამ ათმაგი საკრედიტო ბერკეტის გამოყენებით მას უკვე შეუძლია გახსნას პოზიცია 10 BTC-ზე. ბირჟა ტრეიდერებს საშუალებას აძლევს აიღონ ფული მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი არაფერს დაკარგავენ. ამგვარად, ტრეიდერს შეუძლია შეინარჩუნოს მთელი თავისი მოგება, რომელიც კუთვნილი პოზიციიდან მიიღო, თუმცა მისი მარჟა გამოიყენება დანაკარგების შემთხვევაში. ამრიგად, თუკი ჯამში ბირჟა დაკარგავს ათიდან 1 BTC-ს, ტრეიდერი კარგავს მთელ თავის საწყის მარჟას. https://bit.ly/37cPEr1
-
AnTuTu-მ გამოაქვეყნა 2020 წლის სექტემბრის ფლაგმანური და საშუალობიუჯეტური Android-სმარტფონების ჩამონათვალი. გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით წარმადობის მხრივ ლიდერი პოზიციები დაიკავეს სმარტფონებმა iQOO 5 Pro და iQOO 5-მ 660 ათასზე მეტი ქულით. საშუალო დონის წარმადობის მქონე სმარტფონების ჩამონათვალის სათავეშია სმარტფონები Redmi 10X Pro 5G და Redmi 10X 5G, რომელთა ქულები 390 ათასს აღემატება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩამონათვალში მითითებული შედეგები არ წარმოადგენს ერთი კონკრეტული მოწყობილობის წარმადობის მაჩვენებელს. მითითებული ქულები გახლავათ წარმადობის საშუალო მაჩვენებელი 2020 წლის 1-30 სექტემბრის პერიოდისთვის და მიღებულია თითოეულ პოზიციაზე 1000-ზე მეტ სმარტფონიდან. მონაცემები გამოითვლება AnTuTu V8-ს საფუძველზე. ტოპ-10 ფლაგმანის რეიტინგში დანარჩენი ადგილები დაიკავეს შემდეგმა მოწყობილობებმა: Xiaomi Mi 10 Ultra - 648624 ქულა; VIVO X50 Pro + - 626500 ქულა; Legion Gaming Phone Pro - 625721 ქულა; გეიმინგ სმარტფონი ROG 3 - 622234 ქულა; Tencent Black Shark Gaming Phone 3S - 617111 ქულა; OPPO Find X2 Pro - 609791 ქულა; OPPO Find X2 - 603740 ქულა; Xiaomi Mi 10 Pro 602584 ქულა. როგორც ვხედავთ, ათივე საუკეთესო ფლაგმანურ სმარტფონს 600 ათასზე მეტი ქულა აქვს მინიჭებული. ლიდერებს რაც შეეხება, iQOO 5 სერიის სმარტფონებს აქვთ შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები, რაც გასაკვირი არაა ფლაგმანებისთვის. სმარტფონებს აქვთ 6.56-დუიმიანი AMOLED-დისპლეი, მუშაობენ Snapdragon 865 ჩიპსეტზე, აქვთ 8-დან 12 გბ-მდე მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, აღჭურვილნი არიან 128 ან 256 გბ მოცულობის მეხსიერებით. ბატარეის მოცულობა 4500 მა/სთ-ს შეადგენს. უფროს ვერსიაში მხარდაჭერილია 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვა. საშუალო დონის წარმადობის სმარტფონების ჩამონათვალში მესამედან მეათე ადგილამდე პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: Honor 30 - 385312 ქულა; Huawei Nova 7 - 382862 ქულა; Huawei Nova 7 Pro - 381757 ქულა; Honor X10 - 361460 ქულა; Honor 30S - 355403 ქულა; Huawei Nova 7 SE - 351074 ქულა; ვერსია Redmi K30 5G speed - 349257 ქულა; OPPO Reno 4 5G - 338961 ქულა. საშუალო დონის სმარტფონების ლიდერ Redmi 10X Pro 5G-ს აქვს 6.57-დუიმიანი AMOLED-დისპლეი, Mediatek-ის ჩიპსეტი Dimensity 820, 8 გბ ოპერატიული და 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, გააჩნია 48, 8, 5 და 2-მეგაპიქსელიანი კამერის მოდულები, აგრეთვე 4520 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. https://bit.ly/3jUJGOX
-
ჯერ კიდევ 2015 წელს AMD-ს ჰქონდა ამბიციური იდეა: შეექმნა კომპაქტური გეიმინგ-სისტემა Project Quantum ორი გრაფიკული პროცესორითა და თხევადი გაგრილების რთული სისტემით. თავდაპირველად კონსტრუქცია დაექვემდებარა გამარტივებას, შემდეგ პროექტზე მუშაობა გადაიდო. ამჟამად კი სისტემის კორპუსის ფოტოები გამოჩნდა AMD-ს ახალ საპატენტო განაცხადში - როგორც ჩანს, პროექტი უნდა გაცოცხლდეს. ფოტოს წყარო: Diit.cz ხუთი წლის წინ AMD-მ ამჯობინა მოეცადა Project Quantum-ისთვის ბაზარზე უფრო მაღალი წარმადობის კომპონენტების გამოსვლამდე, ადრეულ პროტოტიპებში გამოყენებული იყო პროცესორი Intel Core i7-4790K და დედა დაფა ASRock Z97E-ITX/AC. ორი გრაფიკული პროცესორის ნაცვლად კომპაქტურ კორპუსში განთავსებული იყო მხოლოდ ერთი, თხევადი გაგრილების სისტემა კი ცალკეულ კორპუსში იყო მოქცეული (ზედა ფოტოზე). ფოტოს წყარო: Diit.cz თუ დავაკვირდებით ადრეული პროტოტიპების უკანა პანელს, შეიმჩნევა დამაკავშირებელი გაგრილების სისტემასთან. 15 სექტემბერს შეტანილ საპატენტო განაცხადში AMD-ს მოყვანილი აქვს ილუსტრაციები, რომლებზეც დაკავშირების ადგილას განთავსებულია უცნაური კონექტორი ათი კონტაქტით. როგორც ჩანს, იგი აუცილებელია კვების გარე ბლოკთან მიერთებისთვის. ცხადია, სისტემა თავიდანვე მცირე ზომისად იყო ჩაფიქრებული და გარკვეული კომპონენტების გარეთ გატანა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, ასეთი გამოსავალი საშუალებას გვაძლევს ველოდოთ, რომ გეიმინგ-სისტემაში მოხდება მაღალი წარმადობის კომპონენტების განთავსება, რადგან საჭირო გახდა ასეთი კონექტორების მქონე კვების გარე ბლოკი. ფოტოს წყარო: USPTO, AMD უსადენო კავშირების ადაპტერების კონექტორების პარალელურად კორპუსის უკანა პანელზე მოცემულია მონიტორთან დაკავშირებისთვის საჭირო პორტების შთამბეჭდავი რაოდენობა. ხელმისაწვდომია ერთი DVI, სულ მცირე სამი HDMI და ოთხი DisplayPort, მათი თითქმის ნახევარი რეალიზებულია დედა დაფის ძალისხმევით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა მიანიშნებდეს სისტემის შემადგენლობაში დისკრეტული ვიდეო დაფის გამოყენების აუცილებლობაზე: საბაზისო კონფიგურაციებში მათ მოვალეობას შეასრულებს ჰიბრიდული პროცესორი ინტეგრირებული გრაფიკით. განვითარდება თუ არა პროექტი, ჯერ უცნობია, თუმცა საპატენტო განაცხადის არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ AMD რეალურად მუშაობს უჩვეულო ფორმის კორპუსის მქონე გეიმინგ-სისტემაზე. https://bit.ly/3dtUvVO
-
სექტემბერში კრიპტო ბირჟებზე ვიზიტები 14,6%-ით შემცირდა აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია The Block-ის ანგარიშში. ზაფხულის ბოლო თვეში ბირჟების ვებ-ტრაფიკის წლიური მაქსიმუმი დაფიქსირდა - 144.3 მლნ მონახულება. სექტემბერში ამ მაჩვენებელმა 123.2 მლნ შეადგინა. ბირჟების ვებ-ტრაფიკი თვეების მიხედვით. წყარო: The Block. მიუხედავად ვიზიტების რიცხვის შემცირებისა, სექტემბერი მეორე ადგილზეა ბირჟების ვებ-ტრაფიკის მაჩვენებლით 2020 წელს. სექტემბერში ვიზიტების ყველაზე დიდი რიცხვი მოდიოდა Binance-ზე - 35.6 მლნ ანუ საერთო მაჩვენებლის 28.9%. Coinbase-ის ვებ-ტრაფიკმა შეადგინა 19.2% (23.7 მლნ), OKEx – 5.1% ანუ 6.3 მლნ ვიზიტი. აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით BitMEX-ის მაჩვენებელია 4.4% ანუ 5.4 მლნ ვიზიტი. ბირჟების წილი საერთო ვებ-ტრაფიკში პროცენტებით. წყარო: The Block. შეგახსენებთ, სპოტ-ბირჟებზე სავაჭრო ბრუნვის მხრივაც სექტემბერი ჩამორჩება აგვისტოს - 169 მლრდ აშშ დოლარი აგვისტოს 191.2 მლრდ აშშ დოლარის წინააღმდეგ. https://bit.ly/34RIxBc
-
ჩინელ ენთუზიასტ ITCooker-ს მიერ გავრცელდა 8-ბირთვიანი Rocket Lake-S პროცესორის ინჟინრული ნიმუშის ტესტირების შედეგები. Intel-ის ახალი პროცესორები 2021 წლის მარტში უნდა გამოვიდეს. როგორც ჩანს, თარიღის გადავადება უკავშირდება ახალი არქიტექტურის გაუმჯობესების აუცილებლობას. Intel-ის მე-11 თაობის პროცესორის რამდენიმედღიანი ტესტირების შემდეგ ITCooker-მა მოამზადა პატარა რეზიუმე. პირველ რიგში მან გამოყო შემდეგი უპირატესობები: PCI-E 4.0-ის მხარდაჭერა; AVX512 ინსტრუქციის მხარდაჭერა, თუმცა პროცესორი ძალიან ცხელდება ინსტრუქციის რვავე ბირთვზე შესრულებისას; გაზრდილი L1 და L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა. მიუხედავად იმისა, რომ მე-11 თაობის ახალი პროცესორები კვლავ 14 ნანომეტრიან ტექნოპროცესზეა აგებული, შეინიშნება წარმადობის რეალური გაუმჯობესება. თამაშებში Rocket Lake-S გაცილებით მაღალი წარმადობისაა, ვიდრე მე-10 თაობის Comet Lake-S პროცესორები, თუმცა მრავალნაკადიან სამუშაო დატვირთვაში ისინი მეტად შორს არის AMD-ის 16-ბირთვიანი მოდელებისგან, რასაც აჩვენებს Cinebench R20 და R15 ტესტირებების შედეგები. მე-11 თაობის პროცესორებში უმთავრესია ახალი არქიტექტურა. 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მიუხედავად, ნიმუში Rocket Lake-S თავისუფლად მუშაობს 5 გიგაჰერცზე. აუცილებელია ჰარმონიის მიღწევა AVX512-თან, რათა დაბალანსდეს წარმადობა და მაღალი ტემპერატურა. პროცესორს აქვს Z490 ჩიპსეტის მხარდაჭერა. პრობლემა ASRock Z490 Taichi-სთან არ დაფიქსირებულა, თუმცა მისი VRM სისტემა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. PCI-E 4.0-ის მხარდაჭერა მწარმოებელზეა დამოკიდებული. https://bit.ly/2SJSU4n
-
კომპანია GIGABYTE დაამზადა ახალი, მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერები Brix Pro: მოწყობილობების გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება, მათ საფუძვლად უდევს AMD-ის აპარატული პლატფორმა. ნეტტოპების კორპუსის მოცულობა მხოლოდ 1.16 ლიტრია: გაბარიტები შეადგენს 196,2 × 44,4 × 140 მილიმეტრს. წარმოდგენილია მოდელები GB-BSRE-1505 და GB-BSRE-1605: პირველი მათგანის შემთხვევაში გამოყენებულია პროცესორი Ryzen Embedded R1505G (2 ბირთვი; 4 ნაკადი; 2.4–3.3 გჰც), მეორეში - ჩიპი Ryzen Embedded V1605B (4 ბირთვი; 8 ნაკადი; 2.0–3.6 გჰც). კომპიუტერებს აქვთ DDR4-2400 სტანდარტის 32 გბ ოპერატიული მეხსიერება ორი SO-DIMM მოდულის სახით. შესაძლებელია განთავსდეს SATA 3.0 ინტერფეისის მქონე დისკი და M.2 PCIe x4/SATA მოდული. ნეტტოპები წარმოდგენილია ორპორტიანი ქსელური კონტროლერით Realtek RTL8111H GbE LAN, აქვთ Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე აუდიო კოდეკი ALC 269. ფრონტალურ პანელზე მოცემულია ოთხი პორტი USB 2.0, კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის. უკანა მხარეს განთავსებულია სამი ინტერფეისი HDMI 2.0, ორი პორტი USB 3.1 Gen2 და ორი კონექტორი ქსელის სადენებისთვის. https://bit.ly/36TeyeY
-
ბლოკჩეინ-ტექნოლოგია რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ტრენდად საფინანსო, სახელმწიფო და კომერციულ ორგანიზაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიმართულებით ინფორმაცია ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ყოველდღიურად ხმაურდება. გთავაზობთ ბოლო დროის ყვველაზე საინტერესო ინიციატივების მიმოხილვას. შედგა სავაჭრო დაფინანსების ბლოკჩეინ-პლატფორმა Cointour-ის ამოქმედება გლობალური სავაჭრო დაფინანსების პლატფორმა Contour (ყოფილი Voltron) ამოქმედდა ბეტა-ტესტირების დასრულების შემდეგ. მისი მიზანია ტრადიციული სავაჭრო დაფინანსების პროცესების გამარტივება და დაჩქარება, პირველ რიგში კი მხარეებს შორის აკრედიტივების გაცემა. აკრედიტივის ტრადიციული მეთოდებით დამუშავებას შესაძლოა საშუალოდ 10 დღე დასჭირდეს, როგორც Contour-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ ვეგნერმა განაცხადა, პლატფორმა ამ დროს 90%-ით - ერთ დღემდე ამცირებს. Contour-ზე მუშაობა დაიწყო 2017 წელს და მასში რვა აქციონერი ბანკი მონაწილეობდა: Bangkok Bank, BNP Paribas, CTBC, HSBC, ING, Standard Chartered, SEB და Citi. სანამ კომერციული ბეტა-ტესტირებიდან დამოუკიდებელ იურიდიულ პირად დარეგისტრირდებოდა სინგაპურში, პლატფორმამ გაიარა ტესტირების ხანგრძლივი პერიოდი ოთხმოცზე მეტ ბანკსა და კორპორაციასთან, გაიარა გამოცდა 17 ქვეყანასა და გარიგებებში, რომლებიც უკავშირდებოდა ნედლეულს, ნავთობ-ქიმიას, ენერგიას, ლითონებს, საცალო ვაჭრობასა და ტექსტილს. MOBI-მ წარადგინა ელექტრომობილების დამუხტვის ბლოკჩეინ-ქსელის გლობალური სტანდარტი Mobility Open Blockchain Initiative-ის (MOBI) ელექტრო ტრანსპორტის ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფმა გამოუშვა გლობალური სტანდარტი, რომელიც ელექტრომობილების დამუხტვის დეცენტრალიზებული ქსელის შექმნის საშუალებას იძლევა. სტანდარტის თავდაპირველი მახასიათებლები ფოკუსირებულია გამოყენების სამ ძირითად სფეროზე: P2P-აპლიკაცია, ტოკენიზებული ნახშირბადის კრედიტები (TCC) და სატრანსპორტო საშუალებების ქსელში ინტეგრაცია (V2G). ორგანიზაციის განცხადებით, ელექტრომობლებს, დამტენ მოწყობილობებსა და ელექტროენერგიის მწარმოებლებს ექნებათ „პიროვნების დაცულობა, შეძლებენ კომუნიკაციას შეტყობინებების გაცვლის სტანდარტული ფორმატით და შესაძლებელი იქნება ტრანზაქციების ავტომატური ჩაწერის ფუნქცია“ ბლოკჩეინის ქსელში EVGI სტანდარტით. ხსენებული სტანდარტისა და აპლიკაციების გამოყენების შედეგად MOBI იმედოვნებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, გამონაბოლქვისა და გზებზე საცობების შემცირებას. EVGI-ს თავმჯდომარეები არიან Honda და General Motors (GM), სამუშაო გუნდის შემადგენლობაში ასევე შედიან Accenture, CPChain, IBM, IOTA Foundation, Pacific Gas & Electric Company (PG&E), ტურინის ტექნიკური უნივერსიტეტი და R3. KPMG-მა წარადგინა ბლოკჩეინ-გადაწყვეტილება CO2-ის გამონაბოლქვის აღრიცხვისთვის საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია KPMG-მა წარადგინა გადაწყვეტილება Climate Accounting Infrastructure (CAI) ატმოსფეროში სასათბურე გაზების აღრიცხვისთვის. ბლოკჩეინის გამოყენების წყალობით იგი უზრუნველყოფს გარემოს შესახებ არსებული მონაცემების უსაფრთხოდ შენახვად. ამგვარი რამ ხელს შეუწყობს იმ კლიმატური რისკების შეფასებას, რომელთაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა ქონების საბაზრო ღირებულებაზე. სისტემაში გამოიყენება ინტერნეტ-ნივთების (IoT) სენსორები, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ გარე წყაროებიდან CO2-ის გამონაბოლქვის შესახებ. ეს მონაცემები ბლოკჩეინზე ჩაიწერება. „ფინანსების პარალელურად ინვესტორებმა დაიწყეს გარემო ფაქტორებზე, სოციალურ საკითხებსა და შიდაკორპორატიულ ურთიერთობებზე ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილება. სათბურის აირების შემცირების ინიციატივამ ინვესტორებს შორის მხარდაჭერა მოიპოვა. ბლოკჩეინი ორგანიზაციებს დაეხმარება მოახდინონ კლიმატური რისკების მოდელირება ბიზნეს-პროცესებსა და ფინანსურ მაჩვენებლებში. ამასთან, რეალური დროის რეჟიმში გამოყენებული იქნება ეკოლოგიური მონაცემები და მათი სიღრმისეული ანალიზი“ - განაცხადა KPMG-ის ბლოკჩეინის მიმართულების ხელმძღვანელმა. CAI-ს შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს მონაცემთა მომწოდებლებმა - Context Labs და Prescriptive Data, აგრეთვე ბლოკჩეინ-კომპანია Allinfra. BMW-მ აამოქმედა ლოიალობის სისტემა ბლოკჩეინზე გერმანულ ავტოკონცერნ BMW-ს კორეული ქვეგანყოფილება აამოქმედებს დაჯილდოების პროგრამას ბლოკჩეინზე. BMW Vantage-ის ფარგლებში პროგრამის მონაწილეები შეძლებენ ქულების გამომუშავებას და მათი მეშვეობით პროდუქტების შესყიდვას ან გარკვეულ სერვისებზე ფასდაკლებების მიღებას. BMW-ს ახალი მყიდველები შეძლებენ გამოიმუშაონ 300 ათასიდან 900 ათას ქულამდე. ყველაზე მეტი ქულა ერგება მე-5 და მე-6 სერიის მყიდველებს, X-სერიისთვის კი ჯილდო 600 ათას ქულას შეადგენს. მომხმარებლები ქულებს მიიღებენ თამაშებსა და სხვა სოციალურ აქტივობებში მობილური აპლიკაციის გამოყენებით მონაწილეობითაც. დაგროვებული ქულებით შესაძლებელია იქნება ავტომობილის მომსახურების საფასურისა და სხვა სერვისების ეტაპობრივი გადახდა. თავდაპირველად პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სამხრეთ კორეაში, სამომავლოდ კი გაფართოვდება სხვა ქვეყნებშიც. პროგრამა BMW Vantage-ის სრული ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. https://bit.ly/3iP14Dk
-
Intel-მა თავის ვებ-გვერდზე განათავსა პროცესორი Core i3-10100F, რომელიც არ შედიოდა მეათე თაობის Comet Lake-S პროცესორების ჩამონათვალში. Intel i3-10100F მზადაა გახდეს ბიუჯეტური გეიმინგის ახალი ჩემპიონი, მას აქვს 14-ნანომეტრიანი ჩიპი Comet Lake, 4 ბირთვი და 8 ნაკადი, 3.6 გჰც საბაზისო სიხშირე და მაქსიმალური - 4.3 გჰც. TDP-ის დონე 65 ვატია და მცირე მოთხოვნა აქვს გაგრილებისადმი, რაც კარგ სიახლეს წარმოადგენს ბიუჯეტური სისტემებისთვის. i3-10100F-ს არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, თუმცა შესაძლებელია დისკრეტულ გეიმინგ ვიდეო დაფასთან წყვილში გამოყენება. Intel Core i3-10100F-ის ფასი იქნება 80-98 აშშ დოლარი, იგი კონკურენციას გაუწევს დაბალბიუჯეტურ AMD Ryzen 3 3300X-ს, რომელიც დამყარებულია Zen 2 არქიტექტურაზე, დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, აქვს 4 ბირთვი და 8 ნაკადი. Core i3-10100F-თან შედარებით Ryzen 3 3300X-ის საბაზისო სიხშირე 200 მეგაჰერცით მაღალია, ასევე მესამე დონის ქეშ-მეხსიერება Intel-ის ჩიპთან შედარებით 10 მბ-ით მეტია. AMD Ryzen 3 3300X-ს Core i3-10100F-ის მსგავსად არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, მისი TDP-ის დონეს 65 ვატია და Core i3-10100F-ის იდეალური კონკურენტია. AMD Ryzen 3 3300X-ის კომპლექტაციაში შედის ქულერი Wraith Stealth, Intel Core i3-10100F-ს კი დიდი ალბათობით ექნება იგივე ქულერი, რომელსაც Intel-ი მთელი ეს წლები იყენებდა. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ ვერა Core i3-10100F, რომ გეიმინგ წარმადობით კონკურენცია გაუწიოს Ryzen 3 3300X-ს, თუმცა Intel i3-10100F აშკარა გამარჯვებული გამოვა, თუკი კომპანია შეძლებს ბაზარი უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის მოდელებით. https://bit.ly/2Fnopym
-
კომპანია Razer-მა დააანონსა თავისი პირველი გეიმინგ-სავარძელი: მოდელი სახელწოდებით Iskur განკუთვნილია ხანგრძლივი გეიმინგ-პროცესის კომფორტის დონის ამაღლებისთვის. სავარძელზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. Iskur-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია რეგულირებადი ღვედი. მომხმარებელს შეუძლია არეგულიროს კისრის დამჭერის პოზიცია და უზრუნველყოს ოპტიმალური მდგომარეობა მრავალსაათიანი გეიმინგ-სესიის პერიოდში. გარდა ამისა, სავარძელს აქვს იდაყვების განთავსების სისტემა 4D Armrests ოთხი მიმართულებით რეგულირების ფუნქციით. მოწყობილობა აგებულია გამყარებული ფოლადის კარკასის საფუძველზე. ზედაპირი დამზადებულია მრავალშრიანი ხელოვნური ტყავისგან. რა საკვირველია, შესაძლებელია საზურგის დახრის კუთხის რეგულირება, ზედა ნაწილზე კი მომხმარებელს შეეძლება თავის დამატებითი საყრდენის დამატება. აღსანიშნავია, რომ Iskur შესანიშნავად ერგება მომხმარებლებს, რომელთა სიმაღლეა 170-190 სმ, წონა - 136 კილოგრამამდე. უზრუნველყოფილია სავარძლის სტაბილურობა. გეიმინგ-სავარძლის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. https://bit.ly/2SJKLNt
-
Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითმა ისტორიაში პირველად მიაღწია 170 EH/s მაჩვენებელს 24-საათიანი ცვლადი შუალედის საათობრივ გრაფიკზე, აღნიშნავენ Glassnode-ის ანალიტიკოსები. მაისის დასაწყისში შემდგარი ჰალვინგიდან ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 40%, რაც მეტყველებს ქსელის უსაფრთხოების დონის მნიშვნელოვან ამაღლებაზე, აღნიშნავენ ექსპერტები. სერვის BitinfoCharts-ის მონაცემებით, Bitcoin-ის საშუალოდღიური ჰეშრეითი შეადგენს 150,2 EH/s-ს და ბოლო 24 საათში იგი 17,9%-ით გაიზარდა. წყარო: BitinfoCharts. პორტალი Blockchain.com პირველი კრიპტოვალუტის გამომთვლელ სიმძლავრეს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ანიჭებს 134,4 EH/s-ს. წყარო: Blockchain.com. ადრე კომპანია Coin Metrics-მა წარადგინა ახალი საზომი, რომელიც მათი აზრით იძლევა უფრო აქტუალურ და ზუსტ სურათს ჰეშრეითის გამოთვლისას. მოგვიანებით მსგავსი ინსტრუმენტი შეიმუშავა ამერიკულმა Bitcoin-ბირჟა Kraken-მა. შეგახსენებთ, მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე იგივე რეკორდულ დონეზე დარჩა: შემცირდა 0,09%-ით - 19,31 Т-დან 19,30 T-მდე. https://bit.ly/34zsWpU
-
კომპანია Qualcomm ამჟამად მიკროჩიპების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, განსაკუთრებით ფლაგმანურ სეგმენტში. ბოლო წლების განმავლობაში კომპანია აჩვენებს ჩიპების რეალიზაციის მუდმივი ზრდის მაჩვენებელს, რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც მობილური ტექნიკის განვითარების ტემპი არ ეცემა. გარდა ამისა, მობილური ტელეფონებისა და თან სატარებელი მოწყობილობების მნიშვნელოვანი ნაწილი Qualcomm-ის წარმოებულ ჩიპებზე მუშაობს, ფლაგმანურ სეგმენტში კი კომპანიის წილი თითქმის ასი პროცენტია, თუკი არ ჩავთვლით Apple-ის სმარტფონებს, ყველა გეიმინგ-სმარტფონი Qualcomm-ის ჩიპსეტებს იყენებს. როგორც ცნობილია, 2020 წლის 1 დეკემბერს კომპანიას დაგეგმილი აქვს ტექნოლოგიური ღონისძიება, რომელზეც იგეგმება ახალ ფლაგმანურ ჩიპსეტ Snapdragon 875-ის ოფიციალური ანონსი. სწორედ ეს ჩიპსეტი დაედება საფუძვლად წამყვანი კომპანიების ფლაგმანურ სმარტფონებს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ეს არ იქნება ღონისძიების მთავარი მოვლენა. გავრცელდა ცნობა, რომ Qualcomm აპირებს სმარტონების ბაზარზე შემოსვლას საკუთარი ბრენდით. რესურს DigiTimes-ის ინფორმაციით, კომპანიამ გადაწყვიტა Asustek-თან თანამშრომლობით გამოუშვას თავისი პირველი სმარტფონი. იგეგმება, რომ ეს სმარტფონი გაყიდვაში წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. ეჭვს არ იწვევს, რომ სმარტფონს ზემოთხსენებული Snapdragon 875 ჩიპსეტი ექნება და გახდება ერთ-ერთი უმძლავრესი მოწყობილობა ბაზარზე. შესაძლოა იგი მოგვევლინოს გეიმინგ-სმარტფონის სახით. საინტერესოა ის, რომ პარტნიორად არჩეულია ASUS, რომელიც უშვებს გეიმინგ-სმარტფონებს - Asus ROG Phone. ცხადია, მას ბაზარზე კიდევ ერთი კონკურენტი არ აწყობს, თუმცა არაოფიციალური ცნობებით შესაძლოა Qualcomm-მა მას ჩიპსეტებსა და გამოყენებულ საპატენტო ტექნოლოგიებზე ფასი დაუკლოს. სამწუხაროდ, Qualcomm-ის სმარტფონის შესახებ ამჟამად სხვა სახის ინფორმაცია მიუწვდომელია. რაც შეეხება სამომავლო ფლაგმანურ ჩიპსეტს, მისი წარმოება უკვე დაიწყო Samsung-ის ქარხნებში. Snapdragon 875 აგებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით. გარდა ამისა, იმავე საწარმოო ხაზში Samsung-ი დაამზადებს Snapdragon X60 მოდემსა და საკუთარ ჩიპსეტს - Exynos 1000. Snapdragon 875 შესაძლოა იყოს პირველი, რმელსაც ექნება Cortex-A78 ბირთვებისა და Cortex-X1 სუპერბირთვების კომბინაცია, რომელთაც აქვთ 30%-ითა და 23%-ით მეტი ენერგოეფექტურობა, ვიდრე Cortex A77 და A78 ბირთვებს, შესაბამისად. https://bit.ly/3lqI1Rt
-
AMD-მ წარადგინა Ryzen 5000 პროცესორები Zen 3-ის ბაზაზე
Magdalena posted a topic in AMD & დედა დაფები
როგორც მოსალოდნელი იყო, ონლაინ-პრეზენტაციაზე AMD-მ დააანონსა Ryzen 5000-სერიის პროცესორები, რომლებიც Zen 3 თაობას მიეკუთვნება. როგორც კომპანია გვპირდება, ამჯერად მას გამოუვიდა კიდევ უფრო დიდი წინსვლა წარმადობაში, ვიდრე წინა Ryzen-თაობის შემთხვევაში. შედეგად, ახალი პროდუქტები იქნება ყველაზე სწრაფები ბაზარზე არა მხოლოდ გამოთვლით ამოცანებში, არამედ გეიმინგშიც - გვპირდება AMD. Ryzen 5000 პროცესორების სერია მოიცავს 16-ბირთვიან Ryzen 9 5950X-ს, 12-ბირთვიან Ryzen 9 5900X-ს, 8-ბირთვიან Ryzen 7 5800X-სა და 6-ბირთვიან Ryzen 5 5600X-ს. ყველა ეს პროცესორი 5 ნოემბრიდან გაიყიდება. მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში: მოდელი ბირთვი/ ნაკადი TDP, ვტ სიხშირე, გჰც L3-ქეში, მბ კომპლექტ. ქულერი ფასი Ryzen 9 5950X 16/32 105 3,4-4,9 64 არა 799 $ Ryzen 9 5900X 12/24 105 3,7-4,8 64 არა 549 $ Ryzen 7 5800X 8/16 105 3,8-4,7 32 არა 449 $ Ryzen 5 5600X 6/12 65 3,7-4,6 32 Wraith Stealth 299 $ ახალი პროცესორები ყურადღებას იპყრობენ ორი მიმართულებით. პირველი - მიუხედავად იმისა, რომ Ryzen 5000-ის წარმოებისას გამოყენებულია TSMC-ის მომდევნო ვერსიის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, ტაქტის სიხშირეები დარჩა თითქმის იგივე, რაც წინა თაობის პროცესორებში. ფაქტობრივად, AMD-მ შეძლო გაეზარდა მხოლოდ მაქსიმალური სიხშირეები ტურბორეჟიმში 12- და 16-ბირთვიან პროცესორებში Precision Boost ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის ხარჯზე. საბაზისო სიხშირეები ყველა ახალ პროცესორში პირიქით შემცირდა კიდეც. მეორე - AMD-მ გაზარდა Ryzen 5000-ის ოფიციალური ფასები. Ryzen 3000-ის წარმომადგენლები ანალოგიური ბირთვებით ანონსის დროს 50 აშშ დოლარით იაფი ღირდა. ამგვარი გადაწყვეტილება AMD-მ მიიღო იმის გამო, რომ Zen 3 არქიტექტურის მქონე პროცესორები უფრო სწრაფია წინამორბედებთან შედარებით. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, 12-ბირთვიანი Ryzen 9 5900X 26 %-ით სწრაფია, ვიდრე Ryzen 9 3900XT გეიმინგში, 16-ბირთვიანი Ryzen 9 5950X-ს კი შესაძლებელია ეწოდოს პროცესორი ყველაზე მაღალი ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობით. უფრო მეტიც - როგორც AMD ამტკიცებს, გეიმინგ-წარმადობა უკვე აღარ არის სუსტი წერტილი Intel-ის პროცესორების ფონზე. კომპანიის თქმით, Ryzen 9 5900X საშუალოდ 7%-ით აღემატება Core i9-10900K-ს გეიმინგში 1080p გაფართოებაზე. ამგვარი პროგრესი აიხსნება შიდა კონსტრუქციის დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებებით: უნიციფირებული CCX-მოდული ამჯერად შედგება რვა ბირთვისგან და მოიცავს 32 მბ L3-დონის ქეშს. შედეგად მცირდება შეყოვნება მონაცემთა გაცვლისას ბირთვებსა და ქეშ-მეხსიერებას შორის და აორმაგებს L3 მისამართით გადაცემულ მეხსიერებას თითო ბირთვზე. შიდა ტესტების თანახმად, ამ ყველაფერმა გაუმჯობესებულ არქიტექტურასთან ერთად უზრუნველყო IPC-წარმადობის შთამბეჭდავი 19%-იანი ზრდა. AMD-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სამომხმარებლო ქვეგანყოფილების გენერალურმა დირექტორმა Saeid Moshkelani-მ განაცხადა: „AMD-ის ახალი, Ryzen 5000-სერიის დესკტოპ-პროცესორები გაამყარებს ჩვენს ლიდერობას, დაწყებული ერთნაკადიანი ინსტრუქციებითა და ენერგოეფექტურობით, დამთავრებული - ერთბირთვიანი და მრავალბირთვიანი წარმადობით, მათ შორის გეიმინგშიც“. Ryzen 5000-სერიის პროცესორები იმუშავებს 500 სერიის ჩიპსეტების მქონე დედა დაფებზე BIOS-ის მარტივი განახლების შედეგად AGESA 1.1.0.0-ის ბაზაზე (მალე გამოვა). დამუშავების პროცესშია 400 სერიის პროცესორებზე დაფუძნებული დაფების მხარდაჭერა, Ryzen 5000-სთან თავსებადი პირველი BIOS-ბეტა ვერსიები 2021 წლის იანვარში გამოვა. მოსალოდნელია, რომ დაანონსებული პროცესორები მიმდინარე წლის 5 ნოემბრიდან უნდა გაიყიდოს. ამასთან მომხმარებლები, რომლებიც Ryzen 9 5950X-ს, Ryzen 9 5900X-ს ან Ryzen 7 5800X-ს შეიძენენ 5 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, მიიღებენ Far Cry 6-ის უფასო ვერსიას მისი გამოშვებისას. https://bit.ly/3jMKKEn -
Bitcoin-ი რჩება ტრადიციული ფინანსური სისტემის რისკების ჰეჯირების ინსტრუმენტად და არ კორელირებს ჩვეულებრივ აქტივებთან, განაცხადა ვენჩურული კომპანია Social Capital-ის დამფუძნებელმა Chamath Palihapitiya-მ. CNBC-სთან ინტერვიუში მან საზოგადოებას მოუწოდა ნუ კონცენტრირდებიან Bitcoin-ის მოკლევადიან დინამიკაზე და აღნიშნა, რომ მისი შეხედულებები ეწინააღმდეგება თანამედროვე სამყაროს მართვის წესებს. Palihapitiya-მ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყოველი საინვესტიციო პორტფელის 1% Bitcoin-ს უნდა ეკავოს. „ეს არის დაზღვევა, რომელსაც ვიყენებ, რათა ღამით მშვიდად მეძინოს ისეთი შემთხვევისთვის, თუკი ცენტრალური ბანკები და მსოფლიო ხელისუფლებები კრახს განიცდიან“ - განაცხადა Social Capital-ის დამფუძნებელმა. მისი აზრით, სწორედ ტრადიციული ფინანსური სამყაროს „აფეთქება“ განაპირობებს Bitcoin-ის მკვეთრი ზრდის პროვოცირებას. თუკი ამგვარი რამ მოხდება, კრიპტოვალუტა უზრუნველყოფს შესაძლებლობების გადანაწილებას. „ფინანსები ხელმისაწვდომი გახდება მილიარდობით ადამიანისთვის. ეს ის ფაქტორია, რომელმაც სიამაყე და აღფრთოვანება უნდა გამოიწვიოს“ - განაცხადა Palihapitiya-მ. როგორც ადრე Social Capital-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, Bitcoin-ი „გამარჯვებულის აქტივის“ საუკეთესო ილუსტრაციაა. https://bit.ly/2Gsa9F7
-
NVIDIA-მ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო სათანადოდ დაეკმაყოფილებინა მომხმარებლების მოთხოვნა საბაზისო RTX 3080 და 3090 დაფებზე, და უკვე ვრცელდება ცნობები, რომ გამოვა განახლებული მოდელები გაზრდილი ვიდეომეხსიერებით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რესურსი videocardz.com კომპანიის შიდა წყაროებზე დაყრდნობით. ხსენებული რესურსის ინფორმაციით, NVIDIA-ს გეგმა - გამოეშვა 3070 Ti მოდელი 6144 CUDA ბირთვით, ჩაიშალა GA104 ჩიპების წარმოების სიმცირის გამო. ამის ნაცვლად კომპანია კონცენტრირდა განახლებული GeForce RTX 3070 დაფის გამოშვებაზე, მას 16 გიგაბაიტამდე ვიდეომეხსიერება ექნება. პარალელურად, გაუმჯობესება შეეხება უფროს მოდელ RTX 3080-საც, რომელსაც, რესურსის ინფორმაციით, 20 გბ მეხსიერება ექნება. ამ გრაფიკული დაფების გამოსვლა უნდა შედგეს მიმდინარე წლის დეკემბერში. ყველაზე საინტერესო ამბავი ახალ გრაფიკულ ადაპტერებთან დაკავშირებით გახლავთ საშუალობიუჯეტური ვიდეო დაფა GeForce RTX 3060 Ti. იგი დამყარებული იქნება 8-ნანომეტრიან ჩიპ GA104-200-ზე (4864 CUDA-ბირთვი) და ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება. მისი გამოსვლა ნოემბრის შუა პერიოდშია მოსალოდნელი. ყველა ეს დაფა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ახალ AMD RDNA2 გრაფიკულ ჩიპებზე, რომელთა შესახებ ცნობები 28 ნოემბერს გამოცხადდება. https://bit.ly/3iHJX6c
