Jump to content

Recommended Posts

7d603ecbafac.jpg

World In Conflict-კომპიუტერული თამაში რეალური დროის სტრატეგიის ჟანრში, შექმნილი Massive Entertainment-ისა და გამოშვებული Sierra Entertainment-ის მიერ Windows-ისათვის 2007 წელს. 2009 წელს კი გამოვიდა მისი დამატება World in Conflict: Soviet Assault სადაც მოთამაშეს შეუძლია საბჭოელების მხარეს თამაში.

თამაშინ ვითარდება 1989 წელს, ეკონომიური პრობლემები სსრკ-ის მთლიანობას ემუქრება, რეზულტატში საბჭოელები იძულებულნი ხდებიან დაიწყონ საომარი მოქმედებები კაპიტალისტური ქვეყნების წინააღმდეგ, შედეგად იწყება მე-3 მსოფლიო ომი!

(სთორიში მოქმედებს მძიმე სპოილერები, თუ გინდათ თვითონ გაერკვიოთ ისტორიაში თამაშის დახურვისას უბრალოდ არ წაიკითხოთ)

Story:

მოთამაშე მოგვევლინება "მუნჯი" (ანუ თამაშის პროცესში არ იღებს ხმას) პროტაგონისტის  აშშ-ს ლეიტენანტ პარკერის როლში. თამაშის დასაწყისში იგი იმყოფება აშშ-ს ქალაქ სიეტლში. თამაშის მსვლელობაში იგი იღებს კაპიტნის წოდებას.

მოთამაშე პარკერს აკონტროლებს რამოდენიმე საბრძოლო მოქმედებების სცენაზე, მარსელის ჩათვლით, რომლებიც ებრძვიან სსრკ-ს არმიას, აშშ-ს სამხრეთ სანაპიიროზე და მურმანსკ-შიც. პარკერთან ერთად ბრძოლობენ კაპიტან მარკ ბენონი და კაპიტან (მოგვიანებით მაიორი) ჯეიმს უებბი. სამივე ოფიცერი იმყოფება პოლკოვნიკი დჟერემი სოიერის ბრძანების ქვეშ.

ნოემბერი. 1989 წელი, სიეტლის პორტთან მახლობლად ჩნდება ამოუცნობი სატვირთო გემები, მოახლოების შემდგომ იქიდან უეცრად საბჭოელებთა არმია გადმოდის და ქალაქზე თავდასხმას იწყებს,

რადგან არმია არ იყო მობილიზებული,  აშშ-მ ქალაქი რამოდენიმე წუთშივე დაკარგეს, ბრძოლაში მონაწილეობას სამივე ოფიცერი იღებდა. აშშ-ს არმია კი შეყრას იწყებს ფორტ ტელერში, სადაც ვითომდა მდებარეობდა "ვარსკვლავური ომების" პროექტი (ეს პროექტი იყო შექმნილი რეიგანის მიერ რათა კოსმოსიდანვე გაენადგურებინათ რაკეტები, რომლებიც მიმართული იყო ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, მაგრამ ეს იმდენად აბსურდულია დღეს დღეობით რომ განხორციელება შეუძლებელია) ეს საბჭოელებმა არ იცოდნენ, თორემ დაიწყებოდა მაშტაბური ბირთვული ომი. თავდაცვამ გაამართლა, მაგრამ აშშ-ს წინააღმდეგ მთიან ქალაქ კესკეიდ ფოლსში მოემართება საბჭოელებთა მთელი ბატალიონი, რის გამოს სოიერი იღებს გადაწყვეტილებას ქალაქში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, აფეთქების შედეგად აგრეთვე დაიღუპა ბენონი და მისი სატანკო დივიზია.

ამის შემდგომ პარკერი იმას იხსენებს თუ როგორ გაიცნო მან ბენონი ევროპაში საბჭოელებთა წინააღმდეგ ბრძოლისას მარსელში. საბჭოთა ჯარები მარსელს იღებენ და ნატოს სამხედროებს ბუზებივით ანადგურებენ. ევროპელები აშშ-ს თხოვენ დახმარებას, აშშ-მ სოიერი და მისი მორჩილები გაგზავნა საბრძოლველად, ამ დროს ბენონი სატანკო როტის უფროსი გახლდათ, მას ევალებოდა ფრანგი კომენდანტის ჟან-ბაპტისტ საბატიეს დაცვა, მაგრამ იგი მას მიატოვებს რითაც სოიერის ბრძანებას დაარღვევს. საბატიე საბჭოელების არმიას ემსხვერპლება, მთელი თამაშის განმავლობაში ბენონს სინდისის გრძნობა აწუხებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც ბევრჯერ გაუხსნია ცეცხლი დანებებული საბჭოელებისადმი, მას მუდამ ჰქონდა პრობლემები მის თანამებრძოლ მეგობრებთან, განსაკუთრებით სოიერთან, აგრეთვე გამოირჩეოდა ცინიკური ლაპარაკით პარკერის მიმართ, სოიერი მის სხვა დივიზიაში გადაყვანას გადაწყვეტს, მაგრამ შტაბი უარს ეტყვის, რადგან გამოცდილი ოფიცრები იმ დროს ძალზედ ნაკლები იყო. დაზვერვა იუწყება რომ საბჭოელების ელიტარული ქვედანაყოფი ნიუ-იორკისათვის შეტევას გადაწყვეტს,

წინააღმდეგობის შემდგომ დაზვერვა იმტკიცება, რომ აშშ-ს არ ემუქრება არანაირი საფრთხე, პარკერი და სხვა ოფიცრები გაეგზავნებიან დასასვენებლად და ოჯახთან შესახვედრად სიეტლში, სადაც საბჭოელებთა შეტევის მე-2 ტალღა იწყება.

ჩინეთი ოფიციალურად შედის ომში და იბრძვის სსრკ-ს მხარეს, იგი თავის ფლოტს სიეტლში უშვებს რაც აშშ-ს დიდ საფრთხეს უქმნის, თუ ჩინელები თავიანთ სამხედროებს სიეტლის ნაპირებზე გადმოსვამდნენ, მაშინ ქალაქი ან სოიერის მცირე ძალებს უნდა კვლავ დებრუნებინა (რაც თეორიულად შეუძლებელი იქნებოდა) ანდა პრეზიდენტი რამოდენიმე მილიონიანი ქალაქის ბურთვული რაკეტით აფეთქებას აპირებდა, ჩინური ძალების გასანადგურებლად. რამოდენიმე დღიანი ბრძოლის შემდგომ პარკერის, უების და სოიერის ბატალიონები საბჭოელების თავდაცვას გაარღვევენ მაგრამ მათ რამოდენიმე საათი რჩებათ იქამდე სანამ პრეზიდენტი ააფეთქებდა ქალაქს და ჩინელები რაზმს გადმოსვამდნენ, ნერვებდაკარგული სოიერი ბენონის სიკვდილისა და რამოდენიმე დღიანი სტრესის გამო, ბევრ შეცდომას დაუშვებს რაც შემდგომ პარკერსა და უებს უნდა გამოესწორებინა, სოიერი აძლევს ბრძანებას რომ არ გასულიყვნენ სიეტლიდან და ებრძოლათ ბოლო ჯარისკაცამდე, უები კი პასუხობს რომ ეს თვითმკვლელობა იყო რადგან წუთებში რაკეტის გამოშვება იგეგმებოდა, სოიერმა კი ბრძანა რომ თავი შეეწირათ ქალაქისათვის.  იმის გამო რომ დაზვერვა ისევ შეცდა და აღმოჩნდა რომ ჩინელებს არ ჰქონდათ ზღვა-ხმელეთის ტიპის იარაღები ისინი უკან დაიხევენ რადგან ხვდებიან, რომ სანაპირო დაკარგულია.

თამაში ამით მთავრდება მაგრამ არ მთავრდება ომი, ომი ისევ გრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში და ევროპაში, მთელი ამ ისტორიის მთხრობელი თვითონ პარკერია, თამაშის ბოლოს კი იმაზე მიუთითებს რომ ომი არ დამთავრებულა და მას საბრძოლველად ისევ გამოიწვევდნენ, რაც პირდაპირი ნამიოკია ან დამატებაზე ან გაგრძელების გამოსვლაზე.

Review:

ჩვენ უამრავი თამაში გვეგულება სადაც "ცუდი ბიჭები" მუდამ რუსები არიან, ყველა ფილმში თუ თამასში ისინი მუდამ ბოროტ არსებებად არიან წარმოჩინებულები, იბრძვიან კარგის წინააღმდეგ, არასოდეს გვრჩება არჩევანი ალბათ მეთანხმებით, მააგრამ არ დამეთანხმოთ თუ გაქვთ ნათამაშები სტრატეგიული ჟანრის ეს შედევრი, აქ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ მხარე , იქნებით საბჭოელების წინააღმდეგ და გზას გაიკვლევთ ვაშინკტონისაკენ თუ იქნებით ამერიკელები და დაიცავთ სამშობლოს შემოტევებისაგან, მერწმუნეთ თქვენ გელოდებათ 9 საათი non-stop "ბახა-ბუხი", ვერთმფრენები, ბტრ-ები, მძიმე და მსუბუქი ქვეითები, ტანკები, ჰამერები, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური იარაღები, ერთი სიტყვით კარტ-ბლანში მთელს რესურსებზე, ამ თამაშის მთავარი პლიუსი კი არის კამერის ეფექტები, თქვენ არ მოგიწევთ კოზაკების სტილში თამაში, არა თქვენ ეხლა შეგიძლიან შეხედოთ ომს სხვა ნებისმიერი კუთხიდან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დიახ თქვენ ჯარისკაცებსაც კი შეგიძლიათ ჩახედოთ თვალებში, დაინახოთ მათი სახე, სიმხნევე, შიში, ბრძოლის შემდგომ ტანკებზე და ჯავშანზე დარჩენილი ნაკაწრები, რაკეტებისაგან ხვრელები, მაგრამ ეს ყველაფერი მე-2 ხარისხოვანია იმასთან შედარებით რასაც ეხლა გეტყვით, კამერის ჯარისკაცთა ჯგუფთან მიტანის დროს თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ მათ ლაპარაკს, ისინი მუდამ სხვადასხვა თემებზე ბჭობენ, რაკეტებზე, კოსმოსზე, შიშზე, თუ როგორ უნდათ მტრის განადგურება, ოჯახში დაბრუნება, როგორ დაახევდნენ სიფათებს კომუნისტებს და როგორ ატირებდნენ სიმწრის ცრემლებით კაპიტალისტურ ღორებს.

თამაში იყენებს     MassTech Game Engine სპეციალურად ამ თამაშისათვის შექმნილ დვიჟოკს, რომელიც გამოირჩევა თავისი იდეალური ფიზიკით, გრაფიკით და ერთი სიტყვით თვით სილამაზეა, იდეალურადაა დამუშავებული ბუნება, ხეები, ჩრდილები, ბალახი, ღრუბლებიც კი, ბალახზე და ნიადაგზე ტრანსპორტიდან რჩება კვალი, მისი სიღრმე ტრანსპორტის სიმძიმეზე და სიდიდეზეა დამოკიდებული, წყალში კიდევ ძალიან ლამაზად აირეკლება მთელი სამყარო, ჩრდილებზე მინდა გავამახვილო ყურადღება ძალიან მომეწონა მათი დამუშავებულობა, ხის ფოთლებსაც კი აქვს ჩრდილი, ანუ ფოთლები ერთი დიდი ჩრდილ არწარმოადგენენ, არამედ ეს არის პატარ პატარა ნაჭრები რომლებიც ქმნიან ძალიან ლამაზ შესახედაობას. ჩრდილები აგრეთვე ლამაზად აირეკლება წყალში, წყლის ამღვრევის დროს იმღვრევა ჩრდილებიც ისინი ძალიან ლამაზად მოძრაობენ წყალთან ერთად, ტალღოვნად, ერთი სიტყვით იდეალურად. ფიზიკა: ფიზიკაც შესანიშნავი, აფეთქებისას ნაწილების აქეთ იქით ცვენა, აფეთქების ტალღით ხეების შენჯღრევა ზოგჯერ წაქცევაც კი.

თამასში არის იარაღის უდიდესი არჩევანი:

    * ბრონეტექნიკა:

          o მძიმე ტანკი: M1A1 «აბრამსი» (აშშ), Т-80У (სსრკ), ლეოპარდ 2A4 (ნატო);

          o საშუალო ტანკი: М60А3 (აშშ), Т-62 (სსრკ), Чифтен Mk.5 (ნატო);

          o მსუბუქი ტანკი: M551А1 «შერიდან» (აშშ), ПТ-76 (სსრკ), FV-101 «სკორპიონი» (ნატო);

          o ბრონეტრანსპორტიორი: М2А2 «ბრედდლი» (აშშ), БМП-2 (სსრკ), «უორიორი» (ნატო);

          o მცურავი ბრონეტრანსპორტიორი: AAVP-7A1 (აშშ), БТР-80 (სსრკ), «ფოცხვერი» (ნატო).

    * ჰაერი

          o მძიმე შემტევი ვერთმფრენი: AH-64A «აპაჩი» (აშშ), Ми-24В (სსრკ), А129 «მანგუსტა» (ნატო);

          o საშუალო შემტევი ვერთმფრენი: AH-1W «სუპერკობრა» (США), Ми-28 (სსრკ), SA-341 «გაზელი» (ნატო);

          o სადაზვერვო ვერთმფრენი: OH-6 «კაიუსი» (აშშ), Ка-25 (სსრკ), Bo-105 PAH-1 (ნატო);

          o სატვირთო ვერთმფრენი: UH-60 «ბლექ ჰოუკ» (აშშ), Ми-8 (სსრკ), SA-330 «სუპერ პუმა» (ნატო).

    * ქვეითები

          o მსუბუქი ქვეითები;

          o ტანკსაწინააღმდეგო ქვეითები;

          o სნაიპერი;

          o ინჟინერი;

          o ტრანსპორტი: HMMWV (აშშ), УАЗ-469 (სსრკ), D-90 (ნატო);

          o სათვირთო მანქანა: М939 (აშშ), Урал-4320 (სსრკ), TRM 4000 (ნატო).

    * მხარდაჭერის მანქანები:

          o მძიმე საზენიტო დანადგარი: М730А2 (აშშ), 9К35 «Стрела-10» (სსრკ), «როლანდ» (ნატო);

          o საშუალო საზენიტო დანადგარი: M163 VADS (აშშ), ЗСУ-23-4 «Шилка» (სსრკ), «ჰეპარდი» (ნატო);

          o მძიმე არტილერია: M270 MLRS (აშშ), 2С7 «პიონი» (სსრკ), LARS 110 SF 2 (ნატო);

          o საშუალო არტილერია: M125 (აშშ), 2С1 «გვოზდიკი» (სსრკ), FV432 (ნატო);

          o შემკეთებელი ტანკი: M88A1 ARV (აშშ), Вт-55 (სსრკ), Chieftain AAVR (ნატო).

თამაშშ აქვს იდეალური სთორი, ძალიან ჩახლართული ახასიათებს დროებში ნახტომი, ძალიან კარგადაა გადმოცემული ჯარისკაცთა განწობა ომის დროს, ქათები წარმოდგენილია როგორც არტები, ყველა არტში ისინი თავიანთ მშობლებს და ოჯახის წევრებს ელაპრაკებიან თავიანთ გასაჭირს უზიარებენ მათ, მაგრამ ამ არტების გარდა აგრეთვე არის მცირე gameplay ვიდეო-ებიც სადაც ოფიცრები შეტევის გეგმებს ადგენენ ძირითადად. ერთადერთი ბაგი რაც მე შევძელი ამ თამაშისათვის მეპოვნა ის არის რომ როცა ამიფეთქეს ტანკი მაშინ ნამსხვრევმა ფრენა გააგრძელა, ესეც ალბათ იმიტომ რომ თამაშის ფიზიკა დაბალზე მქონდა დაყენებული სუსტი სისტემის გამო. თამასში აგრეთვე არის დამხმარების გამოძახებას, რომელიც წარმოდგენილია ავიადაბომბვით, ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული დახმარებით და ა.შ. აგრეთვე სატვირთო თვითმფრინავით ტანკებისა და ტექნიკის მოწოდებით. 2007 წელს გამოშვებული თამაში გრაფიკაში არ მოიკოჭლებს შესანიშნავი გრაფიკა აქვს, განაწყენებულს არ ტოვებს გრაფიკისა და ეფექტების მოყვარულებს, ერთი სიტყვით: გიყვართ საინტერესო, ლამაზი და ძალიან მაგარი სპეც ეფექტების მქონდე ჰოლივუდური ფილმები? მაშინ ეს თამაში თქვენთვისაა მეგობრებო. მაგრამ თამაშს ახასიათებს დაბალი FPS დატვირთულ ადგილებში, როგორც გტა 4-ში აქაც ყურადღება პროცესორზე არის გამახვილებული, ანუ ჩავარდნების გარეშე სათამაშოდ E7300 მაინც დაგჭირდებათ.

ჩემი შეფასება:

Gameplay: 9,5/10

Story: 9/10

Graphics: 8/10

Overall: 8,8/10

42.jpg

wic_0606_both_paradrop2.jpg

932462_20070406_screen002.jpg

5-2.jpg

sov2a.jpg

დაწერილია GIO14-ის მიერ სპეციალურად Overclockers.ge-სათვის

გმადლობთ ყურადღებისათვის!

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...