Jump to content

Cisco სერთიფიცირება. (გზამკვლევი)


Recommended Posts

არც თუ ისე მტანჯველი 1 წლის შემდეგ მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება cisco_ს და ზოგადად ქსელების სამყაროს შესახებ. ამ ეტაპზე განვიხილავ ზოგადად cisco-ს (არა მის წარმომავლობას და ისტორიას, არამედ რა ხდება და რას აკეთებს) ჩემი აზრით ვინც ამ თემის წაკითხვას დაიწყებს უკვე ეცოდინება რა არის ciscoდა რას საქმიანობს. 

IT Essential როცა დავამთავრე მეგონა ყველაფერი ვიცოდი CISCO, ქსელურ და სისტემურ ადმინისტრირებაზე. ლექტორისგან ვიცოდი რომ არსეობდა CISCO_ს აკადემია ITVET_ში რეალურად კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოვხვდი EMIS_ში. (აკადემიებზე შემდეგ ვისაუბრებ) როცა დავიწყე სწავლა მეგონა არსებობდა მხოლოდ ერთი მიმართულება რომელსაც ქონდა 3 ეტაპი მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. 

cisco_ს სერტიფიცირებაში არსებობს 3 საფეხური (ზოგი მიიჩნევს რომ 4ია მაგრამ ეგ მათი პრობლემაა და არა ჩვენი)
 

  • CCNA (Cisco Certified Network Associate) 
  • CCNP (Cisco Certified Network Professional)
  • CCIE (Cisco Certified Internetwork Expert)
  • CCAr (Comprehensive Capital Analysis and Review) და ასევე ე.წ მეოთხე საფეხური "არქიტექტი" ტიპი რომელიც აპროექტებს ქსელს. არქიტექტორი,დიზაინერი. 

cisco_ს აქვს დაახლოებით 8 მიმართულება მაგრამ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია და თითოეულ მიმართულებში არის სწორეს ის სამი ეტაპი რაც ზემოთაა ნახსენები

  • Routing and Switching
  • Security
  • Data Center
  • Wireless 

 

ყველაფერი იწყება Routing and Switching_ით რომლის პირველი საფეხურია R&S CCNA. 

კურსი იყოფა 4 მოდულად თითოეული მოდულის საშუალო ხანგრძლივობა 2 თვეა. 

  • Module 1. 

          განიხილება ქსელური მოწყობილობები 

          პროტოკოლები

          OSI მოდელი (რომელსაც თითქმის მთელი მოდული ეთმობა) 

          IP დამისამართება ( IP v4, IP v6)

          Subnetting,WLSM (რასაც აუცილებელია თუ რაიმეს სწავლა რეალურად გინდათ)

  •  Module 2 

          cisco_ს სვიჩების და როუტერების ძირითადი კონფიგურაციები

          Vlanების და Inter Vlanების კონფიგურაცია

          განხილულია სტატიკური და დინამუკური მარშუტიზაცია და ძირითადი კონფიგურაციები

          განხილულია ნატირების ძველი და ახალი მეთოდები. 

 

  • Module 3

        cisco_ს ოპერაციული სისტემის მართვა ლიცენზიების დაყენება

        ოპერაციული სისტემის განახლება

        მესამე დონის სვიჩების კონფიგურაცია

        Wireless ზოგადი მიმოხილვა.

        დინამიკური და სტატიკური მარშუტიზაციის პროტოკოლების TSHOOT

  • Module 4 

        აქ განხილულია WAN კავშირის ტიპები 

        VPN ის ძირითადი კონფიგურაციები

        ქსელის მონიტორინგის საშუალებები.

 

CCNA R&S გამოცდაზე გასვლის ღირებულებაა 295$ :D არ გეჩვენებათ :D

გამოცდა არის 90 წუთიანი

მაქსიმალური ქულა 1000

გამსვლელი ქულა 825

გამოცდა შედგება 4-5 სიმულატორისგან 

და დაახლოებით 40 კითხვისგან რომელიც არამარტო კონკრეტულად ცოდნას მოითხოვს არამედ უნარებსაც. 

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სერთიფიკატი გადმოგეცემათ PDF ფორმატში ან გამოგიგზავნიან თქვენ მისამართზე სრულიად უფასოდ. 

სერტიფიკატის ვადა 3 წელია და ამ სამი წლის განმავლობაში უნდა აიმაღლოთ სტატუსი ან ჩააბაროთ იგივე დონის გამოცდა თორემ სტატუსი შეგიჩერდებათ.

 

 

რატომ არის CCNA გამოცდაზე გასვლა აუცილებელი ? იმიტომ რომ თუ თქვენი ცოდნა CCNPს შესაბამისია და დარეგისტრირდებით CCNP გამოცდაზე და წარმატებით ჩააბარებთ გამოცდას CISCO სერთიფიკატს არ გამოგიგზავნით და არ გაღიარებთ CCNPით იმიტომ რომ თქვენ არ გექნებათ ჩაბარებული CCNA გამოცდა. 

რაც შეეხება CCIE (ექსპერტის გამოცდას) ამ გამოცდაზე გასვლისთვის არ გჭირდებათ არანაირი CCNA CCNP სერტიფიკატი. (მაგრამ ამისთვის მინიმუმ 4-5 წელი მაინც არის საჭირო პლიუს გამოცდილებ რეალურ აპარატურასთან მუშაობა... თეორიით ექსპერტი ვერ გახდებით ასერომ ან ეტაპების გავლა ყველა ვარიანტში მოგიწევთ) 

 

 

სტატია განახლდება პერიოდულად და დაემატება ბევრი საჭირო ინფორმაცია. 

 

 

  • Upvote 4
Link to post
Share on other sites

მორჩა აწი Frame-Relay-ს პერიოდი,გადამუშავებული მასალა ვნახე და არაა ცუდი.

CCENT-ის კანდიდატს აღარ უწევს Single Area OSPF-ის სწავლა,მხოლოდ RIP პროტოკოლია დატოვებული,მაგრამ ICDN2-შია გადატანილი ყველაფერი მათ შორის BGP-იც დაუმატეს ამ ყველაფერს მაგრამ საბაზისო დონე და მეტი არაფერი.

დამატებულია ასევე ACL for IPV6,როგორც სჩანს უფრო სერიოზულად ეკიდებიან IPV6-სს.

 

 

 

Link to post
Share on other sites

მართალია Frame Relay-ს პერიოდი მორჩა, მაგრამ სასწავლო მასალაში ჯერ კიდევ არის და ასევე გამოცდაზე მოდის არაერთი კითხვა ამ საკთხთან დაკავშირებით. IPv6 არა მარტო ACL-თვის არის დამატებული, სერიოზულად ეკიდებიან და თანაც როგორ, ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული და საკმაოდ ბევრი მასალა არის დამატებული IPv6-ზე. ცალკე თემად არ ისწავლება, გაშლილია მთლიანად სასწავლო მასალაში. IPv4 მისამართები მალე აღარ დარჩება, იწურება. მომავალი IPv6-ის არის, რათქმაუნდა IPv4-თან ერთად.

IT-Knowledge-ში გავიარე ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის კურსი: Installing and Configuring Windows Server 2012 R2 და CCNA Routing and Switching.

18 ივლისს ჩავაბარე CCNA Routing and Switching-ის 200-120 CCNA v2.0 გამოცდა.

Microsoft კურსი 3 თვე, CISCO 5 თვე. სისკოს ქსელის აკადემიის სასწავლო ონლაინ ვებ-გვერდით - www.netacad.com-ით გავიარე მთლიანი CCNA Routing and Switching-ის კურსი. ხანგრძლივი კურსია, მაგრამ ნულიდან იწყება ფაქტიურად სწავლა და საკმაოდ საფუძვლიანად.

მართალია გამოცდაზე გასვლის ღირებულება არის 295$, მაგრამ თუკი აიღებთ ფასდაკლების ვაუჩერს (58%) გამოცდაზე გასვლა 124$ ღირს მხოლოდ. ფასდაკლების ვაუჩერის აღება ხდება მეორე და მეოთხე მოდულის ფინალური გამოცდის ჩაბარებისას, ეს იმ შემთხვევაში, როცა ორ ნაწილად გინდათ გაყოთ გამოცდა და ჩააბაროთ 200-105 ICND1 v3.0 და 200-105 ICND2 v3.0. თუ პირდაპირ ერთი გამოცდის ჩაბარება გსურთ (200-125 CCNA v3.0)და არ გსურთ გაყოფა, მაშინ ფასდაკლების ვაუჩერი მეოთხე მოდულის ფინალური გამოცდის ჩაბარებთ შეგიძლიათ მოიპვოთ.

CNA R&S 6.0 Bridging Course დაემატა ძირითად მასალას და შესაბამისად გამოცდა 200-125 CCNA v3.0 ბარდება 2016 წლის 20 აგვისტოს შემდეგ.

ამ ბმულზე ნახავთ საჭირო ინფორმაციას: http://www.cisco.com/c/en/us/training-events/training-certifications/certifications/associate/ccna-routing-switching.html

 

Untitled.png

 

ეს კი ის საკითხები რაც გავიარე სისკოს ქსელის აკადემიის ონლაინ სასწავლო ვებ-გვერდით, ასევე არის იმ მასალის საკითხები რაც დაემატა და 2016 წლის 20 აგვისტოს შემდეგ იქნება საგამოცდო საკითხებშიც დამატებული.
 

Spoiler

 

1 Module:

Chapter 1: Exploring the Network

Chapter 2: Configuring a Network Operating System

Chapter 3: Network Protocols and Communications

Chapter 4: Network Access

Chapter 5: Ethernet

Chapter 6: Network Layer

Chapter 7: Transport Layer

Chapter 8: IP Addressing

Chapter 9: Subnetting IP Networks

Chapter 10: Application Layer

Chapter 11: It's a Network

 

2 Module:

Chapter 1: Introduction to Switched Networks

Chapter 2: Basic Switching Concepts and Configuration

Chapter 3: VLANs

Chapter 4: Routing Concepts

Chapter 5: Inter-VLAN Routing

Chapter 6: Static Routing

Chapter 7: Routing Dynamically

Chapter 8: Single-Area OSPF

Chapter 9: Access Control Lists

Chapter 10: DHCP

Chapter 11: Network Address Translation for IPv4


3 Module:

Chapter 1: Introduction to Scaling Networks

Chapter 2: LAN Redundancy

Chapter 3: Link Aggregation

Chapter 4: Wireless LANs

Chapter 5: Adjust and Troubleshoot Single-Area OSPF

Chapter 6: Multiarea OSPF

Chapter 7: EIGRP

Chapter 8: EIGRP Advanced Configurations and Troubleshooting

Chapter 9: IOS Images and Licensing


4 Module:
Chapter 1: Hierarchical Network Design

Chapter 2: Connecting to the WAN

Chapter 3: Point-to-Point Connections

Chapter 4: Frame Relay

Chapter 5: Network Address Translation for IPv4

Chapter 6: Broadband Solutions

Chapter 7: Securing Site-to-Site Connectivity

Chapter 8: Monitoring the Network

Chapter 9: Troubleshooting the Network



CCNA R&S 6.0 Bridging Course:

Introduction to Networks - Bridge Content
1.1: Network Testing and Verification
1.1.1: The traceroute and tracert Commands
1.1.2: Debugging
1.2: Network Troubleshooting
1.2.1: Troubleshooting Methodologies
1.2.2: Troubleshoot Cables and Interfaces
1.2.3: Troubleshooting Scenarios

 

Introduction to Networks - Bridge Content
2.1: Configure Static and Default Routes
2.1.1: Configure IPv4 Static Routes
2.2: Device Discovery
2.2.1: Device Discovery with CDP
2.2.2: Device Discovery with LLDP
2.3: Device Management
2.3.1: NTP
2.4: Device Maintenance
2.4.1: Router and Switch File Maintenance


Scaling Networks - Bridge Content
3.1: VTP, Extended VLANs, and DTP
3.1.1: VTP Concepts and Operations
3.1.2: VTP Configuration
3.1.3: Extended VLANs
3.1.4: Dynamic Trunking Protocol
3.2: Troubleshoot Multi-VLAN Issues
3.2.1: Inter-VLAN Configuration Issues
3.2.2: VTP and DTP Issues
3.3: Spanning Tree Configuration
3.3.1: Switch Stacking and Chassis Aggregation
3.4: Implement HSRP
3.4.1: HSRP Operation
3.4.2: HSRP Configuration
3.4.3: HSRP Troubleshooting
3.5: Troubleshoot OSPF
3.5.1: Troubleshoot Multiarea OSPF


Connecting Networks - Bridge Content
4.1: WAN Technologies Overview
4.1.1: Purpose of WANs
4.2: VPNs
4.2.1: Types of VPNs
4.3: PPPoE
4.3.1: Implement PPPoE
4.4: eBGP
4.4.1: BGP Overview
4.4.2: BGP Design Considerations
4.4.3: eBGP Configuration
4.5: Troubleshoot ACLs
4.5.1: Common ACLs Errors
4.6: LAN Security
4.6.1: LAN Security Best Practices
4.7: SNMP
4.7.1: SNMPv3 Configuration
4.8: Cisco Switch Port Analyzer (SPAN)
4.8.1: SPAN Overview
4.8.2: SPAN Configuration
4.9: QoS Overview
4.9.1: Network Transmission Quality
4.9.2: Traffic Characteristics
4.9.3: Queueing Algorithms
4.10: QoS Mechanisms
4.10.1: QoS Models
4.10.2: QoS Implementation Techniques
4.11: Cloud and Virtualization
4.11.1: Cloud Computing
4.11.2: Virtualization
4.11.3: Virtual Network Infrastructure
4.12: Network Programming
4.12.1: Software-Defined Networking
4.12.2: Controllers
4.13: Troubleshooting Scenarios
4.13.1: Using IP SLA

 

 

 

Link to post
Share on other sites

Wendell Odom-ის წიგნები ვნახე PDF-ში,ხოდა ICDN1 დახუნძლულია IPV6 მასალით,ჩამატებულია IPV6 ACL და ბევრი რამ.

TCP Tshoot დამატებულია და საინტერესო თემებია ჩამატებული.

ICDN2-ში გადატანილია Routing პროტოკოლები და ზედ დამატებულია eBGP

 

 

Link to post
Share on other sites

მე 200-120 ჩავაბარე და ნეტა არ ავჩქარებულიყავი. ბევრი რამ არის დამატებული ისეთი რაც ადრე ccnpშიც კი არ იყო. რა bgp ეგ ექსპერტის დონეზე ისწავებოდა ადრე. მაგრამ აქაც საბაზისო ცოდნას მოითხოვენ. ალბათ ვისაც 200-125 და 200-120 ის სერტიფიკატების შედარებაც კი არ არის 

 

Link to post
Share on other sites

მე ვერ მოვასწარი 200-120,რადგან ზაფხულში მასალა ბოლომდე ვერ გავიარეთ.

მივალ აკადემიაში და ვნახოთ რას მეტყვიან,Netacad-ზე უკვე გამოჩნდა ახალი მასალა.

INE-მაც დადო ვიდეოგაკვეთილები ICDN1-სათვის.

რთული არაფერი უჩანს,ბევრი რამე ნასწავლი მაქვს ასე რომ IPV6-სი რჩება კარგად გასარკვევი.

Link to post
Share on other sites
4 minutes ago, it19 said:

შეგიძლია offline მასალა გამომიგზავნო 6.0 ? 

მე სამწუხაროდ არა მაქვს CNA R&S 6.0 Bridging Course offline მასალა.

Link to post
Share on other sites

ლექტორები პირდაპირ Netacad-ზე არიან გაფორმებულები ინსტრუქტორებად და წვდომა აქვთ ყველაფერზე. :givi:

 

Link to post
Share on other sites

ბიჭებო ამ სფეროში, ასე ვთქვათ, "თეორიული პროფესიონალის" დონეზე, რომ მივიდე რა დრო არის სწავლების საჭირო და თანხა სწავლის რა დაჯდება გამოცდებიანად ?

Link to post
Share on other sites

პროფესიონალი მეორე დონეა ccnp. მაქამდე უნდა ისწავლო ccna და თუ სადმე აკადემიაში სწავლა გინდა emisში დავამთავრე ძალიან კმაყოფილი ვარ. ლექტორი არა მარტო მასალას აიი რაც დაგვჭირდება მომავალში ჩვენ სფეროში ყველამხრივ გვაკვალიანებდა და გვასწავლიდა. არ არის ისეთი სიტუაცია რომ ახსნას ლექცია და გამოგაგდოს. არც ჩემი ნათესავია ლექტორი არც არავინ მაგრამ მაგარი ტიპია ძალიან გულიანად უდგება თავის საქმეს და არ ეზარება ახსნა თუ გინდა 100ჯერ აგიხსნის ერთიდაიგივეს. სწავლა 880 ლარი ღირს. 

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites
23 minutes ago, it19 said:

პროფესიონალი მეორე დონეა ccnp. მაქამდე უნდა ისწავლო ccna და თუ სადმე აკადემიაში სწავლა გინდა emisში დავამთავრე ძალიან კმაყოფილი ვარ. ლექტორი არა მარტო მასალას აიი რაც დაგვჭირდება მომავალში ჩვენ სფეროში ყველამხრივ გვაკვალიანებდა და გვასწავლიდა. არ არის ისეთი სიტუაცია რომ ახსნას ლექცია და გამოგაგდოს. არც ჩემი ნათესავია ლექტორი არც არავინ მაგრამ მაგარი ტიპია ძალიან გულიანად უდგება თავის საქმეს და არ ეზარება ახსნა თუ გინდა 100ჯერ აგიხსნის ერთიდაიგივეს. სწავლა 880 ლარი ღირს. 

და რამდენი ხანი გრძელდება კურსი CCNA და CCNP

Link to post
Share on other sites

ccna კურსი 8 თვე გრძელდება. ccnp უკვე აკადემია აღაც კი დაგჭირდება შენით განვითარდები გეცოდინება რა როგორ უნდა ისწავლო. 

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

აკადემიებზეც დაწერე რომელია კარგი შენ ფასიანზე ყოფილხარ ემისში ჩემი ძმაკაცია უფასოზე ქსელის ადმინისტრირებაზე მანდ და რავი კმაყოფილი არ არის 2 წლიან კურსზეა ასე უთხრეს CCNA-ზე მეტს ისწავლიო და კიდე რაღაც საგნებსაც გადის რაც ქსელთან კავშირში არ არის ალბათ ფასიანზე სხვა მასწავლებლები ეყოლებათ. კიდე ვისაც გავლილი გაქვთ ეს კურსები დასაქმების მხრივ რა შესაძლებლობებია დაწერეთ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...