Jump to content

Recommended Posts

Call Of Duty -ეს არის 1st person შუთერი,რომელშიც აღწერილია მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე მოვლენები და ასევე ბრძოლა ტერორისტების წინააღმდეგ. Call Of Duty-ს სერია შედგება 6 ნაწილისაგან (ჯერ-ჯერობით). თავდაპირველად ეს შუთერი გამოვიდა pc-ზე, თუმცა შემდეგში გადაინაცვლა კონსოლებზე და პორტატულ სათამაშო მოწყობილებებზეც. ამ შესანიშნავ შუთერს გამოსცემს კომპანია Activision, ხოლო თვითონ თამაში იქმნება კომპანია  Infinity Ward-ის მიერ.

Call of Duty:

1lj0uwao0p34ju0i362.jpg

Call of Duty-ს სერიის პირველი შუთერი, რომელიც შექმნილია  Quake III Arena (Id Tech 3) -ს ძრავაზე და გამოვიდა  2003 წლის 29 ოქტომბერს. თამაში შეიქმნა Infinity Ward-ის მიერ და გამოსცა კომპანია Activision-მა. თამაშის მოვლენები მეორე მსოფლიო ომში ვითარდება და შეიარაღება/ტექნიკაც შესაბამისად იმდროინდელია. საინტერესო გეიმფლეიმ ეს თამაში საკმაოდ პოპულარულ შუთერად აქცია.

დაწვრილებით:

Call of Duty-ს აქვს როგორც კარიერის, ასევე მულტიფლეიერის რეჟიმი. კარიერის რეჟიმში თქვენ შეგეძლებათ სამი სხვადასხვა ჯარისკაცით თამაში. თავდაპირველად ამერიკელი მედესანტე ჯონ მარტინი იქნებით, ხოლო შემდეგ სერჟანტი ჯეკ ევანსი ინგლისის არმიიდან. ბოლოს კი წითელი არმიის სერჟანტ ალექსეი ვორონინით მოგიწევთ თამაში.

მისიის შესასრულებლად აუცილებლად უნდა გავიაროთ ყველა დავალება. კარიერის რეჟიმში 4 სირთულე არსებობს. მოთამაშეს შეუძლია თან ატაროს 2 სხვადასხვა ტიპის იარაღი. იარაღებს აქვს განსხვავებული სროლის რეჟიმი მაგ: ერთტყვიანი და ავტომატური რეჟიმი. ამ თამაშში არსებული იარაღები მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იარაღების იდენტურია (ვირტუალურად რათქმა უნდა). მოთამაშეს შეუძლია გაანადგუროს ქვეითი ჯარი, დაჯდეს ავტომობილზე, მართოს ტანკი და ჩამოაგდოს მტრის რაკეტები სპეციალური იარაღებით.

თამაშის ვითარება ხდება 1942-1945 წლებში. სულ არის 27 მისია. 2004 წელს გამოვიდა ამ თამაშის დამატება Call of Duty: United Offensive.

Gameplay:http://www.youtube.c...E...EB1&index=2

შეფასება:http://www.gamespot....=result;title;7

სკრინები:

361ced5177ec.jpg7f2c2d786f7d.jpg85389030fd25.jpg

Call of Duty 2:

921995_57061_front.jpg

ამ სერიის მეორე ნაწილი. აქაც, როგორც პირველ ნაწილში, მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. თამაში გამოსცეს ზემოხსენებულმა კომპანიებმა 2005 წლის 25 ოქტომბერს. ჰიტლერის ფაშისტი დამქაშების განადგურებას წითელარმიელი, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების საშუალებით შეძლებთ 3y84xfp.gif

დაწვრილებით:

აქაც როგორც პირველ ნაწილში კვლავ მეორე მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდებით.თქვენ მოგიწევთ ითაშოთ საბჭოთა, ამერიკელი და ბრიტანელი  ჯარისკაცებით. გაუმჯობესებულია გრაფიკა, თამაშის ინტერფეისი და გაზრდილი იარაღების რაოდენობა. როდესაც მოთამაშე იჭრება ეკრანი წითლდება გარშემო  გეიმერი ხვდება რომ უნდა დაიმალოს მტრებისაგან. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ იარაღები ბუნკერებში, სანგრებში და ასევე წაართვათ თქვენს მიერ მოკლულ მსხვერპლს იარაღი (რაში ჭირდება მაინც :D). ამ თამაშში არ მოგიწევთ ყველაფრის მარტო და ერთი პერსონაჟით გადალახვა - თქვენი თანამოძმე ჯარისკაცები მოგეხმარებიან. მათგან მთავარი პერსონაჟები უკვდავები არიან და  მანამდე არ კვდებიან სანამ ამას სიუჟეტი არ მოითხოვს.

თამაშის ვითარება ხდება 1941-1945 წლებში.სულ არის 10 მისია  და 27  ეპიზოდი.

Gameplay: http://www.youtube.c...M...5D6&index=1

შეფასება: http://www.gamespot....=result;title;5

სკრინები:

bd13c482bcdb.jpga4c4b1447da5.jpgd4b8801a33cb.jpg

Call of Duty 3:

6e850ed6e2cf.jpg

ეს ნაწილი გამოირჩევა მხოლოდ იმით (აქაც მეორე მსოფლიო ომზეა chojinfc.gif ) რომ ის არ გამოიცა Infinity Ward-ის მიერ და გამოვიდა მხოლოდ კონსოლებისთვის (PlayStation 2, PlayStation 3, Wii, Xbox, და Xbox 360). თამაში გამოუშვა კომპანია Treyarch-მა 2006 წლის 7 ნოემბერს.

დაწვრილებით:

გარდა იმისა რომ მესამე ნაწილი მხოლოდ კონსოლებზე გამოვიდა, სიუჟეტშიც საკმაო ცვლილება იყო. თამაში ეხება არა მთლიანად მეორე მსოფლიო ომს, არამედ მის ერთ-ერთ ასე ვთქვათ ფრაგმენტს. ეს იყო ფალიზის ოპერაცია. ზოგ მისიაში თქვენ შეგეძლებათ ატაროთ მსუბუქი მანქანა ასევე ტანკი და  ნავი.

თამაშში დამატებულია  ახალი სპეცეფექტები და მრავალმომხარებლიანი რეჟიმი. MULTIPLAYER-ში შეუძლია ითამაშოს 24-მა მოთამაშემ როგორც  Xbox 360-ზე ასევე PlayStation 3-ზე.

Gameplay:http://www.youtube.c...Q...&playnext=1

შეფასება: XBOX360,PS3

სკრინები:

cd3715ebb41a.jpgc387bb6937c9.jpg96a3c9393a75.jpg

Call of Duty 4: Modern Warfare

7d60aa9b5397.jpg

Infinity Ward-ის საუკეთესო ნაშრომი. პოპულარული შუთერის მეოთხე ნაწილი, რომელმაც ყველაზე მეტად გაამართლა Call of Duty-ს სერიებში. წინა თამაშებისგან განსხვავებით Call of Duty 4: Modern Warfare-ს არაფერი საერთო არ ქონდა მეორე მსოფლიო ომთან. თამაშის მოვლენები ჩვენს დროში ვითარდება, მეორე მსოფლიო ომის იარაღებს ანაცვლებს  M4, AK-74 (კალაშნიკოვი) და სხვა თანამედროვე იარაღები.

დაწვრილებით:

Call of Duty 4: Modern Warfare - მეოთხე ნაწილი, რომელში ვითარება ხდება თანამედროვე ეპოქაში და არა მეორე მსოფლიო ომის დროს. თამაში შექმნილია "iw" ძრავაზე.

რაც შეეხება სიუჟეტს: რუსი ნაციონალისტი იმრან ზახაევი ოცნებობს რო მისი მშობლიური რუსეთი დაუბრუნდეს საბჭოთა წყობას. ის ხვდება რომ აშშ არ დაუშვებს ამას და ამიტომ ის დააფინანსებს ამბოხებას მის მოკავშირე ჰალედ ალ-ასადამის მეთაურობით. ზახაევი ამით ცდილობს მსოფლიოს ყურადღება მოადუნუს რუსეთის მიმართ, თუმცა ამერიკა და ბრიტანეთი ხვდება მის ჩანაფიქრს და ყველაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად.

ისტორია იწყება ბრიტანული სპეც-რაზმის SAS-ის ორი წევრის ჯონ "Soap" მაკტავიშით და კაპიტან პრაისით. თამაშის მოქმედება ხდება გემზე რომელსაც გადააქ ბირთვული ბომბი,კავკასიაში, რუსეთში, აზერბაიჯანში და ჩერნობილში.

მთავარი პერსონაჟები:

ჯონ მაკტავიში - მეტსახელად "Soap" (საპონი), SAS--ის 22-ე პოლკის ჯარისკაცი. თამაშის მთავარი გმირი.

კაპიტანი პრაისი - სპეცრაზმის მეთაური რომლის შემადგენლობაშიც იმყოფება მაკტავიში, თამაშის ბოლოს მას ესვრის იმრან ზახაევი და გადაყავთ რეანიმაციაში.

იმრან ზახაევი - რუსული ულტრანაციონალისტური დაჯგუფების ლიდერი. კაპიტანma პრაისმა მას სნაიპერული შაშხანით მოაწყვიტა მარჯვენა ხელი (ჩერნობილში), ხოლო ბოლოს ის მოკლა ჯონ მაკტავიშმა.

ხალედ-ალ-ასადი - ზახაევის არაბი მოკავშირე, დაკითხვის შემდეგ მას კლავს კაპიტანი პრაისი.

ლეიტენანტი ვასკესი - თამაშის ერთ-ერთი გმირი. რამდენიმე ეპიზოდშ ამ ჯარისკაცით თამაში მოგიწევთ.ის არის აშშ-ს არმიის მზვერავი და იღუპება ატომური ბომბის აფეთქების შედეგად

გასი - SAS-ის წევრი. თამაშის ბოლოს მას კლავს იმრან ზახაევი.

Gameplay:http://www.youtube.c...h?v=8f0s06G3FZY

შეფასება:http://www.gamespot....=result;title;3

სკრინები:

cb1bc4baaef9.jpg93fbc22d7467.jpg4a0734e3f56c.jpg

Call of Duty 5: World at War

5be52e90e1b7.jpg

Call of Duty-ს მეხუთე ნაწილი, გამოუშვა კომპანია Treyarch-მა 2008 წლის 9 ივნისს. ის შექმნილია  Call of Duty 4: Modern Warfare-ს ძრავაზე ("iw"). თამაში გამოვიდა როგორც PC-სთვის, ასევე კონსოლებისთვის. 2009 წელს გაიყიდა მისი 11 მილიონზე მეტი დისკი.

დაწვრილებით:

თამაშის მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს. თქვენ მოგიწევთ ამერიკელი კაპიტნის მილერის როლში ყოფნა და ასევე საბჭოთა კავშირის ჯარისკაცის დიმიტრი პეტრენკოთი თამაში. სერჟანტი მილერით თქვენ მოგიწევთ გაანადგუროთ ფაშისტების მოკავშირე იაპონელები, ხოლო დიმიტრი პეტრენკოთი კი გერმანელი მტრების წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში. თამაშის დასასრულს დიმიტრი ააფრიალებს საბჭოთა კავშირის დროშას რაიხსტაგის თავზე. თამაშის დახურვის შემდეგ შეგიძლიათ ითამაშოთ ფაშისტი ზომბების წინააღმდეგ, რომელიც ბონუსის სახით ემატება თამაშს მისი დახურვის შემდეგ. ასევე თამაშს აქვს მრავალფეროვანი მულტიფლეიერის რეჟიმი.

მთავარი პერსონაჟები:

დიმიტრი პეტრენკო: სსრკ-ს ჯარისკაცი და თამაშის მთავარი გმირი. მონაწილეობს სტალინგრადის და ბერლინის ბრძოლებში.

კაპიტანი მილერი: ასევე მთავარი გმირი. მონაწილებს ოკინავას და მაკკინის ბრძოლებში.

Gameplay:http://www.youtube.c...h?v=qmIkodapLb4

შეფასება:http://www.gamespot....=result;title;0

სკრინები:

151c5d57f9e5.jpg9754632f1a1b.jpgc2b0b8a603e3.jpg

Call of Duty: Modern Warfare 2

19e3ea1bf761.jpg

Call Of Duty-ის სერიების რიგით მეექვსე ნაწილი, რომელიც შექმნა Infinity Ward -მა და გამოსცა კომპანია Activision-მა 2009 წლის 10 ნოემბერს ყველა პლატფორმაზე. ეს ნაწილი არის Call of Duty: Modern Warfare-ს სიუჟეტური გაგრძელება. ამ ნაწილში მოქმედება ხდება 5 წლის შემდეგ. მოთამაშეს მოუწევს იბრძოლოს რუსეთში, ყაზახეთში, ავღანეთში და ამერიკაში.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ამ თამაშის გამოსვლიდან პირველივე დღეებში გაიყიდა მისი 4 მილიონამდე ეგზემპლარი. ამით მან მოხსნა რეკორდი და უკან ჩამოიტოვა თამაში-ბესტსელერი Grand Theft Auto IV.

სიუჟეტი:

Call of Duty: Modern Warfare 2-ს სიუჟეტი ვითარდება Call of Duty 4: Modern Warfare-დან 5 წლის შემდეგ. ზახაევის გარდაცვალების შემდეგ  რუსულ ულტრა-ნაციონალისტურ დაჯგუფებას სათავეში უდგება ვლადიმერ მაკაროვი. მაკაროვი ახორციელებდა უამრავ ტერორისტულ აქტებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მთელ მსოფლიოში. მის შესაჩერებლად შექმნეს სპეც-ჯგუფი «Task Force 141» გენერალ შეპარდის ხელმძღვანელობით.

თამაში იწყება ავღანეთში, ამერიკელი სამხედროების ბაზაზე სადაც რეინჯერი ჯოზეფ ალენი ახდენს თავისი სამხედრო გამოცდილების დემონსტირებას. გენერალი შეპარდი  გაგზავნის ჯოზეფ ალენს CIA-ში ალექსი ბოროდინის სახელით, ხოლო ამის შემდეგ კი ალენი მოხვდება მაკაროვის ორგანიზაციაში. ალენი გაჰყვება თან მაკაროვს მოსკოვის აეროპორტში. მაკაროვი და მისი ჯგუფის წევრები ცეცხლს გაუხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას, ალენი იძულებული ხდება მიიღოს ამ საშინელ ტერორისტულ აქტში მონაწილეობა რათა თავისი თავი არ გასცეს, თუმცა მაკაროვი ხვდება ყველაფერს და კლავს მას აეროპორტიდან გაქცევის წინ.

ალენის გვამის აღმოჩენის შემდეგ რუსეთი დაასკვნის რომ ეს ტერორისტული აქტი ამერიკელების მიერ არის ორგანიზებული და შეერთებულ შტატებს ომს გამოუცხადებს.

მთავარი პერსონაჟები:

სერჟანტი ჰარი "Roach" სანდერსონი: თამაშის მთავარი გმირი. Task Force 141-ის ერთ-ერთი წევრი. მას კლავს მოღალატე გენერალი შეპარდი რუსეთ-საქართველოს საზღვართან.

კაპიტანი ჯონ მაკტავიში: Call of Duty 4: Modern Warfare-ს მთავარი გმირი. Task Force 141-ის ერთ-ერთი მეთაური. მონაწილებს რუსეთის, ბრაზილის და ავღანეთის ბრძოლებში. ბოლო მისიაში სწორედ ამ პერსონაჟით მოგიწევთ თამაში.

ჯოზეფ ალენი: რეინჯერი. ის შეგზავნილ იქნა CIA-ში შეპარდის მიერ და შემდეგ მონაწილებოდა ტერორისტულ აქტში მაკაროვის ხელმძღვანელობით. მას კლავს მაკაროვი და სწორედ ეს გახდება ამერიკა-რუსეთის ომის დაწყების საბაბი.

რიგითი ჯეიმს რამირეზი: რეინჯერი. რუსების თავდასხმის შემდეგ ის მის თანამემამულეებთან ერთად ცდილობს გაათავისუფლოს თეთრი სახლი რუსებისგან. ამ პერსონაჟითაც მოგიწევთ თამაში.

გენერალი შეპარდი: Task Force 141-ის მეთაური. ბოლოს ის ყიდის თავის სპეც რაზმს და კლავს ჰარი ანდერსონს და საიმონ რაილის. მისი სურვილია გახდეს გმირი სამშობლოს თვალში. ბოლოს მას კლავს ჯონ მაკტავიში.

ვლადიმერ მაკაროვი: რუსულ ულტრანაციონალისტური დაჯგუფების მეთაური.«Task Force 141».-ის მთავარი სამიზნე. თამაშის ბოლო ნაწილში ის აწვდის პრაისს მოღალატე შეპარდის კოორდინატებს, ხოლო შემდეგ თამაშიდან "იკარგება" და მისი ბედ-იღბალი უცნობია. ჩემი აზრით ის  Modern Warfare-ს შემდეგ ნაწილში აუცილებლად გამოჩნდება

კაპიტანი ჯონ პრაისი: SAS-ის ვეტერანი. Call of Duty 4: Modern Warfare-ს მთავარი გმირი. ის დაკავებულ იქნა რუსეთში როგორც საშიში დამნაშავე. მას ათავისუფლებს ჯონ მაკტავიშის რაზმი, რის შემდეგაც იგი მონაწილეობს გენერალ შეპარდის ლიკვიდაციის ოპერაციაში.

სერჟანტი საიმონ Ghost რაილი: Task Force 141-ის წევრი. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად. ბოლოს მას და  სანდერსონს  კლავს გენერალი შეპარდი.

Special Ops: ასევე თამაშში შეხვდებით კოოპერატიული რეჟიმს Special Ops. ამ რეჟიმში შეგიძლიათ ითამაშოთ მაქსიმუმ ორმა მოთამაშემ. დავალებები კარიერის მისიების ანალოგიურია, თუმცა გამოირჩევა იმით რომ შეგიძლიათ ითამაშოთ ორმა მოთამაშემ. Special Ops დაყოფილია 5 ნაწილად  (Alpha, Bravo, Charlie, Delta და Echo), სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ტიპის დავალებები.

Multiplayer თამაშის ონლაინ რეჟიმი იყენებს IWNet-ის სერვერებს. Valve-ს steam-ის საშუალებით ამ თამაშს აქვს კარგი დაცვა და თამაშს ლიცენზიის გარეშე (ჯერ-ჯერობით) ვერ ითამაშებთ.

მულტიფლეიერში შესაძლებელია როგორც გუნდური თამაში, ასევე "Deathmatch" ტიპის რეჟიმი (ყველა ყველას წინააღმდეგ). გარდა ამისა მულტიფლეირში თამაშის შემდეგ მოთამაშეს ემატება ჩინი და ქულების ბლომად დაგროვების შემდეგ იღებს სხვადასხვა ბონუსებს. ამ რეჟიმში ერთდროულად 18 მოთამაშეს შეუძლია თამაში.

თამაშის რუსულ ვერსიაში ამოჭრილია მისია no russians-სადაც მოთამაშე ხოცავს მშვიდობიან რუს ხალხს.

GamePlay:http://www.youtube.c...h?v=rXrdasjp1fE

შეფასება:http://www.gamespot....=result;title;1

სკრინები:

19ae4ae22d15.jpgc2f44d4f8f22.jpg174bcbd74f26.jpg

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...