Jump to content

Recommended Posts

half-life-logo.jpg

Half Life

History

ცოცხალი სამყაროს შექმნა არც ისე ადვილია...

Half life -  იდეა იყო გეიბ ნიუელის და მაიკ გერინგტონის, ორი მაიკროსოფტის თანამშრომელის. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ აზრებს თუ როგორი

იქნება გეიმ ინდუსტრია მომავალში, მაგრამ ვერავის ვერ წარმოიდგენდა რომ მათი ოცნებები ასე მალე გადაიქცეოდა რეალობად. თავდაპირველად ეს ორი

ადამიანი დაახლოვდა ერთმანეთთან იმიტომ რომ ორივე ხვდებოდა თუ რამხელა რისკი იყო ამ პროექტში მაგრამ ამავდროულად უდგებოდნენ ბიზნეს გეგმის

შემუშავებას. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იქნებოდა ლიცენზიის მოპოვება Quake–ს   ძრავზე  ID Software–სგან, მართლაც ეს იქენბოდა ყველაზე გონიერი და

ადვილი გადაწყვეტილება იმისთვის რომ გააგრძელო წყნარი და ჩუმი სამუშაო Washington ის გარეუბანში სახელწოდებით კირკლენდში. ეს იყო მშვენიერი ადგილი

შესაქმნელად. შეიქმნა კი ის, რაც გახდა უმაღლესი დონის პირველი პირის შუთერი, მარტივი ინტერფეისით და მრავალრიცხოვანი მონსტრებთან შეტაკებებით.

ერთადერთი პრობლემა რაც ექმნებოდათ მაიკს და გეიბს ეს ისაა რომ არ ყავდათ დეველოპერები, დიზაინერები და პროგრამისტები რომლებსაც დღისით დააქვთ

პიცა – საღამოს კი ბრიდავენ უცხოპლანეტელებს რომ გადაარჩინონ დედამიწა. კომპანია valve მხარს უჭერდა ამ ხელოვან ხალხს რომელთაც უყვარდათ თამაშები,

და უყვარდათ ისე რომ არ შეეძლოთ რამე არ შეექმნათ...

acefbefdacc4.jpg

დაიწყო თუ არა მუშაობა, Valve-მ იმ წუთასვე ხალხი დაყო ორ ჯგუფად რომლებსაც ამუშავებდა სხვადასხვა პროექტებზე. პირველი პროექტი სახელწოდებით Quiver,

პირველი პირის შუთერი (DOOM ის დონის თამაში) მხოლოდ იმ განსხვავებით რომ აქცენტი იქნებოდა ინოპლანეტელ მონსტრებზე. მეორე პროექტი

სახელწოდებით Prospero, უნდა ყოფილიყო  შავბნელი ლიტერატურული თამაში, მოტივებზე დაწყებული Myst–იდან და დამთავრებული  Borges–ით. მაგრამ

როდესაც Half Life მიაღწია კრიტიკულ მასას, მან დაიწყო ჩათრევა ყოველი შემდეგი თანამშრომელის, სცენები იქნა აღებული Prospero–დან, ყველაფერ ამით Half Life

ში კეთდებოდა აქცენტი სიუჟეტზე და ატმოსფეროზე. ამ დროისთვის Valve მიხვდა რომ თუ Half Life ს არ მისცემდნენ დამატებით დროს, თამაში გამოვიდოდა

არასრულყოფილი. 1997 ი წლის ბოლოს გეიბი და მაიკი აძლევენ გუნდს დამატებით წელს რომ დაამუშაონ Half Life ისე როგორც საჭიროა და მოიყვანონ წესრიგში.

ამ დამატებითმა წელმა შეცვალა სამყარო...

Gordon Freeman – კაცი ლეგენდა ( =D )

3a01b8e7db1a.jpg

პერსონაჟი რომელიც თვალით არ გვინახავს თამაშის პროცესში მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც დიდ სიმპატიას იწვევს ჩვენში. გორდონ ფრიმენი... ზუსტად ის

კაცი ვისაც ამხელა ისტორია გადახდა თავს. მაღლა სურათზე ხედავთ თუ როგორი იყო გორდონის თავდაპირველი ჩანაფიქრი, თუმცა არა, გორდონის ნაკლებად...

მაშინ ამ პერსონაჟს Ivan The Space Biker ერქვა.

0ef2330450ad.jpg

0bb65d617c1c.jpg

როგორ განსხვავდება "ეს" გორდონის საბოლოო მოდელისგან... სახე, თუნდაც კოსტიუმი, სათვალე... ისე სათვალეზეც ბლომად იმუშავეს =))

372bf3bf6856.jpg

ამ პერსონაჟს ჩემი აზრით ვერ დავარქმევთ  მეცნიერს, ეს სათვალე, სახის გამომეტყველება მეცნიერს კი არა ალბათ უფრო მაფიოზს გავს, ნუ ეს ჩემი პირადი

შეხედულებაა =))  + წითელი ამ კოსტიუმს ნამდვილად არ უხდება =))

f3b63de6962d.jpg

ეს უკვე სულ სხვა საქმეა...  მაშ ასე... ქალბატონებო და ბატონებო... გორდონ ფრიმენი!.

მონსტრები HL ის სამყაროში

Houndeye

34228a6b0d9d.jpg

გახსოვთ Houndeye? Blue Shift ში მგონი პირველი მონსტრი ეს გვხვდება. ბავშვობაში ძალიან მიყვარად ამ არსებების ხოცვა... რაც შეეხება შთაგონებას მანდ საქმე

ძალიან მარტივადაა, ტედ ბეკმენის სამეზობლოდ ცხოვრობდა ოჯახი, მათ კი ყავდათ შავთეთრი გაბურძგნული კატა... ისე რომ დავუკვირდეთ გავს....

"ბარნაკლი"

13eb578f9a66.jpg

ეს მონსტრი თამაშში ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა, გვიწოვდა თავისკენ და თავებს გვაჭამდა... თუ რათქმაუნდა  არ დაახლიდით მთელ აბოიმას ან არ ჩაქოლავდით ლომით.

Chubtoad

e92bfb027803.jpg

ჩანაფიქრი იყო ასეთი, ამ ბაყაყის "ჭამა" უყვარს ყველა მონსტრს და ჩვენ, მოთამაშე ვიყენებთ ამას ჩვენი საქმისთვის(ვიგადნიკობას აქვს ადგილი), ანუ შეგვიძლია

გამოვიტყუოთ რაიმე მონსტრი თავის "სოროდან" ან ბრძოლის დროს გადავატანინოთ ყურადღება მასზე. ეს ბაყაყი არ შევიდა საბოლოოდ Half Lifeში მაგრამ

სახელწოდებებს ძალიან ხშირად იცვლიდა.

უცხო პლანეტელების მსახური ან უბრალოდ ვორტიგონტი

bb00e27cfbcb.jpg

Half Life ში ჩვენ თუ ამ მონსტრთან სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოდით Half Life 2 ში იგი გვხვდება ჩვენს მხარეს

უცხო პლანეტელი გრანტი (ჩვენი ძმა და მეგობარი)

490061694a43.jpg

არ დაუჯეროთ სათაურს, გრანტი არასდროს ყოფილა ჩვენი მეგობარი და არც არასდროს აღარ იქნება. თავდაპირველად ჩანაფიქრი იყო ასეთი: გრანტი უნდა

ყოფილიყო რაღაც ძალიან დიდი (ბოლო მომენტამდე არ იცოდა არავინ თუ რამდენად დიდი) ბევრი ლოკაციის გადაკეთება დასჭირდა ჯგუფს რომ გრანტი

კედლებში არ გაჭედილიყო ან რამე მაგდაგვარი.

Kingpin & Fast Walker

ეს ორი პროექტია რაც ჩემი პირადი აზრიდან გამომდინარე ჰალფ ლაიფს ძალიან მოუხდებოდა. ორი არსება რომლებიც დაეხმარებოდნენ გორდონს თამაშის

გასვლაში, მაგალითად Fast Walkerი როცა დაყეფავდა გორდონი მიხვდებოდა რომ მას საფრთხე ელის ან რამე მაგდაგვარი. სანაცვლოდ კი ბრძოლის შემდეგ

დარჩენილ ხორცს მოითხოვენ.

Kingpin

d9443333840f.jpg

შეუძლია პარალიზებური ფსიქიკური თავდასხმა და თავდაცვა რაც მას დაუმარცხებელს ხდის. მისი 4 ი თვალი 360 გრადუსიან ხედვას უზრუნველყოფს .

Fast Walker

47ed54688fbb.jpg

Fast Walker ი ძალიან გავს მოყარაულე ძაღლს. დაყვება მოთამაშეს, საშიშ მტერთან შეხვედრისას იმალება, ყეფით აცნობებს გორდონს საფრთხის შესახებ და  ჩვენი

მოკლული მტრების ნარჩენებს მტვერსასრუტივით ანადგურებს. 6 ი თვალი უზრუნველყოფს ინფრაწითელ ხედვას, კარგად განვითარებული წინა "თათებით" კი

შეუძლია მართოს მანქანა ან დაიჭიროს იარაღი :|

Soldiers

a84bfb248a8f.jpg

მათი ხელოვნური ინტელექტის მიუხედავად რომელმაც მიიღო ყველანაერი არსებული ჯილდო, ჯარისკაცები Half Life ში უნდა ყოფილიყვნენ შესახედავად საშიშნი.

ანუ საშიში არა გარეგნული თვალსაზრისით უბრალოდ როდესაც თამაშში შეხვდებოდით ჯარის კაცს, მოთამაშის ტვინში უნდა გაელვებულიყო აზრი: "ამათთან

ხუმრობა არ გამივა". ხელოვნური ინტელექტი დამუშავდა ისე რომ მოთამაშის მოქმედებაზე მოწინააღმდეგეებს შეეძლოთ ტაქტიკური პასუხის გაცემა, ამიტომ

ბრძოლა ამსახის მტრებთან იყო საკმაოდ საინტერესო და არაერთფეროვანი.

b5d7947d934d.jpg

დამატებით დროში ჯგუფმა შეძლო ბევრი ლოკაციის გაკეთება და დამუშავება მაგალითად მორგის, საწვავის საწყობი, საკონტროლო პუნკტი მარალი დონის დაცვით

და გაშვების ოთახი

2dc18dfbe20b.jpg

დეველოპერებს ძალიან ცოტა დრო ქონდათ ფინალურ ლოკაციების გადახედვისთვის და ყველაფრის შემოწმებისთვის. დღეში 16 საათს ისინი ატარებდნენ  

მუშაობაში და მაინც ისენი თვლიან რომ ეს დრო იყო ყველაზე საინტერესო რაც კი Valveში უმუშავიათ

***

თამაში გამოვიდა მართლა რაღაც ზე–ბუნებრივი... ყავს უამრავი ფანი... როდესაც ამ სტატიის დაწერა დავიწყე მაშინვე გადმოვწერე სრული ანთოლოგია პირველი

ნაწილი Half Lifeსი და დავიწყე თამაში (აღარ მახსოვს უკვე მერამდენედ). თავის დროზე გრაფიკა იყო შესრულებული 10–იანზე... ეს პატარ პატარა გალავალომკები

თვითონ ატმოსფერო... ყველაფერი რაღაც ძალიან კარგადაა შესრულებული და რაც ყველაზე მთავარია Half Lifeს გამოსვლამ მნიშვნელოვნად წინ წაწია პირველი

პირის "სროლინგები (:D) ". პირველად Game ინდუსტრიაში სთორის ვიგებთ არა სინემატიკების ან რამე მაგდაგვარისგან არამედ დასკრიპტული სცენებიდან. ჰმმმ

საკმაოდ საინტერესოა თან არ დაგავიწყდეთ რომ 1998 წელია. მთელი თამაშის განმავლობაში ხარ გორდონ ფრიმენი... და ხედავ ყველაფერ იმას რასაც ხედავს

ეს პერსონაჟი... არანაერი სინემატიკები. უსმენ მონოლოგებს, უყურებ მნიშვნელოვან მოვლენებს ისევ და ისევ გორდონის თვალით... ეს ყველაფერი

უზრუნველყოფს იმას რომ თავი თამაშში იგრძნო და ფიქრობდე ფრიმენის მაგივრად.

მოქმედება რათქმაუდნა ვითარდება ლაბორატორია Black Messa ში... რომელიც მდებარეობს ამერიკის შტატ ნიუ მექსიკოში. ლაბორატორია ლამბდა აკეთებდა ექსპერიმენტებს პორტალის გახსნაზე... როგორც ჩანს მათ ეს გამოუვიდათ და გახსნეს პორტალი ეგრედწოდებულ XEN ის სამყაროში სადაც აღმოაჩინეს ცოცხალი არსებები და "სთრეინჯ" კრისტალები =)) რომლებიც მეცნიერებს დაევასათ და დაიწყეს შესწავლა... უფროსწორედ გააგზავნეს ხალხი ამ კრისტალების მოსატანად (ნუ ტრუპებს Xenში რომ მოხვდებით მანდ მიაგნებთ + ტყვია წამალიც ეგდება ახლომახლო). პერსონაჟი ვის გადამხდარ ისტორიასაც გავიგებთ ჩვენ როგორც მაღლა არაერთხელ ვახსენე ქვია გორდონ ფრიმენი... ახალგაზდა ნიჭიერი მეცნიერი.....  ერთერთი ასეთი მოპოვებული კრისტალი "გაეძრო" ფრიმენის ხელში და დაავალეს  ექსპერიმენტების ჩატარება... ნუუ ვისაც აქვს ნათამაშები ან ვისაც არ აქვს, გაგონილი მაინც ექნება ან ნანახი რომ ამ ექსპერიმენტის დროს ყველაფერს "დედა აეხევა" და აქ იწყება უკვე ყველაზე საინტერესო... ამ აფეთქებამ გამოიწვია ის რომ საქართველო.. თფუი დედამიწა და Xenი  რაგაცით დაკავშირდნენ... უფროსწორედ კრისტალი არის ამ ორ პლანეტის შორის ხიდი... + ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ამ Xen სამყაროს მაცხოვრებლები "ბესპრიძელები" არიან

არ ევასებათ  დედამიწელები და თავს ესხმიან (არადა კი არ ესხმიან თავს აჭამენ)... თამაშის განმავლობაში ბევრი ძალიან საინტერესო რამ მოხდება... ცოტა ბოლოსკენ კი გავიგებთ რომ ამ კრისტალის დახურვა შეუძლებელია..უფროსწორედ რაღაცა უშლის ხელს... მეცნიერები გადაგვაგდებენ Xenში და გვეტყვიან "გაანადგურე ის რაც გვიშლის ხელს პორტალის დახურვაში"..... ხო და იმასაც დააყოლებენ რომ როცა "ის" განადგურდება  ფრიმენის უკან დაბრუნებისთვის დრო აღარ იქნება. (დლა ჩაინიკავ:  Gordon Freeman + Xen ში ცხოვრება = Gordon – ის სიკვდილი)

პა სიკრეტუ გეტყვით ვისაც არ უთამაშია და ამ ნაწერმა დაგაიზმენათ ფრიმენს G manი გადაარჩენს... ითამაშეთ და მიხვდებით ყველაფერს

half_life1.jpg

P.S.

ჩემი პირველი სტატიაა და ძაან არ გამანადგუროთ   =))

+  გრამატიკული ბანალური შეცდომები დაიკიდეთ იმიტომ რომ მე მკიდია :D

და რაც მთავარია  ეხლა ვარეალიზებ ჰალფ ლაიფის ანთოლოგიას 1 ის და აუცილებლად გადაწერეთ

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...