Jump to content

George

გლობალ-მოდერი
  • Posts

    111252
  • Joined

  • Days Won

    1054

Everything posted by George

  1. მემგონი 28 რეალურ ბირთვზე და ჰიბერთრიდინგით 56 ნაკადზე მიდის საუბარი
  2. ნუ ეგ GTX960 რეალურათ ალბათ სულ ცოტათი მძლავრია GTX760-ზე, მაგრამ მაგ იგრაში ლამის ჩემი კარტის დონეზე უბერავს ლოლ, წინა გვერდზეც დავაგდე ტესტები და ეგეთი სიტუაციაა, 387.88-ან 352.86 გადასვლასაც არავითარი ფპს მატება რომ არ მოაქვს მაგ თამასში 700 კარტებზე ეგეც ბევრის მთქმელი ფაქტია, თუ ეგრე გააგრძელებენ ბევრ კლიენტებს დაკარგავენ, ფანბოებიც აუმხედრდებიან ბოლოს ვინც ყოველთვის ერთგული იყო მაგ კომპანიის, ანუ ეხლა ეგეთი სიტუაციაა დაახლოებით, აი გამოვა სიტყვაზე GTX980 Ti და ვინც იყიდის 1 წლის შემდეგ გაუბანძებენ ძალით პერფორმანსს მაგის შემცველი კარტა როცა გამოვა გაყიდვაში, ანუ მაგ კარტას აღარ უკეთებენ ოპტიმიზაციას საერთოდ და ახალ კარტას მაქსიმუმს აწურინებენ, აი ეგ ფაქტი ბევრს არ სიამოვნებს ეხლა 770-780-780Ti კეპლერის ტიტანების ფლობელებს და თუ არაფერი შეიცვლება ისევ განმეორდება მომავალში + GTX970 3.5GB აფიორის შემდეგ ნდობაც დაკარგული აქვს ბევრს და მაგიტომ ტროლავენ ეგრე ძალიან, ტროლინგი და გინება არაფერს შეცვლის მაგრამ AMD გადაბარგება მოიყვანთ ჭკუაზე ნამდვილათ დახოდები რომ შეუმცირდებათ და ბაზრის წილი, ისე მე რომ რამდენიმე გვერდის წინ ვიდეო დავაგდე მანდ 50% ჯაბნის ჩართულ ჰეირვორკზე 1080P GTX980 GTX780 Ti და GTX970 კი სულ მცირე 20%, ეგ ფაქტი უკვე ყველამ აღიარა, გერმანული გეიმერული ფორუმებიდან დაწყებული, ინგლისურ-რუსულით დამთავრებული და ერთი აურზაურია ატეხილი, რა თქმა უნდა ნვიდიას ფანბოები ცოტა წყნარათ არიან და უცდიან სანამ გამოასწორებს სიტუაციას ნვიდია ახალი დრაივერების გამოშვებით მაგრამ ფაქტია რომ ეგეც განგებ მოწყობილი აქცია იყო ბოლო რამდენიე ჰიტოვი თამასში, მაგ ყველაფრით ბანძდება 700 სერია, ზატო მაგარ ფორმაშია 900, თუნდაც იგივე 970, თუმცა ეგეც დროებითი მოვლენაა სანამ 2016 ახალი სერია არ გამოვა ისევ, მერე მაგ კარტების ფლობელები აწუწუნდებიან იგივე დონის AMD კარტები რომ ნამეტარი დაჩაგრავენ, ეგრე რეზკათ ნამდვილათ არ ფუჭდება პერფორმანსი AMD კარტებზე, 1-1.5 წლის შემდეგ ჰაი ენდ კარტების განგებ გაბანძება ჩემი აზრით უკვე მეტისმეტია, ტიტანებს ვაბშე საცოდავობა პერფორმანსი აქვთ ისე, მანდ დაჟე არაფერია სათქმელი, სტანდარტულ სულ პირველ ტიტანებს ვგულისხმობ 1000$ რომ ღირდა თავის დროზე
  3. მე არც არაფერმა, ხალხია გამწარებული მაგარი მაგათ ფორუმებზე განსაკუთრებით 700 სერიის ფლობელები, ყოველ შემთხევაში უმრავლესობა არაა კმაყოფილი შექმნილი სიტუაციით თორე მე 600 ლარამდე მივეცი ჩემ კარტაში, 1 წლის ნახმარიც არ ყოფილა და კიდე კარგ ხოდზეა, მაგრამ ვინც 400-600-700$ გადაიხადა 770-780-780 Ti ჯერ კიდევ 1 წლის უკან ეგ უზერები მაგარი გაბრაზებულები არიან ბოლო დრაივერებით და პერფორმანსით: https://forums.geforce.com/default/board/34/geforce-700-600-series/ მე არაფერი მაქვს გასამწარებელი, თან სკაირიმს ვხურავ ჯერ კიდევ და კი უბერავს ჯიგრულათ ულტრაზე მაღალ სეტინგებზე და მოდებით 1175:6400 რაზგონზე 50ფპს+ თან ვოლტაჟის მომატებაც არ დამჭირვებია, მაგრამ ვატყობ მაგ ვიჩერსაც მოშნი ტვიკინგი დაჭირდება ძალიან რომ არ დამჭირდეს სეტინგების დაკლება და ეგეთი ჩალიჩი არ უნდა უნდოდეს ჩემი აზრით ჰაირვორკის გარეშე მაინც ულტრა ნასტროიკებზე 1080P ჩემნაირი სიძლიერის კარტაზე, ჩემი აზრით GTX970 3.5GB და ეხლა რაც ხდება დრაივერებში ორივე სკრიტი fraud, ანუ ფარულ აფიორას აქვს ადგილი და ეგ ყველაფერი კეთდება სწრაფი მოგებისთვის, 70% ბაზრის წილიც თავისას შვება,მასეთი დიდი ბაზრის წილი მგონი აქამდე არ ქონია ნვიდიას ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე
  4. ხო ისე 1.03 ნდომია, ისე მგონი არ ყენდება პირველ ბილდზე, ისე მე 344-347 დრაივერებში ფერები არ მომწონდა, ეხლა მგონი კიდე რაღაცა შეცვალეს და საკმაოთ სასიამოვნო ფერები აქვს 350 სერიაზე + თან ვინდოუს აპდეიტის ბრალიც იყო მემგონი, ბოლო განახლებები რაც დავაყენე სერიოზული ჩვენება აქვს სკაირიმშიც, ვიდეოებშიც და ბრაუზინგის დროსაც, თუმცა მიკროსტატერინგი დარჩა ვიდეოებში, მანდ უკვე არასწორი ფრეიმტაიმის გამო ახურებს მემგონი და ხელით ჭირდება ფპს აგრანიჩენიის ჩაწერა RTTS-ში, 51ფპს-ზე რატომღაც ყველაზე გლატკათ უბერავს ჩემთან, თან პოვერდვდ11 24ფპს აჩვენებს 23.976 ვიდეოებს და ეგეც ცუდათ მოქმედებს, პოვერდვდ 15 23.9 ქონდა ნუ 23.976 და უფრო სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ მაგ პლეიერში ზატო ბანდინგი აქვს როცა FULL-RGB გიყენია ვიდეოს ოპციებიდან ნვიდიას კონტროლ პანელში, ისე კი limited-ში აჩვენებს დეფოლტზე, პოვერდვდ11 FULL-RGB გადართვის გარეშეც და კარგი ფერები აქვს უფრო მაგის ხარჯზე, თან ბლომათ დაკრაშვები აქვს პირველ ბილდზე ჩემთან, სულ რაღაც შეცდომებს მიგდებს ევენტ ვივერში დრაივერთან დაკავშირებულს, მაგას მირჩევნია ისევ ჩემით შევუსწორო ტაიმინგი, ან საერთოდ MPC-HC გადავალ, ეგეც მშვენიერი პლეირია დატვიკვის შემდეგ, თუმცა მაგასაც აქვს თავისი მინუსები, ალბათ პოვერდვდ15 გადავიდოდი დეფოლტზე FULL-RGB რომ აჩვენებდეს როგორც ზემოთ ხსენებული ორი პლეიერი, კაკრაზ მაგის გამო ვხმარობ ოპერაში მელაკუდას ფლეშს, პეპერი limited-rgb უბერავს ქრომში და ოპერაში და მაგიტომ თუ არ გადაიყვანე რაც აფუჭებს ფერებს, ანუ ვინც არ იცოდა FULL-RGB როცა გიყენია და ვიდეო სეტინგებშიც FULL-RGB აყენებ უფუჭდება ცვეტოპერედაჩა, როცა FULL-RGB აყენია და ვიდეო სეტინგებში არ ურთავ არაფერს მაგ შემთხვევაში იდეალური ჩვენება აქვს, ანუ ჯობია რომ პლეიერს დეფოლტზე FULL-RGB ჩვენება ქონდეს ნვიდიას კარტები ვისაც აქვს
  5. gobro მე 353.00 დავაყენე და აღარ მიკრაშავს არსად, Shader cache ფოლდერი მანდაც ცარიელია მაგრამ დაკრაშვები შეწყდა მთლიანათ, სპეციალურათ 1175:6400 რაზგონზე ვთამაშობდი გუშინ სკაირიმს 1.20 ვოლტზე და 103TDP მაგრამ აბსოლიტურათ სტაბილური იყო 2 საათის მანძილზე, ფიქსი გამოვა მოგვიანებით კეპლერის სერიისთვის, რაღაცა გამოგვეპარაო მანუალმა აღიარა ნვიდიას ფორუმზე და გამოვუშვებთო ახალ დრაივერს მაგის დასაფიქსათ, shader cache მუშაობს ისე 347.88 და ეგეც თუ გინდა მაშინ დროებით ეგ ძველი დრაივერი დააყენე, თან როგორც იძახიან ბოლო დრაივერებში პერფორმანსი გაფუჭდაო 600-700 სერიის კარტებზე, ანუ ეგ 347.88 ითვლება ბოლო ნორმალურ დრაივერათ სადაც არაფერი არ ახურებს უფრო ძველი სერიის კარტებზე, მაგის შემდეგ რაც გამოვიდა ეგ ყველაფერი 900 სერიას ემსახურება ახალ იგრებში პერფორმანსის მოსამატებლათ, მაგრამ 352.86 900 სერიაზეც აქვს ბევრს დაკრაშვები ასე რომ მაგი დრაივერი არაფრათ არ ვარგა, 350.12 საკმაოთ სტაბილური იყო ჩემთან, ისე საკმაოთ მძლავრია ნამდვილათ ჩემი კარტა 1080P, გამტარობაც დიდი აქვს 1175:6400 რაზგონზეც უპრობლემოთ უბერავს დეფოლტ ვოლტაჟზე რაც კიდე 3-4ფპს ზრდის პერფორმანსს, უბრალოთ მართლა არაა სასიამოვნო რომ ძალით აღარ უკეთებენ ოპტიმიზაციას, ანუ მაგის პერფორმანსი ერთ ადგილზე გაყინეს AMD კი ყოველმხრივ ცდილობს 200 სერიის კარტებზე მაქსიმალურათ დახვეწოს პერფორმანსი და ნაგაგვში გასროლა არ მოგინდეს კარტის როგორც ეს ეხლა ნვიდიას 700 სერიაზე ხდება, GTX770 საერთოდ გაფარჩაკდა ისე უკვე, კარგია რომ ეგ კარტა არ მიყიდია
  6. მე იმ ხალხის მიკვირს ისე რომ იძახის რომ ბოლო 1 წლის მანძილზე პერფორმანსი იგივე რჩებაო 700 სერიის კარტებზე და თან კმაყოფილებასაც რომ გამოთქვამენ, ანუ 290X ლამის ერთი პერიოდი GTX780 უმკლავდებოდა, ყოველ შემთხევაში ფაქტიურათ თანაბარი პერფორმანსი ქონდა ბევრ იგრებში, 290 კი ჯაბნიდა კიდეც ფაქტიურათ ყველგან, ეხლა კი GTX780 Ti ძლივს უმკლავდება 290X და 290 უკანაა GTX780 და სულ ცოტათი ჯაბნის 280X რომელიც GTX770 ჯაბნის უპრობლემოთ, ეგ კაკრაზ მაგის გამო რომ ბოლო 1 წლის მანძილზე ოპტიმიზაცია აღარ გაუკეთებიათ 700 სერიის კარტებზე და ალბათ ყველა ხვდება თუ რატომ ხდება ეგრე, ანუ მაგათი პადხოდით 1 წელი უნდა გქონდეს ბოლო სერიის ნვიდიას კარტა, მერე უკვე ახალზე უნდა გადახვიდე, ნუ მთლათ ეგრეც რომ არ იყოს მაინც მაგარი ტეხავს რომ ეგრე ჩაასვრევინეს 700 სერიას, იმიტომ რომ 290-290X პოტენციალი მაინც აქვს GTX780-780 Ti წარმადობას რაც შეეხება, რომ მოენდომებინათ ეხლაც თანაბრათ იდგებოდნენ მაგ კარტებთან მაგრამ მაშინ 900 სერიის გაყიდვები ჩაუფლავდებოდათ რაც არაფერში არ აწყობთ, ამიტომ ბევრი გადავა AMD სანამ რადიკალურათ არ შეცვლიან პოლიტიკას
  7. 1.04 გაანახლე აბა რამე თუ ეშველება, რომელი დრაივერი გიყენია, 353.00 ჰოტფიქსის დაყენება არ გიცდია, DDU წაშალე ოღონდ ჯერ წინა დრაივერი
  8. ხო განსაკუთრებით იმათ გაუტყდათ მაგარი ვისაც 1 წლის უკან 400-600-700$ მიცემული GTX770-780-780Ti თორე ტიტანები მაინც არ უყიდია ბევრს, რამდენადაც ვიცი სამჯერ მეტი კეპლერია გაყიდული მაქსველზე და მაგიტომ აუმხედრდა მაგდენი უზერი ნვიდიას, მართლა ცუდათ დამთავრდება ეგ ამბავი თუ პოლიტიკას არ შეცვლიან და 700 სერიის ოპტიმიზაციასაც არ მიხედავენ, უმრავლესობა მათგანი AMD 300 სერიაზე გადასვლით ემუქრება როცა გამოვა გაყიდვაში და 80% მაინც შეასრულებს მემგონი თავის დანაპირებს თუ არაფერი შეიცვლება + ნდომაც დაკარგული აქვს უკვე ნვიდიას 970 3.5GB აფიორის შემდეგ, ანუ ეგეც fraud და ეხლა რასაც აკეთებენ ეგეც, ისე ბაზრის წილი ლამის 70% ქონიათ და ეგრე მაგიტომა არიან გაბლატავებულები, ეგ რომ განახევრდება მერე მიხვდებით რომ მიქარეს მაგარი
  9. შეწუხებით არც მე შემაწუხებს დიდათ უბრალოთ ტეხავს ისეთი კარგი პერფორმანსი რომ არ გაქვს როგორიც შეიძლებოდა, ეგ დაკარგული სხვაობა უკვე კარგ სეტინგებზე გათამაშებდა ეხლაც კი თუმცა მე სანამ ამ თამაშს ჩავუჯდები დარწმუნებული ვარ კიდე 10-15ფპს მოემატება, არა მგონია ეგ იყოს ამ თამაშის მაქსიმუმი პერფორმანსის მხრივ რაც ეხლა აქვს კეპლერებზე, თორე GTX970 საკმაოთ კარგათ უჭირავს მინიმალური ფპს ჩართული ჰაირვორკით 1080P ულტრაზე და საკმაოთაც ჯაბნის იგივე GTX780 Ti, ლამის 20% ყოფილა ლოლ სხვაობა, მაგიტომ იფურთხებიან კაკრაზ მაგ კარტების ფლობელები და ბოლო სიტყვებით იხსენიენებენ ნვიდიას, ერთადერთი 352.86 დრაივერის დაყენებას არავის ვურჩევდი 700 სერიის კარტებზე მაინც, ბუნების შეცდომა დრაივერებია რასაც ქვია, იგივე 353.00, 350.12 ან თუნდაც 347.88 გაცილებით უფრო სტაბილურათ უბერავს დაკრაშვების გარეშე, ეგ მარტო ამ თამაშს არ ეხება, მე პირადათ ოპერაშიც მიკრაშავდა მაგ დრაივერზე, რაღაცა შეცდომა გამოეპარათ და ეგ ფაქტი უკვე აღიარეს კიდეც, ცალკე ჰოტფიქს გამოვუშვებთო მაგ პრობლემის დასაფიქსათ, ლაპარაკია ბლომათ დაკრაშვებზე იგრებში და სხვაგასხვა პროგრამებში ბრაუზერების ჩათვლით, ეხლაც 353.00 ჰოტფიქსზე ვზივარ ვითომ და მობილური კარტების OC დასაბრუნებლათ რომ გამოუშვეს, თუმცა ყველა კარტებზე ყენდება უპრობლემოთ და რაც მთავარია 1 დღის მანძილზე არცერთი დაკრაშვა არ მქონია, თუმცა სხვა სახის პრობლემები ჯერ კიდევ დასაფიქსი აქვთ, იგივე Shader cache ფოლდერი ახალ დრაივერში ცარიელია და ეგრე ნამდვილათ არ უნდა იყოს, ანუ ფაილები არ ემატება, მაგის გარდა IRQ not using წერს და ეგეც ბაგია ასიანში, თუმცა დაკრაშვები შეწყდა სკაირიმშიც და ოპერაშიც ამ ახალზე, უბრალოთ წინაზე რაღაცა გამოეპარათ რომ ჩქარობდენ სწრაფათ გამოშვებას, ამ ჰოტფიქსში კიდე ეგ მაინც დაფიქსეს უკვე, ისე ბოლო ორ დრაივერში ფერები თითქოს უკეთესი აქვსო ჩემთან დელზე თუმცა მარტო 8 ბიტიანზე აყენებს, ალბათ იმიტომ რომ ჩემი დელი მარტო ფსევდო 8 ბიტიან იპს მატრიცაზეა თორე დისპლეიპორტის კაბელს 10 ბიტიანის მხარდაჭერაც აქვს
  10. წინა გვერდზე დახურული ტრეკერების ლინკები დავაგდე და რუტორზე და nnm-club იქნება უკვე რეპაკებიც და ისეც ცალკე პაჩები, ხო ეგ GOG მიდისო ისე
  11. ნუ არცაა გასაკვირი ჩემნაირ კარტაზე თუ 30ფპს ფარგლებში ძლივს უჭირავს ჰეირვორკით ულტრაზე უფრო სუსტ კარტებზე ნამდვილი სლაიდშოუ ექნება ყველგან 1080P, ისე მოგვიანებით შესაძლებელია გამოუშვან არაოფიციალური და ოფიციალური პერფორმანს მოდები + DX12 პაჩიც რომელმაც შეიძლება გააუმჯობესოს წარმადობა ვინდოუს 10-ში დრაივერები როცა დაიხვეწება, რაიმე კონკრეტული თუ მოვძებნე მაგასთან დაკავშირებით დავდებ ხოლმე ინფოებს, ტვიკინგ გიდები არ მიძებნია ისე თუმცა ეგეთებიც იქნება უკვე ინტერნეტში, რაც მთავარია თვითონ თამაში ვარგა და სხვა ყველაფერს ეშველება ასე თუ ისე, თუ DX12 WDDM 2.0 და ვინდოუს 10 გეიმინგ ბუსტი ტრუხა არ გამოდგა მემგონი 10-12% პერფორმანსის მატებას მაინც უნდა ველოდოთ საშვალოთ ვინდოუს 10 გამოსვლის შემდეგ ახალ იგრებში, ჯერ მაინც ბევრი რამე დასახვეწი იქნება და თან DX12 პაჩები თუ არ დაამატეს ახალ იგრებში ისე დიდ სხვაობას ვერ მიიღებ DX11-10-9 რეჟიმში WDDM 2.0-ზე ვინდოუს 10-ში
  12. რამდენადაც ვიცი მთელი ფიზიკა CPU აქვსო, ამიტომ აუტოს მაგივრათ CPU გადაიყვანეთ ნვიდიას კონტროლ პანელიდან და წესით რამდენიმე ფპს მატებას იძლევა ეგეთ რეჟიმში, ისე კაკრაზ ეგეთი ტესელაციის გადამყვანის დამატებას თხოვენ ნვიდიას უზერები ნვიდიას კონტროლ პანელში რომ თუ X64 ტესელაციაზე ისვრიან კეპლერები კარგ ნასტროიკებზე ტესელაციის დაკლებით მაინც შეიძლებოდეს თამაში გათიშვის გარეშე, თუმცა მაგაზეც დუმს ჯერ ნვიდია, მაგარი აურზაურია მაგასთან დაკავშირებით, ვათვალიერებ ხოლმე ყოველდღე თემებს ნვიდიას ფორუმზე და ხალხი პირდაპირ ტროლინგზე და გინებაზე გადავიდა ბევრი თუმცა მაგითი არაფერი შეიცვლება ნამდვილათ
  13. ესეც გასული კვირის თამაშების ინდუსტრიის ვიდეომიმოხილვა:
  14. ნუ მე თავის დროზე მარტო პირველი ნაწილი დავხურე საკმაოთ მალევე გამოსვლის შემდეგ, ამიტომ ბლომათ ბაგები ქონდა მაგრამ მაინც კარგი იყო მთლიანობაში, მოგვიანებით როცა დავხურავ მესამეს ჯერ მეორე ნაწილით დავიწყებ, მითუმეტეს რპჯ-ის საკმაოთ მალე იხურება მეორე დაჟე ყველა ადონებიანათ და საიდკვესტებიც არა აქვს ძალიან ბევრი როგორც ეგ სკაირიმშია
  15. ეს თამაში წინა კვირის სტიმის ჩარტში ლიდერობსო გაყიდვებით: http://www.gametech.ru/news/46863/ დარწმუნებული ვარ როცა კარგათ შეისწავლიან თამაშს მოდერები თუ არის შესაძლებელი პერფორმანსს მოდებსაც გამოუშვებენ ნვიდიამ ისევ დევნა თუ არ დაუწყო და დოსტუპის ჩაკეტვა
  16. 1.0-1.04 პაჩამდე განახლებას მაქს 3-4ფპს მატემა მოაქვს მაქსიმუმ, გააჩნია რა გაფართოვებაზე თამაშობ და რა სისტემაზე და 347.88 დრაივერიდან 353.00 გადასვლას ფაქტიურათ 0% ჩემნაირ კარტებზე, წინა გვერდზე დავაგდე თუ როგორც უბერავენ მაგ თამასში GTX780 კარტები, რა თქმა უნდა 1.04 პაჩზე არაა დატესტილი მაგრამ მაინც, ჰაირვორკსის გარეშე 50ფპს-მდე უჭირავსო თუმცა ყველაფერს ულტრაზე ვერ დაუტოვებ მაინც, 1-2 სეტინგი უნდა ჩამოწიო ხაიზე 1080P, ულტრაზე ჰაირვორკსის გარეშე 35-40ფპს-ი აქვს და რაზგონზე კიდე 4-5ფპს ემატება სადღაც, ხო თან რა ლოკაციაში იმყოფები მაგასაც საკმაოთ დიდი მნიშვნელობა ქონია, თავიდან როცა იწყება თამაში ყველაზე დიდი ფპს-ი აქვსო ლამის მთელი თამაშის მანძილზე და ქალაქებში ყველაზე დაბალი
  17. ესეც ამ თამაშის აჩერედნოი მიმოხილვა რუსულათ http://bestgamer.ru/reviews/project_cars.htm 74% დაუწერეს მარტო, რუსებს რასაც ვუყურებ უფრო ნაკლებათ მოეწონათ ეს სოფტ სიმი, დასავლეთის პრესაში უფრო მაღალი შეფასებები აქვს
  18. ეგ არაფერ შვაშია სხვაგანაც ეგეთივე სიტუაციაა და რაც მთავარია ეგეთი პადხოდით სახეს აძრობენ AMD 290-290X GTX780-780 Ti უმრავლესობა ბოლო იგრებში, კაკრაზ იმიტომ რომ ნვიდიამ დაიკიდა კეპლერების ოპტიმიზაცია და მარტო 900 სერიას უთმობს ყურადღებას, ჩემი აზრით 3.5GB+ GTX970 არ უნდა ჯაბნიდეს მაგ იგრაში საკმაოთ მძლავრ GTX780 TI და თითქმის ყველგან მეორდება ეგ სიტუაცია, GTA5, project cars, ამ თამასში, და ახალ ბეტმენშიც ეგრე იქნება დარწმუნებული ვარ რომ გამოვა მალე, ეგ პაჩი ეხლაც შემიძლია დავაყენო და კარგათაც უბერავს, მეეჭვება რამე უპირატესობა მომცეს რომ მეყიდა ვინდოუსი ან ეგ თამაში, ეგ როცა თამაშს ბოლომდე ვერ ტეხავენ მაშინ აქვს აზრი მძლავრი ზაშიტის გამო ამ თამაშს კი ზაშიტაც არ ქონია ნორმალური ჩაშენებული, მოკლეთ ეგ 900 სერიის კარტები კი უბერავენ საკმაოთ მოშნათ და ისედაც აჯობებდენ ალბათ 700 სერიის კარტებს მაგრამ ეხლა რაც ხდება ეგეთი სხვაობით არა, ანუ მთლათ აფარჩაკებს ნვიდია 700 სერიის პერფორმანსს რომ ვისაც არ სურს AMD გადასვლა 900 სერიაზე გადაბარგდეს
  19. ესეც ამ თამაშის მიმოხილვა რუსულათ http://www.overclockers.ru/lab/68860/vedmak-3-dikaya-ohota-recenziya.html 97% დაუწერეს ამჯერათ, მართლაც რომ შედევრია და ყველაფერს მარტო ნვიდიას ნაგვური პოლიტიკა და მახინაციები აფუჭებენ, ესეც ამ თამაშის ვიდეოკარტების და პროცესორების ტესტიროვკა: http://www.overclockers.ru/lab/68859/vedmak-3-dikaya-ohota-testirovanie-proizvoditelnosti.html კაროჩე ჩემ კარტას იგივე პერფორმანსი აქვს რაც GTX960 რაზგონზეც დიდი სხვაობა არაა რაც დაუშვებელია, რეალობაში GTX970-ზე ცოტა უკან უნდა იდგეს მაგრამ ნვიდიამ ეგრე მოინდომა და დაჟე GTX780 Ti გაბანძებულია მაგარი, ეგ ყველაფერი საკმაოთ ცუდი 900 სერიის გაყიდვების გამო ხდება, ახალ იგრებში ყველგან მსგავსი სიტუაციაა დაახლოებით, ანუ მაგ ნაბიჯით ნვიდია გაიძულებს 900 სერიაზე გადაბარგებას ვისაც 770-780-780Ti ან ძველი ტიტანი აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ ბევრი AMD ახალ სერიაზე გადავა ეგეთი პოლიტიკის გამო, მაგას არც მეტი და არც ნაკლები Nvidia Fraud ქვია და ეგ უკვე პირველათ არ ხდება ბოლო 1 წლის მანძილზე, პროცესორებს რაც შეეხება მგონი არც მულტითრიდინგი მუშაობს ანუ სხვაობა ნოლია 4 თრიდი გექნება თუ 8 და არც რაზგონზე ემატება დიდათ პერფორმანსი
  20. Steam's Weekly Top Sellers May 25th 2015 1.The Witcher 3: Wild Hunt 2.Grand Theft Auto V 3.The Witcher 3: Wild Hunt Game + Expansion Pass 4.Counter-Strike: Global Offensive 5.Dying Light 6.Galactic Civilizations III 7.Elite: Dangerous 8.Cities: Skylines 9.The Witcher Trilogy Pack 10.Project CARS
  21. OWC offer SATA3 SSD PCIe Daughter Board http://www.guru3d.com/news-story/owc-offer-sata3-ssd-pcie-daughter-board.html
  22. Intel Purley has 28 cores - Xeon E5 and E7 Slides http://www.guru3d.com/news-story/intel-purley-xeon-e5-and-e7-slides.html
  23. Thermaltake Suppressor F51 Mid-tower Chassis http://www.guru3d.com/news-story/thermaltake-suppressor-f51-mid-tower-chassis.html
  24. ჰოდა საქმეც მაგაშია რომ AMD 280X 200$ კარტას მარტო 4-3ფპს-ით ნაკლები აქვს ჩემ 600$ კარტაზე, ნუ ეხლა ნაკლები ღირს ჩემნაირი კარტები მაგრამ უმრავლესობას ეგეთი ფასი აქვს ახალში მიცემული და ძალიან გაბრაზებულია ნვიდიაზე, თუ ყველა უღალატებს და ატიზე გადაბარგდება შემდეგ ჯერზე ძალიან კარგსაც იზამენ ეგეთი ნაგვური პადხოდის გამო, გამოდის რომ ნვიდიას კარტის ვადა 1 წელია მერე იკიდებენ და ახალ კარტაზე გადასვლას გთავაზობენ რომელსაც ყველაფერი მწყობრში აქვს დრაივერებს და პერფორმანსს რაც შეეხება ახალ იგრებში, დარწმუნებული ვარ რომ იგივეს გაიმეორებენ შემდეგ სერიებშიც და მე პირადათ აღარ ვიყიდიდი მაგათ ახალი სერიის კარტებს ეგეთი ცუდი პოლიტიკის გამო
  25. ვუყუდე გუშინ და დღეს F1-ის მეექვსე ეტაპის მონაკოს გრანპრის კვალიფიკაციას და გონკას 1080i-ში, ამჯერათ საკმაოთ მალე დაიდო გერმანული სკაი სპორტ HD ტრანსლიაცია პოპოვის დაროჟკასთან ერთად, ჰემილტონმა მოიპოვა ისევ დიდი გაჭირვების გარეშე პოლი მეორეზე კი როსბერგი გავიდა, მესამე ადგილი ფეტელს ერგო, ვილიამსებმა ისე მაგარი ჩაისვარეს მაგ გონკაში,გონკაშიც დიდი უპირატესობით ლიდერობდა ჰემილტონი მაგრამ ბოლოს ვესტაპენის ვილეტის და პეისკარის გამოსვლის შემდეგ რატომღაც რაღაცის შეეშინდათ მერსედესის კამანდაში და პიტსტოპის შემდეგ მესამე ადგილზე გამოვიდა მარტო პეის კარის დროს, მერე კი ვეღარ შეძლო ფეტელის გასწრებაც კი და მარტო მესამეზე დაასრულა გონკა როსბერგმა კი მეორეჯერ პადრიათ მოიგო და უკვე მარტო 10 ქულით ჩამორჩება ჰემილტონს ჩემპიონატში, ფეტელი კი ნელ-ნელა ცილდება მერსედესებს და ალბათ მესამე ადგილს დაჯერდება წელს მარტო, არ ყოფილა ისე მთლათ ცუდი საყურებელი გონკა, 1-2 ვილეტიც იყო თუმცა პეისკარი მარტო ერთხელ გამოვიდა, მაგ მხრივ საკმაოთ სუფთა გონკა იყო, შემდეგი გონკა კანადაში ჩატარდება
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.