FenCer Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 ესეიგი დავიწყოთ ნახევარი წლის წინ ვიყიდე კომპიუტერი აქვს ასროკის დედაპლატა ჯერ 2 3 თვე ნორმალურად მუშაობდა და მერე ჩართვისსას დაეხატებოდა სურათი http://a.pix.ge/f/z146b.jpg ესე იყო 2 წუთი და მერე ან ირთვებოდა ნორმალურად ან პატარა თეთრი ხაზი აციმციმდებოდა ზემოთა მარცხენნა კუთხეში ან ესეთი სიტუაცია იყო http://a.pix.ge/z/r5nxb.jpg ზოგჯერ ესეთიც http://a.pix.ge/u/a46om.png და ასე როცა ირთვება დისკს რო ვდებ რაიმე დისკს კომპში რეაგირეება არ ააქ და როცა ჩვეულებრივად ირთვება რაც იშვითად ხდება მაშინ კითხულობს დისკს და მაინტერესებს რისი ბრალია გარანტია კიდე აქ 3 თვე და როგორ მოვიქცე პროცესორია გამოსაცვლელი თუ როგორ ეხლა ვინდოუს შვიდი მიყენია მერე იქსპი დავაყენე არაფერმა უშველა სადაც ვიყიდე იქ რო მიმაქ მეუბნებიან ვინდოუსია გადასაყენებელი ფული მივეცი და იმათმა გადამიყენეს და მაინც არაფერი ეხლა მივდივარ და არ მიცვლიან მაგათი :@ რაიმეთი დამეხმარეთ როგორ მოვიქცე ) Link to comment Share on other sites More sharing options...
system 32 Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 როდესაც მწარმოებლის ლოგო გამოდის ჩართვისას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როდესაც იჭედება ამ ლოგოზე, ესეიგი უმეტეს შემთხვევებაში მაზერს პრობლემა აქვს HDD(ვინჩესტერის), ოპტიკური დისკ წამკითხავის ან რაიმე სხვა დამატებითი მოწყობილობის ხედვაში, კონკრეტულად კი შეიძლება რომელიმე მოწყობილობას ნორმალური კავშირი არ ჰქონდეს მაზერთან, ეს უმეტეს შემთხვევაში ამ მოწყობილობების კაბელების ბრალია(SATA/IDE), რაც შეეხება მეორე სურათს, ამ დროს გეუბნება რომ BIOS Setup-ში რაღაც გაუმართაობაა, ამ დროს რეკომენდირებულია შეხვიდე ბიოსში f2 ღილაკზე თითის დაჭერით და ყველა პარამეტრი დააყენო ქარხნულ პარამეტრებზე, ანუ Default მნიშვნელობებზე დააყენო, ხოლო თუ საათიც ირევა მაშინ ჯერ ბიოსის ელემენტი უნდა გამოცვალო დედა დაფაზე. რაც შეეხება მესამე სურათს აქ განსაკუთრებული არაფერია, ასეთი ფანჯარა გამოდის მაშინ როდესაც ვინდოუსი გაითიშება მოულოდნელად და არა მომხმარებლის ხელით. Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 ხო სისტემ 32 მა გითხრა უკვე რაც უნდა ქნა თავდაპირველად ჩემი აზრით კი კარგი იქნება HDD და ოპერები შეამოწმო ,პროგამით დატესტო, რომ გაიგო რომელიმე ხომ არ არის დაზიანებული Link to comment Share on other sites More sharing options...
FenCer Posted August 25, 2011 Author Share Posted August 25, 2011 ძმებო ეხლა აზრზე არა ვარ თქვენ რეებს ბაზრობთ საერთოდ ვერ ვხვდებიაი რა პრობლემა მაქვს იცით კომპს რო ვრთავ სურათზე დაჩერდება და 2 წუთს ველოდები და რავი აბა ხვალ გამოვცვლი პროცესორს მაგრამ მენანება დ დისკზე იმდენი კარგი რაღაცა მაქ ) ჩიპი არ მაქ :შ Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 ძმებო ეხლა აზრზე არა ვარ თქვენ რეებს ბაზრობთ საერთოდ ვერ ვხვდები აი რა პრობლემა მაქვს იცით კომპს რო ვრთავ სურათზე დაჩერდება და 2 წუთს ველოდები და რავი აბა ხვალ გამოვცვლი პროცესორს მაგრამ მენანება დ დისკზე იმდენი კარგი რაღაცა მაქ ) ჩიპი არ მაქ :შ პროცესორი კი არა ვინჩესტერი ან ოპერატიულები შეიძლება იყოს გაფუჭებული Win 7 ში რომ შეხვალ ძებნაში ჩაწერე memtest ჩართე და დაელოდე ,ტესტს გაივლის ოპერატიულებზე ხოდა თუ შეცდომა არ ამოაგდო ესეიგი კარგია ოპერატიულები ,შემდეგ დატესტავ მყარ დისკს ანუ ვინჩესტერს HD Tune თი Link to comment Share on other sites More sharing options...
FenCer Posted August 25, 2011 Author Share Posted August 25, 2011 ოპერატიული დავტესტე არაფერი არ ამოუგდია HD Tune თი დავტესტე და ესეთი შედეგებია http://a.pix.ge/t/6f8fw.png http://b.pix.ge/k/4av2s.png http://b.pix.ge/t/kswo4.png Link to comment Share on other sites More sharing options...
Andgula Posted August 25, 2011 Share Posted August 25, 2011 Error Scan-ზე გაატარე Link to comment Share on other sites More sharing options...
FenCer Posted August 25, 2011 Author Share Posted August 25, 2011 აჰა ბოლომდე შემეზარა და გამოვრთე არაა ამას არაფერი არ ჭირს სხვა რითი დამეხმარებით? http://a.pix.ge/k/4l0tr.jpg Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 26, 2011 Share Posted August 26, 2011 health გენახა ბარებ რას გიწერს მაგ უტილიტაში, მარტო ეგ ერთი HDD გაქვს კომპში თუ კი ესე იგი რაღაცა სხვა ახურებს, ან ოპერები, ან რამე სხვა ხარდი, აქედან ძნელია რაიმეს თქმა, შეიძლება ბიოსში იყოს რამე შესასწორებელი ნასტროიკებში თუ თვითონ ვინდოუსის ბრალი არაა Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 26, 2011 Share Posted August 26, 2011 აბა სცადე და ბიოსი Default ზე დააყენე Link to comment Share on other sites More sharing options...
system 32 Posted August 26, 2011 Share Posted August 26, 2011 მწარმოებლის ლოგოსთან დიდხანს დაყოვნება ოპერატიულების ბრალი ნაკლებადაა, ამ ლოგოს გამოსვლის დროს არის მაზერის(დედა დაფის) ერთერთი რეჟიმი POST(Power On Self Test), ამ დროს დედა დაფა ანალიზს აკეთებს რა არის მასზე მიერთებული, რომელ სატა/აიდე არხზე რა მოწყობილობა ზის რა მდგომარეობაშია თითოეული ნაწილი და ა.შ. ამ დროს დაყოვნება კი მიგვანიშნებს რომ რომელიღაც ნაწილის ანალიზი უჭირს დედა დაფას და "დიდხანს ფიქრობს" , ეს კი უმეტეს შემთხვევაში მაშინ ხდება როცა ვინჩესტერს, ოპტიკურ დისკ წამკითხავს ან რაიმე USB მოწყობილობას კარგად ვერ ხედავს. ამიტომ კარგი იქნება თუ ფლეშკას, ვინჩესტერს და ოპტიკურ წამკითახს სათითაოდ გამოართებ და ისე ნახავ რამდენად სწრაფად წავა ეგ პროცესი რაც შენ გიჭედავს ხოლმე. და იმის მიხედვით მიხვდები რა. Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 26, 2011 Share Posted August 26, 2011 ბიოსი ახალ ვერსიაზე გადაფლეშე. თუ არაფერი გამოვიდა სხვა. Link to comment Share on other sites More sharing options...
FenCer Posted August 26, 2011 Author Share Posted August 26, 2011 სისტემ 32 კი ეგრეა როგორ იცი როცა მაგ სურათზე ყოვნდება და ტაბს დავაწვები აი ზუსტად ესე შვრება ოღონდ ნელა ნელა და ბოლოს ესე ოქნება და მერე ჩაირთვება http://a.pix.ge/j/cpnld.png გეორგე ბარსა გათი არ ვიცი ეგეთი რამეები არ გამეგება :Sკი მაგრამ ესეთი რაღაცა რატო უნდა დაემართოს ახალნაყიდ კომპს ესეიგი პატენტია მაგატი ტუუუუუუ:@ Link to comment Share on other sites More sharing options...
system 32 Posted August 26, 2011 Share Posted August 26, 2011 ტაბს როცა დააჭერ მაგ მომენტში უბრალოდ მწარმოებლის ლოგოს თიშავს, მაგრამ მაგ რეჟიმს მაინც გადის ოღონდ გიწერს კონკრეტულ მომენტში რას აანალიზებს, სულ ეგაა, ტაბის დაჭერას არ აქვს მნიშვნელობა. და რაც შეეხება მაგ სურათს რაც ბოლოს დადე მაგას მაშინ აგდებს ხოლმე ჩართვისას როცა ან ვინჩესტერს აქვს პრობლემა, ან როცა ვინდოუსი გაითიშება უცებ, მომხმარებლის გარეშე, მაგალითად როცა დენი გაითიშება.მოკლედ დასკვნა ასეთია შენს მაზერს ჩართვისას უჭირს რომელიღაც მოწყობილობის ანალიზი. უფრო მგონია ვინჩესტერი, დისკ წამკითხავი ან ფლეშკის მაგვარი რამე. თუ ვინჩესტერია ან დისკ წამკითხავი დიდი შანსია კაბელის შეცვლამ უშველოს : )) Link to comment Share on other sites More sharing options...
FenCer Posted August 26, 2011 Author Share Posted August 26, 2011 დახურეთ Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted August 26, 2011 Share Posted August 26, 2011 თუ გარანტია აღარ აქვს ცუდია მაგრამ მაინც ჯობია მიუტანო იქ გასაკეთებლად სადაც იყიდე Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 26, 2011 Share Posted August 26, 2011 ვხურავ Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts