RaZma Posted October 13, 2014 Share Posted October 13, 2014 მოკლედ მინდა FB-ზე ელექტრონული მაღაზიის გაკეთება. დავდებ რამეს, თუ ვინმეს მოეწონება გამოვუწერ, გადამიხდიან ბანკის ანგარიშზე ნახევარს და ნახევარს ნივთის გადაცემისას მომცემენ. მე (როგორც საქართველოს პატიოსან მოქალაქეს ) არ მინდა დავარღვიო ქართული კანონმდებლობა. ამიტომ თუ ვინმემ იცით რა უნდა გავაკეთო დამაკვალიანეთ. მადლობა წინასწარ ყველას ვინც დამეხმარება)) Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted October 13, 2014 Share Posted October 13, 2014 იუსტიციაში უნდა დარეგისტრირდე ინდ მეწარმეთ, გაგიხსნიან ავტომატურად ანგარიშს ბანკში.. შ.პ.ს შეიძლება მაგრამ უფრო რთულია სამართავად. ასევე შენთვის კარგი იქნება თუ წახვალ და მცირე ბიზნესის სტატუს მოითხოვ საგადასახადოში. თუ დაგიმტკიცებენ 5% გადაიხდი საშემოსავლოს, მანამ სანამ შენი წლიური ბრუნვა არ გადააჭარბებს 100 K-ს. თუმცა მცირე ბიზნესის სტატუსის ქვეშ ხარჯები არ გეთვლება და 5%-ს იხდი მთლიანად ბრუნვიდან ხარჯების გამოკლების გარეშე. გაარკვიე თუ შეძლებ ხარჯების წარდგენას და მერე დაიანგარიშე რომელი უფრო გაწყობს.. სალარო აპარატი არ დაგჭირდება რადგან ბანკში უნდა ჩაგირიცხონ ფული.. ჩარიცხული ფული როგორ უნდა წარადგინო საგადასახადოში მაგ უკვე ბუღალტერთან გაარკვიე ან იკითხე საგადასახადოში.. 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted October 13, 2014 Author Share Posted October 13, 2014 მადლობა... დეიდაშვილია ბუღალტერი და გავარკვევ იმასთან. სალარო აპარატი არ დამჭირდება თუ მთლიანად გადაიხდიან მაგრამ ნახევარს თუ ხელზე ავიღებ მაშინ ბანკის ანგარიში ვეღარ მიშველის რამდენადაც ვხვდები არადა არ მინდა მაგის დადგმა... ან სად უნდა დავიდგა საერთოდ ოფისიც არ მაქვს Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted October 13, 2014 Share Posted October 13, 2014 ოფისი რა საჭიროა სალარო აპარატისთვის, ელემენტზეა ეგ შეგიძლია თან ატარო და სადაც გინდა იქ ამოსცხო ჩეკი.. იაფი არ გეგონოს ეგ აპარატი 400 ლარამდე ჯდება ახალი და 300მდე მეორადი. თუ სატარებლად გინდა და ელემენტზე სახმარად მეორადი არ უნდა იყიდო. Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted October 13, 2014 Author Share Posted October 13, 2014 ოფისი რა საჭიროა სალარო აპარატისთვის, ელემენტზეა ეგ შეგიძლია თან ატარო და სადაც გინდა იქ ამოსცხო ჩეკი.. იაფი არ გეგონოს ეგ აპარატი 400 ლარამდე ჯდება ახალი და 300მდე მეორადი. თუ სატარებლად გინდა და ელემენტზე სახმარად მეორადი არ უნდა იყიდო. ვიცი ეგ ყველაფერი... ძვირია და თან მე ისიც არ ვიცი რა გამოვა აქედან. ამიტომ ვეცდები მთლიანად ბანკში ჩარიცხონ, მაგრამ აქ უკვე ნდობის ამბავია... მოკლედ არ ვიცი, მოფიქრება უნდა. ეგ ჩემზე იყოს არაა პრობლემა, უბრალოდ კანონებში უნდა გავერკვიო ჯერ კარგად და მერე ავარჩევ რა სტატუსი იქნება ყველაზე მომგებიანი ჩემთვის Link to comment Share on other sites More sharing options...
zoro6891 Posted October 14, 2014 Share Posted October 14, 2014 შენსავით ყველა რო იფიქრებს მაშინ იქნება საქართველოს საშველი. 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted October 14, 2014 Author Share Posted October 14, 2014 შენსავით ყველა რო იფიქრებს მაშინ იქნება საქართველოს საშველი. მადლობა მაგრამ რას გულისხმობ ზუსტად? Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted October 14, 2014 Share Posted October 14, 2014 ვიცი ეგ ყველაფერი... ძვირია და თან მე ისიც არ ვიცი რა გამოვა აქედან. ამიტომ ვეცდები მთლიანად ბანკში ჩარიცხონ, მაგრამ აქ უკვე ნდობის ამბავია... მოკლედ არ ვიცი, მოფიქრება უნდა. ეგ ჩემზე იყოს არაა პრობლემა, უბრალოდ კანონებში უნდა გავერკვიო ჯერ კარგად და მერე ავარჩევ რა სტატუსი იქნება ყველაზე მომგებიანი ჩემთვის ჯერ ნახევარი ჩაარიცხინე და ჩამოსვლის მერე მეორე ნახევარიც ჩაარიცხინე.. Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted October 14, 2014 Author Share Posted October 14, 2014 ჯერ ნახევარი ჩაარიცხინე და ჩამოსვლის მერე მეორე ნახევარიც ჩაარიცხინე.. მადლობა. ხო ალბათ ეგრე ვიზამ, სხვა გზა არაა. ეხლა სალარო აპარატი რომ ვიყიდო და მერე არაფერი გამოვიდეს ეგრეც არ მინდა)) Link to comment Share on other sites More sharing options...
Nelson Posted October 14, 2014 Share Posted October 14, 2014 ჯერ დაფიქრდი და კარგად გაანალიზე რამდენად მომგებიანი იქნება ეგ საკითხი, სერვისი რასაც შენ სთავაზობ წლების წინ შეიძლება ძალიან მომგებიანიც ყოფილიყო, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრმა იცის გამოწერა და სხვისი დახმარება ნაკლებად სჭირდება. რა თქმა უნდა მომხმარებელი გეყოლება, მაგრამ რამდენად შესძლებ დანახარჯის ამოღებას და მოგებაზე გასვლას ეგ სხვა საკითხია. ჰო კიდე ერთი, უფრო ისეთ მაღაზიებს მიაწექი სადაც მარტო ფეიფალს ითხოვენ , ან ზოგიერთ ქართულ ბარათს რომელიც არ იღებს, შესაბამისად საიდანაც უბრალოდ მომხმარებელს გამოწერა უჭირს. Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted October 14, 2014 Author Share Posted October 14, 2014 ჯერ დაფიქრდი და კარგად გაანალიზე რამდენად მომგებიანი იქნება ეგ საკითხი, სერვისი რასაც შენ სთავაზობ წლების წინ შეიძლება ძალიან მომგებიანიც ყოფილიყო, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრმა იცის გამოწერა და სხვისი დახმარება ნაკლებად სჭირდება. რა თქმა უნდა მომხმარებელი გეყოლება, მაგრამ რამდენად შესძლებ დანახარჯის ამოღებას და მოგებაზე გასვლას ეგ სხვა საკითხია. ჰო კიდე ერთი, უფრო ისეთ მაღაზიებს მიაწექი სადაც მარტო ფეიფალს ითხოვენ , ან ზოგიერთ ქართულ ბარათს რომელიც არ იღებს, შესაბამისად საიდანაც უბრალოდ მომხმარებელს გამოწერა უჭირს. მადლობ გავითვალისწინებ. შენ რომელ საიტებს გამოიყენებდი ჩემ ადგილას? Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted October 14, 2014 Share Posted October 14, 2014 მადლობა. ხო ალბათ ეგრე ვიზამ, სხვა გზა არაა. ეხლა სალარო აპარატი რომ ვიყიდო და მერე არაფერი გამოვიდეს ეგრეც არ მინდა)) ჯერ უბრალოდ გახსენი გვერდი და ნახე რამდენი პოტენციური შეკვეთა წამოვა, მანდ დიდი უმრავლესობა საკითხავად მოგწერს. არც არაფერს კარგავ , სტატისტიკის გარეშე ძნელია ბრმად დაწყება, ჰოდა ემულირება მოახდინე, უკვე გამოწერაზე რომ მიდგება საქმე,გადაავადე სტატისტიკის მომგროვებელ გვერდს არ დაარქვა ის სახელი, რასაც რეალურ, უკვე გამომწერ კომპანიას დაარქმევ 2 Link to comment Share on other sites More sharing options...
zoro6891 Posted October 14, 2014 Share Posted October 14, 2014 შენსავით ყველა რო იფიქრებს მაშინ იქნება საქართველოს საშველი. იმას რო გადამხდელად გინდა დარეგისტრირება და გააიხდი საშმოსავლოს Link to comment Share on other sites More sharing options...
Nelson Posted October 14, 2014 Share Posted October 14, 2014 მადლობ გავითვალისწინებ. შენ რომელ საიტებს გამოიყენებდი ჩემ ადგილას? ტექნიკის მაღაზიებიდან newegg-ზე ვიცი რო მგონი ქართულებიდან მარტო Amex-ს იღებს, ნუ იბეი თავისთავად ფეიფალის გარეშე ვერ იწერ, კიდე ტანსაცმლის საიტებია ჩვეულებრივ საკრედიტო ბარათებს პრობლემა ჰქონდათ ხოლმე, ზუსტად არ მახსოვს რომლები. ნეირონმა გირჩია კარგად , გაითვალისწინე. Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted October 14, 2014 Author Share Posted October 14, 2014 მადლობა ბიჭებო გავითვალისწინებ Link to comment Share on other sites More sharing options...
tumana Posted October 14, 2014 Share Posted October 14, 2014 მადლობა ბიჭებო გავითვალისწინებ მიკრო ბიზნესის სტატუსი რომ მიიღო საერთოდ განთავისუფლდები საშემოსავლო გადასახადისაგან დ სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან. 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted October 14, 2014 Author Share Posted October 14, 2014 მიკრო ბიზნესის სტატუსი რომ მიიღო საერთოდ განთავისუფლდები საშემოსავლო გადასახადისაგან დ სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან. ეგ არ ვიცოდი... რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე ეგ სტატუსი რო მოგცენ? Link to comment Share on other sites More sharing options...
tumana Posted October 14, 2014 Share Posted October 14, 2014 ეგ არ ვიცოდი... რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე ეგ სტატუსი რო მოგცენ? მარტო უნდა საქმიანობდე და წლიური შემოსავალი 30 000 ს არ უნდა აღემატებოდეს. აქ ნახავ დაწვრილებით 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted October 14, 2014 Author Share Posted October 14, 2014 პირებს ეკრძალებათ ნებართვას ან ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობებისა და სავალუტო ოპერაციების განხორციელება, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, აუდიტორული, საკონსულტაციო საქმიანობა, სათამაშო ბიზნესი და ვაჭრობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება). ანუ არ გამოვა... ძალიან ცუდია. Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts