westsider Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 ჰო, ჰო, Lucid Hydra უკვე საქართველოშია და მისი ყიდვაც, უკვე შესაძლებელია აი რაც შეეხება 2=4-ს, ვინც ვერ მიხვდით, ეს AMD-ს ახალი ორბირთვიანი Phenom II X2 555-ია. ჩვენი 555-ე იმდენად ყოჩაღია, რომ სულ რამდენიმე კლიკით და 1-2 პარამეტრის შეცვლით გაორმაგებულ სიმძლავრეებს გვთავაზობს, ანუ 2-ბირთვიანი პროცესორის ფასად ვიღებთ სრულფასოვან 4-ბირთვიან პროცესორს. 555-ეს შეძენაც უკვე შეგიძლიათ საქართველოში. მოკლედ, დღევანდელი ტესტირების სპონსორი ჩვენივე საიტის სპონსორი, კომპ. მაღაზია gITec-ია. ამ ვიკენდზე, oc.ge-ს გუნდის წევრები, OgaiB, Hannibal, En1ac და მე gITec-ში წავედით ორი საკმაოდ საინტერესო სისტემის დასატესტად. ერთი სისტემა ძალიან, ძალიან საინტერესო იყო - MSI Big Bang-ზე აწყობილი ინტელის სისტემა. ძალიან საინტერესო იყო, რამდენად ადვილად "მოძოვდნენ ბალახს" ATI და NVIDIA ერთ დედა დაფაზე. მეორე სისტემა კი ჩვენი ყოჩაღი Phenom II X2 555-ის ბაზაზე იყო აწყობილი. წარმოგიდგენთ სისტემების კონფიგურაციებს, შესაბამისი ფასებით და ლინკებით, gITec-ის საიტზე: Intel-ის სისტემა MSI Big Bang - 795 ლარი Intel Core i5 750 - 440 ლარი DDR3 2x2GB Silicon Power Xtreme 1800 მჰც CAS9 - 315 ლარი Cooler Master TX 3 = 50 ლარი Club3D Radeon HD5850 - 675 ლარი Enermax Revolution 85+ 1050 ვატი (OC.GE გუნდის საკუთრება) AMD-ის სისტემა ASUS M4A785TD-V EVO - 230 ლარი AMD Phenom II X2 555 - 270 ლარი DDR3 2x2GB Silicon Power Xtreme 1800 მჰც CAS9 - 315 ლარი Revoltec PipeTower PRO - 90 ლარი Club3D Radeon HD5850 - 675 ლარი SCYTHE Kamariki 4 750 ვატი - 290 ლარი ფასები მოცემულია 1 მარტის მდგომარეობით. -------------------------------------------------------------- დავიწყოთ AMD-ს სისტემით, Big Bang-ი კი ბოლოსთვის მოვიტოვოთ. AMD-ს სისტემას, რა თქმა უნდა, ჩვენი AMD-ს გურუ, OgaiB ტესტავდა. სისტემა საკმაოდ სტაბილური იყო, სწრაფად დაყენდა ოპ. სისტემა (Windows 7). რაც მთავარია, უპრობლემოდ გაეხსნა ორბირთვიან Phenom II X2 555-ს დამატებითი 2 ბირთვი. შედეგად, მივიღეთ სრულფასოვანი 4-ბირთვიანი პროცესორი, რომლის 4-ვე ბირთვი აბოსულუტად სტაბილურად მუშაობდა 4000 მჰც-ზე, ჰაერის გაგრილებაზე. დამეთანხმებით, რამდენიმე წუთში გაკეთებული ოვერქლოქისთვის მშვენიერი შედეგია. აღსანიშნავია, რომ იაგო სრულად კმაყოფილი დარჩა კვების ბლოკის მუშაობითაც. 750 ვატიანმა Scythe Kmariki 4-მა დაკისრულებულ მოვალეობას მშვენივრად გაართვა თავი და პრობლემა არ შეუქმნია "ბენჩაობის" დროს (პროცი 4000 მჰც-ზე, ვიდეო დაფა 900/1200 მჰც სიხშირეებზე). სხვათა შორის, კვების ბლოკი მეც საკმაოდ მომეწონა - გრძელი კაბელები და უამრავი კონექტორები + მიმზიდველი გარეგნობა. + კვების ბლოკი საკმაოდ გრილად მუშაობდა მთელი ტესტირების მანძილზე. მოკლედ, Recommended წარმატებით მოხდა AMD-ს სისტემაზე Radeon HD 5850-ის აჩქარებაც - 900 / 1200 მჰც მიღწეული სიხშირეები, ვიდეო პროცესორსა და მეხსიერებაზე, შესაბამისად. როგორც უკვე ვთქვით, Phenom II X2 555 მშვენივრად მუშაობდა 4 ბირთვით 4000 მჰც-ზე. იგივე შეიძლება ითქვას დედა დაფაზეც - ASUS M4A785TD-V EVO სტაბილურად მუშაობდა მთელი ტესტირების განმავლობაში. მოკლედ, წარმოგიდგენთ AMD-ს სისტემაზე დადებულ შედეგებს: პროცესორის მაქსიმალური სიხშირე: [*] OgaiB დააფიქსირა 4200 MHz Phenom II X2 555-ზე [დეტალები] 3DMark 05: [*] OgaiB - 28524 - Radeon HD 5850 @ (900/1200)/Phenom II X2 555 3.2GHz @ 4200MHz | Photo . ამ ტესტში პროცესორი 4200 მჰც-ზე იქნა აჩქარებული, 2 ბირთვით. 3DMark 06: [*] OgaiB - 21425 - Radeon HD 5850 @ (900/1200)/Phenom II X2 555 3.2GHz @ 4000MHz | Photo . 3DMark Vantage: [*] OgaiB - 15050 - Radeon HD 5850 @ (900/1200)/Phenom II X2 555 3.2GHz @ 4000MHz | Photo . - 2 ქულა HWBot-ზე Resident Evil Bench: Devil May Cry Bench: შეჯამებისთვის: AMD Phenom II X2 555 - Recommended მშვენიერი პროცესორი. 4 ბირთვი 2-ის ფასად. ASUS M4A785TD-V EVO - Recommended ისევ და ისევ, მშვენივერი დედა დაფა. Phenom II X3 და X2 პროცესორებისსთვის 4 ბირთვის გახსნის შესაძლებლობა, სტაბილური მუშაობა და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, Rock Solid, Heart Touching. AMD Radeon HD 5850 - Recommended ერთ-ერთი საუკეთესო წარმადობის მქონე ჰაი-ენდ ვიდეო დაფა. მშვენიერი აჩქარების პოტენციალით. SCYTHE Kamariki 4 750 ვატი - საკმაოდ კარგი კვების ბლოკი, საკმაოდ კარგი ღირებულებით. გრძელი კაბელები და უყამრავი კონექტორები + გრილი მუშაობა და მიმზიდველი გარეგნობა. ------------------------------------------------- ------------------------------------------------- გადავიდეთ Intel-ის სისტემაზე. სიამოვნება და წარმატება ნაკლები იყო AMD-ს სისტემასთან შედარებით. პირველი პრობლემა - ოპ. სისტემის ინსტალაცია. რამდენიმე საათიანი წვალების შედეგად, სისტემა მაინც უარს აცხადებდა Windows 7-ისა და Windows Vista-ს ინსტალაციაზე. ინსტალერი ბოლო ფაზაზე იჭედებოდა. გამოცვლილი იქნა ყველა კომპონენტი დედა დაფის გარდა, პრობლემა იგივე დარჩა. როგორც ჩანს, MSI Big Bang ცოტა არ იყოს, პრეტენზიული დედა დაფაა ოპერაციული სისტემების მიმართ. თუმცა, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ Big Bang ცუდი დედა დაფაა. რა თქმა უნდა, ამ დედა დაფაზე აწყობილ სისტემაზე შესაძლებელია Windows 7-ისა და Windows Vista-ს ინსტალაცია, უბრალოდ, ჩვენ დროში საკმაოდ შეზღუდულები ვიყავით და სრულყოფილი კვლევა-ძიებისთვის დრო არ იყო. ასე რომ, თუ სურვილი გაქვთ, იყიდეთ MSI Big Bang, მით უმეტეს, რომ ამ დედა დაფაზე შესაძლებელია ერთდროულად NVIDIA-ს და AMD/ATI-ს ვიდეო დაფები ამუშავოთ, ე.წ. "CrossSLI" რეჟიმში საბოლოოდ, სისტემაზე დაყენდა ძველი და კეთილი Windows XP (შესაბამისად, 3DMark Vantage-ის შედეგები არ არის). იმის გამო, რომ სისტემა ახალი იყო და მასთან მუშაობის გამოცდილება მცირეა, ბიჭებმა ოვერქლოქინგისთვის გამოიყენეს Big Bang-ის ჩაშენებული ავტო-ოვერქლოქის ფუნქცია OC Genie. + დამატებით სიხშირის ასაწევად და პარამეტრების გასასწორებლად გამოყენებულ იქნა MSI-ს აჩქარების დევაისი. პრობლემები გამოჩნდა ვიდეო დაფის დრაივერის ინსტალაციისასაც, შედეგად ვიდეოს აჩქარება მხოლოდ 775 / 1125 მჰც სიხშირეებამდე მოხერხდა. მოკლედ, ვერ ვნახეთ, როგორ ძოვენ მგელი და ცხვარი ბალახს ერთ მინდორში, მაგრამ შეგიძლიათ იხილოთ მიღწეული შედეგები: პროცის მაქს სიხშირე: [*] Hanny & Deme დააფიქსირა 3747.8 MHz Core i5 750-ზე [დეტალები] BCLK: [*] Hanny & Deme დააფიქსირა 220.5 MHz Core i5 750-ზე [დეტალები] 3DMark 03: [*] Hanny & Deme - 74640 - Radeon HD 5850 @ (775/1125)/Core i5 750 2.6GHz @ 3747MHz | Photo . - 4 ქულა HWBot-ზე 3DMark 05: [*] Hanny & Deme - 29462 - Radeon HD 5850 @ (725/1125)/Core i5 750 2.6GHz @ 3747MHz | Photo . 3DMark 06: [*] Hanny & Deme - 22287 - Radeon HD 5850 @ (725/1125)/Core i5 750 2.6GHz @ 3747MHz | Photo . Super PI: [*]Hanny & Deme » 11.046s (Core i5 750 @ 3747 Ghz / MSI Big Bang) - Win XP Pic. . wPrime 32M: [*]Hanny & Deme » 8.109s (Core i5 750 @ 3747 Ghz / MSI Big Bang) - Win XP Pic. დიდი მადლობა gITec-ს ტესტირების დასპონსორებისთვის. ესეც ფოტომასალა: P.S. მე რაც შემეხება, ვიკენდზე მხოლოდ რეპორტიორისა და სისტემების "დამშლელის" ფუნქცია შევითავსე. 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.