geass94 Posted November 19, 2014 Share Posted November 19, 2014 თუ უადგიოლოა ეს თემა ამ ფორუმისთვის, ანუ ძირიტადად ტექნიკა იყიდება, მაშინ ადმინებს ვთხოვ წაშალონ თუ არადა მაშინ ქვემოთ იხილავთ რასაც ვყიდი. მოკლედ... რამოდენიმე თვის წინ მქონდა შეკვეთა რომ დამეწერა ბარისთვის მართვის პროგრამა, რომელსაც შეეძლებოდა შემდეგი: მაგიდების დამატება, მაგიდების დაჯავშვნა, მენიუს შექმნა კალკულაციებით და დაჯავშირებული იქნებოდა საწყობთან და ჩექაუთის შემთხვევაში საწყობს ავტომატურად ჩამოაკლდებოდა პროდუქტი, მენიუში კერძს ეთიტება ყველა საჭირო მასალა (მიბმულია საწყობზე). საწყობში ახალი პროდუქტის დამატება, საწყობში არსებული პროდუქტის შევსება, შევსებისას ეთითება როგორც დისტრიბუტორი ასევე ყველა ის დეტალი რაც საჭიროა (ზედნადები, ფასი და ა.შ.). სტატისტიკა მაგიდების, შეკვეთილი მენიუების და საწყობის მიხედვით, ექსპორტი ექსელის ფაილიში, თვის ბოლოს საწყობის დახურვა მოგების დასაანგარიშებლად და კიდევ სხვა წვრილმანი ფუნქცია რაც აუცილებელია მსგავსი პროგრამისთვის. პროგრამის ფასია 800 ლარი. პროგრამა ყენდება ინდივიდუალურად ბიზნეს ობიექტის კომპიუტერზე და წვდომა არის მხოლდ და მხოლოდ იმ კომპიუტერზე. პროგრამას აქვს წვდომის ორი დონე ადმინისტრატორი(მენეჯერი) და მიმტანი. ადმინისტრატორს შეუძლია ზევით ჩამოთვლილი ფუნქციების თავისუფლად გამოყენება, ხოლო მიმტანს მხოლოდ და მხოლოდ მაგიდაზე შეკვეთის დამატება და ჩექაუთი. თუ ვინმეს გჭრიდებათ ან იცით ვინმე ვისაც ჭირდება მსგავსი პროგრამა პირადში მომწერეთ და დეტლაები მოლაპარაკებადია. ასევე პროგრამა არის work in progress, პროგრამაზე კვლავ ვმუშაობ მის დასახვეწად და მის მაქსიმალურ ოპტიმიზაციას და მომხმარებელზე მორგებას ვცდილობ. ვუშვებ აფდეითებს ჩვეულებრივ .exe ფაილად და ვუგზავნი კლიენტს. ყოველი აფდეითი არის გაუმჯობესება და არანაირ ცდომილებას არ იწვევს ბაზაში შენახული იფორმაციასთან. Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts