გამარჯობათ! წავიკითხე თქვენი პოსტები და გასაგებია პრობლემაც. პირველად იმას ვიტყვი, რომ დაბლოკილი გვაქვს მოდემში შესვლა და იმიტომ ვერ შეხვედი. ნუ რათქმაუნდა ჩვენ მოდემები დაკომფიგურირებული გვაქვს ისე, რომ შეესაბამებოდეს ჩვენი სისტემის პარამეტრებს, არ ვხმარობთ ზიქსელის დეფოლტ კონფიგურაციას. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ აბონენტის თავისუფლად შესვლამ მოდემში პრობლემები შექმნა, ყველა შედიოდა (იცოდა თუ არ იცოდა) და ნუ უხეშად, რომ ვთქვათ ურევდნენ კონფიგურაციას. შესაბამისად რეკავდნენ კომპანიაში ხშირშემთხვევაში პრეტენზიით და ამის გამო ვაგზავნიდით მონტიორს და ა.შ. ეს პრობლემა რომ გადაგვეწყვიტა იმიტომაც დავბლოკეთ. მეწყინა, რომ სიჯისის საპორტის იმედი არ გაქვს ალბათ შენ გოგონებს ესაუბრე და რაც მოეთხოვებათ და რა ცოდნაც აქვთ იმას კაგრად აკეთებენ. მე საპორტი არ ვარ, მაგრამ ამასწინათ მთხოვეს გამერკვია ზუსტად მაგდაგვარი პრობლემა, რასაც შენ წერ, შეიძლება შენ იყავი. მე რა ნომერიც მომცეს ვრეკავდი იმ ნომერზე, (სახლის ნომერი იყო) მაგრამ არავინ არ აიღო ყურმილი. თუ ეგ ხარ რომელსაც მე ვურეკავდი გეტყვი რომ უყურადღებოდ არ დაგვიტოვებიხარ, გოგოებმა ნამდვილად მთხოვეს და მეც ნამდვილად ვრეკავდი. ხო კიდევ, ვერცხლისფერი ზიქსელის მოდემია და პორტები არ იყო გახსნილი მაგ მოდემში, პრობლემაც შესაბამისად მაგიტომ არ მოგვარდა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ დაწერე ის ნომერი აქ და ყველანაირად დაგეხმარები.