#Skinhead Posted March 29, 2011 Share Posted March 29, 2011 კომპიუტერულ ინდუსტრიაში წარსულში მრავალი უჩვეულო შთანთქმა იყო, მაგრამ ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულოზეა საუბარი. ამ მომენტისთვის AMD მდგომარეობა ადვილი არ არის: Intel სულ უფრო ძლიერად აწვება ბაზრის ზედა სეგმენტს, ხოლო ქვედაში ყოველდღიურად უფრო და უფრო საშიშად გამოიყურება ARM არქიტექტურიანი ჩიპები. რესურსმა Bloomberg ცოტა ხნის წინათ გაავრცელა ჭორები იმის შესახებ, რომ AMD-ს შიგნით ამჟამად გაცხარებულად განიხილება კომპანიის გაყიდვის პერსპექტივა. უკანასკნელ დროს AMD-ს მმართველ სტრუქტურაში ცვლილებები შეინიშნება, რაც შესაძლებელია ირიბად ადასტურებდეს ჭორს: წლის დასაწყისში გათავისუფლებული იყო შემსრულებელი დირექტორი დირკ მეიერი (Dirk Meyer), ხოლო სულ ცოტა ხნის წინათ — ოპერაციული დირექტორი რობერტ რივეტი (Robert Rivet). რესურსი Barronამტკიცებს, რომ AMD-ს წამყვანი ხელმძღვანელების გათავისუფლებები კომპანიის სერიოზულ ნაბიჯებზე მიუთითებს და ახმოვანებს ჭორს იმის თაობაზე, რომ Dell ჩიპების ცნობილი მწარმოებლის შეძენას გეგმავს. რისთვის სჭირდება Dell-ს AMD? მიზეზი შესაძლოა იყოს კომპანიის სურვილი საკუთარი ჩიპებით თავისი კომპიუტერების, ტელეფონებისა და პლანშეტების აღჭურვა. უკანსკნელ დროს კომპიუტერების ყველა ამერიკელი მწარმოებელი, როგორებიცაა მაგალითად Apple, HP და Dell სამომხმარებლო ელექტრონიკის ფართო სპექტრის მიწოდებისკენ კომპანიების Samsung, Toshiba და Sony მსგავსად. ხოლო კომპანიებს Toshiba და Samsung საკუთარი ქვეგანყოფილებები აქვთ პროცესორების ARM საწარმოებლად. ამ პოზიციიდან AMD-ს შესაძენად Dell-ს მიზეზი აქვს. აღსანიშნავია, რომ AMD-ს ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება $6,25 მლრდ-ია, ამასთან Dell-ს $12 მლრდ თავისუფალი სახსრები გააჩნია, ასე რომ ფინანსური თვალსაზრისით გარიგება სავსებით შესაძლებელია. წყარო: nexus404.com 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.