Jump to content

კომპი აღარ ირთვება

Recommended Posts

ესეიგი, ახალი HDD ვიყიდე და ჩავაყენე, 2 დღე იმუშავა კომპმა უპრობლემოდ და 1 დღესაც რო ჩავრთე ეკრანს რეაქცია აგარ აქვს, სულ შავია, სიგნალი აგარ მოდის ვიდეო კარტიდან, ინტეგრირებულ ვიდეოზეც იგივე სჭირს, თვიტონ მონიტორი მუშაობს შევამოწმე მეორე კომპზე, ვინჩესტერები გამოვაძრე და ისეც ვცადე ჩართვა, მერე ოპერატიული ამოვიღე ბუდეები გავწმინდე და საერთოდ სხვა სლოტში ჩავდე, მარა შენც არ მომიკვდე.

აი ეს კონფიგი მაქ:

VGA- MSI 5770

MB- asus P7H55-M PRO

PSU- EVEREST 80PLUS 500

CPU- i3

კვების ბლოკი არ შემიმოწმებია, ვითომ მაგის ბრალი შეიძლება იყოს?

Link to comment
Share on other sites

ეხლა წავალ კვებას დავითრევ მაშინ, თქვენ იქნებ იდეები მომაწოდოთ საგამოს შემოვალ და ვნახავ ფოსტებს

Link to comment
Share on other sites

რეაქცია თუ არააქვს კომპიუტერს საერთოდ, უეჭველი კვების ბრალი იქნება ან რომელიმე კაბელის...

ვიდეოს ბრალი რომ იყოს CPU-ს ქულერი მაინც იტრიალებდა ასევე კვების ქულერიც, ოპერატიულის ბრალი რომ იყოს ასევე იმუშავებდა ქულერები და სხვა დეტალებიც უბრალოდ გამოსახულება არ იქნებოდა მონიტორზე, ვინჩესტერის ბრალი რომ ყოფილიყო, ბიოსში მაინც შეხვიდოდი, უბრალოდ OS არ ჩაიტვირთებოდა ასე რომ ნახე სხვა კვებაზე ან კვებიდან მომავალი კაბელები გადაამოწმე

იუ ეგ დამავიწყდა რომ დამეწერა, დენი მიეწოდება, ქულერებიც ტრუალობს :D , უბრალოდ ეკრანზე არაა გამოსახულება საერთოდ

Link to comment
Share on other sites

იუ ეგ დამავიწყდა რომ დამეწერა, დენი მიეწოდება, ქულერებიც ტრუალობს :D , უბრალოდ ეკრანზე არაა გამოსახულება საერთოდ

VGA კაბელი შეამოწმე სხვა აბა :)

ანდა ქულერთან რომ შესაერთებელია მაზერზე კვების 4 პინიანი ეგ ხო არ დაგვიწყებია შეერტება ნახე :) სახელი დამავიწყდა მაგის...

Edited by symponic
Link to comment
Share on other sites

კარგად დაუკვირდით ეკრანს არ აქვს რეაქციაო...

მე უფრო მაზერი მგონია

აი მაზერი რამ დაბრიდა მერე უკვე მიგვიყვანს 1 რიგში კვებასთან :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

HDD რო რამე შუაში იყოს მაშინ უეჭველი დაწერდა ეკრანზე რამეს. მე უფრო მაზერი მგონია.

Link to comment
Share on other sites

კარგად დაუკვირდით ეკრანს არ აქვს რეაქციაო...

მე უფრო მაზერი მგონია

აი მაზერი რამ დაბრიდა მერე უკვე მიგვიყვანს 1 რიგში კვებასთან :)

მაზერი დაიბრიდა და ქულერი მუშაობს ჩვეულებრივად? შეიძლება კაბელის ბრალი იყოს არაა გამორიცხული

Link to comment
Share on other sites

არა მონიტორი და კაბელი შევამოწმე რა თქმა უნდა, მემგონი მაზერი ჩანს და გადავვარდი 200 ლარში :(

Link to comment
Share on other sites

არა მონიტორი და კაბელი შევამოწმე რა თქმა უნდა, მემგონი მაზერი ჩანს და გადავვარდი 200 ლარში :(

:bow:

Link to comment
Share on other sites

მაზერი დაიბრიდა და ქულერი მუშაობს ჩვეულებრივად? შეიძლება კაბელის ბრალი იყოს არაა გამორიცხული

ჩვეულებრივი ამბავია ეგ...

Link to comment
Share on other sites

იმ დღეს მქონდა მასეთი შემთხვევა და მაზერის ბრალი იყო, ეხლაც ეგ მგონია :) პოსტ კარტით კიდევ რომ შეამოწმო კარგი იქნება.

Link to comment
Share on other sites

ახალი HDD ?

რა უნდა ექნა რო მაგას?!

______________________

რა სიმპტომი ქონდა ეგეც არ იცი? სანამ გაითიშებოდა...

HDD მოხსენი

ვიდეოც (ინტეგრირებულზე გაუშვი)

ODD მოხსენი

მარტო დატოვე მაზერი პროცესორი ოპერები... და ვიდეო ინტზე გლიჯე ;)

ხოდა თუ არ ქნა.. მერე გამორიცხვის მეთოდით გააგრძელე...

ჯერ ოპერები ითხოვე სხვები და ისინი ჩააყენე...მუშები ოღონდ...

თუ არ ჩაირთო კიდევ... მერე პროცესორი ინათხოვლე...

თუ მაინც არ ჩაირთო.. მერე უკვე სხმა მაზერზე სინჯე ეგ პროცესორი და ოპერები... თუ ჩაირთო შენი ვიდეოც ჩასვი იმ სხვა მაზერზე ხოდა თუ ჩაირთო მერე შენი HDD შეაერთე მერე შენი DVD და თუ ყველაფერმა იმუშავა.. ესეიგი მაზერი აჩმახებს...

ხოდა... მაზერი სინჯე განულებაზე?

ბიოსის ელემენტთან რომ ჯამპერია... იმით გაანულე :)

კვების კაბელი მოხსენი კომპს კვებიდან... და ისე ქენი...

ეგ ჯამპერი... ამოიღე და 123 პინი რომ აქვს DEFAULT ზე არის 1/2 ზე... ხოდა მერე ჩაარჭე 2/3 ზე.. 15 წამი :) რომ ყველაფერი განულდეს... ანუ მაგ დროს.. მაზერზე რაც კი შენახული ინფოა.. ყველაფერს ყრის.. კონდესატორებსაც ცლის და ა.შ.

ხოდა მერე ისევ გადაიტანე 1/2 ზე და ჩართე მაზერი, პროცესორი და ოპერები.. და ნახე აბა რა ქნას... თუ არ ჩაირთო ე.ი. მაზერს დაერხა... გარანტია თუ აქვს მიუტანე ამის შემდეგ ფირმას... არ დაგაგვიანდეს :)

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.