ინტელსაც ქონდა წლების წინ მსგავსი ტექნოლოგია, რომელიც ჩიპებში ნახევარგამტარული "მაცივრების" ჩაშენებას გულისხმობდა (გაცივების ტექნოლოგია იყო სხვა) და ცალკე გაგრილება აღარ იქნებოდა საჭირო, მაგრამ ჯერ რეალური მუშა პროტოტიპი არ გვინახავს სამწუხაროდ, ეს ტექნოლოგია თუ გაამართლებს, მართლაც დიდი გარღვევა იქნება, დავემშვიდობებით ყველანაირ ვენტილატორებს და მოძრავ დეტალებს (SSD-ების ხარჯზეც) და შემცირდება აპარატურის ზომები და გაიზრდება საიმედოობა
წარმოიდგინეთ კომპი რომელიც აბსოლუტურად უხმაუროდ მუშაობს + მოიხმარს 90%-ით ნაკლებ ენერგიას, ლეპტოპები ალბათ დღეები იმუშავებენ დაუმუხტავად და Wireless Charging-ს მეშვეობით სულ დავემშვიდობებით კვების გახლართულ კაბელებს
თხელი, გამძლე და უხმაური გაჯეტები, არავითარი მტვრის პრობლემა, არავითარი კაბელები... რატომ არ უნდა გაამართლოს?