gajaviki Posted November 7, 2010 Share Posted November 7, 2010 მინდა წარმოგიდგინოთ ახალი გეიმინგ კეისი კომპანია AZZA-სგან სახელად Hurrican 2000. იგი აკმაყოფილებს Full Tower სტანდარტს და არის მაქსიმალურად გრილი კეისი რაც აისახება იმით რომ მას აქვს 8 ფენის დასამაგრებელი ადგილი. ზემოთ შეგვიძლია დავამონტაჟოთ ორი 230 მილიმეტრიანი ფენი, მარცხენა მხარეს შეგვიძლია დავამონტაჟოთ ასევე ორი 230 მილიმეტრიანი ფენი, წინ ორი 120 მილიმეტრიანი ფენი, უკან ერთი 120მმ-იანი ფენი და მარჯვენა მხარეს ასევე ერთი 120 მილიმეტრიანი ფენი. მისი წინა პანელი აღჭურვილია წყვილი აუდიო კონეკტორით, ერთი USB 3.0 კონეკტორით, ორი USB 2.0 კონეკტორით და ერთი e-SATA პორტი. მას აქვს ოთხი 5.25" ფორმატის გარე გაფართოების სლოტი, ერთი 3.5" გაფართოების გარე სლოტი, ასევე აქვს ორი SSD-ს ადგილი და შიდა ოთხი 3.5" გაფართოების სლოტი ვინჩესტერებისთვის Plug And Play რეჟიმში. იგი იწონის 13 კილოგრამს და მისი გაბარიტებია: 21.6" x 10" x 23.2" (549mm x 254mm x 590mm) მისი ფასი შეადგენს 139$. წყარო: http://www.pro-clockers.com Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.