-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ნახე User Control (ფასიანია, მაგრამ გატეხილის შოვნა არ გაგიჭირდება ნეტში) აქვს ვაითლისტის ფუნქციაც სხვა ბევრ საინტერესოსთან ერთად თუ Windows 7-ია Parential Control ჩართე Control Panel-იდან, დაადე კოდი და ვაითლისტში ჩაწერე საიტები, დანარჩენები დაიბლოკება
-
ლეპტოპების BIOS-ები უფრო დაცულია განულება/ჩამოყრისგან, რადგანაც ისინი უფრო ხშირად იკარგება/იპარება ვიდრე PC, ამიტომ ყველაზე რეალური გზაა თუკი საბუთები გაქვს სერვის ცენტრში მიიტანო (არ ვიცი თუ აქვს საქართველოში ACER-ს) ან მისწერო იმათ საფორთს (მოდელის ნომერი, სერიული ნომერი, შეძენის დეტალებით)
-
კი ეშველება დაგუგლე MHDD, წაიკითხე ინსტრუქციები (დეტალურადაა საიტზე) და აღადგენს ბედ სექტორებს თუ ფიზიკურად არაა დაზიანებული დისკი (მაგრამ დიდი დრო კი უნდა)
-
ეგ არის ვიდეოები DVD Video ფორმატით და სტრუქტურით, ჯერ საჭიროა მისი გაერთიანება ერთ ვიდეოფაილად (AVI ან MKV მაგალითად) უამრავი სოფტია მაგისთვის, აი მაგალითად Freemake Video Coverter უფასოა უფრო პროფესიონალური /პირატული ვარიანტია აღწერილი ამ ტუტორიალში: http://www.patheticcockroach.com/mpam4/index.php?p=37 მაგრამ ბევრად საწვალებელია, თუმცა ოპციებიც ბევრად მეტია, ასევე ამ გზით შესაძლებელია დაცული DVD დისკების დარიპვა/კონვერტირება თუმცა დარიპვა შენ არ გინდა გაქვს უკვე DVD ფოლდერი
-
ვაჰ, დეფაულტად Intel HD არის ჩართული და შესაბამისად მაგას აჩვენებენ პროგრამები როცა დასჭირდება მაშინ ჩართავს Nvidia-ს მერამდენედ დავწერო! ჩართე რამე თამაში და ნახე თუ გაქაჩავს კარგად (თუმცა 620 არც ისე ძლიერი კარტაა) თუკი Nvidia-ს დრაივერი დაყენდა, ე.ი აქვს Nvidia-ს კარტა GPUz-ით ნახე, მანდ ორივე ვიდეო უნდა გამოჩნდეს წესით
-
ზუსტად არ ვიცი როგორი BIOS აქვს მაგ მოდელს, უბრალოდ რომ შეხვალ BIOS-ში სადმე იქნება Dedicated GPU ან Discrette GPU და Enabled-ზე ან ON უნდა იყოს, ან Disable უნდა იყოს გამორთული... მოკლედ მანუალში ნახავ, ჯერ დრაივერით სინჯე
-
გადმოწერე და დააყენე ეს დრაივერი ინსტალაციისას აქვს ოპცია Add run with Nvidia GPU to context Menu თუ რაღაც ამდაგვარი და მერე მარჯვენა კლიკი თამაშების (ან პროგრამის) იკონკაზე და Run With Nvidia GPU მიეცი წესით ავტომატურად Nvidia-ს ვიდეოკარტით უნდა გაუშვას გრაფიკული რესუსრსმომთხოვნი თამაშები და პროგრამები მიზეზი კი რატომაა Intel HD გრაფიკა ავხსენი უკვე კიდევ ერთი მიზეზია შეიძლება BIOS-იდანაა გათიშული დისკრეტული GPU, და იქედან უნდა ჩართვა
-
თუკი ეგ მოდელი, ე.ი მაგ ვიდეოკარტაც აქვს, ალბათ Switchable-ა და Intel HD-ზე მუშაობს საერთოდ, ვიდეოკარტა (დისკრეტული) თუ აქვს, ლეპტოპზე რამე ნაკლეიკა ექნება დაკრული (შენს შემთხვევაში მწვანე Nvidia-ს ლოგოთი (სავარაუდოდ კლავიატურის ქვეშ) თუ არ აკრია, ე.ი არც აქვს ვიდეოკარტა დისკრეტული თუ არ აქვს ვერ ჩადგამ ვერანაირად!!!
-
ეგ არის Dual, უფრო სწორად Swithcable GPU ვარიანტი, ახალ ლეპტოპებს აქვთ ინტეგრირებულიც და დისკრეტულიც, როცა GPU სიმძლავრე სჭირდება (თამაში, დიზაინი და ა.შ) მაშინ რთავს დისკრეტულს, ისე ინტეგრირებულზე მუშაობს რომ ჰქონდეს არაინტეგრირებული (ანუ დისკრეტული) აღარც დასჭირდებოდა "ჩასმა" ყოველ შემთხვევაში შეცვლა მაინც მეეჭვება მოსული პონტი იყოს, დაზიანებულ -GPU-ს იგივე მოდელს კი ჩაგისვამენ, მაგრამ არა სხვას, შესაძლოა ფიზიკურადაც ვერ ჩასვან
-
არც ისე დიდი რესურსი აქვს, თუმცა ძველ თამაშებს, PES-ს გაქაჩავს მაგალითად (მაგრამ მგონი 2013 ვერსიას ვერ ერევა), გრაფიკასთან იმუშავებს, თუმცა ნელა (დისკრეტულ ვიდეოებთან შედარებით)
-
შანსი არაა გამოცვლის დისკრეტული რომ ჰქონდეს (არაინტეგრირებული) კიდევ შეიძლება, მაგრამ მაგას სავარაუდოდ დედაპლატაზე სლოტიც არ ექნება რომ "მიაპაიკო"
-
დრაივერი არაფერ შეუაშია მიზეზი ორია 1. IP მისამართები 2. შეზღუდვა პროვაიდერისგან პირველი პუნქტი მარტივია, უნდა ნახო რა IP მისამართებია გაწერილი ქსელის ადაპტერისთვის (IP, Gateway, DNS1/DNS2) PC-ზე და ჩაწერო იგივე ლეპტოპზე, თუმცა შეიძლება ავტომატურზეც ეყენოს მეორე-კავკაზუსის შეზღუდვის მოხსნა კი ორი გზით შეიძლება: 1. ზარი კავკაზუსში და უთხარი, რომ შეცვალე კომპი და არ გაქვს ინტერნეტი (ამ შემთხვევაში თვითონვე გეტყვიან რა IP მისამართები ჩაწერო და როგორ) 2. ხელით ჩაუწერო მაკ მისამართი ლეპტოპის ადაპტერს, იგივე რაც ქონდა კომპის ქსელის კარტას ჯობს ზარი პროვაიდერთან
-
ფლეშის დასაყენებლად, გადმოწეტელეფონში ჯერ გაააქტიურე Settings/Security-ში Unknown Sources და მერე დააყენებს ხოლო ქართული კლავიატურისთვის გადახედე ამ თემას: თუკი 4.0.X ვერსიის ანდროიდი აყენია, ფლეში პირდაპირ მარკეტიდანაც შეიძლება გადმოწერო თუკი 2.X.X ანდროიდია, ჯერ ქართული ფონტების ჩაწერა უნდა (ნახე მარკეტში Georgian Fonts Installer) ოღონდ დარუთული უნდა იყოს
-
უკვე საქართველოდანაც შესაძლებელია Google Play-ზე სასურველი მომსახურეობის შეძენა (აპპები, მუსიკა, ფილმები, დევაისები), ამიტომ გადავხაზე Market Unlocker-ის შესახებ ინფო, უიმისოდაც იყიდით, თუმცა თუკი კონკრეტული ქვეყნის მარკეტისთვის განკუთვნილი აპლიკაცია გინდათ, მაშინ მაინც გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა Billing Information-ისთვის ამერიკული (არა ქართული) მისამართი და Google Wallet-ზე დარეგისტრირებული ბარათის პარამეტრების ცვლილებისას გაჭრით 1 $-ს! საქართველოში ყველა მიჩვეული ვართ იმას, რომ ზოგადად პროგრამებში და თამაშებში ფულს არ ვიხდით, თუმცა ნელნელა სიტუაცია იცვლება და ხალხს უნდა ჰქონდეს ლიცენზირებული ორიგინალი პროგრამები თუ თამაშები მწარმოებლის მხარდაჭერით, განახლებებით და ა.შ სამწუხაროდ Google Play-დან ჯერ-ჯერობით პირდაპირ არ ხერხდება საქართველოდან აპლიკაციების ყიდვა, თუკი დესკტოპ კომპიუტერიდან შეხვალთ Play Store-ზე ფასიანი პროგრამის ლინკზე, გიწერთ, რომ არაა თქვენს ტელეფონთან თავსებადი, ხოლო Android-ის Play Store საეღტოდ არ გაჩვენებთ ფასიან აპპებს, არის ამ შეზღუდვის გვერდის ავლის გზა, ამისათვის დაგვჭირდება: Google Play-ს ანგარიში Visa/MasterCard/Amex ბარათი ამერიკული მისამართი (საჭიროა ჯერაც) Market Unlocker დარუთული ტელეფონი / ტაბლეტი განვიხილოთ სათითაოდ: Google Play-ს ანგარიშის საჭიროებას ახსნა არ სჭირდება, ის იგივეა რაც Gmail ექაუნთი, თუ არა გაქვთ, შექმენით ამ მისამართზე იმავე ანგარიში უნდა შეიყვანოთ თვითონ ტელეფონის ან ტაბლეტის Play Store-ში. საკრედიტო/სადებეტო ბარათად გამოდგება ნებისმიერი Visa/MasterCard/American Express ბარათი რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ (მაგ amazon.com-ზე შეუძლიათ ყიდვა), მაგალითად ნებისმიერი Visa Clasic, ბევრი Visa Electron-იც მუშაობს, ამის დაზუსტება შეგიძლიათ ბარათის გამცემ ბანკში. ამერიკული მისამართი საჭიროა Google Wallet-ზე Billing Information-ში შესაყვანად, მისი აღება შეგიძლიათ მაგალითად USA2GEORGIA.COM-ზე რეგისტრაციით (ან თქვენი ფავორიტი სხვა საფოსტო/საშუამავლო ფირმის მიერ მოცემული ამერიკული მისამართი გამოიყენეთ) Market Unlocker-პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოხსნათ შეზღუდვა ფასიანი აპლიკაციების ყიდვაზე, მისი ბოლი 1.2.4 ვერსია შეგიძლიათ გადმოიწეროთ აქედან: Market Unlocker Pro v1.2.4 ტელეფონი / ტაბლეტის დარუთვა საჭიროა იმისთვის, რომ Market Unlocker-მა შეცვალოს Play Store-ს მონაცემები რათა მოხსნას შეზღუდვები. დარუთვის ინსტრუქციებს აქ ვერ დავწერ, მოძებნეთ თქვენი დევაისის და ანდროიდის ვერსიისთვის თვითონ ყურადღება! დარუთვით ბათილდება მწარმოებლის გარანტია, ასევე შეიძლება დაზიანდეს ტელეფონი/ტაბლეტი, ამიტომ ყველა პასუხისმგებლობა არის მხოლოდ თქვენზე! იმედია დააკმაყოფილეთ ყველა საჭირო წინაპირობა, დავიწყოთ საქმე: შედით Google Wallet-ის საიტზე (ავტორიზაციისთვის გამოიყენეთ Gmail / Play.Google.com-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი) მარცხენა სიიდან აირჩიეთ Payment Methods და შემდეგ ADD CARD OR ACCOUNT შემდეგ გადახვალთ ეკრანზე, სადაც უნდა შეიყვანოთ ბარათის მონაცემები და მისამართი (რომელიც ახსნილია მესამე პუნქტში) ყურადღება!!! თუკი ბარათი წარმატებით დაემატა, ანგარიშიდან მოგაჭრით ავტომატურად 1 დოლარს (1 USD / 1$) ყურადღება!!! თქვენი ბარათი აწი მიბმულია Google-ს ექაუნთზე, ამიტომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეთ რათა არ მოხდეს არასანქცირებული წვდომა თქვენს ექაუნთსა და შესაბამისად ბარათზე! შემდეგი საფეხურია Market Unlocker-ის დაყენება, იმედია იცით თუ როგორ უნდა, მოკლედ ავხსნი: გადმოწერილი APK ფაილი გადაიტანეთ ტელეფონში/ტაბლეტში დევაისის Setting-ებში Security განყოფილებაში მონიშნეთ Unknown Sources რომელიც ნებისმიერი APK ფაილის ინსტალაციის საშუალებას გაძლევთ ფაილ-მენეჯერით გახსენით ტელეფონში გადატანილი Market Unlocker Pro 1.2.4.apk , გაიხნება ინსტალატორი, მიჰყევით ინსტრუქციებს ჩართეთ WiFi და დაუკავშირდით WiFi ქსელს, მობილური ინტერნეტით Market Unlocker არ იმუშავებს, საერთოდ რეკომენდირებულია ტელეფონის Flight Mode-ში გადაყვანა და მერე WiFi-ს ჩართვა. ჩართეთ დაინსტალირებული Market Unlocker გაიხსნება პროგრამის Home ეკრანი: თუკი ზედმეტი წვალების გარეშე გვინდა მარკეტზე შეზღუდვის მოხსნა, დააჭირეთ Enable Unlocker-ს (1), ამ დროს ნება დართეთ Superuser-ის შეტყობინებაში Market Unlocker-ს სისტემურ ფაილებთან წვდომის (საჭიროა მხოლოდ ერთხელ), აი რატომაა საჭირო დარუთული ტელეფონი. უკვე თქვენ გაქვთ გახსნილი Verizon (USA)-ს მარკეტი (როგორც სურათზეა), შეგიძლიათ გამორთოთ პროგრამა, ჩართოთ Play Store, მოძებნოთ და შეიძლინოთ ფასიანი აპლიკაციები, გადახდა იწარმოებს Google Wallet-ზე მიბმული ბარათიდან ავტომატურად. უსაფრთხოების გამო, Play Store მოგთხოვთ თქვენი მომხმარებლის პაროლის შეყვანას ყიდვის გასაგრძელებლად შეძენის დასრულების შემდეგ სასურველია დაბრუნდეთ საწყის მარკეტზე, ამისთვის ისევ ჩართეთ Market Unlocker (თუკი გამორთული იყო) და დააჭირეთ Back to Default Market. (2) Market (3) განყოფილება საშუალებას გაძლევთ აირჩიეთ კონკრეტული ქვეყნის/ოპერატორის მარკეტი. Proxy (4) კი საშუალებას იძლევა პროქსი სერვერების დაკონფიგურირების, როგორც წესი არც დაგჭირდებათ. დიდი მადლობა OverDozeD-ს და Blaster-ს ინსტრუქციების და Market Ulocker-ისთვის P.S: თქვენ არ დაწერეთ და მე დავწერე ბოლო-ბოლო ასევე Blaster-ის რჩევით შემოგთავაზებთ პროგრამას AppSales, რომლებიც იძლევა ინფორმაციას ფასდაკლებულ სოფტზე, ისინი კი დამიჯერეთ უამრავია საშობაო სეზონზე! იმ შემთხვევაში თუ არ მუშაობს market unlocker გამოიყენეთ ეს ინსტრუქცია:
- 60 replies
-
- 11
-
-
- Google Play
- play store
-
(and 2 more)
Tagged with:
-
გადადის დახმარების განყოფილებაში წაიკითხეთ წესები თემის გახსნამდე!!! მაგ კომპზე სხვა ვინდზე ირთვებოდა ეგ პროგრამა? კომპის მონაცემები ყოფნის პროგის მინიმალურ მოთხოვნებს?
-
თემის ავტორს ვორნი და პოსტინგის შეზღუდვა: 1. თემის არასწორ განყოფილებაში გახსნისთვის 2. ფორუმზე ძებნის გამოუყენებლობისთვის ინსტრუქციები/ტუტორიალების ქვეგანყოფილებაში ნახავ DVD Flick-ზე სტატიას იხურება თემა
-
მანდ არის კიდევ Delete battery stats ეგეც უნდა აასუფთავო დასაკალიბრებლად
-
გამოვიდა მადლობა ყველას! დაწერეთ ერთი კარგი ტუტორიალი ამ თემაზე....
-
ჩამომაჭრა კი ბატონო, მისამართიც ამერიკულია, ტელეფონის ნომერია ქართული ოღონდ... ახალი ექაუნთი ხომ არ უნდა გამეკეთებინა მარკეტზე? ფასიან აპლიკაციებზე Not Compatible-ს მიწერს ისევ მაინც...
-
კი დაემატა ამერიკული მისამართით კარტა, მაგრამ არ იმუშავა მაინც, თვითონ „გმაილ-„ში ხომ არ უნდა შევცვალო პრეფერენსები?
-
აუ მართლა იმუშავებს? ახლავე ვცდი
-
ხო, მაგრამ მარკეტიდან რომ ვერ ვყიდულობთ?
-
აბა ეს ცადე: http://www.kellys-korner-xp.com/xp_wel_screen.htm
-
ვხურავ მეც ყველა ვარიანტში X64 გირჩევ
-
პრობლემა იუზერნეიმში იყო, რომელიც სავარაუდოდ ქართულად ეწერა და ინსტალერი ვერ ცნობდა ქართულ ასოებს, სხვაგან რომ გადაგეკოპირებინა მაგალითად D დისკზე დააყენებდა შეიძლება სხვა პროგრამებზეც გაგიკეთოს მასე
