-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
ყველა საიტზეა განყოფილება ქართულად ნათარგნი ფილმების.... gom.ge, beefz.net ან google.ge-ზე მიეცი ფილმის ძებნა ქართულ გვერდებზე და მიაწერე "ქართულად" ან GEO
-
გთხოვ Volume Label-ს ანუ დისკის სახელს (DATA, SYSTEM, WNDOWS და ა.შ ვინ როგორ არქმევს) ამ ეტაპზეც ჩანს ლაბელები (ამ შემთხვევაში არა ოღონდ, რადგან დისკი დაუფორმატებელია)
-
ფილტვებს უხდება http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98
-
დედაპლატის(GigaByte) თუ თვითონ Realtek -ის საიტიდან? (მეორე ცადე აბა)
-
აუდიო დრაივერი გიწერია ბოლო?
-
რა შეწუხებაა თუ სწორად მუშაობს მაშინ ყველაზევე უნდა ჩაირთოს... ისე არ ვიცი...
-
ადინებზე როგორც გითხარი ისე სინჯე 2010-ზე და შესაძლოა აღარც დაგჭირდეს 2003 ერთად ვერ ამუშავებ ან კიდევ, დააყენე Word 2003-იდან, დანარჩენი 2010-იდან და არ შეუშლიან ერთმანეთს ხელს მთავარია ერთი და იგივე კომპონენტები არ იყოს 2003/2010-ის
-
ეგ არის დასაშიფრი, ნახე დოკუმენტაცია, მე არ მიცდია, წაიკითხე დოკუმენტაცია ხო, ერთი პროგია კიდევ NTI Ninja მაგრამ, დაკრაკული ვერსია ვეღარსად ვნახე თვითონ ფლეშკის მწარმოებლის საიტზე შეიძლება იყოს რაიმე უტილიტა
-
ხო, საგნის ფორმა, გაერის სიმკვრივე, ქარის მიმართულება... მაგიტომ დავწერე წინა პოსტში გაანახევრეთ თუნდაც და 500 კმ/სთ დარჩესთქო
-
ენის შეცვლა Windows-ზე Step by Step
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in ინსტრუქციები / ტუტორიალები
Noted შევცვლი თანდათან და დავასრულებ კიდეც -
ენის შეცვლა Windows-ზე Step by Step
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in ინსტრუქციები / ტუტორიალები
მაგათი გადმოსაწერი ბმულები Vistalizator-ის საიტზეცაა ისე, გაქართულებული მაქვს თითქმის Vistalizator, ენის ფაილი თუ ვნახე, ავტვირთავ სამწუხაროა რომ აღარ აპდეითებენ Win7 sp1-ის სრული საფორთით ვნახე ქართული ენის ფაილით: Download Vistalizator GEO ტერმინებზე ვღებულობ შენიშვნებს თარგმანი დასრულებული არაა, თუმცა არც ბევრია დარჩენილი -
ენის შეცვლა Windows-ზე Step by Step
gio_kiborg replied to gio_kiborg's topic in ინსტრუქციები / ტუტორიალები
აგდებს ერორს, მაგრამ არუსულებს მაინც (არაერთი win7 sp1 გამირუსულბია), თუკი External-ზე გადართავ თუკი ვინდის დაყენებისთანავე გაარუსულებ, მაშინ არაფერ ერორს არ აგდებს Internal ინსტალაციაზეც ლინკისთვის მადლობა, ზემოთ ჩავამატებ -
უცნაურია, Convert.ge საკაიფოდ მუშაობს სხვა შემთხვევებში ტექსტის გადმოტანისას დააკვირდი, Word-ში ფონტად Sylfaen არ იყოს, მაკროს რაც შეეხება Trust Center Setting-ებიდან უნდა დაამატო Trusted Location-ები (სადაც ეგ პროგი ყრის ფაილებს)
-
იდეაში იგულისხმენა, რო i-phone-ს ბედნიერი მფლობელი ხარ უკვე, ამიტომ მის ფასს ნუღა მიამატებთ და ისე შეადარეთ
-
არც მე მახსოვდა ფორმულა მაგიტომ დავდე საიტის ლინკიც მასის ჩაწერა დაჯახების ენერგიის გამოსათვლელადაა, სიჩქარისთვის ყველა ერთია, 1 გრამია თუ 1 ტონა, თავისუფალი ვარდნის აჩქარება არის 9.8
-
რა უნდა უყო? ჩვეულებრივად ჩაწერ როგორც სხვა ფაილს DATA Disk-ზე +1
-
საწყისი სიჩქარე 0 იყოს თუნდაც, თავად გამოთვალე, 4000მ, 9.8მ. კვადრატულ წამზე, საწყისი სიჩქარე 0 მ/წმ
-
მოკლედ, გამოვთვალე და აი, შედეგები: დაცემამდე, 137 გრამიანი iphone-ს სიჩქარე იქნებოდა 280მ/წმ !!!(ბგერის სიჩქარეა 343მ/წმ) მასა არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ანუ დაახლოებით 1000 კმ/სთ, გამოაკელი ახლა მაგას ჰაერთან ხახუნი და ქარის მიერ ტრაექტორიის ცვლილება, გაანახევრე თუნდაც 500კმ/სთ-თი i-phone კი არა რა ვთქვა რომ დაიფშვნება სასტიკად, თან ბეტონზე დავარდნილი, რა კუთხე, რის სიბრტყე http://hyperphysics.phy-astr.gsu.edu/hbase/flobi.html დაჯახების მომენტში კინეტიკური ენერგია 5370.4 ჯოული, ხოლო დაჯახების ძალა 53703.99 ნიუტონი
-
DVD-ზე XP-თი ვერ ჩაწერ დამატებითი პროგის გარეშე ნეროს გარდა უამერავი პროგრამაა, Ashampoo Burning Studio Free ცადე
-
კი, დაყენდება, აი ნახე, ახლა დავასრულე Guide-ს წერა: (მაგრამ მანამდე გადაამოწმე, იქნებ უკვე აყენია (ინსტრუქციის ბოლოსაა როგორ ნახო)
-
ენის შეცვლა Windows-ზე ზოგჯერ აქტუალური საკითხია, ამიტომ გთავაზობთ ინსტრუქციებს თუ როგორ დავაყენოთ სასურველი ენის პაკეტი Windows XP/Vista/Seven/Win8-ზე პირველ რიგში, მოკლედ თუ რა ტიპის ენის პაკეტებს თავაზობს Microsoft მომხმარებლებს: 1. Multilingual User Interface Packs ანუ იგივე MUI. ამ პაკეტში გადათარგმნილია მთლიანი, ან ზოგ შემთხვევაში თითქმის მთლიანი Windows: ბუთსკრინიდან დაწყებული ჰელფ-ფაილებით დასრულებული. სამწუხაროდ, ქართული MUI პაკეტი არც ერთი Windows-ისთვის არ გამოსულა, თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას არც ბევრი იყენებს ქართულ ენას Windows-ში 2. Language Interface Packs იგივე LIP. ამ პაკეტში გადათარგმნილია ინტერფეისის და მენიუების ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნაწილი, ვრცელდება თავისუფლად და ყენდება ყველა ვერსიის Windows-ზე. ქართული ენის LIP-ები არის XP, Vista და Seven-ისთვის. ერთი შენიშვნა: MUI-ს დაყენება შეიძლება ნებისმიერი ენის Windows-ზე და შემდგომ შესაძლებელია ენების გადართვა (ამაზე ქვემოთ) ხოლო LIP ყენდება მხოლოდ განსაზღვრული ენის Windows-ზე (დაწვრილებით ნახავთ ლინკებზე) და ის ცვლის არსებული ენის ნაწილს, ასე რომ გადართვა ენებზე შეუძლებელია და თუკი გინდათ ისევ ძველი ენა, უბრალოდ Control Panel-დან უნდა წაშალოთ დაყენებული LIP, როგორც სხვა პროგრამებს შლით. LIP პაკეტების ინსტალაცია მარტივია და დიდ ცოდნას არ მოითხოვს, სასურველი LIP პაკეტი შეგიძლიათ გადმოწეროთ Microsoft-ის საიტიდან: Download LIP-Vista/Seven-ისთვის Download LIP- XP-სთვის Download LIP's Office 2003/2007/2010-ისთვის გადავიდეთ MUI პაკეტებზე MUI-ს დაყენება XP-ზე: სამწუხაროდ, Microsoft-იდან თავისუფლად არ ხდება ამ ტიპის ენის პაკეტების გადმოწერა Windows XP-სთვის, როგორც წესი, MUI-ს დისკები მოყვება ბრენდულ კომპიუტერებს, რომლებზეც აყენია XP, თუმცა ახლა აღარც ისინია გაყიდვაში. მე ხელთ მქონდა XP-ს რუსული MUI პაკეტი, რომელიც შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ მისამართიდან: Download Russian MUI for Windows XP გადმოწერილი ISO იმიჯი ან ჩაწერეთ დისკზე, ან დაამაუნტეთ Daemon Tools-ში, თუკი Autoplay თავისით არ გაიხსნა, შედით My Computer-ში და გახსენით დისკი: და გაუშვით AUTORUN.EXE: გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ თუ რომელი სერვის პაკეტისთვის გინდათ ინსტალაცია (XP SP3-ზე ქვემოთ ალბათ არც გიყენიათ, თუმცა ამის შემოწმება შეიძლება My Computer-ის Properties-ში) შემდეგ ფანჯარაში ჩაპტიჩკეთ რათა დაეთანხმოთ სალიცენზიო ხელშეკრულებას და დააჭირეთ Continue-ს: გამოვა კიდევ ერთი ფანჯარა, სადაც უნდა მიუთითოთ თუ რომელი ენა გინდათ დააყენიოთ და რომელი წაშალოთ (ჩვენს შემთხვევაში ვაყენებთ რუსულს, ხოლო რადგან ინგლისური ვინდი მიყენია, რომც მინდოდეს ინგლისურ ენას ვერ წავშლი, ამიტომ უბრალოდ რუსულზე ჩავპტიჩკე) Default User Setting-ში ირჩევთ, თუ რომელი ენა იყოს ძირითადი, ანუ "მუშა" დააჭირეთ OK-ს და დაიწყება ინსტალაცია, რომელიც წესით მალევე მორჩება და გამოვა ფანჯარა შეტყობინებით, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა: ინტერფეისის ენის შესაცვლელად, შედით Control Panel-ში, შემდეგ Regional and Language Options-ში, გადადით Languages ჩანართზე და ქვემოთა ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ რუსული ენა: ცვლილებების ძალაში შესასვლელად, საჭიროა Log Off ან გადატვირთვა. P.S: ინგლისური MUI ვეძებე და სამწუხაროდ, ვერც ბრენდ კომპიუტერს მოყოლილ დისკებში ვნახე და ვერც ნეტში. MUI-ს დაყენება Vista/Seven-ზე: ვისტასა და სევენის შემთხვევაში, შესაძლებელია MUI-ს დაყენება პირდაპირ Windows Update-დან (ენის პაკეტები ჩანს Optional Update-ებში), Install language packs using Windows Update (იმდენად მარტივია, რომ თარგმნა არაა საჭირო) ან კიდევ შესაძლებელია სასურველი MUI პაკეტის გადმოწერა Microsoft-იდან და ხელით დაყენება (როგორც ჩვეულებრივი პროგრამის), თუმცა, ეს სიამოვნება ხელმისაწვდომია მხოლოდ Ultimate და Enterprise ვერსიის მფლობელებისთვის, დანარჩენი ვერსიებისთვის საჭიროა ცოტა ჩხირკედელაობა. იმ შემთხვევაში თუკი არ გვიყენია Ultimate ან Enterprise ვერსია, გამოგვადგება პატარა პროგრამა Vistalizator Download Vistalizator 2.40 Homepage პროგრამის საიტიდან, გარდა პროგრამისა შეგიძლიათ გადმოიწეროთ MUI (და LIP) პაკეტები შემდეგი ვერსიის ვინდებისთვის(ლინკები აღებულია Microsoft-ის საიტიდან): 32-bit Windows Vista RTM (SP-ს გარეშე) 32-bit Windows Vista SP1 32-bit Windows Vista SP2 64-bit Windows Vista RTM (SP-ს გარეშე) 64-bit Windows Vista SP1 64-bit Windows Vista SP2 32-bit Windows 7 RTM (SP-ს გარეშე) 64-bit Windows 7 RTM (SP-ს გარეშე) შენიშვნა: Windows 7-ისთვის ენის პაკეტები თავსებადია როგორც RTM-ისთვის, ისე SP1 ვერსიისთვის თუმცა, შესაძლებელია დააპდეითებული MUI პაკეტების გადმოწერაც Windows 7 SP1-ისთვის: Windows 7 SP1 MUI Language Packs (Official Direct Download Links) (ლინკისთვის მადლობა T.J-ს) გაუშვით Vistalizator, თუკი Windows 7 SP1 გაქვთ, გამოვა შეტყობინება: არ შეგეშინდეთ, მოიქეცით შემდეგნაირად: მარჯვენა კლიკი Vistalizator.exe-ზე, აირჩიეთ Properties და გადადით Compatibility ჩანართზე, და აირჩიეთ თავსებადობა Windows 7-თან: თუკი ამ პროგრამას იყენებთ Windows-ის Ultimate ვერსიაზე, გამოვა შეტყობინება, რომ არაა საჭირო Vistalizator, ენების პაკეტები პირდაპირაც შეგიძლიათ დააყენოთო, თუ მაინც გსურთ გაგრძელება, დააჭირეთ Yes ღილაკს: გამოსულ ფანჯარაში დააწექით Add Languages ღილაკს და აირჩიეთ გადმოწერილი MUI პაკეტი (EXE ფაილებია) პროგრამა წაიკითხავს ფაილს და გიჩვენებთ მონაცემებს ახალ ფანჯარაში: არის ინსტალაციის ორი რეჟიმი (Mode): Internal და External, მოკლედ რომ ვთქვათ, განსხვავება იმაშია, რომ External რეჟიმით დაინსტალებული ლენგვიჯ პაკის განახლება აღარ ხდება Windows Update-თი (რაც არც ისე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით), თუმცა Internal ინსტალაცია ზოგ შემთხვევაში შესაძლოა არ მოხერხდეს (მიზეზები ბევრია, ამიტომ აღარ შევჩერდები) ხოლო External ინსტალაცია უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება რეჟიმების გადართვა ხდება თვითონ რეჟიმის დასახელებაზე ორჯერ დაკლიკვით: გირჩევთ, ჯერ ცადოთ Internal ინსტალაცია (რომელიც აყენია Default-ად) და თუ არ გამოვიდა, მერე გადართოთ External-ზე. ვაჭერთ Install Language ღილაკს და ველოდებით დასრულებას (წერს 20 წუთამდე უნდაო, თუმცა 5-10 წუთში მზადაა) შემდეგში, პროგრამა გვეკითხება, გვინდა თუ არა ახალ დაყენებული ენის ძირითად ენად არჩევა, ასევე მოგვთხოვს რესტარტს, რაც აუცილებელია ცვლილებების შენახვისთვის. რესტარტის შემდეგ გექნებათ Windows ახალი ენით, თუკი გადართვა მოგინდათ სხვა ენაზე, Windows XP-ს მსგავსად: Control Panel/Regional and Language გადადით ჩანართზე Keyboards and Languages და Choose a Display Language-ში აირჩიეთ სასურველი. ცვლილებების შენახვისთვის საჭიროა Log Off ან რესტარტი. P.S: MUI-ს დაყენება Windows 7 SP1-ზე ჯობს ახალგადაყენებულ სისტემაზე, სხვა დროს შესაძლოა ერორი ამოაგდოს ინსტალაციის ბოლოს, თუმცა External ინსტალაციით თუ დააყენებთ, რესტარტის მერე მაინც მუშაობს ახალი ენა, ერორი რომ ამოაგდოს იმ შემთხვევაშიც P.P.S: ამ პროგრამითვე შეგიძლიათ დააყენოთ LIP პაკეტები არა Ultimate Vista/Seven-ზე. Windows 8/8.1-ზე ყველაფერი გაცილებით მარტივია, შედით Control Panel/Language და აირჩიეთ სასურველი ენა, ყენდება ინტერფეისის ენაც და კლავიატურაც. დეტალურად ნახეთ აქ: http://blogs.msdn.com/b/b8/archive/2012/02/21/using-the-language-you-want.aspx სულ ეს იყო, იმედია არ გაგიჭირდებათ
- 39 replies
-
- 12
-
-
ხო, Sylfaen-ს ვერ შეცვლი, convert.ge-დან გადაიყვანე აბა acad nusx-ში, ან სხვა რომელიმე არაუნიკოდში
-
Win7 თუა შეიძლება, გადმოწერ MUI-ს რომელ ენაზეც გინდა და დააყენებ, (Ultimate-ზე ყენდება პირდაპირ მგონი, დანარჩენებზე დაგჭირდება Vistalizator, მაგ საიტზევე ნახავ MUI-ს პირდაპირ ლინკებს) XP-ზეც შეიძლება, ოღონდ ინგლისური არაა p.s: ვინდის გადაყენება ფლეშკიდანაც შეიძლება
-
ასეა Power Option-ებში?
