-
Posts
3687 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
44
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by MaKaSaRa
-
ევროპაში გამოჩნდა Nvidia RTX 4080-ის ფასები
MaKaSaRa replied to Magdalena's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
რომ არ ეყიდებოდეს ხო ვერ დაადებდა ეგეთ ფასს?! ანუ მომხმარებლების ბრალია ეგენი რომ ერთ ადგილს ათამაშებენ. 999$ მაქსიმუმია რაც ადეკვატურობის ზონაში დატოვებდა. უნდა დაბრუნდეს ისე როგორც ადრე მაგრამ პანდემიის დროს მაინინგის ეფექტმა დაღი დაასვა ადამიანების რეალობის აღქმას. -
@ottko შენ პროცესორი ძალიან გიშლის ხელს. ოპერატიულთანაც ცუდად მუსაობს ეგ თაობა. თამაშებში ჩემი 3600-იც საგრძნობლად სჯობია მაგ 8 ბირთვიანს. 5800x რომ მოაგდო დახატავს შენ სისტემას. მეგობარს აქვს ეგ და gtx 1080ti და ამ თამაშში 120-140 ფპს აქვს ხელშევლებულ პარამეტრებზე. თამაში ვფიქრობ უფრო მომეწონება ვიდრე ველოდი. გათანაბრებული სიტუაციაა მეტნაკლებად. პროსტა ჯერჯერობით ძალიან დიდი სამუშაო აქვთ გასაწევი. სერვერებმა გუშინ ტვინი შეჭამა. სადაც შევედით 150 იყი 80% შემთხვევაში პინგი. შეუძლებელია ეგრე თამაში ცხადია
-
მოკლედ როგორც აღმოჩნდა კლავიატურის აპლიკაცია ურევდა. გავთიშე სტარტაფში რაც მქონდა ყველაფერი და გამოსწორდა ფპს. ულტრაზე ტესელაციის გარეშე 70-100 ფპს აქვს. ტესელაციიით 55-75. ხვალ დავაყენებ ოპტიმალური პარამეტრებს 100+ რომ დაიჭიროს. ბევრი რამე არ მომწონს და გართულებულია მაგრამ თამაშებადია რა
-
მე ვერ ვითამაშე. ძაან დაბალი ფპს მაქვს. 30-45. პროსტა გადაწყვიტა რომ უნდა ჭედავდეს. ვერ დავფიქსე ჯერ. დრაივერი, ვინდოუსი რავი ყველაფერი დავააფდეითე
-
გაეშევა. 17გბ + 22გბ გადმოწერა საერთო ჯამში
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
MaKaSaRa replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
გული გულობდეს და არჩევანი დიდია. შანსი არაა რამე ვერ მოიწონო. TKL კლავიატურა აქამდე არ მქონია და ერთი ამ სივრცის ნაკლებობა მაფიქრებს. არადა სწორედ მაგის გამო ვიყიდე. hyper x საინტერესოა ნაღდად პროსტა არ მინდა ამდენი პერიფერია- 1461 replies
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
MaKaSaRa replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
@Gamer-4ever მადლობა ნეტა გამაგებინა ხმის აწევ დაწევა როგორ უნდა და არ მინდა არაფერი @nseries430 ეგ როკატი მაგარ ვიდზეა. ხმის აწევაც ნორმალურად აქვს- 1461 replies
-
- 1
-
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
MaKaSaRa replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ჯერ რაც ვაწკაპუნე ხარისხი მაართლა კარქია. პროსტა ამ შორთქათებს ვერ მივაგენი. ხმის აწევა რომელია და დაწევა რომელი. რეჟიმების შეცვლა. საერთოდ არაფერი მანიშნებელი არაა ზედ.- 1461 replies
-
- 2
-
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
MaKaSaRa replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ჩამოვიდა ჩემი ახალი კლავიატურა. საკმაოდ კარგი ხარისხი ჩანს. რბილი კლავიშებია. რაც მაქვს k70 იმასაც ყავისფერი სვიჩები აქვს მაგრამ ეს როგორღაც სხვანაირი მეჩვენება. საკმაოდ კომპაქტურია და მე არც ისე პატარა ხელი მაქვს და ვნახოთ როგორ მივეჩვევი.- 1461 replies
-
- 2
-
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ჩემი აზრით როგორსაც ახლა უშვებენ უკვე ფარჩაკობაა. გაუმჯობესებით შეიძლება გაუმჯობესდეს. აბა ამაზე ცუდი რა უნდა იყოს არ ვიცი?! პ.ს გადმოწერა უკვე შეიძლება
-
ახალი warzone 2.0 ეშვება 16-ში. ძველ კალდერას და მასთან მიბმულ ყველა რუკას თიშავენს. ფორთუნ სქიფი და რაღაც რომ იყო. მე არ ვთამაშობ მაგეებს და არ ვიცი. და 28-ში დააბრუნებენ ძველს მაგრამ პატარა რუკებს უკვე აღარ. მხოლოდ caldera დარჩება,
-
ubuntu-ს ისნტალაციისას something else უნდა მონიშნო და მერე გამოჩნდება ყველა დისკი. ასევე ჯერ ვინდოუსი უნდა გეყენოს და მერე ლინუქსი თორე ისე ბუთს გაგიფუჭებს ლინუქსისას. პრინციპში აღდგენა შესაძლებელია grub-ის მაგრამ ნუ მე რაც დავაკვირდი უმჯობესია ოპერაციული სისტემები სხვადასხვა ფიზიკურ მოწყობილობაზე დააყენო(ორი სსდ გქონდეს ან სსდ+hdd) და კომპის ჩართვისას უბრალოდ დაბუთო იმ მოწყობილობიდან
-
native-თან შედარებით FSR-იც და DLSS-იც ჩემი აღქმით ძალიან ცუდია. DLSS ბოლო სერიაზე არ ვიცი როგორია მაგრამ 2000 სერიაზე მინახავს და საგრძნობია სხვაობა. მირჩევნია low-ზე დავაყენო და native რეზოლუცია ქონდეს. რატო უხარია ხალხს მაგით გაორმაგებული ფპს არ მესმის.. ოდნავადაც კი
-
Rocket Lake,Alder Lake და Raptor Lake პროცესორები
MaKaSaRa replied to George's topic in Intel & დედა დაფები
ვკითხულობ ახალ თაობებზე (გინდაც ინტელი იყოს და თუნდაც ამდ) და ვერაფრით ვხდები რატოა ნორმალური ამბავი პროცესორს ხელების ფათური რომ სჭირდება სულში ტემპერატურები რომ დაარეგულირო. იქნებ არ ვარ ეს ფაუერ იუზერი და ჩვეულებრივი ტიპი ვარ რომელსაც უბრალოდ უნდა ტოპ სისტემა ქონდეს. ნაგვები არიან და მეტი არაფერი მე რომ მკითხო. 100 გრადუსი არანაირი ლოგიკით არაა ნორმალურთან მიახლოებულიც კი. ადრე მშვენივრად იყო. მუშაობდა სტოკზე და იყვნენ პროცესორები საშუალო გაგრილების სისტემებზე გრილები. თუ დარაზგონება გინდოდა კიბატონო, მეტი უნდა გეჩალიჩა მაგრამ "სტოკზე" რომ უკვე დარაზგონებულია და 200+ ვატს ჩვეულებრივ მოიხმარს ჩვეულებრივმა მომხმარებელმა რა უნდა ქნას? თუ ვალდებულია გაერკვეს ბიოს სეთაფში, ვოლტაჟში და მამრავლებში. საერთოდ არაა ვალდებული. ამათი უნამუსო... -
ფასები კი დაადეს მაგრამ ეგ იმის მანიშნებელია რომ არაა ძლიერი კარტები Nvidia-სთან მიმართებაში თორე როგორც პროცესორებზე მოხიეს ფასები ისე იზავდნენ აქაც. ახლა ფასი/წარმადობით გამოვა კარქი. ასევე იმხელა დუხონკა ფეჩი რომ არ იქნება და 2x8pin ყოფნის ეგეც ბევრს ნიშნავს პ.ს. DLSS -ის და FSR-ის მომგონის დედავატირე კიდე. ვითომ წარმადობა რომ ემატება
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
MaKaSaRa replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
მადლობა კი ეგაა ოღონდ თეთრი. ბევრი რაიმეს გამო მინდოდა. უეჭველი მექანიკა უნდა ყოფილიყო და MX სვიჩებიდან ყველაზე მეტად ყავისფერი მომწონს თუმცა ზოგჯერ საკმაოდ მეწინააღმდეგება მეორე მომენტი ისაა რომ კომპიუტერის მაგიდა საკმაოდ მოცუცქნული მაქვს და ადგილი არაა თავზე საყრელად ამიტომ მინდოდა მოკლედ ყოფილიყო. ამაზე პატარებიცაა და იქ ისრები სხვა კლავიშებთანაა შეზრდილი. ეგ მეტისმეტია ისარი ვიცი მე ისრის ადგილზე მესამე ის რომ ხარისხის შეგრძნება ძაან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჭრიჭინი რომ გაუდის ეგ არ შემიძლია რა. ამას ისეთი კომპაქტური და მინიმალისტური ფორმა აქვს მგონია რომ კარგი შეკრული ჟიგულივით უნდა იყოს.. მეოთხე რაც დავწერე თეთრი მაუსის შეხამება მინდოდა თუმცა ეგ მაუსი ვერაფრით მოვირგე. ძაან უხეშია რა და მძიმე. მეც razer deathader-ს ვიყენებ. იდეალური ფორმა აქვს ჩემი გემოვნებით. წონაც მისაღებია. არ მღლის. კი რომ ჩამოვა დავწერ რათქმაუნდა შთაბეჭდილებებს ერთი ისაა რომ სხვა სვიჩების მოსინჯვაც შეიძლებოდა მაგრამ გარისკვა არ მიღირდა ამ ეტაპზე- 1461 replies
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
MaKaSaRa replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
რაიმე სიახლე მინდოდა და ჩვეულებრივი Glorious GMMK TKL Tenkeyless გამოვწერე. ბრაუნ სვიჩებზეა ესეც მგონი როგორც ჩემი k70 RGB. corsair m65 მაქვს რომელსაც არ ვიყენებ და იმას შევუხამებ ფერში. იქნებ მივეჩვიო- 1461 replies
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ოპერატიულების დაბალი სიხშირის გამო ჭედვები სხვათაშორის საკმაოდ ბევრჯერ შემხვედრია. მე ძველ სისტემაზე 2133 მიყენია. სანამ 1333-იანები მქონდა 1600-მდე მირაზგონებული ცრემლს მადენდა..
-
ჰოდა რომ ვერ ქაჩავს თამაშის ბრალია და არა პროცესორის. მოძველებული გრაფიკა აქვს და არაფერი სასწაული არ უნდა ჭირდებოდეს. აქ არ ვიცი პირატულზე რა ხდება მაგრამ youtube-ზე არის ვიდეოები სადაც 70-80 ფპს აქვს 4000 სერიის i7-ზე. ნუ არ ვიცი რამდენად რეალურია ცხადია..
-
უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ თამაშზე სად ვერ ქაჩავს. ჩემი გამოცდილებით რაც მოვინდომე 90% თამაშებში შეიძლება 60 ფპს მიხწევა და სადაც მაგდენს ვერ ქაჩავს იქ ვერც ვიდეო ქაჩავს რაც ეგეთ სისტემაზე შეიძლება მეყენოს. ახლა rx 580 8gb მიყენია და იდეალურთან მიახლოებულად ეწყობიან ერთმანეთს. cyberpunk 2077-ში შანსი არ აქვს 50-ზე მაღალი ფპს დაიჭიროს. ჩემთვის კომპრომისული ფპს ძველ სისტემაზე 45ფპს-ია. ოღონდ სტაბილური. RDR2-ს ქაჩავს 60+ ფპს-ით და რა არიან დანარჩენები ასეთები მე ფპს ვიტან 45 მაინც თუა მაგრამ თუ გრაფიკა medium-პარამეტრზე დაბლა მიწევს ჩამოვწიო მაგას არ გავეკარები სულ რომ 100 ფპს დაიჭიროს
-
LOTR სერიალი დაფეილდაო მე ვერ ვიტყვი. საერთო ჯამში მაინც ფანების სერიალია. ვისაც არ უყვარს ეგ სამყარო ის ვერაფერს ნახავს საინტერესოს. მე ვნახე და ვაღიარებ რომ სიუჟეტი მარტივია იმის ფონზე რაც იდეაში შესაძლებელია LOTR სამყაროში, თუმცა საერთო ჯამში დადებით შეფასებას მივცემ. სულ მცირე 7,5-8-ს როგორც ტოლკიენის სამაყაროს გულშემატკივარი. ეგრე ფილმები გენიალურია 2000-იანების დასაწყისში რაც გამოვიდა მაგრამ ხალხის 60-70%-ს ჩვენ ქვეყანაში ნანახიც არ ექნება და ბავშვურიაო იტყვის პროსტა გე ნი ა ლურია და მეტი არაფერი LOTR მაგრამ ყველა ამას ვერ აღიქვავს და ვერ შეაფასებს. სერიალის გრაფიკა/ ვიზულური ეფექტები რად ღირს მხოლოდ და კომპოზიტორი რომ ჰოვარდ შორია უბრალოდ ცუდი და დაფეილებული შეუძლებელია დაერქვას. ვინც ამ სამყაროში ერკვევა იმათ ნიხვატკა ექნება აუცილებლად მაგრამ ახალ მაყურებელს რა პრეტენზია უნდა ქონდეს არ ვიცი..
-
გაქაჩვაში რას გულისხმობ გააჩნია. შეიძლება 100+ ფპს ვერ დადოს ცხადია მაგრამ 40-60 ფპს-ის ფარგლებში თავისუფლად უნდა დაიჭიროს low-ზე თუნდაც. არაა მორალურად ეგ თაობა ისე მოძველებული როგორც 775 სოკეტის პროცესორები გახდა 2009-10 წლის შემდეგ
-
სისულელეა ეგ "ვერ გაქაჩვა" როცა ყველა ინსტრუქცია უჭერს მხარს. სოფელში i7 2600k მაქვს 32 გბ ოპერატიულით და spider man ბოლო რაცაა მაგას ქაჩავს ისე რომ 50-60 ფპს დაიჭიროს და uncharted ვინ მისი ფეხებია. ტეტრისის გრაფიკა აქვს. არცერთ თანამედროვე თამაშზე არ კვდება ეგ პროცესორი ისე რომ 60 ფპს ვერ დაიჭიროს. ონლაინს არ ვგულისხმობ ცხადია. უბრალოდ არ აქვს შესაბამისი ინსტრუქცია მონაცემების დასამუშავებლად და ეგაა. მაგის დაფიქსვა დეველოპერს შეუძლია მაგრამ რამდენად უღირთ ეგ სხვა საკითხია. 4-10 ფპს მაშინ როცა პროცესორის დატვირთვა 50%-ია უბრალოდ იმას ნიშნავს რომ არ აქვს მხარდაჭერა და არ ქაჩავს შესაბამმისად. არც უნდა გაქაჩოს. არაა ეგ ჩანაფიქრში
-
როგორი ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის.. დიდი ხნის მანძილზე ჩემთანაც იყო მსგავსი პრობლემები. კვების ბლოკი შევცვალე კიდეც. არაფერი შედეგი. პირველ შემთხვევაში ups-ის ბრალი იყო. პირდაპირ დავერთე და აღარ ქონია პრობლემები. მეორე შემთხვევაში მსგავსი პრობლემები გამოვლინდა და აქაც ელექტროობა იყო დამნაშავე. როგორც წესი დამიწება არაა დღესდღეობით სახლის/ბინის ელექტროგაყვანილობაში. ქეისზედაც ხელს რომ ვადებდი ბჟუილის შეგრძნება იყო. დამიწებას ვერ გავაკეთებდი ამიტომ უბრალოდ defender-ის ფირმის დამაგრძელებელი ვიყიდე ადაშოფში და ეგ პრობლემაც მოგვარდა. მგონი დენის ფილტრი აქვს ჩაშენებული. მესამედ რომ დაემართა მაშინ უკვე კაბელების მენეჯმენტი მინდოდა მომეწესრიგებინა და ეს დენის გამანაწილებელდამაგრძელებელი კომპიუტერის მაგიდის ფეხზე მივაკარი მჭიდროდ. მაგიდის ფეხი მეტალისაა და ეგრევე გამაწვალა. ან ვერ ვრთავდი ან უბრალოდ ითიშებოდა. მოვაშორე მაგიდას და ისევ იატაკზე დავაგდე და იმის მერე მომენტალურად ირთვება და პრობლემის გარეშე. ბოლოს კიდე ფრიზები რომ გაუჩნდა უკვე corsair icue პროგრამის ბრალი იყ. მისი რომელიღაც მოდული ურევდა. ყველაფერი წავშალე როცა როგორღაც ჩავრთე და ნელნელა დავამატე უტილიტები. ასუს აურა სინქის ჩანართდან ქონდა პრობლემა. აღარ დანიყენებია . სამაგიეროდ ვიდეოკარტა და დედადაფა აღარ სინქრონიზდება განათებით სხვა კომპონენტებთან.. ნუ ალბათ დაფიქსავდნენ მაგრამ აღარ მიცდია. ობში შოტში დენის ბრალი მგონია. დამცავი/ფილტრატორი დაუყენე და შეხედე რას იზავს. ან სხვა ოთახში გაიტანე და იქ ააწყე სისტემა.
-
ძრავი ყველაზე ნაკლებადაა ამათ ფიასკოში დამნაშავე. რა პარამეტრსაც მისცემ იმას აარენდერებს. პროსტა არ აქვთ სხვა ხედვა დეველოპერებს და რაზეც გინდა გააკეთე. პ.ს. ფასდაკლებაა სთიმზეო მეგობარი მეუბნებოდა გუშინ. სადღაც 3-4 $ ღირსო და ჩემთან არ ჩანს (რუსულ რეგიონზეა ჩემი სთიმი) თორე ვიყიდდი. ეგდოს
