-
Posts
946 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
120
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by X-treme user
-
Dell UltraSharp U2412M მონიტორი
X-treme user replied to Barca's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ხო, ეგ მონიტორი მეც ვნახე ადრე, ლედ-ბექლაიტის და IPS-ის კვალობაზე, მართლაც კარგი რამე ჩანს, თუმცა მე რატომღაც Benq-ს და LG-ს ახალმა მოდელებმა უფრო მომხიბლეს და ეგენი აქ შემოიტანეს, მგონი საუკეთესო ვარიანტები იქნება ფასი/ხარისხის მხრივ. -
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
3 ადრეული არაოფიციალური ინფორმაციის გაჟონვის შესახებ, რომ Zambezi-ს უფროსი 8-ბირთვიანი პროცესორის ღირებულება ოდნავ გადააჭარბებდა 300$-ს, ჩვენთვის უკვე ცნობილია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Socket AM3-ის მქონე ზოგიერთი სისტემური დაფა იძლევა ასეთ CPU-ებთან მუშაობის შესაძლებლობას BIOS-ის განახლების შემდეგ, ეს წინადადება საკმაოდ საინტერესოა - ინფრასტრუქტურის მასშტაბური შეცვლა აღარ მოგვიწევს, საჭირო იქნება მხოლოდ პროცესორის შეძენა. ახლახანს დაწყებულ კონკურსზე, სადაც ხდებოდა პრიზების დარიგება, კომპანია AMD-მ უნებლიედ გათქვა Socket AM3+-ზე შესრულებული 8 ბირთვიანი პროცესორების ღირებულება. ხუთ მთავარ ჯილდოს წარმოადგენს დაახლოებით 300 $-ად შეფასებული შესაბამისი CPU-ები. კიდევ ასი პრიზი წარმოდგენილია Ruby თოჯინებით, თითოეული 25 $ ფასად. როგორც ჩანს, საქმე ეხება 8-ბირთვიან AMD FX-8150 პროცესორს, რომელიც მუშაობს ნომინალურ სიხშირე 3.6 გჰზ-ზე, მაგრამ ავტომატურად ჩქარდება 4.2 გჰზ-მდე. მიუხედავად იმისა, რომ პრიზების გათამაშება შედგება 9 სექტემბერს, Zambezi CPU-ების ანონსის თარიღზე ეს არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. ტრადიციულად, ჯილდოების გადაცემა შესაძლებელია გადადებულ იქნას პროდუქტების ბაზარზე გაშვებამდე. overclockers.ru -
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
ახალი ინფო: წინა კვირას, ჰონკონგურმა რესურს HKE PC-მ დაამოწმა, რომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დაგეგმილია Zambezi სერიის როგორც მინიმუმ ორი პროცესორის ანონსი - საუბარია FX-8150 (3.6/4.2 გჰზ) და FX-8100 (2.8/3.7 გჰზ)-ზე. FX-8120 (3.1/4.0 გჰზ) და FX-8170 (3.9/4.5 გჰზ) მოდელები, ამავე წყაროს ცნობებით, უნდა გამოჩნდეს მომავალი წლის პირველ კვარტალში. თურქული საიტი Donanim Haber კი განაგრძობს იმის თქმას, რომ Socket AM3+-ის პირველი CPU-ების ანონსი შედგება მხოლოდ ამა წლის ოქტომბრის თვეში. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ის აქვეყნებს AMD-ს როადმაპის სლაიდს: ზემოთჩამოთვლილ სამ 8-ბირთვიან პროცესორებს კომპანია უნდა გაუწიოს FX-6100 (3.3/3.9 გჰზ) და FX-4100 (3.6/3.8 გჰზ)-მა (6 და 4-ბირთვიანები შესაბამისად). ამ თარიღების დასადასტურებლად კი, კვარტალურ ანგარიშგების კონფერენციაზე, უკვე გაკეთდა განცხადებები AMD-ს წარმომადგენლების მიერ, რომლებმაც პირობა მოგვცეს, რომ დაიწყებენ Bulldozer CPU-ების მიწოდებას აგვისტოში. ამავე დროს დგინდება, რომ Llano სერიის პროცესორები ამჟამად წარმოდგენილია ოთხი მოდელის სახით (A8-3850, A8-3800, A6-3650, A6-3600), ხოლო A4-3400 და E2-3200 მოდელები კი წარდგენილ იქნებიან მიმდინარე თვის IV კვარტალში. ისინი მიიღებენ კონსტრუქციულ Socket FM1-ს. როგორც ხედავთ, ამ სლაიდზე არაფერია ნახსენები 3-ბირთვიან A6-3500-ზე. Brazos (Socket FT1) პლატფორმისთვის განკუთვნილი ახალი მოდელების ანონსი დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბერში - წარდგენილ უნდა იქნან E-450 და E-300 პროცესორები. overclockers.ru -
ეგ ნიუსი უფრო დაწვრილებით: ერთ-ერთმა აზიურმა რესურსმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სლაიდი Intel-ის როადმაპიდან, რომელიც მიმდინარე თვის შუა რიცხვებით თარიღდება. ამ დოკუმენტის მიხედვით, პროცესორი Core i7-3960X Extreme Edition (3.3 გჰზ) გაყიდვაში ამ წლის IV კვარტალში უნდა გამოჩნდეს, ხოლო 2012-ის II-ში კი, მას კომპანიას გაუწევს უფრო სწრაფი მოდელი. ბლოგ OBRovsky-ის ვერსიით, რომელიც ასევე ეყრდნობა გარკვეულ სლაიდებს, Core i7-3980X Extreme Edition შეიძლება გამოვიდეს ამა წლის IV კვ-ში, Core i7-3960X Extreme Edition-ის დებიუტიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. 2011-ის ოქტომბერში კი, წარდგენილ უნდა იქნას სისტემური ლოგიკის ნაკრები Intel X79, რომელიც უზრუნველყოფს LGA 2011-ში შესრულებულ პროცესორების მხარდაჭერას. შესაძლებელია, რომ Core i7-3980X Extreme Edition-ის შემოდგომის ანონსი, Intel-ისთვის თავისებურ 'გეგმა ბ'-ს წარმოადგენს - Zambezi CPU-ების წარმატებულ დებიუტის შემთხვევაში, რომლებიც განთავსებულნი არიან უფრო ხელმისაწვდომ ღირებულების სეგმენტში. თუმცა, Intel-ი შეიძლება ისწრაფოდეს კონკურენტებთან დაშორებული მანძილის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდაზე.
-
Cooler Master Hyper 612S
X-treme user replied to X-treme user's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
Cooler Master-ს V6GT-იც, V8-ც საკმაოდ კარგი ქულერები აქვს და გაგრილების საკითხი არ შეეშლება. ფასი ნორმალურია, თან პრაქტიკაშიც არ გვინახავს და მხოლოდ მონაცემებით მსჯელობა არ ღირს ჩემი აზრით.. -
ტაივანური მწარმოებელი MSI გამოსაშვებად ამზადებს Sandy Bridge-ზე დაფუძნებულ ნოუთბუქ GE620DX-ს, რომელიც ორიენტირებულია გეიმერებზე და მას გააჩნია 15.6-დუიმიანი (1366x768) LED-backlit დისპლეი, სასიამოვნო პრიალა მეტალის ზედაპირი და შესანიშნავი ხმის სისტემა. პროდუქტის წონა 2.4 კგ-ია და აღჭურვილია 2.0 გჰზ-ის მქონე, Core i7-2630QM quad-core პროცესორით, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, 750 გბ-მდე მყარი დისკით (5400/7200 RPM-ით), GeForce GT 555M 2GB გრაფიკული ბარათით და DVD-ჩამწერით ან Blu-ray წამყვანით. ლეპტოპის შემადგენლობაში აგრეთვე შედის THX TruStudio Pro-enhanced სპიკერები, Gigabit Ethernet, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth 2.1, მულტი-ფორმატული ქარდ-რიდერი, HD ვებ-კამერა, ორი USB 3.0 პორტი, D-Sub და HDMI, 6-უჯრედიანი (4400 mAh) ელემენტით და GPU Boost-ით (გრაფიკის გადართვით), Cinema Pro (გამოსახულების რეგულირება), Turbo Battery+ (კვების მართვა) ტექნოლოგიებით. GE620DX მუშაობს Windows 7 Home Premium ოპერაციულ სისტემაზე, ხოლო მისი ღირებულება და გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. TC Magazine
- 1 reply
-
- 2
-
-
კომპანია Cooler Master-ის ასორტიმენტს შეემატა პროცესორისთვის განკუთვნილი გაგრილების სისტემა Hyper 612S. მწარმოებლის სიტყვებით, ნაწარმი დაპროექტებულია ისეთი გათვლით, რომ მან მაქსიმალურად უზრუნველყოს სითბოს მოცილების საკითხი. ამისათვის კი, კონსტრუქციაში შესულია ექვსი სითბური მილაკი და ორი რადიატორი, რომლის ფირფიტების ფორმებიც კი სპეციალურად ზემოაღნიშნული მიზნისთვის არის გათვლილი. ჰაერის ნაკადის წარმოქმნაზე ზრუნავს 120 მმ-იანი ფენი და შესაძლებელია იდენტური ზომის, მეორე ასეთი პროდუქტის დაყენება. კონსტრუქციის გაბარიტები შეადგენს 140 x 128 x 163 მმ-ს, ხოლო მასა კი - 806 გ-ს. ფენი ასრულებს 1300 ბრ/წთ-ში ±10%, რაც შეესაბამება 1,49 მ3/წთ ჰაერისა და 22,5 დბ ხმაურის დონეს. თუ მისი კვებისთვის გამოყენებულ იქნება 'უხმაურო რეჟიმის გადამყვანი', მაშინ ბრუნვების ოდენობა დაეცემა 900-მდე, ნაკადი 1 მ3/წთ-მდე, ბოლო მახასიათებელი კი - 16,1 დბ-მდე. Hyper 612S ქულერი თავსებადია პროცესორის Intel LGA1366, 1156, 1155 და 775, AMD AM3, AM2+ და AM2 ბუდეებთან. გაყიდვების დაწყება დაგეგმილია სექტემბერში, 45 ევროდ. IXBT
-
როგორც ჩანს, Lucid Virtu იგულისხმება.. დაწვრილებით აქ წაიკითხავ
-
კომპანია ASRock-მა თავის ასორტიმენტს შემატა mini-ITX ზომის და Intel Z68 ჩიპსეტზე დაფუძნებული სისტემური დაფა Z68M-ITX/HT, რომელიც პირველ რიგში, განკუთვნილია HTPC-ების შესაქმნელად, რაზეც მეტყველებს კომპლექტში შესული დისტანციური მართვის პულტი. პროდუქტი გათვლილია LGA1155 სოკეტის Intel Sandy Bridge პროცესორებისთვის და აღჭურვილია კვების ოთხფაზიანი სქემით, DDR3-2133 მეხსიერების მოდულების ორი სლოტით, ამდენ-ამდენივე SATA 6/SATA 3 გბიტ/წმ პორტით, ხოლო გაფართოების შესაძლებლობები წარმოდგენილია PCI-Express x16-ით. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს Gigabit Ethernet გასასვლელი, მრავალარხიანი (7.1) ხმის კოდეკი, ორი USB 3.0 და ერთი eSATA. ნაწარმის გამოყენების პრიორიტეტულ სფეროს გათვალისწინებით, ადგილზეა D-Sub, DVI და HDMI-იც. მწარმოებელი აგრეთვე აღნიშნავს ტექნოლოგია LucidLogic Lucid, Smart Response Technology, XFast LAN და XFast USB-ის მხარდაჭერას და UEFI BIOS-ის არსებობას. ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. IXBT
-
თითქმის ერთი წლის წინ, კომპანია Thermalright-მა წარადგინა რადიატორი HR-02, რომელიც განკუთვნილი იყო პროცესორების პასიურ გაგრილებაზე 130 ვ-მდე. ამჯერად, ოფიციალურ საიტზე შესაძლებელია ამ პროდუქტის უფრო ახალი ვერსიის ნახვაც, რომელიც აღინიშნება HR-02 Macho სახელწოდებით. გაბარიტები და მასა უცვლელი დარჩა (140 х 102 х 162 მმ, 860 გ), ხოლო ნიკელირებულ ზედაპირიდან კვლავაც ექვსი U-მოყვანილობის სითბური მილაკი გამოდის, თუმცა საფარველის გარეშე. გარდა ამისა, კომპლექტში უკვე შედის 140 მმ ზომის საფირმო ფენი Thermalright TY-140, რომელიც ასრულებს 900-დან 1300 ბრ/წთ-ში და მაქსიმალურ ჰაერის ნაკად 73 ფუტ3-ის დროს, გამოსცემს არაუმეტეს 21 დბ ხმაურს. ქულერის სამაგრის სისტემა თავსებადია LGA 775/1155/1156/1366 და Socket AM3/AM2/AM2+ პლატფორმებთან. ყველაზე მთავარი ცვლილება, ალბათ მაინც შემცირებული ფასია, რომელიც ევროპაში იწყება 37,9 ევროდან და სწორედ მაღალი ღირებულება განაპირობებდა იმ ფაქტს, რომ მისი წინამორბედი ბევრი ენთუზიაზისტისთვის ხელმიუწვდომელი იყო. overclockers.ru
-
AMD-ს Zambezi Bulldozer ბირთვზე i7-ის დონის იქნებაო
X-treme user replied to სოსო's topic in AMD & დედა დაფები
აქვე ვამატებ ინფოს: როგორც გახსოვთ, AMD-მ ივნისში გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ Bulldozer პროცესორების მიწოდება 60-90 დღის განმავლობაში დაიწყებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინანდელ კვარტალურ ანგარიშგების წარდგენისას განაცხადა, რომ მზად არის ამ პროდუქტების გამოშვება უკვე აგვისტოს თვეში დაიწყოს. ალბათ, პლატფორმის მიმართ ინტერესის გაღვივებას კომპანია გეგმავს შემუშავებული კამპანიით, რომელიც გატარდება ამ CPU-ების ანონსის დაწყებამდე. პოპულარულ რესურს youtube-ზე გაჩნდა ანიმირებული კომიქსების მიხედვით გაფორმებული ვიდეორგოლი, რომელშიც საუბარია ოპერაცია Scorpius-ის მზადებაზე, FX პროცესორების მონაწილეობით, ხოლო მასში ზოგჯერ Ruby-ისაც მოჰკრავთ თვალს. მაყურებელთა გამომცდელმა გონებამ მაშინვე შეამჩნია თარიღის ნაწყვეტ '...ember 19'-ს, ეკრანის მარცხენა ქვედა კუთხეში. როგორც ჩანს, ოპერაციის დაწყება დაგეგმილია რომელიღაც თვის 19 რიცხვში, ფორმალურად კი, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სექტემბერი, ნოემბერი და დეკემბერი, თუმცა ანონსის ასეთ დაგვიანებაზე ფიქრი მაინცდამაინც არ გვსურს. პლატფორმა Scorpius-მა, როგორც იცით, უნდა გააერთიანოს Zambezi პროცესორები, AMD 900 სერიის ჩიპსეტები და Radeon HD 6xxx ოჯახის ვიდეობარათები. -
ალბათ გეცოდინებათ, რომ Intel-ი სექტემბერში აპირებს LGA 1155 პროცესორების ახალი მოდელების წარდგენას, რომლებიც მიიღებენ სავაჭრო მარკა Celeron-ს. განახლდება იგივე სახელწოდების მობილური პროცესორების ასორტიმენტიც და აგრეთვე Atom-ის ყველა კატეგორიის CPU-ები. სინგაპურის ვებ-გვერდი VR-Zone ფლობს დამატებით ინფორმაციას აღნიშნული პროდუქციის შესახებ, რომლებიც გამოშვებულ იქნებიან მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. 35 ვ-იანი TDP-თი თავს მოიწონებენ პროცესორები 'T' ასო-ბგერას - მოდელის სახელწოდებაში: Core i3-2120T -> ორი ბირთვი, Hyper-Threading, 2.6 გჰზ, 3 მბ კეში, $127; Pentium G630T -> ორი ბირთვი, 2.3 გჰზ, 3 მბ კეში, $70; Pentium G530T -> ორი ბირთვი, 2.0 გჰზ, 2 მბ კეში, $47. პროცესორებს შორის TDP-ს უფრო მაღალი დონით, დაგეგმილია შემდეგი პრემიერები: Core i5-2320 -> ოთხი ბირთვი, 3.0 გჰზ, 6 მბ კეში, $177; Core i3-2130 -> ორი ბირთვი, Hyper-Threading, 3.4 გჰზ, 3 მბ კეში, $138; Core i3-2125 -> ორი ბირთვი, Hyper-Threading, 3.3 გჰზ, 3 მბ კეში, $134; Pentium G860 -> ორი ბირთვი, 3.0 გჰზ, 3 მბ კეში, $86; Pentium G630 -> ორი ბირთვი, 2.7 გჰზ, 3 მბ კეში, $64. გარდა ამისა, ოქტომბერში, კომპანია Intel-ი შეამცირებს Core i3 და Pentium სერიის ზოგიერთ პროცესორის ღირებულებასაც. Overclockers.ru
-
AMD Radeon HD 7990-ის მახასიათებლები
X-treme user replied to X-treme user's topic in AMD (ვიდეო დაფები)
AMD-მ, ბოლო კვარტალურ ანგარიშის წარდგენაზე, თავი არ აურიდებია Southern Islands სერიის, 28 ნმ გრაფიკულ გადაწყვეტილებების ანონსის მზადყოფნის შესახებ საუბარს, რითაც შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ საქმეები ამ მხრივ კარგად მიმდინარეობს, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში, თემა კვლავ დახურული დარჩებოდა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე ხელთ აქვს აღნიშნული სახის ნაწარმები, რომელთაგანაც პირველი წევრების მიწოდება უკვე მიმდინარე წელს დაიწყება. AMD მასზე დიდ იმედებს ამყარებს და იმედი აქვს, რომ გაუსწრებს კონკურენტებს ამ ტექ-პროცესზე გადასვლის თარიღებით. AMD აზუსტებს, რომ მისი ყველა 28 ნმ პროდუქტები (როგორც ჩანს, ეს ეხება ცენტრალურ პროცესორებსაც) გამოშვებულ იქნებიან ტექ-პროცესის ერთ სახესხვაობით, მონოლითურ ნახევარგამტარის გამოყენებით (bulk CMOS). ეს შესაძლებელს გახდის TSMC-სა და Globalfoundries-თან მუშაობის კოორდინირებას, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ამ ტიპის პროდუქტებს AMD-ს დაკვეთით. -
GeIL Enhance Corsa და Evo Corsa
X-treme user replied to X-treme user's topic in RAM / SSD / HDD / Flash
ეგ კიტი 8 გბ-იანია, მაგ ტაიმინგებით -
ახალი ნაწარმისადმი უფრო მეტი დაინტერესების მიზნით, კომპანია EVGA-მ გამოაქვეყნა დედადაფის ფოტოსურათი, რომელიც ეფუძნება სისტემურ ლოგიკურ ნაკრებ Intel X79-ს და ემზადება გამოშვებისათვის. პროდუქტისთვის, როგორც ჩანს, დიზაინერებმა შეარჩიეს ფერთა შეზღუდული პალიტრა. ბეჭდური სქემა გაფორმებულია შავად და აღჭურვილია ანალოგიური ტონალობის მეხსიერების მოდულების სლოტებით, რადიატორით, პორტებით, Reset და Power ღილაკებით. ყველაზე კაშკაშა ადგილს წარმოადგენს ვერცხლისფერი პროცესორის ბუდე LGA2011, რომელიც განკუთვნილია 32-ნმ Sandy Bridge-E CPU-ებისათვის. ტექნიკური მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა, სურათზე დაკვირვებით, მაინც შეიძლება ორიოდე სიტყვის თქმა. მასზე ჩანს DDR3 მეხსიერების მოდულების ოთხი სლოტი, 8-პინიანი პორტი პროცესორისთვის დამატებითი ენერგიის მიწოდებისთვის, ჰორიზონტალურად ორიენტირებული, 24-კონტაქტიანი კვების გასასვლელი. ღია კორპუსით ექსპერიმენტების მოყვარულთათვის, მოეწონებათ Power, Reset და Clear CMOS ღილაკების არსებობა. აგრეთვე, ჩვენ ვხედავთ გაგრილების სისტემის სითბური მილაკის მცირე ნაწილსაც. პროდუქტის გამოსვლის თარიღად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომა უნდა დასახელდეს. TechConnect Magazine
-
12,5 მმ სისქის მქონე, Scorpio Blue მყარი დისკის გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ, კომპანია Western Digital-მა განაცხადა იმავე სერიის და ანალოგიური ტევადობის HDD-ის გაყიდვების დაწყების შესახებ, მხოლოდ ამჯერად აღნიშნული მახასიათებელი 9,5 მმ იქნება. საფირმო ნომენკლატურის მიხედვით, ნაწარმი აღინიშნება როგორც WD10JPVT, ხოლო მისი გამოყენების სფეროს კი წარმოადგენს თხელი და ულტრა-თხელი ნოუთ-ნეტბუქები. ახალი პროდუქტის მახასიათებლები, საკმაოდ სტანდარტულია მობილურ კომპიუტერებში გამოყენებულ მყარი დისკებისთვის: კეშ-მეხსიერების ოდენობა 8 მბ-ია, შპინდელის სისწრაფე - 5400 ბრ/წთ-ში, ინტერფეისი კი - SATA 3 გბიტ/წმ. მას გააჩნია საფირმო ტექნოლოგია SecurePark და ShockGuard-ის მხარდაჭერა, რომლებიც შესაბამისად, ასრულებენ ენერგომოხმარების დაზოგვისა და ფირფიტების დაცვას დარტყმებისაგან. WD10JPVT-ს თან მოჰყვება მწარმოებლის სამწლიანი გარანტია. აშშ-ში მისი ღირებულება შეადგენს 140$-ს. IXBT
-
Microsoft Explorer Touch Mouse
X-treme user replied to X-treme user's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ხო, ეგ იგულისხმება -
როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა მანიპულატორი Explorer Touch Mouse, რომელიც შეუერთდება Touch Mouse და Arc Touch Mouse მოდელების მწკრივს, რადგან სქროლ-ბორბლის ნაცვლად, ის სენსორული ველით არის აღჭურვილი. გარდა ამ კომპონენტისა, მაუსმა აგრეთვე მიიღო ხუთი პროგრამირებადი ღილაკი, ხოლო გადაადგილების თვალ-ყურის სადევნელად, მასში არსებობს საფირმო ტექნოლოგია BlueTrack. როგორც იუწყებიან, ის იძლევა პროდუქტის სხვადსხვაგვარ ზედაპირზე გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის დივანებსა და ხალიჩებზე. მწარმოებლის თქმით, Explorer Touch Mouse-ს უნარი შესწევს, რომ კვების წყაროს შეუცვლელად იმუშაოს 1,5 წელიწადი, ხოლო კომპიუტერთან კავშირისათვის კი, გამოიყენება რადიოარხი. კომპლექტში შესულია USB-ინტერფეისის მქონე, მინიატურული მიმღები. ნაწარმის გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება და მისი ღირებულება იქნება 49,95$. მყიდველს შეეძლება არჩევანის გაკეთება ოთხიდან ერთ ფერზე, ესენია: შავი, რუხი, წითელი და მოწითალო-მოყავისფრო. IXBT
-
კომპანია GeIL (Golden Emperor Industries Ltd.)-მა გამოუშვა დესქტოპ DDR3 მეხსიერების მოდულის ორი სერია - Enhance Corsa და Evo Corsa, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სათამაშო კომპიუტერებისათვის და შედგებიან 4-არხიანი ნაკრებებისაგან. სხვა სიტყვებით, მწარმოებელი ემზადება Sandy Bridge-E პროცესორებზე დაფუძნებულ სისტემების გამოსვლაზე. რა თქმა უნდა, აღნიშნული ტიპის კომპლექტის გამოყენება შესაძლებელია Dual-channel კონფიგურაციაშიც. გარდა ამისა, ახალ ხაზში შესულია 2-2 მოდულიანი 2-არხიანი ნაკრებები. Evo Corsa სერია მოიცავს GOC34GB1866C9DC, GOC34GB2133C9DC, GOC38GB1866C9QC და GOC38GB2133C9QC კომპლექტებს. მათგან პირველი ორის ტევადობა 4 გბ-ია (2 გბ х 2), დანარჩენისა კი - 8 გბ (2 გბ х 4). პირველი და მესამე მუშაობენ 1866 მჰზ სიხშირეზე, მეორე და მეოთხე კი - 2133 მჰზ-ზე. კვების ძაბვა, ყველა შემთხვევაში 1.5 ვ-ია, ხოლო დაყოვნებები კი - CL9-10-9-28. Enhance Corsa-ში შევიდნენ GEC34GB1333C9DC, GEC34GB1600C9DC, GEC38GB1333C9QC და GEC38GB1600C9QC ნაკრებები. პირველი ორი 4, ხოლო დანარჩენი კი - 8 გბ ტევადობით. პირველი და მესამე ფუნქციონირებენ 1333 მჰზ-ზე და CL9-9-9-24 ტაიმინგებზე, II და IV კი - 1600 მჰზ-სა და CL9-9-9-28-ზე. ძაბვა აქაც 1,5 ვ გახლავთ. მწარმოებელმა შეამოწმა მოდულები მაღალ სიხშირეებზე მუშაობის შესაძლებლობაზე და მოახდინა შესაბამისი პარამეტრების ჩაწერა XMP პროფილებში. DDR3-1333 მოდულების გამოყენება დასაშვებია 1500, ხოლო DDR3-1600 კი - 1700 მჰზ-ზე. ინფორმაცია პროდუქტების ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება. IXBT
-
როგორც ჩვენთვის ცნობილია, წყლის გაგრილების მზა მინი-ნაკრებებ ან ჩაკეტილ სისტემებზე დიდი მოთხოვნაა, მიუხედავად მათი უფრო ნაკლები ეფექტურობისა (ჰაერის გაგრილების ტოპ-სისტემების ფასსა და ეფექტურობასთან შედარებით). ბევრ მომხმარებელს იზიდავს ასეთი მოწყობილობების გარეგნული მხარე, ხოლო ზოგიერთს კი სურს, რომ ამგვარად, საკუთარი თავი ენთუზიაზისტების რიცხვს მიეკუთვნოს. ობიექტურად რომ ვისაუბროთ, აღნიშნულ პროდუქტებს გააჩნიათ დადებითი მხარეები: უმძლავრეს ჰაერის ქულერებთან შედარებით, პროცესორზე დაყენებისას, ისინი იკავებენ უფრო მცირე ადგილს და იძლევიან მაღალი რადიატორების მქონე, ოპერატიული მეხსიერების დაუბრკოლებლად ჩადგმის საშუალებას. კიდევ ერთი პლიუსი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია იყოს სითბოს მოცილება, სისტემური ბლოკის კორპუსის გარეთ. ვებ-გვერდი TechPowerUp იუწყება, რომ ცნობილმა კომპანია Thermaltake-მა განაახლა Big Water სერიის წყლის გაგრილების სისტემები. მათ შორის ერთ-ერთი, სახელწოდებით Big Water 760 Plus-ის დაყენება შესაძლებელია კეისის ორ 5.25-დუიმ ზომის განყოფილებაში და შედგება 500 ლ/სთ-მდე წარმადობის მქონე პომპებისაგან, მცირე რეზერვუარისა და რადიატორისაგან 120 მმ ფენით. ამგვარ სისტემებს ის ადრეც უშვებდა, თუმცა ამჯერად გამოიყენება განსაკუთრებული ახალი და თხელი ბლოკი, რომელსაც კომპანია მაღალეფექტურს უწოდებს. გარდა ცალკეული გაყიდვებისა, Big Water 760 Plus ხელმისაწვდომი იქნება კორპუს Level 10 GT LCS-ის კომპლექტთან ერთად. მეორე ნაწარმია მოდელი Big Water A80, რომელიც შედგება წინასწარ შევსებულ და ჰერმეტიულად დახურულ გაგრილების სისტემისაგან, სადაც სითბომომცილებელში მოთავსებულია მცირე ზომის პომპაც. გარდა ამისა, ის აღჭურვილია 120 მმ-იანი რადიატორით, ხოლო ნაკრებში შესულია 2500 ბრ/წთ-მდე სიჩქარის მქონე, აღნიშნული ფორმ-ფაქტორის ფენი, რომლის ხმაურის მაქსიმალური დონეც 43 დბ-ია. ოფიციალურ საიტზე მოცემულია გაგრილების სისტემის მცირე შედარება - ყველაზე დიდ დატვირთვაზე და შტატური სიხშირეებით მომუშავე, პროცესორ Intel Core i7-965-ის ქარხნულ ქულერთან. შედეგად, გამარჯვებულის წოდება მოიპოვა წყლის გაგრილების პროდუქტმა და მეტოქეზე 10O ცელსიუსით უკეთესი შედეგი აჩვენა. Big Water 760 Plus-მაც გაიარა ანალოგიური ტესტირება და გამოდგა 16O-ით ეფექტური. ორივე ახალი ნაწარმი, კორპუსთან ერთად, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ჩაეშვება გაყიდვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა, ინფორმაცია ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია. Overclockers.ru
-
AMD Radeon HD 7990-ის მახასიათებლები
X-treme user replied to X-treme user's topic in AMD (ვიდეო დაფები)
აქვე ვამატებ: თურქულმა ინფორმაციულმა წყარო Donanim Haber გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გრაფიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც შესულნი იქნებიან სერია AMD Radeon HD 7000-ში, იქნებიან თავსებადი მომდევნო თაობის PCI Express ინტერფეისთან. სამაგიდო სისტემებისთვის განკუთვნილი 3D-ბარათები მიიღებენ PCI Express 3.0 x16-ს, ამასთან, შენარჩუნდება სრული საპირისპირო თავსებადობა სტანდარტის წინა თაობებთან. სპეციფიკაცია PCI Express 3.0 მიღებულ იქნა ორგანიზაცია PCI-SIG-ის მიერ, წინა წლის ნოემბრის თვეში. გამტარობის უნარიანობის მხრივ, PCI Express 3.0 ორჯერ აღემატება თავის წინამორბედს. თითოეულ ხაზზე (x1), ერთი მიმართულებით, შესაძლებელია მონაცემთა გადაგზავნა 1 გბ/წმ სიჩქარით, ამგვარად, x16 კონფიგურაციის მაქსიმალური გამტარობის დონე მიაღწევს 32 გბ/წმ-ს. ამასთან, კოდირების ახალი სქემის გამოყენებით, არხის სასარგებლო ჩატვირთვის კოეფიციენტი გაიზრდება 25%-ით და უახლოვდება 100%-ს. როგორც თქვენთვის ცნობილია, AMD Radeon HD 7000 ბარათებს საფუძვლად დაედება 28 ნმ გრაფიკული პროცესორები, რომლებიც ასევე ცნობილნი არიან Southern Islands-ის სახელწოდებით. -
მიუხედავად რეგულარულად გავრცელებელი ხმების, დესქტოპ-პროცესორ AMD FX-Series (Bulldozer)-ების გამოსვლის გადადებასთან დაკავშირებით, რომელთა დებიუტიც, ბოლო მონაცემებით, შესაძლებელია ოქტომბრამდე არ შედგეს, კომპანია ASRock-მა გადაწყვიტა არ დალოდებოდა ზღვის ამინდს და ოფიციალურად დაანონსა სისტემური დაფა Fatal1ty 990FX Professional, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ CPU-ებთან მუშაობაზე. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ნაწარმი დამზადებულია ვიდეოთამაშების სფეროში განთქმულ გურუ - ჯონათან 'Fatal1ty' ვენდელთან თანამშრომლობით, ხოლო საფუძვლად მას უდევს ჩიპსეტი AMD 990FX. ATX ფორმ-ფაქტორში აგებული დედადაფა უნდა გახდეს ტაივანური მწარმოებლის ფლაგმანური გადაწყვეტილება AM3+ პლატფორმაზე და შეუძლია შემოგვთავაზოს მყარი კონდენსატორების მქონე ციფრული V12+2 ფაზური კვების სისტემა და Fatal1ty Mouse Port - მოთხოვნის რეგულირებად სიხშირეს 125-დან 1000 ჰზ-ის ფარგლებში, გეიმერული მაუსების დაკავშირებისათვის. გარდა ამისა, პროდუქტის აღჭურვილობაში შედის სამი PCI-Express x16 გაფართოების სლოტი - CrossFireX და SLI რეჟიმების მხარდაჭერით, ოთხი ცალი - DDR3 2100 მოდულებისათვის, 32 გბ მეხსიერების ტევადობით და ექვსი SATA 6.0 Gbps პორტი. ASRock Fatal1ty 990FX Professional-ის შემადგენლობაში მოიპოვება Gigabit Ethernet-ის ორმაგი გასასვლელი XFast LAN გადაწყვეტილებით - ქსელური შესაძლებლობების მართვისათვის და ასევე, საერთო ჯამში, ექვსი USB 3.0 პორტი - XFast USB ტექნოლოგიით, რომელიც იძლევა მონაცემთა გადაცემის სისწრაფის ზრდას. გარდა ამისა, ადგილზეა PCI-Express x1 და PCI სლოტების წყვილი, ერთი FireWire და ორი eSATA, ფუნქცია Graphical UEFI, 7.1-არხიანი ხმის მხარდაჭერა და გადადების შუქდიოდური ინდიკატორი - Power, Reset და Clear CMOS ღილაკებთან ერთად. 305 x 244 მმ ზომების მქონე დაფის გაყიდვების დაწყების თარიღისა და ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. TC Magazine, Ferra.Ru
-
კასკადური გაგრილების თემის სურათებიც გაუქმებულა.. ვიპოვე სტატია დუალ-კასკადზე და მაგით ხომ არ ჩაგვენაცვლებინა?
-
ცოტა მოსაწესრიგებელი კი არის, მაგრამ ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოვრჩეთ და მერე მოვიფიქროთ როგორ დავახარისხოთ და რა დავამატოთ
-
RAID თემის ლინკი არასწორია, SSD სტატიაზე გადადის და შესაცვლელია ამით.
