Jump to content

AMD Radeon Software Crimson Edition ReLive

Recommended Posts

15 minutes ago, Fatal Fighter said:

CSGO-ს იმხელა ბაზა ყავს, დღეს დღეობითაც ტოპ1 არის სთიმზე, რატომ იკიდებენ ასე ძალიან არ მესმის

საინტერესოა მართლაც

53 minutes ago, david_888 said:

Stuttering may occur during video playback using hardware acceleration with Firefox on some AMD Graphics Products such as the Radeon™ RX 6900 XT Graphics.

შემდეგ დრაივერზე იმედია გამოასწორებენ

Link to comment
Share on other sites

Just now, david_888 said:

გააქვს ეგ პრობლემა?

კი, გუგლ ქრომში hardware acceleration თუ ჩართულია ფრიზები აქვს

გავთიშე და გასწორდა

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, Gogla1990 said:

კი, გუგლ ქრომში hardware acceleration თუ ჩართულია ფრიზები აქვს

გავთიშე და გასწორდა

ვა რა საინტერესოა მარტო 6900-ზე რატოა

Link to comment
Share on other sites

15 hours ago, Fatal Fighter said:

დავაყენე 2 წუთის წინ, შევედი თამაშში დიდი იმედით რომ მოაგვარეს პრობლემა

კი მიხვდით რომ არაფერიც არ მოაგვარეს :) 

CSGO-ს იმხელა ბაზა ყავს, დღეს დღეობითაც ტოპ1 არის სთიმზე, რატომ იკიდებენ ასე ძალიან არ მესმის, არ არის გასაკვირი მერე რომ ენვიდიას კარტებზე უნდა თამაში  ყველას, რათ გვინდა მაგათი კარტა 300$-400$-ით ნაკლები თუ პრობლემურია ასე ძალიან, 7900XT იქნება თუ რაც არის

არ ვიძახი რომ ენვიდიას არ აქვს პრობლემები, მაგრამ ფიქსავენ მაინც, თან მალე, აქ კიდე საერთოდ ამდენი ხანი გავიდა ვერაფერი

@REDWOODშენთან დატესტე აბა გიო, რაღაც წერია შენს კარტაზე ნოუთებში

გამოვიდა თუ არა თან ვინდოუს 11-ზე ვარ და დავაყენე მაგრამ აქამდე რო არ უქნია ისეთი მზეობა ქნა uncharted-ის თამაშის დროს გამიშავა ეკრანი...ჰარდ რესტარტის მერე დევაის მენეჯერში ვიდოე ბარათს disabled აღიქვამს და ჩართვას რომ ვაძლევ ერორს აგდებს 31 კოდით... იძულებული ვარ დავარესტარტო ისევ შემდეგ ხედავს ბარათსაც და დრაივერსაც...აქამდე თამაშის დროს არ უქნია მასეთი რაღაც:D

შენ შემთხვევაში მაგ დონის nvidia შეიძლება ღირდა 300 დოლარით ძვირი მაგრამ აი მე იგივე ფასში თავისუფლად შემეძლო 3060 Ti  და  ცოტა თანხის დამატებით 3070 მეყიდა :) რო მცოდნოდა ამდენი პრობლემა ქონდა რომელიც 2 წელია ვერ დაფიქსეს ნამდვილად არ დავზოგავდი იმ 100 დოლარს.

რეები აღარ მაფიქრებინა? ბარათია ბრაკი თქო მაგასაც ვფიქრობ მაგრამ ზუსტად იგივე მოდელი აქვს ჩემს მეგობარს და იმასაც უშავებს ეკრანს იმასაც იგივე სიმპტომებით...

მოკლედ ბევრი ხლაფორთი ჭირდება სამწუხაროდ და არ ღირს ამხელა თავის ტკივილად რა :) ფულს ყრი და ბარათს რომ ჩადებ 1 საათი უნდა ანასტროიკო რაღაცეები გაუთიშო იჯადოქრო მაგრამ მაინც არ შველის საბოლოო ჯამში...გავგუდე ბარათი ტესტებით ყველაფერს გადის უპრობლემოდ იმ ქულას დებს რაც უნდა დადოს ის ტემპერატურები უჭირავს რაც უნდა ეჭიროს მაგრამ რათ გინდა

Link to comment
Share on other sites

16 minutes ago, REDWOOD said:

იგივე ფასში თავისუფლად შემეძლო 3060 Ti

მაგ შემთხვევაში დიდი შანსი იქნებოდა ხელოსანი გეკითხა და ჩიპების შეცვლაში 500 ლარსაც გადაიხდიდი :D 

18 minutes ago, REDWOOD said:

ბარათია ბრაკი თქო მაგასაც ვფიქრობ მაგრამ ზუსტად იგივე მოდელი აქვს ჩემს მეგობარს და იმასაც უშავებს ეკრანს იმასაც იგივე სიმპტომებით..

ეგ რომ არა, მეც ბარათზე მეფიქრებოდა

Link to comment
Share on other sites

27 minutes ago, REDWOOD said:

ზუსტად იგივე მოდელი აქვს ჩემს მეგობარს და იმასაც უშავებს

@Gogla1990 რა იყო რედ დევილeბზე აქ მარტო პრობლემები? :)

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, david_888 said:

@Gogla1990 რა იყო რედ დევილბზეა აქ მარტო პრობლემები? :)

არაა გამორიცხული რამე ჩეპე გაპარვოდათ, ან ზედმეტად ბუსტავს და აღარ ყოფნის ძაბვა, უყვართ დევილების გამოწურვა

@REDWOOD კარტის ბიოსის განახლება სცადე? ან მეორე ბიოსი თუ აქვს იმაზე გადართვა?
მაზერის ბიოსიც განაახლე ყოველი შემთხვევისთვის

Link to comment
Share on other sites

28 minutes ago, Gogla1990 said:

@REDWOOD კარტის ბიოსის განახლება სცადე? ან მეორე ბიოსი თუ აქვს იმაზე გადართვა?
მაზერის ბიოსიც განაახლე ყოველი შემთხვევისთვის

@david_888 სხვა მოდელებიც ოხრად წერია რედიტზე და სხვათაშორის XFX ჯერ არ შემხვედრია :) 

ანდერვოლტის და კარტის ბიოსის გარდა ყველაფერი ნაცადი მაქვს :) დედაპლატის ბიოსიც განახლებული მაქვს ჩიპსეტის დრაივერებიც და ვიდეო ბარათის დრაივერებიც 22.5.1-დან ყველა ნაცადი მაქვს :D ყველაზე მეტად პერფომანსის მოკლება არმინდა ბარათზე მაგრამ მაგასაც ვცდი :) ნუ სადაა ლოგიკა? ვყიდულობდი რედ დევილს იმის გამო რა მონაცემებიც ეწერა ხო? ნაკლები სიხშირეებით რომ მდომოდა ბევრად იაფებშიც იშოვებოდა სხვა ვერსიები და აღარ გადავყრიდი ამაში ფულს :D apex legends-ში რაც ეს ბარათი ვიყიდე დაახლოებით 100 საათი მაქვს გატარებული არანაირი ხარვეზი არ მქონია... ჩვეულებრივი ბრაუზინგის დროს ვიდეოს რომ ვუყურებდი მაშინ გააშავა 2-3ჯერ რავიცი 1 კვირიანი შუალედებით...თამაშის დროს პირველად ქნა გუშინ 

ერთი მომენტიც არის სხვათაშორის გუშინდელი uncharted-ის ქრაშის დროს ივენთებში კრიტიკალ ერორი დამახვედრა 

The system has rebooted without cleanly shutting down first. This error could be caused if the system stopped responding, crashed, or lost power unexpectedly.  event ID [41]   task category [61]

ეს ერორი თუ power button-ით გათიშვამ შეიძ₾ება გამოიწვიოს მაშინ ეგ იყო მიზეზი სხვანაირად ვერ მოვახერხე ეკრანი რომ გააშავა აზრზე მოყვანა.

edit: ვცადე power button-ით გათიშვა მაგაზე მარტივი შესამოწმებელი რაიყო და არ უჩვენებია event viewer-ში კრიტიკალ ერორი..ზნაჩიტ Uncharted-ის ბლექ სქრინის დროს გაისროლა ის კრიტიკალ ერორიც 

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, REDWOOD said:

ნუ სადაა ლოგიკა? ვყიდულობდი რედ დევილს იმის გამო რა მონაცემებიც ეწერა ხო? ნაკლები სიხშირეებით რომ მდომოდა ბევრად იაფებშიც იშოვებოდა სხვა ვერსიები და აღარ გადავყრიდი ამაში ფულს

კიბატონო, მაგრამ როგორც წესი მსგავს სუპერ/ბუპერ ვერსიებს უფრო აქვთ ხოლმე პრობლემები რადგან მაქსიმალურად გაწურულებია

8 minutes ago, REDWOOD said:

კარტის ბიოსის გარდა ყველაფერი ნაცადი მაქვს

ეგეც სცადე

მეორე ბიოსი ხომ აქვს? გადართე და იმით სცადე რას იზავს

პ.ს

ერთხელ მქონდა მსგავსი პრობლემა, ეკრანს მიშავებდა თუ მიქრობდა ზუსტად აღარ მახსოვს, რა კარტაზე იყო ეგეც აღარ მახსოვს, მაგრამ მაზერის სლოტში მტვერის ბრალი აღმოჩნდა, ამოვიღე კარტა, გავწმინდე სლოტი ფუნჯით, კარტის პინები სპირტით და აღარ უქნია

Link to comment
Share on other sites

12 minutes ago, Gogla1990 said:

კიბატონო, მაგრამ როგორც წესი მსგავს სუპერ/ბუპერ ვერსიებს უფრო აქვთ ხოლმე პრობლემები რადგან მაქსიმალურად გაწურულებია

ეგეც სცადე

მეორე ბიოსი ხომ აქვს? გადართე და იმით სცადე რას იზავს

პ.ს

ერთხელ მქონდა მსგავსი პრობლემა, ეკრანს მიშავებდა თუ მიქრობდა ზუსტად აღარ მახსოვს, რა კარტაზე იყო ეგეც აღარ მახსოვს, მაგრამ მაზერის სლოტში მტვერის ბრალი აღმოჩნდა, ამოვიღე კარტა, გავწმინდე სლოტი ფუნჯით, კარტის პინები სპირტით და აღარ უქნია

ზემოთ ნახსენებ event viewer-ის კრიტიკალზე ხომ არაფერი გსმენიათ? @david_888

გადავრთე საილენთ ბიოსზე და ვნახავ ამასაც.

მტვერს და ამბავს რაც შეეხება ეგეც გამორიცხული მაქვს თავიდანვე ახლები იყო ისედაც დედაპლატა/პროცესორი/ოპერები/ვიდეო კარტა... ერთიანად ავზბორე კაბელები წესიერად არ ზის და ეგეთი რაღაცეებიც გადამოწმებული მაქვს ყველაფერი წესრიგშია :D ყველა სხვა დეტალიც ტესტებს უპრობლემოდ გადის ეგენიც გამორიცხულია... ერთადერთი მეორადი და რასაც ფიზიკურად ვერ ვტესტავ არის კვების ბლოკი ეს აქ ვიყიდე ჩვენთან :) არ არის გამორიცხული ესეც ატრაკებდეს 2015 წლის ვერსიაა

Link to comment
Share on other sites

საილენთ ბიოსზე გადავრთე წესით 2615 უნდა ქონდეს მაქსიმუმ GPU clock და 2625 დააფიქსირა GPU-zმა

2622 აქვს ისე OC mode-ზე :D ტყუილად აქვს ეს საილენთ სვიჩი? 

Link to comment
Share on other sites

პოვერ ლიმიტი იქნება საილენთზე ნაკლები, კი წერს 2600+ -ს მაგრამ დატვირთვის დროს სავარაუდოდ 2500-ს ქვემოთ დადგება

რატომ ქნეს ეგრე ეგ მართლაც უცნაურია, ალბათ საილეთ ბიოსზეც რომ მამალ სიხშირეებს აჩვენებდეს :D 

ჩემი მაგალითად პატიოსნად 2250-ს აჩვენებს საილენთ ბიოსზე და დატვირთვისასაც მაგდენზე დგას +-

Untitled.png

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, Gogla1990 said:

ჩემ კარტაზე მაგალითად უბრალოდ 2 ბიოსია, აბსოლუტურად იდენტურებია, კონკრეტულად ჩემსაზე კი არა ზოგადად ამ მოდელზე

Link to comment
Share on other sites

ჩემზე სხვადასხვაა სიხშირეც, TDP-ც და ფანის პროფილიც

GPU-ზე ბიოსში გაწერილი TDP Silent - 255 Watt, OC - 285 Watt

Link to comment
Share on other sites

Just now, Gogla1990 said:

ჩემზე სხვადასხვაა სიხშირეც, TDP-ც და ფანის პროფილიც

GPU-ზე ბიოსში გაწერილი TDP Silent - 255 Watt, OC - 285 Watt

კიი უმეტესობა კარტებზე ეგრეა ხოლმე, ჩემ შემთხვევეაში პროსტა ზაპასნოი ბიოსი მაქ რამე ჩეპე თუ მოხდა

Link to comment
Share on other sites

@david_888@Gogla1990 მწარმოებელი თუ არ იძახის რომ ბიოსის გადართვის შემთხვევაში უნდა მუშაობდეს ნაკლებ სიხშირეზე მაშინ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ აქვს 2 იდენტური ბიოსი რას აშავებს?

ჩემ შემთხვევაში უწერია რომ საილენთ ბიოსზე უნდა ნაკლები სიხშირე ქონდეს თამაშებში 2433 მაქსიმუმი 2615 ბუსტით მაგრამ ბიოსის გადართვის შემდეგ არაფერი შეცვლილა :D ნუ საილენთიც ისეთი ნათქვამია ამ ბარათის ხმა მე ჯერ არ გამიგია არც OC ბიოსზე...ეს ეხლანდელებია 2 წუთის სტრესი უცებ თუმცა წუხელ გეიმინგის დროს 2625 ეჭირა მაქსიმუმი..მემორი ქლოქზე არაფერს ვამბობ ეგ სულ მასეა :D 

ანდერვოლტზე მითხარით ორიოდე სიტყვა თავისი რაც აქვს ადრენალინში მითითებული ვარგა რამედ? თუ ხელით უნდა გაუწერო?

gpz.gif

gp.gif

Link to comment
Share on other sites

17 minutes ago, REDWOOD said:

ანდერვოლტზე მითხარით ორიოდე სიტყვა თავისი რაც აქვს ადრენალინში მითითებული ვარგა რამედ? თუ ხელით უნდა გაუწერო?

ეგ ინდივიდუალურია უმდა მოსინჯო ყველაფერი, წინა კარტაზე ხელით მქონდა მილივოლტები გაწერილი, ეხლა პროსტა -5% მაქ მიცემული

msi afterburner თუ გიყენია ისე? ძაან ხშირად ეგაა ხოლმე პრობლემების მიზეზი, შავი ეკრანებისაც დაქრაშვებისაც, მე პირადად ადრენალინის ნასტროიკებს მიყრიდა ხოლმე და შევეშვი, fps monitor ვიყიდე და მაგით ვამონიტორებ, სხვა მხრივაც უფრო მოსახერხებელია 

Edited by david_888
Link to comment
Share on other sites

9 hours ago, david_888 said:

ეგ ინდივიდუალურია უმდა მოსინჯო ყველაფერი, წინა კარტაზე ხელით მქონდა მილივოლტები გაწერილი, ეხლა პროსტა -5% მაქ მიცემული

msi afterburner თუ გიყენია ისე? ძაან ხშირად ეგაა ხოლმე პრობლემების მიზეზი, შავი ეკრანებისაც დაქრაშვებისაც, მე პირადად ადრენალინის ნასტროიკებს მიყრიდა ხოლმე და შევეშვი, fps monitor ვიყიდე და მაგით ვამონიტორებ, სხვა მხრივაც უფრო მოსახერხებელია 

დაქრაშვამდე უნდა აკლო ვოლტები ხომ?

msi მიწერია მაგრამ შავი სქრინი მანამდეც მქონდა...ეხლაც ისე მიწერია რასაც ვთამაშობ ძირითადად fps მონიტორინგი სეთინგებშიც აქვს და არ ვრთავ ხოლმე მაგ პროგრამას

მოკლედ იმის გამო რომ ვიდეო კარტის უვარგისობა არ მაწყობს :D კვების ბლოკის გაწირვა გადავწყვიტე..ნუ იმ ივენთებში დაფიიქსირებულ კრიტიკულ ერორზე რაც წავიკითხე 90% კვების ბლოკისკენ იშვერს ხელს ხოდა 2015 წლის კვებაა ბარეღამ ეს გაიწიროს :) მერე ვნახოთ დავაკვირდები კიდევ ახალი კვების ბლოკით მანამდე დრაივერებსაც დაფიქსავენ რაღცეებს და ვნახოთ...ანდერვოლტსაც დავამხეცებ რავი ჯერ ცუდი არ მსმენია ყველა იძახის კარგია გაუკეთეთ ანდერვოლტიო 

Link to comment
Share on other sites

23 minutes ago, REDWOOD said:

დაქრაშვამდე უნდა აკლო ვოლტები ხომ?

მე მაგდენს არ ვჩალიჩობ, ნუ არ მაქვს საჭორება არ ცხელდება  სიხშირეს არ აგდებს ისედაც ასე რომ  ეგრევე -5% მივეცი არც მიცდია მეტის მოკლება, 6600xt-ზე ესეც არ მიქ გაკეთებული

23 minutes ago, REDWOOD said:

მოკლედ იმის გამო რომ ვიდეო კარტის უვარგისობა არ მაწყობს :D კვების ბლოკის გაწირვა გადავწყვიტე..ნუ იმ ივენთებში დაფიიქსირებულ კრიტიკულ ერორზე რაც წავიკითხე 90% კვების ბლოკისკენ იშვერს ხელს ხოდა 2015 წლის კვებაა ბარეღამ ეს გაიწიროს

ნუ თუ  გეთანაღრება კვებაზე გული შეცვალე მაინც თუმცა ასაკი არაფერ შაუაში კაი კვებისთვის 7-8 წელი არაფერი არაა, შეიძლება პროსტა რაღაც გაფუჭდა თორე მაღალი დონის კვებები 10 და 15 წელით სტაბილურად უბერავენ, იაპონური კონდენსატორები არ შრება

ისე მე 2010 წლიდან ამდ-ს კარტები მაქ და ჯერ პრობლმა არ შემქმნია, hd 5670, hd 4890, hd5870, hd7870 მერე R9270, R9270X, R9 280, R9 280X, R9 290, R7 260X, RX480, RX570, RX580 ესენი ყველა მქონდი აქედან ზოგი 2-2ჯერ სხვადასხვა ვენდორის, ასევე  Sapphire RX5600XT, XFX RX6600, MSI RX6600XT 

ახლა მაქვს ASRock RX6600XT და XFX 6700XT (ასევე კუანა R5 240)

ნვიდიებიც ბლომად მქონდა, GTX 550ti, GTX650, GTS450, GTX560, GTX560ti, GTX960, GTX1060, GTX1070, GTX1080 მარა ამდ-ს მიმართ მაინც უფრო სიმპათიით ვარ გამსჭვალული

Link to comment
Share on other sites

uncharted-ის თამაშის დროს ორჯერ გამიკეთა უკვე 20 წუთის განმავლობაში :)  რეკორდია აქამდე ასეთი არაფერი მქონია.

თამაშის დროს აშავებს ეკრანს რამდენიმე წამი ხმა ისმის შემდეგ ისიც ქრება და იძულებული ვარ რესტარტ ღილაკით დავარესტარტო კომპიუტერი... შემდეგ ივენთებში წერს კრიტიკალ ერორს 

გვერდზე ფორუმიდან ვიყიდე ადრე კომბო რა 9700k ი7-თან ერთად და იმას მოაყოლეს ეს კვება..მერე ის ი7 გავყიდე 10 თაობაზე გადავედი 10700კ-ზე და 24/7-ზე ბლუ სქრინები მქონდა...ეს ი7 გავყიდე ვინც მოვიდა შეამოწმა გაგუდა ტესტებში გარანტიაც მივეცი თუ რაიმე პრობლემა ექნებოდა მიბრუნებდა...1 კვირის შემდეგ მწერს რომ ყველაფერი რიგზე ქონდა :) დედაპლატაც და სხვა დანარჩენი დეტალებიც ისეთმა ხალხმა წაიღო აი არცერთს პრობლემა არ ქონია რომ ქონოდათ ვიბრუნებდი უკან ყველაფერს...იმ კომბოების მერე  დედაპლტაც ოპერებიც და ვიდეო კარტაც ახლები შევიძინე ერთადერთი ძონძი დამრჩა კვების ბლოკი...არ გამორციხავ იმ ბლუ სქრინების პრობლემაც ეს ჩათლახი იყოს :)ვიდეო ბარათს სანამ ვიყიდიდი ინტეგრირებულზე ვამუშავებდი და ბოლო პერიოდში GTX 660 მეყენა csgo-ს ვთამაშობდი რა ჯიგრულად არ მიტრაკებდა ხოლმე :D ვერ წურავდა ბოლომდე კვებას ლოგიკურია...როგორც კი ძლიერი ბარათი ჩავდე და დაიტვირთა რეალურად სისტემა მაშინვე პრობლემები წამოვიდა.

აბ აიღე და ჩამოარაზგონე ბარათი, გპუ-ს და მემორის ასე 5-5% მოაკელი სიხშირე

Link to comment
Share on other sites

კვების კაბელი და "შტეფსელი"/გაყვანილობაც რომ გამორიცხო არიქნება ურიგი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.