-
Posts
8149 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ძალიან კარგი
-
კაი გემრიელი რაღაც ჩანს, იმედია 3000 პრეზიდენტი არ ეღირება ესეც (თუნცა რა მნიშვნელობა აქვს მყიდველი არ ვიყო ერთბაშად ) ისე, Asus-ის DirectCU და DirectCU II კარგი რამეა, 35%-ს არ ცდება ფანის ბრუნვა და ტემპერატურაც 60 გრადუს ზემოთ არ ადის ჩემს კარტაზე Furmark-ის ტესტში ფანის გათიშვაც კარგი ხერხია, ისე ალბათ შეიძლება უფრო კარგი მაკროს დაწერა და ბიოსში ჩასმა, მაგალითად ფანები ჩაირთოს 40 გრადუს ტემპერატურაზე და გააგრილოს ვთქვათ ambient-ამდე (სენსორი ხომ აქვს ambient ტემპერატურის) ან Ambient +5 გრადუსამდე, მერე გაითიშოს და ჩაირთოს ისევ 40-ზე, ასე უფრო ეფექტური იქნება ალბათ, თორემ ერთ წერტილზე თუ იქნა ჩართვა/გამორთვა ხშირად მოუწევს
-
შემდეგ შეცვლი sms-ის რინგტონს, მოდელებს შორის ნიუანსები განსხვავებულია, მაგრამ სქემა ასეთია: შეხვალ მესიჯებში, მერე მესიჯის სეთინგებში, ნახავ Notification sound ან რამე მსგავსს, დააწვები და გამოსულ სიაში უნდა იყოს იქ ჩაგდებული მუსიკა აგერ ვიდეო S2-ზე: შენს მოდელზე არ ვიცი ზუსტად ასეთიმენიუ იქნება თუ ოდნავ განსხვავებული, მაგრამ წესით უნდა გაერკვე უპრობლემოდ
-
ძალიან სპეციფიური კითხვაა ბევრი არ იყენებს მაგ პროგრამას და უფასო რატომ გაინტერესებს Sony Vegas ან AE ლიცენზირებული გაქვს? დაძებნე ტორენტებზე პაკეტები და ფილტრები მაგ პროგრამებისთვის და
-
რამდენჯერ ვთქვი, თავისი მეხსიერება არის უკვე SDCARD კომპში რომ გახსნი გააკეთე მაქვე media პაპკა, შიგნი Audio პაპკა, შიგნი Notifications არ ჩანს სკრინშოტებზე როგორაა ჩემთან?
-
sdcard-ი არაა აუცილებელი ერქვას, სხვადასხვა მოდელის მიხედვით სხვადასხვა სახელი ქვია, მთავარია ტელეფონის სიგა მეხსიერება იყოს და არა ჩიპი თუ ვერ არკვევ: 1. გამორთე ტელეფონი და ამოაძვრე ჩიპი 2. ჩართე ტელეფონი და გააკეთე ფოლდერი (ფაილ მენეჯერს რომ გახსნი პირდაპირ sdcard-ზე შევა), წესით Media ფოლდერი უნდა იყოს ეგრევე 3. კიდევ გამორთე ტელეფონი და შეართე ჩიპი 4. ჩაწერერე სასურველი mp3 ფაილი ან უბრალოდ შეაერთე კომპზე და My Computer-ში SdCard ჩანს როგორც Internal Memory ან Phone Memory, იქვე უნდა გააკეთო ეგ ფოლდერები (კიდევ გიმეორებ media შეიძლება იყოს უკვე) 1. 2. 3. 4. კომპიდანვე ჩაყარე ან კიდევ ES File Manager-ში ადვილია ნავიგაცია უფრო, ვიდრე სტანდარტულში sdcard-ს შეიძლება ერქვას Internal memory, sdcard0, phone memory ან სხვა რამე
-
რა ვიცი, ჩემთან რინგტონად რომ დავაყენებ პლეერიდან, მერე ყველგან ჩანს საუნდის არჩევა სადაცაა კიდევ ერთი გზაა ფაილ მენეჯერით SDCard-ზე (შიგა მეხსიერება, sdcard0) ნახე ფოლდერი Media , თუ არაა გააკეთე, ამ ფოლდერის შიგნით გააკეტე audio ფოლდერი და შიგნი notifications ჯამში Sdcard/media/audio/notifications ფოლდერი უნდა იყოს ფოლდერი და იქ ჩაყარე სასურველი mp3 ან m4a ფორმატის საუნდები და მერე გამოჩნდება
-
მაიშინ რომელიმე პლეერიდან დააყენე ჯერ ეგ მუსიკა რინგტონად
-
როგორც სახელიდან ჩანს არის ფაილ მენეჯერი, ფაილ მენეჯერი კი გამოიყენება ფაილების მართვისათვის: დათვალიერება, კოპირება, ამოჭრა, წაშლა და ა.შ კი, უპრობლემოდ გადმოწერ: https://play.google.com/store/apps/details?id=com.estrongs.android.pop ასევე თვითონ ტელეფონებსაც მოყვება ხოლმე ფაილ მენეჯერი როგორც წესი, მაგ Samsung-ში My Files, ან Files ქვია უბრალოდ....
-
გაიხარე ეს პროგრამა სხვა რამეშიც გამოიყენება გარდა მაგისა? )) Media Storage ზე ამბობ? მგონი ასევე მეთვალყურეობას უწევს მეხსიერებას და ამატებს ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ მედია ფაილებს, თუ მაგას Media scanner ქვია .... იტოგში ძირითადად რინგტონების და საუნდ ნოტიფიკეიშენების შესარჩევადაა Sent from my GT-N7000 using Tapatalk
-
მადლობა, მარა არ დაყენდა ლეპტოპზე Lubuntu, ინსტალაციას იწყებდა და მერე შავდებოდა ეკრანიკ, ველოდე კარგა ხანი და არაფერი ქნა, გამეორებაც ვცადე, მაინც არაფერი და XP-ს შეკვეცილი ვერსია დავაყენე ვხურავ
-
რა თქმა უნდა შეგიძლია, რაიმე ფაილ მენეჯერი დააყენე (მე ES File Manager-ს ვიყენებ მაგალითად) და რომ შეხვალ მუსიკის ასარჩევად, შეგეკითხება Media Storage-თი ავარჩიო თი ფაილ მენეჯერითო, აირჩიე ფაილ მენეჯერი და იქ მონახე სასურველი მუსიკა თუკი არჩევისას არ გეკითხება რითი აარჩიო, შედი Settings/Applicatios გადადი ALL ზე და Media Storage გახსენი, Clear Defaults დააჭირე ან კიდევ, რომელიმე მედია პლეერში მონახე სასურველი მუსიკა, და მიუთითე Ringtone-ნად დაყენება, ეს ამ მუსიკას ჩასვამს Media Storage-ში და შემდეგ შეგიძლია გამოიყენო sms-ის ხმადაც, რინგტონს კი შეცვლი ისევ
-
ძალიან ძველ ლეპტოპზე (Pentium 3, 256Mb RAM) უნდა დავაყენო სისტემა და გადავწყვიტე Lubuntu რაც რევიუები ვნახე ყველა აქებს სტაბილურობის და სიმსუბუქის გამო, თან Ubuntu-ზე უკეთეს ვარიანტად მიიჩნევენ XP-ს მომხმარებლებისთვის (მსგავსი ვიზუალის გამო) პრობლემაა ქართული კლავიატურის ინსტალაციაში: როგორც ვნახე wiki საიტზე სჭირდება Ibus-M17n-ს დაყენება, ეგეც გავაკეთე და გამოჩნდა ქართული, მაგრამ განლაგება ვერაა მთლად კარგი, მაგალითად T-ზე დაჭერისასთ-ს წერს, ტ-ს ვერ ვწერ ვერც Shift-ით... არის საშუალება სხვა Input Method რომ გამოვიყენო სრულფასოვანი ქართული კლავიატურით?
-
წინები ვერ დავამუღამე, ისე უფრო ატმოსფერულები და დამთრგუნავები იყო, აქ სთორია ძალიან კარგი და გეიმფლეიც მომწონს უფრო
-
სად გასვლის ყურება და სად სტრატეგიის მითითება თუ არ გინდა ნუ მეტყვი, სხვა გამოჩნდება ვინმე იმედია ვინც მიმითითებს
-
ამ თემაში დავწერ Android-ის 4.4 ვერსიის (კოდური სახელით Kitkat) გავრცელებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტას. თუკი თქვენც გაქვთ ინფორმაცია, დაწერეთ და ჩავამატებ პრობლემა უნდა იყოს მაშტაბური ხასიათის და არა ერთ კონკრეტულ მოდელზე ან ROM-ზე პრობლემა 1: წარწერა Dialer-ში შევამჩნიე 2 დღის წინ პირველად, უცხო ნომრები თუ რეკავენ (ნომრები, რომლებიც არ გყავს კონტაქტებში) ნომრის ნაცვლად ეწერება (დეტალებში კი შეიძლება რა ნომერია მერე ნახვა) როგორც აღმოჩნდა, ეს გუგლის და ამერიკული კარიერების ახალი სერვისია, რომლებიც თუკი ნომერი არ გყავთ კონტაქტებში, თავიანთ ბაზაში ეძებს და გიწერთ სახელს (ან ორგანიზაციას) ვისაც ეკუთვნის ეს ნომერი, ეს სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ში მუშაობს (რამდენად მისაღებია იმისთვის ვინც რეკავს რა გითხრათ, მაგრამ ვისაც ურეკავენ, იმისთვის კარგია ) და რატომღაც კიდევ ბევრგან გააქტიურდა განსაკუთრებით CM/PA და სხვა Custom ROM-ებში და ალბატ Nexus-ებშიც (ბევრ სხვადასხვა მოდელის ტელეფონებში) გასათიშად, უდა შეხვიდეთ Dialer-ის სეთინგებში (დააჭირეთ ტელეფონის ყურმილს, მერე მენიუს ღილაკს, ან წერტილებს ფანჯრის კიდეში და მერე Settings) და გათიშეთ Phone number lookup-ის სამივე ოპცია: შესაძლოა იმ წუთში არ გაითიშოს, აცადეთ ცოტა ხანი, დაარესტარტეთ სამომავლოდ ალბათ Lookup პროვაიდერები დაემატება და შეიძლება ჩვენთანაც იმუშაოს, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემი კარიერი ჩემგან დაუკითხავად გადასცემს ჩემს სახელს ვისაც ვურეკავ სულაც არ მხიბლავს, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ანონიმური ზარების მოყვარული კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ Google რაღაც რარაც სერვისებს ააქტიურებს ჩვენს მობილურებსი ჩვენგანვე დაუკითხავად პრობლემა 2: APN-ის შესახებ toast შეტყობინება ესეც ორი დღის წინ შევამჩნიე, მობილური ინტერნეტის ჩართვისას, (მიუხედავად იმისა მუშაობს თუ არა და WiFi დაკავშირებულია თუ არა) დროდადრო გამოაქვს ე.წ Toast შეტყობინება (პატარა პოპ-აფი ეკრანის ქვედა კიდესთან) no apn specified on device ამის გასასწორებლად, საჭიროა შეხვიდეთ დევაისის Setting-ებში, Wireless and Networks განყოფილების, More... პუნქტში, შემდეგ Mobile Networks და Access Point Names-ში აქ დააჭირეთ მენიუს ღილაკს (ან სამ ვერტიკალურად განლაგებულ წერტილს) და Reset To default-ს ეს წაშლის APN-ის ყველა ჩანაწერს! ასე რომ ამოიწერეთ ან დაასკრინშოტეთ ჯერ რომ მერე ხელით შეიყვანოთ, ან კიდევ უბრალოდ ოპერატორს გამოაგზავნიეთ (თუმცა ოპერატორი არ აგზავნის Custom ROM-ებზე) 3. არ მუშაობს Google Now არ ვიცი ეს ჩემი ტელეფონის ბრალია თუ ზოგადად ასეა, მაგრამ იგივე ROM-ზე მშვენივრად მუშაობდა, ახლა გაითიშა, წერს, რომ მის სამუშაოდ საჭიროა Location Reporting-ის ჩართვა, რომელიც სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ ) არაა მხარდაჭერილი საქართველოში, (Google-ს რასიზმის კიდვ ერთი მაგალითი, რატომ მომწონს ეს სისტემა ასე ვეღარ გამიგია) ამიტომ დავემშვიდობე Google Now-საც, ჯერ–ჯერობით ეს პრობლემა არ გადამიჭრია თემის გაოფება დაისჯება ვორნით აღწერეთ თქვენთვის ცნობილი ზოგადი ხასიათის პრობლემა და მისი გადაჭრის გზა და ჩავამატებ პოსტის ლინკს მოკლე სათაურით ამ პოსტში
- 16 replies
-
- 4
-
-
- Android 4.4
- kitkat
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ნახვა არ მინდა, არ მიყვარს რომ ვუყურებ ხოლმე გასვლას, თუკი რაიმე დამალული ნივთის მოძებნა არ არის, რომელსაც ლოგიკურად ვერ მიაგნებ თორემ ვიფიქრე ეგ მეც ზოგადი მითითებები მინდა, დანარჩენს თვითონ გავაკეთებ, Youtube-ზე ყურება ფაქტიურად ჩეთერობაა რაც არ მევასება
-
კი, UAC თუ ჩართული გაქვს სვამდა შეკითხვას და ნებაც უნდა დაგერთო (როგორც ჩვეულებრივ პროგრამის ინსტალაციისას) მართალი ხარ ისე, უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილებები ჯობს შეიტანონ, მაგრამ ამ ვერსიაში მგონი გასწორდა ის რომ Opera-ში 320p-ზე მეტს არ აძლევდა ციდეოს გადართვის საშუალებას ავტომატურად, ახლა HTML5 პლეერში ყველა რეზოლუცია ჩანს
-
აუ მოჩვენებამ ხომ ტვინი გამობურღა რა... FEAR მახსენდება, ახლა პროფიტის სახლის შესასვლელთან ვარ და ვერაფრით გავცდი რა ტაქტიკით გაცდით ერთი დაწერეთ გავიტანჯე, თან სირთულის დაკლებაც არ მინდა...
-
კარგია, მარა ჯერ არაა ფინალური დროა უკვე წამოვიდეს 64 ბიტიანი სამომხმარებლო პროგრამები, ბრაუზერებში მხოლოდ IE-ს ქონდა მუშა 64 ბიტიანი ვერსია ისე, ქრომი თითოეული ტაბისთვის ახალ პროცესს უშვებს, ანუ თითო ტაბი ცალკე 32 ბიტიანი პროგრამაა და ოპერატიულის გამოყენების მხრივ განსაკუთრებული უპირატესობა არ ექნება 64 ბიტიანს, პროცესორის და ვიდეოს რესურსებს უფრო ეფექტურად გამოიყენებს ალბათ
-
რეალურად თუ სერიოზული მუშაობა გინდა, მუხლებზე დადებული ლეპტოპითაც ვერ იმუშავებ ნაყოფიერად, მყარ ზედაპირზე და კარგად დამჯდარი კი Type Cover-იც ისეთივე ეფექტური იქნება როგორც კლავიატურა + როგორც ჩვეულებრივ ლეპტოპს დახრის კუთხის რეგულირება ამასაც შეუძლია + დაემატება თაჩსკრინის მოხერხებულობა, რაც მუშაობის პროდუქტიულობას გაზრდის (მართალია ზოგადად ბევრი აპლიკაცია არაა ოპტიმიზირებული თაჩსკრინზე, მაგრამ უკვე იწყებენ აქტიურად, მაგალითად ადობემ გამოუსვა უკვე, თუმცა ოპტიმიზაცია თუ არა გარკვეულ ასპექტებსი დაგეხმარება მაინც ჩვეულებრივ ეკრანთან შედარებით) + პატარა ზომებში ძალიან დიდი სიმძლავრეა ჩადებული, i5/i7 პროცესორი ასეთ თხელ დევაისში ძალიან შტამბეჭდავია თან ავტონომიური მუშაობის ასეთი ხანგრძლივობა.... დიდი სიამოვნებით გადავაგდებ ჩემს HP-ს ProBooks ამიც სანაცვლოდ თავის დროზე მეტალის კორპუსმა მომხიბლა, ახლა მხრებს მაწყვიტავს ჩანთით დიდხანს ტარება თუ მომიწია არაა გამორიცხული Type Cover-ის მსგავსი უფრო მყარი კლავიატურები გამოუშვან ThirdParty მწარმოებლებმა (მაგალითად როგორიც მოსახსნელი კლავიატურები ტრანსორმერის ტიპის ნოუთბუქებშია და მაშინ უკვე საერთოდ დაიკარგება განსხვავება ულტრაბუქსა და Surface 3-ს შორის მაგ კუთხით ერთადერთი "შეზღუდვა" რასაც ახლა ვხედავ (ლეპტოპის ჩანაცვლების მხრივ) არის მხოლოდ ერთი USB პირტი, თუმცა USB ჰაბით ეგეც ადვილად გადაჭრადია
- 15 replies
-
- 1
-
-
- surface pro 3
- surface
-
(and 3 more)
Tagged with:
-
სტაბილური 22-ე ვერის გამოვიდა დამატებულია თემების მხარდაჭერა, ასევე "ჩუმი განახლების" ფუნქცია: ახალი ვერსია ავტომატურად დაყენდება როგორც Chrome-ში დამატებითი შეკითხვების გარეშე განახლებულია Chromium-ის ძრავიც
-
FastStone Screen Capture-ს აქვს სკროლის გადაღების ფუნქცია ასევე Firefox-ის ScreenGrab ექსტენშენს ამობეჭდვის საშუალებას თუ გაძლევს, PDF პრინტერი დააყენე და ის მიუთითე ბეჭდვისას PDF ფაილს მოგცემს
