Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5943
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    60

Everything posted by Power_VANO

  1. @KetiSilagava არ იფიქროთ, რომ ვერ ვამჩნევთ თითქმის ყველა პოსტში სხვა კომპანიის პროდუქტების ბმულებს პოსტავთ. მესმის, რომ Overclockers GE-ს კარგი ფეიჯრანკი აქვს და ღირებულია ჩვენგან დალინკვა, მაგრამ უფასო რეკლამა აქ აკრძალულია. უსაფრთხოების სისტემების ტოპიკში დაგილინკეთ რეკლამის პირობები.
  2. @KetiSilagava რეკლამას ჩვენთან თავისი ფორმა და წესები აქვს, პოსტი დაგირედაქტირეთ, ბმულები წავშალე. გთხოვთ, მომავალში შეუთანხმებელი რეკლამისგან თავი შეიკავოთ:
  3. LG G1, არა? ახალი ევო პანელები რომ დაარეკლამეს. რამე საოცარი წინსვლა არაა ნამდვილად. ცოტათი უკეთესი არის, მაგრამ 1000 ნიტსამდეც არ ასულან: https://www.rtings.com/tv/reviews/lg/g1-oled ახალ Sony A90J-საც იგივე აქვს თითქმის.
  4. კი, მეც მგონია, რომ ინფინიტ კონტრასტის გამო აღიქმება სხვანაირად. ამას რომ ეჩვევი, მერე LCD-ზე True Black-ის არარსებულობა უკვე ძაან ცუდად ხვდება თვალს თუმცა ხო, ოლედს ფიზიკურად არ შეუძლია ისეთი სიკაშკაშე ჰქონდეს, რაც სხვა პანელებს. აი ახლა მაგ შედარების ვიდეოსაც გააჩნია სად უყურებ ხო? ახლა რომ IPS-დან ვუყურებ სხვანაირად აღიქმება და მერე OLED-ზე რომ ვნახო, დარწმუნებული ვარ, იქ საერთოდ სხვანაირი იქნება. ლაივში უნდა ნახო და თან გარკვეული დრო თვალი მიაჩვიო ალბათ, რომ ზუსტი შეხედულება ჩამოგიყალიბდეს, როგორი გამოსახულება გირჩევნია. ძალიან ინდივიდუალური მგონია. ალბათ მართლა მინი და მიკროლედები იქნება, რაც დააბალანსებს და ორივე მხრიდან საუკეთესოს მოგვცემს.
  5. არაა ნამდვილად რეალ ლაიფში დიდი მინუსი ეგ და იმიტომ. LG CX რამდენი ხანია მაქვს და არაა ნამდვილად დიდი მინუსი, რომ სიკაშკაშე იმდენი არ აქვს, რაც სტანდარტულ LCD-ს ან QLED-ს. სავსებით საკმარისია ის სიკაშკარე ბნელ სცენებშიც კი, რაც აქვს და იმდენად კარგი ჩვენების ხარისხია, რომ ამის მერე სხვა რამის ყურება აღარ გინდება კინოში წასვლაზე აღარ ვლაპარაკობ, IMAX-საც კი დასცინებ მე მგონია, რომ LCD გვაჩვევს, ბნელ სცენებში ზედმეტ სინათლეს და რეალურად, როცა OLED-ს უყურებ, სულაც არ გჭირდება ეგ ზედმეტი სიკაშკაშე და სინათლე. გაცილებით უკეთ აღქმადია OLED-ზე ბნელი სცენები.
  6. პმ მოგწერე მეილი, რაც გაქვს საიტზე. ნახე აბა მაგას თუ წერ.
  7. ხელახლა უნდა გავაკეთო ეგ. აფგრეიდის მერე აღარ მუშაობს ძველი.
  8. ოკ, კი ბატონო. როგორც გინდა.
  9. მომწერე იუზერნეიმი და გინახავ მეილს
  10. ხელახლა უნდა გავაკეთო. ძველი აღარ მუშაობს ახალ ვერსიაზე.
  11. ახალ ვერსიაში მეილებით ლოგონია პრიორიტეტული უსაფრთხოების გამო. პმ მოგწერე მეილი, რაც გამოყენებული გაქვს ექაუნთზე. ენაუნსმენთშიც უნდა დავწერო.
  12. +1 CDKOffers-ს. Office-ის ლიცენზიებიცაა მანდ.
  13. პოსტები, ლაიქები, follow-ები და ა.შ. დავწერ მაგასაც დეტალურად როგორაა ახალ ვერსიაში.
  14. დიდი აფდეითი მოვიდა. დროებით Dark თემა აღარ გვაქვს. ნელ-ნელა გავასწორებ
  15. 4K მონიტორები ვისაც გაქვთ, ეს ნახეთ, 2019-ის სემფლია, 4K 50FPS. Pirate Bay-ზე დევს ამ ხარისხში 2019-ის სეზონი, მაგრამ სიდერები არაა. UK-ში სქაის აქვს 4K, მაგრამ მხოლოდ TV ბოქსებზე. რა სამწუხაროა ამის მერე 1080-ის ყურება
  16. სტარლინკის საიტზე საქართველოს დაფარვის ზონაში მოხვედრას 2022 უწერია. რაიონებში იქნება ძალიან კარგი. + ვინ გიშლის რომ მაგის უკან NAT ააწყო და იგივე მეზობლებს გაუზიარო ინტერნეტი. რეგიოპნებზეა უფრო გათვლილი და ორგანიზაციებიც კარგად გამოიყენებენ ნამდვილად. იურიდიული პირებისთვის ძალიან ძვირია ნეტი ჩვენთან მართლა. დროთა განმავლობაში ფასიც დაეცემა თავისთავად.
  17. ცოტა მეტი დეტალები დაიყარა ახალ Xe-ზე: https://www.tomshardware.com/news/intel-gives-glimpse-of-xe-hpg-dg2-gaming-gpus-up-to-512-eus-pcie-50-gddr6 მაინინგში კარგი თუ გამოდგა, ეშველება ცოტა GPU-ების ბაზარს
  18. ვებ სერვისი გაიჭედა ღამე სამწუხაროდ. კი ვუშველე როცა გავიგე, მაგრამ რამდენიმე საათი მოუწია გათიშული ყოფნა.
  19. ნამდვილად. ძალიან ბევრი 4K HDR კონტენტია უკვე. სტრიმინგ სერვისებიც, ნეტფლიქსი, პრაიმი... 4კ კონტენტით გაჯერებულია. ტელევიზორის ზომას რაც შეეხება, მეც ვფიქრობ, რომ რაც უფრო დიდ ტვ-ს გაქაჩავს ბიუჯეტი, უკეთესია. 65"-იანი CX ვიყიდე და იდეაში, ვფიქრობდი, დიდია და ა.შ. მეთქი, მაგრამ 2 ფილმის ყურების მერე მიეჩვია თვალები და ახლა 77"-იანსაც უპრობლემოდ დავიდგამდი :დ უბრალოდ ძვირია გაცილებით 77"-იანი. ორი თვე გავიდა რაც მაქვს CX და ჯერჯერობით ყველაფერი ოკ არის. არც Image Retention და არც Burn-in-ის კვალი არ ჩანს. ხანდახან დისქავერი და ა.შ. არის ხოლმე ჩართული, სადაც მუდმივად ლოგოც არის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ეტყობა.
  20. კატასტროფული დეფიციტია ისე ყველაფერზე. ფიზიკურად რესურსი არ ყოფნის TSMC-ს ქარხნების. შეიძლება ცოტა სიტუაცია გამოასწოროს Intel-ი თუ ლიცენზირებას გააკეთებს TSMC_ს ტექნოპროცესის და თავის ქარხნებში აწარმოებს. იდეის დონეზე კი თქვა ახალმა CEO-მ.
  21. @gio_kiborg მანდ მთავარია ვიდეო როგორ უნდა გასტრიმო და სად. NAS კომპს პირდაპირ უნდა მიერთო მონიტორი/ტვ? თუ CIFS/NFS-ით უნდა დაუკავშირდე ტვ-დან ან შენი სხვა კომპიდან? თუ მეორე - იდეაში Core 2-იც საკმარისი იქნება რომ ქსელში 100 მბ/წმ ან თუნდაც 1 გბ/წმ სიჩქარით ფაილები მოგაწოდოს. თუ ტრანსკოდინგი/კონვერტაცია უნდა გააკეთოს კომპმა და FHD-ზე მეტს აპირებ, მაშინ 1366 სოკეტი ყველა ვარიანტში და 4კ-ს თუ აპირებ, H.265 / VP9 აქსელერაციის მქონე ვიდეო დაფა, თორემ ფრეიმ დროპები გექნება აუცილებლად.
  22. Valhalla-ს Epic-ზე თუ იყიდით, გაითვალისწინეთ, რომ რუსული ვერსიაა ჩვენი რეგიონისთვის. ხმები შეგიძლიათ ინგლისური მონიშნოთ, მაგრამ ტექსტები რუსული დარჩება და ცუდი თარგმანია ძალიან. მე დავარეფანდებინე ფული მაგის გამო. Ubisoft Plus იყიდეთ ვისაც ინგლისური გინდათ. 14.99$ ღირს თვე და თუ აქტიურად თამაშობთ, ვალჰალასაც მოასწრებთ და სხვა თამაშებსაც მაგათგან მაგ ერთ თვეში Plus-ში სრული ვერსიებია თამაშების, Ultimate ედიშენები თან და ინგლისურად.
  23. @George @Harmony Lines გეთანხმებით, გავრისკე რა თქმა უნდა :დ თუმცა იმიტომ გავრისკე, რომ ამდენი წელია ვიწერ რაღაცებს და არასდროს დაზიანებული არაფერი ჩამოსულა. + აქ ელიტ-ელექტრონიკსი B9 სერიას 65"-იანს 12000 ლარად ყიდიდა. ვუთხარი და ჩამოტანით ვერ ჩამოგიტანთო, თორემ ვიყიდიდი აქ. ძველი და თან ბ სერიის ოლედის ყიდვა არ მინდოდა. ეს CX დამიჯდა მე 9400 ლარი, ჩამოტანიან-განბაჟებიანად. ჩამოტანა დაჯდა ძვირი თავისთავად, 900 ლარის მარტო ჩამოტანის ხარჯი გამოვიდა, 42 კილო იყო. კამექსს ჩამოვატანინე. შეფუთვა ძალიან კარგი ჰქონდა, ძალიან უნდა მოენდომებინათ, რომ გზაში რამე დამართნოდა ამას. ამაზონზე ვიყიდე 2149$-ად. ბლექ ფრაიდიზე იყო 1900$-ზე ჩამოსული, მაგრამ მაშინ სახლის რემონტში ვიყავი და სამწუხაროდ საკმარისი ფინანსები არ იყო. თორემ კიდევ უფრო იაფი დამიჯდებოდა. იბეიზე და ამაზონზეც იყო 2000-ის ფარგლებში პატარა სელერებისგან, მაგრამ მაგდენი ვერ გავრისკე ნამდვილად, მერჩივნა პირდაპირ ამაზონისგან ამეღო ცოტა ძვირად. დიდი იმედი მაქვს, რომ წლები გაძლებს აი მიკრო ლედებია საინტერესო, როგორი გამოვა. წელს ხომ იყო უკვე CES-ზე რამდენიმე მოდელის პრეზენტაცია და მაინტერესებს რევიუები რომ დაიდება, როგორი კონკურენცია იქნება იგივე LG-ს ოლედებსა და მაგათ შორის. ეგეც იყო ერთ-ერთი მიზეზი სხვათა შორის, რომ გავრისკე ოლედზე. რედიტზე წავიკითხე რამდენიმე რევიუ, როცა მონიტორად იყენებდნენ 48"-იან CX-ს და თვეების მერეც Burn-In ვერ დააფიქსირეს. ჰოდა მონიტორად თუ ეგრე კარგად მუშაობს, კომპზე, როცა უამრავი სტატიკური კონტენტია, TV-დ მართლა წლები უნდა გაძლოს.
  24. ორი კვირის წინ ჩამომივიდა LG CX 65", უსა-დან გამოვიწერე. ფანტასტიური რამეა ნამდვილად. განათებაც საკმაოდ მძლავრი აქვს. ძალიან განათებულ ოთახში თუ არ უყურებ, სავსებით კარგად ახდენს სცენების დეტალიზაციას, როგორც ნათელ, ისე ბნელ სცენებში. ვიდეოებში როცა კომპის მონიტორზე უყურებ და ადარებ, ძნელი აღსაქმელია ეგ. + 2021-ის ლაინაფში G სერიას ახალი პანელები ექნებაო LG-მ, უკეთესი სიკაშკაშითო. ეგ პრობლემაც მოგვარდება ალბათ დროთა განმავლობაში. სპეციალურად ისეთ ფილმებსაც ვუყურე, რაც უკვე ნანახი მქონდა და დეტალები, რაც კომპის მონიტორზე არ ჩანს, ეს ტვ აჩვენებს მაგალითად LG 27UL650-W 4К HDR მონიტორები მაქვს და საკმაოდ კარგებია იდეაში, მაგრამ ნუ ცა და დედამიწაა LG CX და ესენი. აწყობის ხარისხითაც ძალიან მაღალი დონეა LG CX. დელის მონიტორები ხო ერთ-ერთი საუკეთესო აწყობის ხარისხია რეალურად, მაგრამ ეს სხვა დონეა კიდევ. მოკლედ, ჯერჯერობით სუპერ კმაყოფილი ვარ, ასეთი ხარისხის ტვ და მონიტორი არც მქონია და არც მინახავს ლაივში. Burn-in-ზე თუ რამე გამოაჩნდა, მოგაწვდით ინფოს, თუმცა აქვს რამდენიმე ფიჩერი, რაც საკმაოდ შველის მაგას იდეაში: პიქსელ რეფრეშერი, Logo Luminance სეთინგი, Screen Shift (გამოსახულებას წევს რამდენიმე პიქსელით აქეთ იქით პერიოდულად) და სქრინ სეივერი (როგორც კი სტატიკური გამოსახულებაა მონიტორზე, მაგ: ფილმი დააპაუზე, ერთ წუთში სქრინ სეივერი ირთვება).
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.