-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
რამე ფონტების მენეჯმენტის პროგრამა ხომ არ გიყენია? ან ძალიან ბევრი ფონტი ხომ არ დააყენე სისტემაში?
-
იყო ფორუმზე მსგავსი თემა და გადაყენების გარდა არაფერმა არ უშველა :(
-
BF მა გამტანჯა ძალიან ბევრი ბაგი ჰქონდა უნდა გადმოწერო ორიგინალი ვერსია, (არანაირი რეპაკი) დააყენო, დაააპდეითო თავისით (და არა ცალკე გადმოწერილი პატჩის დაყენებით), მერე კი უნდა ჩააგდო შესაბამისი კრეკი, ამ გზით გაკეთებულს უკვე ნაკლები პრობლემები აქვს
-
ყველა თამაში შეიძლება არ გაეშვას, რეგისტრების შენახვაც სჭირდება ხოლმე.... მოკლედ, სეთინგების შენახვა (ბევრი პროგისთვის) და მერე აღდგენა უფრო საწვალებელია, ვიდრე თავიდან დაკონფიგურირება, ამიტომ აქვს ბევრ მათქგანს სეთინგების იმპორტ/ექსპორტი
-
არის ოფიციალური საშუალება Windows Easy Transfer თუმცა, სიმართლე გითხრა მაინც არ მუშაობს კარგად თუკი ბევრი პროგრამის/თამაშის ნასტროიკა გაქვს, ძნელი იქნება (თამაშები ჯანდაბა, სეივებს შეინახავ და მერე დააყენებ,) თუმცა პროგრამებზე ყველას სათითაოდ უნდა დააბექაფო კონფიგურაციის ფაილები, რომლებიც სხვადასხვაა და სხვადასხვა ადგილას ინსხება ტითოეული პროგრამისთვის.... P.S: თემის განყოფილების გარეთ გახსნა როგორ მოახერხე? გადამაქვს დახმარებაში
-
Photo Filtre ნახე თავისი პლაგინებით: http://photofiltre.free.fr/frames_en.htm
-
Express-ია თუ Burning ROM რა მნიშვნელობა აქვს My..ABASHA-ს სკრინზე საერთოდ ოპტიკურ დრაივზე წერს მიუწვდომელიაო მUშაობს საერთოდ? კითხულობს სხვა დისკებს?
-
ხო, Enhanced Environment მეც მეორე დავაყენე ჯერ GameCube-ს 2.0 HD ტექსტურები, მერე პატარ-პატარა დამატებები იარაღების და ა.შ ტექსტურები, მერე Enhanced Environment 1.5, მერე 2.0 დამატება, ბოლოს განათების და ბლუმის მოდი... სულ სხვა თამაშია რა ძალიან მაგარია მენიუზე HD ტექსტურებს Texmode-თი გაშვება უნდა და შევეშვი საერთოდ, MouseAim ვერ ავამუშავე რაღაც კიდევ, თუმცა ჯანდაბას, რაც მთავარია Keyboard Control Replacer მუშაობს ჯიგრულად და ჯოიპადის ღილაკებს აღარ მიხატავს როგორც ადრე...
-
ვააჰ ვეღარ იცნობ თამაშს ისე შეცვალა მოდებმა უკეთესი განათება,ტექსტურები... მოკლედ ძაან მაგარ ვიდზეა ახლა თამაში ხო, Enhanced Environment 1.5/2.0 და GameCube HR Textures მგონი არათავსებადია (ყოველ შემთხვევაში ბევრი ერთნაირი ფაილებია მათში და იმის და მიხედვით რომელს დააყენებ ბოლოს, ის იმუშავებს)
-
გადმოწერე Furmark 1.6.5, დააინსტალე და ჩართე Stability Test დაკვირდი გამოსახულებას, თუ ხარვეზები გამოჩნდა, ე.ი ურევს ვიდეოკარტა, ასევე ტემპერატურასაც უყურე რამდენზე ავა კარგი ტესტერია ასვე ATI Tool ტემპერატურა ნორმაშია, მაგრამ გამოსახულებას რა სჭირს? აბა დრაივერის ანინსტალი გაუკეთე, გადაარესტარტე SafeMode-ში და Driver Sweeper-ით გაწმინდე(მანამდე უნდა გქონდეს დაყენებული) და თავიდან დააყენე მერე...
-
გადახურებამ იცის ეგ კიდევ ვიდეოკარტა გატესტე Furmark-ით
-
ვიფიქრე ეგრე მეც, მაგრამ არ გქონდა დაკონკრეტებული.... ეგ ფუნქცია ყველა მონაცემთა ბაზას აქვს, იგივე Microsoft-ის Access-ს, თუ ბაზა კარგადაა შედგენილი, მისცემ Search In Fields და ჩაუწერ სახელს და გვარს, და მიუთითებ მოძებნოს შესაბამის Fioeld-ში მხოლოდ... სხვა ბაზებსაც ექნებათ ანალოგიური შენ რომელი გაქვს კონკრეტულად? MS SQL-ზეც შეიძლება Visual C-თი საძიებო პროგის გაკეთება (თუ თვითონ ბაზას არ აქვს ეგ ფუნქცია,(თუმცა თვითონ პროგრამის წერა არ ვიცი როგორ უნდა)
-
მასეთს თუ შექმნი გააგებინე Google-ს და იმდენ ფულს გადაგიხდიან შენს შვილიშვილებსაც არაფერი დააკლდებათ + გადადის დახმარების განყოფილებაში (თუმცა მეეჭვება ვინმე დაგეხმაროს)
-
ხო, ვერ შეედრებოდა Liar Of The Shadowbrocker-ს თუმცა პოზიტიური მომენტები რაც იყო, ესაა მეტ-ნაკლებად გახსნილი კომბატი, დინამიურობა და მთვარი: ME3-ზე ახდენს საკმაოდ დიდ გავლენას: სასამართლოთი იწყება ME3 იმის გამო რომ მთელი სისტემა გაანადგურე
-
დამატებითი მოწყობილობის გარეშე ვერ გადაიტან, ან TV Tuner ან Video Capture Device გინდა, რომელსაც ძველი ტიპის ანალოგური Video In ექნება...
-
უკვე რო იწერს Windows Update-დან? P.S: N ვერსიებს HALL7600 ააქტიურებს
-
N ვერსია რატომ უნდა დააყენო საერთოდ ვერ ვხვდები... იძუების წესით ამოაჭრევიეს MS-ს ევროპული ვერსიებიდან WMP.... ცადე Trilogy 2.1 IR5-მა უნდა გაააქტიუროს წესით ან ცადე RemoteWAT თუმცა თუ "ნაწვალები" გაქვს გააქტიურებაზე შესაძლოა პრობლემები შექმნას
-
სხვა პლეერი გამოიყენემაშინ. Windows Media Player, Media Player Classic (k-lite-ს მოყვება) ან კიდევ VLC (ზემოთ რომ დაგიდე ლინკი) ვირუსებს რაც შეეხება, ინსტრუქციების განყოფილებაში არის ალტერნატიული ანტივირუსული საშუალებები განხილული (DR.Web Cure It, Kaspersky Live CD) ცადე ისინი, ასევე კარგი იქნება თუ ვინდს გადააყენებ P.S: კომპის კონფიგურაცია როგორია? 64 ბიტიანი ვინდი გჭირდება საერთოდ? ან კიდევ რა ვერსიაა ვინდის (საიდან გადმოწერე მაგალითად) ვინდოუსის ვერსიების განყოფილებაში არის თემა Windows 7-ზე სადაც ნახავ ორიგინალი ვერსიების გადმოსაწერ ბმულებს
-
P A A T A რა უნდა გეიმინგ განყოფილებაში ამ თემას? ვორნი და 2 საათიანი შეზღუდვა დაპოსტვაზე შემდეგში დააკვირდი სად გახსნი გადამაქვს და ვხურავ, აღარაა მგონი შეკითხვები
-
64 ბიტის მთავარი უპირატესობა არის ოპერატიულზე შეზღუდვის პრაქტიკულად მოხსნა (თეორიულად 264 ხარისხის ბიტი RAM შეიძლება დამისამართდეს, რაც ძააალიან ბევრია) 32 ბიტიან OS-ს შეუძლია 232 ბიტის დამისამართება, რაც 4GB-ია რეალურად კი აღიქვამს 3.2-დან 3.5-მდე მაქსიმუმს (კონფიგურაციას გააჩნია, აპარატურასაც თავისი ადგილი მიაქვს RAM-ში) მეორე უპირატესობაა გამოთვლები: 64 ბიტიან პროცესორებს და პროგრამებს უფრო დიდი რიცხვების გამოთვლა შეუძლიათ, თუმცა ეს უფრო სამეცნიერო გამოთვლებისთვისაა საჭირო და არა "საყოფაცხოვრებო" კომპებისთვის ასევე, 64 ბიტიან სისტემას, შეუძლია გამოუყოს თითოეულ გაშვებულ 32 ბიტიან პროგრამას 3 გბ RAM (თუ არის საშუალება ამის ) მეტს მაინც ვერ აღიქვამენ, ხოლო 32 ბიტიანზე 3.5 უკვე მაქსიმუმია საერთო ჯამში თუმცა აქვს ნაკლიც: შედარებით მეტი რესურსი სჭირდება, რადგან 64 ბიტიანი კოდი უფრო რთულია ვიდრე 32 ბიტიანი, ასევე, წინა ვერსიის Windows-ებს მაინც ჰქონდათ გარკვეული შეუთავსებლობა 32 ბიტიან პროგებთან (წარმადობა ნაკლები იყო იგივე თამაშებში), თუმცა64 ბიტიან Windows 7-ში ისევე კარგად მუშაობენ 32 ბიტიანი პროგები როგორც 32 Windows-ებში, და თუკი ბევრი RAM გაქვს, უკეთესადაც წარმადობის მატება განსაკუთრებით შეიმჩნება რესუსრსმომთხოვნ პროგრამებზე, მაგალითად 64 ბიტიანი After Effects გაცილებით სწრაფად მუშაობს (თუკუ RAM 8gb-ია მაგალითად) ვიდრე 32 ბიტიანი-მას უბრალოდ 3 გბ-ზე მეტის გამოყენება არ შეუძლია ასევე სარენდერო პროგრამები: 3D MAx, CAD-ები და სხვა... დაფრინაენ 64 ბიტიან სისტემებზე სადაც ოხრად RAM-ია ოღონდ რა თქმა უნდა საბოლოოდ, 64 ბიტიანი სისტემის დაყენება ღირს თუკი 4გბ-ზე მეტი RAM გაქვს 6, 8 და ა.შ, თან წარმადობის მკვეთრი მატება შეიმჩნება მხოლოდ 64 ბიტიან პროგრამებში, ან კიდევ თუ რამდენიმე 32 ბიტიანია გაშვებული (იგივე სიტუაციის 32 ბიტიან OS-თან შედარებით) თამაშები რაც გამოსულა აქამდე ყველა 32 ბიტიანია (DOS-ის დროინდელებს თუ არ ჩავთვლით, ისინი 8 და 16 ბიტიანებია) 2გბ RAM-ზე 32 ბიტიანი უკეთ იმუშავებს, ვიდრე 64-იანი
-
Itanium ვერსია ყენდება მხოლოდ და მხოლოდ Itanium პროცესორებზე, მეეჭვება შენ გქონდეს სახლის კომპში (ძალიან შეზღუდულად იყიდება, სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურები აწყობენ მაგათ ბაზაზე გამოთვლით ცენტრებს) აი თემა Windows Server 2008 R2-ზე:
-
აქ ბრაუზერების შედარებაზე არაა თემა თუ შეგიძლია რამე გადაწყვეტის შეთავაზება რომ პრობლემა მოგვარდეს (სხვა ბრაუზერი არაა პრობლემის გადაჭრა) ის დაპოსტე
-
Windows 1251 კოდირება ცადე აბა.. თუმცა ავტომატურზეც უნდა მუშაობდეს
-
ყველა შესაძლო ვარიანტი მიწოდებულია უკვე ადვილად მოაგვარებდა პრობლემას Closed
-
კოდეკი, ეს პროგრამულ/აპარატურული (ამ შემთხვევაში პროგრამული) ნაკრებია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ ფორმატში ჩაწერილი მულტიმედიას (ხმა, ვიდეო) აღწარმოებას (დაკვრას, ჩვენებას) გაგიგია ალბათ DivX, Xvid, MPEG, DTS, Lame MP3, ესენი ყველა კოდეკებია (არ აგერიოს ფორმატში, ფორმატია AVI, FLV, MP4, 3GP, MKV მათში შესაძლოა სხვადასხვა კოდეკით დამუშავებული ვიდეო და აუდიო მოთავსდეს, მაგალითად MKV-ს არანაირი შეზღუდვა არ აქვს ნებისმიერი კოდეკები შეგიძლია შეუხამო, როცა AVI-ში აგალითად AAC ვერ გამოიყენებ ხმისთვის) GomPlayer-ს მოყვება საკუთარი ე.წ Internal Codec-ები, რომლებიც უზრუმველყოფს ყველა გავრცელებული ფორმატის დაკვრას არსებობს ასევე External ან System კოდეკები, რომლებიც მოყვება ოპერაციულ სისტემას, ან ყენდება ცალკე და მათი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პლეერს (იგივე DivX და X-Vid) არის ამ კოდეკების ნაკრებებიც, ყველაზე ცნობილია K-Lite Codec Pack რომელიც შეიცავს თითქმის ყველა შესაძლო კოდეკებს და ფილტრებს, მისი დაყენების შემდეგ, Windows Media Player-ითაც შეგიძლია გაუშვა ნებისმიერი მულტიმედია ფაილი მოყვვება ასევე ერთ ერთი ყველაზე მუშა და პოპულარული პლეერი Media Player Classic რომელსაც ფაქტობრივად ყველა ფორმატის გაშვება შეუძლია და ხშირ შემთხვევაში GOM Player-ზე უკეთესი ხარისხით თუმცა, სკრინიდან ჩანს, რომ შენს Gom Player-ს სხვა რაღაც სჭირს ამოშლა ცადე იმ პროგრამით და თავიდან ჩაწერა? და რომელი ვინდი გიყენია? შეგიძლია K-Lite დააყენო (Full ან Mega ვერსიას გირჩევ, უფასოა ყველა) და Windows Media Player-ით ან Media Player Classic-ით გაუშვა ფილმები ან კიდევ არის კიდევ ერთი კარგი პლეერი: Video Lan Client რომელსაც GOM-ის მსგავსად თავისი კოდეკები მოყვება და ხარისხითაც ჯობს GOM-ს
