Jump to content

წყლის გაგრილების სისტემა


Recommended Posts

მოგესალმებით.

მჭირდება მცოდნეების რჩევა.

 

მოკლედ გადავწყვიტე წყლის გაგრილების დაყენება, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. ვიდეო კარტის ტემპერატურა 80-90 გრადუსი (780TI)

2. ხმაურის დონე 9 ქულერისგან კეისში (მითუმეთეს ქულერები მეყენა ჩვეულებრივი 10 ლარიანი 120მმ)

 

პროცესორის ტემპერატურა ნამდვილად შესაშური მქონდა Cooler Master Evo 212 წყალობით (მაქსიმუმ 45 გრადუსი სტანდარტულ ტურბო ბუსტზე)

აღარ გავრისკე NZT Kraken და ა.შ. დაყენება, იმიტომ რომ მხოლოდ GPU გაგრილება არ არის მთავარი როცა VRM მოდულების ტემპერატურაც კრიტიკულზე ადის ხშირად, და ამიტომ ვიყიდე მთლიანი სისტემა, რომელიც ჩემით ავაწყე სხვადასხვა ნაწილებისგან.

 

1. 500L/H Water Pump with reservoir

2. XSPC 240mm Radiator (Top Mount)

3. XSPC 120mm Radiator (Bottom mount)

4. Pipes 3m

5. Compression Fittings x10 (2x Pump, 2x CPU, 2x GPU, 4x Radiators)

6. XSPC GTX780TI/Titan Acetal+Nikkel Waterblock

7. XSCP CPU High Flow Waterblock

8. Valvoline Antifreeze, RED Maxlife (გაზავებული 50/50 სტანდარტულად - 40c + 155 boil temp)

 

ჯამში დამიჯდა 250$.

 

Loop:  Pump > Video > 240mm Rad > CPU > 120mm Rad > Pump

დავაყენე ისევ ის ქულერები 10 ლარიანი

 

პრობლემა:

1. პროცესორის ტემპერატურა 5-6 გრადუსით მაღალია ვიდეოზე (ალბათ იმიტომ რომ, ვიდეო ბლოკი უფრო დიდია და უფრო კარგად გრილდება, გთხოვთ მითხრათ თუ მეშლება, ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა)

2. გავთიშე ის ხმაურიანი ქულერები, დავტოვე მარტო 3 ცალი, რომელიც აყენია რადიატორზე (1 ცალი ზედა ვერ ზის სწორად, მისი ოთხკუთხედი ფორმის გამო, ედება ოპერატიულს და დგას ცერად)

3. თავიდან ტემპერატურა იდეალურია 30-35 გრადუსი, და შემდეგ ყოველ 5 წუთში ადის 5-6 გრადუსით დაახლოებით 50-56 გრადუსამდე პროცესორი და 45-50 ვიდეო.

4. მივხდი, რომ პრობლემა იყო Case Airflow-ში. რადგან შიდა ტემპერატურის მატებასთან ერთად, რადიატორში გამავალი ჰაერის ტემპერატურაც მატულობს, რაც იწვევს ნაკლებ თერმოგაცვლას.

5. კეისი როცა გავხსენი, ტემპერატურა დავარდა 5-10 გრადუსით ეგრევე.

 

მჭირდება რჩევა ქულერებზე. რა CFM არის რეკომენდირებული ასეთი სისტემისთვის, რომ 8-10 საათი ამუშაოს დატვირთვებზე და ხმა არ ჰქონდეს 25dba-ზე მეტი??

მე ვიყიდე ქულერები, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად იმუშავებს ეგ (ნუ შედეგი ყველა ვარიანტში წესით უნდა იყოს 10 ლარიანი ქულერების მერე), მაგრამ მაინც 2 თავი ერთს ჯობია, რამდენად სწორად შევარჩიე.

 

2x Static pressure fan - Corsair SP120 Quiet Edition For 240mm Top Rad 

1x Static pressure fan - Corsair SP120 High Performance Edition for 120mm Botton Rad (ქულერი იქნება ქვემოთ და მისი ხმაური ნაკლებად შემაწუხებს, თან ვიდეოს მიეწოდება შედარებით თბილი ანტიფრიზი მისი ოვერქლოქინგისთვის.

3x Case Aiflow FAN -  Corsair AF120 LED Quiet Edition (1500RPM)    (2x Front Intake 1x Back exhaust)

 

ვინმეს გამოგიყენებიათ კორსარის ქულერები? მე ფორმა დამევასა, ხელს არ შეუშლის ოპერატიულის განლაგებას + ძალიან ჩუმი ვენტილატორებია მისაღებ ფასში. 6 ცალში ჯამში გადავიხადე 140 ლარი. მე არ ვაპირებ ასტრონომიულ სიხშირეებამდე აჩქარებას კომპის, უბრალოდ მჭირდება სტაბილური გრილი/თბილი ტემპერატურა ყოველ დღიური მუშაობისთვის წყნარ გარემოში :) მაქვს IBM სასერვერო ქულერები 12 000 ბრუნვიანები, რომ მდომოდა დავაყენებდი :D

 

რამდენად მომცემს სხვაობას თქვენი აზრით ასეთი ცვლილება? 

მადლობა წინასწარ

Link to comment
Share on other sites

კარგი სისტემა აგიწყვია. წყალის მიმართულება გაქვს არასწორი.

ჩემი აზრით ასე სჯობს: პომპა->ცპუ->ვიდეო->240-იანი რადიატორი->120 იანი რადიატორი->პომპა

კარგი ფენებია ეგ კორსაირები, წესით უნდა მოგცეს სხვაობა

Link to comment
Share on other sites

მე კეისში ადგილი არ მაქვს ბევრი, Thermaltake T1 მაქვს, ანუ პომპა მიყენია კვების ბლოკზე ვიდეოსთან ახლოს, და CPU-თი რომ დავიწყო, გადამეხლართება ყველაფერი. აი სურათი10440633_795826213793773_502172988813286


ანუ, წინა 2 ქულერს ვაყენებ და უკან AirFlow Quiet Edition. ქვედა რადიატორის ქვეშ 2450RPM High Performance Static pressure SP120 და ზემოთ სტატიკურს მაგრამ Quiet edition-ს.


ვფიქრობ ვინჩესტერები CD-ROM-ის ქვეშ დავაყენო და მეორე HDD Cage-იც გავაუქმო 

Link to comment
Share on other sites

გამარჯობა, ამ ქეისიდან და გალაგებიდან გამომდინარე, ერთი ვარიანტიც შეიძლება, პომპა – 240 რადიატორი – ცპუ – ვიდეო – 120 რადიატორი – პომპა.ისე 120 –იანი რადიატორი.ამ შემთხვევაში არაფერი არ იხლართება.ერთი შლანგი რადიატორიდან ადგილზე რჩება,ვიდეოდან გამომავალი ერთი პატარა რადიატორში ჩავა და დიდი რადიატორიდან ჩაიხსნება და ცპუსთან დაერთდება

Link to comment
Share on other sites

ანუ ცხელი წერტილები რომ გავაერთიანო ფიქრობ, რომ ჯამში ტემპერატურის ცვალებადობას მომცემს? მე ვიფიქრე ვიდეოს მერე კარგად გაგრილდება 240მმ-ში და პროცესორიდან ამხელა სიმხურვალე არ იქნება და 120მმ ეყოფა რომ ვიდეოს ისევ თბილი მიეწოდოს და არა ცხელი.

Link to comment
Share on other sites

დიდი რადიატორიდან გაგრილებული წყალი შევა სისტემაში,კარგი იქნებოდა ორივე რადიატორი გაევლო და მერე შესულიყო, მაგრამ მაგისი ადგილი ქეისში არ არის,ერთადერთი პატარას უკან გარედან თუ მიადგავ

eb1cabd0a5eb.jpg
 

Link to comment
Share on other sites

მე კეისში ადგილი არ მაქვს ბევრი, Thermaltake T1 მაქვს, ანუ პომპა მიყენია კვების ბლოკზე ვიდეოსთან ახლოს, და CPU-თი რომ დავიწყო, გადამეხლართება ყველაფერი. აი სურათი10440633_795826213793773_502172988813286

ანუ, წინა 2 ქულერს ვაყენებ და უკან AirFlow Quiet Edition. ქვედა რადიატორის ქვეშ 2450RPM High Performance Static pressure SP120 და ზემოთ სტატიკურს მაგრამ Quiet edition-ს.

ვფიქრობ ვინჩესტერები CD-ROM-ის ქვეშ დავაყენო და მეორე HDD Cage-იც გავაუქმო 

ამ შემთხვევაში გამართლებულია შენი ლუპი.

ერთადერთი, რაც შეიძლება უკეთესი იყოს, 240-იან რადიატორს ზემოთ დაუყენე ფენები და არა ქვემოთ, როგორც გაქვს. ახლა როგორც გაქვს, ფაქტიურად კეისში რჩება რადიატორის სითბო, რადგან ვერ გაიტანს კეისის გარეთ წესიერად ფენები, თუ სასწაული ბრუნები არ აქვს. მასე კეისსაც გადაეცემა სითბო და სავარაუდოდ მაგიტომ არის პროცესორი უფრო ცხელი, რომ მანდ ტრიალებს მთელი სითბო.

 

გიას გაუმარჯოს! როგორ ხარ?

 

შენი ვარიანტი არ მომწონს, რადგან რადიატორში შენელდება წყალი, თან პროცესორ და ვიდეო გამოვლილ წყალს 120-იანი რადიატორი სათანადოდ ვერ გააგრილებს და პომპაში თბილი წყალი შევა, რაც არ არის კარგი

Link to comment
Share on other sites

გამარჯობა იაგო,როგორ გიკითხო. გეთანხმები იაგო,უბრალოდ მე მინიმალურ გზაზე გავტარე,ისე რომ არაფერი არ იკვეთება.

Link to comment
Share on other sites

https://www.dropbox.com/s/s1wblxue1xuji5d/20141018_202344.jpg?dl=0

 

ქვემოდან ზემოთ უბერავენ ვენტილატორები, უბრალოდ ვიდეო ბლოკის სითბო ზემოთ ამოდის და Airflow რომ არ მაქვს კეისში, მაგის გამო თბილი ჰაერი რადიატორში ხვდება. ზემოდან ვერ ვუყენებ, იმიტომ რომ მაშინ ვენტილატორი ზუსტად რადიატორის თავზე ვერ დგება. ამ კეისში გათვალისწინებულია ქვემოდან დაყენება, ზემოთ დგება ქულერი, თუ ის უბრალოდ Airflow ფუნქციას ასრულებს :( თორემ მე ზემოდან მინდოდა

Link to comment
Share on other sites

https://www.dropbox.com/s/s1wblxue1xuji5d/20141018_202344.jpg?dl=0

 

ქვემოდან ზემოთ უბერავენ ვენტილატორები, უბრალოდ ვიდეო ბლოკის სითბო ზემოთ ამოდის და Airflow რომ არ მაქვს კეისში, მაგის გამო თბილი ჰაერი რადიატორში ხვდება. ზემოდან ვერ ვუყენებ, იმიტომ რომ მაშინ ვენტილატორი ზუსტად რადიატორის თავზე ვერ დგება. ამ კეისში გათვალისწინებულია ქვემოდან დაყენება, ზემოთ დგება ქულერი, თუ ის უბრალოდ Airflow ფუნქციას ასრულებს :( თორემ მე ზემოდან მინდოდა

ვერ ავხსენი კარგად :) 

 

716506539b11.jpg

 

ასეთი რამ ვიგულისხმე, ანუ როცა push-pull არ არის, სჯობს რადიატორის ზევით იყოს ვენტილატორები

Link to comment
Share on other sites

მე სწორად მიგიხვდი, უბრალოდ ზემოდან ამ შემთხვევაში არ დგება სწორად რადიატორის თავზე ვენტილატორი და ზაზორი დიდია ისედაც ამათ შორის. 3 დღეში ჩამომივა ქულერები და გავტესტავ რა მომცემს უკეთეს შედეგს :)

სხვათაშორის აპგრეიდი გავაკეთე

Gskill Ripjaws CL11 2133Mhz > Ripjaws CL9 2400Mhz

Samsung 120GB SSD EVO > Raid 0 2xSamsung 120GB EVO

3770 > 3770k 4.8Ghz.

დამრჩა მარტო ქულერები და დავდებ სურათებს :) HDD Cage ორივე გავაუქმე, 5.25" სლოტში ჩასადები პლასტმასი ვიპოვე კეისის ყუტში, იმაში 1 ცალი 3.5" ვინჩესტერი დგება და მის ქვეშ 2 პატარა ჭრილი აქვს სადაც 2 x სსდ მაგრდება და CD-ROM-ის ადგილას 3 ვინჩესტერი დაეტია, ჰაერის მიმოქცევაც ნორმალურია ეხლა კეისში, არ უშლიან ვინტები და კაბელები არაფერს ხელს

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.