zaqrinio Posted August 15, 2023 Share Posted August 15, 2023 გამარჯობა თანაფორუმელებო. მოკლედ დიდიხნის პაუზის შემდეგ გადავწყვიტე Gaming PC ის აწყობა სადაც ყველაზე მთავარი მოტივატორი კარგი მონიტორის შეძენაა. პარამეტრები : Nvidia ს ბარათზე ვაწყობ და შესაბამისად Nvidia G-Sync რომ ქონდეს Screen Size : 27 Resolution : 2K QHD 2560 x 1440 Refresh Rate : 165 Hz დან კიდევ ვისაც გაქვთ გამოცდილება 27 იანზე ცოტა დიდი სათამაშოდ კომფორტულია ? ეს მონიტორი მომეწონა და რამდენად კომფორტული იქნება ამხელა ზომის G3223D 31.5 https://pcshop.ge/product/dell-g3223d-31-5-ips-2k-black/?fbclid=IwAR3b6hT8G4yD2zcNtOAiHWo8kSSACLRntISNZn7CcbOctfOcwUiNXSFEtp4 და კიდევ ამ მონიტორთან ხომ არ გქონიათ შეხება ? AOC ზოგადად არ ვიცი კარგი ბრენდია თუ არა თუმცა ეს მონიტორი კარგად გამოიყურება https://adashop.ge/product/63ef4ab1b94dca9c807e3b9f ბიუჯეტი სადღაც 1500 ლარის ფარგლებში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted August 15, 2023 Share Posted August 15, 2023 კონკრეტულად AOC -ის მაგ მოდელზე არაფერი ვიცი მაგრამ მე მაქვს FULL HD 144 ჰერციანი VA მატრიცაზე. შემიძლია იმის თქმა რომ ბიუჯეტურ ფირმაში ითვლება, საკმაოდ ლამაზი და დახვეწილი დიზაინი აქვს. ზოგადად VA მატრიცა და მორკალული ეკრანი აღმოჩნდა რომ მე არ მომწონს ასე რომ აღფრთოვანებული არ ვარ მაგრამ არც სხვა VA მატრიცებიანი მონიტორები წყვეტს ვარსკვლავებს. შენ რაც დალინკე ეგ IPS მატრიცაა და კარგი იქნება ვფიქრობ. დიზაინიც ფუტურისტულია და ლამაზია. მონაცემებსაც არაუშავს თუმცა მე რომ ვყიდულობდე მგონია რომ DELL -ს ავირჩევდი. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted August 15, 2023 Share Posted August 15, 2023 ზაქრო გაუმარჯოს როგორ ხარ, რაშია საქმე ეხლა, ჩემთვის მაგალითად 27 ძაან პატარაა, 32იანი მაქვს და მინდა 43ზე გადასვლა, ასევე მე მაგრად არ მაინტერესებს გსინქ ფრისინქ და ჰდრ, მთავარია კარგი მატრიცა და მაღალი ჰერცე, თამაშებისთვის ძაან კარგია 32იანი, 43იანი ბევრად უკეთესი იქნება, უბრალოდ ჯერ არ მინდა 4კზე გადასვლა, საყურებლად ხო საერთოდ საუკეთესო იქნება, კიდე მორკალური მონიტორებია ჩემთვის კიდე ძაან არაკომფორტული. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted August 15, 2023 Author Share Posted August 15, 2023 @MaKaSaRa კი ბიუჯეტურია თითქოს რასაც ვნახულობ AOC ებს მაგრამ ეს კონკრეტული მოდელი მომეწონა მხოლოდ. აი მორკალური არ მქონია და ანუ არც ისე პრაქტიკულია როგორც ჩანს. ალბათ ამ დელს შევიძენ. @G1ORG1 გაუმარჯოს გიო კარგად შენ როგორ ხარ ? ხო აი ყველანაირად Dell მომწონს თუმცა არის ამის პატარა ვერსიებიც. უბრალოდ 27 სა და 32 იანს შორის ვცდილობ არჩევანის გაკეთებას. ესეიგი შეჩვევის ამბავია და ისევ DELL ლიდერობს როგორც ჩანს ამის ყიდვა მომოწევს https://pcshop.ge/product/dell-g3223d-31-5-ips-2k-black/?fbclid=IwAR3b6hT8G4yD2zcNtOAiHWo8kSSACLRntISNZn7CcbOctfOcwUiNXSFEtp4 რაც ვნახე განხილვები ამ მონიტორზე საკმაოდ ხასხასა და კარგი ფერები აქვს და იმედია ადგილზე შეძენამდეც მანახებენ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted August 15, 2023 Share Posted August 15, 2023 კარგად გაიხარე. აიღე 32იანი არ ინანებ, მე VA მატრიცას მირჩევნია ისე, ეხლა იპს მაქვს და ყველა ამ მატრიცას მაინც დაყვება თეთრი ნათება შავზე, ვას ეგ არ აქვს, რაც მქონია მაქედან გამომდინარე. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted August 15, 2023 Share Posted August 15, 2023 45 minutes ago, zaqrinio said: @MaKaSaRa კი ბიუჯეტურია თითქოს რასაც ვნახულობ AOC ებს მაგრამ ეს კონკრეტული მოდელი მომეწონა მხოლოდ. აი მორკალური არ მქონია და ანუ არც ისე პრაქტიკულია როგორც ჩანს. ალბათ ამ დელს შევიძენ. @G1ORG1 გაუმარჯოს გიო კარგად შენ როგორ ხარ ? ხო აი ყველანაირად Dell მომწონს თუმცა არის ამის პატარა ვერსიებიც. უბრალოდ 27 სა და 32 იანს შორის ვცდილობ არჩევანის გაკეთებას. ესეიგი შეჩვევის ამბავია და ისევ DELL ლიდერობს როგორც ჩანს ამის ყიდვა მომოწევს https://pcshop.ge/product/dell-g3223d-31-5-ips-2k-black/?fbclid=IwAR3b6hT8G4yD2zcNtOAiHWo8kSSACLRntISNZn7CcbOctfOcwUiNXSFEtp4 რაც ვნახე განხილვები ამ მონიტორზე საკმაოდ ხასხასა და კარგი ფერები აქვს და იმედია ადგილზე შეძენამდეც მანახებენ. მე მქონდა ეგ დელის მონიტორი და ძალაინ მასიამოვნა. ფერებიც ძალიან კარგი აქვს და ზომაც იდეალური,მაგრამ ახლა 38-ზე გადავედი აღარ მეყო 32-ნი ასე რომ აიღე არ ინანებ. ვიზუალურადაც მაგრად გამოიყურება 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted August 15, 2023 Author Share Posted August 15, 2023 1 hour ago, G1ORG1 said: კარგად გაიხარე. აიღე 32იანი არ ინანებ, მე VA მატრიცას მირჩევნია ისე, ეხლა იპს მაქვს და ყველა ამ მატრიცას მაინც დაყვება თეთრი ნათება შავზე, ვას ეგ არ აქვს, რაც მქონია მაქედან გამომდინარე. აი ზუსტად ეგ თეთრი ნათება შავ ფონზე არ მინდა რო ქონდეს და ამ მონიტორის მიმოხილვები რაც ვნახე თითქოს არ აქვსო ამბობენ. ამ ბიუჯეტში რამე სხვაც შეილება შევარჩიო VA მატრიცაზე ჯობს ესეიგი ვნახო რამე ? 1 hour ago, Gobro said: მე მქონდა ეგ დელის მონიტორი და ძალაინ მასიამოვნა. ფერებიც ძალიან კარგი აქვს და ზომაც იდეალური,მაგრამ ახლა 38-ზე გადავედი აღარ მეყო 32-ნი ასე რომ აიღე არ ინანებ. ვიზუალურადაც მაგრად გამოიყურება @Gobro გაუმარჯოს ესეიგი 32 იანიც შეიძლება პატარა მომეჩვენოს ოდესღაც ? ამ მონიტორს შავ ფონზე სადმე თეთრი ამონთება ქონდა? კუთხეებში რომ აქვს ხოლმე ზოგს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted August 15, 2023 Share Posted August 15, 2023 32იანი ერთ თვეში დაგიპატარავდება, ჰა და ჰა 2ში . ვა ჯობს ბევრად უკეთესი შავი აქვს. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 15, 2023 Share Posted August 15, 2023 მაგ ორიდან დელი აჯობებს, გამოწერით ესაა საუკეთესო ალბათ ეხლა https://www.dell.com/en-us/shop/alienware-27-gaming-monitor-aw2724dm/apd/210-bhbl/monitors-monitor-accessories ხო მაინდამაინც მინიმუმ 31.5 აღება თუ გინდოდა არის ეგეთიც ალტაში იპს-ზე ეხლა https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-32-odyssey-g5-ls32ag524pixci-black.html სხვა მგონი ისეთი არც არაფერია ჩვენ მაღაზიებში, შეიძლება ეისერი გამოხტეს კიდე 31.5 ინჩიანი იპს-ზე 170 გერცზე 1200+ ლარათ, ისე მემგონი 1500 ლარამდე მაინც დელის აღება ჯობია ჩვენთან, სხვა ისეთი არაფერი არაა ამ ეტაპზე გაყიდვაში, 4K მონიკი 31.5 ინჩზე მაინც დიდი ალბათობით ჩვენთან არ მოგივა 1500 ლარში, მაიმარკეტზე გადავხედე კიდე სხვა პაჭა-პუჭა მაღაზიებში რეები აქვთ გაყიდვაში და ესეთი აოკია იპს-ზე 2K 27 ინჩი სტილნი დიზაინით 1400 ლარათ 170 გერციანი: https://www.mymarket.ge/ka/pr/28027157/teqnika/kompiuteruli-teqnika/monitori/AOC-PD27S-Gaming-Monitor-PORSCHE-DESIGN-monitori?OfferType=Basic ასუსიც არის რა თქმა უნდა ყველაზე ძვირათ 1485 ლარიო 27 ინჩიან იპს-ში https://www.mymarket.ge/ka/pr/29052746/teqnika/kompiuteruli-teqnika/monitori/monitori-ASUS-VG27AQ-27-IPS165Hz-1ms?OfferType=Basic ტუფია თან როგი არაა, მე უფრო მესიმპატიურება ფასი-წარმადობით დელის მოდელი, მაგრამ შენთვითონ უნდა გადაწყვიტო რომელის აღება გირჩევნია მაგ ჩამოთვლილი მოდელებიდან,პრინციპში აოკის მოდელი უკვე დაგიდია 1400 ლარათ ზემოთა ლინკში, კარგია ეგეც საკმაოთ, მაგრამ პირადათ შეხება არ მქონია და არც არავის აუღია ეგეთი დელისგან განსხვავავებით მგონი ჩვენ ფორუმზე, ნუ მანდ სტანდარტული ბაგებია იპს-ზე და va-ზე, იპს უფრო კარგი ხედვის კუთხე აქვს, უკეთესი ფერების დამუშავება და საკმაოთ კარგი სიკაშკაშე როგორც წესი + სწრაფი მატრიცა გოსტინგის და არტიფაკტების გარეშე ბნელ სცენებში, კარგია ეგეთები უფრო კარგ განათებულ ოთახისთვის, სიბნელეში ჯობია VA მატრიცაზე აღება, მანდ უფრო ცუდი ხედვის კუთხე აქვს, უფრო უბრალო ფერების დამუშავება, მაგრამ უკეთესი შავი ფერის დამუშავება, თან ბევრს საკმაოთ სერიოზული გოსტინგი აქვს ბნელ სცენებში, არის გამონაკლისებიც სამსუნგის ოდისეის მორკალურ მოდელებზე, სწრაფ იგრებში ფასობს უფრო იპს-ი, VA უფრო ნელი იგრებისთვისაა კარგი და ბნელ ოთახში უკეთესათ აჩვენებს ეგეთი, ზოგადათ VA მოდელებზე შეიძლება უფრო მეტი პრობლემები ქონდეს ყიდვის დროს და ბრაკიც უფრო დიდია ნორმალურ იპს-ან შეფარდებაში, ჩემ დელს მაგალითათ არანაირ პრობლემა არ ქონია იპს-ზე, კიდე ბევრი ვიცი ეგეთი ჩვენ ფორუმზე ვინც აიღო იპს-ი და არ ქონია დედ პიქსელები და სხვა პრობლემები, აი VA-ზე როგორც გაგიმართლებს უკვე ისე იქნება, აქვს სხვა მინუსებიც იპს-ზეც და VA-ზე, მე უფრო სტანდარტული პრობლემები ჩამოვთვალე ორივე მატრიცაზე რაც შეიძლება ქონდეს, ბევრი VA მოდელი მორკალურია ისე, ბრტყელს რედკათ იპოვი მითუმეტეს 31.5 ინჩიანს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted August 15, 2023 Share Posted August 15, 2023 8 hours ago, zaqrinio said: აი ზუსტად ეგ თეთრი ნათება შავ ფონზე არ მინდა რო ქონდეს და ამ მონიტორის მიმოხილვები რაც ვნახე თითქოს არ აქვსო ამბობენ. ამ ბიუჯეტში რამე სხვაც შეილება შევარჩიო VA მატრიცაზე ჯობს ესეიგი ვნახო რამე ? @Gobro გაუმარჯოს ესეიგი 32 იანიც შეიძლება პატარა მომეჩვენოს ოდესღაც ? ამ მონიტორს შავ ფონზე სადმე თეთრი ამონთება ქონდა? კუთხეებში რომ აქვს ხოლმე ზოგს ოდეზღაც კი არა ჩემ კონკრეტულ მონიტორს არ ქონია მსგავსი რამ რაც მე შემაწუხებდა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მშვილდოსანი Posted August 16, 2023 Share Posted August 16, 2023 მაგ ორს შორის დელს ავიღებდი ულაპარაკოდ 32" იანს 17 hours ago, zaqrinio said: ესეიგი 32 იანიც შეიძლება პატარა მომეჩვენოს ოდესღაც ? გარდაუვალია 20 hours ago, G1ORG1 said: 32იანი მაქვს და მინდა 43ზე გადასვლა 20 hours ago, G1ORG1 said: უბრალოდ ჯერ არ მინდა 4კზე გადასვლა ნამდვილად. მომავალში აუცილებლად გადავალ მეც 4K ზე 42-43" ზე, მაგრამ ჯერ კაი ხანი არ გამოვცვლი ამ მონიტორს ვიცი 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted August 16, 2023 Author Share Posted August 16, 2023 @George ესეიგი ისედაც დელი მომწონდა უფრო ერთი ზომა მაფიქრებდა მარა გადავწყვიტე 32 იანი იყოს. @George ესეც მომეწონა და ამას დელი აჯობებს ფერებში ან რამეში ?ფასში საკმაო სხვაობაა https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-32-odyssey-g5-ls32ag524pixci-black.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted August 16, 2023 Share Posted August 16, 2023 8 minutes ago, zaqrinio said: @George ესეიგი ისედაც დელი მომწონდა უფრო ერთი ზომა მაფიქრებდა მარა გადავწყვიტე 32 იანი იყოს. @George ესეც მომეწონა და ამას დელი აჯობებს ფერებში ან რამეში ?ფასში საკმაო სხვაობაა https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-32-odyssey-g5-ls32ag524pixci-black.html ეგ სამსუნგიც საკმაოდ კარგია მაგრამ აი მკვდარი ფიქსელების ამბავი როგორ არის ეგ არ ვიცი უკვე, დელის მონიტორებს კიდე ძალიან იშვიათად ეგ პრობლემა რომ ქონდეს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 17, 2023 Share Posted August 17, 2023 ხო თან არ ვიცი რომელი იპს აყენია მაგ სამსუნგზე, არ გამოვრიცხავ თვითონ სამსუნგის ვარიანტიც იყოს, დელზეც მგონი ნანო იპს აღარ აყენია LG-ის, სხვა მატრიცაა, თუმცა კარგი მაჩვენებლებით საკმაოთ და რაც მთავარია სწრაფი, ალბათ მაინც ჯობია დელის აღება, სამსუნგზე ცოტა ძვირია მაგრამ მაინც უფრო სტაბილური ჩანს მემგონი, ზოგადათ დელს ყველაზე დიდი ბაზრის წილი ქონია ეხლა მონიტორებში დაკავებული, ანუ ყველაზე დიდ აბიომებში ეგენი ყიდიან მონიტორებს, არ უყვართ სასტიკათ ექსპერიმენტალური მატრიცების გამოყენება გარკვეული პრობლემები რასაც აქვს და ბაგები, ალბათ ზუსტათ მაგის გამო არ გამოუშვიათ ჯერ მინი ლედ იპს-ზე გეიმერული მოდელი 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted August 18, 2023 Author Share Posted August 18, 2023 საქმე რაშია ეხლა ეს ვარიანტი გამოჩნდა 800 ლარად Samsung Odyssey G5 LS32AG520PIXCI https://gcomp.ge/index.php?route=product%2Fproduct&product_id=1774&fbclid=IwAR2bsphAx1x1rkqjH_BKElHsihRLAlCTz6rs-dPww8QrfJgfxDqiwUjdaSQ ხოდა 500 ლარით მეტის გადახდა დელში ღირს თუ არა ამაზე ვფქირობ... თან ამ მოდელს რო ვეძებ Google ზე მარტო რუსული ვერსიის ოფიციალურ საიტს აგდებს LS32AG520PIXCI და ანუ რუსეთის ბაზრისთვისაა თუ რახდება ეგეც ვერ გავიგე წესიერი ინფო ვერ მოვიძიე მოკლედ ამ მონიტორზე გარდა ოფიციალური საიტისა რამე Review ვერ ვნახე Youtube ზე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 18, 2023 Share Posted August 18, 2023 თუ მართლა იპს მოდელია მანდ გაყიდვაში ( და არა ნაგავი VA) და არაფერი არ ჭირს და უნაკლოა ალბათ სამსუნგის აღება აჯობებს, დიდია მართლა ფასში სხვაობა უკვე, ადვილია დადგენა, VA მორკალურია იპს არა, თან იპს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს სიკაშკაშის მაინც, ძირითადათ ყველგან va მოდელებია დატესტილი, იპს მოდელის მიმოხილვები თითქმის არ გვხდება, მინუსებიდან გამოვყოფდი მარტო DP 1.2 საპორტს, ანუ 165 გერცზე 10 ბიტი არ დადგება ეგეთზე, მარტო 8 ბიტზე იმუშავებს, დელზე 10 ბიტიც მუშაობს dp 1.4-ზე, სხვა ისეთი არც არაფერი აქვს ცუდი https://www.samsung.com/ru/monitors/gaming/odyssey-g5-g52a-32-inch-ips--165hz-hdr-ls32ag524pixci/ ნაუშნიკების შესაერთებელი ქონია, მგონი უსბ ჰაბის არა, ხო მაგ ფასიანის ფონზე დასადები და სბორკის ხარისხი საკმაოთ ნორმალური აქვს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted August 20, 2023 Author Share Posted August 20, 2023 კი IPS ია არაა Curved და ძაან ავირიე ეხლა შერჩეული მქონდა უკვე DELL არადა არ მინდა ეს ვიყიდო და მერე ნეტა DELL მეყიდათქო ვინანო. არც არის სადმე ეს დელის მონიტორი რო მივიდე ვნახო და შევადარო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 20, 2023 Share Posted August 20, 2023 სხვათაშორის ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თვითონ სამსუნგმა დიდათ არ მოინდომა მაგ კონკრეტული იპს მოდელის დასატესტათ გაგზავნა აბზორშიკებთან, ყველგან შეტენა VA ჯართობა კასტრირებული მაჩვენებლებით, თუმცა ეგ უკეთესი პარამეტრებითაა, აქვს აგრეთვე VESA HDR 400 სერტიფიკატიც, ანუ მინიმუმ 400 ნიტსამდე ექნება HDR სიკაშკაშე ეგეთზე უკვე, მაგრამ ზუსტათ ვერ დაადგენ რახან აბზორი ნორმალური არაა მასეთზე, დელი მართლა კარგია, ეგ ეგრე იაფათ რომ არ ყოფილიყო ეხლა არაფერი დაეწუნება დელს, ალბათ მაგ 1400 ლარსაც იმსახურებს 31.5 ინჩის და საკმაოთ ნორმა მაჩვენებლების ფონზე, ნუ რამე ნორმა მიმოხილვა რომ ყოფილიყო სამსუნგის მაგ მოდელზე შეიძლებოდა უფრო ადვილათ დადგენა რომლის აღება ჯობდა ფასის გათვალისწინებით, ეხლა ვერ გაიგებ დანამდვილებით, თუმცა ფასი ძალიან კარგი აქვს სამსუნგის მოდელს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted August 20, 2023 Author Share Posted August 20, 2023 ხო აი მანდ ვარ გაჭედილი რო ინტერნეტში ვერსად მოვიძიე ინფორმაცია მაგ მოდელზე და თან ეგ კიდევ უფრო მაეჭვებს ამ მოდელის ავკარგიანობაში დელზე კიდე იმდენი მიმოხილვა დევს რო ვიცი უკვე ზეპირად რო კარგია. თან 800 ლარად კი არის მარკეტზე უდევს ერთს თუმცა ახლები ისედაც 1000 ღირს. ცოტას არ ვიხდი თანხას და ბარემ 300 ლარიც დავამატო და რაც მომწონს დანამდვილებით რაც ვიცი რო კარგია ისევ დელი ვიყიდოთქო ვფიქრობ. მოკლედ 2 - 3 დღე კიდევ მაქვს საფიქრად იმედია მანამდე გაიყიდება ეგ ასუსის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted August 24, 2023 Author Share Posted August 24, 2023 მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ბოლოს მაინც DELL სკენ მიმიწევდა გული ვიყიდე DELL G3223D ჯერ არც გამიხსნია ყუთი. საღამოს შევამოწმებ და დავწერ შეფასებას 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted August 24, 2023 Share Posted August 24, 2023 1 hour ago, zaqrinio said: მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ბოლოს მაინც DELL სკენ მიმიწევდა გული ვიყიდე DELL G3223D ჯერ არც გამიხსნია ყუთი. საღამოს შევამოწმებ და დავწერ შეფასებას მშვიდობაში ზაქრო, არ ინანებ შენ გადაწყვეტილებას 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მშვილდოსანი Posted August 25, 2023 Share Posted August 25, 2023 მშვიდობაში, კარგად გასიამოვნებს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted August 25, 2023 Author Share Posted August 25, 2023 @მშვილდოსანი @Gobro გაიხარეთ პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მონიტორით ულამაზესი ფერები აქვს და არ ვიცი როგორ გადმოვცე ის სიამოვნება რასაც ამ მონიტორის ყურება მანიჭებს. არ შემიძლია არ ავღნიშნო PCShop ის გარანტიის პირობები. მაღაზიაში მივედი რომ შემემოწმებინა მკვდარ პიქსელებზე სანამ შევიძენდი და რომ მივედი ისეთი კარგი საგარანტიო პირობა დამხვდა აღარც კი შევამოწმე თამამად წამოვიღე. რაც შეეხება გარანტიის პირობას 2 კვირის განმავლობაში უბრალოდ თუ აღარ მოგეწონება მოიტანე და დავიბრუნებთო ასეთი საგარანტიო პირველად გავიგე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მოკლედ ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას დროის დათმობისთვის ესეც ჩემი ახალი PC 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamer-4ever Posted August 25, 2023 Share Posted August 25, 2023 41 minutes ago, zaqrinio said: არ შემიძლია არ ავღნიშნო PCShop ის გარანტიის პირობები. მაღაზიაში მივედი რომ შემემოწმებინა მკვდარ პიქსელებზე სანამ შევიძენდი და რომ მივედი ისეთი კარგი საგარანტიო პირობა დამხვდა აღარც კი შევამოწმე თამამად წამოვიღე. რაც შეეხება გარანტიის პირობას 2 კვირის განმავლობაში უბრალოდ თუ აღარ მოგეწონება მოიტანე და დავიბრუნებთო ასეთი საგარანტიო პირველად გავიგე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მშვიდობაში მონიტორი საბერძნეთში რო ვცხოვრობდი {2008 წლამდე } ჩავთვალოთ რო იყო 2008 წელი ,ალტას მაგვარი ელექტრო მაღაზია იყო Plaisio , ანუ მთავარი ელექტრო და კომპიუტერული შოპი , მოკლედ იმ წლებში მაგ მაღაზიას ქონდა ზუსტად იგივე გარანტია , ანუ 2 კვირის განმავლობაში თუ არ მოგეწონებოდა რაიმე ნივთი შეგეძლო ისევ მიგეტანა და ფულს დაგიბრუნებდენ ან შეგიცვლიდენ , ეგრე ვიყიდე ვიდეო ბარათი და არ მომეწონა სუსტი ყოფილა და არ ვიცოდი, მივიტანე თავის ყუთით და ეგრევე დამიბრუნეს ფული აი მეც ეხლა გავიგე შენგან ეგეთ გარანტიაზე პირველად , რამდენი წელი გავიდა და ეხლა შემოვიდა საქართველოში რისი თქმა მინდა ამით რო რამხელა ჩამორჩენაა საქართველოში სამწუხაროდ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.