Jump to content

მოძრავი თეთრი ხაზები და წერტილები


Recommended Posts

გამარჯობა მეგობრებო ! 

პირველად ვარ ამ ფორუმზე და თუ რაიმე შეცდომა დავუშვი არ დამცინოთ :დ 

მოკლედ მაქვს ასეთი პრობლემა/პრობლემები . კომპიუტერზე შევცვალე  პროცესორი , კვების ბლოკი  და ვინჩესტერი , ეკრანი ჩვეულებრივ მუშაობდა და ქონდა ძალიან კარგი გამოსახულება , რაც ეს ყველაფერი შევცვალე კომპიუტერს რო ვრთავ ეტყობა რო ტალღები აქვს თეთრი და წერტილები ,თამაშის ჩართვის დროსაც მასე აქვს, ძალიან ეტყობა და ნერვებს მიშლის . რათქმაუნდა მაშინვე ვიფიქრე ,რომ ვიდეოკარტას აქვს რაღაც პრობლემა ,ამოვაძრე ვიდეოკარტა და ინტეგრირებულზე შევაერთე . ამან არ გაჭრა მაინც ხაზები ქონდა . მერე ვიფიქრე ეკრანის ბრალიათქო , გადავიტანე მეორე კეისსზე და იქ საერთოდ არაფერი არ ჭირდა ,გამოსახულება იყო სუფთა 100 %, რო ვერ გავიგე რა ხდებოდა მეორე მონიტორი შევაერთე ამ კომპზე ( ის შედარებით პატარაა) და იმას საერთოდ არაფერი არ ქონდა . მოკლედ ვერ გავიგე რა ჭირი უნდა და თუ გქონიათ მასეთი მომენტი ან იცით რა უნდა ეშველოს მითხარით რა :( ვიდეოკარტა დავშალე თერმოპასტა წავუსვი და გავწმინდე,პროცესორის ქულერიც და საერთოდ ყველაფერი , ვინჩესტერიც კი სხვა შევაერთე :დ არაფერი არ შველის . მაინცდამაინც ამ მონიტორზე აქვს გართულება :( შეიძლება კვების ბლოკის ბრალი იყოს ? 400 ვატიანია , მეთითონ დავაყენე , თუ რამე კაბელი შემეშალა და არასწორად მივაერთე მაშინ სხვა მონიტორზე რატომ არ აქვს ასე და საერთოდ რატო მუშაობს :დ 

Link to comment
Share on other sites

გეგა,

გაგიმარჯოს

სხვა კაბელი ან სხვა გადამყვანი თუ სცადე? 

Link to comment
Share on other sites

მეც იგივე პრობლემა მაქ ოღონ მარტო შავ ფერზე შვება უფრო სწორედ ამჩნევ

Link to comment
Share on other sites


მეც იგივე პრობლემა მაქ ოღონ მარტო შავ ფერზე შვება უფრო სწორედ ამჩნევ

VGA კაბელით გაქვს?

Link to comment
Share on other sites

კი და მაგის ბრალია მგონი მონიტორს არანაირი პრობლემა არ აქ ჩემთან წერტილები და ეგეთი რაგაცები არ აქ უბრალოდ შავ ფერზე ზოლებად დაყვება ამჩნევ თამაშის ან კინოს ყურების დროს . 


სხვა ფერებზე არანაირი პრობლემა არ აქ საერთოდ არ ამჩნევია

Link to comment
Share on other sites

შავ ფონზე ვიდეოს დატვირთვის დროს, რომ ჩნდება ზოლებივით VGA კაბელის ბრალია. HDMI-თი ბევრად სუფთა გამოსახულებაც აქვს და ეგ ზოლებიც გაქრა :) თეთრ ფონზეც ემჩნევა თუ დააკვირდებით ვიდეო 99%-ით როცაა დატვირთული.

Link to comment
Share on other sites

ვხურავ თემას თუ მოაგვარე პრობლემა

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.