Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ალტას სერვისში მივიტანე და მეორე დღესვე მითხრეს ვინჩეტერის ბრალი იყო და გამოვცვალეთო, Windows-იც დავაყენეთ და მზადაა წასაღებადო არ ველოდი ასეთ სწრაფ სერვისს მართალია ვინდი გადასაყენებელი გამიხდა (32 ბიტიანი დაუყენებიათ) მაგრამ მაინც დავხურავ თემას
  2. დავამატე ინსტრუქციები Symbian-ისთვის
  3. ერთი თავისებურება, Windows XP/Vista/Seven-ში როდესაც გადართავთ კლავიატურას, ის ირთვება მხოლოდ იმ პროგრამისთვის, რომელიც აქტიურია, მაგალითად თუ Desktop, ან რომელიმე პაპკაში ხართ და მაშინ გადართავთ, კლავიატურა შეიცვლემა მხოლოდ Windows Explorer-ში და არა Skype-ში, ან ბრაუზერში და პირიქით ხოლო Windows 8-ში კლავიატურის გადართვით იცვლება მთლიან სისტემაში, მაგალითად, თუკი Skype-ში გინდათ ქართულად წეროთ და გადართეთ ქართულზე, ასევე ქართულზე შეიცვლება Windows Explorer-ში და ბრაუზერებში წერის ენა შესაძლოა ამის დაყენება ისე, როგორც წინა Windows-ებში
  4. ამ თემაში დავდებ ქართული კლავიატურის ინსტალაციის ინსტრუქციების ბმულებს სხვადასხვა ოპერაციული სისტემებისთვის (3.X ვერსიებიდან ქართული ფონტები ყველა Android-ს მოყვება, ხოლო 4.1-დან ქართული კლავიატურაც) კლავიატურის დაყენება Ubuntu-ზე კლავიატურის დაყენება Mac OS-ზე (ეს მეთოდი მუშაობს დაწყებული iOS 5-დან და ზევით) ქართულის მხარდაჭერის გააქტიურება Symbian-ზე (მუშაობს ყველა Symbian-ზე) ქართული კლავიატურის ინსტალაცია Symbian-ზე:
  5. ამ თემაში დეტალურად ავღწერ თუ როგორ დავაყენოთ ქართული კლავიატურა Windows-ის ოპერაციულ სისტემებში 1. დავიწყოთ Windows XP-თი Windows XP-ში ქართული კლავიატურის ინსტალაციამდე საჭიროა ქართულის მხარდაჭერის გააქტიურება (თუ უკვე არ არის გააქტიურებული) გახსენით Control Panel და შემდეგ Regional And Language Options გამოსულ ფანჯარაში გადადით ჩანართზე Languages და თოლია დაუსვით როგორც სურათზეა: * თუ ეს უჯრა უკვე მონიშნულია შემდეგ საფეხურებს გამოტოვებთ და პირდაპირ კლავიატურის ინსტალაციაზე შემდეგი ეტაპისთვის საჭიროა Windows XP-ს საინსალაციო დისკი, თუ გაქვთ, ჩადეთ დისკწამყვანში და გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ OK-ს, საჭირო ფაილები ავტომატურად დაკოპირდება დისკიდან (საერთოდ ჯობს თუ ამ პროცედურას Windows XP-ს ინსტალაციისას ჩაატარებთ) თუკი დისკი არ გაქვთ, შემდეგ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ საწირო ფაილების მდებარეობა Browse ღილაკზე დაჭერით ქართულის საინსტალაციო ფაილები: Windows XP SP2-ისთვისWindows XP SP3-ისთვის(ფაილები ამოაარქივეთ, მაგალითად Desktop-ზე I386 ფოლდერში) აირჩიეთ ფოლდერი, სადაც ამოაარქივეთ ქართულის საინსტალაციო ფაილები ფაილები გადაკოპირდება Windows-ის შესაბამის ფოლდერში და გამოვა შეტყობინება: დააჭირეთ OK-ს, კომპიუტერი გადაიტვირთება, ქართულის მხარდაჭერა უკვე გააქტიურებულია! * ქართულის საინსტალაციო ფაილები და ზოგიერთი სურათი აღებულია fonts.ge-დან ქართული კლავიატურის ინსტალაცია: Windows XP-ს მოყვება ქართული კლავიატურის დრაივერი, მაგრამ სამწუხაროდ მისი განლაგება არის ქართული საბეჭდი მანქანის განლაგების მიხედვით, დარწმუნებული ვარ არავინ იცით თუ როგორაა განლაგებული ასოები საბეჭდ მანქანაზე, ამიტომ გვინდა, რომ ქართული კლავიატურის განლაგება შეესაბამებოდეს ლათინურს, ამისათვის არსებობს ბევრი სხვადასხვა დრაივერი, მე უპირატესობას ვანიჭებ ILKBD2-ს გადმოწერეთ დრაივერი და ამოაარქივეთ, გაუშვით Setup.exe და აირჩიეთ Georgian Unicode (English Layout) კლავიატურა თავისით დაყენდება და გააქტიურდება, გადართვა შეგიძლიათ Desktop-ზე, საათთან მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული პიქტოგრამიდან, ან Alt Shift კომბინაციით კლავიატურაზე. 2. ქართული კლავიატურის ინსტალაცია Windows Vista/Seven-ზე: ამ ოპერაციულ სისტემებში ქართულის მხარდაჭერა ავტომატურადაა გააქტიურებული, საჭიროა მხოლოდ კლავიატურის ინსტალაცია, ამისთვის ისევ ვხსნით Control Panel-ს, და იქ Region And Language-ს: გადავდივართ Keyboards and Language ჩანართზე და ვაჭერთ Change Keyboards ღილაკს: გამოსულ ფანჯარაში ვაჭერთ Add ღილაკს ვნახულობთ სიაში Georgian-ს და დავუსვავთ თოლიას Georgian(QWERTY)-ს ვაჭერთ OK-ს ყველა ფანჯარაში, ქართული კლავიატურა დაყენებულია! გადართვა XP-ს ანალოგიურად ან ე.წ Language Bar-იდან (საათთან) ან Alt+Shift ღილაკების კომბინაციით P.S: ILKBD-თი პირდაპირ შეიძლება კლავიატურის დაყენება, მუშაობს 32 და 64 ბიტიან სისტემებზე 3. ქართული კავიატურის ინსტალაცია Windows 8 ოპერაციულ სისტემაში: ისევ შევდივართ Control Panel-ში და ვირჩევთ Language-ს: გამოსულ ფანჯარაში Add Language: მოვნახავთ ქართულს, მოვნიშნავთ და ვაჭერთ Add ღილაკს იგივენარად ხდება Windows 10 ის შემთხვევაშიც. სულ ეს იყო, ქართული კლავიატურა აქტიურია კლავიატურების გადართვა ხდება წინა Windows-ების ანალოგიურად, მაგრამ დამატებული აქვს WIN+ SPACE ღილაკების კომბინაცია Windows 8-ში დეფაულტად დაყენებულია ისე, რომ ენის გადართვისას ის ირთვება ყველგან, მთლიანად სისტემაში, იმისთვის,რომ ენები გადართოთ მხოლოდ კონკრეტული პროგრამებისთვის (როგორც წინა Windows-ებშია ისე) გახსენით Control Panel/Language და მარცხენა მხარეს სიიდან აირჩიეთ Advanced Settings და მონიშნეთ როგორც სურათზეა
  6. ვიბერი მუშაობს ჩემთან უპრობლემოდ, მაგრამ მარკეტს ვერაფერი მოვუხერხე, არცერთი ანლოქერი არ შველის და არც VPN (არადა ორივე ნაღდად მუშაობს) ერთი პერიოდი ორივეს გარეშე მუშაობდა და მის მერე მოკვდა...
  7. S.G, წერე ქართულად! ჯერ ერთი ფორუმის წესებში წერია, მეორეც რას გვერჩი დამეთხარა თვალები შენი პოსტების კითხვით რაც შეეხება დაუნლოად მენეჯერებს, არის ბევრი მათგანი თავისი +/- ებით, მაგალითად მე ვიყენებ Internet Download Manager-ს (ნახავ თემას პროგრამების განყოფილებაში), ძალიან კარგი რაეა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: ფაილებს იწერს ცალკე temp დირექტორიაში და ბოლოს აერთიანებს, რაც დიდი ფაილების გადმოწერისას არც ისე მოსახერხებელია, შეუძლია თითქმის ნებიმიერი Online და Streaming მედია ფაილების (ვიდეო, აუდიო, ფლეში) გადმოწერა ძალიან კარგია Orbit Downloader ასევე, თან უფასოა, ფაილებსაც ერთ ფაილად იწერს და რამდენიმე ნაკადით რა თქმა უნდა ადვილად იწერს ფლეშ ვიდეოს ასევე კარგია Flashget რომელსაც ტორენტების გადმოწერის ფუნქციაც აქვს (თუმცა ნაკლები შესაძლებლობებით ვიდრე სპეციალურ ტორენტ კლიენტებს) ძალზე ცნობილი იყო ასევე Download Master , ეგეც უფასოა, მოკლედ დააყენე და შენით შეარჩიე რაც შეეხება ზოგადად ამ კლიენტების მუშაობას, ბევრი მათგანი ხშირად 2-3ჯერ სწრაფად იწერს ვიდრე ბრაუზერი, მიზეზი კი იმაშია, რომ მათ მოაქვთ რამდენიმე ნაკადად ფაილები, თუმცა არის სერვერები, რომლებიც არ იძლევიან რამდენიმე ნაკადად წამოღების საშუალებას, მაშინ ამ შემთხვევაში გადმოწერის სიჩქარე ბევრად მეტი არ იქნება ბრაუზერის გადმოწერის სიჩქარეზე, დაახლოებით თანაბარი იქნება და რაც მთავარია ის ვერ გადააჭარბებს იმ სიჩქარეს, რასაც პროვაიდერი გაწვდით რეალურად (და არა იმას რაც კონტრაქტში წერია!) უბრალოდ არ ექნება საშუალება, შესადარებლად, გაქვთ წყლის მილი, რომელიც ატარებს 5 ლიტრ წყალს წუთში, მაგრამ ონკანი ატარებს 1 ლიტრს წუთში, თუკი ერთი ონკანით 10 ლიტრიანი ჭურჭელი შეივსება 10 წუთში, თუკი დავაყენებთ 5 მასეთ ონკანს, ჭურჭელი შეივსება 2 წუთში, თუმცა რაც არ უნდა ვეცადოთ, მასზე ნაკლებ დროში ჭურჭელს ვერ გავავსებთ,ერთი უბრალო მიზეზის გამო: მილიდან არ მოდის მეტი ასევე სრული სისულელეა ჩით ენჯინის გამოყენება Download-ის გასაზრდელად, ის შეიძლება წერდეს, რომ მოაქვს 10მბ/წმ-ით, მაგრამ სახელიდან გამომდინარე ის ჩიტია ანუ მაქინაცია, (ისევ წყლის მილის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, მრიცხველიც თუ დავაყენეთ მილზე, ჩიტ ენჯინი მრიცხველს დაატრიალებს სწრაფად და არა ნაკადის სიჩქარეს მოუმატებს ) თუ არ გჯერათ, ჩაატარეთ ექსპერიმეტი: გვიან ღამით, ან დილით ადრე, როდესაც ინტერნეტი ნაკლებ დატვირთულია(უფრო სწორად ქსელები) და სიჩქარეც სტაბილური, გადმოწერეთ დაახლოებით 4-5 გბ ფაილი (HD ფილმი მაგალითად) დაუნლოად მენეჯერით, ან ბრაუზერით (დრო დაინიშნეთ არა კომპიუტერზე, მაგალითად მობილურზე) მერე ჩიტ ენჯინის გამოყენებით გადმოწერეთ იგივე ფაილი და ისევ დაინიშნეთ დრო, თუკი მაგ როგრამა 10-ჯერ უმატებს სიჩქარეს, ე,ი 10-ჯერ სწრაფად უნდა გადმოწეროს, ანუ 2 საათის ნაცვლად 12 წუთში მაგალითად...
  8. გამორთვის პრობლემა ტექნიკურად არაა, პირიქით, გაამარტივებდა ბევრ რამეს მარა ხმები შუაზეა გაყოფილი თითქმის, იყოს კიდევ პოლი, იქნებ რაიმე იდეები წამოვიდეს ახალი
  9. გვერდი როცა არ იტვირთება ბოლომდე განსაკუთრებით მაშინ მაქვს პრობლემა, სხვა დროსაც ყოფილა ხოლმე, თუმცა ნაკლები სიხშირით
  10.     მე მაგალითად მაგთის H+-ზე 500 და მეტიც მქონია, სპიდტესტი კი 1,2მბ/წმ აჩვენებს, თუ კარგად იჭერს, 300 მინიმალურია და სიმთან რატომ უნდა იყოს კავშირში ვერ ვხვდები, სიმზე ხომ ფაქტიურად მხოლოდ აბონენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებია? დანარჩენს მიმღებ/გადამცემი ანტენები არეგულირებენ
  11. როგორც ვთქვით ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული, ნახე ადგილი სადაც სხა ტელეფონებზე კარგად იჭერს HSDPA და იქ შეამოწმე ამ ბოლოს ისე მაგთის აქვს ხარვეზები HSDPA-ში, ადრე სადაც კარგად იყო უჭირს ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ ბევრი ახალი კლიენტი ყავთ
  12. დრაივერები ხომ გიყენია? ან PS Suite პროგრამა? მარტო ჩიპს ვერ დაინახავს, წესით, ან მარტო შიდა მეხსიერებას დაინახავს (თუ ჩიპი არ გაქვს) ან ვერაფერს
  13. კომპზე შეაერთე ტელეფონი (თუ ტაბლეტი) გახსენი My Computer-იდან ტელეფონი და შიდა მეხსიერება (არა ჩიპი) მანდ არის Android პაპკა, მაგ პაპკაში გააკეთე (თუ არ არის) obb ფოლდერი და შიგნით ჩააკოპირე ამოარქივებული ქეში (zip ან RAR არქივი არ ჩააგდო) apk-ს კი გადაწერ ტელეფონში და გახსნი ტელეფონის ფაილ-მენეჯერით და დააინსტალირებ სულ ესაა
  14. ესაა სკრიპტის ოფ.გვერდი როგორც ვიცი, მარა არც ერთი ლინკი აღარ მუშაობს http://code.ge/geokbd
  15. ხო, მეც მასე ვფიქრობ, შევფუთე კეისი და წამოვიღებ თბილისში ალტას სერვისში, ჯერ კიდევ აქვს გარანტია საბედნიეროდ, იმედია დიდხანს არ დააგვიანებენ
  16. თუკი HDD შეერთებულია არაფერი შველის, გაყინულია BIOS `BIOS გავანულე არაერთხელ, სხვადასხვა სეთინგებიც ვცადე, არ რესტარტდეა, უბრალოდ Welcome სკრინია და ვსიო
  17. მაგის დაწერა გამომრჩა, ვცადე რა თქმა უნდა
  18. გილოცავთ გიორგობას! კომპზე გადავაყენე windows, დავააპდეითე, და რეტარტის მერე კომპი გაიყინა BIOS-ის Welcome სკრინზე, არც BIOS-ში შედიოდა, დავიწყე დიაგნოსტიკა (ოპერატიული, ვიდეოკარტა, ვინჩესტერი) და შევჩერდი ვინჩესტერზე, როდესაც ვაერთებ დედაპლატაში, მაშინ იჭედება BIOS-ის Welcome სკრინზე, სხვა დროს აგრძელებს ჩვეულებრივ, ვცადე Sata კაბელის შეცვლა, კვების შეცვლა, შედეგი 0 ვინჩესტერია Seagate barracuda 500gb, დედაპლატა ASUS P8H61-M LX3 R2.0 რა შეიძლება ვცადო კიდევ რომ ავამუშავო? სოფელში ვარ ახლა და სხვა ვინჩესტერის, ან კვების შეერთების საშუალება არ მაქვს... ბოლო-ბოლო წამოვიღებ ალტას Support-ში მარა იქნებ ადგილზე გავაკეთო რამე, (BIOS დავადეფაულტე რამდენჯერმე)
  19. თუ დრო გინდათ იყოს მომავალი კვირის ბოლომდე, მანამდე იქნებ ან სკრიპტის გადამწერი გამოჩნდეს, ან ვანომ იუზერის CP-ში გადაიტანოს სკრიპტის ჩართვა/გამორთვა
  20. წინა ვერსიებს არც ჩვენ ფორუმზე ქონია პრობლემა, ბოლო 2-3 განახლების მერე დაეწყო ძირითადად, ნუ ipb-ს 2.x.x ვერსიებთან უპრობლემოდ მუშაობდა
  21. გლდანი დიდია და არაერთი ანტენაა იქ, სადმე ნახე სადაც უეჭველად იჭერს, ჩემთანაც ზოგან იჭერს, ზოგან არა, მაგალითად თსუ-ს მე-2 კორპუსში ნაწილ ოთახებში იჭერს, ნაწილში არა H+ მე ვიყენებ მაგთის HSDPA-ს, სეთინგებს მესიჯად მიიღებ შესაბამის ნომერზე დარეკვით, დააინსტალირებ და გადატვირთავ კომპს და ეგაა, როგორც წესი ავტმატურადაა ტელეფონში გააქტიურებული H+ მხარდაჭერა და არც ვიცი საიდან ითიშება საერთოდ (ზოგადად მობილური ინყტერნეტი კი ითიშება, მაგრამ არა მხოლოდ H+)
  22. თვითონ Alt Shift კი მუშაობს როგორც ვთქვი, მაგრამ ხანდახან როცა ინგლისურზე გადავრთავ, ამ დროს სკრიპტიც ირთვება და მაინც ქართულად აგრძელებს წერას, მერე არკვიე რა კონფიგურაცია უნდა
  23. არაფერი არ უნდა, ისეთ ორგანიზაციაში/სამსახურში უნდა მუშაობდე სადაც აქვთ კორპორაციული ნომრები, არიგებენ უფასოდ ასეთი სახელმწიფო სამსახურებია ყველა სამინისტრო და მათი დაქვემდებარებული სტრუქტურები, მაგ განათლების სამინისტრო-სკოლები, სახელმწიფო უნივერსიტეტები ზოგ დიდი ფირმასაც აქვს თავისი კორპორატიული ნომრებიმ თუმცა სახელმწიფოს უპირატესობა ისაა, რომ ყველა სამსახურს ერთიანი კორპორატიული ქსელი აქვს, ერთნაირი პირობებით გავცდით თემას მგონი ძალიან....
  24.     არა მარტო ნაცნობობით, ოფიციალურად შემიძლია ავიღო და პორტირება თუ შეიძლება ჩემი მაგთის ნომრით დავპორტირდები თან, ბევრ მეგობარს აქვს კორპორატიული და ძალიან კმაყოფილებიც არიან ტარიფებით, + კიდევ თუ 15გბ იქნება 5 ლარად ხომ საერთოდ...
  25. მაგთის ყველა კორპორატიულს ასე აქვს? ავიღებ ერთს მაშინ მაქვს პონტი,მარა მესამე ნომერი.. ორ კარტიანი ტელეფონი დამჭირდება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.