Jump to content

რჩევა Gaming მონიტორზე


Recommended Posts

გამარჯობა თანაფორუმელებო. მოკლედ დიდიხნის პაუზის შემდეგ გადავწყვიტე Gaming PC ის აწყობა სადაც ყველაზე მთავარი მოტივატორი კარგი მონიტორის შეძენაა.

პარამეტრები

Nvidia ს ბარათზე ვაწყობ და შესაბამისად Nvidia G-Sync რომ ქონდეს

Screen Size  : 27 

Resolution : 2K QHD 2560 x 1440

Refresh Rate : 165 Hz დან 

კიდევ ვისაც გაქვთ გამოცდილება 27 იანზე ცოტა დიდი სათამაშოდ კომფორტულია ? ეს მონიტორი მომეწონა და რამდენად კომფორტული იქნება ამხელა ზომის 

G3223D 31.5 https://pcshop.ge/product/dell-g3223d-31-5-ips-2k-black/?fbclid=IwAR3b6hT8G4yD2zcNtOAiHWo8kSSACLRntISNZn7CcbOctfOcwUiNXSFEtp4

და კიდევ ამ მონიტორთან ხომ არ გქონიათ შეხება ? AOC ზოგადად არ ვიცი კარგი ბრენდია თუ არა თუმცა ეს მონიტორი კარგად გამოიყურება https://adashop.ge/product/63ef4ab1b94dca9c807e3b9f

ბიუჯეტი სადღაც 1500 ლარის ფარგლებში.

Link to comment
Share on other sites

კონკრეტულად AOC -ის მაგ მოდელზე არაფერი ვიცი მაგრამ მე მაქვს FULL HD 144 ჰერციანი VA მატრიცაზე. შემიძლია იმის თქმა რომ ბიუჯეტურ ფირმაში ითვლება, საკმაოდ ლამაზი და დახვეწილი დიზაინი აქვს. ზოგადად VA მატრიცა და მორკალული ეკრანი აღმოჩნდა რომ მე არ მომწონს ასე რომ აღფრთოვანებული არ ვარ მაგრამ არც სხვა VA მატრიცებიანი მონიტორები წყვეტს  ვარსკვლავებს. შენ რაც დალინკე ეგ IPS მატრიცაა და კარგი იქნება ვფიქრობ. დიზაინიც ფუტურისტულია და ლამაზია. მონაცემებსაც არაუშავს თუმცა მე რომ ვყიდულობდე მგონია რომ DELL -ს ავირჩევდი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ზაქრო გაუმარჯოს როგორ ხარ, რაშია საქმე ეხლა, ჩემთვის მაგალითად 27 ძაან პატარაა, 32იანი მაქვს და მინდა 43ზე გადასვლა, ასევე მე მაგრად არ მაინტერესებს გსინქ ფრისინქ და ჰდრ, მთავარია კარგი მატრიცა და მაღალი ჰერცე, თამაშებისთვის ძაან კარგია 32იანი, 43იანი ბევრად უკეთესი იქნება, უბრალოდ ჯერ არ მინდა 4კზე გადასვლა, საყურებლად ხო საერთოდ საუკეთესო იქნება, კიდე მორკალური მონიტორებია ჩემთვის კიდე ძაან არაკომფორტული.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

@MaKaSaRa

კი ბიუჯეტურია თითქოს რასაც ვნახულობ AOC ებს მაგრამ ეს კონკრეტული მოდელი მომეწონა მხოლოდ. აი მორკალური არ მქონია და ანუ არც ისე პრაქტიკულია როგორც ჩანს. ალბათ ამ დელს შევიძენ.

@G1ORG1

გაუმარჯოს გიო კარგად შენ როგორ ხარ ? ხო აი ყველანაირად Dell მომწონს თუმცა არის ამის პატარა ვერსიებიც. უბრალოდ 27 სა და 32 იანს შორის ვცდილობ არჩევანის გაკეთებას. ესეიგი შეჩვევის ამბავია და ისევ DELL ლიდერობს როგორც ჩანს ამის ყიდვა მომოწევს https://pcshop.ge/product/dell-g3223d-31-5-ips-2k-black/?fbclid=IwAR3b6hT8G4yD2zcNtOAiHWo8kSSACLRntISNZn7CcbOctfOcwUiNXSFEtp4

რაც ვნახე განხილვები ამ მონიტორზე საკმაოდ ხასხასა და კარგი ფერები აქვს და იმედია ადგილზე შეძენამდეც მანახებენ.

 

Link to comment
Share on other sites

კარგად გაიხარე. აიღე 32იანი არ ინანებ, მე VA მატრიცას მირჩევნია ისე, ეხლა იპს მაქვს და ყველა ამ მატრიცას მაინც დაყვება თეთრი ნათება შავზე, ვას ეგ არ აქვს, რაც მქონია მაქედან გამომდინარე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

45 minutes ago, zaqrinio said:

@MaKaSaRa

კი ბიუჯეტურია თითქოს რასაც ვნახულობ AOC ებს მაგრამ ეს კონკრეტული მოდელი მომეწონა მხოლოდ. აი მორკალური არ მქონია და ანუ არც ისე პრაქტიკულია როგორც ჩანს. ალბათ ამ დელს შევიძენ.

@G1ORG1

გაუმარჯოს გიო კარგად შენ როგორ ხარ ? ხო აი ყველანაირად Dell მომწონს თუმცა არის ამის პატარა ვერსიებიც. უბრალოდ 27 სა და 32 იანს შორის ვცდილობ არჩევანის გაკეთებას. ესეიგი შეჩვევის ამბავია და ისევ DELL ლიდერობს როგორც ჩანს ამის ყიდვა მომოწევს https://pcshop.ge/product/dell-g3223d-31-5-ips-2k-black/?fbclid=IwAR3b6hT8G4yD2zcNtOAiHWo8kSSACLRntISNZn7CcbOctfOcwUiNXSFEtp4

რაც ვნახე განხილვები ამ მონიტორზე საკმაოდ ხასხასა და კარგი ფერები აქვს და იმედია ადგილზე შეძენამდეც მანახებენ.

 

მე მქონდა ეგ დელის მონიტორი და ძალაინ მასიამოვნა. ფერებიც ძალიან კარგი აქვს და ზომაც იდეალური,მაგრამ ახლა 38-ზე გადავედი აღარ მეყო 32-ნი :D ასე რომ აიღე არ ინანებ. ვიზუალურადაც მაგრად გამოიყურება 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, G1ORG1 said:

კარგად გაიხარე. აიღე 32იანი არ ინანებ, მე VA მატრიცას მირჩევნია ისე, ეხლა იპს მაქვს და ყველა ამ მატრიცას მაინც დაყვება თეთრი ნათება შავზე, ვას ეგ არ აქვს, რაც მქონია მაქედან გამომდინარე.

აი ზუსტად ეგ თეთრი ნათება შავ ფონზე არ მინდა რო ქონდეს და ამ მონიტორის მიმოხილვები რაც ვნახე თითქოს არ აქვსო ამბობენ.  ამ ბიუჯეტში რამე სხვაც შეილება შევარჩიო VA მატრიცაზე ჯობს ესეიგი ვნახო რამე ?

 

1 hour ago, Gobro said:

მე მქონდა ეგ დელის მონიტორი და ძალაინ მასიამოვნა. ფერებიც ძალიან კარგი აქვს და ზომაც იდეალური,მაგრამ ახლა 38-ზე გადავედი აღარ მეყო 32-ნი :D ასე რომ აიღე არ ინანებ. ვიზუალურადაც მაგრად გამოიყურება 

@Gobro გაუმარჯოს 
ესეიგი 32 იანიც შეიძლება პატარა მომეჩვენოს ოდესღაც ? :D 

ამ მონიტორს შავ ფონზე სადმე თეთრი ამონთება ქონდა? კუთხეებში რომ აქვს ხოლმე ზოგს 

Link to comment
Share on other sites

32იანი ერთ თვეში დაგიპატარავდება, ჰა და ჰა 2ში :D. ვა ჯობს ბევრად უკეთესი შავი აქვს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მაგ ორიდან დელი აჯობებს, გამოწერით ესაა საუკეთესო ალბათ ეხლა https://www.dell.com/en-us/shop/alienware-27-gaming-monitor-aw2724dm/apd/210-bhbl/monitors-monitor-accessories ხო მაინდამაინც მინიმუმ 31.5 აღება თუ გინდოდა არის ეგეთიც ალტაში იპს-ზე ეხლა https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-32-odyssey-g5-ls32ag524pixci-black.html სხვა მგონი ისეთი არც არაფერია ჩვენ მაღაზიებში, შეიძლება ეისერი გამოხტეს კიდე 31.5 ინჩიანი იპს-ზე 170 გერცზე 1200+ ლარათ, ისე მემგონი 1500 ლარამდე მაინც დელის აღება ჯობია ჩვენთან, სხვა ისეთი არაფერი არაა ამ ეტაპზე გაყიდვაში, 4K მონიკი 31.5 ინჩზე მაინც დიდი ალბათობით ჩვენთან არ მოგივა 1500 ლარში, მაიმარკეტზე გადავხედე კიდე სხვა პაჭა-პუჭა მაღაზიებში რეები აქვთ გაყიდვაში და ესეთი აოკია იპს-ზე 2K 27 ინჩი სტილნი დიზაინით 1400 ლარათ 170 გერციანი:

https://www.mymarket.ge/ka/pr/28027157/teqnika/kompiuteruli-teqnika/monitori/AOC-PD27S-Gaming-Monitor-PORSCHE-DESIGN-monitori?OfferType=Basic ასუსიც არის რა თქმა უნდა ყველაზე ძვირათ 1485 ლარიო 27 ინჩიან იპს-ში https://www.mymarket.ge/ka/pr/29052746/teqnika/kompiuteruli-teqnika/monitori/monitori-ASUS-VG27AQ-27-IPS165Hz-1ms?OfferType=Basic ტუფია თან როგი არაა, მე უფრო მესიმპატიურება ფასი-წარმადობით დელის მოდელი, მაგრამ შენთვითონ უნდა გადაწყვიტო რომელის აღება გირჩევნია მაგ ჩამოთვლილი მოდელებიდან,პრინციპში აოკის მოდელი უკვე დაგიდია 1400 ლარათ ზემოთა ლინკში, კარგია ეგეც საკმაოთ, მაგრამ პირადათ შეხება არ მქონია და არც არავის აუღია ეგეთი დელისგან განსხვავავებით მგონი ჩვენ ფორუმზე, ნუ მანდ სტანდარტული ბაგებია იპს-ზე და va-ზე, იპს უფრო კარგი ხედვის კუთხე აქვს, უკეთესი ფერების დამუშავება და საკმაოთ კარგი სიკაშკაშე როგორც წესი + სწრაფი მატრიცა გოსტინგის და არტიფაკტების გარეშე ბნელ სცენებში, კარგია ეგეთები უფრო კარგ განათებულ ოთახისთვის, სიბნელეში ჯობია VA მატრიცაზე აღება, მანდ უფრო ცუდი ხედვის კუთხე აქვს, უფრო უბრალო ფერების დამუშავება, მაგრამ უკეთესი შავი ფერის დამუშავება, თან ბევრს საკმაოთ სერიოზული გოსტინგი აქვს ბნელ სცენებში, არის გამონაკლისებიც სამსუნგის ოდისეის მორკალურ მოდელებზე, სწრაფ იგრებში ფასობს უფრო იპს-ი, VA უფრო ნელი იგრებისთვისაა კარგი და ბნელ ოთახში უკეთესათ აჩვენებს ეგეთი, ზოგადათ VA მოდელებზე შეიძლება უფრო მეტი პრობლემები ქონდეს ყიდვის დროს და ბრაკიც უფრო დიდია ნორმალურ იპს-ან შეფარდებაში, ჩემ დელს მაგალითათ არანაირ პრობლემა არ ქონია იპს-ზე, კიდე ბევრი ვიცი ეგეთი ჩვენ ფორუმზე ვინც აიღო იპს-ი და არ ქონია დედ პიქსელები და სხვა პრობლემები, აი VA-ზე როგორც გაგიმართლებს უკვე ისე იქნება, აქვს სხვა მინუსებიც იპს-ზეც და VA-ზე, მე უფრო სტანდარტული პრობლემები ჩამოვთვალე ორივე მატრიცაზე რაც შეიძლება ქონდეს, ბევრი VA მოდელი მორკალურია ისე, ბრტყელს რედკათ იპოვი მითუმეტეს 31.5 ინჩიანს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

8 hours ago, zaqrinio said:

აი ზუსტად ეგ თეთრი ნათება შავ ფონზე არ მინდა რო ქონდეს და ამ მონიტორის მიმოხილვები რაც ვნახე თითქოს არ აქვსო ამბობენ.  ამ ბიუჯეტში რამე სხვაც შეილება შევარჩიო VA მატრიცაზე ჯობს ესეიგი ვნახო რამე ?

 

@Gobro გაუმარჯოს 
ესეიგი 32 იანიც შეიძლება პატარა მომეჩვენოს ოდესღაც ? :D 

ამ მონიტორს შავ ფონზე სადმე თეთრი ამონთება ქონდა? კუთხეებში რომ აქვს ხოლმე ზოგს 

ოდეზღაც კი :D

არა ჩემ კონკრეტულ მონიტორს არ ქონია მსგავსი რამ რაც მე შემაწუხებდა 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მაგ ორს შორის დელს ავიღებდი ულაპარაკოდ 32" იანს :)

17 hours ago, zaqrinio said:

ესეიგი 32 იანიც შეიძლება პატარა მომეჩვენოს ოდესღაც ?

გარდაუვალია 😀

20 hours ago, G1ORG1 said:

32იანი მაქვს და მინდა 43ზე გადასვლა

 

20 hours ago, G1ORG1 said:

უბრალოდ ჯერ არ მინდა 4კზე გადასვლა

ნამდვილად. მომავალში აუცილებლად გადავალ მეც 4K ზე 42-43" ზე, მაგრამ ჯერ კაი ხანი არ გამოვცვლი ამ მონიტორს ვიცი :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

@George ესეიგი ისედაც დელი მომწონდა უფრო ერთი ზომა მაფიქრებდა მარა გადავწყვიტე 32 იანი იყოს.

@George ესეც მომეწონა და ამას დელი აჯობებს ფერებში ან რამეში ?ფასში საკმაო სხვაობაა https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-32-odyssey-g5-ls32ag524pixci-black.html

 

Link to comment
Share on other sites

8 minutes ago, zaqrinio said:

@George ესეიგი ისედაც დელი მომწონდა უფრო ერთი ზომა მაფიქრებდა მარა გადავწყვიტე 32 იანი იყოს.

@George ესეც მომეწონა და ამას დელი აჯობებს ფერებში ან რამეში ?ფასში საკმაო სხვაობაა https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-32-odyssey-g5-ls32ag524pixci-black.html

 

ეგ სამსუნგიც საკმაოდ კარგია მაგრამ აი მკვდარი ფიქსელების ამბავი როგორ არის ეგ არ ვიცი უკვე, დელის მონიტორებს კიდე ძალიან იშვიათად ეგ პრობლემა რომ ქონდეს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო თან არ ვიცი რომელი იპს აყენია მაგ სამსუნგზე, არ გამოვრიცხავ თვითონ სამსუნგის ვარიანტიც იყოს, დელზეც მგონი ნანო იპს აღარ აყენია LG-ის, სხვა მატრიცაა, თუმცა კარგი მაჩვენებლებით საკმაოთ და რაც მთავარია სწრაფი, ალბათ მაინც ჯობია დელის აღება, სამსუნგზე ცოტა ძვირია მაგრამ მაინც უფრო სტაბილური ჩანს მემგონი, ზოგადათ დელს ყველაზე დიდი ბაზრის წილი ქონია ეხლა მონიტორებში დაკავებული, ანუ ყველაზე დიდ აბიომებში ეგენი ყიდიან მონიტორებს, არ უყვართ სასტიკათ ექსპერიმენტალური მატრიცების გამოყენება გარკვეული პრობლემები რასაც აქვს და ბაგები, ალბათ ზუსტათ მაგის გამო არ გამოუშვიათ ჯერ მინი ლედ იპს-ზე გეიმერული მოდელი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

საქმე რაშია ეხლა

ეს ვარიანტი გამოჩნდა 800 ლარად Samsung Odyssey G5 LS32AG520PIXCI https://gcomp.ge/index.php?route=product%2Fproduct&product_id=1774&fbclid=IwAR2bsphAx1x1rkqjH_BKElHsihRLAlCTz6rs-dPww8QrfJgfxDqiwUjdaSQ

 

ხოდა 500 ლარით მეტის გადახდა დელში ღირს თუ არა ამაზე ვფქირობ...

თან ამ მოდელს რო ვეძებ Google ზე მარტო რუსული ვერსიის ოფიციალურ საიტს აგდებს LS32AG520PIXCI და ანუ რუსეთის ბაზრისთვისაა თუ რახდება ეგეც ვერ გავიგე წესიერი ინფო ვერ მოვიძიე მოკლედ ამ მონიტორზე გარდა ოფიციალური საიტისა რამე Review ვერ ვნახე Youtube ზე.

 

Link to comment
Share on other sites

თუ მართლა იპს მოდელია მანდ გაყიდვაში ( და არა ნაგავი VA) და არაფერი არ ჭირს და უნაკლოა ალბათ სამსუნგის აღება აჯობებს, დიდია მართლა ფასში სხვაობა უკვე, ადვილია დადგენა, VA მორკალურია იპს არა, თან იპს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს სიკაშკაშის მაინც, ძირითადათ ყველგან va მოდელებია დატესტილი, იპს მოდელის მიმოხილვები თითქმის არ გვხდება, მინუსებიდან გამოვყოფდი მარტო DP 1.2 საპორტს, ანუ 165 გერცზე 10 ბიტი არ დადგება ეგეთზე, მარტო 8 ბიტზე იმუშავებს, დელზე 10 ბიტიც მუშაობს dp 1.4-ზე, სხვა ისეთი არც არაფერი აქვს ცუდი https://www.samsung.com/ru/monitors/gaming/odyssey-g5-g52a-32-inch-ips--165hz-hdr-ls32ag524pixci/ ნაუშნიკების შესაერთებელი ქონია, მგონი უსბ ჰაბის არა, ხო მაგ ფასიანის ფონზე დასადები და სბორკის ხარისხი საკმაოთ ნორმალური აქვს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კი IPS ია არაა Curved და ძაან ავირიე ეხლა შერჩეული მქონდა უკვე DELL არადა :D არ მინდა ეს ვიყიდო და მერე ნეტა DELL მეყიდათქო ვინანო. არც არის სადმე ეს დელის მონიტორი რო მივიდე ვნახო და შევადარო.

Link to comment
Share on other sites

სხვათაშორის ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თვითონ სამსუნგმა დიდათ არ მოინდომა მაგ კონკრეტული იპს მოდელის დასატესტათ გაგზავნა აბზორშიკებთან, ყველგან შეტენა VA ჯართობა კასტრირებული მაჩვენებლებით, თუმცა ეგ უკეთესი პარამეტრებითაა, აქვს აგრეთვე VESA HDR 400 სერტიფიკატიც, ანუ მინიმუმ 400 ნიტსამდე ექნება HDR სიკაშკაშე ეგეთზე უკვე, მაგრამ ზუსტათ ვერ დაადგენ რახან აბზორი ნორმალური არაა მასეთზე, დელი მართლა კარგია, ეგ ეგრე იაფათ რომ არ ყოფილიყო ეხლა არაფერი დაეწუნება დელს, ალბათ მაგ 1400 ლარსაც იმსახურებს 31.5 ინჩის და საკმაოთ ნორმა მაჩვენებლების ფონზე, ნუ რამე ნორმა მიმოხილვა რომ ყოფილიყო სამსუნგის მაგ მოდელზე შეიძლებოდა უფრო ადვილათ დადგენა რომლის აღება ჯობდა ფასის გათვალისწინებით, ეხლა ვერ გაიგებ დანამდვილებით, თუმცა ფასი ძალიან კარგი აქვს სამსუნგის მოდელს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო აი მანდ ვარ გაჭედილი რო ინტერნეტში ვერსად მოვიძიე ინფორმაცია მაგ მოდელზე და თან ეგ კიდევ უფრო მაეჭვებს ამ მოდელის ავკარგიანობაში :D 
დელზე კიდე იმდენი მიმოხილვა დევს რო ვიცი უკვე ზეპირად რო კარგია. თან 800 ლარად კი არის მარკეტზე უდევს ერთს თუმცა ახლები ისედაც 1000 ღირს. ცოტას არ ვიხდი თანხას და ბარემ 300 ლარიც დავამატო და რაც მომწონს დანამდვილებით რაც ვიცი რო კარგია ისევ დელი ვიყიდოთქო ვფიქრობ. მოკლედ 2 - 3 დღე კიდევ მაქვს საფიქრად :D იმედია მანამდე გაიყიდება ეგ ასუსის :D 

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ბოლოს მაინც DELL სკენ მიმიწევდა გული ვიყიდე DELL G3223D ჯერ არც გამიხსნია ყუთი. საღამოს შევამოწმებ და დავწერ შეფასებას ❤️ 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, zaqrinio said:

მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ბოლოს მაინც DELL სკენ მიმიწევდა გული ვიყიდე DELL G3223D ჯერ არც გამიხსნია ყუთი. საღამოს შევამოწმებ და დავწერ შეფასებას ❤️ 

მშვიდობაში ზაქრო, არ ინანებ შენ გადაწყვეტილებას 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

 @მშვილდოსანი    @Gobro   გაიხარეთ ❤️ 

პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მონიტორით ულამაზესი ფერები აქვს და არ ვიცი როგორ გადმოვცე ის სიამოვნება რასაც ამ მონიტორის ყურება მანიჭებს.

არ შემიძლია არ ავღნიშნო   PCShop ის გარანტიის პირობები. მაღაზიაში მივედი რომ შემემოწმებინა მკვდარ პიქსელებზე სანამ შევიძენდი და რომ მივედი ისეთი კარგი საგარანტიო პირობა დამხვდა აღარც კი შევამოწმე თამამად წამოვიღე. რაც შეეხება გარანტიის პირობას 2 კვირის განმავლობაში უბრალოდ თუ აღარ მოგეწონება მოიტანე და დავიბრუნებთო ასეთი  საგარანტიო პირველად გავიგე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

მოკლედ ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას დროის დათმობისთვის ❤️ 

ესეც  ჩემი ახალი PC 

No description available.

 

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

41 minutes ago, zaqrinio said:

 

არ შემიძლია არ ავღნიშნო   PCShop ის გარანტიის პირობები. მაღაზიაში მივედი რომ შემემოწმებინა მკვდარ პიქსელებზე სანამ შევიძენდი და რომ მივედი ისეთი კარგი საგარანტიო პირობა დამხვდა აღარც კი შევამოწმე თამამად წამოვიღე. რაც შეეხება გარანტიის პირობას 2 კვირის განმავლობაში უბრალოდ თუ აღარ მოგეწონება მოიტანე და დავიბრუნებთო ასეთი  საგარანტიო პირველად გავიგე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

მშვიდობაში მონიტორი 

საბერძნეთში რო ვცხოვრობდი {2008 წლამდე } ჩავთვალოთ რო იყო 2008 წელი ,ალტას მაგვარი ელექტრო მაღაზია იყო Plaisio , ანუ მთავარი ელექტრო და კომპიუტერული შოპი , მოკლედ იმ წლებში მაგ მაღაზიას ქონდა ზუსტად იგივე გარანტია , ანუ 2 კვირის განმავლობაში თუ არ მოგეწონებოდა რაიმე ნივთი შეგეძლო ისევ მიგეტანა და ფულს დაგიბრუნებდენ ან შეგიცვლიდენ , ეგრე ვიყიდე ვიდეო ბარათი და არ მომეწონა სუსტი ყოფილა და არ ვიცოდი, მივიტანე თავის ყუთით და  ეგრევე დამიბრუნეს ფული

აი მეც ეხლა გავიგე შენგან ეგეთ გარანტიაზე პირველად , რამდენი წელი გავიდა და ეხლა შემოვიდა საქართველოში 

რისი თქმა მინდა ამით რო რამხელა ჩამორჩენაა საქართველოში სამწუხაროდ 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.