Jump to content

OverDozeD

OC Legends
  • Posts

    4014
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Everything posted by OverDozeD

  1. ამ პოსტის კითხვისას სერიოზული ეჭვი გამიჩნდა რამდენად სწორად გესმის ფრაზა "მზის დაბნელების სიხშირით" მივხვდი რომ ცინიზმია, მაგრამ ნამდვილად უმისამართო და უადგილო. რასაც აქ ხედავ და კითხულობ უმეტესობის ერთობლივი დამსახურებაა და საკუთარი სურვილი. შეგიძლია მიმართო სხვა უფრო საინტერესო ფორუმებს, თუ აქაურობა შენი ფანტაზიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
  2. hamdmade უნდა ადამიანს და რატომ ეწინააღმდეგებით? თან ადამიანი დასაქმდა ამასობაში ტელევიზია უნდა მოვიწვიოთ და გავაშუქოთ ლოლ პრიორიტეტულია ახლა დასაქმების გაპიარება :D
  3. გუგლის პროდუქტი ამ შემთხვევაში OS არის და არა ნეტბუქი. ეფლზე თუ მიდის ვინდი ამაზე რატომ არ უნდა წავიდეს ვითომ. დავიჯერო ვაშლზე ძლიერი მონსტრია გუგული დეიდა?
  4. სამსუნგი ვარგა და ძალიანაც კარგია, უბრალოდ chromeOS არის ძალიან კასტრირებული რამე. საინტერესოა win7 თუ დაყენდება ამაზე.
  5. ბიოსში ფლეშკას აღიქვამს როგორც HDD-ს და შესაბამისად პირველ ჩამტვირთავ HDD აირჩიე ეგ ფლეშკა.
  6. მონიტორი კარგია, მომწონს სამსუნგის მონიტორები საერთოდ. დიზაინიც საკაიფოა. ხედვის კუთხე მაგაზე მეტი არ არსებობს ჩვეულებრივი მატრიცებისთვის. ამ ფასში არ ვიცი სხვა რა მოგივა.
  7. თემი სათაური ჩაასწორე, ისე რომ თემასთან კავშირში იყოს.
  8. ჰოო ყრზოს თაობის ვარ მეც ვიდეოში თუ ნახეთ ტელეფონს რომ ჰგონია ვითომ usb-ს უერთებენ :D
  9. აბა დაერხა jeff bezos :D
  10. ეგღა აკლდა გალაქსის და ჯეიმს ბონდის მობილია ჩაკ ნორისს რომ მოპარა ის :D
  11. ჩემი აზრით უარო ნივთია. როგორც ereader ჩვეულებრივი კინდლი მირჩევნია მაგის ნახევარ ფასად. მაგის კასტრირებული ანდროიდის მუღამს ვერ ჩავწვდი. ანდროიდ მარკეტი არ აქვს. მიკროფონი არ აქვს, მარტო wifi ქსელი. ფაქტიურად მთლიანადაა დამოკიდებული ამაზონ აპსტორეზე.
  12. არაუშავს შეეჩვევი.
  13. საჭირო რომ არ იყოს არ დავწერდი. შეგიძლია დადო სტატია რათქმაუნდა, უბრალოდ წყარო ჯობია უცხოური მიუთითო.
  14. Fisher კარგია რომ აქტიურობ, მაგრამ ყურადღებით იყავი მოპარული სტატიასავით არ გამოვიდეს. გასაგებია, რომ შენივე სტატიის მოპარვა არ გამოგივა არანაირად, მაგრამ მეორეს მხრივ სტატიის თავდაპირველი წყარო ასევე ითვლება მის ინტელექტუალურ მესაკუთრედ. მუთუმეტეს თუ ეს წყარო ქართულია.
  15. არ არის გამორცხული მალე აქაც დაიწყონ ტაბლეტების აწყობა. გუშინდელი ინტერვიუ ვინც ნახეთ ალგორითმის ქარხნიდან მიხვდებით რაზეა საუბარი.
  16. ოხ ეს გაციება....

    1. მიშა

      მიშა

      მე მესმის თქვენი :D

    2. f-22raptor

      f-22raptor

      :D აბა რა გესმის მიშა ?

  17. დიზაინსაც თუ ანიჭებ უპირატესობას მე გირჩევ Sony-ს ან Dell-ს.
  18. მაგარი შედეგია ძალიან, adata უდავოდ ლიდერია ოპერატიულს აშკარად არ სცხელა მაგ სურათზე.
  19. არ გამიგია მე პირადად ეგეთი რამე. შეიძლება რომელიმე მართლაც ხურდება, მაგრამ ჯერ არსად გამიგია კვების გამო ვიდეო გადაიწვას.
  20. მაგის 1% შანსი არაა. კვების ბლოკი როდესაც დატვირთვას ვეღარ უძლებს თავისით ირთვება, ისე რომ სხვა კომპონენტებს არ აწუხებს. ჩაინა სტარის კლასზე არ ვამბობ მე, ნორმალურ ან საშუალო დონეს ვგულისხმობ. ყველაზე დიდი თვითონ კვება დაიწვას.
  21. ჩემი რჩევაა ცოტა გაიჭირვო და Core i7-2600K-ზე გადახვიდე, ანუ სენდი ბრიჯზე. დედაპლატაზე ბევრს ნუ დახარჯავ, მცირე სხვაობას იძლევა ისედაც წარმადობაში. ჩემი რჩევაა ASUS P8H67, HDMI ინტერფეისით. ოპერატიული 4GB საკმარისია, მაგრამ DDR3 უნდა და თან ახალი თაობის. ვიდეოკარტას საერთოდ ნუ იყიდი და მაგ პროცესორის ინტეგრირებული ვიდეოჩიპით თავისუფლად უყურებ HD ვიდეოებს, თანამედროვე თამაშებს ვერ გაგიქაჩავს. ეგ GTX460 შეგიძლია გაყიდო და დაამატო თანხა ამ კონფიგურაციას. კვება ეყოფა თავისუფლად. მაგის შანსი არაა, მაგრამ თუ არასწორად დაარაზგონებ პროცესორს, შეიძლებ სულ გადაწვა, ასე რომ ყურადღება უნდა.
  22. levonardo77 პირველი რეგისტრაციის აღდგენა თუ გინდა PM-ში მომწერე წინა უზერნეიმი, ან მაილი.
  23. პრობლემა არ მესმის რაზე უნდა იყოს. ჩამოტანაზე პასუხისმგებელი გადამზიდავი ფირმაა. usa2georgia-ს დაზღვევაც აქვს, მაგრმ რა შედის მაგაში არ ვიცი. ასევე შეიძლება სანამ აქაურ გადამზიდავამდე მივა ტვირთი შეიძლება იქამდე იყოს დაზინებული. ბევრი ნიუანსია ისეთი, რომ ვერავინ საბოლოოდ ვერ მოგცემს გარანტიას უსაფრთხო ჩამოტანაზე.
  24. radmin viewer-ს radmin server-იც უნდა ჰქონდეს, თორემ ისე არაფერი არ იმუშავებს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.