Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8149
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. გეიმფლეი და გრაფიკა არ იყო ცუდი, მაგრამ სოლო კამპანია პატარა იყო ძალიან
  2. დავაყენე ჩემს კონფიგზე და 1440X900 გარჩევითობაზე საშუალო სეთინგებით 30-ს ქვემოთ არ ჩამოსულა FPS, თან ძველი 310.XX დრაივერი მიყენია ხო, 1.04 პატჩიც დავაყენე გრაფიკა ნორმალურია, ჯერ 5 წუთიც არ მითამაშნია და სხვას ვერაფერს ვიტყვი. ისე, CryEngine 3-ს თუ იყენებდა არ ვიცოდი, Crisis-ის მსგავსი გრაფიკა უნდა ჰქონდეს
  3. კი ითამაშებ ლინკი პირველ პოსტში ნახე აქამდე თამაშების თემები არ გინახავს? 1.04 პატჩი გამოვიდა უკვე,დახურულ ტრეკერზრ დევს და ლინკის დადებას აზრი არ აქვს ჩეინჯლოგი არ აქვს სამწუხაროდ
  4. ეს ვერსია დავაყენე ლეპტოპზე Win8 Pro X64-ზე და როდესაც ვიდეო მთავრდება, ან ვთიშავ, ეკრანის სიკაშკაშეს აკლებს, სეთინგებში კია რა რეჟიმში ვიმუშაო ბატარეაზეო, მითითებული მაქვს Power Saver, მაგრამ ჯერ ერთი ბატარეაზე არ არის, დენში მაქვს შეერთებული, მეორეც სიკაშკაშეს იმაზე მეტად აკლებს ვიდრე Power Saver რეჟიმში ბატარეაზე
  5. ეგ თან ოფიციალური სტატისტიკაა რამდენი პირატულს თამაშობს ჩვენი ჩათვლით :D
  6. დარუთე რა გიშლის ხელს თუ რამე ორიგინალ ROM-ს დააყენებ მერე ისეთი დარუთვის მეთოდიცაა Binary Count-ს რომ არ გაზრდის
  7. ინახავს efs-ს მარა შენახული გქონდეს სადმე მაინც სადმე კერნელის დაყენებისას ვაიპს რაც შეეხება, კერნელს გააჩნია, დეტალურად წაიკითხე კერნელის აღწერაში თუ როგორ უნდა დაყენება ზოგს სჭირდება, ზოგს არა
  8. Galaxy Note მაქვს 4.1.2 Android აყენია და აქვს ძველებურად Move To SD აპლიკაციის სეთინგებიდან, ასევე ქონდა 4.0.3 და 4.0.4-ს დარუთვამ უშველა თუ არ ვიცი, რადგან როგორც კი ROM-ს ვაყენებ, პირველი მოქმედებაა დარუთვა ცადე app to sd
  9. მეც ქუთაისელი ვარ და პირველად მესმის :D
  10. Kernel ანუ ბირთვი არის Linix-ის მოდიფიცირებული ბირთვი(Linix Kernel) რემელზეც დაშენებულია ანდროიდი ყველა მოდელს და Android-ის ვერსიას აქვს თავისი კერნელი, კერნელი მოყვება თვითონ ტელეფონს პროგრამას, მაგრამ არის ე.წ არაოფიციალური კერნელები, სადაც დამატებულია რუთი და სხვადახვა ტვიკები, S2-ზე არ ვიცი ზუსტად კერნელები ეს ფორუმი ნახე, აქაა დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქციები: http://forum.xda-developers.com/forumdisplay.php?f=1055
  11. არა, პრაშივკას აქვს დასახელება, რომელსაც ანიჭებს მწარმოებელი, მაგალითად ჩემს ტელეფონზე ახლა აყენია Firmware სახელით JZ054K.N7000XXLSZ ,რომელიც დაფუძვნებულია Android 4.1.2-ზე რაც ნიშნავს, რომ ეს არის Fირმწარე მოდელისთვის N7000 (GT-N7000 უფრო ზუსტად) და მისი ნომერია XXLSZ (ესეც და JZ054K-ც იშიფრება დეტალურად რომელი ასო თუ ციფრი რას ნიშნავს) ეს ინფო შეგიძლია ნახპ Settings/About Device-ში
  12. ხომ დავდე ლინკი, წაიკითხე ჯერ სანამ კითხვას დასვამ, შენს ბევრ კითხვებზეა პასუხები (და სავარაუდოთ იმათზეც რაც აწი გაგიჩნდება): თუ უფრო მეტი დაგაინტერესებს, google-ში ამომწურავ ინფოს ნახავ ანდროიდზე, მაგალითად აქ: http://developer.android.com/index.html ზოგადად, Firmware, იგივე ROM, იგივე პრაშივკა არის მიკროპროგრამა, რომელიც მართავს ციფრულ ელექტრონულ მოწყობილობას Firmware აქვს მიკროტალღურ ღუმელსაც, MP3 პლეერს, ფლეშკას მოდემს, როუტერს და ყველაფერს, მაგ. ლომპიუტერის დედაპლატის Firmware არის BIOS, ასევე თავ-თავისი Firmware-ები აქვს კომპიუტერის შემადგენელ ყველა ელემენტს-ვინჩესტერს, ვიდეოადაპტერს, ქსელის ადაპტერს, აუდიო ადაპტერს, მოკლედ ყველაფერს თუმცა ზოგი აპარატურის გამოსაყენებლად მხოლოდ Firmware არ კმარა, მაგ კომპიუტერს რაც არ უნდა ძლიერი იყოს აზრი არ აქვს თუ მასზე რაიმე ოპერაციული სისტემა არ იქნა დაყენებული სმარტფონების შემთხვევაში Firmware ქვია პროგრამების იმ ერთობლიობას, რომელსაც აყოლებს მწარმოებელი, ეს არის Android-ის თუ Windows Mobile-ს თუ iOS-ის კონკრეტული ვერსია მორგებული კონკრეტულ მედელზე+ პროგრამები ნუ Aნდროიდ (ისევე როგორც WinMobile, iOS) სრულყოფილი ოპერაციული სისტემებია და ცდება მხოლოდ Firmware-ს მცნებას, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს: 1. როდესაც თავის დროზე ტელეფონებს უშვებდნენ, რომლებიც მინიმალურ ოპერაციებს უზრუნველყოფდნენ (შავ-თეთრ ეკრანიანი მობილურები მაგალითად) იმათთვის უშვებდნენ Firmware-ებს ზუსტად და სახელიც აქედან შემორჩა, 2. სმარტფონის ყველა მოდელს აქვს თავისი უნიკალური აპარატურა და "სუფთა" Android (თუ სხვა მობილური ოპერაციული სისტემა) მასზე პირდაპირ ვერ დაყენდება, საჭიროა გარკვეული მოდიფიკაცია,(ანუ ისე არ არის როგორც ერთი და იგივე Windows მილიონობით განსხვავებული კონფიგურაციის კომპზე ყენდება) ასევე მწარმოებელი ამატებს თავისი პროგრამების ნაკრებს, ამ ყველაფერს ერთად ქვია Firmware. მისი განახლება დამოკიდებულია მწარმოებელზე, ასევე დამოუკიდებელ დეველოპერებზეც, რომლებიც არაოფიციალურ Firmware-ებს უშვებენ მოკლედ, გირჩევ გადახედო ზემოთ რომ ლინკები დავდე ყურადღებით
  13. მოკლედ, დღეს ჩართული მობილური ინტერნეტით (სინქრონიზაცია ფოსტებთან, FB,Viber) ბლუთუსით, და GPS-ით (მთელი დღის მანძილზე არა მაგრამ მაინც) და ნორმალური, თუმცა აქტიური გამოყენების პირობებში დილიდან ამ დრომდე 50% ჩამოვიდა ბატარეა, საკმაოდ კარგია სხვა დროსთან შედარებით.
  14. საერთოდ, ჯობია აპგრეიდი გააკეთო 0-იდან ანუ გადმოწერო ROM (ოფიციალური თუ Custom) და დააყენო Odin-ით ან CWM-ითმანამდე კი CWM-იდან (თუკი გიყენია ეგ რექოვერი) წაშალო ქეში, დალვიკი, და ვაიპი გააკეთო
  15. დააყენე CPU Spy და დააკვირდი ერთი დღით , ნახე შედეგები თუ რა სიხშირეებზე მუშაობს პროცესორი, როგორც წესი თუკი არ იყენებ ხშირად, Deep Sleep რეჟიმში უნდა იყოს დიდხანს, თუ არ არის Deep sleep-ში, მაშინ პრობლემაა, თუ რა და რამდენ ენერგიას იხმარს შეგიძლია ნახო Better Battery Stats გიჩვენებს დეტალურად ყველაფერს.
  16. კი, უნდა დარუთვა, წერია ეგეც ინსტრუქციაში
  17. დღეს მაგრად მიშველა OSMAND-მა, ალექსიძის 2-ს ვეძებდი და 1-ლ ნომერში მიმიყვანა, მეორე ცოტა მოშორებით იყო, მაგრამ ისე ბევრს ვიბოდიალებდი :)
  18. აქაც გვიწერია მაგ ამბავი და არავისგან გადმოგვიკოპირებია არაერთი კლავიატურაა მოტნილი თან
  19. ამ თემაშია დაწვრილებით რა არის რუთი და პრაშივკა (პრაშივკა ინგლისურად Firmware, ანუ ROM-ს ნიშნაცს) ქართულ უნიკოდს აღიქვამს ყველა Android 4.0.X-დან დაწყებული ძველ ვერსიებზეც ყენდება, ოღონდ დარუთული უნდა იყოს Samsung-ის სმარტებს 2.3.X ვერსიებსაც აქვს ქართულის მხარდაჭერა
  20. წაშლა და ანინსტალი ერთი და იგივე არაა ანინსტალის დროს ხდება პროგრამის (თუ თამაშის) მიერ კომპში ჩაწერილი ფაილების, რეგისტრის ჩანაწერების და სხვა ჩანაწერების წაშლა ხოლო ფაილის წაშლა, უბრალოდ მითითებული ფაილ(ებ)ის თუ პაპკ(ებ)ის წაშლაა თვითონ წაშლაც ცალკე პროცესია უბრალოდ Delete (ან Shift+Delete)-თი რეალურად იშლება მხოლოდ ფაილის აღწერა ფაილური სისტემის შესაბამისი ჟურნალიდან (მას FAT, ან MFT ქვია) რეალურად ფაილის ბიტები ჩაწერილი რჩება ვინჩესტერის სექტორებზე ხოლო უსაფრთხო წაშლისას ხდება ამ ბიტების წაშლაც (წაშლაში იგულისხმება ამ ფაილის მიერ დაკავებულ კლასტერებზე სხვა ბიტების გადაწერა სხვადასხვა სქემით, გააჩნია წაშლის ალგორითმს) ანუ სინამდვილეში, ფაილის რეალურად წაშლას ვინჩესტერიდან მინიმუმ იმდენივე დრო უნდა რაც მის ჩაწერას (რადგან ისევ 0-ები ან 1-ები უნდა გადაეწეროს ამ ფაილის მიერ დაკავებულ კლასტერებს) ანინსტალი კი ეხება პროგრამებს.თამაშებს, მაგ დროს ანინსტალერის მიერ წაშლილი ფაილები იშლება სტანდარტულად, როგორც Delete ბრძანებით (ან ღილაკით) თუმცა სტანდარტული ანინსტალერები ხშირად ტოვებენ კვალს, არ შლიან პროგრამის ყველა მონაცემს, რეესტრის გასაღებს, ფაილს და ა.შ IOBit Uninstaller ერთ-ერთი საუკეთესოა როოგორც სტანდარტული ანინსტალერის შემცვლელი, თუმცა ზოგჯერ ფრთხილად უნდა იყო, მაგალითად თუკი სისტემაში ღღმად იტეგრირებული პროგრამა წაშალე (მაგ. ანტივირუსი) ამ ანინსტალერით, შესაძლოა Windows-ის ფაილებიც მიაყოლოს, რომელიც ანტივირუსმა შეცვალა ინსტალაციისას, ხოლო თვითონ ამ ანტივირუსის საკუთარი ანინსტალერი შეცვლილ ფაილებს საწყის სახეს მისცემდა მაგრამ სხვა უბრალო პროგრამებისთვის და თამაშებისთვის საუკეთესოა P.S: თემის ავტორს მგონი გავეცით უკვე პასუხი ფაილის უსაფღხოდ წაშლის მეთოდის არჩევისას გაითვალისწინე: რაც უფრო უსაფრთხოა ალგორითმი მით უფრო დიდხანს უნდება წაშლას, მაგრამ თუკი შენს კომპს შსს ან მსგავსი დაწესებულება არ იკვლევს, შეგიძლია ყველაზე სწრაფი მეთოდი აირჩიო, ამ გზით წაშლილი ფაილების აღდგენა სტანდარტული აღმდგენებით (recuva, undelete) ძალზე გაძნელებულია უფრო კონკრეტულად 3 ძირითადი მეთოდი: 1. Fast - will fill the content of the file being destroyed with random data before the deletion. This mode will protect you against some software recovery tools. 2. Forced -3 rounds of filling according to DoD 5220.22M standard. The algorithm used for this destruction is approved by the US Department of Defense. No software recovery tool can restore the destroyed information. Most of slow hardware recovery systems will also fail. Please notice that this method is slower than the Fast one. 3. Ultimate- 35 rounds of filling with data according to Guttman algorithm. The recovery of the destroyed information is impossible. This is really an ultimate but slow protection.(ძალიან ნელია) თემას ვხურავ
  21. დაბლოკილი ფაილების წაშლა კი არა ფაილის უკვალოდ და აღდგენის გარეშე წაშლა აინტერესებს Eraser დაგეხმარება ამასაც გადახადე http://www.howtogeek.com/72130/learn-how-to-securely-delete-files-in-windows/
  22. მოიცა Android სრულიად უფასო როგორ არაა, უბრალოდ არის მოთხოვნები რასაც უნდა პასუხობდეს დევაისი რომ ჩაითვალოს Google Certified-ად, იმუშაოს მარკეტმა და ა.შ აქ უბრალოდ კომპანიის ბიუჯეტის დაზოგვაა, ახალი ROM-ის დაწერას დევაისისთვის რაღაც თანხა სჭირდება, უფრო სწორად ინჟინრების და პროგრამსტების დრო, რომელიც ურჩევნია კომპანიამ უფრო რაციონალურად გამოიყენოს, ვიდრე ბიუჯეტური სმარტებისთვის განახლებების წერაა.... განახლებების გამოშვებას კიდევ ჰარდი ზღუდავს, მაგალითად 800მჰზ-იანი ერთბირთვიანი პროცესორი და 512 მბ ოპერატიული უკვე სუსტია Android 4.0.X-ისთვის და თუნდაც ამ მონაცემების ტელეფონი 2 წლის წინ შეიძლება საკმაოდ პოპულარული ყოფილიყო, ახლა უკვე მასზე არ ღირს 4.0.X ვერსიის ROM-ის დაყენება მაგალითად XperiaU-ზე მშვენივრად მუშაობს Gingerbread 2.3.X ROM-ები, ხოლო ICS 4.0.3 ვერსია, რომელიც ოფიციალურადაც გამოვიდა, უკვე გრუზავს
  23. არა, საიტს არაფერი მოუვა გადმოწერე ყველაფერი რაც FTP-ზეა
  24. ხო, თან ამერიკული სავარაუდოდ CDMA ან LTE ანტენით იქნება და არა GSM
  25. პირველ რიგში თუ რამდენად პოპულარულია სმარტფონი, ეს განაპირობებს დეველოპერების სურვილს დაწერონ არაოფიციალური ROM-ები, მერე თუ რამდენად ადვილია მისთვის ROM-ის დაწერა ანუ მწარმოებელმა თუ გამოაქვეყნა სრული დოკუმენტაცია სმარტფონის პროგრამულ/აპარატურულ მხარეზე რის გარეშეც სტაბილური არაოფიციალური ROM-ის შექმნა ფატიურად შეუძლებელია, თუმცა როგორც წესი, როცა მწარმოებელი ანებებს თავს აპარატისთვის განახლებების გამოშვებას, დამოუკიდებელი დეველოპერებიც მალევე წყვეტენ ექსპერიმენტებს იშვიათი გამონაკლისების გარდა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.