Jump to content

Recommended Posts

Silent Hill მიეკუთნება Survival Horror-ის ჟანრს. წარმოებულია KONAMI-ს მიერ. პირველი 4 ნაწილი გამოუშვა გუნდმა Silent-მა, შემდეგ ისინი დაითხოვეს და თამაშის შექმნა დაიწყო Climax Group-მა და Double Helix Games-მა.

Silent Hill-მა დიდი წარმატება მოიპოვა მთელი მსოფლიო მასშტაბით და გაყიდვების რაოდენობამ კოლოსალურ მაჩვენებელს მიაღწია.

Silent Hill (1999) (PS1)

191296d57silenthill1.jpg

თამაშის პირველი ნაწილი გამოვიდა 1999 წლის ოქტომბერში Sony Playstation-სთვის. იდეის ავტორი გახლავთ კეიჩირო ტოიამა

ახლა კი მოგითხრობთ მთავარ სიუჟეტს :)

      ზაფხულის ცხელ დღეს ჰარი მეისონი და მისი ქალიშვილი შერი მიდიან დასასვენებლად ქალაქ საილენთ ჰილში. უცებ მანქანას წინ უცნაური ფიგურა დაუდგება. ჰარი ცდის მანქანის არიდებას მაგრამ საჭეს ვეღარ იმორჩილებს და ხეს ეჯახება. ავარიის შემდეგ, როდესაც ჰარი გონს მოვა ხედავს რომ მისი ქალიშვილი არსად ჩანს..

შეშინებული მამა იწყებს შვილის მოძებნას. ირგვლივ ყველაფერი დაჭაობებულია, თითქოს ქალაქი დიდი ხნის წინ მიეტოვებინათ. არის სეზონური შეუსაბამობა, მოდის უცნაური თოვლი და ნაცრისფერ ფერშია ყველაფერი ირგვლივ. ყოველ 3 საათში ერთხელ ისმის შემზარავი სირენის ხმა, რის შედეგადაც ყველაფერი სისხლიანდება და დემონების და მონსტრების გარემოცვაში აღმოჩნდება მთავარი გმირი..  

      თქვენი მიზანია იპოვოთ შერი და დაიხსნათ თავი ჯოჯოხეთური არსებებისგან.

Silent Hill 2 (2001)

191262153eesilenthill2.jpg

უკვე დიდი პოპულარობის მქონე თამაშის Silent Hill-ის II ვერსია მოგვევლინა 2001 წელს. იგი გამოიცა შემდეგი კონსოლებისთვის:

Microsoft XBox, Playstation 2 (PS2), & PC

Silent Hill 3 (2003)

19126ed59silenthill3boxart.jpg

19122f878silenthill3screen017.jpg

191242d8silenthill3.jpg

1912e1c736dsilenthill304090314640w.jpg

Silent Hill 3 მოგვევლინა 2003 წლის ნოემბერში. გამოვიდა მხოლოდ PC-ზე და Playstation 2-ზე.

თამაშის მთავარი გმირია გოგო რომლის სახელიცაა Heather :D (ცოტა უცნაურადაც ჟღერს)

Silent Hill 4 - The Room (2004)

1912021silenthill4.jpg

1912388silenthill41.jpg

1912cd675sspreviewsilenthill4pc00.jpg

Silent Hill 4 - The Room მოგვევლინა 2004 წელს შემდეგ კონსოლებზე: PS2, Microsoft XBox, & PC

უნდა ვაღიაროთ რომ Silent Hill-ის სერიებში ყველაზე დიდი პოპულარობა ამ ნაწილმა მოიპოვა.

       მთავარი სიუჟეტი დაყრდნობილია თამაშის მთავარი გმირის - ჰენრის მისტიკით მოცულ ცხოვრებაზე. ის ერთ დილას იღვიძებს და ხედავს, რომ

შემოსასვლელ კარებს ბოქლომები აქვს დადებული.. შემდეგ მის სააბაზანოში ჩნდება ხვრელი, რომლის გამოყენებითაც ის ხვდება მეტროში,

ახალ-ახალ ეტაპებზე გადასვლისას ჩნდება ახალი ხვრელები და მათი საშუალებით ხდება თამაშის პროგრესის შენახვა და სახლში დაბრუნება.

Silent Hill 5 - Homecoming (2008)

1912a4bc4f1silenthillhomecoming.jpg

1912b0silenthillhomecomingscreenshotbig.jpg

Silent Hill 5 - Homecoming გამოვიდა 2008 წლის იანვარში PC-ზე და XBox-ზე..

         თამაში მოგვითხრობს Alex Shepherd-ის ისტორიას. ის ბრუნდება სამხედრო სამსახურიდან თავის მშობლიურ ქალაქში Shepherd's Glen-ში

მაგრამ ყველაფერი ხვდება შეცვლილი. ქუჩები ცარიელია, სასაფლაოებზე უცნობი ადამიანის სახელები ჩნდება, და საშინელი მონსტრები იკავებენ ქალაქს.სახლში

მისულ ალექსს დედა ძალიან ცივად ხვდება და ატყობინებს მისი ძმის - ჯოშუას, და მამამისის გაქრობის ამბავს. აქედან იწყება ალექსის მთავარი მისია. მან უნდა მოძებნოს მამა და ძმა.

         თამაში აღსავსეა რთული გამოცანებით, რაც უფრო აზარტულს ხდის.

თამაშის საუნდტრეკების ავტორია AKIRA YAMAOKA

წყარო: ჩემი Memory :D

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...