სოსო Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 ავტორი მიშა ამ რევიუს თარგმნისგან სხვა NH-ებმა თავი შეიკავეს (მაგრამ სამაგიეროდ სხვა საინტერესო თემები შემოგთავაზეს), ამიტომ ისევ მე გითარგმნით. სტატია ეხება LGA1156-ზე DDR3 ოპერატიული მეხსიერების წარმადობას. 1156 სოკეტში შედის Core i7-800 სერიის პროცესორები, Core i5-700 სერიის პროცესორები, მალე შემოაბიჯებს Core i3 პროცესორებიც, ხოლო მოხუცი 775 სოკეტი სამუდამო განსასვენებელს ჰპოვებს ნაგავსაყრელზე, ან მუზეუმში. ამიტომ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ახალი სისტემისთვის შესაფერისი ნაწილების მოძიება. დღესდღეობით ბაზარზე არის 1066, 1333, 1600 და უფრო ძლიერი ოპერატიული მეხსიერების მოდულები, მათ ფასებს შორის სხვაობაც საკმაოდ საგრძნობია. მოდით დავადგინოთ, ტყუილად ხომარ ვყრით ფულს მაღალსიხშირიან მოდულებში? ------------------------------------------------------------------------------------- ძია ტომმა tomshardware.com-იდან საჭიროდ ჩათვალა ტესტში 800MHz-იანი DDR3 მოდულების ჩართვაც, მაგრამ მუზეუმიდან გამოიტანა ისინი თუ შავ ბაზარზე იყიდა არ ვიცი 800-იანების გარდა საასპარეზოდ გამოვიდნენ 1066MHz-იანი ოპერები, რომლებიც 8-8-8-24 და 6-6-6-18 ტაიმინგებზე თავისუფლად მუშაობენ: შემდეგი მოასპარაზე გახლავთ DDR3-1333 10-10-10-26 და 7-7-7-24 ტაიმინგებით: დაბოლოს, DDR3-1600 ტაიმინგებით 11-11-11-30: და 8-8-8-24 ტაიმიგებით: სატესტო სისტემა: CPU - Intel Core i7-870 @ 2.93GHz Motherboard - Asus Maximus III Formula Graphics - Zotac Geforce GTX 260² Hard Drive - Western Digital VelociRaptor, 300GB (WD3000HLFS) 10,000 RPM, SATA/300, 16MB Cache Power Supply - PC Power & Cooling, Silencer 750EPS12V 750W Operating System - Windows Vista Enterprise Version 6.0 x64 Service Pack 2 Nvidia GeForce Drivers - 185.85 აბა ახლა დავთვალოთ წიწილები, პადონ, ქულები: როგორც ხედავთ მეხსიერების გამტარობის გარდა პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. აქაც, Adobe Premiere-ისა და Winrar-ის გარდა რეალური ცვლილება არსად იგრძნობა. უცვლელი... ეს ერთადერთი თამაშია, სადაც რეალური ცვლილება იგრძნობა... და რაც მთავარია და ასე გიყვართ, 3DMark Vantage: აქ, როგორც ხედავთ, GPU-ზე არანაირი გავლენა არა აქვს მეხსიერებას (ან რატომ უნდა ჰქონდეს), CPU-ზე აქვს გავლენა, მაგრამ არც ისე დიდი და ჯამურ ქულაზე გავლენა - ნული. უფროსწორად ნული მთელი და რაღაც მეათედები. ნახევარი ქულაც კი არა... ერთი სიტყვით, ჩემო ძვირფასო ამჩქარებლებო, თუკი თქვენი ჯიბე საშუალებას გაძლევთ, იყიდეთ გინდ 1600MHz-იანი და გინდ 2000MHz-იანი მეხსიერების მოდულები, მაგრამ მე მაგალითად სრულიად დამშვიდებული სინდისით და იმ აზრით, რომ ჩემს კომპს წარმადობა არ მოაკლდება, ვიყიდდი 1066 მეგაჰერციან მოდულებს, ხოლო დარჩენილ 30, 15 ან თუნდაც 10 დოლარს ყულაბაში ჩავუშვებდი... გმადლობთ ყურადღებისთვის. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
pulsar Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 დიდი ხანი მტანჯავდა ამ ჰერცების რაობა! დიდი მადლობა! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
agapo Posted July 15, 2011 Share Posted July 15, 2011 რატომ 1600 ამხელა ტაიმინგებიტ მშვენიერი შედეგი აჩვენა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ქართველო Posted July 17, 2011 Share Posted July 17, 2011 :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.