რა გითხრა ჯორჯ, სიჩქარის და სტაბილურობის პრობლემა არც Utorrent-ს არა აქვს, განახლებებიც ხშირად გამოდის (სადაცაა მესამე ფინალური გამოვა)
ინტერფეისის სიმარტივე კიდევ სულ არ ნიშნავს ნაკლებ ფუნქციონალობას (შეადერე ძველი და ახალი MS Office-ები ერთმანეთს მაგალითად)
და არც ისე განსხვავდება ტორენტ პროგრამების ინტერფეისები
მე-3 Utorrent-ის საერთოდ ძალიან დახვეწილია,
პარამეტრებში ძრომიალი თუ გინდა, მაგის საშუალებაცაა, Web UI-ც საინტერესო ვეშია (მართალია იშვიათად ვიყენებ, მაგრამ მაინც)
სეთინგების შენახვა და პორტირება აქ უმარტივესია: რაც პაპკაშია შეინახე exe-ს გარდა
ინსტალაციაც კი არ უნდა, მთავარია პაპკაში settings.dat ფაილი შეუქმნა და პირდაპირ ეშევბა
აქვს ქართული ენის მხადაჭერაც, რესურსებს მინიმალურს მოიხმარს
ჩემთან მაგალითად გადმოწერის სიჩქარე 700-800კბ/წმ არის მაქსიმუმ, მეეჭვება ნებისმიერმა სხვა ტორენტ კლიენტმა მეტით გადმოიწეროს, ან ნაკლები რესურსები დამიხარჯოს
ტორენტ კლიენტს კი ზუსტად ეგ ევალება: გადმოწეროს სწრაფად, სტაბილურად, გამოიყენოს ამისთვის მინიმალური რესურსი
თუმცა, მოწონება და მიჩვევაც სხვა ამბავია