Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. მობილურ ვერსიას დაემატა ონლაინ სტატუსის გაგზავნის საშუალება, დახვეწავენ იმედია სინქრონიზაცია არა, თვითონ ვიბერი უნდა იყოს ჩართული
  2. ეს ლინკები მუშაობს (სტაბილური CM-ები): http://download.cyanogenmod.com/?device=motus&type=stable ეს კი ოფ. აპდეითის გვერდია: https://motorola-global-portal.custhelp.com/app/utils/guided_assistant/g_id/317/p/30,6720,7313 (მაგრამ როგორც მივხვდი AT&T ვერსიისთვისაა)
  3. ებაუთში არაა? ყოველ შემთხვევაში ტრიალს ვადა 7 დღეში გაუვა მე Blaster-ის Automate Pro დავაყენე, უფრო User Friendly ინტერფეისი აქვს და აქვს Free ვერსიაც (სადაც არ არის გახსნილი ყვეა ფუნქციები, თუმცა ყველაზე საჭიროების გახსნა შეიძლება პოინტების დაგროვებით)
  4. შენ რომ დაწერე მარკეტის გატეხვის ინსტრუქცია(ლიცენზიას რომ არ ამოწმებდა) ვეღარ ვნახე და ლინკს ხომ არ დადებ აქ?
  5. 4430003-ზე დარეკე და პარამეტრები მოგივა, დააინსტალირე და გადატვირთე
  6. ხო, მსგავსია, ეგ პროგრამა უფრო მარტივად გამოსაყენებელი ჩანს, თუმცა Tasker-ში უფრო მეტი ოპციაა
  7. Tasker შესანიშნავი აპლიკაციაა ტელეფონის(თუ ტაბლეტის) სრული ავტომატიზაციითვის, ის საშუალებას გაძლევთ შექმნათ სკრიპტები რომლებიც წინასწარ გაწერილი სცენარით იმოქმედებენ შესაბამის სიტუაციებში, ტრიგერებად (ქართულად ჩახმახია, და ისევ ტრიგერი ვამჯობინე) შეიძლება გამოიყენოთ თარიღი, დრო, ლოკაცია (როგორც GPS ისე GSM ანტენებით) აპლიკაცია, შეგიძლიათ შექმნათ პროფილები, რომლებიც ავტომატურად გააქტიურდება წინასწარ მითითებულ პირობებში, მაგ, მანქანის რეჟიმი: ბლუთუსთან დაკავშირებისას (აქ ტრიგერია ბლუთუს ყურსასმენთან თუ Car Kit-თან კავშირი) გამოირთოს WiFi (მანქანაში რად გინდათ) ჩაირთოს GPS, ხმები აიწიოს ბოლომდე, ხოლო სამსახურში/სასწავლებელში მისვლისას (ტრიგერია ლოკაცია) გაითიშოს GPS, ჩაირთოს WiFi და დაეწიოს ხმები პარამეტრები უხვადაა,ასევე ბევრი პლაგინია რომელთა დაყენება კიდევ ზრდის ფუნქციებს და თავიდან შეიძლება დაგაბნიოთ კიდეც, მაგრამ ბლომადაა ინსტრუქციებიც HOMEPAGE (შეგიძლიათ გადმოიწეროთ 7 დღიანი Trial ვერსია) MARKET LINK Tasker 4.1 Update 3 Cracked (მადლობა Blaster-ს) პროგრამა ღირს დაახლოებით 6 მარადმწვანე, შეიძლება პირდაპირ აპლიკაციიდან გადახდაც საბანკო პლასტიკური ბარათით გატეხილი ვერსიები ვერ ვნახე, უფრო სწორად სჭირდება გატეხილი მარკეტი (რომელზეც kashmir-მა დაწერა ) ამ ვერსიის გადმოსაწერი ლინკები და დამატებითი ინსტრუქციები შეგიძლიათ ნახოთ 4PDA-ზე ასევე XDA-TV-ზე არის კარგი ვიდეო ტუტორიალები: Basics of Tasker: Automate Your Phone Task Intermediate Use of Tasker: Location Based Trigger Advanced Use of Tasker: Make Your Phone Work for You თუ გადაწყვიტეთ სინჯოთ, გირჩევთ ჯერ გადახედოთ ამ ტუტორიალებს პროგრამის მოკლე მიმოხილვა პლაგინები: http://tasker.wikidot.com/plug-ins-and-3rd-party Secure Settings პლაგინი (საჭიროა დევაისის ზოგიერთი პარამეტრის გამოსაყენებლად Tasker-ის მიერ, ზოგიერთი ფუნქციას სჭირდება Root)[MARKET LINK] Secure Plugin-ის გამოყენების ინსტრუქცია
  8. ლაივ ანტივირუსით დაასკანერე ნახე Dr.Web Cure it Live CD (ან USB) გუგლში (უფასოა)
  9. ზვიო აკეთებს ვიდეო ტუტორიალს და იმას დავამატებ
  10. ხო, მაგრამ მაგ მიზეზით ძალით არ დაწეროთ ტრანსლიტზე სავარაუდოდ ყველა მსგავსი თემა დაიხურება და პოსტი წაიშლება სატესტო პერიოდში, ხოლი მერე ვორნები იქნება სატესტო პერიოდში დააკვირდით საიტის წარმადობას
  11. მხოლოდ „ი-„ზეა მასე ვანო სამწუხაროდ, თან Win8-ზე მაინც გლობალურად ცვლის კლავიატურას ყველა პროგრამაში
  12. ნახევარი ფორუმის წევრების ნერვების შლას სკრიპტის არ მუშაობის გამო რამდენიმე კლავიშზე ხელის დაჭერა არ ჯობია ცოტა ხშირად?
  13. კი, ნანდროიდით არაა პრობლემა, აკეთებს, მაგრამ მერე სხვა ROM-ს რომ დავაყენებ ეგ კონკრეტული რამე როგორ აღვადგინო არ ვიცი, Titanium-ით ფონბუქის დატას ბექაფს ვსინჯავ...
  14. ვაჰ, ახლა დავაყენე ის ბოლო პატჩიანი ვერსია დესკტოპზე და ხმა არ აქვს ზოგ MKV ფაილს, არადა მაგათ საყურებლად მინდოდა კაკრაზ გადავედი მე-12 ვერსიაზე CyberLink PowerDVD Ultra 12.0.2625 Final + RePack by qazwsxe რეპაკით ყენდება პირდაპირ ბოლო ბილდი 2625
  15. არ შვება სამწუხაროდ, კონტაქტებს ინახავს, მაგრამ არა ინტეგრაციებს
  16. სისტმის ყოველი გადაყენების შემდეგ უმეტესობა კონტაქტზე მიწევს SNS ინტეგრაციის (Social Network Sync) ხელით გაკეთება (კონტაქტზე Facebook, Google+, Skype, Yahooo და ა.შ ექაუნთის მიბმა) ჩემი კონტაქტები კი მაქვს Google Contact-ში და ასევე Samsung Account-ზე მიბმული, მაგრამ იქ არ ხდება ამ მიბმების დაფიქსირება არც თვითონ ტელეფონით კონტაქტების ბექაფისას არ ინახება ეს კავშირები, თუ არის რამე საშუალება, რომ დავაბექაფო ერთხელ კონტაქტები SNS ინტეგრაციით და ხელით არ მომიწიოს ყოველ გადაყენებაზე თავიდან წვალება?
  17. ბევრია რომელსაც რუთი არ უნდა, აი მაგალითად ეს (Play Store-ზე მონახე screenshot) ვიჯეტი არის Accuweather-ის Samsung-ის ოფიციალურ ROM-ებს მოყვება (ისევე როგორც ქართული ინტერფეისი) მარტო ვიჯეტი შეგიძლია ნახო PlayStore-ზე, მაგრამ ქართული იქნება თუ არა არ ვიცი
  18. თემა იხურება არასწორი სათაურის გამო! წაიკითხე თემის გახსნის წესები სანამ გახსნი თემას შემდეგში ვორნი იქნება
  19. სხვადასხვა მოდელზე სხვადასხანაირადაა, მაგრამ ICS-იდან მოყოლებული ყველას აქვს Volume Down+Power (ხმის დაწევა+ჩართვა/გამორთვის ღთილაკი) კომბინაციით, სპეციალური პროგრმებიცაა, ბევრ Samsung-ის ტელეფონზე Home+Power ღილაკითაც აკეთებს ძველ ანდროიდებზე ესეც ჩემი Galaxy Note GT N7000, ზუსტად გუშინ დავაყენე ახალი ოფოცოალური Android 4.1.2 ROM XXLT3 kashmir, რომელ თემას იყენებ? მომეწონა ძალიან
  20. ხო, ონლაინ სტატუსები საჭიროა ნამდვილად, თუმცა მესიჯს თუ აგზავნიმ, ეწერება Delivered თუ Pending
  21. ხო, ეგ არ ვიცი როგორ იქნება, ტელეფონის გარეშე კონტაქტები როგორ უნდა დაასინქრონოს? ამის მთელი მუღამი იმაშია, რომ ავტომატურად აკეთებს კონტაქტების დამატებას phonebook-იდან
  22. Viber კარგად ცნობილი აპლიკაციაა თანამედროვე სმარტფონების მფლობელებისთვის, მისი საშუალებით ინტერნეტის მეშვეობით შეგვიძლია დავურეკოთ, გავუგზავნოთ ტექსტური თუ მულტიმედია შეტყობინება Viber-ს სხვა მომხმარებლებს სრულიად უფასოდ რეგიტრაციას ფაქტიურად არ საჭიროებს, ტელეფონზე დაყენების შემდეგ ინტეგრირდება კონტაქტების წიგნში და თუკი ვინმე თქვენი კონტაქტებიდან Viber-ის მომხმარებელია, ავტომატურად დაემატება თქვენს Viber-ის კონტაქტებს, ცოტა ხნის წინ გამოვიდა ვერსია დესკტოპური ოპერაციული სისტემებისთვის (Windows, Mac), აქაც საჭიროა მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითება და შემდეგ მითითებულ ნომერზე მოსული დასტურის კოდის შეყვანა, თქვენი Viber კონტაქტები უკვე კომპშიც იქნება და მათთან კავშირის დამყარებას კომპიუტერიდანაც შეძლებთ, დესკტოპ ვერსიას აქვს ვიდეოზარის ფუნქციაც (ჯერ ბეტა). პროგრამა აბსოლუტურად უფასოა, მისი გადმოწერა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან VIBER.COM (Windows ვერსიამ რომ იმუშაოს, საჭიროა თქვენს ტელეფონზე გეყენოთ Viber)
  23. არა აქვს საინსტალიოთქო შეაერთებ და აყენებს თავისით, რაც ვნახე მწარმოებლის საიტზე არის რაღაც Yahoo მესინჯერის ფილტრის დრაივერები, იქაც არაა ini cat და sys ფაილები ხელით რომ მივცე ინსტალაცია რამდენჯერმე წავშალე და დავაყენე (შევაერთე და დაყენდა რა) დრაივერები და ნორმალურად იმუშავა სკაიპში დარეკვისას..... არ ვიცი ზუსტად რამ უშველა, მაგრამ მუშაობს ვხურავ თემას
  24. მეც დრაივერის ბრალი მგონია, მაგრამ დრაივერი როგორც ასეთი არ აქვს, Plug and Play-ა და ავტომატურად აყენებს, როგორ დავაყენო სხვა? ან Compatibility-თი როგორ დავაყენო საერთოდ როცა ავტომატურად აყენებს? Win7 X64-ზე აჩმახებს, მაგრამ თუკი Win8 X64-ზე მუშაობს Win7-ზე უეჭველი უნდა იმუშაოს (2009 წლის მოდელია)
  25. ახლობელმა მთხოვა იქნებ რამე მომიხერხო, სკაიპში ვიდეოს ვერ ვრთავო, არადა ვებკამერა მუშაობსო შევამოწმე და მართლაც უცნაური სიტუაცია იყო, ვებკამერა (Genius FaceCam 312) მუშაობდა (Plug&Play-ა ისედაც), სკაიპის სეთინგებშიც ჩანდა ვიდეო, მაგრამ ზარის დროს არაფრით არ ეშვებოდა, მხოლოდ ერთხელ მოხდა რომ ვიდეო ჩართო გამავალი ზარისას და მაშინაც გაჭედა საშინლად კომპმა, გადარესტარტების მეტმა არ უშველა, მერე Windows-იც გადავაყენე (ვინჩესტერი დაიწვა და სერვისში გამოცვალეს) და იგივე პრობლემაა ზუსტად, პირველი ინსტალაციის მერე სკაიპი წერს, რომ ვებკამერა და ინტეგრირებული მიკროფონი მუშაობს, ხოლო ვიდეო არ გადის ცოცხალი თავით (არადა სეთინგებში ჩანს ყველაფერი კარგად) სკაიპი ვცადე 6.3, 6.5 ვერსიები, მაგრამ მაინც არაფერი შედეგი... ლეპტოპზე ვცადე Win8 X64 მიყენია და იქ მშვენივრად მუშაობს, კომპზე Win7 X64 აყენია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.