SandroDK Posted January 17, 2016 Share Posted January 17, 2016 მოგესალმებით, მოკლედ მაქვს შემდეგი პრობლემა, 1 კვირის წინ ულტრაზე ჩავრთე Star Citizen და 10 წამში კომპი გაითიშა. ჩართვის დროს BIOS Restore initialization დაიწყო, ანუ ბიოსი მოკვდა და ბექაპიდან აღდგა. თავიდან დავაყენე ყველა დრაივერი, ჩავატარე ტესტირება, ვერაფერზე ვერ ვნახე პრობლემა. კვების ბლოკი ახალია, 1 მილივოლტითაც არ ცდება ნორმას ვოლტაჟები. ვიდეო კარტა მქონდა დაფლეშილი და აყვანილი მაქსიმალურ სიხშირეზე 1240მჰზ/8200, ესე მუშაობდა ნახევარი წელი. ქარხნული ბიოს პრაშივკა დავაბრუნე და სრული ტესტირების შედეგად გამოვლინდა: როცა ვიდეოს უტილიზაცია 94-100% აღწევს, 10 წამში კომპი ითიშება. ტემპერატურები ნორმაშია, რადგან სრული სისტემა წყალზეა Full Cover Acetal ბლოკებით XSPC-სგან. 42 გრადუსს ვიდეოს ტემპერატურა არ ცდება. ვიდეოს როცა ვტვირთავ ბენჩმარკებში, როგორც კი დაიტვირთება ბოლომდე 10-20 წამში ითიშება კომპი. ეჭვი მაქვს VRM-ის ტემპერატურაზე, რადგან 2 წელზე მეტია Waterblock არ მომიხსნია, რადგან ტემპერატურა ნორმას არ ცდებოდა და თერმოპასტა ასრულებს თავის მოვალეობას (Arctic CX4), რამდენად დიდია შანსი იმისა, რომ VRM მოდულს სიკვდილი უახლოვდება? ან თუ შეიძლება თერმოპადი გახმეს მაგაზე და ძალიან ცხელდებოდეს? მე უბრალოდ ვიდეო რომ ამოვიღო და დავშალო 4 საათი უნდა გავატარო მთელი ლუპის დაშლაში, აწყობაში და მერე დაჰაერებაში და ტყუილად არ მინდა ვიწვალო არანაირი არტეფაქტები, არც გაჭედვები არ ყოფილა არასდროს. როგორც კი დაიტვირთება ვიდეო, მომენტალურად ითიშება კომპი... სპეცს: CPU - 4790K 4.6Ghz MB: Asrock Z97 OC formula RAM: Gskil Ares 2133Mhz 32GB video: Zotac GTX 780TI cooling: XSPC Full custom water loop >500 Watt dissipitation PSU: Thermaltake Toughpower Fully modular 1500W OS: Win 10 pro license HDD: 240GB SSD RAID 0, 6TB SATA Raid 0 მოდერატორს ვთხოვ გადაიტანოს თემა შესაბამის განყოფილებაში, რატომღაც აქ გაიხსნა, არადა Nvidia-ში ვხსნიდი... Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted January 17, 2016 Share Posted January 17, 2016 ვიდეო უნდა გამოვრიცხოთ პირველ რიგში ყველა შემთხვევაში, ამიტომაც გადართეთ ინტეგრირებულზე და ნახეთ თუ განმეორდება იგივე. Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted January 17, 2016 Share Posted January 17, 2016 შეიძლება კვების ბრალიც იყოს, სხვა კვება ცადე. Link to comment Share on other sites More sharing options...
SandroDK Posted January 17, 2016 Author Share Posted January 17, 2016 ინტეგრირებულზე როგორ გადავრთო? მუშაობაში არ ითიშება, არც თამაშებში 90%. მხოლოდ იმ თამაშებში, სადაც სრულიად იტვირთება ვიდეო პროცესორი და 100%+ TDP გადის და ასეთ თამაშებს არც გაუშვებს ინტეგრირებულზე. კვება შევცვალე იგივე ქნა. Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted January 17, 2016 Share Posted January 17, 2016 3 hours ago, SandroDK said: კვება შევცვალე იგივე ქნა. მდა ეს ცუდია, 99% ვიდეოკარტაა მაშინ ვიდეოკარტა ამოღეთ და ინტეგირებულზე შეართეთ, მაგ მაზერს მგონი HDMI ვიხოდი აქვს და უბრალოდ შეაერთეთ კაბელი. თუმცა ვიდეოკარტა უნდა იყოს და უკეთესი იქნება თუ სხვა ვიდეოს ჩასვავდით და ისე გაგესტად უკვე ნამდვილად გვეცოდინობდა ვიდეოკარტაა თუ არა. Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted January 17, 2016 Share Posted January 17, 2016 ვიდეოს VRM სენსორი არ აქვს? Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 17, 2016 Share Posted January 17, 2016 არაა გამორციხული გადაფლეშილ ბიოსს რაიმე დაეზიანებინა მოშნი ნაგრუზკის დროს, კი მანამდე უპრობლემოთ მუშაობდა მაგრამ მაინც, სხვა ეგეთივე სიძლიერის ვიდეოზე თუ ეგეთი რამე აღარ გაიმეორა ესე იგი კარტა ატრაკებს, მაგ შემთხვევაში TDP ჩაკეტვა უნდა და რაზგონის დაკლება იმიტომ რომ დაბალ TDP ისე კარგათ მაინც ვეღარ დარაზგონდება უკვე, აბა ამის მონიშვნა ცადე და ეგრე დატესტვა თამაშებში: მაზერის ბიოსის განულება ცადე ისე, თუმცა მე უფრო კარტა მგონია Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted January 18, 2016 Share Posted January 18, 2016 17 hours ago, George said: არაა გამორციხული გადაფლეშილ ბიოსს რაიმე დაეზიანებინა მოშნი ნაგრუზკის დროს +1 Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 18, 2016 Share Posted January 18, 2016 ისე მეც მინდოდა მასეთ ბიოსზე გადაფლეშვა და მერე დავიკიდე, ისედაც ვოლტაჟის მომატების გარეშეც 1175:6400 რაზგონდება ჩემი იგრებში და მაგაზე მაღალ ჩასტოტებზე უკვე კარგათაც გახურდებოდა უფრო მაღალი ვოლტაჟით, ეგრე კი 80 გრადუსს არ ცდება ყველაზე ცუდ შემთხვევაში 72% ფანის აბაროტზე პაპანაქება სიცხეში ზაფხულში, ეხლა კიდე 62 გრადუსზე ზევით არ ადის GTA5-ში, წყალზე რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესათ გრძნობს თავს ნაგრუზკაზე მაგრამ ალბათ მაღალ ვოლტაჟს ვეღარ გაუძლო და რაღაცა დაზიანდა კარტაში, რა ჩასტოტებზე ამუშავებდი ისე იგრებში მოდიფიცირებული ბიოსით, მაღალ TDP შეიძლება რაღაცა დაეზიანებინა, ეგეთი გათიშვაც კარგის მომასწავებელი არაა, ჩემთან ბლუ სკრინიც არ ქონია აქამდე, ჩემნაირი რაზგონი ნორმათ ითვლება ფაქტიურათ მაგ კარტებისთვის და მაგიტომ Link to comment Share on other sites More sharing options...
SandroDK Posted January 19, 2016 Author Share Posted January 19, 2016 დავაკელი სიხშირეებს, ქარხნული ბიოსი დავაყენე იგივეს შვება. VRM სენსორი არ აქვს ეხლა უკვე 10 წუთში კიარა ეგრევე თიშავს როცა თამაშს ვრთავ. კვების ბლოკი შევამოწმეთ კოლიასთან კეკელიძეზე და საინტერესო რაღაცა აღმოვაჩინეთ. ცივი ჩართვის დროს ტკაცუნობს და ითიშება, 30 წამში ირთვება და მუშაობს, როგორც კი დატვირთვა 400 ვატს აღემატება დაცვა ირთვება და თიშავს. ყველაფერი შევამოწმეთ, ეჭვს ბადებს მხოლოდ მართვის მოდული CM6800TX ჩიპი. რომელიც მე ვიყიდე ეხლა და ზეგ უნდა ამოვაპაიკოთ ძველი და ჩავსვათ ახალი და ვნახავთ... Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts