Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8149
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. სიმ ლოქი შეიძლება ოპერატორისაა და არა მოდელის, ოპერატორის ადვილად იხსნება ამ აპლიკაციით: https://play.google....Xh5c3VubG9jayJd დარუთვა უნდა ISC გამოსულია დიდი ხანია მაგრამ ცოტას ჭედავსო ბევრი აპლიკაციის დაყენების მერე, ამიტომ ჯობია CM9 დააყენო სტაბილური, მერე რაკეტასავითაა თუმცა ყურადღებით იყავი, S2-შიც არის ბრიქბაგი და არ შემოგიფუჭდეს აპგრეიდისას პრინციპში ჯინჯერბრედი 100% უსაფრთხოა, თუკი ქასთომ ISC რომს დააყენებ, უკვე ეგენიც უსაფრთხოა, სტოკ რომზე კი გირჩევ ეგრევე გადახვიდე Safe Kernel-ზე (რომელიმე უსაფრთხო კერნელზე) დააპგრეიდება ორნაირად შეიძლება: სტოკ რომი (tar ან tar.md5 ფაილი)ენდება Odin-ით (არის PC და Mobile ვერსიაც) PC ვერსიის გამოყენებისას Kies უნდა გათიშო და ანტივირიც ყოველ შემთხვევაში Custom ROM-ები zip ფაილებია, რომელიც Clockwork Mod-დან ყენდება(რომელიც თავის მხრივ დარუთულ კერნელებს აქვს) Install zip from sdcard მენიუდან აქ ნახავ რომებს (ოფიციალურს და custom-ებს): http://forum.xda-dev...play.php?f=1550 ისე, პირდაპირ Kies-იდანაც უნდა დაააპგრეიდოს აქ კი არის Root და სხვა ინსტრუქციები: http://forum.xda-dev...d.php?t=1587482 სამსუნგებს არ აქვს დაბლოკილი bootloader როგორც წესი, შეიძლება კარიერმა დაბლოკოს AT&T, Viverizon და ა.შ თუმცა მანდაც მარტივია მოხსნა S2-ის როთი კი ფაქტიურად 1 კლიკის საქმეა: http://forum.xda-developers.com/showthread.php?p=28178105 თუმცა ISC-ზე მარტო დარუთვას არ გირჩევთ, ჯობს უსაფრთხო კერნელი, ან Clockworkmod დააყენოთ http://clockworkmod.com/rommanager მე4 და მე 6 ვერსიებია უსაფრთხო როგორც ვიცი, თუმცა გადაამოწმე მაინც
  2. gio_kiborg

    Apple iPhone 5

    GTA იმ ნაწილში 100% გეთანხმები, რომ რაც მოგწონს ის უნდა იყიდო 100%, მე როცა ვიყიდე ნოუტი, მქონდა არჩევანი s3 და ნოუტს შორის, მაგრამ უფრო ძველი ნოუტი ავირჩიე ეკრანის გამო, თორემ სხვა დანარჩენით S3 ჯობია, სამაგიეროდ არ ვიძახი ნოუტი ჯობია ყველასთქო და არ მომაქვს რაღაც ტესტების შედეგები, რომლებიც ნაკლებად შეესაბამება რეალობას, ჩემთვის ნოუტი ჯობს S3-საც და iPhone 5-საც, აპსტორს რაც შეეხება და ზოგადად აპლოკაციებს ჯერ ჯერობით მართლაც iPhone ლიდერობს როგორც ვიცი აპლიკაციების რაოდენობაში, თუმცა ჯერ რომ დარეგისტრირდე მთელი ბიოგრაფია და საკრედიტო მონაცემები უნდა გაუგზავნო ეპლს, მერე რეალურად კარგი აპლიკაციები ფასიანია, ან კიდევ რეკლამიანი ანდროიდზე კი რეკლამენს მაინც მოაშორებ (არის ოფიციალური საშუალებები) + არ შეგიძლია 3rd Party აპლიკაციების დაყენება (ნუ ჯეილბრეიქი და cydia და მსგავსები არ ითვლება, იმიტომ რომ არაოფიციალურია) რაც შეეხება "კარგ" აპლიკაციებს რეალურად ტელეფონისთვის (მე პირადად) რამდენიმე მჭირდება: საოფისე პაკეტი (რომელიც მოყვება) რიდერი (Adobe, DJVU) audio/video პლეერი (სტოკებიც მაკმაყოფილებს პრინციპში, მაგრამ PowerAMP ვიყიდე აუდიოსთვის) მეილ-კლინეტები (სტოკი POP/IMAP-ისთვის, Google, Yahoo და Hotmail-ისთვის შესაბამისი კლიენტები, Skype, SIP Client და Social Networking აპლიკაციები (რომელის ფუნქციასაც Samsung Peoples HUB ან Social HUB მშვენივრად ასრულებს, ქლაუდ სინქის პროგრამები (სადაც ჯამში 20გბ-მდე შემიძლია ავტვიორთო და ვუსმინო თუ ვუყურო თუკი ინტერნეტის სიჩქარე მყოფნის) და რამდენიმე გასართობი მსუბუქი თამაში (რომლებიც უფასოა ანდროიდზე) ჯამში ის აპლიკაციები, სტოკების ჩათვლით რომლებსაც ვიყენებ აქტიურად არის მაქსიმუმ 25-30 სულ, არადა 150-მდე მიყენია ტელეფონში (იყოს რას აშავებს პრინციპით) და თითქმის ყველა ამ 150-დან უფასოა, ასე რომ არც აპლიკაციების სიმცირეს ვუჩივი და არც ფუნქციონალის ნაკლებობას ხოდა სულ მახატია ის ფაქტი, რომ ეპლსტორზე მილიონამდე აპლიკაციაა და ანდროიდზე ნახევარ მილიონამდე მაგის 0,03% ვიყენებ დაახლოებით და ყელამდე საკმარისია (აქტიურად უფრო ცოტას) ფლეშს რაც შეეხება, მისი მხარდაჭერა შეწყვიტა Adobe-მ და არა გუგლმა, ამიტომ მწარმოებლები აყოლებენ 4.1 დევაისებს ფლეშს, ხოლო რადგან Android ღია სისტემაა, არც მისი პოპრტირება იქნება პრობლემა შემდგომ ვერსიებში განსხვავებით Apple-სგან რომელმაც თავისი ახირების გამო უარი თქვა ფლეშის გამოყენებაზე და არ მნისცა დეველოპერებს საშუალება გაეკეთებინათ მუშა ფლეშის მხარდამჭერი ბრაუზერი თუ აპლიკაცია, ეგ კი არა Opera-ც აკრძალული იყო აპსტორზე თავიდან თუ გახსოვს, არ აქვს მნიშვნელობა Safari ჯობს თუ Opera, მომხმარებელს რატომ ართმევ უფლებას აირჩიოს რა ურჩევნია მას? აპლიკაციების დაპაუზებით (suspend) გადართვა კი არის ე.წ ფსევდო მულტიტასკინგი, რასაც Apple-მ "ფსევდო" მოაცილა არა ეგ რეალური მულტიტასკინგი!
  3. gio_kiborg

    Apple iPhone 5

    მე არც მითქვამს რომ პროცესორი სუსტიათქო, უცილობელ პირველობაზე ნუ დებენ თავსთქო (იყო უკვე ადრე პრეცენდენტი დიდ ბრიტანეთში ეფლს რეკკამის გამო, სადაც ამბონდნენ, რომ მაკბუქი ყველაზე სწრაფი ლეპტოპიაო მო.ხმარებელთა მოტყუებისთვის სოლიდური ჯარიმა გადაახდევინეს) ბენჩებზეც ურთიერთსაწინააღმდეგო ციფრები ვრცელდება როგორც ეპლის, ისე (ანდროიდის) ფანების მხრიდან, ამიტომ დავწერე არაა სანდოთქო, იმედია დამეთანხმები, რომ რეალური აპლიკაციების შედარება უფრო სარწმუნოა, ვიდრე ნებისმიერი ბენჩი, მითუმეტეს განსხვავებული სისტემებისთვის. რაც შეეხება მულტიტასკინგს, სგს2 ს რატომ ამბობ? რომლის ჰარდიც მოძველებულია? ს3 ზე მინახავს გაშვებული რამდენიმე აპლიკაცია ტორმუზების გარეშე, ჩემი ნოუტიც მშვენივრად ქაჩავს რამდენიმე ჩართულ აპლიკაციას და ბლომად ლაივ ვიჯეტს, ხოლო cm ან სხვა რომელიმე კარგი რომი რომ დააყენო, ლამის ორმაგდება წარმადობა, რადგან ბევრი ნაკლებად საჭირო ფუნქცია და სოფტი ამოღბულია. ახლა მაგალითად ვპოსტავ ოპერადან, ვუსმენ მუსიკას და ჩართულია მუდმივი სინქრონიზაცია 3 საფისტო სერვერთან, ფბ-ს, ტვიტერის, დროპბიქსის, შუგარსინქის, გუგლ დრაივის და სკაიდრაივის ქლაუდებთან, შეფერხებას ვერ ვგრძნობ, ესაა რეალური მულტიტასკინგი ეკრანზე ბამდვილად არავის აქვს 4 დიუმუანი 720პ ეკრანი, მაგრამ ეპლი ხომ ინოვატორია (ხუმრობის გარეშე) რეტინა დისპლეი მან წარმოადგინა პირველმა ხომ? რა გახდა რამდენიმე პიქსელის დამატება გვერდებზე, ან 0,2 დიუმით გაზრდა ( არ მითხრა ახლა ცალი ხელით მუშაობაო) რაფერი ისეთი არ დაჯდებოდა, ნანახი გაქვს 4ს-ის საწარმოო ხარჯები? მალე გაიჩითება 5ს ისთვისაც. იმას კი არ ვამბობ რომ ეპლი ცუდია 4 წელი სოფტის აპდეითი კარგია, მაგეცრამ რა აზრი აქვს თუ მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვალა? ანდროიდის სმარტებზე კი გარდა ოფიციალური რომებისა მრავალფეროვანი ქასთომ რომებია, რომლებზეც მუშაობა დიდხანს გრძელდება (ტოპ მოდელებისთვის ყოველ შემთხვევაში) არ ვამბობ რომ ეპლი ცუდია, უბრალოდ ძალიან გადაჭარბებული და გაზვიადებულია ხშირად, და გაფანატებული რასაც ვერ ვიტან, თუმცა კომპანიისთვის უკეთესია, რაც უფრო მეტი მითქმა მოთქმა იქნება, მით მეტი დაინტერესდება და მეტი იყიდის არა შეგნებულად, არამედ უბრალოდ სახელის გამო ხშრად ამგვარ ქცევას ვადარებ მილიარდელების ქცევას, რომლებიც მილიინებს იხდიან გაპაპსავიკებულ აბსტრაქციულ ნაჯღაბნში, რომლის რეალური მხატვრული ღირებულება ტილოს და საღებავებოის ფასს არ აღემატება, ყვეკა მილიონერი ვერ ვიქნებით და ჩვენც ხომ გვინდა რამე ფიშკა?
  4. gio_kiborg

    Apple iPhone 5

    ზომბობაა ზუსტად 1 კვირით ადრე საყიდლად რიგში ჩადგომა, ძალიან მომწონს ჩემი ტელეფონი, მისი შემდგომი მოდელიც, რომელიც ახლა გამოვა მინდა ვიყიდო (თუმცა არ მაქვს მაგის ფული ჯერ) მაგრამ რომც მქონდეს რიგში არ ჩავდგები და 4ჯერ ძვირად რაც რეალურად ღირს არ ვიყიდი, რასაც ზუსტად ზომბები და ჩვენთან მარიაჟები აკეთებენ არ აქვს მნიშვნელობა ნამდვილად Apple-არის თუ სხვა რამ (იაპონლებს მაგალითად Sony Play Station-ზე ქონდათ ეგრე გაფანატებული) ზომბობაა ის, როდესაც iPhone4s აჩვენებ ადამიანს, რომელსაც დიდი ალბათობით იგივე iPhone4s უდევს ჯიბეში და ეუბნები რომ რას იტყვი iPhone 5-ზეო და ცაში რომ აიყვანს ქებით და ნამდვილად ჯობს 4S და უფრო მსუბუქიცაა და დიდი ეკრანიცა აქვსო 4-4,5 დიუმიან ეკრანზე თავისუფლად შეიძლება ცალი ხელით კომფორტულად მუშაობა (ნუ თუ ძალიან პატარა ხელი არ გაქვს) და ის მიზეზი, რომ სტანდარტული გარჩევადობა 1280*720 იმიტომ არ დაამატეს, რომ ცალი ხელით ვეღარ შეძლებდა მომხმარებელი აპარატის გამოყენებას, ყურით მოთრეული ფაქტია, უბრალოდ 4 დიუმიანი ეკრანი 1280*720 გარჩევადობით უფრო ძვირი დაჯდებოდა (მაქსიმუმ რამდენიმე $-ით დევაისზე) და სტანდარტულ ფასში ვეღარ "ჩაეტეოდნენ" ან მოგების ნაწილს დაკარგავდნენ, თან ის გარჩევადობა რაც აქვს ჯდება Apple-ს მიერ ანონსირებულ retina სპეციფიკაციაში (თუმცა, ორიგინალ რეტინა სპეციფიკაციას უფრო მეტი ppi აქვს) რაც შეეხება ბენჩებს, ჯობს დაივიწყო, რადგან სხვადასხვა სისტემებია და სინთეთიკური ბენჩები როგორც წესი ერთ რომელიმეზეა ორიენტირებული მარტივად ჯობს, ნახო დადე გვერდიგვერდ iPhone 5 და S3 და ერთდროულად გახსენი რომელიმე ვებგვერსი (ნუ s3-ზე ფლეში უნდფა გათიშო თანასწორი შედარებისთვის) ან უბრალოდ Andgry Birds თამაში ჩართეთ ერთდროულად ნუ საქართველოში 2-3 კვირა მაგას ვერ ვიზამთ, მაგრამ Youtube-ზე გამოჩნდება ვიდეოები და ვნახავთ რეალურად ვინ ვის არ ვიწინასწარმეტყველებ შედეგებს, უბრალოდ რეალობაში ვნახოთ რა იქნება მულტიტასკინგს რაც შეეხება, რეალური მულტიტასკინგია? ანუ შემიძლია ბრაუზერიც ჩართული მქონდეს, მუსიკას ვუსმენდე და ვმესიჯობდე? ლაივ ვიჯეტების მხარდაჭერა არის? აპლიკაციების გადართვა კიდევ ისტორიულია უკვე და ფსევდო მულტიტასკინგია და არა რეალური მულტიტასკინგი უბრალოდ iOS-ის სიახლე დამისახელეთ რომელიც რეალურად გააუმჯობესებს productivity-ს და user experience-ს, არ ვგულისხმობ პროგრამების კოსმეტიკურ ცვლილებას...
  5. gio_kiborg

    Apple iPhone 5

    აუ, საღოლ რა ფინალმა დაგლიჯა! მე ამ ხალხის ვერ გამიგია ასე რომ აფანატებენ iპროდუქტებს კი ბატონო, გასაგებია რომ მოწონს მწარმოებელი, დევაისი მარა რა ჭირია გამოსვლის დღეს რიგებში რომ არ ვიდგე 1-2 კვირის მერე ვერ ვიყიდი ურიგოდ? თუ საერთოდ ონლაინ ვერ შევუკვეთავ? მეორეც, რა გახდა iOS-ში მულტიტასკინგი რით ვერ ჩაამატეს? ან რამე რეალურად ახალი და User Experience-ს გასაუმჯობესებელი ვერაფერი მოიფიქრეს? მგონი ICS 4.0.3-დან 4.0.4-ზე გადასვლაში უფრო მეტი სიახლე იყო ვიდრე iOS4/5/6 ერთად აღებული (არ მითხრათ ახლა Siri-ო, უზრდელობაა ბოლო-ბოლო) რა ცვლილებებიცაა გრაფიკულ მხარეში, ძალიან გავს Android-ს (რომელშიც Fryo-დან მასე იყო მგონი) ასევე დიდი პლიუსია FB და Twitter-ის ექაუნთების სინქრონიზაციის დამატება! აპარატურა კარგია ნამდვილად მაგრამ მაქაც აქვს Apple-ს საფირმო უცნაურობები: ეკრანი რომ 1280*720 გაეკეთებინათ ბევრად უკეთესი იქნებოდა როგორც შესახედად (PPI გაიზრდებოდა თავისთავად, არც ისე აკლია, მაგრამ მაინც) და ასევე ბრაუზინგის, ვიდეოების ყურებისა და თამაშებისთვისაც (რამდენჯერ დეველოპერი შეაგინებს ეპლს გარჩევადობის გამო იმდენი დოლარი მომცა ) მადლობა ღმერთს FaceTime-ით უკვე შეგვიძლია iPhone to iPhone ვიდეოზარები განვახორციელოთ უკვე მობილური ოპერატორის ინტერნეტის გამოყენებით! და ეს ყველაფერი როდია, თქვენ ასევე გადმოგეცემათ გაუმჯობესებული და მოლაპარაკე siri! რა გახდა სტანდარტული 3G ვიდეოზარის ფუნქციის დამატება? პროცესორი კარგია (წესით) მაგრამ ნამდვილად არ ღირს გაქაჩვა პირველია სისწრაფეშიო, უბრალოდ არაა, და სულ რამდენიმე თვეში ბევრად ძლიერები გამოვა კიდევ (რა საჭიროა საერთოდ, მაგრამ გამოდისდა ) არც კამერაა კიდევ პირველი აშკარად! საქართველოში მალევე გამოჩნდება ჰამაკში და 2000 ლარი ეღირება თავიდანო რამდენი iZombie ან უბრალოდ მარიაჟა მაყუთა იყიდის ხომ წარმოგიდგენიათ...
  6. აპარატურული მონაცემები საეჭვოდ გავს S3-ისას ფასი საშინლად დიდია და რა უბედურებიაა ახალ სმარტფონს (თან პრემიუმს იდეაში) JB არ უნდა მოყვებოდეს სტოკად?
  7. ა ბატონო Smartivi 1.1.0 ისე, ყველას შეუძლია გააკეთოს მარტივად Google Chrome ბრაუზერი და APK Downloader ექსტენშენი გინდა ნებისმიერ უფასო აპლიკაციას გადმოწერ, რომელიც შენს ექაუნთზე მიბმულ ტელეფონ (ებ)ზე მიდის არაფერი საშიში არაა და გუგლი ექაუნთს არ დაბლოკავს Device ID-ს ამ პროგრამით გაიგებთ :https://play.google....redphx.deviceid ვაჰ ახლა დავინახე აუტვირთავს სმარტივი OverDozeD-ს :)
  8. არაფერს, Dazloader-ით აქტიურდება უპრობლემოდ(ლინკი პირველ პოსტშია) 5 წუთის საქმეა
  9. აუ, ეს ინფო გამომრჩენია: UK-ში Apple vs Samsung სასამართლოზე, მოსამართლეს სამსუნგის გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია და Apple დაავალდებულა 6 თვის განმავლობაში Apple-ს UK ვებგვერდზე და კიდევ ბევრ UK-ურ ჟურნალ-გაზეთებში ოფიციალური ბოდიშუ უხადოს Samsung-ს და დაწეროს, რომ Samsung-ს არ დაუკოპირებია iPhone და iPad-ის დიზანიები http://www.xda-developers.com/android/uk-judge-tells-apple-to-publicly-apologize/
  10. კი, მასე უნდა იყოს, x86-იან ფოლდერში დეფაულტად ყენდება 32 ბიტიანი პეოგრამები, ხოლო პირდაპირ program files პაპკაში 64 ბიტიანები
  11. Hitch ენტერპრაიზი მარტო KMS-ით აქტიურდება ცადე Trilogy 4.2 ან Microsoft Toolkit STI-228 როგორც XP-ს დაყენების დროს, აქაც Boot მენიუში (ბოლო სკრინი) 1st Boot Device-ში უნდა დააყენო CD/DVD დრაივე (ახლა მესამეა მაგ სკრინზე) თუ ფლეშკიდან აყენებ, წესით სწორადაა და უნდა დაიბუთოს სეტაპი F2, F8, F12 ღილაკებით ძირითადად შედის BIOS-ში, ან Boot Device-ს უთითებ (CD/DVD)
  12. ეგ კიდევ ჯანდაბას, თქვენ iOS-ის რევიუ უნდა ნახოთ: შემეცოდა იმენა რავიუერი, სალაპარაკო არაფერი ჰქონდა და ფრაზები რაც ისმის, ეს ფუნქცია როგორც ანდროიდშია ისეა, ეს პროგრამა უფრო კარგად შესახედი გახდა, ეს უფრო პროფესიონალური და ა.შ ერთადერთი აპლიკაცია დაამატეს მემგონი და ისიც სირობა, FB და Twitter-ის ეგაუნთების დამატება შეიძლება კიდევო ვაშაო და Bluetooth WyFy-ს ქვეშააო ხო ბევრზე კიდევ ეს ფუნქცია დიდი ხნის წინ უნდა დაემატებინა ეფლს, მაგრამ უღრმესი მადლობა ახლა მაინც რომ გააკეთაო თან რა თქმა უნდა ძველი დევაისები თუნდაც 4S ყველა ამ სიკეთეს ვერ მიიღებენ და ჯეილბრეიქიც დაიკარგებაო აპგრეიდისასო :facepalm:
  13. S2-ზეც არის როგორც ვიცი ვმუშაობთო სამსუნგა მაგის გამოსწორებაზეო, მაგრამ 4.0.3-დან 4.0.4-ზე გადავიდნენ უკვე და არ გამოუწორებიათ, იმედია JB-ზე გაასწორებენ (მანამდე მეეჭვება სხვა აპდეითი იყოს) . დამოუკიდებელმა დეველოპერებმა უკვე დიდი ხანია მიუთითეს პრობლემა და მისი გადაჭრის გზაც, ახალ custom კერნელებში ამოღებულია საერთოდ ეგ ბრძანება, მხოლოდ CF-Root-შია, ისიც უბრალოდ არის და არ ფუნქციონირებს ძირითადად, თუმცა ზოგ შემთხვევაში მაინც იწვევს Hardbrick-ს ამიტომ, Note და S2-ის მფლობელებომ ვინც ოფიციალურ ISC-ზე ხართ სასწრაფოდ უსაფრთხო კერნელზე სხვა ROM-ებშიც აღარაა ეგ ბაგი არცერთში
  14. რუსული ქომუნითი თუ გააკეთებს სუბების მოდს, თორემ ეგ ხომ ოფიციალური რილიზი არაა პრინციპში დიდი სიუჟეტური დატვირთვა ამ თამაშს არ აქვს სუბტიტრებს ან გახმოვანებას რომ ელოდო, არც ისეთი შუტერია, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიოს, თუმცა ორიგინალი HL-ის ფანებს ნამდვილად მოეწონებათ
  15. ალბათ იმიტომ გაუშვა, რომ მხარდაჭერილი კოდეკები იყო გამოყენებული მაგ კონკრეტულ ფაილებში რაც შეეხება დაკონვერტირებას, ზუსტად იგივე რეზოლუშენი მიუთითე რაც ორიგინალ ვიდეოს აქვს ოღონდ კოდეკები შეცვალე და შედარებით სწრაფად იქნება და ხარისხსაც არ მოაკლებს წესით Avidemux ცადე კიდევ, ეგეც კარგი რამეა, პრინციპი იგივეა, იცვლება მარტო კოდეკი, რეზოლუცია, ბიტრეიტი და ა.შ იგივე რჩება P.S მართლა არ ღირს ფლეშკიდან ყურებისთვის გადაკონცვერტირება, გრძელი HDMI კაბელი იყიდოს კომპიდან რომ მიწვდეს და კომპზე შეაერთოს, უკეთესი ხარისხის ფილმებსაც გაუშვებს
  16. რა ხდება მართლა საშინლად იაფია! მაგას თან ოპერატორის შეზღუდვა კამფეტივით ეხსნება iPhone-ს ჩაძირვა უნდა სამსუნგს?
  17. დავასრულე მგონი, დავამატე დარუთვის უნივერსალური მეთოდები გადახედეთ და თუ რამე გაინტერესებთ კიდევ ჩავამატებ
  18. მიწერია ეგეც შემდეგ, Galaxy Note-სთვისაც არის კერნელი რომელიც ISC-საც ტვირთავს, JB-საც როგორც ოფიციალურს, ისე მოდიფიცირებულს და ისე AOSP , AOKP, CM, PM და MIUI ვერსიებს) სამსახურში ვარ ახლა და აქ თუ ვერ მოვასწარი, სახლში დავამთავრებ წუხელ ღამე ვწერდი, დავმთავრე თითქმის და წამეშალა შემთხვევით ყველაფერი....
  19. ამ თემაში მინდა რაც შეიძლება მარტივი ენით განვიხილო Android OS-ის სტრუქტურა- თუ რისგან შედგება ის და როგორ მუშაობს, რაც გაგიადვილებთ თქვენი სისტემის უკეთ გაგებას სურათზე ნაჩვენებია Android-ის არქიტექტურული სქემა: Android OS შეიძლება განვიხილოთ როგორც სოფტის ნაკრებთა შრეები (Layers), სადაც, თვითოეული შრე წარმოადგენს პროგრამული კომპონენტების ჯგუფს, ერთიანობაში ისინი ქმნიან ოპერაციულ სისტემას, შუამავალ (Middleware) და მნიშვნელოვან აპლიკაციებს. არქიტექტურის ყოველი შრე აწვდის სხვადასხვა სერვისებს მის მომდევნო შრეს. განვიხილოთ მოკლედ ეს შრეები: Linux Kernel საბაზისო შრე არის ე.წ Linux Kernel ანუ Linux-ის ბირთვი,მთელი Android OS დაშენებულია ლინუქსის ბითვზე Linux Kernel version 2.6, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი და დამოუკიდებელი დეველოპერი 3rd party developers იყენებენ Linux Kernel-ის 3.0.XX ვერსიებსაც. სწორედ Linux უკავშირდება ჰარდს და შეიცავს ყველა საჭირო აპარატურულ დრაივერს (როგორიცაა მაგლითად ბლუთუსის, კამერის, wifi ანტენის დრაივერები და ა.შ) Android OS იყენებს Linux-ს ყველა ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად: მეხიერების მენეჯმენტი, პროცესების მართვა, უსაფრთხოების პარამეტრები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კერნელი დაფუძვნებულია Linux-ზე, ყველა მწარმოებელი ყველა მოდელისთვის უკეთებს მას მოდიფიცირებას, ამატებს სხვადასხვა დრაივერებს და სკრიპტებს კონკრეტული მოწყობილობისთვის, უფრო მეტიც, ხშირად სხვადასხვა ვერსიის Android OS-ის კერნელები თუნდაც ერთი და იგივე აპარატისთვის არათავსებადია, ანუ მაგალითად Gingerbread კერნელი ვერ ჩატვირთავს Ice Cream Sandwich ან Jelly Bone-სდა პირიქით. კერნელებს ასევე აწარმოებენ დამოუკიდებელი დეველოპერები, უმატებენ მასში სხვადასხვა ფუნქციებს და სკრიპტებს, როგორიცაა მაგალითად root, ოვერქლოქინგი, ანდერვოლტინგი, დრაივერების ოპტიმიზაცია და ა.შ. იშვიათად არის ისეთი კერნელები, რომელიც თავსებადია სხვადასხვა ვერსიის Android OS-ისთვის, მაგალითად შეუძლია ჩატვირთოს როგორც ISC, ისე JB (ოფიციალური თუ არაოფიციალური ვერსია) Libraries შემდგომი შრეა Libraries ანუ ბიბლიოთეკები, ისინი არის Android-ის ნატივური ბიბლიოთეკები, ეს ლეიერი საშუალებას აძლევს დევაისს იმუშაოს სხვადასხვა ტიპის მონაცემებმთან. ეს ბიბლიოთეკები იწერება C ან C++ პროგრამირების ენების გამოყენებით და განსხვავებულია თითოეული აპარატისთვის. განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა: Surface Manager: უზრუნველყოფს ე.წ off-screen ბუფერირების ფუნქციას, ანუ თაჩსკრინის გამოყენებას, მაგალითად, როდესაც ვხატავთ ეკრანზე, არა მის ზედაპირზე ვხატავთ, არამედ ჯერ ფიქსირდება ჩვენს მიერ შესრულებული ნახაზი და შემდეგ სხვა სურათებთან ერთად (მაგ პროგრამის ფანჯარა) გამოისახება ეკრანზე. Media framework: ეს არის სხვადასხვა აუდიო და ვიდეო კოდეკების ნაკრები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის მედია ფაილებთან მუშაობას, მათ ჩვენებასა და ჩაწერას აპარატის მიერ. SQLite: ის წარმოადგენს მონაცემთა ბაზის ძრავას და Android-ის მიერ გამოიყენება მონაცეთა შენახვის მიზნით. WebKit: არის ბრაუზერის ძრავი, რომელიც იძლევა საშუალებას ნაჩვენები იქნას HTML კონტენტი. OpenGL: 2D და 3D ბიბლიოთეკების ნაკრები დევაისის ეკრანზე გამოსახულებების რენდერისათვის Android Runtime Android Runtime შედგება Dalvik Virtual Machine და Java Core Libraries-ებიდან Dalvik Virtual Machine არის Java Virtual Machine-ს ტიპი, რომელიც ოპტიმიზირებულია მცირე სიმძლავრის და ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემებზე სამუშაოდ. JVM-იდან განსხვავებით Dalvik Virtual Machine უშვებს არა სტანდარტულ JAVA-ს *.class გაფართოების ფაილებს, არამედ *.dex გაფართოების ფაილებს (გაგახსენდათ odex და deodx?). .dex ფაილები შექმნილია .class ფაილების ბაზაზე, მაგრამ ეფექტურად იყენებენ მცირე აპარატურულ რესურსებს. შესაძლოა გაეშვასDalvik VM-ის მრავალი პროცესი (ინსტანცია) რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, იზოლაციას, მეხსიერების მენჯმენტს და ა.შ. DVM შექმნილია გუგლის თანამშრომლის დენ ბორნშტეინის მიერ (Dan Bornstein) Java Core Libraries სახელწოდებიდანგამომდინარე JAVA ბიბლიოთეკებია, თუმცა რამდენამდე განსხვავებული Java SE და Java ME ბიბლიოთეკებისაგან, თუმცა მასში გვხვდება Java SE-ს ფუნქციების უმრავლესობა Application Framework ესენია ის ბლოკები, რომლებთანაც უშუალოდ ურთიერთქმედებს ჩვენი აპლიკაციები. ეს პროგრამები მართავენ ჩვენი დევაისის ძირითად ფუნქციებს: რესურსების მართვა, ხმისა და ზარების მართვა და ა.შ. მნიშვნელოვანი Application Framework-ებია (ქართულად ვერ ვთარგმნე გასაგებად ): Activity Manager: აპლოკაციათა აქტიურობის ციკლის მენეჯერი. Content Providers: მართავენ აპლიკაციათა შორის მონაცემთა მიმოცვლის პროცესს. Telephony Manager: მართავს ხმოვან ზარებს. Location Manager: ლოკაციების (ადგილმდებარეობის) მენეჯერი, GPS-ის ან GSM ანტენების გამოყენებით. Resource Manager: მართავს აპლიკაციების მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ტიპის რესურსებს. Applications ყველაზე ზედა შრეა აპლიკაციების შრე, ანუ ის რასაც ჩვენ ვხედავთ და ვუწოდებთ Android-ს, აქ თავსდება ყველა ჩვენს მიერ დაყენებული, ან აპარატზე მოყოლილი აპლიკაცია. ზოგიერთი აპლიკაცია ყველა აპარატს მოყვება Default-ად: SMS client app Dialer Web browser Contact manager ეს ყველაფერი ერთად აღებული ერთი კონკრეტული მოდელისთვის ქმნის ROM-ს ანუ Firmware-ს. ყველა მწარმოებელი აკეთებს კონკრეტულ მოდელზე მორგებულ ROM-ს, ამიტომაცაა, რომ მიუხედავად Android-ის ერთი და იგივე ვერსიებისა, სხვადასხვა მწარმოებლის აპარატები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ზოგჯერ ერთი და იგივე პროგრამა ერთ მოდელზე მუშაობს, მეორეზე კი არა, განსაკუთრებით ეს ეხება საფირმო მოდელისთვის სპეციფიურ პროგრამებს, განსაკუთრებით თუკი ეს პროგრამები რომელიმე სპეციფიურ სენსორს მოითხოვენ. (მაგ Galaxy S3-ის Dialer არ მუშაობს Galaxy S2-სა და Note-ზე პირდაპირ, თუმცა მცირე მოდიფიკაციის შემდეგ უკვე მშვენივრად ერგება S2-საც და Note-საც, ხოლო აპლიკაცია SmartStay, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის ნათებას სანამ მას პატრონი უყურებს, არ მუშაობს არც S2-ზე და არც Note-ზე იმის გამო, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი სენსორი) ანდროიდის ჩატვირთვა და დარუთვა ფორუმზე ბევრი ხსნის თემას და ითხოვს დახმარებას ანდროიდის დარუთვაში, აქ ვცდი ავხსნა დარუთვის ზოგადი პრინციპი რა არის დარუთვა და როგორ შეიძლება მოხდეს ის მართალია არსებობს მეტ-ნაკლებად უნოვერსალური გზები დარუთვის, თუმცა ჯობს მაინც საკუთარ მოდელზე მორგებული დარუთვის მეთოდი გამოიყენოთ. სანამ დარუთვაზე გადავალთ, გადავხედოთ თუ რა ხდება ანდროიდის ჩართვისას: ანდროიდის ჩატვირთვის სქემა: 1. კვების ჩართვა და Boot ROM კოდის შესრულება ჩართვისას CPU (პროცესორი) არაინიციალიზებულ მდგომარეობაშია: არაა დაყენებული შიგა სიხშირეები და მისაწვდომია მხოლოდ შიგა RAM (ოპერატიული). თუკი კვება სტაბილურია, ეშვება სპეციალური კოდი ე.წ Boot ROM Code რომელიც აპარატურულადაა ჩაშენებული CPU-ში (ანუ მისი მოდიფიცირება შეუძლებელია), ის ეძებს ჩამტვირთავ პროგრამას სისტემური რეგისტრის საშუალებით და მისი აღმოჩენის შემთხვევაში ჩატვირთავს პირველი საფეხურის BootLoader-ს 2. The Boot Loader - ეს კერნელისგან დამოუკიდებელი პროგრამული კოდია, რომელიც ინიციალიზაციას უკეთებს მეხსიერებას და ათავსებს კერნელს RAM-ში. დესკტოპთან რომ გავაკეთოთ ანალოგია, ბუთლოადერი არის GRUB-ის მსგავსი პროგრამა 3. Linux Kernel - ლინუქსის ბირთვი ეშვება იგივენაირად როგორც სხვა სისტემებზე, ის ინიციალიზაციას უკეთებს ყველა აპარატურას და უშვებს საბაზისო პროცესებს, ანუ ყველაფერ იმას, რაც საჭიროა Android-ის სამუშაოდ 4.The init process - ეს პროცესები ინიციალიზაციას უკეთებენ ყველა სჭირო Framework-ებს 5. Zygote and Dalvik- Zygote ეშვება ინიციალიზაციის პროცესების დროს, მისი დანიშნულებაა Dalvik VM-ის ჩატვირთვა 6. The system server - ეს პირველი ჯავა კომპონენტია, რომელიც ეშვება და რთავს ანდროიდ სისტემისთვის სასიცოცხლო პროცესებს, მაგალითად Telephony Manager და Bluetooth. ახლა განვიხილოთ რა არის დარუთვა და როგორ შეიძლება მისი გაკეთება დარუთვას ხშირად ადარებენ Windows-ში ადმინისტრატორის უფლებებს, თუმცა ეს არც ისე ზუსტია, რადგანაც უფრო ზუსტი იქნება, თუკი შევადარებთ System-ის უფლებებს (მაგ Administrator-ის უფლებებით არ შეგიძლია სისტემური ფაილების წაშლა და ა.შ) Root უფლებები იგივეა, როგორც ყველა სხვა Linux-ში, თუმცა დესკტოპურ Linux-ებში ძალზე მარტივია Root უფლებების მოპოვება, თუკი იცი ექაუნთის პაროლი და ტერმინალში გამოიყენებ sudo ბრძანებას, დაახლოებით ასევეა Android-ზეც, თუმცა sudo ბრძანებას პირდაპირ ვერ გამოიყენებ, საჭიროა Kernel-ში იყოს ნებადართული. მწარმოებლებს როგორც წესი ეს უფლება დაბლოკილი აქვთ, ამიტომ დღის წესრიგში დგება მისი ჩამატება კერნელში. პირველი პრობლემა, რომელსაც აქ შეიძლება წავაწყდეთ, ეს არის Boot Loader, ზოგიეთ მწარმოებელს (ან ზოგიერთ ქსელის ოპერატორს) ის აქვს დაბლოკილი-დაშიფრული და Kerrnel-ამდე მისაღწევად საჭიროა მისი განბლოკვა (ისე უბრალოდ არ მოგვცემს კერნელის შეცვლის უფლებას, ან არ ჩატვირთავს მოდიფიცირებულ კერნელს). ზოგმა მწარმოებელმა (მაგალითად HTC-მ) საშუალება მისცა მსურველებს ოფიციალურად განბლოკონ თავიანთი ტელეფონის ბუთლოადერი, ზოგზე კი ჯერ კიდევ სხვადასხვა შემოვლითი მეთოდებია მისი განბლოკვის, იშვიათად, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც არ იბლოკება ასე რომ დაემშვიდობოთ უნდა Root-ს ამ შემთხვევაში. ბევრ Developer-Friendly მწარმოებელს (მაგ. Samsung-ს) ღია აქვთ ბუთლოადერი, ასე რომ კერნელამდე გზა ხსნილია, თუმცა რჩება კიდევ კარიერები (ანუ მობილური ოპერატორები) რომლებიც მსხვილი პარტიებით უკვეთავენ მოდიფიცირებულ მოდელებს მხოლოდ თავიანთ ქსელში ჩასართავად მწარმოებლებს, ამიტომ ისინი ხშირად ღია BootLoader-საც შიფრავენ, (მაგრამ მაგასაც ეშველება ) გავიარეთ BootLoader და მივადექით Kernel-ს, საჭიროა კერნელს გავაგებინოთ, რომ Root-ის უფლებები ანუ "s" პარამეტრით გაშვებული კოდი არ დაბლოკოს, თუმცა ამასთანავე საჭიროა მასში ინტეგრირება გავუკეთოთ მეთვალყურე აპლიკაციას, რომელიც გვატყობინებს, რომ ამა თუ იმ პროგრამას სურს Root უფლებებით სარგებლობა, ეს შექმნილია მომხმარებელთა დაცვისთვის, რათა ყველა პროგრამამ ჩვენდა დაუკითხავად არ ისარგებლოს Root უფლებებით, ამისთვის გამოიყენება Busybox და SuperSU (ადრე გამოიყენებოდა Superuser, მაგრამ შემდეგ დეველოპერმა chainfire შეცვალა ის ახალი აპლიკაციით, ზოგადად სახელი Superuser ქვია Linux სისტემაში Root მომხმარელს). Busybox და Superuser-ის ინტეგრაცია კერნელში სხვადასხვა გზით შეიძლება: ორიგინალურ კერნელში ამ ორი კომპონენტის ინჯექტირებით მოდიფიცირებული კერნელის დაფლეშვით (რომელშიც უკვე ინტეგრირებულია ეს ორი კომპონენტი) მთლიანი ROM-ის დაფეშვით, რომელშიც ინტეგრირებულია დარუთული კერნელი პირველი მეთოდის შედარებით უნივერსალური ხერხი მოცემულია ამ თემებში: ROOT MANY Android ICS/JB [17 Sep 2012][iCS]Universal Rooting for most ICS phones, Any ROM, now with CWM6 ასევე, თითქმის ყველა მოდელითვის მოიძებნება თავისი დარუთვის მეთოდები და ხერხები ანდროიდის სხვადასხვა ვერსიებისთვის. დარუთვის დადებითი და უარყოფითი მხარეები დავიწყოთ იმით, რომ დარუთვით, ან არაოფიციალური ე.წ Custom ROM-ის, ან Kernel-ის დაყენებით წყდება საგარანტიო მომსახურეობა (რადგან ვარღვევთ საგარანტიო პირობებს, სადაც წერია, რომ დევაისზე უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მწარმოებლის Firmware), თუმცა თუკი მძიმე დაზიანებაა არაა და ტელეფონი ფუნქციონირებს, შესაძლოა დარუთვის მოხსნა - unroot რაც ძალზე მარტივად ხდება ოფიციალური ROM-ის დაყენებით, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა: ყოველი Custom ROM-ის ან კერნელის დაყენებისას იზრდება ე.წ Binary Count ანუ არალიცენზირებული Firmware-ს დაყენების რიცხვი, მისი ნახვა შეიძლება ტელეფონის Download Mode-ში გადაყვანით, ესეც შეიძლება გახდეს მიზეზი საგარანტიო მომსახურეობაზე უარის თქმის. არსებობს დარუთვის ისეთი ხერხებიც, რომლებიც არ ზრდის Binary Count-ს, ასევე მისი განულების მეთოდებიცაა. თვითონ დარუთვაც და არაოფიციალური ROM-ის დაყენებაც პოტენციურად საშიში პროცესია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დევაისის დაზიანება, ყველაზე მარტივი შემთხვევაა ე.წ Soft Break ანუ პროგრამული დაზიანება: ტელეფონი ვერ იტვირთება, ან ვერ მუშაობს გამართულად, მისი გამოსწორება შეიძლება ROM-ის ან Kernel-ის თავიდან დაყენებით ზედმიწევნით ინსტრუქციის შესაბამისად უფრო რთულია Hard Break, როდესაც ზიანდება სისტემური პარტიშენი, ამის გამოსწორება ხდება Repartitioning-ით, თუმცა მისი გასწორება შეიძლება ვერც კი მოხერხდეს და საჭირო იქნება საგარანტიო (ან ფასიანი) შეკეთების სერვისი მწრამოებლის/გამყიდველის მხრიდან. კიდევ უფრო რთული შემთხვევაა ე.წ Super Brick, ამ დროს ფიზიკურად ზიანდება (იწვება) ჩიპი, რომელზეც სისტემური პარტიშენია მოთავსებული და მისი აღდგენა შეუძლებელია დედაპლატის გამოცვლის გარეშე. სხვათა შორის Superbrick გავრცელებულია Samsung Galaxy Note GT N7000 მოდელზე ანდროიდის ISC ვერსიაზე, მის ოფიციალურ კერნელში არის ბრძანება MMC_CAP_ERASE რომელიც დაფლეშვის (თუნდაც ოფიციალური ROM-ით), ან Factory Reset-ის დროს იწვევს ზუსტად სისტემური პარტიშენის გადაწვას.(მართალია 5%-მდე შემთხვევებში, თუმცა ეს არც თუ ისე მცირე რიცხვია) დღეისათვის SGN-ისთვის ბევრი custom ROM ან კერნელია, სადაც ეს ბრძანება საერთოდ ამოღებულია, ამიტომ დაფლეშვის ოპერაციის ჩატარება უსაფრთხოა. დარუთვა ასევე პოტენციურად მეტად დაუცველს ხდის სისტემას, თუმცა ამავდროულად ანტივირუსულ პროგრამებს ანიჭებს დამატებით ფუნქციებს (მაგ Firewall-ის გამოყენება, Device Admin-ის გამოყენება და ა.შ) ამდენი უარყოფითის შემდეგ გადავიდეთ დადებითზე, რომ არ იფიქროთ რა ჯანდაბად გვინდა საერთოდ ეს დარუთვაო root უფლებების მოპოვება გვაძლევს ჩენი დევაისის პროგრამული და აპარატურული მხარის სრული კონტროლის საშუალებას, შეგვიძლია შევცვალოთ სისტემური აპლიკაციები,შევცვალოთ სიხშირეები CPU-სა და GPU-ზე (overclocking და undervolting-ის შესაძლებლობა) დავაყენოთ განსხვავებული თემები და ლანჩერები სრული ფუნქციონალით,დავაყენოთ სასურველი ფონტები (რომელიც აქტუალურია Android 2.3 ვერსიამდე, რადგან ამ ანდროიდზე მომუშავე დევაისების უმეტესობა (Samsung-ის დევაისების გარდა) ვერ აღიქვამენ ქართულ უნიკოდ ფონტებს) გამოვიყენოთ სრულიად ისეთი საჭირო პროგრამები როგორიცაა მაგალითად Titanium Backup (ანდროიდზე პროგრამების და პარამეტრების რეზერვირება/აღდგენის საუკეთესო საშუალება), ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ გუგლის მარკეტში ჩაუწერეთ root და ნახეთ რამდენ საინტერესო აპლიკაციას ამოგიგდებთ გაითვალისწინეთ, რომ დარუთვა არ ხსნის ოპერატორის შეზღუდვას (ანუ SIM Lock-ს), რადგან იგი არაა დაკავშირებული უშუალოდ kernel-თან, თუმცა SIM Unlock-ისთვის ხშირად საჭიროა, რომ ტელეფონი იყოს დარუთული! ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო ველოდები შენიშვნებს და წინადადებებს
  20. ტელევიზორის firmware-ს განახლება იმ შემთხვევაში უშველის თუკი დამატებული აქვთ სხვა კოდეკების მხარდაჭერა, ან კიდევ ყველა ფილმი უნდა გადააკონვერტო ყურებამდე შესაბამის კიდეკებში ნახე ფირმვეარის რილიზ ნოტები და ნახე აქვს თუ არა ახალი კოდეკები მხარდაჭერილი
  21. ოფიციალური განახლება ის,, რომელსაც უშვებს მარმოებელი, არაოფიციალური კი სხვადასხვა დეველოპერების მიერ გაკეთებული მაგ Cyanogen Mod (იგივე CM, JB-ზე არის CM10) ასევე Android Open Source Project AOSP და ა.შ, თუმცა არის ოფიციალურ ვერსიებზე დაფუძვნებული არაოფიციალური რომებიც სხვადასხვა ნავაროტკებით. არაოფიციალური ე.წ Custom ROM-ები კი zip ფაილებია, რომლებიც Clockwork Mod Recovery-დან (CWM R) ყენდება, რომელიც მხოლოდ დარუთვის შემთხვევაში გაქვს სტანდარტული (ორიგინალი) Recovery Mode-დან ვერ დააყენებ Custom ROM-ს ცალკეულ შემთხვევებში არის ე.წ Temporary CWM (ანუ დროებითი) რომელსაც დარუთვა არ სჭირდება, ისიც zip ფაილია, დაფლეშავ სტანდარტული Recovery Mode-დან, შემდეგ ისევ გადატვირთავ Recovery Mode-ში (მაგრამ უკვე იქნება CWM R) დააყენებ Custom ROM-ს თუმცა ნახვა უნდა შენი დევაისისთვის არის თუ არა Temporary CWM Recovery
  22. ანდროიდზე? მაგის გაკეთება სტანდარტულ აუდიო ვორქსტეიშენებზეც არაა ადვილი Audio Evolution Mobile არის აუდიო რედაქტორი, სადაც სავარაუდოდ შეიძლება ვოკალის მოშორება თუ დაამუღამე აქ არის სრული ვერსია არის Karaoke პროგრამები, რომლებიც ეძებენ მითითებული მუსიკის უკვე გამზადებულ კარაოკე ვერსიას: Google Play Search : "Karaoke"
  23. ყოველ შემთხვევაში ახალი თამაშებისთვის მაინც ახალი დრაივერია საჭირო და მაგიტომ უნდა დააყენო, თორემ ძველებზე 400 და ქვემოთ სერიის კარტებზე შესამჩნევი ცვლილება მეეჭვება იყოს,უკვე ბოლომდე გამოწურულია ეგ კარტები და დრაივერების განახლება პერფომანსს დიდად არ შეცვლის
  24. ვააჰ ორიგინალი HL-ის ნოსტალგია ვისაც აქვს უნდა ითამაშოს აუცილებლად... გამახსენდა მაშინდელი განცდები რამდენიმე საინტერესო ფიშკაც აქვს დამატებული გეიმფლეის, ისე მიყვება ყველაფერი ორიგინალს (ნუ გრაფიკის გარდა რა თქმა უნდა) გრაფიკაც მშვენიერია, ნუ სუპერთანამედროვე ძრავებს ვერ შეედრება, მაგრამ არც ისეთია, რომ არ მოგეწონოს, თან ორიგინალითამაშის ატმოსფეროც იგრძნობა... აი, რამდენიმე სკრინიც:
  25. რუკები გადმოწერე? ჩემთან მშვენივათ მუშაობს OSMAND ფეხითაც და მანქანით მოძრაობისას
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.